შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეყანა საქართველო-სექსის თაობა(დაბრუნება) პირველი თავი !


29-01-2018, 05:00
ავტორი anna_014
ნანახია 1 611

დიდი დრო გავიდა, თუმცა მე ისევ ის ანნა ვარ. შევეშვი აბებსაც, რომელსაც ვიღებდი ყოველდღიურად. ყველა წავიდა ჩემი ცხოვრებიდან მათშორის ეკაც. ჩემი დაც მენატრება, რომელმაც ასეთ პატარა ასაკში მიმატოვა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ის ადამიანიც კი მენატრებოდა ვინც ამხელა ტკივილი მომაყენა. საქართველოდან საკმაოდ შორს ვიმყოფები, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. მაგრამ ეს ცხოვრება მაინც მაგიჟებს. მგონია ისევ შევიშლები და დავბრუნდები იქ, სადაც ჩემი ცხოვრება დავამთავრე ორი წლის უკან. მგონია რომ აღარ მიმიღებს ოჯახი, რომელიც ერთ დროს ისე მივლიდა როგორც არავის არავინ. ეკას ისევ ვეკონტაქტები. ის დედა არის ჩემი რომელიც ვიცი ყოველთვის იცოცხლებს ჩვენ ორისთვის. საბერძნეთი ულამაზესია, მაგრამ ჩემი პატარა საქართველო ეს მაინც სხვა ადგილია. ეს ადგილია სადაც ავიდგი ფეხი, სადაც შევიგრძენი სიყვარული, ვისწავლე მეგობრობა, ვისწავლე იმედგაცრუების შემდეგ ფეხზე დადგომა. მე იმ სექსის თაობას ვეკუთვნი, რომელიც განადგურების პირას იმყოფება და თავად მე ვიყავი ის ადამიანი რომელსაც ცხოვრება რიგითმა ნაბიჭვარმა დაუნგრია. ჩემი თაობის ამორალურმა პერსონამ. მე ვარ ის ადამიანი რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, დავმალე ყველანაირი ტკივილი და დავასამარე ჩემში. თითქოს არც ყოფილა ან იყო და გაქრა. ახლა აღარ ვყვები ჩემს ისტორიას, დავიღალე ადამიანების სახეების ყურებით, რომლებიც ცდილობენ რომ მანუგეშონ. არ მინდა აარა, რომ ვეცოდებოდე კვლავ ვინმეს მინდა ის გოგო ვიყო, რომელიც მუდამ თავაწეული ივლის საზოგადოებაში. იმ ადამიანების გვერდით რომელთა პრობლემებიც ჯერ მატერიალურსაც კი არ გასცდენია.
ნინიკოს გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჩვენს შორის განხეთქილებები დაიწყო. მე მივატოვე ნინიკო, დავტოვე და რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვუყვარდი. მივატოვე ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ანა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. აქ რომ მყავდეს მხოლოდ იმას ვეტყოდი რომ ჩვენ ორნი ამ სექსის თაობის წარმომადგენლები ვართ რომელსაც ორივე შევეწირეთ. კი მე ვსუნთქავ, მე ვიბრძვი, მაგრამ მე შენთან ერთად იმ ღამეს გარდავიცვალე და გადავინაცვლეთ ერთად იმ სამყაროში, რომელიც ასე ლამაზად მოურთავს უფალს. ამ მომენტამდე არ ვფიქრობდი იმას თუ ვჭირდებოდი ვინმეს ამ ქვეყნად. უგონოდ დავთვერი მეგობრებთან ერთად, იმ მეგობრებთან ერთად რომელთა სიაშიც ნი არ ყოფილა. ახალი სამეგობრო იმდენად მომეწონა რომ თვალწინ უკვე ვეღარაფრის დანახვა ვეღარ შემეძლო. კლუბიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრის სახლში წავედი და დავიძინე. მინდოდა დაძინება მაგრამ ეს ამ ღამეს შეუძლებელიც კი გახდა. თითქოს ბაბუა მეუბნებოდა რომ არა ანნა არ დაიძინო, დაელოდე, ხვალ შენიაღსასრულის დღე არის. მეორე დილას გავაგრძელეთ გართობა და უცხო პიროვნების სახლში აღმოვჩნდი. აურა შესვლისთანავე არ მომეწონა. მოსაწევის სუნით გაჟღენთილ ოთახს გავდა. ეს ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა იკრძალებოდა მოწევა, იკრძალებოდა ჰარმონიული ყოფა ჩემს ქვეყანაში. და ჩვენ ვიყავით სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდები, რომლებსაც ეს მკაცრი კანონები მეტად უღვიძებდათ სურვილს და დამოკიდებულებას, ესარგებლათ იმით რაც დაუშვებლად ითვლებოდა. იმ დღიდან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა მახსოვს:
-გაჩერდი მე ქალიშვილი ვარ. არ ქნა გთხოვ.
და მახსოვს ბრახუნი კარზე, განწირული ბიჭის ხმა, რომელიც ყვიროდა:
-არ ქნა გთხოვ....
მაგრამ ის მაინც არ გაჩერებულა. ამ დღეს ჩემი სიცოცხლე შეწყდა. შეწყვეტილი სიცოცხლის მოსაგონებლად კი ახლაც დავლევ ერთ ან მეტ ჭიქას. გავიხსენებ ნინიკოს, რომლის არცერთი პრობლემაც არ აღვიქვი ისე როგორც საჭირო იყო, რომელსაც მივეცი უფლება მომკვდარიყო ჩემს გარეშე და დავეტოვებინე ისე როგორც გაუბედურებული მაწანწალა. სიტყვა სექსიც კი მეზიზღებოდა ამ ყველაფრის შემდეგ. როცა ვესაუბრებოდი მიას მეუბნებოდა რომ სულელი ვარ, ასეთ ბიჭს რომ მე გავეუპატიურებინე ბედნიერიც კი ვიქნებოდიო. დიახ მე გამაუპატიურეს. მე ძალადობის თაობას ვეკუთვნი. ბევრი ქალი დღემდე სდუმს, ეშინიათ ან სიამოვნებთ როცა მამაკაცი მათზე ძალადობს. მე კი მინდა გითხრათ რომ უთქხრათ "არა" ძალადობას.
არაფერს არ ვნანობ ამ ქვეყნად გარდა ერთის, მე რომ მებრძოლა, იქნებ ბედნიერიც კი ვყოფილიყავი. იქნებ არ ჩამოვყალიბებულიყავი იმ პიროვნებად რომელიც ახლა ვარ. მე ახლა შემიძლია ვთქვა რომ ბედნიერი ვარ. მე ხომ ვსწავლობ და ვმუშაობ. ვმუშაობ იმისთვის რომ ვისწავლო, რადგან საკუთარი ოჯახიც კი დავკარგე. მე იქ იმ ქვეყანაში არაფერი გამაჩნია. ყოველდღე ვიღვიძებდი იმედით რომ ესემესი მაინც დამხვდებოდა სოციალურ ქსელში დედისგან, შემდეგი სიტყვებით:
-შვილო დაბრუნდი, მენატრები...
მაგრამ ყოველ დილას მაღვიძებს უცხო მამაკაცი და მეუბნება რომ ჩემი წასვლის დროა !



№1  offline წევრი ანუშირვანი

საინტერესოა , საკმაოდ პრობლემატური საკითხია ძალადობა ჩვენს ქვეყანაში , სამწუხაროდ . ველოდები შემდეგ თავს :*

 


№2 სტუმარი სტუმარი bella

Kargixar vpiqrob sainteresod gaagrdzeleb ogond upro didi tavebit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent