შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე,ჩემთან [1 თავი]


27-01-2018, 15:17
ავტორი happier5
ნანახია 1 457

მახსოვს უკანასკნელი შეხვედრა.მახოვს მისი თვალები,ცრემლები რომ ჩასდგომოდა.მახსოვს როგორ იმედგაცრუებთ მიყურებდა.ყველა მისი სიტყვა,ემოცია,ფიქრიც კი მახსოვს.
მახსოვს,ყველაფერი მახსოვს...
მას კი,ალბათ მე აღარც ვახსოვხარ.ისიც აღარ ახსოვს მისი ხათრით თმა სულ გაშლილი რომ მქონდა.არც ის როგორ ვღელავდი სანამ ვნახავდი.არც ის მასთან კამათის დროს, რომ ყელში ბურთი გაჩხერილი მქონდა.არც ის როგორ მიყვარდა...არც ის როგორ მენატრებოდა...როგორ არ მინდოდა მასთან განშორება...მისი დათმობა.
მაგრამ ცხოვრებაც ხომ ზუსტად ასეთია.კარგი უეცრად მოდის და კიდევ უფრო მალე გტოვებს.
ჩემი სიყვარულიც ასეთი იყო,არის და იქნება...მგონია გულს თუ არ ამომაგლეჯენ სხვაგვარად ვერ დავივიწყებ...
მას კი..მას სხვა ცხოვრება აქვს.სხვას უძღვნის თითოეულ წამს.სხვას უყურებს ისე,როგორც უწინ მე.
რა უსამართლობაა არა?
სულაც არა.რაც დავიმსახურე ის მივიღე.
ახლა გვიანია.
არ დაიჯეროთ თუ გეტყვიან არასდროს არის გვიანიო.
გვიანია,თან ძალიან...ზემდეტად.

რაც დამტოვა,უფუნქციო ვარ.არაფერი აღარ ვიცი,არაფერი აღარ გამომდის.რა საშინელებაა არა?
მძულს ის ფაქტი რომ მის გულში,ჩემთვის პატარა,სულ პატარა ადგილიც კი აღარ არის.
არადა რა დიდი,ღრმა და ძლიერი გრძნობა იყო...თუმცა დროებითი.
მე კი მიყვარს,ისევ ისე.ჩვენს ადგილას მუხლის კანკალით რომ ველოდი და ათასჯერ ვისწორებდი თმას.
ყოველიმის გამოჩენას,ჩემი პულსის საგრძნობლად გაზრდა, რომ მოყვებოდა,
მაგრამ აზრი აღარ აქვს.
ხვდებით?
უბრალოდ,აზრი აღარ აქვს....

*****
-ალექსანდრე და მარიამი? ღადაობთ? რას ქვია დაშორდნენ?-გაკვირვებული იყურებოდა ნინა და მეგობრების პასუხს ელოდა.
-ხო,თვითონ ასე თქვეს..ჩვენც არ ვიცით რა მოხდა,როგორ მოხდა და საერთოდ რატომ-მოწყენილმა უპასუხა ნიკუშამ და ნერვიულად გადახედა ყველას.
-ხუმრობენ.კაი რა ეგენი? ერთმანეთის გარეშე? ღადაობენ,გვიჩალჩებენ უეჭველი.რეაქცია აინტერესებთ.-ნერვიულად იცინოდა ნინა და თან უნდოდა ტყუილი ყოფილიყო.
-აუ,ნიკუშამ თქვა.ხო იცი არ აყვებოდა ეგეთ სისულელეში მარიამს.მორჩაო და დაიკარგა მთელი დღეა-მტკიცედ თქვა გუგამ
-რაღაც სერიოზული მოხდა ალბათ.მარა აი ჩვენ რატო არაფერი არ ვიცით-გაბრაზებული ჩანდა ბარბარე
-აზრზე არ ვარ საერთოდ არაფრის.კაი რა ყველასგან წარმოვიდგენდი.მარა აი ეგენი ერთმანეთის გარეშე? რა ხდება პროსტა აზრზე ხართ?-ნინამ ხმამაღლა თქვა და წასასვლელად მოემზადა.
-საით?-ბარბარე მისკენ წავიდა
-მარიამთან,ვინ იცის როგორაა
-არ ღირს.ჩვენთან ლაპარაკი რომ უნდოდეს,დარეკავდა.
-ბარბარე რას მეუბნები? მარტო როგორ დავტოვო
-ხო ვიცი,მარიამის ბრალი იქნება არა.სისულელეს გააკეთებდა ან ეტყოდა.რა ვეღარ გაიზარდა-მშვიდად თქვა გუგამ.
-გუგა გეყოს ყოველთვის,ყველაფერში მარიამის კბენა.-შეუტია ნინამ.
-აბა ალექსანდრე? ლექსოს ბრალი იქნება დაშორება? გამორიცხულია,შანსი არ არის.-გუგას აყვა ნიკუშაც და ორაზროვნად შეხედა გოგოებს.
-წავედი მე,ვნახავ თუ არ უნდა ლაპარაკი თვითონ მითხრას.აქ ასე ვერ ვჯდები,ხო იცით..როგორია არა..საშინლადაა ალბათ-დანანებით თქვა ნინამ და სახლიდან გამოვიდა.

*****
-ნინა,შემეშვი გთხოვ.არ მინდა ლაპარაკი.-უკვე ვღიზინდებოდი ასე რომ მაძალებდა ლაპარაკს.
-რა მოხდა,უბრალოდ მითხარი რა მოხდა.გთხოვ მარიამ.ასეთს რო გიყურებ ხო იცი არ შემიძლია.
-ნინა არაფერი.უბრალოდ დავშორდით.ვსო.არ არის საკმარისი პასუხი?-ბოლო ხმაზე ვუყვირე,ის კიდევ უფრო მომაწვა.
-რას ქვია დაშორდით? მიზეზი არ აქვს დაშორებას? თავს რატო მასულელებინებ?
-ნინა..გთხოვ.
-ბოლოჯერ გთხოვ,მითხარი.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი.წადი.
-კარგი,ეგრე იყოს.ის რო იყოს დამნაშავე იტყოდი.ამჯერად რა სისულელე გააკეთე.
-რა ჯანდაბა გინდა ჩემთან ვერ გავიგე? რისი მოსმენა გინდა? ხო,ჩემი ბრალია.ჩემი,ჩემი და მარტო ჩემი.
ვუთხარი მგონი უკვე დიდი ხანია ასე ვართ და იქნებ სისულელეა ეს ყველაფერი.წადი და დედას მიხედე,მე დამივიწყე-მეთქი
-ღადაობ?-გამწარებული მიყურებდა.
-არა.დავიღალე ნინა.თვეში ერთხელ ნახვით დავიღალე,გასაგებია დედა ყავს ცუდად და იქ უნდა უმკურნალოს,მაგრამ მე რამდენი ხანი უნდა ველოდო?-ვეღარ მოვითმინე და ბოლო ხმაზე ავტირდი.
-ხო იცი,კიდევ 6 თვე და ჩამოვა.სულ ჩამოვა.
-2 წელია ეგ მესმის უკვე ნინა,ძალიან ვნერვიულობ მის გამო რომ დედა ასე ყავს.მაგრამ,ბოდიში.მეც ვარსებობ.
-მარიამ უმადური და უსინდისო არ მეგონე.ბიჭი იქ კიბოიან დედას ტოვებს რო ჩამოვიდეს, გნახოს.აღარ იცის რა ქნას,ორად გაიყო.ასე უდგახარ მხარში?
ეგოისტი და უნამუსო ხარ.ინანებ შენ სიტყვებს მარიამ.ხო იცი დედის თემა ყველაზე მძიმეა ლექსოსთვის.ასეთი რაღაც როგორ გაუკეთე?-მიყვიროდა ნინა,მე კი დანაშაულის გრძნობა პირდაპირ ტვინში მომაწვა
-იტირე რამდენიც გინდა.შენივე სიტყვებით დაამთავრე ყველაფერი.მე კიდე იქ გუგას ვეჩხუბებოდი მარიამის რა ბრალია,ნუ კბენ თქო.
დაშორების კი არა,უარესის ღირსი ხარ.-მომახალა და წავიდა.
ნინას სიტყვებმა გამანადგურა,იმან კიდევ უფრო რომ ვიცოდი მართალი იყო.ახლა რა უნდა მექნა?ეს როგორ ვუთხარი ლექსოს?დედასა და ჩემს შორის არჩევნის გაკეთება როგორ ვაიძულე.სულელი ხარ მარიამ,შტერი.მეტის ღირსი ხარ.
ნეტა იქვე მოვეკალი და ახლა არ ვიყო აქ.ნეტა მიწა რატო არ გამისკდა და არ ჩამიტანა უკუნეთ სიბნელეში.კანი მეწვოდა,სისხლი აღარ მოძრაობდა.ტვინი გამოირთო.
დავრჩით მე და მე.შტერი მე.

*****
-ამის დედაც...ეს როგორ გააკეთა? მარიამმა თქვა ეგ ზუსტად იცი?-გამწარებული იყურებოდა გუგა
-ხო,ჩემი ყურით მოვისმინე,ახლაც არ მჯერა.
-რა უსინდისოა-კბილებში გამოსცრა გუგამ და მაშინვე გაჩერდა როცა კარში მდგომი ლექსო დაინახა.ყველა ჩუმად იყო,საშინელი და შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოწვა.არავინ ელოდა მის გამოჩენას,დღეს მაინც.უყურებდნენ ბოლომდე განადგურებულ ლექსოს და ხმას ვერ იღებდნენ. სიჩუმე ლექსომ დაარღვია.
-მივფრინავ დღეს ღამე.ვიფიქრე გნახავდით.-ჩახლეჩილი ხმით თქვა ლექსომ და დივანზე,სრული არ სიტყვის მნიშვნელობით,მიესვენა.
-ასე მალე? 5 დღეში არ მიდიოდი?-გუგამ კითხა და წინ ჩამოუჯდა.
-დედას ვჭირდები იქ.დედას.-დანანებით თქვა ლექსომ და ტელეფონით გადაამოწმა ფრენა რა დროს იყო.

*****
-ჯობია არ გამოჩნდე,არავის დაენახო.განსაკუთრებით ნინას.
იმიტომ გეუბნები რომ შეიძლება ძალიან გაწყენინონ.თავს ვერ აკონტროლებენ.შენი სახელის ხსენებაც არ უნდათ.-ტელეფონში მელაპარაკებოდა ბარბარე.
-გთხოვ ბაბი..ამას ნუ მეუბნები.ხო იცი თქვენს გარდა მე არავინ არ მყავს.არც ძმა,არც და.გთხოვ,შენ მაინც..
-შენივე ხელით გააქრე შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ძალა.
ხო იცი ამას ლექსო არასდროს გაპატიებს.ახლაც ვერ ვიჯერებ,ეგ როგორ უთხარი?სულ გამოშტერდი?-სინანულით მელაპარაკებოდა ბარბარე.
-ვიცი,ვიცი.მართლა ვიცი რომ სულელი ვარ,უსინდისო და ეგოისტი.მაგრამ რომ გავიგე 2 თვის მერე 5 დღეში ისევ მიდოდა,ცუდად გავხდი.თავი ვერ გავაკონტროლე.
-კარგად იცი მარიამ დედამის ერთადერთი ოპერაცია,ერთადერთი იმედი დარჩა.4 თვეში გაირკვევა ქალის სიცოცხლის ამბავი და შენ ასეთ დროს დატოვე.ვერ ვიჯერებ რო ეს შენ გააკეთე-სწრაფად მითხრა და ტელეფონი გამითიშა.

*****
ისე გავიდა ორი კვირა,არავის დაურეკავს,მოუწერია.შინაგანად მოვკვდი,აღარ ვარსებობდი.სახლიდან გასვლა აღარ მინდოდა.უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე.ვერც იქ ვნახავდი ვერავის.ალბათ როგორ ვეზიზღებოდი ყველას..დედაჩემისგან გავიგე,ყველა შენს საქციელზე ლაპარაკობსო.დედაჩემიც კი ათასში ერთხელ მცემდა ხმას.
სულ მარტო ვიყავი,არავინ ისეთი ვინც მეტყოდა,ყველაფერი კარგად იქნებაო.რას ვროშავ,ვიცოდე მაინც.რა უნდა იყოს კარგად.ორი კვირის წინ ყველაფერი ჩემი ხელით დავანგრიე და არც აეწყობა ახლიდან...
მათ კი არა,მე როგორ მძულს ჩემი თავი,ნეტა იცოდეთ.



არვიცი როგორ გამოვხატო ისეთი კარგი ისტორიაა.მალე დადე შემდეგი

 


№2  offline წევრი happier5

მწვანეთვალებაგოგო
არვიცი როგორ გამოვხატო ისეთი კარგი ისტორიაა.მალე დადე შემდეგი

შენ არ იცი როგორ გამახარე :)
სტიმული მჭირდება ჯერ,ღირს თუ არა

 


happier5
მწვანეთვალებაგოგო
არვიცი როგორ გამოვხატო ისეთი კარგი ისტორიაა.მალე დადე შემდეგი

შენ არ იცი როგორ გამახარე :)
სტიმული მჭირდება ჯერ,ღირს თუ არა

ღიირს?ღირს კი არა აუცილებლად გააგრძელე თორე გული დამარტყავს heart_eyes

 


№4  offline წევრი ninaa12

ძალიან კარგი ისტორიაა,ველოდები შემდეგს:)

 


№5  offline წევრი happier5

ninaa12
ძალიან კარგი ისტორიაა,ველოდები შემდეგს:)

აუ! ძაან დიდი მადლობა ❤
იმედია მოგეწონება :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent