გზა შენისაკენ (თავი 3)
გოგონა რომელიც, ახლა ქუჩაში იდგა და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა! განსხვავდებოდა ძველი ვიზუალით, ადრე მას მხოლოდ ბრეკეტებში და გამოყრილი სახით დაინახავდით, ისიც იშვიათად,სკოლაში. დიახ, სკოლასაც კი აცდენდა, კომპლექსს შეერყა. ოთახში ძველებური დიდი საკეცი სარკე რომელიც კუთხეში იდგა, მოწიწებით ჰქონდა შემოხვეული ქამრით რომ საკუთარი თავი არ დაენახა. აღიზიანებდ, სძაგდა, საკუთარი სახე.ფიგურა?არც ისე კაი მდგომარეობაში ჰქოდა.გასუქებული ტლანქი ვინმე იყო, ამიტომ იყო, მუდამ მის ოთახში ჩაკეტილი, მის გაცვეთილ წიგნებთან ერთად. სწორედ ეს გოგო იყო ვაჩეს სანახავად გამოსული,სწორედ ასე ახსოვდა ვაჩეს ლენა. მაგრამ,მას მერე უკვე ორ წელიწად ნახევარი გასულიყო და დროს შეეცვალა, ყველაფერი მის ვიზუალშიც კი... ვაჟას ძეგლთან, თიბისი ბანკის წინ იდგა, დაბალი ბიჭი და წინ და უკან მოუსვენრად დადიოდა.ლენამ შეამჩნია, გაიფიქრა ხელი დაექნია მაგრამ, არ უნდოდა ზედმეტი მოძრაობების შესრულება და მხოლოდ დარეკა ნომერზე რომელიც 51 მთავრდებოდა. -ჰო,ჰო გისმენ რას აპირებ? ჩამოხვედი? - ჰო აგერ ვარ მობრუნდი. ვაჩე რამოდენიმეჯერ არასწორი ორიენტაციით მიბრუნდა, შემდეგ როგორც იქნა მიიხედა მარჯვნივ,სადაც ლენა იდგა წელში გასწორებული და იღიმოდა, დაიბნა ტელეფონს დახედა შემდეგ წითლად მანიშნებელ სენსორს შეეხო,ტელეფონი მალევე ჯიბეში ჩააძვრინა და წელში თვითონაც გასწორდა. -ვა როგორ შეცვლილხარ?-გადაკოცნა და ზურგზე მოეთომარა, კაი ძმაკაცივით,მანქანის კარი გამოაღო,ჩასვა ლენა და ღვედიც გაუკეთა. შემდეგ თითონ ჩაჯდა და დაძრა მალევე მანქანა. -ჰო არაა?როგორ ხარ?- ლენამმშვენივრად იცოდა ,რომ შეცვლილი იყო, რადგან ძალიან დიდი ენერგია დასჭირდა, ამ შედეგამდე მისაღწევად. -ჰო. მომწონს შენი თმები-მის კულულებს შეეხო დაუკითხავად, ლენამ იფიქრა: მიმისაკუთრაო, რადგან ვაჩეს მსგავსი რამ, არასოდეს ახასიათებდა.მართლაც ლენა ძალიან შეცვლილი იყო, გამხდარი, ვიწრო წელით, დახვეწილი სიარულის მანერით, თმებიც კი სხვანაირი ჰქონდა. მაკიაჟიც კი ჰქონდა, ძალიან დახვეწილი მაკიაჟი.- როგორ გამომეპარა რომ ესეთი თმები გქონდა? -ვაჩეს მისი თმები, ბუნებრივი ეგონა. ისე მოეწონა რომც არ ყოფილიყო ბუნებრივი ნებისმიერს დააჯერებდა რომ ბუნებრივი იყო. -ჰო,გამოგეპარა ალბათ.- თინამ გაიღიმა, არც აპირებდა ბიჭისთვის აზრი შეეცვალა. -რას შვრები?სწავლობ?-გაუღიმა ვაჩემ. -ჰო ვსწავლობ-თავი დაუკრა თინამ, დაბნეულობისაგან არც იცოდა რას შვრებოდა, ტელეფონს ხან ელემენტს აცლიდა ხან აბრუნებდა შიგ, თან ფეხებს აკანკალებდა. -რა გჭირს, გცივა? -ვაჩემ შეამჩნია რომ ნერვიულობდა -ჰო ცოტა-ცრუობბდა, ვაჩემ კი მშვენივრად იცოდა,კარგად ცნობდა გოგოებს. -შეყვარებული გყაავს?-მიახალა ვაჩემ კითხვა, თუმცა თინა ასე მალე არ ელოდა ამ კითხვას. -არა.- დაფიქრებულად გასცა პასუხი, რეალურად მას შეყვარებული არც ყოლია უბრალოდ ყავდა ადამიანი რომელსაც შეყვარებულს ეძახდა, გეგამ მშვენივრად იცოდა, რომ ლენას არ უყვარდა .რომ არა ლენას გულმოწყალება ეს ურთიერთობა არ იარსებებდა. -რას შვრები სხვა სად სწავლობ? -ჰკითხა ვაჩემ ლენას. -თეატრალურზე.-არ დაიბნა ლენა.ვაჩემ ამრეზით შეხედა ლენას. -ჰო.-სხვა რას იფიქრებდა ვაჩე ამ ავარდნილი გოგოსგან... -შენზე რას მეტყვი შენზე? - გამოცოცხლდა თინა- სწავლობ არა? -ჰო ვსწავლობ.-ჩაიღიმა ვაჩემ -რატო იღიმები? -ჰკითხა ლენამ -სწავლა არ მინდა, მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე ,რომ მამაჩემმა მთხოვა, დედაჩემი სანამ გარდაიცვლებოდა სულ ამბობდა თურმე ვაჩე ექიმი უნდა გამოვიდესო. მოკლედ მშობლების ხათრით. -შენი მოწოდება რა არის, რა მოგწონს? -ქურდობა-გადაიხარხარა ვაჩემ. -კაი პროფესია აგირჩევია, რამდენი წელი მოგიწევს სწავლა მობილობით რომ გადახვიდე? -გაეხუმრა თინა. -არ სწავლობენ ქურდები იბადებიან.-თინას ძალიან ბევრისგან გაეგო ბანალური ფრაზა, იმასაც ხვდებოდა,რომ სასაუბრო არაფერი ჰქონდა ვაჩესთან, ძალიან შორს იყვნენ ერთმანეთისგან. რადიკალურად განსხვავდებოდნენ. -რადიკალური განსხვავება პლიუსსა და მინუს შორისაც არის მაგრამ ერთმანეთს იზიდავენ- თუმცა მაშინ ლენას მსგავსი რამ ,არც უფიქრია, უბრალოდ იმას მიხვდა,რომ დროს ტყუილ უბრალოდ კარგავდა, მანქანაში მჯდარი ძალიან ბევრჯერ იფიქრა,რომ დროს ტყუილ უბრალოდ კარგავდა. მაგრამ ვერ შორდებოდა, ვერ მიდიოდა, რაღაცა ძალამ მიაჯაჭვა. რაც დილამდე გაგრძელდა. მოხვდა,რომ აწი არასოდეს ნახავდა. მაგრამ, არა, არა!მაინც რაღაცა ამოუცნობი მდუმარე გრძნობა, აკავებდა ურთიერთობის შეწყვეტისაგან. ზუსტად ასევე იყო ვაჩეც. გათენდა, უზარმაზარი ბურთი შორს იყო დედამიწისგან მაგრამ, საიდანღაც ანათებდა,ქუჩის დამლაგებლებიც კი გამოვიდგენ. პიველად ვუცქერდი გამთენიისას როგორი იყო, თბილისი.თან ვაჩეს ისედაც დაწვრილებულ თვალებს ვუყურებდი რომელსაც, ისევ სურდა რამე ჩემგან გაეგო, მაგრამ მე ვდუმდი ისიც დუმდა, თვალებში თვალი დიდხანს ვერ გავუყარე შემოვბრუნდი და შუახნის ქალს ვუყურებდი, რომელიც ქუჩას აუფთავებდა. მასთან პატარა ასე 6 წლის გოგონაც იყო, რომელიც ეხმარებოდა და ბოთლებს სათითაოდ კრეფდა პატარა ხელებით და ცდილობდა ყუთში ჩაეყარა ,მაგრამ ბოლოს მაინც ახერხებდა.გამახსენდა ჩემი ბავშვობა,მეც ასეთი მშრომელი ვიყავი,სოფელში,რომ მივდიოდი საფხულობით თანატოლებთან ერთად ჯართს ვაგროვებდით და შემდეგ ვაბარებდით, იმის იმედით ,რომ საკუთარი ფული გვექნებოდა,ძალიან გვიხაროდა. ამ ფულს კი ისევ ჩვენ ვიყოფდით პატიოსნად,ბევრჯერ მიმიცია დედასთვისაც, შემინახეთქო ვეუბნებოდი.ხშირად იყო მომენტი როცა ფული არ გვქონდა და პურის ფულად გამოგვიყენებია.ან სასკოლოდ ჩემი ფულით რვეულები მიყიდია.ბევრჯერ მიფიქრია რატომ შეიძლება უკეთესი ცხოვრება არ მქონოდა როგორც სხვა ბავშვებს.მე რატო უნდა მეფიქრა ამ ყველაფერზე?მაგრამ დღეს ამას არ ვნანობ.რადგან დამოუკიდებლობა სწორედ ბავშვობიდან ვისწავლე და შრომის ფასიც. სევდა ჩამაწვა გულში მაგრამ, ისევ განვაგრძე ყურება, ვფიქრობდი ამ ბავშვზე და ღმერთს ვემუდარებოდი,რომ ჩემსავით ძლიერი ყოფილიყო.მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა,რომ მეც ერთ დროს ესე მიჭირდა, მაგრამ ამან გამაძლიერა, ამ ყველაფერმა.მაგრამ სიცივემ მაჯობა.ვაჩე ფიქრებს დავუბრუნე, რომელზეც ალბათ ბოლო ნახევარი საათია არ მიფიქრია. ისევ მესაუბრებოდა მე კი თითქოს ვუსმენდი... ახლა ყრუ იყო ისიც, ჩემი სამყაროსაგან და ყველაფერი სხვა დანარჩენი მაგრამ, ძალა მოვიკრიბე და შევხედე და საუბარში ჩავები. *** ვაჩეს გამოვემშვიდობე და სახლში ამოვედი, სახლში სოფი დამხვდა, რომელიც დავტოვე... არ ეძინა თურმე მელოდებოდა. -კარგად ხარ რამდენი ხანი გელოდე, ძალიან ვინერვიულე როგორ შეიძლება ესე? ცოტაც და ალბათ შევიშლებოდი. -დამშვიდდი კარგად ვარ, ძალიან კარგად.-გავუღიმე,მუხლებზე ხელი დავადე. -სოფ შეგიძლია ყავა გამიკეთო? -კი რათქმაუნდა ფისო.-და მალევე დაიძრა. -მიყვარს შენთან ერთად ყოფნა. -მეც ძალიან-სოფი ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ბოლომდე ვენდობოდი, უანგარო, კეთილშობილი. -შაქარი გინდა?-ეს იმიტომ მკითხა,რომ ხან შაქრიან ვსვავ ხან უშაქროს ჩემს ხასიათს კარგად იცნობს. -კაი ხასიათზე ვარ სოფკა. -ანუ უშაქრო- ხმამაღლა გაიცინა. -საფერფლეც წამოიღე,მეწევინება. -მაცა.- მალევე მომიტანა საფერფლე,ცოტახანში ყავაც მოაყოლა. *** საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი მხოლოდ ბანაობა მინდოდა, ავსებულ ვანაში,როგორც ყოველთვის ჩავწექი, სოფი გვერდში მეჯდა,მესაუბრებოდა... ბევრი ვიცინეთ... ორი ჭიქა ყავაც დავამატე ვანაში წოლისას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.