შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [5]


26-01-2018, 18:04
ავტორი მე♥
ნანახია 5 145

ჩანთიდან მამაკაცის სავიზიტო ბარათი ამოიღო და ნომერს დააჩერდა, მერე თვალები ოდნავ აახამახამა და სახელი და გვარი ხმადაბლა, ჩურჩულით ამოიკითხა.

-გიგა ვინ არის?_ზურგს უკან მარიტას ხმა მოესმა. მოულოდნელობისგან შეშინებულმა სავიზიტო ბარათი მუჭში მოიქცია და დეიდაშვილისკენ გულგახეთქილი მიტრიალდა.

-უფრო ჩუმად ვერ მოიპარე?!_ცინიკურად კითხა და სავიზოტო ბარათი ჩანთაში ჩადო.

-კითხვაზე მიპასუხე... ეგ ის მამაკაცია აქ რომ მოგიყვანა?_ეშმაკური ღიმილით აათამაშ წარბები.

-ხო ეგ არის და იმედები უნდა გაგიცრუო, ჩვენ შორის არაფერი არ ხდება, უბრალოდ დამეხმარა!

-კი როგორ არა, დაგიჯერე. _წარბები სარკასტულად შეათამაშა და დეიდაშვილს უნდობლად გადახედა.

-მარიტა, მართლა არაფერი არ ხდება. მადლობაც არ მითქვამს ნორმალურად და მეტიც მაგ კაცის სავიზიტო ბარათი მაქვს სადაც მისი ნომერი და სახელი წერია, ლოგიკურია არც კი ვიცნობ.

-და რატომ დაგეხმარა?_დეიდაშვილის სიტყვებით გაკვირვებულმა ხელები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და ინტერესით გადახედა.

-იმიტომ, რომ კარგი ადამიანია. _საკუთარ სიტყვებზე დარწმუნებულმა ჩაილაპარაკა და მარიტას თვალი ჩაუკრა. გოგონას ხმა აღარ ამოუღია, დაბნეულმა აიჩეჩა მხრები.

-ხო, მაგრამ ძალიან უცნაურია მამაკაცი ამხელა გზაზე გამოგყვეს, მითუმეტეს როცა ურთიერთობაც კი არ გაქვთ... ჯერ მარტო ხარჯი._წარბები შეათამაშა გოგონამ.

-ვიცი, მეც ძალიან გაკვირვებული ვარ, მაგრამ ალბათ გიგა ასეთი ადამიანია. ჩემ ადგილას ყველას ასე მოექცეოდა.

-ვერ ვიტყოდი... შეიძლება შენ მისთვის განსაკუთრებული ხარ. _ეშმაკუღად შეათამაშ სახის ყველა ნაკვთი და ქვედა ტუჩზე იკბინა.

***
ძალიან უნდოდა წასვლამდე მამაკაცის ნახვა და მადლობის გადახდა მაგრამ მითითებულ ნომერზე არავინ არ პასუხობდა. რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ, ბოლოს ნომერი საერთოდ გამოირთო.
გამოვიდა ისე რომ მამაკაცის უნახავად დატოვა საქართველო, ალბათ ოდესმე კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს და მადლობის გადახდას მოახერხებს.
შეიძლება იტალიაში ჩასვლისთანავე ჩართოს თავისი სანაცნობო და რამდენიმე წუთში მამაკაცის ბიოგრაფიით დაწყებული საცხოვრებელი ადგილით დამთავრებული ყველაფერი მაგიდაზე დაიწყოს, მაგრამ ამას რამდენად იზამს არ ვიცი.

სამსახურში დაბრუნებამ უშველა, ყველაფერს ისეთი მონატრებული იყო.
საქმეზე დახარბებული ყველაფერს ედებოდა, ამდენი ხნის დაგროვებული საქმე ერთ კვირაში ისე მოგვარა თავადაც ვერ გაიგო.
უფროსი მისი მუშაობით კმაყოფილი, მაგრამ მე მგონი მაინც უკმაყოფილო იყო. გრძნობს რომ სამსახურში დაძაბულია, რაღაც აწუხებს და ხვდება რომ ეს რაღაცა უფროსთან არის კავშირში. რამდენიმე კვირით წასვლამ და საქმის ასე დატოვებამ აშკარად ცუდად იმოქმედა ყველაფერზე და ბუნებრივია რომ უფროსი ამით ძალიან უკმაყოფილოა. ვერც გაამტყუნებს, მაგრამ რაიმე რომ უხსენოს თავსაც წააცლის. აქ მთელ თავის გულს და გონებას დებს, ყველაფერს ისე აკეთებს როგორც საჭიროა, ბოლომდე იხარჯება და რაც მთავარია საქმეს ძალიან კარგად უძღვება წინ. 2 კვირიან დაგვიანებისთვის და დაუგეგმავი პრობლემისთვის თუ სამსახურის დატოვება მოუწევს უფროსს და ტელევიზიას საქმე იმაზე ცუდად წაუვათ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
არავის მისცემს უფლებას ასე გადააბიჯოს თავზე და მისმა სიმაღლემ ოდნავ მაინც დაიწიოს თანამშრომლების თვალში.

***
-კი, კარგი სახლია. მყუდრო და კომფორტული. ყველაფერი ერთ სართულზეა. _ლეპტოპი ბარზე დადო და მაცივრისკენ წავიდა. _მთელი დღეა არაფერი მიჭამია, სამახურში შესვენებაზე გასვლაც კი ვერ მოვახერხე. _დაიწუწუნა და მაცივრიდან სენდვიჩისთვის საჭირო პროდუქტები გამოიღო.

-ლოლ, გადაღებებზე არაფერი ისმის?_შეპარვით იკითხა მარიტამ.

-კი, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს, მაგრამ ახლა მაგისთვის არ მცალია. სამსახურში უამრავი საქმე დამიგროვდა, ჩემი უფროსიც უკმაყოფილოა ჩემი გაცდენებით და ზედმეტი პრობლემები არ მაწყობს.

-რა თქმა უნდა, ჯობია იქ დარჩე სადაც საკუთარ თავს ხედავ.

-თანაც აღმოჩნდა რომ გადაღებები ლონდონში იქნება და ქვეყნის დატოვებას ვერ შევძლებ.

-ლონდონი... უკვე წარმომიდგენია როგორი ხარისხის იქნებოდა ყველაფერი.

-გაჩუმდი და შენი ამბები მომიყევი!

-უი, იცი გუშინ ქალაქში ვინ შემხვდა?! _აღტაცებულმა მოულოდნელად წამოიძახა. ლოლამ თავი გააქნია და პურს ყველი წაუსვა. _აი, ის კაცი საავადმყოფოში შენთან ერთად რომ მოვიდა.

-მართლა?! გამოელაპარაკე?_დანა თეფშზე დადო და მთელი ტანით ლეპტოპისკენ მიტრიალდა.

-ხო, გამოველაპარაკე. მერე კაფეში დავხსედით და ორი საათი ერთმანეთს ჩვენ ისტორიებს ვუყვებოდით... _წარბებშეჭმუხნულმა ჩაისისინა და დეიდაშვილს დააკვირდა. _გამოველაპარაკე არა ტოროლა, არც კი ვიცნობ.

-ხო, მაგრამ ხომ იცოდი რომ მასთან დაკავშირება მინდოდა?

-ლოლა, შენ რომ მაგ კაცთან დაკავშირება გინდოდეს 5 წუთიც არ დაგჭირდება.

-ანუ რა გინდა მითხრა რომ დაუნახავი ვარ და მადლობის გადახდა არ მინდა?_გაღიზიანებულმა იკითხა და სახე დაბრიცა.

-ნუ ხარ უკუღმართი, მე ეგრე არ მითქვამს, მაგრამ ეგრე გამოვიდა...

-კარგი, სად ნახე?

-სამედიცინოსთან, ჩვენებს მივაკითხე და იქ იყო ვიღაც ბიჭთან და ორ გოგოსთან ერთად.

-შეყვარებული იყო?

-არა ცოლი და მისი შვილების დედა... ნუ მაგიჟებ, მე საიდან უნდა ვიცოდე?

-დიდი ამბავი, სადაც ის იცოდი რა ფერის საცვალი ეცვა ოსკარის 81_ე დაჯილდოებაზე ლუპიტას ეგეც გეცოდინება.

-არ ვიცოდი, უბრალოდ ვთქვი, თანაც იმ მეშოკში არაფერი უჩანდა.

-შენ არ იყავი 1 წელი თავს რომ იგიჟებდი მესამე თვალი მაქვს და ყველაფერს ძალიან ადვილად ვხვდები და ვხედავო?_წარბებშეჭმუხნულმა დაუბრიალა თვალები დეიდაშვილს.

-და რას გინდა რომ მივმხვდარიყავი?_ეშმაკურად შეათამაშა წარბები და ტუჩები. _ხო, ერთ-ერთ გოგონასთან ძალიან თბილად და სხვანაირად იყო, შეიძლება შეყვარებულია, ან და... არ ვიცი, განსაკუთრებული ვერაფერი შევატყე. _მხრები აიჩეჩა და წყლის ბოთლი მოიყუდა._მოიცადე! და შენ ამას ასე დეტალურად რატომ იკვლევ?

-უბრალოდ მინდა ვიცოდე ჩემი ერთი მადლობა ვინმესთვის პრობლემა ხომ არ გახდება._სწრაფად აუხსნა და თავისი საქმე განაგრძო. _რა?! ეჭვი გეპარება?_დადუმებულ დეიდაშვილს ცალი თვალით გადახედა და მის პასუხს მოთმინებით დაელოდა.

-აა, არა.. უბრალოდ ფეისბუქზე რაღაცას ვკითხულობდი და ვეღარ მოგაქციე ყურადღება. _სიცილით ჩაილაპარაკა გოგონამ.

***
-უკაცრავად.

აჩქარებული ნაბიჯებით მიიკვლევდა საშობაო სამზადისისგან გადატვირთულ ქუჩაში გზას და თან ცდილობდა გაყინული მარცხენა ხელი ლეპტოპის ჩანთაზე მჭიდროდ მოეკიდა. როგორ ვერ იტანს ამ პერიოდს ყველას სადღაც ეჩქარება, საჩუქრების შესაფუთათ განკუთვნილი ხვეული ქაღალდები უხერხულად ედება სხეულზე და იძულებულს ხდის შეყოვნდეს. არავის არ აქვს დრო ერთმანეთს გზა დაუთმოს, ბოდიში მოიხადოს და სიმშვიდე შეინარჩუნოს. ყველას თავისი გეგმა აქვს რომლისგან გადახვევაც ამ დროს წარმოუდგენელია, არცერთი წამის დაკარგვა არ შეიძლება.
შობა უყვარს, მაგრამ ეს მზადება ღლის. საჩუქრების არჩევა, მაღაზიებში სიარული და გამუდმებით იმაზე ფიქრი ვის რა უყუდოს, სახლი როგორ მორთოს, ნაძვის ხე რა ფერებში გააწყოს და როგორ შეხვდეს შობას.
რა თქმა უნდა საქართველოში წასვლა და ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა ურჩევნია, მაგრამ ამას 5 იანვრამდე ვერ მოახერხებს.
დაღლილ დაქანცული შუქნიშანთან გაჩერდა და ბედნიერი თვალებით გახედა მოპირდაპირე მხარეს მდებარე შავ რკინის კარს. როგორც კი მწვანე კაცი აციმციმდა სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა და სადარბაზოს კარს ბედნიერი ეცა.

სახლში შესულმა ჩანთები იქვე დაყარა და კედელზე დამონტაჟებულ გათბობის მართვის პულტზე გაყინული თითები აათამაშა. რამდენიმე წუთში ცხელი ყავის ფინჯანით გათბობასთან იჯდა და ფანჯრიდან გარეთ შექმნილ ქაოსს აკვირდებოდა.

საღამოს დამშვიდებული და ჩაფუთნული სახლის ქვემოთ მდებარე მაღაზიაში ჩავიდა პურის, ძეხვის და კვერცხის საყიდლად. არ უყვარს როდესაც მაცივარი სავსეა, ზოგჯერ საერთოდ ვერ ახერხებს სახლში ჭამას და მერე იძულებულია გაფუჭებული პროდუქტი გადაყაროს. ამას ურჩევნია ყველაფერი ახალი და გემრიელი იყოს.
პურს არჩევდა მოულოდნელად ნაცნობი ხმა რომ გაისმა. დაბნეული მიტრიალდა უკან, მაგრამ არავინ არ დახვდა. არჩეული პური კალათაში ჩააგდო და მეორე რიგისკენ წავიდა.
ნაცნობი სილუეტის დანახვისას თავისდაუნებურად ჩაეღიმა. კმაყოფილმა შეათამაშ წარბები და მამაკაცისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა. უცებ შეყოვნა, მარიტას სიტყვები გაახსენდა და დაეჭვებული კიდევ ერთხელ დააკვირდა კაცს. ეუცნაურა ასე უცებ მამაკაცის თბილისიდან რომში აღმოჩენა, მაგრამ ფაქტია რომ არაფერი ეშლება.
მის უკან დადგა, კალათა დაბლა დადო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მსუბუქად ჩაახველა.
გიგა სწრაფად შეტრიალდა ლოლასკენ და გოგონას დანახვისას მოულოდნელობისაგან ცალი წარბი ასწია.

-გამარჯობა. _ღიმილით დაუქნია ლოლამ თავი. _მადლობის სათქმელად მოვედი. ტელეფონზე ვერ დაგიკავშირდით._როგორც ყოველთვის არც ახლა დაბნეულა. მამაკაცმა ზეთისხილი ეტლში ჩადო და გოგონას თავი დაუკრა.

-ნომერი გამოვცვალე. _აუხსნა. _მადლობა კი საჭირო არ არის. _თვალი ჩაუკრა და ლოლას კალათისკენ დაიხარა. _აქ რაიმე ხომ არ გინდა?_იკითხა და როცა მის უარყოფით პასუხში დარწმუნა ნელი ნაბიჯებით დაიძრა.

-თავადაც შევძლებ.

-მძიმეა და უბრალოდ გეხამრები.

-დიდი მადლობა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მამაკაცის ხელებს დააკვირდა. _პირველად რომ შეგხვდი ხელები ასეთი დაღლილი და გაუხეშებული არ გქონდა.

-საქართველოში ყოფნის დროს ოჯახს ვეხმარებოდი. _სწრაფად უპასუხა და ჩაფიქრებულ გოგონას დააკვირდა. _კარგი მხედველობა გაქვს._ცინიკურად ჩაილაპარაკა გიგამ.

-აი, ამას ჩავდებ და მე მოვრჩი. _თაროდან მარილი გადმოიღო და კალათაში ჩადო.

-2 წუთი მჭირდება, მეც მოვრჩები და ერთად გავიდეთ.

-კარგი. _თავი დაუქნია და წინ წასულს ჩაფიქრებულმა გააყოლა თვალი.

ამ მამაკაცში რაღაც სხვას ხედავს, იმას რაც არასოდეს არავისში არ დაუნახავს. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი აღნაგობის კაცია, მაგრამ როგორც კი მის თვალებს გადააწყდება ყველაფერი სხვანაირად ეჩვენება. ჰქონია რომ მამაკაცში რაღაც ისეთია რისი ამოხსნაც მისთვის შეუძლებელი, მიუწვდომელი და აკრძალულია.
მის ცხოვრებაში ისე უბრალოდ და უეცრად გამოჩნდა, თავადაც ხვდება რომ გრძნობები და ურთიერთობები ასე მალე არ იბადება.
ჯერ კიდევ თვითმფრინავში ეგონა რომ ეს მამაკაცი მისი პირველი სერიოზული სიმპათია იყო, მაგრამ როგორც კი მისგან ცივი უარი და გაყინული მზერა მიიღო იქ დაასრულა ყველაფერი. არანაირი სურვილი აქვს ასეთ დროს მამაკაცზე ფიქრში და დარდში ამოხდეს სული. ჯერ ძალიან პატარაა იმისათვის რომ გრძნობები გააჩნდეს, მერე რა მალე 27 წლის რომ გახდება, სიყვარული ჯერ ადრეა.

-რატომღაც მგონია რომ რაღაცას მალავ. _მამაკაცს გვერდით ამოუდგა და გაბედულად ჩაილაპარაკა.

-არ ცდები!_მოკლედ უპასუხა ისე რომ გოგონასთვის არც კი შეუხედავს.

-და როგორ ფიქრობ ეგ რაღაც საფრთხეს არ ქმნის?_ინტერესით იკითხა და წარბი შეათამაშა.

-საფრთხეს?! ვისთვის?

გაკვირვებული მიტრიალდა ლოლასკენ. მამაკაცის ქმედებამ და კითხვამ ცოტა დააბნია. ეს კაცი არ იყო გამუდმებით უკან რომ დაჰყვებოდა და მოსვენებას არ აძლევდა? დავიჯერო ურთიერთობაზე ნაფიქრიც კი არ აქვს?

-სწორი კითხვაა. ვის?!_თავი დაუქნია და მზერა აარიდა. გიგა აღარ ჩასძიებია პროდუქტები აიღო და სალაროსკენ დაიძრა.

-აქვე ახლოს კარგი კაფე ვიცი და დავსხდეთ.

-რამდენად ახლოს? იმიტომ გეკითხები რომ მე აქვე ვცხოვრობ.

-მანქანით მოგვიწევს გასვლა.
>>>
-ჩაის დავლევ. _ღიმილით დაუქნია თავი და ჩანთა ცარიელ სკამზე დადო.

-შაქარი?

-2 შეკვრა წამომიღე.

ქურთუკი სკამზე გადაკიდა და რიგში მდგარი მამაკაცი სწრაფი მოქმედებით შეათვალიერა.

“იქნებ ცოლ-შვილი ჰყავს? ან იქნებ მანიაკია? არა, მანიაკი რომ იყოს ზუსტად ისე გააგრძელებდა როგორც დაიწყო. მას კი ჩემი მოძებნა არც კი უცდია. მე მგონი ცოლ-შვილი ჰყავს, ან მარტო შვილი, ან ცოლი.”
როგორც წესი უბნის მაღაზიებს მარტო ის ადამიანები იყენებენ ვინც გარშემო ცხოვრობს, ძალიან იშვიათად ვინმე გავლელი შევიდეს, თანაც იმდენი პროდუქტის საყიდლად რაც გიგას ეტლში იყო. გამოდის რომ მამაკაცის გოგონასთან ძალიან ახლოს ცხოვრობს, ან იქნებ წეღანდელი ფიქრები აფსურდია და მამაკაცი კვლავ განაგრძნობს მის დევნას.
ფიქრით გართულმა ვერც კი გაიგო როდის დაბრუნდა გიგა მაგიდასთან.

-შენი ჩაი და შაქარი.

-გმადლობ. გიგა, ცოლ-შვილი გყავს?_ყოველგვარი შესავლების გარეშე იკითხა და მამაკაცის უცნაურად მომღიმარ სახეს დააკვირდა.

-არა, არ მყავს.

“არც დაბნეულა და არც წარბების თამაში დაუწყია. ე.ი. მართლა არ ჰყავს.”

-მეგონა რომ მაგას მალავდი. _სიცილით ჩაილაპრაკა და აწითლებულ ლოყებზე ხელისგულები მიიდო.

-მივხვდი. არც ცოლი მყავს და არც სხვა ქალი, მაგრამ, ლოლა, მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით.

-ვერ ვხვდები ამას რატომ მეუბნები. ეგ არც მიგულისხმია! უბრალოდ რაღაცას ვმალავო და პირველი ეგ გამახსენდა, აბა იმას ხომ არ ვიფიქრებ რომ ნარკომანი ხარ და ახლა ცდილობ შეეშვა.

-ეგ უფრო ლოგიკური იქნებოდა. _ცივად ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა.

-თუ ფიქრობ რომ ერთად ვერ ვიქნებით ჩაიზე რატომ დამპატიჟე? სასტუმროში რატომ მხვდებოდი, ან იმ საშინელ დღეს ტაქსიში რატომ დამხვდი?

-მაშინ ვფიქრობდი რომ ცდა ღირდა, მაგრამ ახლა ასე არ ვფიქრობ. ჩაიზე კი მარტო იმიტომ დაგპატიჟე რომ მომხდარი მაინტერესებს.

-არ მინდა იფიქრო რომ მომწონხარ, ან რაიმე მსგავსი, მაგრამ ეს დიალოგი ცოტა არ იყოს და მაღიზიანებს. ისე დაიწყე საუბარი თითქოს რაიმე გეგმები მქონდეს.

-ვიცი რომ ასე არ არის, უბრალოდ ის რასაც ვფიქრობდი ხმამაღლა ვთქვი. წინასწარ რომ ვიცოდეთ შედეგები.

-რა შედეგები?

-მოდი ამაზე არ გვინდა საუაბარი. უბრალოდ ჩაი დალიე და მითხარი შენი ძმა როგორ არის?

-ხო.. ჩემი ძმა. _სასწრაფო წესით გადასწვდა ჩანთას, იქიდან ჩეკის რვეული ამოიღო და რაღაცის წერა დაიწყო. _ვიცი ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ ვერ მოგაგენი. ეს ჩემი ბილეთის ფულია, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

-და შენ ფიქრობ რომ მე ამას ავიღებ?_შუბლშეკრულმა კითხა და დაბნეულს თვალებში ჩააშტერდა.

-და რატომ არ უნდა აიღო? _გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები.

-ჩავთვალოთ რომ არაფერი გითქვამს და გიჩვენებია.

-გიგა, არ მინდა უზრდელობაში ჩამომართვა, მაგრამ ასე უბრალოდ ვერ ავიღებ. მინდა რომ უკან დაგიბრუნო და ძალიან გთხოვ ამის საშუალება მომეცი.

-ლოლა, მორჩი! _ხმა გაიმკაცრა გიგამ.

-კარგი, ხვეწნა არ მიყვარს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად დაგიბრუნებ.

-შენი ძმის ამბავი ვიკითხე.

-ჩემი ძმა კარგად არის, საბედნიეროდ ძლიერი ორგანიზმი აქვს და სიკვდილს დაუძვრა. შენ რომ იმ დღეს ტაქსიში არ ყოფილიყავი, არ ვიცი იმ წამს როგორ მოვახერხებდი აზრზე მოსვლას, მართლა.

-კარგია რომ იქ ვიყავი.

-ახლა უნდა წავიდე. უამრავი საქმე მაქვს ხვალამდე გასაკეთებელი. ჩაისთვის დიდი მადლობა.

-გაგიყვან.

-არა არ შეგაწუხებ. ამ დროს ძალიან დიდი საცობია და დიდი ხანი მოგვიწევს გზაში ყოფნა.

-გაგიყვან.
>>>>>
უ'ზომოდ დიდი მადლობა ყველას... თქვენი აქ ყოფნა მართლა ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ერთგვარი სტიმულია. <3 მადლობები <3 იმედია ისიამოვნეთ <3



№1 სტუმარი Shorena kiladze

Vaimeee gagiyvano kaco da arao gadairua es gogo.:) uimee intriga da intriga ra vmalavo ragacaso.es maimuno es.ise ras malavs neta ? Uh movkvdi Kali netviulobit uh .au AI zaaaan momcons AI zaaaan chemo tkbilo chemo nichiero da gemrielo

 


№2  offline წევრი ქეთიtaisia

მიყვარს ეს ისტორია და მწერალი მეე ????❤❤❤ წარმატებები ჩემო კარგო ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატა

ასე პატარა თავებს რატომ დებ?! შენგან მიკვირს....

 


№4  offline წევრი f43i3zxv

უკმაყოფილო ვარ! გიჟპოეტას ველოდებოდი :დ
გიგას ტყუპი ყავს ასე მგონი
შე ინტრიგანო როდის გახსნი კარტებს ?

 


№5  offline მოდერი მე♥

Shorena kiladze
Vaimeee gagiyvano kaco da arao gadairua es gogo.:) uimee intriga da intriga ra vmalavo ragacaso.es maimuno es.ise ras malavs neta ? Uh movkvdi Kali netviulobit uh .au AI zaaaan momcons AI zaaaan chemo tkbilo chemo nichiero da gemrielo

ძალიან დიდი, დიდი მადლობა. მიხარია რომ მოგწონს და კითხულობ. ძალიან მიხარია❤️❤️❤️


taisia
მიყვარს ეს ისტორია და მწერალი მეე ????❤❤❤ წარმატებები ჩემო კარგო ❤

ვაააიჰ, უღრმესი მადლობა. მეც ძალიან მიყვარხარ სულ, სულ ყველა.❤️❤️❤️
სტუმარი ნატა
ასე პატარა თავებს რატომ დებ?! შენგან მიკვირს....

დიდი თავებით არასოდეს გამოვირჩეოდი, მიტუმეტეს როდესაც ყოველ დღე დებ ახალ თავე. მაშინ შევაერთებ 7 თავს და კვირაში ერთხელ დავდებ.:დდდ❤️ მიხარია რომ კითხულობ.❤️
f43i3zxv
უკმაყოფილო ვარ! გიჟპოეტას ველოდებოდი :დ
გიგას ტყუპი ყავს ასე მგონი
შე ინტრიგანო როდის გახსნი კარტებს ?

გიჟპოეტას თავისი გამოსვლები აქვს, ასე მარტივად არ გამოჩნდება ასპარეზზე.:დდდ ერთი გიგა არ გყოფნია და ორი გინდა თუ როგორ?!:დდდ❤️❤️❤️ ოო, ჯერ ადრეა.
--------------------
ა.ა

 


№6 სტუმარი სტუმარი lia

Gანსხვავებული ისტორიაა და საინტერესო.

შაუკეტესო ხარ❤❤❤

 


№7  offline მოდერი მე♥

სტუმარი lia
Gანსხვავებული ისტორიაა და საინტერესო.

შაუკეტესო ხარ❤❤❤

მადლობები, კარგია რომ მოგწონს... თქვენც, საუკეთესოები ხართ❤️
--------------------
ა.ა

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიი აქქ რაა ხდებაა ნეტააა '))
საჯნტერესოაა ძალიანნ
ძალიან მეცოტავაა თავი დააპატარავეე(
მალე დადე გელოდები მაინტერესებსს ძალიანნ კარგი ხარ ძალიანნ

 


№9  offline მოდერი მე♥

ნარჩიტა
ვაიი აქქ რაა ხდებაა ნეტააა '))
საჯნტერესოაა ძალიანნ
ძალიან მეცოტავაა თავი დააპატარავეე(
მალე დადე გელოდები მაინტერესებსს ძალიანნ კარგი ხარ ძალიანნ

2 გვერდით ნაკლებია. რა ვქნა, ყოველ დღე თუ მინდა რომ დავდო სხვანაირად არ გამოვა. მაშინ მართლა მომიწევს გალოდინოთ და თავები შევაერთო. ❤️
დიდი მადლობა, მიხარია რომ კითხულობ.❤️
--------------------
ა.ა

 


№10  offline წევრი miyvarxar1992

Chemi sixaruli da Saocreba gogo xaro shen.sauketesoo chemtvis .unikalurad chemi.madloba titoeuli gaxarebistvis.miyvarxar chemoo shaqaryinulo

 


№11  offline მოდერი მე♥

miyvarxar1992
Chemi sixaruli da Saocreba gogo xaro shen.sauketesoo chemtvis .unikalurad chemi.madloba titoeuli gaxarebistvis.miyvarxar chemoo shaqaryinulo

ტკბილო, თბილო და საყვარელო❤️ ძალინ დიდი მადლობა, მაბედნიერებ შენ მე❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

დზეედზააააა..
მიყვაარს მე ეს ისტორიაა!
და ამ ისტორიის ყოველი ახალი თავით უფრო და უფრო ვიხიბლები! ♥♥♥♥
ასეთი კარგობაა არ მინახავს მე ჯერ♥♥
ძააალიაან კარგიია !
არა
სასწააულიაააა!!
და საოცრება ხარ შენ ! ♥♥♥♥
გელოდები მთელი გულით და სულით ახალ თავს♥♥♥
წარმატებები განსაკუთრებულო♥♥♥

 


№13  offline მოდერი მე♥

ტკბილიწიწაკა
დზეედზააააა..
მიყვაარს მე ეს ისტორიაა!
და ამ ისტორიის ყოველი ახალი თავით უფრო და უფრო ვიხიბლები! ♥♥♥♥
ასეთი კარგობაა არ მინახავს მე ჯერ♥♥
ძააალიაან კარგიია !
არა
სასწააულიაააა!!
და საოცრება ხარ შენ ! ♥♥♥♥
გელოდები მთელი გულით და სულით ახალ თავს♥♥♥
წარმატებები განსაკუთრებულო♥♥♥

ტკბილო, ძალიან დიდი მადლობა. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მახარებს ასეთი დადებითი დამოკიდებულება ისტორიის მიმართ. უზომოდ მადლობელი და გახარებული ვარ. მინდა რომ ბოლო დე ან ემოციებით გამომყვეთ❤️იმედია გამომივა.❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№14 სტუმარი მკითხველი

რამოდენიმე ისტორია წავიკითხე შენი და მინდა გითხრა, რომ ეს ყველასგან გამოირჩევა. თითქოს სულ სხვა ავტორი წერს. ანუ ის მინდა ვთქვა, რომ ბევრად ჩამოყალიბებული თხრობაა, ბევრად საინტერესო და არაბავშვური. ხო კიდევ საკმაოდ გამართული, უშეცდომო ტექსტი ????????????

 


№15  offline მოდერი მე♥

მკითხველი
რამოდენიმე ისტორია წავიკითხე შენი და მინდა გითხრა, რომ ეს ყველასგან გამოირჩევა. თითქოს სულ სხვა ავტორი წერს. ანუ ის მინდა ვთქვა, რომ ბევრად ჩამოყალიბებული თხრობაა, ბევრად საინტერესო და არაბავშვური. ხო კიდევ საკმაოდ გამართული, უშეცდომო ტექსტი ????????????

ვაააი, ძალიან დიდი მადლობა. რომ იცოდე როგორ მესიამოვნა ახლა ეს სიტყვები. უზომოდ მიხარია თუ ისტორია განსხვავებული, ცოტა უშეცდომო და კარგია... მადლობა.
--------------------
ა.ა

 


№16 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მე ეხლა ვკითხეულობ და ძალიან მომწონს საინტერესოა საოცარი და მაინტერესებს ეს კაცი რად მალავს მომწონს შენი წერია სტილი მადლობა წარტებები ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent