შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [6]


27-01-2018, 16:57
ავტორი მე♥
ნანახია 5 051

იმ დღის შემდეგ გიგა აღარ გამოჩენილა, მართალია ლოლას აქვს მისი ნომერი და მასთან დაკავშირება ნებისმიერ დროს შეუძლია, მაგრამ ზუსტად იცის რომ ამას თავად არ გააკეთებს. ამ კაცთან ურთიერთობა მისთვის ძალიან საინტერესოა და მე მგონია მცირედი სიმპათიაც აქვს მის მიმართ. უცნაურია, მაგრამ იმის მაგივრად რომ მათი დიალოგის შემდეგ გაღიზიანებულს მასთან კონტაქტის სურვილიც კი არ ჰქონოდა, პირიქით, მამაკაცთან ურთიერთობა ძალიან მოუნდა. არც მის უცნაურ ხასიათს შეუშინებია და არც იმას რომ მამაკაცს რაღაც განსაკუთრებული საიდუმლო აქვს. მე მგონი ლოლა ამან უფრო დააინტერესა ვიდრე გიგამ მომხიბლავმა გარეგნობამ.

სველი თმები კეფაზე დაიმაგრა და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსამზადებლად.
მისაღები ოთახიდან ტელეფონის ხმა შემოიესმა, ჩქარი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო და დაბალ მაგიდაზე აცეკვებულ ტელეფონს დასწვდა.

-გისმენთ. _ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და დივნის სახელურზე ჩამოჯდა.

-როგორ გიკითხოთ?_ღიმილნარევი ხმით იკითხა ბიჭმა და დის პასუხს განაბული დაელოდა. თან კამერაში თმებს ისწორებდა.

-ვის ეპრანჭები?_სიცილით კითხა, ტელეფონი მაგიდაზე დადო ისე რომ მთლიანი ტანი გამოსჩენოდა და თვითონ ყავით ხელში დივანზე მოკალათდა.

-მე, მაკა და მაკას რამდენიმე მეგობარი გეგასთან მივდივართ კლუბში.

-მაკას მეგობრები გოგონები ხომ არ არიან?_ეშმაკური ხმით იკითხა და ყავა მოსვა.

-აუ, ერთია იცი რა “ვიდზეა”, 2 კვირაა მაკას კაბის ბოლოზე გამობმული დავსდევ, იქნებ შემახვედროს. _სიცილით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად იკბინა.

-სამივემ ვიცით რომ ეგ გოგო შენ სერიოზულად არ მოგწონს. _წარბაწეულმა ჩაილაპარაკა.

-რატომ ფიქრობთ რომ ქალთან ურთიერთობა რომელიც სექსით შემოიფარგლება შეიძლება არასერიოზული იყოს? _გულწრფელად იკითხა და დის პასუხის მოლოდინში გაისუსა.

-იმიტომ, რომ...

-იმიტომ, რომ ერთხელ ჩაიწვენენ და მერე ვსიო... მე ეგ არ მიგულისხმია, რა არის იმაში ცუდი თუ მაკას ერთ-ერთი მეგობარი როგორც პარტნიორი ისე მომწონს და არა როგორც ცოლი, ან მომავალი შვილების დედა.

-ილო, ნუ გაუტიე. მე ეგ არ მითქვამს!

-კარგი, მოვრჩეთ! შენ რას შვრები, როგორ მიდის შენი საქმეები? ჩამოსვლას არ აპირებ?

-ჩემი საქმეები შესანიშნავად მიდის, უფროსმა ხელფასი მომიმატა და რაც მთავარია საქმეც შესაბამისია. ხო-ო, ჩამოსვლას არა ჯერ არ ვაპირებ. ისე, იქნებ შენ და მარიტამ აიღოთ ვიზა და ჩამოხვიდეთ. ცუდი იდეა არ უნდა იყოს.

-შეიძლება, მარიტა თუ მოახერხებს სამსახურიდან განთავისუფლებას.

-შენ გაქვს შვებულება?

-კი, ზაფხულის მერე არ გამომიყენებია.

-კარგი, ილო, უნდა წავიდე კარზე ზარია.

ცალი ფეხი იატაკზე დადო, ტელეფონი გათიშა და მხოლოდ ამის შემდეგ წამოდგა. როგორც წესი ასეთ დროს სტუმრებს არ ელოდება ხოლმე, არც ისეთი მეგობრები ყავს გაუფრთხილებლად რომ დაადგნენ თავზე. კაბად ქცეული მაისური შეისწორა და ფეხშიშველი გატანტალდა შემოსასვლელში.

-შენ?!

ყველაზე ნაკლებად გიგას ელოდება და ყველაზე მეტად მისი ნახვა გაუხარდა. თვითონაც ვერ ხსნის მისი დანახავისას ასეთი სასიამოვნო ჟრუანტელი რატომ განიცადა, როგორც წესი ლოლას ასე ადვილად არ უყვარდება მამაკაცები. სიყვარულზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ქირია ფიქრობს რომ ეს გრძნობა ურთიერთობიდან მოდის და არა ერთი ფინჯანი ჩაის წრუპვისას. თუმცა მისთვის ჯერ კიდევ უცნობი მამაკაცის მიმართ არსებულ სიმპათიებს არ უარყოფს.
მამაკაცმა ოდნავ დაუკრა თავი და გოგონას შეთვალიერება დაბლიდან დაიწყო. ლოლამ ოდნავ დახედა მაისურის სიგრძეს და ფეხები უხერხულად შეათამაშა, გიგამ ტუჩის კუთხეში ხმამაღლა ჩაიღიმა და მარჯვენა ხელში მოთავსებულ ძვირადღირებული კონიაკი დაბლა დაუშვა.

-იცი, ალკოჰოლს არ ვსვამ, უმჯობესი...

-არა, კონიაკი შენთვის არ არის. _თვალი ჩაუკრა და მოთმინებით დაელოდა როდის შეიპატიჟებდა ლოლა შინ.

გოგონა კი რატომღაც არ ჩქარობდა, დაკვირვებით ათვალიერებდა მამაკაცს. ცდილობდა მის ოდნავ ჩაწითლებულ თვალებში დაენახა ის რისი დანახვაც მე მგონი დიდად არ ესიამოვნებოდა, მაგრამ არა, გიგა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და თავით ანიშნა შემოდიო.
საინტერესოა ასეთი ძვირადღირებული კონიაკით ხელდამშვენებული ვისთან მიდის. როგორც სჩანს ლოლას ვარაუდი გამართლდა, ის აქვე ცხოვრობს, ან ახლობელი ჰყავს ამ უბანში, სხვა შემთხვევაში კონიაკს მანქანაში დატოვებდა და ისე ავიდოდა ლოლასთან. მანქანაში რომ დაეტოვებინა შემდეგ ძალიან დიდი გზის გავლა მოუწევდა ფეხით იმიტომ, რომ კორპუსებთან ავტოსადგომი ძალიან იშვიათია, თანაც თავისუფალი.

-მარტო ხარ?_მოულოდნელი კითხვა დასვა აბზიანმა. ლოლამ რკინის კარი ხმაურით დახურა და ნელი ნაბიჯებით მიჰყვა მამაკაცს უკან.

-კი, მარტო ვარ. _თავი დაუქნია და მისაღებში შესასვლელთან გაჩერებულ გიგას გვერდით ამოუდგა. _ახლა ვაპირებდი სადილობას და იმედია კარგ კომპანიონობას გამიწევ.

-ლოლა, არ შეწუხდე რაღაცის სათქმელად მოვედი, მეჩქარება.

-კარგი, გისმენ. _ხელები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და დაელოდა როდის ეტყოდა მამაკაცი მასთან მისვლის მიზეზს.

-ოთხშაბათს, საღამოს 6 საათზე მინდა რომ ერთ ადგილას გამომყვე. _ყოველგვარი შესავლის, ახსნა-განმარტების გარეშე შესთავაზა და დადუმდა. ლოლა კი ელოდებოდა როდის იტყოდა მამაკაცი თუ სად ეპატიჟებოდა.

-და სად?

-ერთი, შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პიროვნება მინდა რომ გაგაცნო.

-გიგა, ნუ ცდილობ ჩემი ცნობისმოყვარეობა გამოცადო. ვინ არის, რატომ უნდა გამაცნო და რატომ არის ეგ ადამიანი ჩემთვის საჭირო?

-იმიტომ, რომ კარგ პროდიუსერს ყოველთვის სჭირდება კარგი კავშირები.

-და შენ გინდა მითხრა რომ ჩემს კარიერულ წინსვლაზე ზრუნავ?_ცინიკური ღიმილით იკითხა და დოინჯი შემოიდო.

-აზრადაც არ მომსვლია, უბრალოდ აღმოჩნდა რომ ის რაც მე ვიცი შენ ძალიან გჭირდება._უკმეხად გასცა პაუსხი და გასასვლელისკენ დაიძრა. _წამოხვალ თუ არა?

-რა თქმა უნდა... არა!_თავი გააქნია და მამაკაცს გაბადრული ღიმილით მიაჩერდა. _მაგრამ გამიხარდება თუ სადილზე დამეწვევი. მართლა.

-მეჩქარება. ნახვამდის!

-გიგა, თუ საიდუმლო არ არის ვისზე ვსაუბრობდით?_ცნობისმოყვარედ აათამაშა წამწამები.

-დეივიდ ბრაჰმანზე.

-რა?_პირდაღებული წავიდა მამაკაცისკენ. _ეს... ეს ის დეივიდია?_აღტაცებას ვერ მალავდა, თან უჭირდა იმის დაჯერება რომ რამდენიმე წამის წინ მისი ნახვის და მასთან საუბრის შანსი ხელიდან გაუშვა, უფრო სწორად ამაზე თავად თქვა უარი, თანაც კატეგორიული. მამაკაცმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. _ღმერთო ჩემო, აქამდე რატომ არ მითხარი, უარს არ გეტყოდი. _გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და წარბები შეჭმუხნა. _ახლა სხვა გზა არ მაქვს, ჩემი გადაწყვეტილება უნდა შევცვალო... როგორი საღამო იქნება? რა ჩავიცვა?_ეშმაკური ღიმილით აათამაშა წარბები და ქვედა ტუჩი შეათამაშა.

-არ მოდიხარ!_მამაკაცის სიტყვებმა ღიმილი სახეზე შეაყინა. გიგამ გაღიზიანებულმა, ირონიულად ასწია ცალი წარბი და ქალს თავის დაკვრით დაემშვიდობა.

-კი მაგრამ... გიგა. _წინადადების დასრულების სურვილი აღარ ჰქონდა, სადარბაზოში გასულ მამაკაცს მტრული მზერით გადახედა და კბილების ღჭიალით დახურა კარი. _არამზადა და უზრდელი!

მოულოდნელად გამოეცხადა, ლოლასთვის გაუგებარი დიალოგი წამოიწყო, უარი მიიღო, მთავარი სათქმელი ბოლოს უთხრა და შემდეგ გამოუცხადა რომ ახლა უკვე მას არ სურდა ლოლასთან ერთად ოთხშაბათ საღამოს წასვლა. ვერ იტანს როდესაც ვიღაცისთვის რაღაცის თხოვნა უწევს, რამდენიმე წუთის წინ კი მისი ბოლო სიტყვები ზუსტად ამაზე მეტყველებდა, თითქოს გიგას გაეკიდა და მუდარით სავსე ხმით დაუძახა. საკუთარ თავზე გაბრაზებული დივანზე გულაღმა დაემხო და თვალები ძალიან მაგრად დახუჭა, მხოლოდ ასე თუ მოახერხებს იმ საზიზღარი კაცის სახის დავიწყებას.
ახლა ახლოს რომ ჰყავდეს დაუფიქრებლად მოხვევდა ხელებს ყელზე და სულის შეურხევლად გაგუდავდა.
ძალიან შეურაცხყოფილი და დამცირებულია!

-დამპატიჟა და მერე მეუბნება რომ აღარ მივდივარ. გესმის ეს რას ნიშნავს? ჩემით ითამაშა. _აფორიქებულმა ყველაფერი დეტალურად მოუყვა მარიტას.

-მე კი მგონია რომ შენმა დაუფიქრებელმა და კატეგორიულმა უარმა გააბრაზა. ეს არის და ეს.

-და შენი აზრით ასეთ უცნაურ სიტუაციაში რომელი სრულ ჭკუაზე მყოფი დასთანხმდებოდა?

-მე! დაუფიქრებლად! _სიცილით ჩაილაპარაკა მარიტამ.

-კი, როგორ არა... _დეიდაშვილის სიტყვები ხუმრობა ჩათვალა და ხმამაღლა გადაიკისკისა, მაგრამ როგორც კი მარიტას სერიოზულ გამომეტყველებას წააწყდა, წელში გასწორდა და ტელეფონის კამერასთან ახლოს მივიდა. _მართლა?

-ლოლა, ადამიანი მოვიდა და სადღაც დაგპატიჟა, შუაგულ იტალიაში, შენ კიდევ “რა თქმა უნდა, არა!” ტვინი გაქვს?

-ტვინი რომ მაქვს ზუსტად მაგიტომ არ დავთანხმდი და ძალიან სწორად მოვიქეცი. მისნაირ ვიგინდარა კაცთან არაფერი მესაქმება. ხომ იცი ყველაზე მეტად კაცში ქალის მიმართ უპატივცემლობას ვერ ვიტან.

-ნუ აჭარბებ, საიდან დაასკვენი როგორი დამოკიდებულება აქვს ქალების მიმართ გიგას?

-თვითრმფრინავში ადგილი რომ არ დამითმო?

-სასაცილო ხარ, ლოლ. ვინ იცის როგორ უყვარს ილუმინატორთან ჯდომა, შენ კიდევ.

-მთელი ცხოვრებაა დეივიდთან შეხვედრაზე ვოცებობ, გუშინ კიდევ ეს შანსი ხელიდან გავუშვი. _მოღუშულმა ჩაიჩურჩულა და დივანზე ჩამოჯდა. _ეს ჩემი კარიერისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, მართალი მითხრა გიგამ. როდემდე უნდა ვიყო ამ არხზე გამოჭიმული პროდიუსერი, მომბეზრდა უკვე ერთი და იგივე ადამიანების ყურება. საკუთარი თავის პროგრესს ვერ ვხედავ, ზოგჯერ მგონია რომ ერთ ადგილს ვტკეპნი და წინ ვერ მივდივარ.

-ლოლა, იქნებ ცაცხვის ჩაი დაგელია. _შეპარვით ჩაიჩურჩულა მარიტამ.

-არა, ცაცხვის ჩაის ერთ საათში დავლევ, მაგრამ მეეჭვება ამან საკუთარი თავის მიმართ გაჩენილი ბრაზი დამაძლევინოს. _ხმამაღლა ამოიხვნეშა და თვალები მოისრისა. _რომ დავურეკო და ავუხსნა რომ ჩემი კარიერისთვის დეივიდის ნახვა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია...?_ისეთი ტონით იკითხა პასუხი თან გადაწყვეტილი რომ აქვს და თან მარიტას რომ ეკითხება.

-ნომერი იცი?_აჟიტირებულმა კითხა და მის პასუხს სულგანაბული დაელოდა. ლოლამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქვედა ტუჩს კბილები ოდნავ დაუსვა. _დაურეკე და აუხსენი.

-არა, ისედაც ძალიან გაღიზიანებული ვარ და რაიმე არასწორად რომ მითხრას შესაძლოა საერთოდ შემძულდეს. არ მინდა. _კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ლოლამ და ქვედა ტუჩი ნერვიულად მოუკნიტა._თანაც ხომ იცი ვერ ვიტან როდესაც ჩემით თამაშობენ. უარი ვუთხარი და ახლა კიდევ ერთხელ თანხმობის თქმა საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას დამაკარგინებს!

***
-ლოლა, გადაღება იწყება. _კაბინეტის კარი ღია ფერის გოგონამ შეაღო და სუნთქვა აჩქარებულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა.

-კარგი, 5 წუთში ჩამოვალ.

თავი დაუქნია და მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლები შეაგროვა.

-შეგიძლია გოგონების კადრი უფრო ახლოს მოსწიო?_ოპერატორის გვერდით მდგარმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და კამერის მაღლა დამონტაჟებულ პატარა მონიტორს დააკვირდა. _არა, ოდნავ უკან გასწიე... საკმარისია. ამ კადრით იმუშავე._ღიმილით ჩაუკრა თვალი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.

-გადაცემის ჩაწერის დაწყებამდე დარჩენილია 40 წამი.

საიდანღაც დაიძახა ხმამ. ლოლა წინა რიგში მდგარ ერთ-ერთ სკამზე კომფორტულად მოკალათდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და შექმნილ სიტუაციას კიდევ ერთხელ გადახედა. როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე იყო მშვიდად ჩაისუნთქა ჰაერი და ფიქრი შეწყვიტა.

-ნიკოლ, შეგიძლია ერთი წამით ჩეთან მოხვიდე?_ტუჩებთან დამონტაჟებულ მიკროფონში ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მისკენ წამოსული წამყვანის დანახვისას ფეხზე წამოდგა. _ათასჯერ გთხოვე მორჩი ისეთი კითხვების დასმას რაც გეგმაში არ არის. ეს არ არის გადაცემა რომლის ჩავარდნასაც საკუთარ თავებს ვაპატიებთ და გთხოვ, ფურცლებს ხშირად ჩახედე!

-გასაგებია. _გაღიზიანებულმა აატრიალა თვალები და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა უკან.

რა თქმა უნდ ინტრიგა რომელიც მაყურებელს დიდ ინტერესს უჩენს ბუნერივია რომ ლოლასთვისაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ იტანს როდესაც ყოველივე ეს საზღვარ გადასულია და რეალურად შოუსთვის არანაირი სარგებლის მომტანი. ყველაფერი ზომიერი და გაწონასწორებული უყვარს, იცის როგორ უნდა მიიზიდოს მაყურებელი, იცის ის რასაც აკეთებს.

სახლში წასვლამდე კაფეში შეიარა ცაცხვის ჩაი შეუკვეთა და მეორე სართულზე ფანჯარასთან დაიკავა ადგილი. ჩანთიდან ლეპტოპი, სამსახურიდან წამოღებული განრიგი ამოიღო და თვალებდასიებული ჩააჩერდა.

-რადგან ასეთი მონდომებული და შენს პროფესიაზე შეყვარებული გოგო ხარ, ვფიქრობ ერთ შანსს შენც იმსახურებ._ზურგს უკან ნაცნობი ხმა მოესმა. წარბწეულმა მიატრიალა თავი და ცინიკურად, ირონიულად მომღიმარ მაღალ მამაკაცს აგრესიულად ახედა.

-ვერ გავიგე?!_თავი მსუბუქად დახარა და თვალები ოდნავ მოჭუტა.

-გაიგე, თანაც ძალიან კარგად.

>>>>>
დიდი მადლობა. ძალიან მიხარია რომ კითხულობთ და მომყვებით. იმედია ამ თავითაც ისიამოვნეთ <3
რაც შეეხება თავის სიდიდეებს, ვიცი რომ არ არის იმ ზომის რომელიც მკითხველს დააკმაყოფილებს, მაგრამ გაითვალისწინეთ ისტორიას ყოველდღე ვტვირთავ და ლოგიკურია რომ 1 დღის განმავლობაში მე არ მაქვს იმდენი დროს რომ 10 გვერდი დავწერო. ძალიან გთხოვთ ამ ფაქტზე აგრესიულად ნუ მწერთ. <3
მადლობა კიდევ ერთხელ <3



№1 სტუმარი მკითხველი

საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი. მომწონს რასაც ვკითხულობ, ოღონდ ყოველდღიური სერიალივითაა, საინტერესო და მცირე ზომის და სწორედ ეს იწვევს გაღიზიანებას. მაგრამ მე მართლა მომწონს და ჩემი კომპლიმენტები შენ! ❤️

 


№2  offline მოდერი მე♥

მკითხველი
საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი. მომწონს რასაც ვკითხულობ, ოღონდ ყოველდღიური სერიალივითაა, საინტერესო და მცირე ზომის და სწორედ ეს იწვევს გაღიზიანებას. მაგრამ მე მართლა მომწონს და ჩემი კომპლიმენტები შენ! ❤️

ძალიან მიხარია რომ კითხულობ და მოგწონს. <3 უღრმესი მადლობა. <3
მცირე ზომის ზუსტად იმიტომ არის რომ ყოველ დღე ვტვირთავ, ყველაზე მეტად ვერ ვიტან დაგვიანებას თუნდაც ერთი დღით და მირჩევნია იყოს პატარა (თანაც ძალიან პატარაც არაა.) და იყოს ყოველდღე... ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. <3
--------------------
ა.ა

 


№3  offline წევრი miyvarxar1992

Chemi siqaluli gogoo.me namdvilad aranairi pretenzia ar gamachnia piriqit momwons yovel dge rom deb.kaqi iyoo dzaann.giga dzalian saidumloebit moculi chans da ra xdeba netaa??????❤❤❤❤❤❤❤

 


№4  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
Chemi siqaluli gogoo.me namdvilad aranairi pretenzia ar gamachnia piriqit momwons yovel dge rom deb.kaqi iyoo dzaann.giga dzalian saidumloebit moculi chans da ra xdeba netaa??????❤❤❤❤❤❤❤

სიყვარულო, ძალიან დიდი მადლობა. ხო. გიგას ნამდვილად ბნელი კედელი აკრავს გარს. :დდ იმედია ცუდს არაფერს გეგმავს. :დდდ <3
--------------------
ა.ა

 


№5  offline წევრი f43i3zxv

ეჰ ჩემი საოცნებო პროფესია :დ
ინტრიგის ბუდე ხარ რა ხლართავ უფრო გახსნის ნაცვლად :დ
ისე შენს ძველ ისტორიებს გადავავლე თვალი და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაგარძელებას განსაკუთხებით ღამის მეგობრების ვაჩე მიყავრს ძალიან გული არ მაწუხებს თორე მივაკითხავდი :დ

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Auh ra nervo vampiria es bichi, survili maqvs aperkoti bzrialit chavutaroooo. Kargi qna lolam roardaurekaa, mainc miakitxaaa

 


№7  offline მოდერი მე♥

f43i3zxv
ეჰ ჩემი საოცნებო პროფესია :დ
ინტრიგის ბუდე ხარ რა ხლართავ უფრო გახსნის ნაცვლად :დ
ისე შენს ძველ ისტორიებს გადავავლე თვალი და დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაგარძელებას განსაკუთხებით ღამის მეგობრების ვაჩე მიყავრს ძალიან გული არ მაწუხებს თორე მივაკითხავდი :დ

არაჩვეულებრივი პროფესიაა.❤️ ხლართაობები:დდდ ძალიან მიხარია რომ კითხულობ. აუ, როგორ მიხარია ყველაფერთან ერთად ძველებსაც რომ არ ივიწყებთ. დიდი, დიდი მადლობა.❤️❤️
Qeti qimucadze
Auh ra nervo vampiria es bichi, survili maqvs aperkoti bzrialit chavutaroooo. Kargi qna lolam roardaurekaa, mainc miakitxaaa

ცუდად ვარ :დდდდ ზუსტადაც, ლოლას მსგავსი გოგონები სანთლით ეძებოს. :დდ მადლობები❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№8  offline წევრი ქეთიtaisia

მომეწონა ძალიან და გიგაც ნერვებს მიშლის ასევე ძალიააან???? :) მიყვარს ეს ისტორია გელოდები საყვარელო ახალი თავით და რაც შეეხება თავების სიდიდეს რადგან ყოველდღე დებ არ არის ისეთი პატარა რომ დიდი აჟიოტაჟი მოყვეს❤???? არ ინერვიულო შენ მაგაზე ❤ მიყვარხაარ❤❤❤

 


№9  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან მომეწონაა ველოდები ახალ თავად რატომ აგვიანებს არ მყოფნიდა თავები ((( ძალიან ძალიან კარგი ხარ შენ და შენი ისტორიები

 


№10  offline მოდერი მე♥

taisia
მომეწონა ძალიან და გიგაც ნერვებს მიშლის ასევე ძალიააან???? :) მიყვარს ეს ისტორია გელოდები საყვარელო ახალი თავით და რაც შეეხება თავების სიდიდეს რადგან ყოველდღე დებ არ არის ისეთი პატარა რომ დიდი აჟიოტაჟი მოყვეს❤???? არ ინერვიულო შენ მაგაზე ❤ მიყვარხაარ❤❤❤

ძალიან ტკბილო❤️ უზომოდ მიხარია რო. მოგწონს და კითხულობ. საოცარ სტიმულს მაძლევთ. არ ვნერვიულობ, უბრალოდ რაღაცნაირად ცუდად ღჟერს მკითხველისგან მსგავსი დაუფასებლობა. ვცდილობ არ გალოდინოთ და თავის სიდიდეზე კამათი მეზედმეტება.❤️❤️❤️❤️
ნარჩიტა
ძალიან მომეწონაა ველოდები ახალ თავად რატომ აგვიანებს არ მყოფნიდა თავები ((( ძალიან ძალიან კარგი ხარ შენ და შენი ისტორიები

უხ, მადლობა საყვარელო. აუცილებლად მალე დავდებ❤️❤️
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent