შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაქირავებული მკვლელი VII თავი


18-08-2017, 17:54
ავტორი Tekla99
ნანახია 1 625

გერმანიაში ჩავიდნენ თუ არა დიდი სახლი იქირავეს ყველა საჭირო ნივთით. ისეთი გარემო შექმნეს თითქოს აქ დიდი ოჯახი ცხოვრობდა.
-მინდა ბავშვთა სახლიდან ბავშვები წამოვიყვანოთ, მინდა მათ ნამდვილი ახალიწელი ვაჩუქო, თოვლის ბაბუით, საჩუქრებით და საახალწლო მაგიით.
-როგორც გინდა... უთხრა უხალისოდ დიმამ და გარეთ გავარდა. გაკვირვებული სარაც უკან მიყვა,აივანზე არ იყო, ეზოში ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. "სად წავიდა" ფიქრობდა სარა. ფიფქები ნაზად ეცემოდა მიწას, ნისლი ეხურა მათ სახლს და საღამო ბინდში ახვევდა იქაურობას. სარამ შეამჩნია, რომ სარდაფის კარი ღია იყო. ქვემოთ ჩავიდა და დიმაც იქ დახვდა. ნამტირალევი, ფერწასული და განერვიულებული.
-დიმა რა გჭირს? კითხა შეშფოთებულმა სარამ.
-არაფერი. უხეშად უთხრა დიმამ.
-მიპასუხე! არ ეშვებოდა სარა.
-შენი საქმე არაა! ახლა ყვირილზე გადავიდა. სარას ხმა არ ამოუღია ისე ჩამოჯდა მის გვერდზე. ალბათ 10 წუთი ისხდნენ ასე დადმებულები და ორივე თავის ტრაგიკულ ბავშვობაზე ფიქრობდნენ. ცოტახანში ეს ხმაურიანი სიჩუმე დიმამ დაარღვია.
-ყოველდღე ველოდი,რომ მოვიდოდნენ. თქვა და სარას ამღვრეული თვალები მიაპყო.
-ვინ?
-ჩემი მშობლები. აღარ შეეძლოთ გულითავადმყოფი ჩემი ძმის მოვლა და ამიტომ ჩემი ბავშვთა სახლში გაშვება გადაწყვიტეს. -7 წლის ვიყავი. დამატა ცოტახანში. სარამ რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ დიმამ შეაჩერა.
-იცი შენ იყავი ჩემი იმედი.
-მე... პირზე თიი მიადო და ანიშნა გაჩუმებულიყო
-მაინტერესებდა შეეძლოთ თუ არა კარგი ადამიანობა იმათ ვინც ბავშვობაში დიდი ტრამვა გადაიტანა. შენ მკვლელი გახდი, შენი არჩევანი გააკეთე და ამას შენ ტკივილთან ქონდა კავშირი. როცა პირველი კითხვის პასუხი მივიღე, ახალი კითხვა გამიჩნდა. შეუძლიათ თუ არა ადამიანებს შეიცვალონ, თავიანთ თავებს გადააბიჯონ და უკეთესები გახდნენ. მე შენში ამას ვხედავ, უკეთესობისკენ სწრაფვას.შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ იყავი და იქნები.
-შენ ბავშვობაზე მეტი არაფრის თქმა არ გინდა? კითხა სარამ თანაგრძნობით.
-სათქმელი არაფერია, ტკივილი, ცემა, მათხოვრობა. ამის შემდეგ ადამაინები ან ბოროტდებიან ან სხისი დახმარების სურვილი უჩნდებათ. მგონი გასაგებია მე რომელი ავირჩიე. აბა რა გეგმები გვაქ დღეისთვის? თქვა და ისევ ცივი და მკაცრი ნიღაბი გაიკეთა, მთასავით შეუვალი და უგრძნობი გახდა ერთ წამში. როგორ გავდნენ არა სარა და დიმა ერთმანეთს, როგორი მონათესავე ს....ბი იყვნენ, საინტერესოა რომელიმე თუ იყო უკეთესი, ან თუ იყო რით. შუაღამისას დიმას ტელეფონზე დაურეკეს, ანერვიულდა, იმწამსვე ადგადა ჩაიცვა.
-დიმა სად მიდიხარ?
-საქმეზე.
-მალე მოხვალ?
-არვიცი სარა არ ვიცი. უთხრა და კარებისკენ წავიდა, მერე უცებ შემობრუნდა და სარას აკოცა, ისე აკოცა თითქოს ბოლო კოცნა ყოფილიყოს.
-სარა მიყვარხარ... სარა გაოგნებული უყურებდა, ასეთი დიმა პირველად ნახა.-ბავშვთა სახლიდან ხვალ 5პატარას მოიყვანენ.
-მოიცა შენ აქ არ იქნები? ან ბავშვთა სახლს როდის დაუკავშირდი? დიმა არაფერი მესმის.კითხვები უპასუხოდ დატოვა, ოთახიდან გავიდა და რამდენმე წუთში მანქანის ხმა მოესმა სარას, სასწრაფოდ, რომ მოსწყდა ადგილს.
დიმა წავიდა.
სად წავიდა?
სარა მარტო დარჩა!
მარტო...ამ უზარმაზარ სახლში!
მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, რამდენჯერმე დარეკა დიმასთან,მაგრამ არ პასუხობდა.
დილით კარისზე კაკუნი გაისმა, სარას ეგონა დმა დაბრუნდაო და სიხარულით გააღო კარები,მაგრამ შეცდა. კარებში სოც აგენტი და საბავშვო ბაღის ხუთი აღსასზრდელი იდგა, არცერთი მათგანის ასაკი 10წელს ზემოთ არ იქნებოდა. ნაძალადევად გაიღიმა სარამ და საბუთს ხელი მოაწერა, ბავშვები ნამდვილად საყვარლები იყვნენ, სარას ფიქრებიც კი გადაატანინეს. სამი დღე გაატარეს მხიარულებაში, ტკბილელულის ჭამაში, თამაშში, სეირნობაში, მაგრამ სარას ფიქრო დიმასთან იყო. გადაწყვიტა პოლიციაში მისულიყო და გაეცხადებინა დიმას დაკარგვა,მაგრამ იმ ღამით კარზე კაკუნი გაისმა. ახლა ნამდვილად დიმა ეგონა და კარები სიხარულით გააღო,მაგრამ იქ ორი ოფიცერი დახვდა.
-გამარჯობათ ქალბატონო სარა.
-გამარჯობათ... უთხრა შეშინებულმა -ეს დიმას ეხება არა? უთხრა და გულში იმედი დაიტოვა, რომ პასუხი უარყოფითი იქნებოდა.
-თქვენი მეუღლე ეჭვმიტანილია სამი ადამიანის დახოცვაში, გთხოვთ წამობრძანდეთ უნდა დაკითხოთ.
-მაგრამ, სახლში არასრულწლოვნებიარიან მარტო ვერ დავტოვებ.
-მათ ჩვენ მივხედავთ, როგორც ვიცით საბავშვო ბაღიდან არიან, უკან დავაბრუნებთ.
-არა! ამას ვერ იზამთ, ამ ბავშვებს ნამდვილ ახალ წელს შევპირდი, თქვენ არ შეგიძლიათ ასე უბრალოდ წაარვათ ეს დღე.
-კარგით ჯერ ჯერობით ერთ-ერთი ჩვენგანი დარჩება და მერე რამეს მოვიფიქრებთ.
სარა განყოფილებაში წაყვა, გონებაში მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა "დიმამ სამი ადამიანი მოკლა? არა, ამას არ იზამდა!"
დასაკითხ ოთახში შეიყვანეს იქაურობა ჩაბნელებული იყო, ოთახში საშუალო ასაკის ოფიცერი შემოვიდა, რაღაც ფაილი ეჭირა. გახსნა და სარას სახელი და გვარი ამოიკითხა, სახეზე რაღაც გაკვირვებისმაგვარი ამოიკითხა.
-საკმაოდ გავლენიანი გვარი გაქ არა? კითხა ოფიცერმა.
-გვარი? გავლენიანი? ვერ ვხვდები რას ამბობთ?
-შენი გვარის ფონდი. ჯაფარიძეების საქველმოქმედო ფონდი.
-მოიცადეთ რა?
-კარგი ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მაიმტერესებს თქვენი მეუღლე ბოლოს როდის ნახეთ?
-მეუღლე არ მყავს უბრალოდ მეგობარია, ბოლოს 20დეკემბერს ღამე ვნახე.
-საათი ხომ არ გახსოვთ?
-არა
-რაიმე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ?



№1  offline წევრი Tekla99

აბა რას ფიქრობთ?ნ თქვენი აზრით დიმა დამნაშავეა?

 


№2  offline წევრი D-I-A-N-A

Tekla99
აბა რას ფიქრობთ?ნ თქვენი აზრით დიმა დამნაშავეა?

არამგონია დიმა მკვლელი იყოს . იმედია არ იქნება <3 გამოსწორებაზე ლაპარაკობდა ამიტომ ის ვერ მოკლავდა ხალხს. შესაძლოა ის მანდ იყო მაგრამ მას არ მოუკლავს ისინი .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent