შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოხუმსკი (13 თავი)


23-01-2018, 02:13
ავტორი tatiachelo
ნანახია 3 489

ბერლინი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ევროპული ქალაქი, დიანას სანატრელი ქვეყნის ულამაზესი დედაქალაქი გახლდათ. ბავშვობიდანვე ოცნებად ქონდა ქცეული იმ ულამაზეს ადგილას ფეხი დაედგა და თავად ენახა ის სილამაზე, რასაც ბერლინი ქმნიდა. გერმანული სკოლის დამთავრებაც, ამიტომ ისურვა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდგომ გოგამ არ გაუშვა და სწავლა თბილისში განაგრძო. ახლა? ახლა ოცნება რეალობად უქცია ბოკუჩავამ და აუხდენელი სურვილიც აუხდინა. აეროპორტში იყვნენ შეკრებილებო და თბილისი-ბერლინის მიმართულებით აცილებდნენ ახალ დაქორწინებულებს. ნანა ცრემლიანი თვალებით უყურებდა მის ერთადერთ გოგოს, გოგა გულში იკრავდა უკვე მისგან წასულ შვილს. ლიკა და ილიკო მოშორებით იდგნენ, თითქოს ზედმეტები იყვნენ. მეგობრებსაც დაემშვიდობნენ და ჩასასხდომად გასასვლელისკენ წავიდნენ. რამდენიმე საათიანი ფრენის შემდგომ თვითმფრინავი ბერლინის "Tegel" აეროპორტში დაჯდა. ბარგი აიღეს და შენობა დატოვეს. ტაქსი გააჩერეს და ბაჩოს ძმის მისამართი უკარნახეს, რომელმაც მის გვერდით უქირავა წყვილს ბინა, რათა მარტონი ყოფილიყვნენ სრულ ნეტარებაში.
-ულამაზესია მათე. ფანჯრიდან უყურებდა ღამისეულ ბერლინს. -ყველაფერი ვნახოთ. სულ ყველაფერი. თვალებგაბრწყინებულმა გახედა ქმარს და გაუღიმა. მათემ გაუცინა და ლოყაზე აკოცა. ავტომობილი კორპუსის წინ გაჩერდა, სადაც კოსტა იდგა და მონატრებულ მეგობარს ბარდიურზე მჯდომი ელოდა. დიანას დანახვაზე ბიჭი ფეხზე წამოდგა და მისკენ გაიქცა.
-დიანა. სიცილით მოხვია ხელები წელზე და დააბზრიალა. -რამხელა გაზრდილხარ ტო. ბედნიერი დაჰყურებდა მასზე დაბალ გოგოს.- მომნატრებიხარ.
-მეც მომენატრე. ხელები კისერზე შემოხვია და თვალები აუწყლიანდა. -როგორ შეცვლილხარ. თვალიდან წამოსული ცრემლი მოიწმინდა. -კოსტა გაიცანი ეს ჩემი მეუღლია. უხერხულად მდგომს გვერდით ამოუდგა.
-ხო.. სკაიპით ვილაპარაკეთ. ხელი გაუწოდა მათეს და ჩამოართვა. -მიხარია თქვენი აქ ხილვა.
-ჩევნც. გაუღიმა დიანამ. ბოკუჩავამ მათი დიალოგით დაღლილ მძღოლს ათი ევრო გაუწოდა და ანგარიშიც გაასწორა. კოსტამ მათთვის განკუთვნილ ბინაში აიყვანა წყვილი და იქაურობა დაათვალიერებინა. ორ ოთახიანი, ევროპულ სტილში მოწყობილი სახლი იყო.
-მე გავალ დაგტოვებთ.. ღიმილით წამოდგა ფეხზე და კარისკენ წავიდა. -დაღლილები იქნებით. ხვალ შემოგივლით და გნახავთ. თუ რამე გვერდითა ბინაში ვარ და შემომეხმიანეთ. დიანას თავზე აკოცა, მათეს თავი დაუქნია და გავიდა.
გოგო მაშინვე აივანზე გავარდა. სიხარულით აღსავსემ გადახედა სანატრელ ბერლინს და გაუღიმა. უკნიდან ბოკუჩავა მიეხუტა და ყელში აკოცა.
-Ich bin ein Berliner. ხელები გაშალა და დაიყვირა.
-რაო? წარბები შეკრა მათემ.
-მე ბერლინელი ვართქო. ვუთარგმნე. -ერთხელ კენედიმ თქვა ,„თავისუფალი სამყარო ამაყობს სიტყვებით – მე ბერლინელი ვარ“, ამიტომაც ვთქვი
