შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლეგენდა(თავი2)


29-01-2018, 08:24
ავტორი onlineგოგო
ნანახია 1 011

ეშლის ისტორია ძალიან ზებუნებრივი და საზარელი იყო,ნამდვილად არ გავდა შეშლილი ადამიანის ქცევას,ეს უფრო რაღაც ამოუცნობი მოქმედებები იყო.აქვე სურათებიც იყო,მე და ის ტყუპებივით ვიყავით-ორეულები,რომლებიც სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ.აღნიშნული იყო ასევე მისი დედ-მამის სახელები:ჯეინ ვეინი და დევიდ სტოუნი.....
-ძალიან უცნაური ამბავია......-ჩაილაპარაკა სარამ
-მართლაც,მაგრამ არამგონია ამას ჩემთან რამე კავშირი ჰქონდეს-არ დავიჯერე მე
-მოიცათ,მოიცათ,აქ კიდევ წერია რაღაც-ტელეფონი გამოგვართვა ელენმა
-ისინი.....ისინი......აქ ცხოვრობდნენ-შეშინებულმა ამოიჩურჩულა სარამ
-ეს უბრალო დამთხვევაა......-მაინც არ ვიჯერებდი მე
-რაღაც არ მჯერა,ელი,ამდენი დამთხვევა შეუძლებელია
-ოჰ,რა მნიშვნელობა აქვს,რას დაეძებთ?ეს წარსულია და წარსულში მომხდარი ეს ამბავი აღარ განმეორდება
მალე ყველამ დავივიწყეთ ეს სისულელე და გადავწყვიტეთ "PJ's party" მოგვეწყო სახლში.დაახლოებით ღამის ორ საათზე დავწექით,დედ-მამა სახლში არ იყვნენ და ცოტაარიყოს გვეშინოდა.შუქი ჩავაქრეთ და ტელეფონებში ჩავძვერით.ცოტა ხანსი სამზარეულოდან რაღაც ხმაური გავიგეთ სამზარეულოდან
-ვაიმე!ეს რა იყო?-წამოიკნავლა ჯეიდმა
-დარწმუნებული ვარ რომელიმე ცხოველი იქნება,დამშვიდდით-დავაწყნარე ისინი
მერე სამზარეულოსკენ წავედი,ოთახში შუქი ავანთე და გვაშეშდი!კედლები სისხლით იყო მოთხვრილი,ჩემს წინ კი ეწერა "სიკვდილი" "შურს ვიძიებ".უცებ შემზარავი კივილი და ხარხარი გავიგე,ჩემ წინ სისხლიანი,დახეული ხალათით,ჩაწითლებულ მწვანეთვალებიანი ჩემი ანარეკლი იდგა,ეს ეშლი იყო.......
-შურს ვიძიებ,ყველა მოკვდება!შთამომავალი არ დარჩება!-დაიწყო კივილი ეშლიმ
საშინლად შემეშინდა,გული წამივიდა და თვალი რომ გავახილე თავზე გოგონები მადგნენ
-ეშ....ეშლი,ის აქ იყო-ამოვიკნავლე
-არა,აქ არავინ ყოფილა-ტირილით მითხრა ჯეიდმა
-რატომ ტირი?რა გჭირს?-შევშფოთდი
-არ გახსოვს?სამზარეულოში რომ ჩამოხვედი კივილი დაიწყე,ჩვენ ჩამოვირბინეთ და შენ ამდროს ჯეიდს დანა გადაუსვი ხელზე-მომიყვა ელენმა
-რა?არა,არა,ჩემ წინ ეშლი იყო,წარწერებს ხედავთ?ისინი მან დაწერა
-ესენი შენ დაწერე,არვიცოდით რა გჭირდა,გიჟივით დარბოდი აქეთ-იქით-მითხრა შეშინებულმა სარამ
-რაღაც უცნაური ხდება,შენი მჯერა ელი-დამამშვიდა ელენმა
-უნდა.....უნდა გავარკვიოთ რა ხდებ-ვთქვი ენის ბორძიკით და ირგვლივ ისევ ყველაფერი ჩაბნელდა.....
-მგონი იღვიძებს......ძალიან ვნერვიულობ მასზე
-რაღაც უნდა ვიღონოთ.....ეს ამბავი რაღაც არ მომწონს
-დარწმუნებული ვარ ის სიმართლეს ამბობს.....
ჩურჩული მესმოდა,თვალების გახელა დავიწყე და სილუეტები დავლანდე.
-ისევ რამე...მო-მოხდა?-ავხედე მათ
-არა,უბრალოდ გული წაგივიდა.....
-უნდა მომჯობინდე,მერე კ8ი ყველაფერი უნდა გავარკვიოთ
-მაპატიე ჯეიდ,არ მინდოდა-ტირილი დავიწყე
-არაუშავს,არაუშავს,ყველაფერი დალაგდება-მომეხვია ჯეიდი
-თქვენ ძალიან კარგები ხართ
-ვიცით-გამხიარულდა ელენი
-ელი,შენ პოზიტივის განსახიერება ხარ და ახლა ნუ დაკარგავ ამ ძალიან კარგ თვისებას,გამხიარულდი-მირჩია სარამ და ჩამეხუტა
-ეს ძალიან რთულია.......მოიცადეთ,მან თქვა,რომ ყველას მოკლავს და შთამომავალი არ დარჩება-გამახსენდა
-შთამომავალში რა იგულისხმა ნეტა?-ჩაერია ელენი
-არვიცი,მაგრამ უნდა გავარკვიოთ-გამოვეპასუხე და წამოვდექი
-მოიცა,ჯერ გათენდეს,სად მიდიხარ-გამაჩერა სარამ
-უი,ჯერ ისევ ღამეა?
-ხო,ღამეა.ხვალ სკოლაში წავალთ,მერე ბიბლიოთეკაში წავალთ და საჭირო ინფორმაციას მოვძებნით,გაიგე?ახლა კი დაწყნარდი და დაიძინე-მიბრძანა ელენმა....
მეორე დღე:
დილას ადრე ავდექი,გოგოებიც გავაღვიძე და სკოლაში წავედით.გაკვეთილები საშინლად გაიწელა,ბოლოს წამოსვლას რომ ვაპირებდით მასწავლებელმა კლასის საათი გამოაცხადა,რომლებსაც მშობლებიც ესწრებოდნენ
-უნდა გავიპაროთ-კარიდან მანიშნა ელენმა
-არ შეიძლება!-ვიუარე მე
-უნდა ვიჩქაროთ!-აყვა ჯეიდი ელენს
-ისინი მართლები არიან-გადმომიჩურჩულა სარამ
-ამას ვერ ვიზამ-შემეშინდა
-იზამ,ახლა სამამდე დავითვლი და უკანმოუხედავად გავვარდებით კლასიდან-ხელზე მომქაჩა სარამ-ერთი,ორი,სამი-გაიქცა და მეც გამიყოლა
-ამას ვინანებთ!-ვქოშინებდი
-ოდნავ მოგვიანებით ვიზამთ მაგას,ახლა კი სწრაფად ირბინე-გამომძახა წინ წასულმა ელენმა
ბიბლიოთეკაში დაქანცულები მივედით.სარამ წიგნის ძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც
-აი,აქ ეწერება ყველაფერი რაც გვაინტერესებს-წიგნი მაგიდაზე დადო
ბევრი ძებნის შემდეგ მივაგენით სტოუნების გენეალოგიურ ხეს
-ელი,ეს ხომ ჩვენი დიდი ბაბუის სახელია,ჯონ სტოუნი,ის...ის ეშლის ძმა ყოფილა
-რა...რა გამოდის,რომ მე და შენ ეშლის ოჯახის წევრები ვართ?!-გავოცდი
-აი რას ნიშნავს შთამომავალი....-შეშფოთებულმა გამომხედა სარამ
-ახლა რა ვქნა?-ტირილი მინდოდა
-ჩვენ დაგეხმარებით,ნუ ღელავ-მხარზე ხელი დამადო ელენმა.
სახლში საღამოს დავბრუნდით,დედა და მამა ისევ არ იყვნენ.მალევე კივილი გაისმა,ეშლი კიოდა,ამჯერად ყველამ გაიგო.ის ჩემკენ გამოიქცა და უცებ..არვიცი რა მოხდა,მე ჩემ თავს არ ვეკუთვნოდი,ელენს გავეკიდე,ხელში დანა მეჭირა,მე ის დავჭერი,მერე სარა და ჯეიდიც მოვძებნე და მათაც გამოვუსვი დანა,ამას მე არ ვაკეთებდი,ესლი მაიძულებდა,ვცდილობდი თავი დამეღწია,მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი.მალე დედა და მამაც დაბრუნდნენ,მეც მათკენ წავედი,თავიდან ეგონათ ვეხუმრებოდი,თუმცა დანა რომ მოვუღერე ძალიან შეეშინდათ,ისინიც დავჭერი,არა არა არა არა!!!!!!!!!!! ეს უნდა დასრულდეს,სამუდამოდ,სამუდამოდ!!!!!!!!გონება მოვიკრიბე,კივილი დავიწყე,მეზობლები შემოცვივდნენ,მე კი ამ დროს დანა ჯერ მუცელში გავიყარე ორჯერ,მერე კი ყელში გამოვისვი
-ყველაფერი დასრულდა ეშლი,ახლა ორივე ერთად გავნადგურდებით სამუდამოდ!-და წავიქეცი კიდეც
თვალი რომ გავახილე ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო,კაშკაშა თეთრი,თვალები ამიჭრელდა,ამეწვა,ამიცრემლიანდა.წამოვდექი და პალატა დავინახე,ძირს დავიხედე და ლოგინზე ჩემი თავი შევნიშნე,უგონოდ ვიყავი,ექიმები თავს დამტრიალებდნენ და ჩემს გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდნენ.......ვკვდები?ყველაფერი დასრულდა ესეიგი......მაგრამ ჩემები?ისინი გადარჩნენ?პალატიდან გამოვედი და ჩემების ძებნა დავიწყე,გზად ჯეიდი და სარა დავინახე,ტიროდნენ,ცხარედ ტიროდნენ
-მან ჩვენგამო თავი გაწირა,ის არ უნდა მოკვდეს,ჯერ მისი დრო არაა-ქვითინებდა ჯეიდი
-ის ჩემი საუკეთესო მეგობარია,ამ მოკლე დროში დასავიტ შემიყვარდა,როგორ მინდა ისევ ცოცხალი და საღსალამათი ვიხილო-ხმამაღლა ატირდა სარა
ორივეს ჩავეხუტე,თუმცა ისინი ვერაფერს გრძნობდნენ,სულ ვერაფერს,მათ არ იცოდნენ რომ იქ ვიყავი,მათთან და არაფერი მჭირდა.ო,როგორ მინდა დამინახონ,ან სულაც ერთი წამით მაინც იგრძნონ, რომ მათთან ერთად ვარ......
მათაც მოვშორდი და დედასკენ გავემართე,ისიც ტიროდა და ჩემს სახელს იძახდა "ელი" "ელი",მამა კი გაშეშებული იდგა და ერთ ადგილს მიშტერებოდა,ვერ გაეცნობიერებინა რა ხდებოდა მის თავს,იძახდა "ელი მალე მოვა?" "რატომ აგვიანებს?"დედას იმის ძალაც არ შესწევდა,რომ მამასთვის მიეხედა.როგორ მინდა ჩავეხუტო დედას და მამას,მაგრამ ვიცი,ვიცი რომ ვერაფერს იგრძნობენ,ერთი წამითაც კი.......
პალატიდან ექიმი გამოვიდა და განაცხადა,რომ სულ ერთი საათიღა ვიცოცხლებდი,და ვისაც უნდოდა ვენახულებინე......ელენი გამოვიდა მისი პალატიდან და ითხოვა რომ ჩემთან შეეშვათ,მეც მას გავყევი,ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდა და დაიწყო:
-რატომ ელი?რატომ?არ დამტოვო გთხოვ,გთხოვ,გევედრები.შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ,ჯერ მთელი ცხოვრება წინაა ელი......გახსოვს?გახსოვს როგორ ვგიჟობდით ერთად,როგორ ვოცნებობდით მომავალზე?როგორ გვინდოდა შვილები ერთად გაგვეზარდა,მუდამ ერთად ვყოფილიყავით,არასდროს გვეღალატა ერთმანეთისთვის და არასდროს გვეჩხუბა,არ გახსოვს?არა?რატომ მექცევი ასე?რატომ?ნუთუ ასე ძალიან შეგძულდი?რატომ მტოვებ?ამ საზიზღარ სამყაროში მარტო მტოვებ?როგორ ბედავ,როგორ?ამ სამყაროს მხოლოდ შენი სიყვარული მითბობდა,უფროსი დის სიყვარული,რომელიც მუდამ მხარში მედგა,ახლა კი ამ მყრალ სამყაროში მარტო მტოვებ?ვიღა დამარიგებს ჭკუას?ვინღა მომილოცავს დაბადებისდღეს პირველი,ვინღა მომიშლის ნერვებს?ნუთუ აღარ გიყვარვარ? სულ აღარ გაინტერესებ?დედაზე და მამაზე არ ფიქრობ?ისინი რას იზამენ შენ გარეშე?ნუთუ აღარავინ აღარ გიყვარს?რატომ მიდიხარ?რატომ მტოვებ?არ გამიყოლებ?ჩემით წამოვალ,შენ თუ მოკვდები მეც გამოგყვები,ცაში მაინც ვიქნებით სამუდამოდ ერთად,ასე ადვილად ვერ მომიცილებ,ვერ დამტოვებ გესმის?უმცროს დას ასე ადვილად ვერ დატოვებ,ვერა! მეც გამოგყვები,არ დავრჩები იმ სამყაროში,სადაც შენ არ იქნები,ეს სამყარო ჩემთვის უფერული დარჩება,უფერული...



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუ არ მოკლააა რაააა....

 


№2  offline წევრი skida

მაგარიიიიიია
იმედია მალე დადებ
გელოდებით

 


№3  offline წევრი ქეთიtaisia

Dzalian momwons ukve es istiria ????❤veli axal tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent