სიჩუმე,ჩემთან [2 თავი]
-გთხოვ დე.ადექი რა,საწოლის ფორმა მიიღე უკვე-მშვიდად მეუბნებოდა დედა და თავზე მკოცნიდა. -არ მინდა,აქ კარგად ვარ.-მაგრად მივეხუტე და უკვე მერამდენედ შევიკავე ცრემლები. -ასე არ შეიძლება,დაურეკე ლექსოს.ბოდიში მოუხადე.-მკაცრად მითხრა.გავგიჟდები,ყველას ასეთი იოლი რატომ გონია? დავურეკო,აუ ლექსო იცი პროსტა გითხარი ბოდიში და ვსო,შემირიგდება. რა სისულელეა,ყველაფერი რა სისულელეა -დე,მარტო დამტოვე რა.მეძინება. -ასე თუ იქნები,არაფერი არ მოგვარდება მარიამ.-კარები გაიხურა. ტვინი ჩვეულებრივად გადაგვარებული მქონდა.აღარ მოშაობდა. ძლივს ჩამეძინა როცა ტელეფონის ხმამ გამაღვიძა.გული ამიჩქარდა,1 თვის მერე პირველად დამირეკა ვიღაცამ. დავხედე,ნინა იყო. -ხო ნი -მარიამ.. -გისმენ ნინა -კარგად ხარ? -არა -ვიცი,უბრალოდ გკითხე -შენ? -არც მე? -რატო,მოხდა რამე?-ოდნავ გამეცინა.ჩემ თავზე. -კი მოხდა.შენ მენატრები.-თუ გული არ დამარტყამდა,არ მეგონა. -ნინა..მე..მე ძალიან ძალიან მიყვარხარ-ტირილი დავიწყდე და მთელი გულით ვუთხარი -10 წუთში შენთან ვარ-გამითიშა.ადგილს ვერ ვპოულობდი,ოთახში მუსვენრად დავდიოდი.ცოტახანში კარი ნინამ შემოაღო, ხომ იცით პატარა ბავშვები, მონატრებულ დედებს რომ ეხუტებიან.ზუსტად ეგ სიტუაცია იყო. -მარიამ,ვერ ვსუნთქავ-სიცილით მითხრა და მომშორდა -არ მეგონა თუ რომელიმე დარეკავდით,მითუმეტეს შენ-გულნატკენმა ვთქვი და ლოგინზე ჩამოვჯექი -ვიცი,იცი რომ კიდევ გაბრაზებული ვარ შენზე.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მთელი ცხოვრება ხაზი გადაგისვი.უბრალოდ დავფიქრდი და მივხვდი რომ ახლა ვერ დაგტოვებდი.ვიცი როგორც ხარ,ალბათ ბალიშს არ მოშორებულხარ.მერე უნივერსიტეტში ვეღარ გხედავდი.მერე ლექსომ გიკითხა და ვიფ...-უცბად დენდარტყმულივით წამოხტა ლოგინიდან.მივხვდი,ლექსო გაფაქტა რომ მომიკითხა. -ანუ,მიკითხა?-ჩამეღიმა და ყველაფერი მეტკინა. -ხო,ისე რა.პროსტა სიტყვას მოაყოლა. -ანუ პროსტა? -ხო მარიამ.აბა რისი იმედი გაქ? ეგ კი არა-თემა შეცვალა უცბად-დედამიდის ოპერაცია 1 კვირაში იქნება-სისხლი გამეყინა. -ხომ ყველაფერი კარგად იქნება? მინდა რომ ძალიან მაგრად იყოს დედამისი,ვიცი ლექსოს როგორც უყვარს და არ იმსახურებს რომ სიცოცხლე ამ ასაკში შეწყვიტოს-ცრემლები ჩამომცვივდა და ნინას მივეხუტე -ნეტა მის გვერდით იყო ახლა,არც კი იცი როგორაა.ეს რა ჯანდაბა გაუკეთე მარიამ-ჩუმად მეუბნებოდა და თმაზე მეფერობდა.მე კი გული ბოღმით მევსებოდა,ასეთი დებილი რომ ვიყავი. -ნი შენი აზრით, შანსი მაქვს?ისევ ვუყვარხარ? ვეზიზღები ხო?-კითხვები მივაყარე -ხო იცი,ლექსოს რაც არ უნდა გაუკეთო არ შეზიზღდები.მაგრამ ცხოვრებაში პირველად მგონია რომ ლექსოსთან ლაპარაკი არ ღირს.შენსა და ლექსოს ლაპარაკს ვგულისხმობ.ჯერ ჩაიაროს ოპერაციამ.მერე ხო იცი?უყვარხარ,გიყვარს.გაპატიებს,ვიცი.-თითქოს იმედი მომეცა,მაგრამ ვიცოდი რომ ასე ვერ მოხდებოდა.. ***** მეორე დღეს ბავშვებთან გავედი,მეშინოდა,თან მაგრად. გუგასთან რომ მივედი,კიბეზე ფეხი უკან მრჩებოდა.კარებში მომღიმარი ნინა დამხვდა და მანიშნა,მოეშვიო. შევედი და ისეთი მონატრება ვიგრძენი,აზრზე ვერ მოვედი.მივხვდი,სულ რო კაცი მომეკლა არ მიმატოვებდნენ.თუმცა წყენა აშკარად იგრძნობოდა თითოეულის გამოხედვაში. -არ ვსვამთ?-გუგა ფეხზე წამოდგა -აბა რას ვშვებით -გაუხარდა ნიკუშას და დუდუს ანიშნა,მოეშვი ტელეფონსო -აუ კაი რა-ამოიოხრა ნინა და მობეზრებულად შემომხედა.გამეცინა. -რა დროს დალევაა,მოიცადე ლექსოს ვწერ.დედამისი შეუყანიათ საოპერაციოში-დუდუს გადმომხედა.ეგრევე ავნერვიულდი. -ღადაობ ტო? 1 კვირაში არ უნდა ყოფილიყო ოპერაცია?-გუგა მიუჯდა და თმაზე გადაისვა ხელი.ნერვიულობა აშკარად მასაც ეტყობოდა. ყველა ჩუმად იყო.საფეთქლები მიხურდა,გული საგრძნობლად ამიჩქარდა და ძალიან მშურდა დუდუსი,რომ ახლა ის წერდა ლექსოს,და არა მე. -აუ როგორ ნერვიულობს,ჩემი სიცოცხლე კაცი-სინანულით ლაპარაკობდა დუდუ და დაძაბული ელოდა მორიგ შეტყობინებას. -ხომ კარგად იქნება ყველაფერი?-თითქმის ჩავიჩურჩულე. -ოღონდ შენ არა რა.შენ ნუ კითხულობ ლექსოს დედის ამბავს.ნამუსის პონტში მაინც-გაბრაზებულმა მითხრა ნიკუშამ და ბიჭებთან ჩამოჯდა. ჰაერი აღარ მყოფნიდა.აივანზე გავედი.ტელეფონს ხელში ვათამაშებდი და ნერვიულად ვკრეფდი და ვშლიდი,ლექსოს ნომერს.მინდოდა მეკითხა როგორ იყო,მაგრამ ალბათ უფრო მოეშლებოდა ნერვები.მაინც ვერ მოვითმინე და უკვე გათიშვას ვაპირებდი,ძალიან ძალიან ცივი ხმა რომ გავიგე. იმდენად ცივი იყო, ჩემამდე მოაღწია და მთელი სხეული გამიყინა. -ლე..ლექსო-ენა დამება და ცრემლები წამსკდა. -გისმენ. -მინდა რო უბრალოდ გკითო,როგორ ხარ -მეღადავები? მეღადავები ტო?-ტელეფონში საშინელი ღრიალი მომესმა და ფეხები ამიკანკალდა. -ვიცი,ვიცი არ უნდა ვრეკავდე.მაგრამ ძალიან მინდა ახლა შენთან ვიყო.ხო იცი ყველაფერი კარგად იქნება.-სიცილი აუტყდა.მგონი ჭკუიდან შეიშალა,რა აცინებდა. -შენ რა პონტში ამბობ მაგას? -ლექსო,გთხოვ.. -მეც გთხოვ,შენი აფერისტული მოკითხვები შენთვის შეინახო და მეორეჯერ არ დამირეკო,მარიამ-ვიგრძენი როგორ ზიზღით წამორთქვა ჩემი სახელი. -ვიცი,მარა ხო იცი რომ მა.-არ დამაცადა თქმა .-არაფერი არ ვიცი,ვაფშე არაფერი.ის ვიცი რო მინდა დედაჩემი მაგრად იყოს..ხო შემეშვი არა? ეხლა რატო? ეხლა რა პონტში მირეკავ? ასეთ დროს..-ყვიროდა.ვეღარ გავუძელი და გავთიშე,წამის მეასედში სახლიდან ჩქარი ნაბიჯებით ჩამოვედი ეზოში და ბოლო ხმაზე ავტირდი.პირველად ვიყავი ასეთი უმწეო.პირველად მქონდა გული გახლეჩილი,ვგრძნობდი ნემსებივით როგორ მჩხვლეტდა გრძნობები. ***** -აუ ლექსო,ეგრე ნუ მიყურებ რა-გამეცინა და მთელი ძალით ჩავეხუტე -მადობა მაინც თქვი,მარტო შენ რო გიყურებ ესე-მთელი სახე დამიკოცნა -მადლობა ალექსანდრე -რა ოფიციალური ხარ დღეს-მიღიმოდა,თვალს ვერ ვაშორებდი -აუ ლექსო, ლამაზი თვალები გაქვს -კაი?-გულიანად გადახარხარა-კიდე რა მაქ ლამაზი-გამომწვევად შემომხედა -ყველაფერი.ყველაზე ლამაზი მაინც შენი თვალები და ხშირი წამწამებია.-გულწრფელად ვუთხარი და სწრაფად ვაკოცე. -რამე გჭირს დღეს?-სერიოზულად მკითხა -ხო მჭირს.ძალიან მიყვარხარ ლექსო,უძალიანმაგრესად-სიცილით ვუთხარი -მიყვარხარ-მანაც მითხრა და კისერში ისე მაკოცა,მეგონა მოვკვდებოდი -უნდა ავიდე უკვე -ცოტახანიც რა,ხო იცი ზეგ მივდივარ -ხვალ გნახავ,ნატო დაიწყებს რაღაცეებს ხო იცი -ნატოს ვევასები ხო იცი-ამაყად მითხრა და მაგრად მიმიხუტა.ისე,რომ მეგონა არასდროს,არსად არ გამიშვებდა. ***** -დასაფლავება როდისაა?-განადგურებულმა ვკითხე ნინას. -არ ვიცი,ჯერ უნდა ჩამოასვენონ-მითხრა და ცრემლები ისევ წასკდა. -ხო..-ჩუმად ვთქვი-რომ მოვიდე,შეიძლება? -ხო იცი ლექსოს ეხლა როგორ ტკივა?თავი შეიკავე რა,იქ რო გამოჩნდე უფრო ცუდად გახდება -მინდა,რომ მოვიდე.ადამიანობა ხო შემრჩა არა?-სინანულით ვუთხარი -არ ვიცი,როგორც გინდა.უბრალოდ თუ საშინელი რეაქცია ექნება,უნდა გაუძლო.ხო იცი როგორი ფეთქებადია?შეიძლება მაგრად გეტკინოს გული.მგონი არ ღირს იქ მოსვლა.-ჩუმად მითხრა,ბიჭებს რომ არ გაეგოთ და ოდნავ გამიღიმა. -უნდა მოვიდე,უეჭველი ნი-ვუთხარი და დავემშვიდობე ბავშვებს.შარტავადან დოლიძეზე ფეხით გასვლა მომინდა.ნელა მივდიოდი,ვერ ვგრძნობდი ვერც სიცივეს,ვერც ჩემს სხეულს,ნელა რომ მივაბიჯებდი. გარშემო ვერავის ვამჩნევდი.იმაზე ვფიქრობდი ლექსოს თვალებში მართლა ზიზღი რომ შემემჩნია,მერე რა უნდა მექნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.