Ich bin ein Berliner.
-გასაგებია. გაეღიმა და მუცელზე ხელები უფრო მჭიდროდ შემოხვია. სიმშვიდე სუფევდა და ამ სიმშვიდით ტკბებოდნენ. დიანს ციდან წამოსული წვიმის წვეთები სახეზე დაეცა, მათესკენ მიტრიალდა და თვალებში ჩააჩერდა.
Milky Chance - Cold Blue Rain გაახსენდა და სიმღერა დაიწყო.
Cold Blue Rain
I don't wanna think about it
Same old place
Makes me wanna think about it
See your face
Remembering that I'm mad about you
So why embrace, All the things that you do?
I know that we'll be forever
Forever together as one
Our hearts will share the same shelter
We share our place under the same sun
I know that we'll be forever
Forever together as one
Our hearts will share the same shelter
We share our place under the same sun
My heart is running for your love
My heart is running for your love
My heart is running for your love
My heart
My heart is running for your love
My heart is running for your love
My heart is running for your love.
ხელები კისერზე შემოხვია და თვალებ ამღვრეულ ბიჭს ცხვირზე აკოცა. მათემ წელზე სუროსავით შემოხვია მკლავები და შიგნით ასე შეიყვანა. სიჩუმეში თითქოს ეს მელოდია ისმოდა, რომელიც ამ მომენტს ბრწყინვალედ შეესაბამებოდა. ბოკუჩავამ მობილური ამოიღო ჯიბიდან, სიმღერა ჩართო და იქვე დივანზე მიაგდო.
My heart is running for your love
My heart is running for your love
My heart is running for your love. წაიღიღინა გაღიმებულმა და გოგოს შუბლი შუბლზე მიადო. მელოდიას გულის სწრაფი ცემა არღვევდა. გახშირებული სუნთქვა ზღვასავით ეხეთქებოდა მათ სახეებს. დიანს კისერზე მოხვეული ხელი მათემ ჩამოაწევინა და მის აჩქარებულ გულზე დაადებინა. მიხვდა რისი თქმაც უნდოდა ბიჭს, ამ ქმედებით. გაეღიმა, სახე მისკენ მიწია და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა. მათემაც არ დააყოვნა და დიანა მუცელზე შემოისვა. ოთახისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა, ისე რომ გოგოს თვალებისთვის თვალი არ მოუცილებია. საწოლთან ჩამოსვა, თმაში დამაგრებული ხის თმისამაგრი მოხსნა და ძირს დააგდო. აბურდული და აჩეჩილი თმები ყურს უკან გადაუწია. ხელო კისერზე შეუცურა, მისკენ დაქაჩა და ყურის ბიბილოზე ნაზად აკოცა. ტუჩები ქვევით ჩააცოდა და ლავიწთან სველი კოცნა დაუტოვა. მისი ქმედებით გაბრუებულს ზედა ოსტატურად გადააძრო და საწოლზე მსუბუქი ხელის კვრით დააგდო. ეშმაკური ღიმილით მოექცა მის ზემოთ და საყვარელ ქალს მთელი სახე დაუკოცნა.
-გინატრე და ამიხდი. აჩქარებული პულსის გამო ძლივს ამოთქვა და ტუჩები მკერდზე მიაკრო.
-მიყვარხარ. აკანკალებული ხმით დაუბრუნა პასუხი, თმებში ჩაავლო ხელი და თავისკენ მისწია. მერე სწრაფი მოძრაობით გადააწვინა გვერდით და ახლა თავად მოთავსდა მის ზევით.
-ნელ-ნელა ვიხვეწებით. თვალი ჩაუკრა ზევიდან მომცინარს. -მარა დახვეწამდე კიდევ ბევრი დარჩა. თავი წამოწია და გოგოს ტუჩებს დაეწაფა. -ისე ესეც პროგრესია. გვერდით გადააწვინა და მგელივით დააჩერდა.
-ჯერ სად ხარ.. გაუცინა ნაცრისფერ თვალებში ჭინკებ ათამაშებულ მეუღლეს და ბიჭის, პერანგის ღილების გახსნას შეუდგა.
-ვა. ეს უკვე მომწონს. მოუთმენლობამ სძლია, პერანგი ერთი ხელის მოსმით გადაიძრო და სიყვარულის მორევში მთლიანად გადაეშვა, რა თქმა უნდა საყვარელ ცოლთან ერთად.
დილით გაღვიძებულმა დიანამ ფანჯარას გახედა, ისევ წვიმდა, ამჯერად ძლიერად და გადაღების არაფერი ეტყობოდა. მის მეუღლეს კვლავ ეძინა, ამიტომ საწოლიდან ფრთხილად წამოდგა, მამაკაცის პერანგი შემოიცვა და აივანზე გავიდა. სიცივე იყო, შიშველი ფეხევი ერთმანეთს გაუხახუნა და ისევ შინ შებრუნდა. მათე საწოლზე წამომჯდარიყო, თვალები ოდნავ გაეხილა და თმა აბურდული უღიმოდა დიანას.
-გიხდება. კმაყოფილმა აათვალიერა მისი პერანგით შემოსილი და საწოლიდან წამოდგა. დიანამ ხელები მაშინვე სახეზე აიფარა. ბოკუჩავა ახარხარდა.
-მათე ჩაიცვი. დაიწიკვინა.
-შენც უნახავს ნახავ რამეს ახლა რა. გაიცინა და გოგოს მიუახლოვდა.
-მათე.
-ნუ გრცხვენია.
-არ მცხვენია.
-გეტყობა. ღიმილით აკოცა სახეზე აფარებულ ხელებზე და სააბაზანოში სიცილით შვიდა.
კარების ხმაზე გაახილა თვალები და ხელები სახეზე მოისვა.
-გიჟი. ნამდვილი გიჟი. ჩემოდანს დასწვდა და საწოლზე დააგდო. ტანსაცმლის ამოლაგება დაიწყო. ყველაფერი მოაწესრიგა და მიალაგა. მერე ნანასთან და გოგასთან ისაუბრა სკაიპით, ანუკასაც ელაპარაკა ცოტახნით, ბაჩუკისაც გადასწვდა.
-როგორი გაზრდილია იცი კოსტა?
-რავი ტო რამდენი წელია არ მინახია ეგ ჩ*მისა. გამხიარულებული იყო ბაჩო. -დიანა ჩამოვიდეს უთხარი. სუ ფეხებზე მაგისი სამსახური, ფული და კაი ცხოვრება. მენატრება ტო. გულში ჩამალული ემოცია ამოუშვა. -ძალით წამოიყვანე.
-ვეტყვი ბაჩოს მოენატრეთქო და ფრენა ფრენით წამოვა. გაიცინა. ბევრი ელაპარაკა ბაჩოს, შუადღეს კოსტაც ესტუმრათ და კარგად გაერთნენ.
-ხვალ მუშაობ ხო შენ? დიანამ გახედა გვერდით მჯდომს.
-ხო რა. სახე დამანჭა. -თქვენ გადით სადმე სახლში ხომ არ იჯდებით ბერლინში ხართ ტო.
-წვიმა? ფანჯრისკენ ანიშნა მათემ.
-აქ ახლა სუ იწვიმებს. ტუჩები მოკუმა და ფეხზე წამოდგა. ჩვენც წამოგვყარა და გარეთ ასე, წვიმაში გაგვიყვანა. საწვიმარი მეცვა და პრობლემა არც მაშინ მქონდა თუ დავსველდებოდი. მათეს ვეხუტებოდი და სიცილით მიუყვებოდით ქუჩას. რამდენიმე წუთში პატარა მყუდრო გარემოში აღმოვჩნდით, "TRANE" ჯაზ კლუბში, რომელიც შარლოტენბურგის რაიონში მდებარეობდა. ბოკუჩავასთვის ეს აღმაფრენა იყო. ის ხომ ჯაზის მოყვარულთა შორის გახლდათ. კუთხეში პატარა მაგიდასთან ისხდნენ და განაბულები უსმენდნენ იმ შედევრს რასაც იქ მყოფები ქმნიდნენ.
შუაღამე იყო სახლში, რომ მივიდნენ. ისეთი დაღლილები იყვნენ საწოლზე დაწოლისთანავე ჩაეძინათ. მეორე დღეს ასე, რომ ვთქვათ გაუმართლდათ. მზიანი დღე, მაგრამ მაინც სიცივე ხელს არ უშლიდათ ქალაქის დათვალიერებაში.
პირველი რაიხსტაგის ცნობილი ისტორიული ნაგებობის სანახავად წავიდნენ. სურათები გადაიღეს და შენობაში ტურისტების სახით შევიდნენ. ორივემ რეგისტრაცია გაიარა და რაიხსტაგის შუშის გუმბათზე ლიფტის საშვალებით ავიდნენ. გასაოცარი იყო იქიდან დანახული შთამბეჭდავი ბერლინი. იქ მყოფ ინგლისელ ტურისტს სთხოვეს ფოტო გადაეღო მათთვის და მობილური გაუწოდეს.
-დღეიდან ბერლინი ევროპის გულია. მტკიცედ ამბობს დიანა და ბოლოჯერ გაჰყურებს ლიფტიდან გამოჩენილ ხედს.
-მართლაც ლამაზია. ეთანხმება მათე და გოგოს თავზე კოცნის.
შემდეგი გასაოცარი ადგილი ბერლინის კედელი გახლდათ, რომელიც 1989 წელს დაინგრა, მაგრამ მალევე აღადგინეს და 100 მხატვრის მიერ მოიხატა მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების თემის ესკიზებით.
-ფუი ამათი. ერთ-ერთ ნახატს ზიზღით შეხედა მათემ. დიანას სიცილი აუტყდა და ბოკუჩავას სურათი გადაუღო ნახატის ფონზე.
-რას ერჩი? ნახე მშვენიერი ნახატია..ორ კაცს, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ წინ დაუდგა და მათეს მობი გაუწოდა. -მიდი გადამიღე ფოტო.
-შენ ხომ არ გაჟრიალებს? ბარემ ელგებეტეს დროშა აიღე და აფრიალე. იმხელა ხმაზე უღრიალა გოგოს ლამის გული გაუსკდა. -გამოდი დროზე. თავით ანიშნა და გვერდით გადგა.
-ხტფუი აზიატი. ჩაიბურდღუნა და წარბებ შეკრულს გვერდით ამოუდგა.
-ამის დამხატავს მო...
-ნეტა გაჩერდე რა. თვალები აატრიალა.
-ახლა ნერვები არ მომიშალო თორე აგაკრავ ამ ორს შორის. თვალები დაუბრიალა და გზა განაგრძო. ხმაც არ ამოუღია უკან გაყვა ვაჟბატონს.
მაუერპარკშიც შეიარეს ახალბედა მუსიკოსების კონცერტს დაესწრნენ, კარაომეს კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გამხიარულდნენ.
სახლში მისვლამდე კაფეში შევიდნენ, ივახშმეს და ბინაში მერე ავიდნენ. სოხუმსკი აივანზე იყო და სიგარეტს ეწეოდა , დიანა გოგას ელაპარაკებოდა სკაიპით. თავის შთაბეჭდილებას უზიარებდა მამამისს. მამაკაცს ეღიმებოდა. ლაპარაკი როგორც კი დაასრულა მაშინვე დახურა ლეპტოპი და სურათების დათვალიერებას შეუდგა. მათემ, ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და გოგოს მიაშტერდა.
რამდენიმე წამი ასე გაღიმებული აკვირდებოდა, აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა.
-შვილი მინდა. ისე განაცხადა თითქოს ორ წამში მოუყვანდა წერო. დინას ლამის მობილური გაუარდა ხელიდან, თვალები დაახამხამა და მათეს გვერდულად გახედა.
სიჩუმე აუტანელი ხდებოდა.
არც ერთი იღებდა ხმას.
ორივეს ეშინოდა საუბრის დაწყების.
ისევ მათემ აიღო თავის თავზე და საუბარის ბოლომდე მიყვანის გეგმას შეუდგა.
-უკვე 29 წლის ვარ. არ ვარ პატარა. არც შენ არ ხარ 12 წლის, რომ ბავშვი ვერ გაზარდო. ვიცი, საუკეთესო დედა იქნები. გეფიცები, შენ თავს ვფიცავარ მეც კარგ მამობას გავუწევ. დიანას ურეაქციობამ უფრო ააღელვა, ხელი თავზე გადაისვა და თავი ჩახარა. -შვილი მინდა. ჩუმად დაიჩურჩულა და თვალები აუწყლიანდა.
-ჯერ ახლა დავქორწინდით რა გვეჩქარება? თანაც ვსწავლობ მათე. ხავს ჩაეჭიდა.
-მერე რა? ისწავლე.. ბავშვსვს მივხედავთ ხან მე ხან შენ. თუ რამე ძიძას ავუყვანთ. ნერწყვი მძიმედ გადააგორა და თვალებში ჩააჩერდა მეუღლეს.
-მგონი ვერ ხვდები რას ამბობ. გაეცინა ნერვიულად.
-ვხვდები.
-არა ვერ ხვდები. ხმას ოდნავ აუწია და ფეხზე წამოდგა. -ასე მგონია ბავშვი მიზეზად გაქვს. გოგონია, რომ ბავშვი გაგვამთლიანებს. ვერ ვხვდები ასე რა გაშინებს. ნუთუ რამეს მიმალავ. თვალები დააწვრილა და გაფითრებულ ბიჭს შეხედა. -მათე ბავშვი სათამაშო არ არის.
-ვიცი. ხელები კეფაზე მოისვა. -შენ არ გინდა?
-ალბათ კი.
-რას ქვია ალბათ? ქვემოდან ახედა აღელვებულს.
-არ მიფიქრია ბავშვზე და იმას. ხელები გადააჯვარედინა. -მეშინია. მე ჯერ არ ვარ მზად დედობისთვის.
-ცოლად, რომ მომყვებოდი უნდა გეფიქრა. ფეხზე წამოხტა და სიგარეტს მოუკიდა.
-რა მაცადე?. შენ მოწყობილ მახეში შემიტყუე და თავიც შემაყვარე. აზზეც არ ვარ მოსული და მიცხადებ ბავშვი მინდაო.
-ახლა, რომ ფეხმძიმედ იყო მოიცილებ?. მუცელზე დახედა და თვალებში მიაჩერდა.
-არ ვიქნები.. დარწმუნებულმა თქვა..-წამალს ვსვამ.. მათეს ჩაცინებაზე სახეზე ფერები გადაუვიდა. -რა გააკეთე? არა! მათე ამას არ იზამდი. ბოკუჩავამ მხრები აიჩეჩა და სიგარეტის კიდევ ერთი ნაფასი დაარტყა. დიანამ წამლის ყუთი სწრაფად მონახა და გახსნა. ხელისგულზე გადმოყარა, ვარდისფერი პატარა ტაბლეტები. -ეს?
-შევცვალე. გაღიმებული ჩამოჯდა დივანზე, მაგიდაზე შემოდო ფეხები და ფეხი ფეხზე გადაიდო. -ეგ ვიტამინებია. თვალი ჩაუკრა ცოლს და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო. გამწარებულმა გოგომ წამალი სახეში შეაყარა ბოკუჩავას და კოლოფიც გაუქანა. მისი ხმის გაგონებაც არ უნდოდა. საერთოდ არაფერი არ უნდოდა, ოთახში შევიდა და კარი ცხვირ წინ მიუხურა სოხუმსკის.
-გააღე. რამდენიმეჯერ დააბრახუნა.. - დიანა შემოვამტვრევ. შენ თავს ვფიცავარ სამ თვლაზე თუ არ შემოვანგრიო. გაღიზიანდა მათე.
იცოდა ამის გამკეთებელი, რომ იყო ამიტომ კარები გაუღო, ცრემლები ხელისგულით მოიწმინდა და ძირს ჩაცურდა. მათეც მის გვერდით ჩამოჯდა, კედელს მიეყრდნო და თვალი მეუღლისკენ გააპარა.
-როდის შეცვალე?
-ყაზბეგში ვნახე ჩემოდანში გეგდო და მაშინ, მივხვდი შვილი, რომ არ გინდოდა.
-მერე? გაითვალისწინე?
-მე მინდა.
-შენ რაც გინდა ყოველთვის ის არ მოხდება.
-მოხდება. მუცელზე ხელი მიადო.
-ისე ნუ იქცევი თითქოს ფეხმძიმედ ვიყო. ხელი უხეშად მოაცილებინა.
-რა იცი? იქნებ და ხარ.. ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-შენ თუ ამდენს გაქაჩავდი და ასე უცებ ჩასახავდი ბავშვს საღოლ. ფეხზე წამოდგა.
-რა იყო პატარა ეჭვი გეპარება ჩემში? გოგოს წინ დაუდგა.
-ეჭვი მხოლოდ იმაში მეპარება, რომ ჯანსაღად ხარ. ჩემს დაუკითხავად აკეთებ ყველაფერს. თმები გაიშალა.
-მერე ეგ ცუდია? უკნიდან აეკრო.
-არც კარგია. მოიცილა თავიდან. -არ გამეკარო, საერთოდ არ შემეხო. გაბრაზებული შეიკეტა სააბაზანოში. იქედან დასაძინებლად გამზადებული გამოვიდა, საწოლს დაფარებული საბანი გადაწია და შეძვრა. მათე უხმოდ მიუწვა გვერდით მეუღლეს.
გულაღმა იწვა ჩაფიქრებული და ჭერს უაზროდ უღიმოდა. ჩაძინებული ცოლის სუნთქვას ისმენდა და ბედნიერების ჟრუანტელი უვლიდა. უყვარდა. უზომოდ უყვარდა ერთადერთი ქალი, რომელზეც აფრენდა.



№1 სტუმარი სტუმარი Waka

Vegar gavige bolo sityvebi uyvarda sigijemde ertadeerti qalio eg dianazea tu ara ? Qorwilshic xom utxra errt ertma ragac siyvarulze da ver gavige sxvas gulisxmoben tu dianas

 


№2  offline წევრი naniko mindia

Ragacas rom umalavs mate ashkara .kargi tavi iyo intrigebit savse .male dade agvianeb xolme .♥♥♥♥♥♥warmatebas gisurveb ♥♥♥
--------------------
lomidze

 


№3 სტუმარი annie

სულ მითქვამს და შემდეგშიც ვიტყვი :დდ აფრენთ ეს მწერლები. ყყველა ქალის ოცნებაა ბავშვი და ამას რა აბღავლებს? :/ მაგრამ სოხუმსკი იმდენს იზამს, იმდენს რომ ერთს კი არა, ათ ბავშვს გააჩენინებს ;დდ იცოდე, დიანასთვის თვითონ ათქმევინე, თU რამეს მალავს. (იმაზე ვამბობ, ქოორწილში რომ უთხრეს) არ გამოიყვანო ის გოგო, პირველი ცოლი თუ საყვარელი თუ ვინმე ჯანდაბა :დდ ძალიან გთხოვ და თუ გაითვალისწიებ მადლობელი ვიქნები ^_^

იმას არ ვამბობ, რომ აუცილებლად ესე გააკეთო. ეგ შენი ნებაა

 


№4  offline წევრი blondeangel631

ვაიმე რა საყვარლები არიან თან ძალიან ეს ბოლო რა იყო რა ამათი ჩხუბის წინა პირობას გავს heart_eyes heart_eyes joy joy joy kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი Waka

Sad daikargebi xolme ? Dade axali tavi ra dzalian mainteresebs ra mouxdeba

 


№6  offline წევრი tatiachelo

სტუმარი Waka
Sad daikargebi xolme ? Dade axali tavi ra dzalian mainteresebs ra mouxdeba


dges ver shegpirdebit, rom davdeb mara xval aucilebliv iqneba 14 tavi dadebuli )) finalurebi damewyo da ver movaxerxe drois gamonaxva.. bodishit )

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

სოხუმსკის პერსონაჟი საერთოდ აღარ იწვევს სიმპათიევს,ჯერ უბრალო ნახატზე აზიატური გამოხტომები და აუხსნელი აგრესია.შემდეგ წამლების შეცვლაბოლო წვეთი იყო ,თვითონ 29 წლის არის და ამ გოგოს ასაკს საერთოდ არ ითვალისწინებს,და არც სურვილს სცემს პატივს,იმის მაგივრად რომ ურთიერთშეთანხმებულად იღებდნენ გადაწყვეტილებას ,ყველაფერი ისე უბდა წავიდეს როგორც სოხუმსკის უნდა.ყველა ქალა უნდა შვილი ოღონდ მაშინ როცა ამისთვის მზად იქნება,ქორწინებაზე თანხმობა კი არ ნიშნავს იმას რომ პირველღამესვე გინდა ბავშვის ჩასახვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent