სოხუმსკი (14 თავი)
დილით დიანამ გააღვიძა მძინარე მამაკაცი, რომელსაც სიმღერა მთელ ხმაზე ქონდა ჩართული და თან ყვებოდა ტექსტს. გაბრაზებული წამოდგა საწოლიდან და მისაღებში წარბ შეკრული გავიდა. -რას აღნავლებ ამ დინამიკებს ჩაუწიე და უსმინე მშვიდად. ხმას ჩაუწია და სააბაზანოში შევიდა. იქედან წელზე პისახოც შემოხვეული გამოვიდა, ოთახში შებრძანდა ჩაიცვა და სამზარეულოში გაბრძანდა. -მეც მინდა ყავა. მეუღლეს გახედა ყავს, რომ გემრიელად მიირთმევდა ნამცხვართან ერთად. -არ მელაპარაკები? მის ნათქვამზე რეაქცია, რომ არ ქონდა მიხვდა რაშიც იყო საქმე. -აუ კაი რა დიანა. მისკენ მიიწია ლოყაზე მოსაფერებლად. -არ მომეკარო. დისტანცია დაიცავი. ხელით შეაჩერა ბიჭი. -ახლა ასე უნდა ვიყოთ? უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა. -ხო. მტკიცედ უთხრა. -აი რა გაბრაზებს ტო ? ბავშვი როგორ არ გინდა.. ყველას უნდა პატარა და შენ რა გჭირს? გაბრაზებული ფეხზე წამოდგა. -მინდა, როგორ არ მინდა მაგრამ არა ახლა. თავი ჩახარა და ფინჯანს დააშტერდა. -აბა როდის? 40ს, რომ მივუახლოვდები? გაღიზიანებული სიგარეტს დასწვდა და მოუკიდა. -ჩემი რატომ არ გესმის მათე ? დანაღვლიანებულმა ახედა მამაკაცს. -მესმის. თვალი ცოლს გაუსწორა..-ძალიან კარგად მესმის, რომ არ ხარ მზად, არ შეგიძლია ჯერ დედობა, რადგან კარგი დედა ვერ იქნებიმ სწავლა გინდა და ბლა ბლა ბლა..ერთი ხელი მაგიდაზე ჩამოდო და სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა. -ამ მიზეზების გამო ? წარბები ზევით აზიდა..-შენ ამის გამო ამბობ უარს პატარაზე? დიანამ თავი დაუქნია. ბოკუჩავამ ჩაიცინა. -ახლა მომისმინე! სუ ფეხებზე შენ რა, როგორ, და რანაირად გაქვს დაგეგმილი მომავალში. შენ აღარ ხარ მარტო, უკვე ჩვენ ვართ და მოგიწევს ამასთან შეგუება, რადგან ამ ჩვენში ძალიან მალე კიდევ ერთი წევრიც შევა.. თვალი ჩაუკრა გოგოს. -და მოეშვი უაზრო თავის დამცავი წამლების მიღებას.. რომ გავიგო სვავმ კაცობას ვფიცავარ ოთახიდან არ გამოგიყვან მთელი ერთი კვირა. ლოყაზე აკოცა ნერვებ აშლილ ქალს, წინ დადებული ყავა ააცალა და მისაღებში გავიდა. -იდიოტი. თვალი ბრაზმორეულმა გააყოლა. -გავიგე. გამოსძახა მისაღებიდან. -უნდა გაგეგო.. ტონს უმატა. -ახლა მოვალ და შემომეჭმევი.. სიცილნარევი ხმის გაგებისას უარესად გაღიზიანდა. საღამოს კოსტა ესტუმრათ და ბერლინის ქუჩებში გასეირნება შესთავაზა წყვილს. დიანას არ უნდოდა წავლა, მაგრამ ბიჭებმა ძალით წაიყვანეს. რესტორანში დასხდნენ სავახშმოდ და გერმანული კერძების დაგემოვნება გადაწყვიტეს. ბევრი ილაპარაკეს თბილისზე, სასტავზე და ოჯახებზე. გაიხსენეს პატარაობა და იცინეს მათ ოხუნჯობაზე. -როდის ბრუნდებით თქვენ? კოსტამ გახედა მათეს. -ორ სამ კვირაში. -კოტიკ შენ არ წამოხვალ? შეპარვით კითხა დიანამ. -ხო რავი. კეფაზე ხელი მოისვა. -შეილება გამოგყვეთ თქვენ და ისევ დავბრუნდე მერე. -სამუდამოდ წამოსვლაზე რა აზრის ხარ? წარბები აუთამაშა ბიჭს. -ეგ გამორიცხულია. გაუღიმა წინ მჯდომს. -ვინმე გყავს ააქ? თვალები დააწვრილა. -ნწ.. ეგ საიდან მოიტანე? წარბები შეკრა. -რავიცი. მხრები აიჩეჩა. ორი კვირა გავიდა. ბერლინში გატარებული საოცარი ორი კვირა. ზღაპრული 14 დღე. დილით ბოკუჩავას თავისმა მწვრთნელმა დაურეკა და სასწრაფოდ დაბრუნება მოსთხოვა. -ჩემს მაგივრად გოგუა, რომ გავიდეს იმ თამაშზე არ შეილება? მაინც არ ნებდებოდა მათე. -ფეხი აქვს მაგას ნაღძობი. -კაკაბაძე? -ბარემ პირდაპირ ის მითხარი წააგეთო და ეგაა. გაღიზიანდა მწვრთნელი. -მათე შენ, რომ არ ითამაშო არ გამოვა. ის ორი კვირაც დანაკლისი იყავი ჯგუფში. არ გამოვა ახლა შენი არ ჩამოსვლა. -როდისაა თამაში? -ერთ კვირაშია, მარა მომზადება ხომ გინდა? -კარგი ხვალ თბილისში ვიქნები. ტელე გათიშა და აბაზანიდან გამოსულ დიანას მოეხვია. -დასველდები მათე გაიწიე. მისი მოცილება სცადა. -არაუშავს. უფრო მეტად აიკრო პირსახოცის ამარა, წყლი წვეთებით დანამული, თბილი სხეული. -დღეს მივფრინავთ. ყელში აკოცა ქალს. -რატომ? -თამაშია ერთ კვირაში. გეწყინა? თვალებში მიაჩერდა. -არა, მეც უნის ვაცდენ. ჯობია დავუბრუნდეთ რეალობას. გაუღიმა ქმარს. -მიყვარხარ. პირსახოცი შემოაცალა. -მათე. -ხმა არ ამოიღო. ტუჩებზე დააცხრა და ოთახისკენ უკუ სვლით წაიყვანა. -რა კარგი ხარ. დაბოხებული ხმით უჩურცულა და საწოლზე გადააწვინა. -ჩვენ ხომ გვეჩქარება? ამოიკრუსუნა მინაბული თვალებით. -ნუ იმდენად აღარ. ეშმაკურად გაუღიმა ქალს და პერანგი ოთახის კუთხეში მოისროლა. საღამოს რეისზე დაჯავშნეს ორი ბილეთი, რადგანაც კოსტას ჯერ ჯერობით წასვლა არ შეეძლო. ბარგი მალევე ჩაალაგეს და აეროპორტისკენ გაემართნენ. -ბაჩოს არ უთხარ ერთ კვირაში, რომ ჩამოვალ კაი? დიანას თვალი ჩაუკრა კოსტამ. -არ ვეტყვი. ვერც წარმოიდგენ, როგორ გაუხარდება რო დაგინახავს. სასტავი ხო საერთოდ გადაირევა. -ასე ძაან მოვენატრე ყველას ტო? -შენ ვის არ მოენატრებოდი ბიჭო. ლოყაზე აკოცა მომცინარს. -იცოდე მართლა ჩამოდი. თითი სასაცილოდ დაუქნია. -ჩამოვალ აბა რას ვიზამ.. წადით მიდით არ დაიგვიანოთ თქვენ. გადაეხვია წყვილს და ხელით უბიძგა წასულიყვნენ. ღამის ორი საათი იყო თბილისში, რომ ჩავიდნენ. ბარგი აიღეს, აეროპორტის შენობა დატოვეს და ტაქსში მოთავსდნენ. მათემ თავისი მისამართის ნაცვლად სულ სხვა მისამართი, რომ უკარნახა გაუკვირდა. ბოკუჩავას ეჭვისთვალით გადახედა. -ნახალოვკაში რა გვინდა? -რომ მივალთ ნახავ. ღიმილით უთხრა და თავზე აკოცა. ავტობილი პატარა ორ სართულიანი სახლის წინ გაჩერდა. მათემ თანხა გადაუხადა მძღოლს, ბარგი გადაიტანა და სახლისკენ დაიძრა. -მათე ეს ვისი სახლია? ეზოში შესვლისას იკითხა დიანამ. -ჩვენი. -რაა? -ხო ჩვენია. მე და შენი.. ჩვენი. გაღიმებული მიუბრუნდა ცოლს. -გერმანიაში წასვლამდე ვიყიდე. -ფული? -ბანკი და მისი სესხები. მხრები აიჩეჩა და სახლის კარი შიაღო. -როგორ მიყვარხარ. ბიჭს ზედ შეახტა და ტუჩებზე ეამბორა. -მოიცა ჯერ სახლში შევიდეთ. სიცილით შეიყვანა მასზე აკრული გოგო შიგნით. ბარგი იქვე მიაგდო, კარი ფეხით მიხურა და მეორე სართულისკენ დაიძრა მეუღლითურთ. -მოიცა ჯერ დავათვალიერო. თვალები უბრიალა მამაკაცს. -მერეც მოსწრებ. ტუჩები მკერდზე მიაკრო. დილით მათემ გააღვიძა კოცნით. ბუზფუნით გადაბრუნდა მეორე მხარეს, მაგრამ მამაკაცი მაინც ვერ მოიცილა. ამიტომ იძულებული გახდა ფეხზე წაომდგარიყო. ხალათი მოიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა. უკეთ მოათვალიერა მისი ახალი საცხოვრებელი ადგილი და გაღიმებულმა გახედა მათეს. -ლამაზია. -მყუდროა. -რაც მთავარია ჩვენია. -ხო ჩვენია. გოგოს მუცელს გაუსწორა თვალი და ხელი მიადო. -რაო მამა უკვე ჩავისახეთო. -ნუ სულელობ. ხელი მაშინვე მოიცილა და მოხითხითეს გვერდში უჩქმიტა. -დღეს გოგასთან და ნანასთან გავალ ვნახავ. არც იციან, რომ ჩამოვედი. ლევანიც მომენატრა უზომოდ. -ერთად გავიდეთ საღამოს და მოვინახულოთ. ყელში აკოცა ცოლს. -ახლა გავალ პატარა საქმე მაქვს და რომ მოვალ წავიდეთ. -მათე სანამ წახვალ მაღაზიიდან პროდუქტი ამოიტანე და რამეს მოვამზადებ, მომშივდა. -ხომ ვამბობ უკვე ჩასახულიათქო. გაიცინა ბოკუჩავამ. -ვინ დაიჯერებს 29 წლის, რომ ხარ? -ნუ მახსენებ ჩემს წლოვანებას. -ჩემი დიდი ბიჭი. ხითხითით მიუახლოვდა ქმარს და ხელები კისერზე შემოხვია. -ჩემი გემრიელი. ყელში კბილები ჩაასო და სწრაფად აკოცა. -სანამ შემომეჭმევი მანამდე წავალ მოვიტან პროდუქტს, შენ ჩაიცვი მანამდე ცდუნებისკენ ნუ მიბიძგებ. კართან მისულმა მოაძახა. სანამ მეუღლე მივიდოდა მანამდე წყლის გადავლებაც მოასწრო და ჩაცმაც. -მოვედი. მოესმა ნაცნობი ხმა და მაშინვე ჩაირბინა ქვევით. -აჰა მოვიტანე რაც საჭიროდ ჩავთვალე, ნუ თუ რამე არაა გადახედე და მომწერე. წავედი მე კოკას ჩემი მანქანა უნდა წავართვა თორემ ეგ ისე ამახევს აზრზეც ვერ მოვალ. მოწყვეტით აკოცა ცოლს ტუჩებზე და სიცილით გავარდა გარეთ. რამდენიმე სახის საჭმელი მოამზადა და გემრიელად შესანსლა. დროის გასაყვანად ფილმსაც უყურა და სახლიც მიალაგა, თავისებურად. მათეც მალევე გამოჩნდა ჰორიზონტზე და სახლში გამხიარულებულმა შეაბიჯა. -ჩემს დედოფალს ხომ არ მოუწყენია? -რა მომაწყენდა? გაუცინა ქმარს. -უჩემობა. წინ დაუდგა და თმები ყურს უკან გადაუწია. -უშენობამ მონატრება იცის მხოლოდ. -ჩემი პატარა. შუბლზე აკოცა გოგოს. -წადი ჩაიცვი და გავიდეთ გოგასთან. მერე ნანსთანაც გავიაროთ და ბოლოს სასტავს დავურეკოთ. აქ მოვიწვიოთ და მერე წავიდა გუგუნიიი.. მნქანის გასაღები თითზე დაატრიალა და დაუშტვინა. -ბავშვი გინდა და თვითონ არ ხარ გაზრდილი. -ვაიმე გნათალა პატალა შენ. კვავი კვავს ეუბნება შე შავოოო? ენა მოიჩლიქა. -არაფერი გეშველება. სიცილით ჩავიქნიე ხელი და კიბეები ავირბინე. გამზადებული დავადექი დივანზე გაწოლილს თავზე. ისიც უხმოდ წამოდგა და ტუჩებზე მხეცივით მეტაკა. -ნადირო. დაუბღვირე კარებისკენ წასულს. -გამოდი დროზე თორემ სულ დავიკიდებ ყველას. არც შემობრუნებულა ისე თქვა. ცხვირ აბზუებულმა დავტოვე სახლი, კარები მათემ გადაკეტა და მანქანისკენ წამოვიდა. -ტარებას გასწავლი. გავახსენე რამდენიმე თვის წინ ნათქვამი მისი სიტყვები. -გასწავლი. -ნეტა როდის? -დღეს. თბილისის ზღვისკენ წავიდეთ და დაგაჯენ მერე შენ. -მართლა? თვალები გამიბრწყინდა. მათემ თავი სიცილით დააქნია და მანქანაში ჩაჯდა. რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდგომ ავტომობილი გააჩერა. სავარძელი უკან გაწია, ფეხები უფრო მეტად გაშალა და ხელი მუხლზე დაირტყა. -გადმოდი. -ოოო მასე არ მინდა. -ახლა მარტო არ დაგსვავ. გზას თვალი მოავლო. -აბა ეგ რა ტარებაა? ხელები გადავაჯვარედინე. -თავ-პირის ალეწვას ჯობია დამიჯერო. მეორე სწავლაზე უკვე შენ დაჯდები მარტოკა. გამიღიმა. -ხო კაი. მასთან გადავცოცდი -ცოტა უკან დაიწიე. -სადღა წავიდე? -გვერდით გადადი. -ან მოისვენებ ან მანქანის ტარებას ხელს დაუქნევ. -რა აუტანელი ხარ. ტუჩები ავიბზუე. -მასე ნუ შვები. კისერში მაკოცა ხმა შეცვლილმა. - დავიწყოთ. ამ ფეხით იმ პედალს დააჭირე და მანქანა დაქოქე თან ნელა აუშვი პედალს და გაზს მიეცი. ხო ასე.. ხელი საჭეზე ჩაბღაუჭებულ ხელზე დამადო. -ფრთხილად.. თავად წამეშველა ბოკუჩავა. -აი უკვე კარგად ატარებ. მოსახვევში ნელა. ნუ გეშინია დიანა დამშვიდდი. -ხომ არ დაგაჯარიმებენ? -ავიტან როგორმე მაგ ჯარიმას. გამიცინა და ყელში ხმაურით მაკოცა. თვალები მიმეხუჭა და ლამის გადავიჩეხეთ. -უნდა ამლეწო მგონი შენ. -შენი ბრალი იქნება მერე. -ჩემი რა ბრალია შენ ჩემს შეხებაზე თუ დნები. ტუჩის კუთხე ჩატეხა და კიდევ ერთხელ მაკოცა ყელში. -მათე მოსვენე თორემ მართლა გადავიჩეხებით. -ჩემი ჭინკა. მუცელზე მომხვია ხელები. კარგად ატარებ, ყოჩაღი გოგო ხარ. შემაქო. -ახლა ჯობია გადახვიდე და სხვა დროს გავაგრძელოთ ტარების გაკვეთილები. ავტომობილი გამაჩერებინა და გვერდით გადამსვა. - ლაო მა მოგეწონა პიპიით კატარება?. მუცელზე მომადო ხელი. -მათე ნუ მაგიჟებ. თითებზე მოვუჭირე ხელი. -ნეტა რა არის გასაგიჟებელი? -შენი ქცევა. -სრულიად ადეკვატურია. -კი როგორ არა. ფანჯრისკენ მივაბრუნე სახე. -ზეგ გავალ უკვე უნიში. -ძაან ჩამორჩი? -სულ რაღაც სამი ლექცია თითო საგანში. რამეს მოვახერხებ. არამგონია, რომ ჩამჩეს. -თუ რამე ჩარჩენილსაც ეშველება. ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და თითებზე მაკოცა. გოგასთან მისულს სხეული ამიკანკალდა, კიბეები უსწრაფესად ავიარეთ და კარებზე დავაკაკუნე. ლიკამ კარს მიღმა მდგომი, რომ დამინახა გაოცდა, მერე გახარებულმა გოგას დაუძახა და გადამეხვია. -არ გელოდით. კი მაგრამ როდის ჩამოხვეფით? -გუშინ ღამე. გაუღიმე ქალს და გოგას დანახვისთანავე მისკენ გავქანდი. -მა. ჩავეხუტე მონატრებულს. -დიანა, რატომ არ მიტხარი? დაგხვდებოდით აეროპორტში.. ლოყაზე მაკოცა. -ასე მოულოდნელად უფრო გაგახარე და მაგიტომ. ახლა ილიკოს მივარდი და ჩავიხუტე. -ჩემი ბუშტი. -სიძე მოდი რას დამდგარხარ კაცო მანდ. მათეს ხელი მხარზე მსუბუქად დაარტყა გოგამ. -ლიკა გაშალე სუფრა მშივრები იქნებიან ბავშვები. -არა მა ნაჭამები ვართ არ ინერვიულო არ მოვკლავ მშიერს არც მათეს და ჩემ თავს ხომ მითუმეტეს. გავიკრიჭე. -თქვენს სანახავად მოვედი უბრალიდ და თან ბარგის წასაღებად. -ბარგის წაღება რა საჭირუა? მოიღუშა. -ნუ გავიწყდება გოგა, რომ შენი გოგო უკვე გათხივდა. ღიმილით დაადო მხარზე ხელი ლიკამ. -ხშირად მოვა და გვნახავს. თვალი ჩამიკრა ლიკუნამ. -ხო აბა რას ვიზამ. ყოველ დღე გინახულებთ. -პირადად მე მოვიყვან ხოლმე. დამეთანხმა მათე. რამდენიმე საათი განვლიეთ ლაპარაკში. ჩვენი სახლის შესახებაც ვუამბეთ და მომავლის გეგმებიც გავაცანით მამაჩემს. ბარგი მალევე ჩავალაგე, საჭირო ნივთებიც ჩავყარე და მისაღებში გავაგორე ჩემოდანი. ბოკუჩავამ ჩაიტანა და მანქანაში ჩადო. ნანასთანაც გავედით. ვინახულეთ გიორგიც და ჯერ არ დაბადებული პატარაც. იქაც დითხანს მოგვიწია დარჩენა და ლაპარაკი. სახლში 1ზე შევედით. ისეთი დაღლილი ვიყავი სულ გადამავიწყდა სასტავი, მაგრამ ლევანის უნახაობა მანადგურებდა. ამიტომ ტელე ამოვიღე და ყველას გავუგზავნე შეტყობინება, რომ სასწრაფოდ მოსულიყვნენ კონკრეტულ მისამართზე. -მოვიდნენ მგონი. სიგნალების ხმაზე ფეხზე წამოვხტი, კარები უსწრაფესად გამოვაღე და ეზოში შემოსული ლევანის დანახვაზე მისკენ გავიქეცი. - მომენატრე. -მეც მომენატრე დიან. ლოყაზე მაკოცა და ხელები უფრო მაგრად მომხვია. -კაი გოგო რა გატირებს ნუ გადამრევ. თვალიდან წამოსული ბედნიერების ცრემლი მომაცილა. -ჩვენ ვითომაც არ ვარსებობთ ხო? ვატოს ცხვირის აბზუებაზე გამეცინა და ყველას სათითაოდ გადავეხვიე. სახლში შევლაგდით და კომფორტულად მოვთავსდით მისაღებში. ანუკი, აკო და ვატო დივანზე ისხდნენ. ნიკა დივანის გვერდით მდგომ სკამზე, მის წინ გუკა იჯდა სალომესთან ერთად. ბაჩო და იკა იატაკზე ისხდნენ, მათ პირდაპირ კი მე და მათე ვიჯექით, ნუ მე მათეს ვეჯექი მუხლებზე და თავი მის მხარზე მედო. ასევე იატაკზე ისხდნენ უჩა, დათა და ლევანი.. ლევანს ლიაკო ეჯდა კალთაში. კოკა და სანდრო მეორე დივანში იყვნენ მოთავსებულები მათ შოროს კი უკმაყოფილოდ მყოფი ლილე იჯდა. თომაც მათთან ერთად იჯდა სანდრექსას გვერდით. ჯერ ბერლინის ამბები ვუამბეთ დაწვრილებით, ნუ რაღაცეების გამოკლებით. მერე ბაჩოს მოვუყევი თავისი ძმის ამბავი და დავამშვიდესავით. ბოლოს სალაპარაკო თემა გამოგველია და ყველა გავჩუმდით. -მოდი რამე ვითამაშოთ. შემოგვთავაზა ლილემ. -ეს რომ ბავშვია ყველა თავისნაირი გონია. ჩაიცინა სანდრომ. -21 წლის თუ პატარაა დიანა მაშინ ღლაპი ყოფილა. ახითხითდა იკა და გოგოს თვალი ჩაუკრა. -შენ ხომ არ გავიწყდება 19ის რომ ხარ? წარბი ზევით ავწიე და გამარჯვებული მზერით გავხედე. ლევანს გაეცინა. -ვითამაშოთ? -ვითამაშოთ მარა რა? მხრები აიჩეჩა დათამ. -აუ მიდი ძმურად რამე სპირტიანი მოიტანე რა და ის ვითამაშოთ, ერთი რომ ამბობს რა სიგიჟე არ ჩაუდენია და ვინმეს თუ აქვს ის სიგიჟე ჩადენილი რომ სვამს.. გამხიარულდა კოკა. -აუ ჰო..მაგარია. აყვნენ ბიჭებიც. -ვისკი თუ არაყი? გავძახე მისაღებში მყოფებს სამზარეულოდან. -არაყი იასნა. გამომძახა ყველამ ერთად. ანუკი და ლიაკო მომეხმარა სუფრა გავაწყვე მისაყოლებელი დავაწყვე და ჭიქები გავიტანეთ. მათემ არაყი ჩამოასხა. ყველა დათას მივაჩერდით რომელიც იწყებდა თამაშს. -მე არასდროს მიკოცნია კაცისთვის. ტუჩის კუთხე აწკიპა და გოგოებს გადმოგვხედა. -ასე არ შეილება. შეეწინააღმდეგა ანუკი. -როგორ არა. -დამპალო. დავეჭყანე და სასმელი გადავკარი. ლილეს გავხედე რომელსაც ჭიქა არ აუღია და სანდროს კმაყოფილ მზერას, რომ წავაწყდი გამეღიმა. უცებ თვალი მოვკარი იკა ჩუმად, რომ სვავდა და თვალები გამიფართოვდა. -არ არსებობს.. სიცილით გავიშვირე ხელი მისკენ. -ვაიმე ცუდად ვარ ირაკლი რა ჩაიდინე ბიჭო? საზოგადოებამ თვალი, რომ კიდა იკას რომელსაც ჭიქა ტუჩებთან ქონდა მიტანილი გადაბჟირდნენ. -გეი ხარ შე*ემა? ლევანი ლამის სკამიდან ამობრუნდა ისე გადაიხარხარა. -მოკეტე რა. შეუღრინა. -მოყევი რა.. გთხოვ.. ცრემლებს ვიწმენდდი სიცილისგან, რომ მომადგა. -კლუბში ვიყავი გაგლეჯილი მთვრალი და ის გოგო ბიჭი აღმოჩნდა კიდე კაი საწოლამდე არ ვიყავით მისულები. ჩუმად ჩაიდუდღუნა გაბრაზებულმა. -აუ ჩემი კუჭი. ლეო ვეღარ სუნთქვდა.. ისევ ხელმეორედ ატყდა ხითხითი. -ახლა წავალ თუ არ გაჩერდებით.ფეხზე წამოხტა გაღიზიანებული. -რა გაბრაზებს ფისო? დათამ წარბები აუთამაშა წინ მჯდომს. -წადი შენი. კარისკენ წავიდა გაბრაზებული. -კაი კაი დაჯექი ვაგრძელებთ. სიცილით დავაბრუნე თავის ადგილას. დათას გვერდით მჯდომ ბაჩოზე გადავიდა სვლა. -მე არასდროს მყოლია ცოლი. მხრები აიჩეჩა. -აბა ცოლიანებმა გადაკარით. გაიცინა გუკამ. მათემ რაღაცნაირად გადმომხედა და სასმელი ერთი მოყუდებით ჩაცალა. -ვაგრძელებთ. აკომ ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და ხელი გადახვია ანუკის. -მე არასდროს მიჩხუბია გოგოს გამო. -რა სისულეეს ამბობ.. ლევანმა გახედა მატყუარას. -ხო კაი. ხითხითით აწია ხელები. -მე არასდროს მიბანავია ღამე ზღვაში შიშველს. -აბა ახლა ვის უბანავია გავიგოთ. სიცილით გადავხედე სუფრას და მარტო მათემ რო აიღო ჭიქა ხელში გაოცებულმა გავხედე. -მთვრალი ვიყავი და თან.. -აღარ გააგრძელო. ხელი ავუწიე და ეშმაკურად მომცინარს თვალი ავარიდე. ჯერი ანუკიზე დადგა. -მე არასდროს გამიკეთებია ტოლმა. სიცილით თქვა. -არაუშავს საყვარელო მოგიწევს გაკეთება. აკომ გაამხნევა. მე, ლიაკომ და ლილემ გადავკარით სასმელი. - მე არასდროს მიჭამია ანანასი.. თომამ კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე ყველამ, რომ დავლიეთ სასმელი. მათემ დაცარიელებული ბოთლი გვერდით გადადო და ახლით ჩაანაცვლა. -მე არასდროს ვმჯდარვარ ციხეში. ლილემ სანდროს გახედა გაღიმებულმა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო თავი სწრაფად მოაბრუნა მათესკენ და ქვედა ტუჩზე იკბინა. დავინახე მათეს ჩაწითლებული თვალები და შუბლი გაურკვევლობაში მყოფმა უკმაყოფილოდ შევკარი. -ჩემი ჯერიც მოვიდა.. წამოვიძახე და ბიჭებს ეშმაკურად მოვავლე თვალი.. -აჰმ.. მე არასდროს ვწოლილვარ საავადმყოფოში. ბიჭებმა ჩაცალეს ჭიქებში მოთავსებული სპირტი. მათეს მივუტრიალდი და დაველოდე მის ფრაზას. -მე არასდროს დამიძახია დედაჩემისთვის სახელი. ნაღვლიანად დააჩერდა ჭიქას. თითქმის ყველამ გადაკრა სასმელი, მეც მათ შორის. ბოკუჩავა ფეხზე წამოდგა და ბოდიშის მოხდით გავიდა ეზოში, რა თქმა უნდა უკან გავყევი. -მათე.. ზურგიფან მოვეხვიე საყვარელ მამაკაცს. სწრაფად მობრუნდა ჩემკენ და მაგრად ჩამიკრო გულში. -მე ვიცი დედაშენი, რომ მამაშენის გამო მოკვდა. ჩუმად ჩავიჩურჩულე. -რა იცი? მშვიდად მკითხა და უკან გადგა. -ზუსტად არ ვიცი. ხელების აქეთ-იქით ქნევით ვცადე ამეხსნა..-ვიცი, რომ მამაშენი ქურდი იყო ნუ მაშინდელი სიტუაციიდან გამომდინარე ძალიან გავლენიანი. მამაშენს ბევრი მტერი ყავდა და მის გასამწარებლად დედაშენი მოკლეს, მერე კი თავად ის.. ნერვიულობისგან კანკალი დამეწყო. -შენ გჯერა მაგის? ეზოში მდგომ ხის სკამზე ჩამოჯდა. -არ უნდა მჯეროდეს? დაბნეულმა ვკითხე და ზემოდან დავაჩერდი. -მაგ სიტყვებიდან სიმართლე მხოლოდ ერთი იყო. ხელი მომკიდა და მის კალთაში ჩამიჯინა. სახე ჩემს კისერში ჩამალა და დასამშვიდებლად ღმად ჩაისუნთქა იასამნის სურნელი. -ქურდი იყო.. მამაჩემი გავლენიანი კი არა ნაბიჭვარზე უარესი გახლდა.. შევცბი მის ტონზე და ზიზღით ნათქვამ მამაზე.. -დიანა შენ თავს ვფიცავარ დღემდე ვერ ვეგუები მისი გვარი, რომ მაქვს და ძარღვებში მისი სისხლი, რომ მიჩქეფს. მძულს. მთელი არსებით მძულს.. ახლაც მეზიზღება .. ვიგრძენი ლავიწზე როგორ დამეცა მისი ცრემლი და მთლიანად ავკანკალდი. -მათე თუ არ გინდა ნუ მეტყვი. -ბავშვობიდანვე მეზიზღებოდა.. ისე გააგრძელა ჩემს სიტყვებზე რეაქცია არ ქონია. -დედაჩემს ცემდა, აწამებდა მე კი ვერაფერს ვშველიდი. არ შემძლო რადგან ერთ ოთახში გამოკეტილი ვყავდი. არასოდეს ვყვარებივარ.. პატარა ვიყავი რუსეთში, რომ გადაგვიყვანა საცხოვრებლად.. იმასაც თუ ცხოვრება ერქვა. იქაც იგივე სიტუაცია იყო. ისევ ცემა და ლანძღვა. ერთ დღეს სახლში როცა შევედი დედაჩემი მკვდარი დამხვდა, მამაჩემი მის გვამთან იჯდა მთვრალი, იარაღი კი იატაკზე ეგდო. ეს ამბავი ისე გადაფარა თითქოს არაფერი.. დედაჩემის დაკრძალვის დღეს სახლში მისვლისას გავაცნობიერე, რომ დედა აღარ მყავდა.. მაშინ 16ის ვიყავი.. მამაჩემი მთვრალი გამთენიისას შემოვიდა სახლში. ამაზრზენი იყო.. მეზიზღებითქო პირში მივახალე და სახეში შევაფურთხე.. რასაც ველოდი ის გააკეთა. ქამრით მანამდე მცემა სანამ გონება არ დავკარგე. გონზე მოსულმა მხოლოდ ის ვიცოდი რომ ამ ქვეყნად ან მას ან მე უნდა მეცხოვრა, ამიტომ მისი უჯრიდან იარაღი ავიღე და ჩაძინებულს ვესროლე. ციხეში წამიყვანეს, მაგრამ ბიძაჩემმა გამომაძვრინა იქედან, დღემდე არ ვიცი როგორ მოახერხა მაგრამ ფაქტია, რომ მოახერხა. მოვკალი..მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ მე ის მოვკალი.. გესმის დიანა? მე მოვკალი. ხელები მაგრად მომხვია.. -მკვლელი ვარ. მე ის მოვკალი.. იმეორებდა დაუსრულებლად და სხეულზე უფრო მეტად მიკრავდა აკანკალებულს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.