შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბირჟაზე დაწყებული სიყვარული (დასაწყისი)


27-01-2018, 04:17
ავტორი Ana Shonia
ნანახია 1 767

ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ახლა მთელ ქვეყანაზე მხოლოდ შენ დამრჩი.მხოლოდ შენ დამრჩი,მხოლოდ შენ,!რომელმაც ჩემზე არაფერი იცი.შენ! რომელიც ამ წუთას უდარდელად გრძნობ თავს, ან თავს იქცევ საგნებითა და ადამიანებით.მხოლოდ შენ!რომელსაც არასოდეს ჰქონია სურვილი გავეცანი,თუ ვინ ვიყავი მე რეალურად, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდი.არ შემიძლია ყელში მოწოლილი ცრემლი არ გადმოვანთხიო.ვიღას უნდა მივმართო ამ საშინელ წუთებში? თუ არა შე. შენ ხომ ჩემთვის ყველაფერი ხარ!თუმცა არ ვფიქრობ,რომ ჩემი მოსმენის სურვილი გექნება ოდესმე.შეიძლება ითქვას,რომ სწორედ ამიტომ გწერ, აქ ჩემთვის ფარულად დღიურში.იმედგაცრუებული პატარა გოგოსავით, რომელსაც არაფერი გამოსდის.
გადმოგიშლიდი მთელ ჩემს ცხოვრებას,რომელიც ნამდვილად მაშინ დაიწყო,როდესაც პირველად გიხილე.მანამდე ჩემთვის არსებობდა რაღაც_ ბუნდოვანი,გაურკვეველი სამყარო,რომელიც შემდეგ აინუნშიც აღარ ჩამიგდია.რაღაც ბნელი ჯურღმული, აბლაბუდით დაფარული ხალხი და სიტუაციების ქაოსი შემორჩა მხოლოდ, ჩემს მეხსიერებას.შენ, რომ გამოჩნდი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.ცხადია არ გემახსოვრება ჩვენი პირველი შეხვედრა, ან შეიძლება გახსოვდეს კიდეც.მე ? მე ყველაფერი მახსოვს, ის დღე სრულიად, ის ადგილი. როგორ შეიძლება არ მახსოვდეს ეს საოცარი წუთები!ჩემთის გასხივოსნება იყო!
მოთმინება იქონიე ჩემო სიყვარულო!
მე ხომ შენმა სიყვარულმა არ დამღალა?!სანამ იმ ადგილას მოვხვდებოდი საცხოვრებლად მანამდე ,დიდი ოჯახური ტრაგედია გადამხდა თავს, ამიტომაც გადმოვედით საცხოვრებლად შენთან,შენს სახლთან ახლოს!ამ ტრაგედიამ სრულიად გამანადგურა, თუმცა ყველაფრის გადატანა მარტივად შევძელი.ახალი მეგობრების,ახალი თავგადასავლების წყალობით.შენ კი, მთავარი მიზეზი იყავი ჩემი ბედნიერების.ვერასოდეს ხვდებოდი ჩემს მდგომარეობას,ვერასოდეს ხვდებოდი რამხელა ტკივილს ვგრძნობდი, ვერასოდეს ხვდებოდი რამხელა ტკივილი შეიძლებოდა ყოფილიყო, იმ უმანკო ღიმილის უკან,რომლის დანახვაზე შენც გეღიმებოდა. ეს ბედნიერებას მანიჭებდა... როცა ვხედავდი შენს ლამაზ და გულწრფელ ღიმილს.
ჯერ კიდევ ნორმალურად არ გიცნობდი, მთელ საღამოს შენზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა.მუდამ დაბნეული ვიყავი,როცა გხედავდი. განა საჭირო კია იმის თქმა? რომ იმ დღიდან მთელ ჩემ ღარიბ სამყაროში, შენ გარდა უკვე არაფერი მაინტერესებდა.არ ვიცი, როგორ აგიხსნა, რას წარმოადგენ ჩემთვის.ყოველგვარი შედარება სუსტი გამოდგება.ჩემთვის შენ უბრალოდ ყველაფერი ხარ, მთელი ჩემი სიცოცხლე.ჩემთვის ყოველივე არსებობდა იმდენად,რამდენადაც მათ შენთან ჰქონდათ დამოკიდებულება.მხოლოდ იმას ჰქონდა მნიშვნელობა,რაც შენთან იყო დაკავშირებული.შენ თავდაყირა დააყენე ჩემი ცხოვრება.ადრე სწავლას ყურადღებას არ ვაქცევდი, ახლა კი იმდენად საუკეთესო გავხდი კლასში,რომ დედაც კი გაოგნებულია.სამაგალითო მოსწავლე ვარ თავისუფლად შემიძლია გაგიმხილო.
საღამოობით ვიმიზეზებ რაღაცას ,რომ მაღაზიის მხარეს გამოვიდე (ამ ჩაბნელებულ უბანში, ერთი ნათელი, მაყვალას მაღაზია რომელიც მხოლოდ თორმეტის ნახევრამდეა ღია.)
ვიცი, რომ გნახავ ყოველშემთხვევაში იმედი მაქ.ხან მიმართლებს ხან არა.(როგორც მამას რულეტკის თამაშის დროს როცა ან წითელზე დებს ან შავზე).
შენი დანახვა ძალიან მახარებს,გული საშინლად მიკვდება,როცა შენს ნახვას ვერ ვახერხებ.
შენთვის არასოდეს ვყოფილვარ ვისაც უყვარდი,რომლის გრძნობაც გააღვივე ,არამედ მხოლოდ თექვსმეტი წლის ლამაზი ქალიშვილი.
კარგს არ ივიწყებენ მე კი შენ არასოდეს დაგივიწყებ.



№1 სტუმარი gggg

Gagrdzeleba realobashu ekneba tu isev ase?

 


№2 სტუმარი სტუმარი keti

cvaigis ucnobi qalis werilebs hgavs dzalian,winadadebebic ki igive gakvs gamoyenebuli

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent