შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავადაზნაურული ამბები (3)


26-01-2018, 17:35
ავტორი Ioana
ნანახია 3 488

გერმანიაში ყოფნის მეორე დღეა უკვე.ღამით ისეთ გათიშულს მეძინა,ბომბი რომ აეფეთქებინათ ვერაფერს გავიგებდი.ბატონი ნიკოლა სახლში არ დარჩა,როგორც ვიწინასწარმეტყველე ცალკე ცხოვრობდა.თორმეტი საათი ხდებოდა,თვალი რომ გავახილე და ეგრევე ანანოს ოთახისკენ გავქანდი.
-ანააა,ანანო,ანააა,ანიკო,ანოო,ანჩოოო, აეეე გოგო! გესმის? მგონი მოკვდა ეს შობელძაღლი,დედაშენს რა პასუხი გინდა გავცე?-თავზე შემოვახტი ქალბატონს და თან მაგრად ვაჭანჭყალებდი,სანამ წიოკი არ ატეხა.
-აუუ გააფსი გოგო,რა გეტაკა? ღამე ნიკომ ხო არ გაგაუპატიურა,რა შოკში ხარ!-გამწარებული ცოფებს ყრიდა.
-გოგო არაა,თურმე ვაჟიშვილი ყოფილა და ეგ საქმე ჯერ ეგრე კარგად არ იცის.
-იიიიიი,მოვკვდით სიცილით.ეგრე იმ ხალხთან არ იხუმრო,ფლიიზ.
-ოოო რა მძ...ნერდემონა ხასიათზე ხარ დილიდან,ადეე და გავიაროთ ქალაქში.
-კაიი,ოღონდ მაცადე,ძალიან გთხოვ!
მოკლედ სადღაც ორ საათში მე და ანანო გამოპრანჭულები ვიდექით შესასვლელში და უკვე გასვლას ვაპირებდით,კრუელა ნინო რომ წამოგვეწია.
-საით ქალბატონებო?
-გავისეირნებთ,ქალაქს დავათვალიერებთ.
-გასეირნება მოიცდის,მამიდაშენი მოვა მალე და დაელოდე.
-კარგიი-უდარდელად ავიჩეჩე მხრები და მისაღებისკენ დავიძარით.უზარმაზარი ოთახი იყო,კაცი მაგარ წვეულებას გამართავდა ამ სახლში,მაგრამ ამათ ეტიკეტის წესებში უეჭ მოსული პონტი არ იქნება.დარბაზის შუაში დიდი მაგიდა იდგა,ლამაზი მოჩუქურთმებული სკამებით.ერთ-ერთ კუთხეში შავ როიალს მოვკარი თვალი.მხარზე მოგდებული ჩანთა ერთ-ეთ სავარძელზე მივაგდე და პიანინოს მივუჯექი.ანანოც იქვე მიწვა მხართეძოზე,სანამ ქალბატონმა ნინომ თვალები არ დაუბრიალა,გასწორდი,ტყეში არ ვართო.მათთვის ყურადღება აღარ მიმქიცევია,როიალს თავსახური ავხადე და მოცარტის რექვიემის დაკვრა დავიწყე.ეს ის მელოდია,რომელიც ყოველთვის მგონია,რომ საუკეთესოდ აღწერს ჩემს შინაგან ბუნებას.ნებისმიერ დროს შემიძლია დავუკრა,როგორ ხასიათზეც არ უნდა ვიყო.მთელს სახლში ისმოდა ამ გენიალური ნაწარმოების ჰანგები,სახლი აკუსტიკას აძლევდა და ეს ხმოვანება მიორმაგებდა სიამოვნებას.ჩემს სტიქიაში ვიყავი,ირგვლივ ყველაფერი წყვდიადს მოეცვა,მხოლოდ მე და როიალი დავრჩენილიყავით.ამიტომაც,ვერ გავიგე ოთახში როგორ შემოვიდა მამიდა.ცოტა ხანში კი ბატონი ნიკოლაც მოსულა,როგორც შემდეგ გაირკვა რაღაც საბუთების წაღება სურდა და როიალის ხმაზე ჩვენკენ წამოსულა.დაკვრა როგორც კი დავამთავრე და უკანსკნელი აკორდი ავიღე,ყურში უხეშად ჩამესმა ანანოს ხელების ტყლაშუნი,რომელიც ტაშის დაკვრის იმიტაცია უფრო იყო.ცოტა ხანში მამიდა და კრუელა ნინოც აჰყვნენ მას.მხოლოდ კუნთმაგარი ნიკოლა იდგა,კარის თაღზე მიყუდებული და ირონიული მზერით მიყურებდა.
-ნიჭიერი ყოფილხარ!-პირველად შემაქო კრუელამ და თბილად გამიღიმა.
-ოოჰჰ,საუკეთესო სტუდენტი იყო მუსიკალურ კოლეჯში.მაგრამ არ გაჰყვა ამ პროფესიას-დანანებით ამოილაპარაკა ლელაჩკამ.
-სამაგიეროდ,ჩვენთვის უკრავს ხოლმე და მხოლოდ ჩვენ გვატკბობს თავისი ნიჭით!-ბედნიერმა ანანომ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა,კარგი სვლა იყოვო.
-ბაღში პიანინოზე დაკვრასაც თუ ასწავლიდნენ ბავშვებს,არ ვიცოდი-ხავერდოვანი ხმა გაისმა ოთახში,მე კი მამისმკვლელი მზერა პირადპირ შუბლზე დავახალე ამ იდიოტს.რომ არა როიალზე მდგარი ლარნაკის ოთხნულიანი ღირებულება,სიამოვნებით გავუქანებდი.
-საყვარელო,ასე რატომ ამბობ?-გამოესარჩლა ქალბატონი ნინო.
-ცუდი რა ვთქვი? თან შენ ნუ ნერვიულობ,თავს თვითონაც კარგად დაიცავს.ახლა კი წავედი-უკვე გაბრუნებას აპირებდა,მამიდამისმა რომ შეაჩერა.
-ნიკოლა,ერთ წამს!
-ახლა რაღა მოხდა მამიდა?-მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები.
-გოგონებს ქალაქის დათვალიერება უნდათ.
-მერე მძღოლი ვარ თუ გიდი? თუ ჩემგან უნდათ რომ ნებართვა აიღონ?-ირონიულად გადმოგვხედა და რომ არა მამიდაჩემის ხელი,რომელიც მთელი ძალით მიჭერდა,ალბათ აქამდე დასისხლიანებული მეყოლებოდა.
-რა თქმა უნდა,არცერთი ხარ და არც მეორე,მაგრამ მასპინძლის მხრიდან კარგი ჟესტი იქნებოდა,თუ დაათვალიერებინებდი ქალაქს-მკაცრი ტონით წარმოთქვა ნინომ და ზრდილობისთვის გაიღიმა მხოლოდ.
-ისინი შენი სტუმრები არიან და თუ ასე გინდა პატივი სცე,თავად გაასეირნე-თქვა თუ არა,შებრუნდა და სწრაფად დატოვა ოთახი.მამიდამაც ხელი გამიშვა და მეც გამწარებული იმ კარისკენ გავიქეცი,ამ იდიოტისთვის ვინემს ჭკუა უნდა ესწავლებინა.მაგრამ ანანომ შემაჩერა ამჯერად.
-თათია დამშვიდდი,სწორედ ეგ უნდა,რომ მწყობრიდან გამოგიყავნოს!-ჩამჩურჩულა ანანომ და ისევ მისაღებისკენ მიბიძგა.
ისე მოხდა,რომ საღამომდე ნიკოლას ოჯახის წევრებთან ყოფნა მოგვიწია.ბატონი დემეტრე ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა.ქალბატონი მატილდაც გვერთვებოდა საუბარში,მაგრამ მისი გერმანული არც მე მესმოდა და არც ანანოს.ბოლოს მკითხა,ინგლისური თუ ვიცოდი და საკმაოდ გაააბედნიერა იმ ფაქტმა,რომ ჩემთან კომუნიკაციის საშუალება როგორც იქნა გამონახა.მოსაღამოვებული იყო,ანანო რომ გვერდით ოთახში გავიხმე და მზაკვრული გეგმა შევთავაზე.
-ძალიან საყვარლები არიან,მაგრამ აქ მათთან საჭორაოდ არ ჩამოვსულვარ!
-ოხ თათია,რა გინდა აბა რომ ვქნათ?
-რა და ახლა შევალთ და ვიტყვით,რომ თავი აგტკივდა და ოთახში გვინდა ასვლა!
-მე რატომ ამტკივდა ვითომ თავი,თუ კაია შენ აგტკივდა!-აწუწუნდა ქალბატონი ისევ.
-ვაიმეე გოგო,რა მნიშვნელობა აქვს? კაი მე ამტკივდა დავუშვათ!
-მერე ოთახში რა უნდა ვაკეთოთ?
-ღმერთოოო,რა სულელი მყავხარ. მათ ეგონებათ,რომ ოთახში ვართ.ჩვენ კიდევ ჩუმად მოვტყდებით და ღამის ბერლინს დავათვალიერებთ.ჰაა როგორი იდეაა? აღიარე რომ ძაან მაგრად დავმოზგე!-ჩემი იდეით კმაყოფილმა ამაყად ჩავუკარი ანანოს თვალი.
-სარისკოა!
-აუ მაშინ,შენ მართლა ახვალ ოთახში და დაიძინებ,მე კიდევ წავალ.აირჩიე,ან მარტო მიშვებ ან მომყვები!
-ჯანდაბას შენი თავი,რა თქმა უნდა,მოგყვები.
მოკლედ რაც შემეძლო შეწუხებული სახით დავბრუნდი უკან ოთახში.თან თავზე ხელს ვიკიდებდი.
-ქალბატონო ნინო,რაღაც თავი ამტკივდა და თუ შეიძლება,ჩვენ ოთახებში ავალთ?
-რა თქმა უნდა,თუ ოთახში ასვლას აპირებთ და არა სხვა რამეს-გამომცდელად შემომხედა,თითქოს ყველაფერი იცოდა.ეს ქალი ნამდვილი კუდიანია.
-არაა,შიდაქალის წნევით დაიბადა და თავის ტკივილები მართლა აწუხებს ხოლმე-საიდან მოჩმახა ანანომ ეს ტყუილი დღემდე ვერ გავიგე.
საბოლოოდ,თანხმობა მივიღეთ და ოთახში შევიყუჟეთ.მოახლემ,რომელსაც შარლოტა ერქვა თავის ტკივილის აბები ამომიტანა და მალევე გაუჩინარდა.ნახევარი საათი დავყავით ოთახში და ქვედა სართულზე ფეხის ხმა მიწყდა თუ არა,ჩანთები ავიღეთ და სახლი ჩუმად დავტოვეთ.სამშვიდობოზე როგორც კი დავიგულეთ თავი,ანანომ თავისუფლად ამოისუნთქა.
-აბა ჭკუის კოლოფო,სად მივდივართ?
-ცენტრში.
-ცენტრი სადაა მერე? ტაქსისტს რა ენაზე ვუთხრათ? გერმანული არ ვიცით-მომაბეზრებლად აიქნია ანანომ თავი.
-აუუუ ეს ნიკოლა შენ უნდა გაგირიგო,სულ მოხუცივით წუწუნებ.მაცადე ორი წამი და დავმოზგავ ყველაფერს.
საბოლოოდ გუუგლე თრანსლეითით ვთარგმნეთ ორი სიტყვა მძღოლისთვის.მანაც ცენტრში ჩამოგვსვა.მე და ანანომ იქვე ტურისტებისთვი განკუთვნილ ბუწიკში რუკა ვიყიდეთ და მთელი ტერიტორიის დათვალიერება გადავწყვიტეთ.გიჟებივით დავდიოდით,სურათებს ვიღებდით,ვიცინოდით,მოკლედ ბერლინისა და საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი გვახსოვდა.იმდენი სურათი გადავიღეთ,სანამ ტელეფონები ორივეს ხელში არ ჩაგვაკვდა.რამდენიმე საათიანი ხეტიალის შემდეგ კი იქვე ბარში შევედით,რომ სული მოგვეთქვა.
-აუუუ თათია...
-გთხოვ,ისევ არ აწუწუნდე!
-გოგო იქნებ ოთახში ამოგვაკითხა კრუელამ და იქ რომ არ დავხვდებოდით,რა ამბავი ატყდება ხვდები?
-თავს ნუ იღლი უაზრო ფიქრით-ხელი ავიქნიე უდარდელად და ბარმენს ინგლისურად შეკვეთა მივეცი-მოდი დღეს მაგრად დავთვრეთ!
-იყოს,არ მინდა უცხო ქალაქში უგუნოდ მთვრალმა ვიბოდიალო.
-აუუუ ვაფშე რისთვის წამოგიყავნე,თუ ყევლაფერში ჩამი..უკავ?
-კაიი ხოო,ჯანდაბას შენი თავი.
ორი ჭიქით დავიწყეთ და საბოლოო ჯამში ისეთი მთვრალები ვიყავით,ბარმენს ქართულად ვუკვეთავდით.ის კიდევ გაოცებული გვიყურებდა.
-აუუუ ბარმენნ-წამოიყვირა ანანომ
-ვოოთ?-ბარმენმა ინგლისურად კითხა,თან უეჭველი თავს იწყევლიდა ჩვენ გამო.
-ვოოთ და მაგრად მიყვარხარ -სიტყვებს ძლივს აბავდა ანანო,თან ბოლო ხმაზე ვიცინოდით,ყოველი წინადადებას სლოკინით რომ ამთავრებდა.ბარმენი უკვე პიკზე იყო და ცოტა ხანში,ალბათ დაცვას გააყრევინებდა ჩვენ თავს,რომ არა საიდანღაც გამოჩენილი ნიკო.ანანომ დაინახა თუ არა,წიოკი ატეხა.
-ვააა,ბაააა სიძე კაცს ვახლავართთ-ფეხზე წამომხტარი ძლივს იკავებდა თავს,რომ არ ჩახუტებოდა იატაკს.
-როგორც იქნა,გიპოვეთ! ბავშვების კვალობაზე ბევრი დაგილევიათ-ირონიულად შეგვათვალიერა ორივე.
-ნიკო ძია,ძიძობა როდიდან დაიწყეთ?-მეც ირონიულად ავხედე,თან თვალებს ძლივს ვახელდი.
-მადლობა მამიდაჩემს უთხარით,რომ აქ ვარ!
-მადლობა მამიდაშენს,ღმერთს,ყველა წმინდანს,მადლობა მთავარანგელოზებს,რომ აქ ხარ!-დრამატულად წარმოვთქვი და მე და ანანო ერთდროულად ავჭიხვინდით.
-კარგი,გართობა მორჩა! მივდივართ!-სიტყვა დაამთავრა თუ არა,მკლავზე მომკიდა ხელი და წამოყენებაში დამეხმარა თავისი ჭკუით.
-ხელი გაწიე,თორემ ვიკივლებ!-თან დამრიგებლურად დავუქნიე საჩვენებლი თითი.
-ღმერთო,რა დავაშავეე!-გაბრაზებულმა ამოიფრუტუნა და ისევ ჩემ მკლავს წაეტანა.
-ისეთ ასაკში ხარ,რომ დაყრუვდი ხო უკვე?-მეტი ეფექტისთვის ხმამაღლა დავუყვირე,აი მოხუცებს როგორც მიმართავენ ხოლმე.ჩემ ყვირილზე კი მთელმა ბარმა გამოიხედა.მეც ყველას გავეკრიჭე,მომენტით ვისარგებლე,ბარის დახლზე ავხტი და ქართულად დავიწყე ლაპარაკი,თითქოს ვინმე რამეს გაიგებდა.
-მოგესალმებით,მოგესალმებით-თან თავი დავუკარი,მაგრამ კოორდინაცია დაკარგული,ლამის ჩამოვარდი ბარიდან-მე თათია ვარ,ეს მძინარე მზეთუნახავი კი ჩემი დაქალია-ანანოზე ვანიშნე,რომელსაც ბარზე ჩამოძინებოდა-ეს ბიჭი,უფრო სწორედ კაცი კი ჩემი პოტენციური საქმროა.ხოო ხოო,თქვენც არ მოგწონთ ხო? არც მე,ზედმეტად ბებერია ჩემთვის.ბაზარი არაა,სიმპათიური არის გეთანხმებით გოგონი,ერთ-ერთი გოგოსკენ გავიშვირე თითი,რომელიც ნიკოლას აკვირდებოდა-მაგრამ რათ გინდა? მკვდარზე ვენოკი ხომ გაგიგიათ,ხო და ეგაა-კიდევ ბევრი რამ მქონდა სათქმელი,მაგრამ ბატონ ნიკოს მოთმინების ფიალა აევსო და არც მეტი,არც ნაკლები მხარზე მომიკიდა და რასაც ჰქვია,ბარიდან ჩამომხსნა.გამწარებული ვწიოკობდი,მთელი ზურგი დავუკაწრე მგონი ფრჩხილებით,მაგრამ რეაქცი ნული.ბოლოს ვიგრძენი მანქანაში როგორ ჩამტენა რასაც ჰქვია წიხლით.მერე კი უკან შებრუნდა ანანოს წამოსაყვანად.

პ.ს. მიყვარხართ ძალიან და მაბედნიერებთ <3 ველი თქვენს შეფასებებს <3



№1 სტუმარი ani

Dzalian magariaa ar vici ra vtqva gadavirie

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ეხლა წავიკითხე სამივე თავი და ვნანობ რატო ავუარე გვერდი პირველ თავს მაშინ როცა დადე. ხო და ძალიან ვიხალისე კითხვისას. ასე რომ ჩემი სახით ერთგული მკითხველი გამოგიჩნდა. ♡

 


№3  offline წევრი Ioana

ani
Dzalian magariaa ar vici ra vtqva gadavirie

Anuki96
ეხლა წავიკითხე სამივე თავი და ვნანობ რატო ავუარე გვერდი პირველ თავს მაშინ როცა დადე. ხო და ძალიან ვიხალისე კითხვისას. ასე რომ ჩემი სახით ერთგული მკითხველი გამოგიჩნდა. ♡


გოგოებო,აიი ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️???????? თითოეული თქვენგანი მაძლევთ სტიმულს ❤️❤️ მადლობა,მადლობა ❤️

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

Ioana
ani
Dzalian magariaa ar vici ra vtqva gadavirie

Anuki96
ეხლა წავიკითხე სამივე თავი და ვნანობ რატო ავუარე გვერდი პირველ თავს მაშინ როცა დადე. ხო და ძალიან ვიხალისე კითხვისას. ასე რომ ჩემი სახით ერთგული მკითხველი გამოგიჩნდა. ♡


გოგოებო,აიი ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️???????? თითოეული თქვენგანი მაძლევთ სტიმულს ❤️❤️ მადლობა,მადლობა ❤️

Ioana
ani
Dzalian magariaa ar vici ra vtqva gadavirie

Anuki96
ეხლა წავიკითხე სამივე თავი და ვნანობ რატო ავუარე გვერდი პირველ თავს მაშინ როცა დადე. ხო და ძალიან ვიხალისე კითხვისას. ასე რომ ჩემი სახით ერთგული მკითხველი გამოგიჩნდა. ♡


გოგოებო,აიი ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️???????? თითოეული თქვენგანი მაძლევთ სტიმულს ❤️❤️ მადლობა,მადლობა ❤️

დიდხანს არ გვალოდინო

 


№5 სტუმარი სტუმარი lia

Kარგად წერ,საუკეტესოდ გადმოცემ აზრს.

Mოტხრობა განუმეორებელია.დიდი სიხარულიტ ვკიტხულობ

Mაბედნიერებ.❤❤❤

 


№6  offline მოდერი bla.ell

აუუუუუ მე გრძელი თავი მინდააა აუუუ მალე დადე რააა გთხოოვ ვიტანჯები ისეთ მომენტებზე ჩერდებიიpersevere აუუუ მაგარიხარ გელიი

 


№7  offline წევრი blondeangel631

ესენი ასეთი გიჟები აბათ შეიცვლებიან ერთი კარგი ბიჭი ანანოსაც გამოუჩინე რა იქნება ჰა იყოს თუნდაც ნიკოს მეგობარი არა იქნებ დააშოშმინონ ორივენი ბიჭებმა heart_eyes heart_eyes heart_eyes joy joy ველოდები შემდეგ თავს

 


№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კაი ისტორიაა♥♥♥
ამჟამად ყვრლაფერი მომწოონს! შენიშვნებიც არ მაქვს!
კარგაად წეერ და ველოდები მოვლენების განვითარებას წარმატებები♥♥♥

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

იყოვო არა იყოო
აბავდა არა აბამდა

მაგარია ^^

 


№10 სტუმარი ani

Shemdegs ramden xanshi dadeb ?

 


№11 სტუმარი სტუმარი

აღარ დებს ეს გოგო თუიცით? :)))))

 


№12  offline წევრი Ioana

ani
Shemdegs ramden xanshi dadeb ?

სტუმარი
აღარ დებს ეს გოგო თუიცით? :)))))


მაპატიეთ,ოჯახის წევრის დაბადების დღე იყო და ორი დღეა,სტუმრები მყავს.თან ხვალ გამოცდა მაქვს და ახალ თავს ხვალ საღამოს დავდებ <3 heart_eyes kissing_heart heart_eyes

 


№13 სტუმარი სტუმარი

Ioana
ani
Shemdegs ramden xanshi dadeb ?

სტუმარი
აღარ დებს ეს გოგო თუიცით? :)))))


მაპატიეთ,ოჯახის წევრის დაბადების დღე იყო და ორი დღეა,სტუმრები მყავს.თან ხვალ გამოცდა მაქვს და ახალ თავს ხვალ საღამოს დავდებ <3 heart_eyes kissing_heart heart_eyes




გელოდებიიიი ????????????????

 


№14  offline წევრი mariam m.k

Saswaulia??????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent