შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (6)

29-01-2018, 11:07
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 292

-გამარჯობა! ბოდიშით დავაგვიანე... უბრალოდ იმდენი პრობლემა...
-ესეიგი ბარბარე არა?! – ისმის ნაცნობი ხმა, სავარძელი ტრიალდება და...
-ნოე! – შოკირებული ვდგავარ მომღიმარი ნოეს წინ.
-შეგიძლიათ თქვენი დოსიე მომაწოდოთ?!
-შენ... ეს როგორაა შესაძლებელი?
-უბრალოდ დამთხვევაა.
გაბრაზებულმა გავხედე. დაახლოებით ერთი წუთი გაშტერებული ვიდექი და რაღაცას ვიაზრებდი.
-ესეიგი ის ფურცელი იმ კაცს შემთხვევით არ დავარდნია. შენ იცოდი რომ მაია დეიდა აუცილებლად მირჩევდა რამეს. რა დამპალი ხარ!
-უკმეხად ნუ მელაპარაკებით თუ შეიძლება. მე თქვენი პოტენციური უფროსი ვარ.
-უკმეხად კი არა გაგინგრევ სიფათს. იცი გუშინ ვიკი და ნია როგორი გამწარებით მამზადებდნენ?! მეგონა რაღაცას ჩემით მივაღწიე. მაგრამ აქაც თურმე მარტო ნაცნობობა. შენ უკვე გადაწყვეტილი გექნებოდა უნდა ამიყვანო თუ არა.
-არა! მე ნამდვილად შენი მიღწევების გამო გიყვან სამსახურში. უნივერსიტეტში გავარკვიე რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყავი საუკეთესოთა შორის და უმაღლეს ქულებზე გაქვს უნივერსიტეტი დამთავრებული.
-გამოცდილებაზე რას იტყვი? ამხელა კომპანიაში გამოცდილი მენეჯერი უფრო გჭირდება, მე კი საერთოდ არ მაქვს გამოცდილება.
-და ვერც გექნება თუ მუშაობას არ დაიწყებ!
-თავიდანვე ამხელა კომპანიაში დავიწყო მენეჯერობა?!
-სანამ გაიგებდი რომ მე ვიყავი უფროსი, მანამდე რატომ არ ფიქრობდი მაგაზე?
-იმიტომ რომ მეგონა ამ ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწევდი! – ვუყვირე და დაღლილი დავესვენე სავარძელში – არ მაინტერესებს შემოგითავაზებია თუ არა დაჯდომა. ახლა თუ არ დავჯექი მოვკვდები.
გაეღიმა.
-ბოდიში. უბრალოდ...
-იცი რომ დღეს დაგვიანებით ავდექი, მერე ვიკის არჩეულ პიჯაკზე ყავა გადავისხი, მერე ჩემს ერთადერთ მაღალქუსლიანს ქუსლი მოტყდა, მერე ამ წყეულ მატარებელს მეტროში ვერ დავეწიე...ვერცერთხელ და 5-5 წუთი იქ მომიწია დგომა. მერე შენმა დაბღვერილმა თანამშრომელმა სულ წამიხდინა ხასიათი და ახლა კი შენ...აააააააააააააააა... – თავი გადავწიე და ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე – შენთან ფანჯრები ხომ იღება?!
-კი რა იყო?
-გააღე რა! – მართლაც ადგა და ფანჯრისკენ წავიდა – თავი უნდა მოვიკლა!
-ამის მერე კიდევ შეგრჩა ღადაობის ძალა?!
-არა, მართლა უნდა მოვიკლა! რომელი სართულია გამახსენე?! – თან ავდექი და ფანჯარასთან მივედი – მშვიდობით! –ხელი დავუქნიე და გავუღიმე.
უკვე ცალი ფეხის გადაყოფა დავაპირე, რომ დამავლო წელში ხელი და უკან დამქაჩა. მერე რაღაცას ფეხი წამოკრა და დავეცით. ჯერ ის დავარდა და მერე ზემოდან მე. ძლივს-ძლივობით წამოვიწიე და სახე სახესთან გავუსწორე. მერე გავუღიმე.
-შენ რა მართლა დაიჯერე რომ თავს მოვიკლავდი?! მაგისთვის არ მემეტება ჩემი თავი.
-არანორმალური ხარ! – მეუბნება და მიღიმის.
ავდექით. მე მის სავარძელში ჩავესვენე, თვითონ კი ფეხზე დადგა.
-შანსი არ არის. მე აქ არ ვიმუშავებ!

-მაშინ მე იმაზე ვიზრუნებ რომ სხვაგანაც ვერ დაიწყო მუშაობა – გამომწვევად მიღიმის.
-შენ რა მაშანტაჟებ?
-სხვა გზა არ მაქვს!
-რა სულმდაბლობაა შენნაირი ადამიანისთვის – ირონიულად ვუღიმი.
-სხვა გზა არ არის. ასე ხდება როცა ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი გაგირბის.
-ჯერ არ იცი, როგორი თანამშრომელი ვარ.
-მაშინ გავიგოთ! ორ კვირიან ვადას მოგცემ, თუ კარგად იმუშავებ აგიყვან თუ არადა არა! თუმცა ეს მომავალში ჩვენს ურთიერთობებზე არ იმოქმედებს!
-რა თქმა უნდა! ჩვენს ნაცნობობასთან არანაირი კავშირი არ ექნება – ნაცნობობას ხაზი გავუსვი.
სავარძლიდან ავდექი და ხელი ჩამოვართვი. მერე საათს დახედა და რაღაც გადაამოწმა. ამასობაში მე ჩემი ნივთები ავიღე და კარისკენ წავედი.
-ახლა ჩემი შესვენების დროა და წამოდი ერთად ვისადილოთ! მაია დეიდასთან ვერა, მაგრამ აქვე ერთი კარგი კაფე ვიცი.
-აუ ერთი სული მაქვს ამ სულთამხუთავ ტანსაცმელს როდის გავიხდი. სხვა დროს იყოს.
-ანუ მოდიხარ. წამო! წამო! – ჩამკიდა ხელი და გამათრია.
კარებამდე რომ მივედით გამაჩერა.
-თუ გინდა რომ აქედანვე საჭორაო საგნად არ იქცე ჯერ შენ გადი და მეც მალე გამოვალ, თან ვიტყვი რომ ჩემი შესვენების დროც მოსულათქო და ვერ მიხვდებიან. მეც გავედი და ლიფტისკენ წავედი. ლიფტში შესვლისას დავინახე ვიღაც ქერა გოგო როგორ მიესალმა, თან ხელში ვენდისის პარკი ეჭირა. ნოეს გაუღიმა, ხელი ჩაკიდა და თავის კაბინეტში ძალით შეიყვანა. ამ დროს ლიფტის კარებიც დაიკეტა. უცბად მესიჯი მომდის ტელეფონზე.
,,ბოდიში! არ მინდოდა ასე გამოსულიყო’’
,,არაუშავს! ჩემი ნომერი საიდან იცი? :დ’’
,,დოსიეში გეწერა’’
,,გასაგებია! გემრიელად მიირთვი ^_^’’
მესიჯობას მოვრჩით.
ლიფტიდან გავედი. ისე რა მოკლე კაბა ეცვა, რა უბედურებაა?! გავიფიქრე და უცბად თავი გავაქნიე ფიქრების მოსაშორებლად. მერე რა. როგორც უნდა ისე ჩაიცვას. რა ჩემი საქმეა. სახლში მივედი, ეს საშინელი ტანსაცმელი გავიხადე, შხაპი მივიღე და მერე ლუკას დავურეკე.
-ლუკიტოო.
-ბაბის ვახლავარ! როგორ გიკითხოთ?
-რავი არამიშავს.თავად?
-ნელა-ნელა.
-ბევრი სამუშაო გაქვს დღეს?
-არაა...მოწყენილობაა.
-აუ მაშინ ადრე მოდი და რამე კარგ ფილმს ვუყუროთ. თუ მამასაც სცალია მამაც წამოიყვანე. ბევრი სასუსნავები იყიდეთ და მოდით. რამდენი ხანია ერთად ფილმისთვის აღარ გვიყურებია.
-შესანიშნავი იდეაა. დღეს ისეთი არაფერი ხდება. ასე რომ ერთ საათში სახლში ვართ ლამასო. შენ მანამდე ფილმი მოამზადე, ჭიქები გამოიტანე და ხო თბილი პლედი.
-არის სერ!
-კაი დროებით დაიკო.
-დროებით.
ცოტახანი ჩავფიქრდი. გამეღიმა. ყველა უარყოფითშია რაღაც კარგი და დადებითი. დედის გარდაცვალება რომ არა, მე და ლუკას ასეთი კარგი და-ძმობა ალბათ არ გვექნებოდა. მისმა სიკვდილმა თითქოს ჩვენ შეგვკრა. ის მე მივლიდა, მე მას, ჩვენ მამას, მამა ჩვენ. ალბათ დედას უხარია ასე კარგად რომ ვართ ერთმანეთში. იქნებ ისიც ამ ოთახში იყოს და ჩვენ რომ ფილმის საყურებლად დავჯდებით მანაც ჩვენთან ერთად უყუროს. იქნებ რეალურად მთელი ოჯახი ერთად ვართ, უბრალოდ ეს მარტო დედამ იცის. ღმერთო როგორი ფიქრები მაწუხებს. სულელი ვარ. თავში ხელი მოვირტყი და ლუკას დავალების შესრულება დავიწყე. მალე ყველაფერი მზად იყო. მხოლოდ ლუკა და მამა აკლდნენ.
სანამ ისინი მოვიდნენ, ფიქრების ახალმა ტალღამ შემომიტია. ამჯერად ნოე იყო ფიქრის მთავარი საგანი. ის მხოლოდ რამდენიმე დღეა რაც მიცნობს. ამდენს რატომ აკეთებს ჩემთვის. არამგონია ეს მარტო ლუკას ხათრით იყოს. ისე კაი ტიპია. ჩემს ღადაობებზე სულ იცინის და მიხარია.მართალია, დღეს გადახტომას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც გადამარჩინა. იმ გოგოს უეჭველი მოსწონს ნოე. ნეტა ნოეს თუ მოსწონს?! ვაიმე ბაბი ბაქრაძევ, მოგკლავ. რა ფიქრები შემოგიტევს ხოლმე. მოსწონს და მოსწონდეს, რა ვუყო.
ამ დროს კარებზე ზარია. იეიიი მოვიდნენ. მივვარდი და კარები გავაღე.
-სად ხართ ამ... – გავჩუმდი. ესენი აშკარად არ არიან ლუკა და მამა.
ვიღაც 4 ნიღბიანი ტიპი დგას თოფით ხელში.
-ჩქარა აიყვანეთ! – თქვა ერთ-ერთმა ნიღბიანმა ტიპმა.
მინდოდა კარი მიმეხურა, მაგრამ ვერ მოვასწარი. ანუ ჩხუბი მომიწევდა.
ბავშვობაში ლუკას და მე მამა გვასწავლიდა ჩხუბს. თქვენ ჩემი შვილები ხართ და ჩხუბი უნდა იცოდეთო. შეიძლება ჩემს გამო ოდესმე რამე შეგემთხვეთო. ადრე ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა,მაგრამ ამ წამს მივხვდი მისი სიტყვების მნიშვნელობას.
ერთი მოვიხელთე და დავგდე ძირს. მერე მეორეც მოვიშორე. თავი ჯეკი ჩანი მეგონა. მესამე და მეოთხეც წავაქციე. თოფი არცერთმა არ მესროლა ანუ ჩემთვის სროლას არ აპირებდნენ. გავვარდი და 112-ში დავრეკე. უკვე ლუკასთან ვაპირებდი დარეკვას, რომ ვიღაცამ თავში ჩამარტყა და გავითიშე.

* * *
თვალებს სადღაც ბნელ სარდაფში ვახელ. ხელებს ვერ ვამოძრავებ. თოკით ვარ მიბმული ძელზე.
-ხომ გითხარი რომ გოგოს არაფერი არ უნდა დამართნოდა. ნაკაწრიც კი არ უნდა ჰქონოდა – მესმის ვიღაცის ბოხი ხმა.
-ვიცი ბოს, მაგრამ ძალიან ძლიერი აღმოჩნდა და სანამ არ გავთიშეთ, ვერაფერი მოვუხერხეთ. – ეს ხმა ძალიან მეცნობოდა, მაგრამ ვერ გავიხსენე საიდან.
-ოთხი კაცი როგორ ვერ მოერიეთ ერთ გოგოს?! გრცხვენოდეთ! – ამაზე გამეცინა – წადი შეამოწმე, იქნებ გამოფხიზლდა.
ნაბიჯების ხმა გავიგე და თავი მოვიმძინარე. ,,ნაცნობი ხმა’’ მოაბიჯებს და მეც გავიტრუნე. მომიახლოვდა.
-ჯანდაბა. არ გამოფხიზლებულა. – ღმერთო როგორი ნაცნობი ხმაა – გთხოვ ბაბი გამოფხიზლდი. ნუ გამწირავ.
გამახსენდა! ეს იმ სანდროს ხმაა. ა*ვარი ბიჭი.

* * *
-გისმენთ! – ისევ ბოხი ხმა მაფხიზლებს – მალე მოვალ... გასაგებია!.. – შენ დღეს აქ დარჩები, როგორც კი გამოფხიზლდება, ხომ იცი რაც უნდა ქნა?! ამაღამ მე არავითარ შემთხვევაში არ დამირეკო. არ მეცლება! გასაგებია? – ახლა უკვე სავარაუდოდ სანდროს მიმართავდა.
-გასაგებია! – დამიდასტურა ჩემი ეჭვი იმ ნაგავმა.
მალე კარების მიჯახუნების ხმაც გავიგე, ანუ წავიდა. აუ ახლა მოვა ეს სანდრო და ისევ უნდა მოვიმძინარო თავი...
შორიდან ნაბიჯების ხმა ისმის. ამ დროს ერთმა იდეამ დამარტყა თავში. მალე შემოდის სანდრო, მე კი ირონიული ღიმილით ვხვდები.
-ბაბი?! გაიღვიძე? – გამომხედა და გაიკვირვა.
-კი, დილით – ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-მოიცა ანუ დიდი ხანია გღვიძავს?
-შეიძლება ასეც ითქვას. – მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთი წამითაც არ მომიშორებია ირონიული ღიმილი. – არ ჩამოჯდები? რატომ დგახარ? თუ ესეც შენს ბოსსთან უნდა შეათანხმო?
-ამით რისი თქმა გინდა? – ჩემგან მოშორებით, იატაკზე ჩამოჯდა და ხელები გადააჯვარედინა.
-ბევრი რამის. მეგონა არავის უჯერებდი საკუთარი თავის გარდა, ნუ ყოველ შემთხვევაში პირველად ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
-სწორი შთაბეჭდილება დაგრჩენია! – ნაწყენმა და გაბრაზებულმა მითხრა.
-დღეს აზრი შემეცვალა.
თავიდან რაღაცის თქმა დააპირა, შემდეგ კი გაჩუმდა და თავი დახარა.
-ის...ის უბრალოდ... – ხმა გაუწყდა, ერთი ღმრად ჩაისუნთქა და თავდახრილმა თქვა – ის მამაჩემია. – შოკში ვიყავი. ამას ნამდვილად არ ველოდი, თუმცა გეგმას უნდა მივყვე.
-და მერე რა რომ მამაშენია?! ასეთ მამას რატომ უნდა დაუჯერო?! მამა, რომელიც თავის შვილს ადამიანის მოტაცებას სთხოვს, მას ნამდვილად არ უყვარს თავისი...
-გაჩუმდი! გაჩუმდი! – სიტყვა გამაწყვეტინა, ყურებზე ხელები აიფარა და ყვირილზე გადავიდა – მას ვუყვარვარ, გასაგებია?!
მომადგა, პირზე ნაჭერი ამახვია, შემდეგ სადღაც გავიდა და ცოტახანში არაყით ხელში დაბრუნდა. მალე კარგად გამოთვრა და ტირილი დაიწყო. მერე გვერდით მომიჯდა, თავი მუხლებზე დამადო და ასე წამოწვა.
-იცი რამდენს ვაკეთებ რომ მისი ქება დავიმსახურო?! მაგრამ, მაინც პოულობს რაღაცას, რაც არ მოსწონს. მას მხოლოდ ჩემი უმცროსი ძმა უყვარს... მხოლოდ მის სახელს გაიძახის! იცი რომ ჩემი ძმა მას მამათი მიმართავს?! მე... მე კი მხოლოდ ‘’ბოსი’’ უნდა დავუძახო. ასეთია მისი ბრძანება – იმ წამს ისე შემცოდა სანდრო... ამიტომ წყნარად ვიჯექი და ვუსმენდი, მას ეს სჭირდებოდა – მამაშენი და მამაჩემი დიდი ხნის მეტოქეები არიან. შენ რა თქმა უნდა არ გაინტერესებს კომპანიის ამბები და იმიტომ არ იცი. მამაჩემი ბერდია მაისურაძეა. – გამოვშტერდი, ნუთუ ეს ბერდოს შვილია?! დიადი მაფიოზის და ამავდროულად ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის პატრონი, მამაჩემის უდიდესი კონკურენტი, ღმერთო ჩემო! – მან დიდი ხნის წინ დამავალა შენზე თვალთვალი. იმ დღეს ვითომ ფეხი რომ იღრძე, მე უნდა გაგცნობოდი წესით. მინდოდა დაგჯახებოდი და მერე ბოდიშის მოხდის მიზნით სადმე წამეყვანე, მაგრამ შენ ყველაფერი შენით მოახერხე! მერე აღმოვაჩინე რომ ძალიან საყვარელი ხარ, ამიტომაც გაიწელა ამდენი ხანი შენი მოტაცება. ერთადერთი იყავი და ხარ ვინც მამის ფულების გამო არ დამიმეგობრდა. დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა შენნაირი მეგობარი, მაგრამ ყველაფერი მაშინ გართულდა, როცა მამაჩემის ყურამდე მივიდა ამბავი, ჩემი შენდამი მეგობრული დამოკიდებულების შესახებ. ამიტომაც სასწრაფოდ მომატაცებინა შენი თავი. ბოდიში ბაბი! ბოდიში! – მოვიდა და პირზე ნაჭერი მომხსნა.
-გაპატიებ სანდრო თუ ახლა გამიშვებ!
-ხომ მაგრამ, ასე სულ დავკარგავ მამაჩემს. მას მე სამუდამოდ დავკარგავ. ვერ დაგეხმარები, ბოდიში! – თქვა და აცრემლიანებული თვალებით წავიდა სხვა ოთახში.
-შენ უკვე დამეხმარე სანდრო! – ჩავილაპარაკე და წამოდგომისას დავარდნილ დანას ფეხით დავუწყე ,,ჩალიჩი’’.

###
მოკლედ წუხელ მინდოდა ახალი თავის დადება, მაგრამ ჩამეძინა და ვეღარ მოვახერხე <3 <3 ვეცადე ახალი თავი გამეზარდა ^_^ <3 <3 <3 იმედია მოგეწონებათ! <3 <3 <3 მიყვარხართთ!

№1  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიიიმეეეე არ მჯერააა... ეს ის სანდროა? არარსებოობს... ბაბის რამე რომ დაემართოს არ ვიცი რას გიზამ;))(...მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერი დაემართება..შენ ხო კარგი გოგო ხარ:)) ისე სანდრო მართლა ძალიან შემეცოდა..;( მოკლედ ბაბი მალე აპოვნინე 112 ან ოჯახის წევრებს ანნნ❤ ნოეეს❤???? და ამ სანდროსაც არაფერი მოუვიდეს რაა...❤ მომეწონა ეს თავი ძალიან..????❤ და ბაბი კიდე ყოველ თავში ამტკიცებს რომ არანორმალურია:)???? ნოეს კიდე უყურე რეები ,,უჩალიჩია" ???????? ძალიან მიყვარხააარ..????❤ გელი ახალი და საინტერესო თავით❤❤❤❤

ძალიან კარგია.ღოჩაღ

№3  offline წევრი Lily Morgan

taisia

მადლობაა <3 <3 <3 ამ არანორმალურს რა უნდა მოუვიდეს?! :დდ <3 <3 <3 მეც ძალიან მიყვარხარ და მახარებ შენი თბილი და ტკბილი კომენტარებით! <3 <3 :* :* სხვა რომ არავინ დამრჩეს, მარტო შენს გამო დავამთავრებ ამ მოთხრობას, ისე ბალენშიკობ! :დდდდდდდ <3 <3 <3 <3 მალე იქნება ახალი თავიც <3 <3 <3

მწვანეთვალებაგოგო
ძალიან კარგია.ღოჩაღ

მადლობაა <3 ^_^ <3 <3

№4 სტუმარი Ani

Yochag arachveulebrivi tavia am temas dadebis dgidan vkitxulob mixaria rom komedia gamodis sabolood da ara drama sabolood imitom vtqvi rom titeuli tavi ragac saxaliso detalit mtavrdeba da komedias ufro meti shroma unda vidre dramas dzalian momwons Tema kargia arachveulebrivi babi xo saocrebaa rac mtavaria azri devs temashi

№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმე რა კაიააა როგორ გამისწორდა ამ გოგომ რო იჩხუბა ვერ წარმოიდგენ მაგარი იყო..
და იცი რა მომწონს ყველაზე მეტად ამ ისტორიაში?! ის რომ მოვლენებს არ აჩქარებ ამაში ვგულისხმონ ნოეს და ბაბის დამოკიდებულებას ერთმანეთში აი ძალიან კარგია ეგრევე "დამევასა" "შემიყვარდა" რომ არაა არც უაზრო ეჭვიანობის სცენები და ერთმანეთთან ხალისიანი დამოკიდებულება რომ აქვთ ძალიან კარგია ძალიან..
სანდრო კარგი ბიჭია ძალიან და გამიხარდება ის და ბაბი ძალიან მაგარი მეგობრები თუ გახდებიან..
ველოდები ახალ თავს..

№6  offline წევრი Lily Morgan

Ani
Yochag arachveulebrivi tavia am temas dadebis dgidan vkitxulob mixaria rom komedia gamodis sabolood da ara drama sabolood imitom vtqvi rom titeuli tavi ragac saxaliso detalit mtavrdeba da komedias ufro meti shroma unda vidre dramas dzalian momwons Tema kargia arachveulebrivi babi xo saocrebaa rac mtavaria azri devs temashi

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ასეთი თბილი და კარგი კომენტარისთვის <3 <3 <3 <3 მადლობა, რომ დადების დღიდან კითხულობ! ^__^ მაბედნიერებთ! <3 <3 <3 <3

ანი ანი

ვაიმე გოგო როგორ მახარებ ხოლმე შენი კომენატრებით! <3 <3 <3 ბევრი ბევრი მადლობები! <3 <3 <3 :**** სანდროსთან დაკავშირებით მაქვს რაღაც გეგმები, მაგრამ ჯერ მაინც კარგად უნდა ჩამოვაყალიბო და ვნახოთ რა გამოვა!

№7  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ჰმმმ..... ეს რეები ხდება მოკლეედ. მომწონს ძალიან.

№8  offline წევრი Lily Morgan

Anuki96
ჰმმმ..... ეს რეები ხდება მოკლეედ. მომწონს ძალიან.

მადლობელი! <3 <3 <3

№9 სტუმარი Mariami

Male dade axalii tavi

№10 სტუმარი ani

Saits ra schirs? Ar ixsneba kompiuteridan

№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადებ????

№12 სტუმარი ani

FyFaen
Ani
Yochag arachveulebrivi tavia am temas dadebis dgidan vkitxulob mixaria rom komedia gamodis sabolood da ara drama sabolood imitom vtqvi rom titeuli tavi ragac saxaliso detalit mtavrdeba da komedias ufro meti shroma unda vidre dramas dzalian momwons Tema kargia arachveulebrivi babi xo saocrebaa rac mtavaria azri devs temashi

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ასეთი თბილი და კარგი კომენტარისთვის <3 <3 <3 <3 მადლობა, რომ დადების დღიდან კითხულობ! ^__^ მაბედნიერებთ! <3 <3 <3 <3

ანი ანი
ვაიმე რა კაიააა როგორ გამისწორდა ამ გოგომ რო იჩხუბა ვერ წარმოიდგენ მაგარი იყო..
და იცი რა მომწონს ყველაზე მეტად ამ ისტორიაში?! ის რომ მოვლენებს არ აჩქარებ ამაში ვგულისხმონ ნოეს და ბაბის დამოკიდებულებას ერთმანეთში აი ძალიან კარგია ეგრევე "დამევასა" "შემიყვარდა" რომ არაა არც უაზრო ეჭვიანობის სცენები და ერთმანეთთან ხალისიანი დამოკიდებულება რომ აქვთ ძალიან კარგია ძალიან..
სანდრო კარგი ბიჭია ძალიან და გამიხარდება ის და ბაბი ძალიან მაგარი მეგობრები თუ გახდებიან..
ველოდები ახალ თავს..

ვაიმე გოგო როგორ მახარებ ხოლმე შენი კომენატრებით! <3 <3 <3 ბევრი ბევრი მადლობები! <3 <3 <3 :**** სანდროსთან დაკავშირებით მაქვს რაღაც გეგმები, მაგრამ ჯერ მაინც კარგად უნდა ჩამოვაყალიბო და ვნახოთ რა გამოვა!

ახალ თავს როდის დადებ?

№13  offline წევრი Lily Morgan

ani

აუ ხალხო ინტერნეტი აღარ მაქვს და დღეს ან ხვალ უეჭველი ავტვირთავ

№14 სტუმარი ani

კარგი ველოდები ახალ თავს ცუდია ინტერნეტი რომ არ გაქვს <3

№15  offline წევრი Lily Morgan

აი ამ წამს ავტვირთე და მალე ალბათ აიტვირთება <3 <3 <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent