შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (1)


23-01-2018, 20:40
ავტორი Ioana
ნანახია 4 830

-თათია,ტელეფონის ხმა არ გესმის?
-მაცადე დედა,ხელებს ვიბან რაა.
-მე კი გაცდი,მაგრამ გასკდა ვიღაცაა-მობეზრებულად აიქნია ქალბატონმა მანჩომ თავი.მეც,როგორც იქნა,გავიმშრალე ხელები და ტელეფონს ვეცი.ვაიბერში რეკავდა მამიდაჩემი,წარმოვიდგინე ახლა ის და დედაჩემი რომ ცხრა საათიან ჩათს გააბავდნენ და ტელეფონი სანამ წრიპინს არ ატეხავდა,ხო არ დაამთავრებდნენ.
-დედა მოდი!
-რა გინდა შვილო? რაა?
-მამიდა რეკავს,რა უნდა მინდოდეს?!
-მერე უპასუხე,უცხოა მამიდაშენი?
-ალოოო მამიდუუუ,როგორ ხარ? გერმანიაში რა ხდება? კიდე არ გათხოვილხარ?
-ამას უსმინეთ ერთი,გოგოოო! რა გითხარი ეგრე ნუ ხუმრობთქო-დიდის ამბით შეიცხადა მამიდაჩემმა.ძველი ყაიდის ქალი იყო და გათხოვების ხსენებაზე,ყოველ წამს წითლდებოდა.ამაზე კი გულიანად ვიცინივარ ხოლმე.
-დაიგნახეე,დაგინახეე!-უაზრო სიცილი ამიტყდა ისევ-ნუ წითლდები გოგო,აბა ქალიშვილი ხო არ მოკვდები?
-უზრდელოო,შე ტუტუცო ბავშვო!-თვალები ლამის გადმოცვივდა ქალბატონ ლელას-სადაა დედაშენი? დამლაპარაკე,თორემ შენ გამაგიჟებ,მომშორდი აქედან!
-აუუუ ლეელ,როგორი უჟმური ხარ.გასაგებია,რატომაც ვერ თხოვდები-სინანულით გავიქნიე თავი და დედაჩემმაც ინება მოსვლა.ტელეფონი მას გადავულოცე და სამზარეულოში გავედი,რადგან მგელივით მშიოდა.მე ვჭამე,ჭურჭელიც გავრეცხე და ისინი კიდევ ჭორაობდნენ.სულ ვგიჟდებოდი,როგორ შეეძლოთ ამდენი ხანი ტიკტიკი გაუჩერებლად.დედას ოთახის კართან ჩავიარე,მათ საუბარს რომ მოვკარი ყური.
-მართლა გოგო? კაი ბიჭია?
-ვაიმე,მანჩო,შენი აზრით თათიასთვის ცუდ ბიჭს გავიმეტებ?-ჩემი სახელის ხსენებაზე ყურები ორმაგად დავიგრძელე.
-ხომ იცი,მე თვითონ ძალიან გვიან გავთხოვდი, ასაკის გამო კი მის გარდა მეტი შვილი ვეღარ გავიჩინე.არ მინდა,რომ თათიამაც ჩემი ბედი გაიზიაროს.მართალია,ჯერ ოცი წლისაა,მაგრამ მის სამეგობროში ყველას ჰყავს შეყვარებული,ეს კიდე ბიჭის ხსენებაზე სახეს მანჭავს მარტო.
-ვიცი მანჩო,ვიცი,რას მიხსნი.ხო და მეც მაგას ვამბობ,ექიმი ბიჭია,აქ მუშაობს კარგ თანამდებობაზე.არ ვიცი,პირდაპირ ისეთია,შვილი რომ მყავდეს აქამდე ათჯერ გავატანდი-მორცხვად ჩაიცინა მამიდაჩემმა.
-აქ რა ხდება? ვის მირიგებთ აბა? თქვენ მე ვინ გგონივართ? დედა,შენ მიკეთებ ამას? ყოჩაღ თქვენ,უბრალოდ ყოჩაღ-მეტი ეფექტისთვის ტაშიც დავუკარი და რომ არა მანჩოს შეღონებული სახე,კიდევ დიდხანს ვიხალისებდი-კაით ხოო,ვხუმრობ.რას დადუმდით?
-მაგ ტუტუცს ესეთ ბიჭს კი არა ჩემი მოხუცის ძმას უნდა ვურიგებდე.ეგეთი ქაჯი ვის მოეწონება?
-კაი ლეელს,დამშვიდდი.ახლა კარგად მისმინე,მე კითხვებს დავსვამ,შენ მიპასუხებ,მერე გადავწყვეტ როგორი ბიჭია.
-ასე არ ჯობია? მამიდა გენაცვალოს შენ-მოლბა უცებ ქალბატონი და დიდი ინტერესით მომაპყრო კამერაში თვალები.
-რა ჰქვია?
-ნიკოლა.
-გვარი?
-დადიანი.
-ოხხ,ჩვენ ბოდიში.ეგენი გლეხის ქალებზე აცრილები კიდე არიან?
-თათიაააააა-თვალები დააკვესა ისევ მამიდაჩემმა,თან ძაან მეცინებოდა უკვე.
-კარგი ხოო,ვიხუმრე რაა.ასაკი?
-ნუუ ეხლაა,ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?-დაიბნა თვით ლელა ნაკაშიძე.
-ქალია და ასაკს არ ეკითხებიან,თუ რა ხდება?
-დიდია-დარცხვენილმა ჩახარა თავი.
-მაინც რამდენად დიდი?
-ნუ ახლააა...
-ჰეე ლელა,მაღირსე ახლა.ოცდაათის?
-ოცდათხუთმეტის!
-რაო?-ამაზე უკვე ჩავბჟირდი-რა იყო ლელუ,შენთვის გინდა და ჩემი სახელით უახლოვდები?-სიცილისგან უკვე გადაწითლებული,ხელით ვინიავებდი სახეს.
-თათიააა,უკვე ვბრაზდები! ეს რა ლაპარკია,რა სითავხედეა? ვის დაემსგავსე ასეთი უჯიშო?
-კაი,კაი,ისევ ხუმრობა იყო.რა გჭირს შენ? კლიმაქსი დაგეწყო?-რომ არა მისი სიბრაზისგან ჩაწითლებული თვალები,უკვე ხელმეორედ ჩავბჟირდებოდი-რას წარმოადგენს?
-რას და ექიმია,აქ გერმანიაში მუშაობს! უკვე ათი თუ თხუთმეტი წელია აქ ცხოვრობს,დედა გერმანელი ყავს,მამა ქართველი თავადია.მოკლედ ძალიან შეძლებული ოჯახია,გვიყიდიან და გაგვყიდიან! ხო კიდევ და ყავს შენზე ხუთი წლით დიდი.
-ვა ვაა,ლელა ნახე რაა.ჩაუტარებია გამოძიება! მერე რაო,შენ საიდან იცნობო?
-საიდან და მამიდამისი გავიცანი აქ შემთხვევით,ძალია კარგი ქალია,ხო და ერთხელ ლაპარკისას ახსენა,ესეთი ძმიშვილი მყავსო და ვნერვიულობთ,ასე რომ გვრჩებაო.მეც ეგრევე შენ გამახსენდი და ვანახე შენი სურათები.გაგიჟდა პირდაპირ,ეს გოგო მინდა რძლადო.
-ბებიაშენისა არ გინდათქო?
-თათია,მე თვითონ გადავიფიქრე იმ ადამიანის შენთვის გაცნობა! ასეთი თავხედი ვის გინდა ანახო?
-ხო იცი,უცხო ხალხში ძაან ზრდილობიანი ვარ ხოლმე.ეგ ყველაფერი კარგი,მაგრამ იქნებ თვითონ არ მოვწონვარ?
-ეგეც მოვაგვარე! მამიდამისმა ანახა უკვე შენი ფეისბუქი.
-მერე რაო?
-ძალიან მოეწონე,მამიდამის უთქვამს მიწერე,დაეკონტაქტეო.მაგრამ არაო,პატარა ბიჭი აღარ ვარ,ბავშვებს ვსდიოო.
-მართალია,აწი მაგის შესაფერის გოგოს კათარზისში თუ ვიპოვით,თორემ შანსი აღარ აქვს!
-ეჰ,თათია რომ იცოდე როგორი სიმპათიური ბიჭია,კაი ოჯახის შვილიი,განათლებული,რვა ენა იცის.შე ცოდვილო ბავშვო,ორი კინკილა ენა მაინც იცოდე წესივრად.
-ორი ენა ვიცი,ქართული და ინგლისური.
-ეს რუსული რა ვერ გასწავლე? მთელი შენი სანაცნობო რუსულად ლაპარაკობს.ენებს ვინ ჩივის,შენზე ვუთხარი იმ ქალს,ისეთი ჭკვიანი გოგო გვყავს,რომ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრათქო.ახლა კიდე დაფინანსებით სწავლობს ჯავახიშვილშითქო.
-მეცხრე კლასში,რომ ლეპტოპი მაჩუქა პრეზიდენტმა ეგ რატო ჩამიტეხე?-მოჩვენებით ნაწყენმა,გაბრაზებული მზერა ვსტყორცნე გერმანიაში მამიდაჩემს.
-უიი ჩემი სიკვდილი,ეგ სულ დამავიწყდა.არაუშავს,ხვალ რომ ვნახავ ვეტყვი.ახლა შენ ის მითხარი,ხო ხარ თანახმა ამ გარიგებისთვის?
-არა!
-რაოო?-იმხელაზე იკივლა ლელაჩკამ,ლამის ყურმილში გამოძვრა-ამდენი რა ჯანდაბად მალაპარაკე,თუ უარზე იყავი.რისი ღირსი ხარ ახლა შენ? ხო ხარ ღირსი არ გეღირსოს შენ კლასელ კოკაზე მეტი ბიჭი.
-კოკას შენთვის ვინახავ მამიდული,ხო იცი დამა ქალები მოწონს-ეშმაკურად ავათამაშე წარბები და ლელა,რომ სულ არ გამეგიჟებინა სასწრაფოდ გადავუგდე დედას ტელეფონი და მისაღებში გავქანდი.სწრაფად შემოვახტი ლეპტოპს და დავსერჩე ჩვენი დღის გმირიც,მამიდა ყავდა საერთოებში მარტო.ყოჩაღ ლელაჩკას,კარგად უმუშავია. ნიკოლა დადიანი ბევრად სიმპათიური აღმოჩნდა ვიდრე ველოდი,მაღალი და მხარბეჭიანი ბიჭი ჩანდა,ალბათ წელამდე თუ მივწვდები ჩემი სიმაღლით.შავი თვალები და ამ თვალებისთვის შეუსაბამო ქერა თმა ჰქონდა.ერთ სურათში მომაჯადოვებლად იღიმოდა,თან რაღაცნაირი ამაყი,დიდგვაროვნული იერი დაჰკრავდა.თვალებით გეუბნებოდა,აქ მე ვარ ყველაფრის გამგებელიო.ისე მაგას რა ვუთხარი,ჩემნაირი გლეხის ქალი მოუხდებოდა მაგ ნარცის კაცს.ასაკი თითქმის არ ეტყობოდა,მაქსიმუმ 28-29 წელი შეიძლება მიგეცა.ფეხის ხმა როგორც კი გავიგე,მისი გვერდიდან სწრაფად გამოვედი და უდარდელი მზერით გავხედე დედაჩემს,რომელსაც ქალბატონ ლელასთან ლაპარაკი დაემთავრებინა და ტელეფონი მოჰქონდა.
-დედიკო,რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ ეს ქაჯური საქციელები დახვეწო?!
-მართალია,ბოლოს და ბოლოს,აზნაურების ოჯახში ვთხოვდები!
-რააა? შენ რა თანახმა ხარ დედიკო,რომ ის ბიჭი გაიცნო?-სიხარული მაინც ვერ დამალა დედაჩემმა.
-რა თქმა უნდა,არა.შენ რა ჩემი თავიდან მოშოება გინდა?
-არა,დედიკო ეს რამ გაფიქრებინა? ჩემი ერთადერთი შვილი ხარ და მინდა,რომ ყველაზე ბედნიერი იყო.უბრალოდ დღეს,ასეთი კარგი ბიჭები ცოტაა და არაფერი დაშავდება თუ გაიცნობ.
-ბიჭი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია,უფრო კაცი,ბაბუა ან რამე ეგეთი!
-თათია მორჩი რა ცანცარს,უკვე ოცი წლის ხარ.ხომ არ გავიწყდება?
-კარგი დედიკუნი,აი დღეს არა და ხვალ დავჭკვიანდები!


ამ საუბრიდან ზუსტად ერთი თვე იყო გასული,მამიდამ ისევ რომ დარეკა.
-ვაა,ლელას ვახლავარ! როგორ გიკითხოთ? ჯერ კიდევ არ გათხოვილხარ?
-ვაიმე თათია,ისეთი მაგარი ამბავი მაქვს მამიდუ,რომ შენი უაზრო ხუმრობები არ მოქმედებს.
-ოჰოო,რა ხდება?-ინტრიგნულად დავაწვრილე თვალები და კადრი მოვაახლოვე-ხელი გთხოვა ვინმემ?
-მე არა,მაგრამ ნიკოლა ხომ გახსოვს.
-რომელი ნიკოლა? მოხუცი ნიკოლა?
-ხო ხოო,ჩვენი ნიკოლა...
-შენი როდიდანაა,კაცს მახევ შე ქალო?
-ვაიმე თათია,ჩაიგდე ცოტა ხანი ეგ დასაწვავი ენა! მოკლედ იმ დღეს შენი სურათი რომ დავდე,ხომ გახსოვს?
-შენ ჩემი მთელი ალბომი გიდევს შენს ფეისბუქზე,მგონი დროა სახელიც გადაირქვა და თათია დააწერო.
-ოოოო,აი ის სურათი.სულ ბოლო-ჩემი ნათქვამი დააიგნორა,მგონი ამას მართლა რაღაც სჭირს.-ხო და ნიკოლას უნახავს,მეგობრებში ხო მყავს და გაგიჟებულა თურმე,ისე მოწონებიხარ.ძალიან ლამაზიაო!
-იასნია,ჩემნაირ სილამაზეს მეტი სად ნახავდა,მაგის ასაკის ხალხი უკვე დღე-დღეზე ელოდება სიკვდილს.
-ხო და ასე უთქვამს,როცა დრო მოვა შევხვდებით ალბათო.
-თუ შენ იტყვი,უეჭთქო.ასე გადაეცი ჩემგან.
-ვერ გავიგე რას უწუნებ?
-პირველი: გარიგებები 21-ე საუკუნეში ცოტა ძაან გოიმობაა,მეორე: ოცდათხუთმეტი წლის კაცი,რომ თვითონ ვერ პოულობს ბედს და მამიდა ურიგებს გოგოს,ცოტა მეჩმორკაცება.
-რას შვება?
-ცოტა არასერიოზულია მაგ ასაკის მამრისთვისთქო.
-რას ვერ პოულობს გოგო,ნორმალური თუ ხარ.შენი აზრით,ასეთ კაცს რომელიმე ქალი გაუშვებს ხელიდან? გოგოები ზედ ახტებიან,ეს არავის უყურებს უბრალოდ.თან წესიერი და ღირსეული გოგოები ცოტაა დარჩენილი,შენც კარგად იცი.ბოლოს იცი,ვინ იყო მაგის შეყვარებული?
-ვინ? არ თქვა მე რომ მოხუცს ვუვლი ის ქალიო-ოსტატურად გავიოცე და დაღებულ პირზე ხელი ავიფარე.
-ოხ თათია,თათია,ეგ ენა რომ არ გქონდეს-სინანულით გააქნია ლელაჩკამ თავი და წამოწყებულ თემას მიუბრუნდა ისევ-ხო და რას ვამბობდი.აააა,ხოო მაგის შეყვარებული ყოფილა ცნობილი მოდელი რომაა,ანიუტა.
-აუუუ ის გატყლარწული არსება? ქართულ ელიტას რომ ეტენება?
-რატოა გატყლარწული,ძალიანაც ლამაზი გოგოა.ხო და მოკლედ,რომ იცოდე შენი უარით მაგ ბიჭს გულს ნაღდად ვერ დაწყვიტავ.შენზე ბევრად მაგრების რიგი უდგას-მამიდაჩემი კარგად მიცნობდა და ზუსტად იქ მოარტყა,სადაც საჭირო იყო.
-რაო? მადლობა თქვას,რომ შევხედო-ამ სიტყვებზე ავხტი და აღარ დავეცი.
-რისთვის თქვას მადლობა,შენზე უკეთესები ეხვეწებიან.
-იცოდე თქვენ ჯინაზე ვნახავ მაგ ბიძია ნიკოლს,თავს შევაყვარებ და მერე დავადებ.დაგიმტკიცებთ,ვინაა აქ ყველაზე მაგარი-გაგიჟებული ვიყავი,რომ საკუთარი ოჯახის წევრიც კი არ მთვლიდა მის ღირსად.
-ხო და ძალიან კარგი,საბუთები გაამზადე.გერმანიაში მოფრინავ.
-რააააა?-იმხელა ხმაზე ვიყვირე,ყურები დამიგუბდა.
-რაც გაიგე,ყველაფრის ხარჯს ჩემზე ვიღებ.
-კარგი,მაგრამ მე ჩემი წესები მაქვს!
-აბა,გისმენ.
-ანანო მომყავს თან,იმ ბიჭს ვნახულობ,მაგრამ თუ არ მომეწონება,ამ თემაზე თქვენ ხმასაც კი არ გავიგებ!გასაგებია?
-ბაზარი არაა!
-ვაა ლელაჩკა,შენ ეგ ბიჭი ისე მოგწონს,რომ მზად ხარ მე და ჩემი გიჟი დაქალიც კი აგვიტანო? საღოლ ნიკოლას!
-მოკლედ საბუთები რაც შეიძლება მალე მოაწესრიგეთ და მაქსიმუმ ორ კვირაში გერმანიაში მოფრინავთ.

მე და ანანოს მეტი რა გვინდოდა,სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდით.შენი ნიკოლა ვის ახსოვდა,ჩვენ ორნი საზღვარგარეთ მივდიოდით ერთად.მთელი ორი კვირა,სრული საგიჟეთი გვქონდა.საბუთები,ბილეთები,ტანსაცმელი,შოპინგი.მოკლედ ისე მალე გავიდა დრო,რომ ვერც გავიგეთ.ზუსტად ორ კვირაში კი გერმანიის აეროპორტში ვიდექით და ვცდილობდი,მამიდაჩემი ამომეცნო იქ მყოფ ხალხს შორის.რომ ვერსად მივაგენით და უკვე წუწუნს ვიწყებდი,ტელეფონი აწკრიალდა.
-სად ხარ ლელუ? მოგვატყუე ხო? ტრეფიკინგის მსხვერპლები ვართ? ეს როგორ გამიკეთე?-მთელი ოსტატური სამსახიობო ნიჭით ავტირდი-იცოდე ლელუ,მახინჯ კაცებს შენთან გამოვუშვებ ხოლმე!
-თათია გაჩუმდი,გთხოვ!-მამიდაჩემის განწირული ხმა,რომ გავიგე,მივხვდი ყველაფერი მთლად რიგზე ვერ იყო.
-რა გჭირს?
-რა რა მჭირს,მე და ნიკოლას მამიდა აეროპორტის გარეთ გელოდებით და ტელეფონი სპიკერზე მაქვს ჩართული!-კბილებში გამოსცრა მამიდაჩემს.
-რააა?-სირცხვილისგან წამომახურა და ლელას სასწარფოდ გავუთიშე ტელეფონი.ანანო გაკვირვებული მიყურებდა,რა გჭირსო.მეც ხუთ წამში ყველაფერი ავუხსენი და სანამ სრულად არ დავწყნარდი,მანამდე აეროპორტიდან ფეხიც არ გამიდგამს.
-კაი,მზად ვარ,წავედით-უკვე „მოხოდლიმა“ შევყვირე ანანოს.
-ხო და წავედით,ვნახოთ ერთი ეს ნახევრად სადედამთილო რა ქალია.
-ისე რა ტრიპაჩობა იყო,აეროპორტში რომ არ გამომცახდებოდა?ამ ფორმით,რომ დამინახავს ის ქალი,ალბათ გული გაუსკდება.
-არაფერია,მშვენივარდ გამოიყურები,უბრალოდ შენი შავი გრძელი თმა ცოტა ყვავის ბუდეს გავს,თვალები ჩაშავებული გაქვს და ტუჩებს ცოტა ფერი აქვს დაკარგული.-დეგენრატული ღიმილით გამიღიმა ჩემმა დაქალმა,სწორედ ისეთით მარტო მას რომ სჩვევია და გასასვლელისკენ კუნტრუშით წავიდა.

პ.ს. ველი ველი თქვენს შეფასებებს,წინ ძალიან ბევრი სახალისო ამბავი გელით <3



№1  offline წევრი blondeangel631

აუ ძალიან კარგი იყო ის ბავშვი საგიჟეთიდანაა გამოქცეული მაგარი ვიღაცაა და ეს ბიჭიც თუ კაცი,ბიძია თუ ბაბუა იმედია კარგი აღმოჩნდება მისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes joy joy joy

 


№2  offline წევრი მოგზაური

Dzaanmagaria gaagrdzelee.

 


№3 სტუმარი მარიამმი

სიცილისგან ძირს ვხოხავ დდდდ რაიყო ეს ცუდადვარ დდდდ აუ ძაან გთხოვ არ დააგვიანო შემდეგი თავი ვეღარ ვითმეენ

 


№4 სტუმარი ani

აუ იქნებ ეს ბიძია ბაბუა თემიდან ამოაგდო და ვინმე ძალიან მაგარი ტიპი ჩაააგდოო <3

 


№5  offline წევრი Ioana

blondeangel631
აუ ძალიან კარგი იყო ის ბავშვი საგიჟეთიდანაა გამოქცეული მაგარი ვიღაცაა და ეს ბიჭიც თუ კაცი,ბიძია თუ ბაბუა იმედია კარგი აღმოჩნდება მისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes joy joy joy

მოგზაური
Dzaanmagaria gaagrdzelee.

მარიამმი
სიცილისგან ძირს ვხოხავ დდდდ რაიყო ეს ცუდადვარ დდდდ აუ ძაან გთხოვ არ დააგვიანო შემდეგი თავი ვეღარ ვითმეენ


ძალიან დიდი მადლობა,ძალიან ბედნიერი ვარ,რომ მოგწონთ <3 ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს <3

ani
აუ იქნებ ეს ბიძია ბაბუა თემიდან ამოაგდო და ვინმე ძალიან მაგარი ტიპი ჩაააგდოო <3


პირველ რიგში მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის <3 პერსონაჟი ასაკით 35 წლის არის,მაგრამ შემდეგ თავებში დარწმუნდებით,რომ მართლაც ძალიან მაგარი ტიპია < 3 ვერ შევცვლი,რადგან მასზე მაქვს უკვე ყველაფერი აგებული :((

 


№6  offline მოდერი bla.ell

აუუუ ძაან საკაიფო და მხიარული იყოო არ დააგვიანო რაა მაინტერესებს ნეტა სრულად ყოფილიყოოjoy❤❤

რას ერჩით მე მომწონს განსხვავებულია არ ამოაგდო ეგ ბიძია ბაბუა რაა მაგარია ასე კაიაjoyმუღამს აძლევს...

 


№7  offline წევრი Ioana

bla.ell
აუუუ ძაან საკაიფო და მხიარული იყოო არ დააგვიანო რაა მაინტერესებს ნეტა სრულად ყოფილიყოოjoy❤❤

რას ერჩით მე მომწონს განსხვავებულია არ ამოაგდო ეგ ბიძია ბაბუა რაა მაგარია ასე კაიაjoyმუღამს აძლევს...


აუუ ძალიან დიდი დიდი მადლობა <3 საშინლად მიხარია თქვენი დადებითი კომენტარები <3 პერსონაჟს რაც შეეხება,შეცვალს არ ვაპირებ :*

 


№8 სტუმარი სტუმარი bella

shen ra shoki xarr !! male dade ra

 


№9  offline წევრი mariam m.k

Vahh zan saintereso ram dade shen. Wavedi shemdegi tavi melodeba?!?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent