შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთისფერი ვარდი


26-01-2018, 15:15
ავტორი merione
ნანახია 1 764

სამყროში, სადაც ადამიანებს სიყვარული ამოძრავებთ, სიყვარულის დღე თენდებოდა. ქალაქში თოვდა, თევბერვლის თეთრი თოვლი თეთრად თრთოდა, თითთქოს ციდან ანგელოზების რაზმი ცვიოდა. არ უხდებოდა 13 თებერვალს თოვლი, რადგან ბევრისთვის „სიყვარული“ გაუფასურებული ჟარგონი იყო. „ვალენტინობა“ ლამაზად ჟღერდა ჩემი ფანჯრებიდან, იმ ფანჯრებიდან სადაც გადათეთრებულ ქალაქში ღმერთისფერი წყვილი სეირნობდა. ბიჭი საშვალო სიმაღლის იქნებოდა, დიდი კრემისფერი ბათინკები მუქი ჯინსის შარვალი და გრდზელი მანტო ეცვა. სახეზე საშვალოდ მოპარსული წვეი, არა ვცდები, საშვალოდ დატოვებული წვერი ოდნავ დეფექტური ცხვირი და ღია მწვანე თვალები ჰქონდა რომელშიც ქუჩის მოკიაფე ლამპიონები ელვარებდნენ... გოგონა ლამაზი იყო, ზედმეტად ლამაზიც კი ამ სამყაროსთვის, სქელი წითელი ქურთუკი ეცვა, წითელი ხელთათმანებით. თვითონაც წითური იყო. შავ თვალებთან ლამაზი წითელი ჭორფლებით, იმდენად ლამაზად იღიმოდა, რომ ფიფქრბი ერთმანეთს ებრძოდნენ მის ტუჩებზე დასადნობად, ერთ ზამთრად ღირდა ამ სილამაზის ყურება, მიაბიჯებდნენ და არცერთს არ სციოდა და უცებ ბიჭმა მაჯიდან ვარდი ამოიღო გოგონას წინ გადაუდგა და ყურში გაუკეთა და ჩუმად ჩასჩურჩულა: „თეთრ თოვლში გაშლილი წითელი ვარდი ხარ“ გოგონას ლოყები გაუწითლდა, თეთრი ცხვირიც და მართლა წითელ ვარდს დაემსგავს…
მეორე ქუჩაზე კიდევ ერთი წყვილი სეირნობდა, მაგრამ ამას სეირნობა არ ერქვა, ეს ღმერთების ცეკვა იყო მათი სუნთქვის სიხშირე ერთდროული იყო, მათი ნაბიჯების რითმიც ერთი იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რომ მათ გულის ფეთქვაც კი ერთდროული ჰქონდათ, ასე ერთად მიუყვებოდნენ გზას. გოგონა მომენტივით ლამაზი იყო, თავდაჯერებული მტკივედ მინდობილი მისი „მეორე ნახევრისადმი“ თმები ყოვლად არაამქვეყნიური ფერის ჰქონდა, ოკიაეანის ფერი თვალები ლამაზი სხეული და სრულყოფილი სიყვარული. ბიჭი კი ამაყი, არა ის ბიჭი არ იყო, ის კაცი იყო ჩამოყალიბებული გრძნობით გულამდე სავსე, მოკლე თმა ჰქონდა როგორც ჯარისკაცს. კაპარსული წვერი როგორც ჯარისკაცს. ჰქონდა ერთგულება როგორც ჯარისკაცს, და იყო მებრძოლი როგორც ჯარისკაცი, დადგა ჟამი და უნიფორმიდან ამოაძვრინა ყვითელი ვარდი და თქვა „იცი სალი რა განსხვავებაა შენსა და ვარდს შორის? შენი სილამაზე ვარდისგან განსხვავებით მარადიულია“ გოგონას გაეღიმა და ისე ჩაეხუტა ჯარისკაცს როგორც მზის სხივი ეხუტება ხოლმე გამთენიისას ჩემი ოთახის სარმელს
ამ დროს კი ქალაქის ბოლოში შავ ტყავის ქურთუკში გამოწყობილი ბიჭი მირბოდა, მუხლებზე გახეული შარვლით, საიდანაც სისხლი მოსდიოდა. მირბოდა ისე თითქოს მის ცხოვრებაში უკანასკნელი გარბენი ყოფილიყო, მუქი სისხლისფერი ვარდი ეჭირა ხელში, ისე უჭერდა თითქოსმისი ანგელოზი ეკავა ხელით რომელიც გაფრენას აპირებდა, ვარდი ზედმეტად ეკლიანი იყო, მის ფურცლებზე ბიჭის სისხლი მიედინებოდა თოვლზე და ნაფეხურბზე კვალს ტოვებდა, ბიჭი ბევრჯერ დაეცა, მაგრამ სირბილი არ შეუწყვიტავს, თვალებიდან ცრემლები ფიფქებად ცვიოდა და ბოლოს ის დაეცა ქვაზე, სადაც ვარდსაც ხელი გაუშვა და თქვა: „შენ ყველაზე ლამაზი ხარ, ვარდი კი ერთადერთია, რომელიც შენს სილამაზესთან ახლომახლოს სახლობს“ საფლავის გვეძე დაწვა და უხმოდ ტიროდა, საღამო მისი ცრემლების სიმწარეს გრძნობდა. და როგორც იქნა გათენდა.
იმ ლამაზი ღამის ქალაქს არაფერი ეტყობოდა. საფლავზე ვარდი თოვლმა დამარხა მიწაში ჩამარხული სიყვარულის თავზე. ჩემს უბანში წყვილების ნაკვალევი გაქრა და არც იმ დახოცილი ტკივილის კვალი ჩანდა ბიჭმა რომ ღვარა თვალებიდან საფლავზე. გათენდა და დადგა 14 თებერვალი, ვალენტინობის დილა. გამოვიდნენ „ადამიანები“ და მიულოცეს „შეყვარებულებს“ „სიყვარულის დღე“.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent