შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არანორმალური (5)


27-01-2018, 21:11
ავტორი Lily Morgan
ნანახია 2 356

ჩემს ჩახუტებას არ ელოდა ბატონი უშანგი და გაკვირვებულმა შემომხედა. ლიფტი როგორც კი დაიხურა, მოვცილდი.
-მადლობა რომ მოხვედი! – ვუთხარი და ისევ ჩავეხუტე, მაგრამ ამჯერად ნოეს და არა უშანგის.
-არაფრის! – მითხრა და თვითონაც მომხვია წელზე ხელები.
კიბეზე ჩამოვჯექით და მოვუყევი ლიფტში მომხდარი ამბავი.
თავიდან ძალიან გაბრაზდა, მუშტი შეკრა და ძარღვები დაებერა, მაგრამ რომ გაიგო იმ საწყალ კაცს თავბედი როგორ ვაწყევლინე, ჩემთან ერთად რომ ლიფტში შემოვიდა იმისთვის, მოკვდა სიცილით.
ამ ამბის მოყოლის მერე უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, თემა გამოგველია... ისევ მე დავიწყე:
-ასე რომ უშანგ, მე მხოლოდ შენთან მძალუძს თბილისური აქცენტის გარეშე საუბარი, ბჯოოსს!
გაეცინა... მერე შემომხედა და მკითხა:
-შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა?
-კი ბატონი!
-რატომ დამირეკე მე და არა იმ შენს შეყვარებულს?!
გამეღიმა.
-აი რატომ დაასკვენი რომ შეყვარებული მყავს?
-შენ არ მითხარი?!
-არა ეს შენ დაასკვენი, რომ შეყვარებული მყავს და მე უკვე აღარ შეგწინააღმდეგებივარ.
-ანუ არ გყავს?
-ღმერთო ჩემო, არა, არ მყავს!
-აბა ის სანდროვო, თუ ვიღაცაო?
-ახხხ... – ამოვიხვნეშე და მოვუყევი რა გადავიტანე მათი უკან ადევნების გამო.
-არანორმალური ხარ!
-ხო მეუბნებიან ხოლმე...
ორივეს გაგვეცინა.
-ისე შენ ხომ გყავს შეყვარებული?
-საიდან მოიტანე?
-აბა ის საჩუქარი, რისთვისაც ამდენი გადავიტანე?!
-ის შენმა ძმამ მიმატანინა ერთ გოგოსთან, რომელიც მას მოსწონს. რეაქცია აინტერესებდა და ნებისმიერ რიგით კურიერს იმიტომ არ გაატანა.
-გასაგებია! – არ ვიცი რატომ, მაგრამ გამიხარდასავით – აუ წავედი თორემ ლუკა ინერვიულებს!
-ხო ნიაკოც, ერთი საათის წინ მივწერე 10 წუთში სახლში ვართქო.
ლიფტში შევედით. ჯერ მე ავედი მეეცხრეზე. თან მიმაცილა ვითომ ბიჭმა, კიდევ ვინმე გიჟი არ შეგხვდესო.
-აბა ჟანავ, ტკბილი ძილი! – მეუბნება და ლიფტი იხურება.
რა დროს ძილია, გავიფიქრე და საათს დავხედე. 23:11. ღმერთო ასე მალე გავიდა დრო?! გაგიჟდებოდნენ ლუკა და მამაჩემი. მე ხომ უბრალოდ მაია დეიდასთან ვიყავი. სახლში ჩუმად შევედი და მისაღებში გააფთრებული ლუკა დამხვდა. მეც მოკლედ ავუხსენი სიტუაცია ( რაღაცეების გამოკლებით რა თქმა უნდა, მათ შორის ნოეს გამოკლებითაც) და დაქანცული წავედი დასაძინებლად.

* * *
ახალი დღე... ახალი შემართება. დღეს სამუშაოს აუცილებლად ვიპოვი! გადაწყვეტილი მაქვს.
ავდექი. ჩავიცვი. კბილები გამოვიხეხე, ვისაუზმე, ლეპტოპს ხელი დავავლე და მაია დეიდას კაფეში წავედი. ჰამბურგერი და კოლა შევუკვეთე და შევუდექი სამუშაოს ძებნას.
ორი საათი უაზროდ გავიდა. ვერაფერი ვიპოვე. ამ დროს მაია დეიდა მოვიდა და ჩემი დაღლილი სახე რომ დაინახა, გამომკითხა ხომ მშვიდობააო.
-მშვიდობაა მაია დეიდა, უბრალოდ სამუშაოს ვეძებ. მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული და მინდა რომ სადმე დავიწყო მუშაობა.
-მგონი ვიცი რაც გჭირდება! – ბართან მიირბინა, რაღაც ფურცელი აიღო და დაბრუნდა – წინა დღეს ერთი კაცი იყო შემოსული, სავარაუდოდ ისიც სამუშაოს ეძებდა, გასვლისას ფურცლები დაეყარა და როდესაც აკრიფა წავიდა. ეს ერთი ფურცელი სკამის ქვეშ შევარდა და სავარაუდოდ ვერ დაინახა. მეც შევუნახე. მეგონა მოაკითხავდა, მაგრამ არ მოსულა. აქაც რაღაც მენეჯმენტთან დაკავშირებულ სამუშაოზეა მგონი საუბარი... ისე ჩვენში დარჩეს და ძალიან უცნაური ტიპი იყო.
-მადლობა მაია დეიდა! თქვენ რომ არ მყავდეთ არ ვიცი რა მეშველებოდა.
-წარმატებები ჩემო გოგოვ! წავედი ახლა ხალხს მივხედო. – და მაია დეიდაც წავიდა
დავრეკე. საკმაოდ საინტერესოდ ამიხსნეს ყველაფერი. ხვალ დილით 10საათზე გასაუბრება მექნება. მგონი მიზანს მივაღწიე. არის! ხელები გავშალე და ცეკვა დავიწყე. ყველა მე მიყურებდა. მივედი, მაია დეიდას ჩავეხუტე, ვუთხარი ხვალ გასაუბრება მაქვსთქო და სახლში გავიქეცი. გზაში ვიკის და ნიას დავურეკე. მალე ისინიც ჩემთან გაჩნდებიან.

კარზე ზარია. თან ნიას ყვირილი ისმის მოვედითო. მეც გავუღე კარები. სახლში რასაც ჰქვია შემოცვივდნენ. ამ დროს კარის ზღურბლთან ატუზულ ნოეს ვხედავ.
-შემოხვალ თუ მოსაწვევი გამოგიგზავნო?! – ვეკითხები ღიმილით
გაეცინა.
-ლუკა სახლშია?
-არა სამსახურშია.
-კაი მაშინ მე წავალ.
-შენ რა თავს მარიდებ?! – ვეკითხები ეჭვნარევი ხმით.
-არა უბრალოდ სალაპარაკო მაქვს შენს ძმასთან.
-ხომ მშვიდობაა?
-კი მშვიდობაა. ლუკას სამსახურამდე ნუ გამომყვები ახლა უკან.
-სად მცალია თქვენთვის. აბა კარგად მაშინ.
-დროებით – ხელი დამიქნია და კიბეები ჩაირბინა, შემდეგ ლიფტი გამოიძახა და წავიდა.
კარები დავხურე და ვხედავ ირონიით სავსე ღიმილით მდგარ ვიკის.
-შენ ის მოგწონს!
-რა სისულელეა...
წარბები მაღლა აწია და ,,შენ მე დებილი ხომ არ გგონივარ’’ სახით შემომხედა
-აუ ისეთი ამბავი მაქვს თქვენთვის... – ვუთხარი და სამზარეულოში შევათრიე.
-ამაზე მერე აუცილებლად ვისაუბრებთ! – მეუბნება და ახლა უკვე თვითონ მომყვება სამზარეულოში.
მოკლედ დავჯექით სამზარეულოში, თან ყავა დავლიეთ და თან დღევნდელ ნაყოფიერ დღეზე მოვუყევი. ვიკი წამოხტა, ოთახში შევარდა და გარდერობი გადამიქექა.
-ანუ გადაწყვეტილი არ გაქვს რას იცმევ?! – ღრიალებს ჩემი ოთახიდან.
-არა ჯერ არ გადამიწყვეტია. – მე სამზარეულოდან ვღრიალებ.
ცოტახანში ვიკი გვეძახის.
-გამოდით აქეთ. რაღაცეები ავარჩიე.
გავედით და ყველაფერი მიყრილ-მოყრილი აქვს ოთახში. ერთი შავი ქვედაბოლო, თეთრი ზედა და შავი პიჯაკი გამომიწოდა.
- წესი N1: არასდროს...არასდროს ჩაიცვა სერიოზულ შეხვედრებზე შავ-თეთრის გარდა სხვა ფერის ტანსაცმელი! შავი და თეთრი ადამიანის სერიოზულობას უსვამს ხაზს. – მეუბნება და ტანსაცმელს ხელში მაჩეჩებს, მოიზომეო – წესი N2: თმა აუცილებლად აიკარი! ეს შენს პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს. ამით იგრძობა რომ იქ მხოლოდ პრანჭიაობისთვის და ფულიანი ხალხის შესაბმელად არ მიდიხარ. წესი N3 ჩაიცვი მაღალქუსლიანები! და ბოლოს წესი N4: შემოიფარგლე მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი მაკიაჟით! – კმაყოფილმა გამიღიმა – სულ ეს არის! მე მოვრჩი.
ახლა ნიაკო წამოდგა და დაიწყო სიტყვით გამოსვლა:
-პირველ რიგში რაც უნდა დაიმახსოვრო: იქ შენი ხუმრობები და ღადაობები არ დაიწყო! II: ისაუბრე თქვენობით! ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ამით შენი ზრდილობა გამოჩნდება. III: წელში გამართულად დაჯექი! ეს შენს თავმოყვარეობას უსვამს ხაზს. IV: ყველაფერზე გულწრფელად უპასუხე და არ მოიტყუო! ამით ხალხში ნდობას მოიპოვებ და V:გაიღიმე და უკმეხად არავის ესაუბრო! მეც მოვრჩი! – თქვა ბედნიერმა – უი მთავარი გამომრჩა: არ დაიგვიანო! ჯერ ეს წესია და მერე სხვა დანარჩენი.
ვუსმენდი პირდაღებული:
-თქვენ საქმროს გასაცნობად ხომ არ მამზადებთ?! პატარა ბავშვი კი არ ვარ. მეც ვიცი რომ ზრდილობიანი უნდა ვიყო და უაზროდ არ უნდა ვიღადაო. ისიც ვიცი რომ სერიოზულად უნდა მეცვას და არ უნდა დავაგვიანო – ვთქვი ნაწყენმა.
-არ თქვა რომ არ გაგვიფრთხილებიხარ – თქვეს და მხრების ჩეჩვით საწოლზე წამოწვნენ.

* * *
თვალებს ვახელ. საათს დავხედე. 08:30. შევცბი და სასწრაფოდ წამოვრფინდი ლოგინიდან. ჯანდაბა. მაგვიანდება. ავდექი, სასწრაფოდ კბილები გავიხეხე, ვიკის არჩეული ტანსაცმელი ჩავიცვი, თმა ავიკარი და ყავის ასადუღებლად სამზარეულოში გავვარდი. მანამდე ცოტა მაკიაჟი გავიკეთე და ჩემს ერთადერთ ქუსლიანებზე შევდექი. ყავის ჭიქას მოვკიდე ხელი და სწრაფად დავლიე. მაგრამ მე თუ რამე არ დამემართა, რაა მამული, პიჯაკზე ყავა გადავისხი. სასწრაფოდ შევვარდი ოთახში და შავის ნაცვლად ლურჯი ჩავიცვი. მერე გამოვიქეცი და უცებ ჰოპ: ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა. ჯანდაბა! დღეს ჩემი დღე არ არის. შევედი და დაბალქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი ჩავიცვი. მოვკიდე ჩანთას ხელი, კარები გავიბრახუნე და გავიქეცი. უკვე 09:30-ია. მეტროში შევვარდი. მოკლედ ის ნახევარი საათი მეტროში დავკარგე და 10 წუთის დაგვიანებით მივედი ოფისში. გამწარებული ვიყავი ჩემს ბედზე. ასეთი უკუღმართი დღე ჯერ არ მქონია. ფოიეში შევირბინე.ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომ ქალთან მივედი და ვუთხარი რომ გასაუბრებაზე ვიყავი მისული. შემომხედა, დაიბღვირა, წამოდგა და წინ გამიძღვა. ლიფტში მარტო შევამჩნიე საკუთარი ანარეკლი. ძალიან შეუსაბამოდ მეცვა. ვიკის რომ დავენახე გული წაუვიდოდა. თმაც სულ ამბურდვოდა, ამიტომ გაშლა მომიწია. ლიფტი გაჩერდა. გავედით გარეთ და დერეფნის ბოლოში არსებული კარებისკენ მანიშნა. მეც იქით წავედი. თვითონ კი აღარ გამომყოლია. ლიფტით ისევ დაბლა ჩავიდა.
კართან რომ მივედი, ღრმად ჩავისუნთქე და დავაკაკუნე. შემდეგ კი ნელა შევაღე კარები. ოთახი საკმაოდ დიდია და ძირითადად ნაცრისფერი ჭარბობს. დიდი ფანჯრის წინ მაგიდა და სავარძელი დგას. ეს სავარძელი კი ფანჯრისკენაა მიბრუნებული. უფროსიც სავარაუდოდ აქ ზის.
-გამარჯობა! ბოდიშით დავაგვიანე... უბრალოდ იმდენი პრობლემა...
-ესეიგი ბარბარე არა?! – ისმის ნაცნობი ხმა, სავარძელი ტრიალდება და...
-ნოე! – შოკირებული ვდგავარ მომღიმარი ნოეს წინ.

###
იმედია მოგეწონებათ ახალი თავი <3 <3 <3 მიყვარხართ! <3 <3 <3 და მადლობა რომ ასე მანებივრებთ თბილი კომენტარებით ^_^ *_* <3 <3 <3



№1 სტუმარი nini

dzalian dzalian magaria da kide dade raa

 


№2  offline წევრი blondeangel631

ვაუ ბოლო მაგარი იყო heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი ქეთიtaisia

ვაიმეეეეეე რა მაგარიიააააა მიყვარხააარ მიყვარს ეს ისტორია და რაც შეიძლება მალე დაიდოს ახალი თავისი!!! :) ????❤❤❤❤❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

თავები გაზარდეეეეეეეე მაგარია

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

უმაგრესიააა იქნებ ცოტა გაზარდო თავებიი თუ შეძლეებ:) ეს გოგო სასწაულებს აკეთეებს ნოე კი მაგარი ბიჭიაა❤ გყვარობ მეც❤❤❤

 


№6  offline წევრი Lily Morgan

nini
dzalian dzalian magaria da kide dade raa

მადლობაა <3 <3 ხვალ დავდებ შემდეგ თავს! <3 <3 <3

blondeangel631
ვაუ ბოლო მაგარი იყო heart_eyes heart_eyes

მადლობელი! ^_^ <3 <3 <3

taisia
ვაიმეეეეეე რა მაგარიიააააა მიყვარხააარ მიყვარს ეს ისტორია და რაც შეიძლება მალე დაიდოს ახალი თავისი!!! :) ????❤❤❤❤❤

ხვალ აუცილებლად იქნება ახალი თავი <3 <3 <3

ანი ანი
თავები გაზარდეეეეეეეე მაგარია

ვეცდები, მაგრამ ვერ დაგპირდები :დდ <3 <3

მარი. ელ❤
უმაგრესიააა იქნებ ცოტა გაზარდო თავებიი თუ შეძლეებ:) ეს გოგო სასწაულებს აკეთეებს ნოე კი მაგარი ბიჭიაა❤ გყვარობ მეც❤❤❤

აი ვეცდები ყველანაირად <3 <3 <3 მერე უფრო მაგარ რაღაცეებს გააკეთებენ ორივე <3 <3 <3

 


№7 სტუმარი ani

აუ ნოე მიყვარდებააა ბარბიზე ვაფრენ ლუკა კი მაგარი ძმაა heart_eyes ძალიან კარგი თემაა

 


№8  offline წევრი Lily Morgan

ani
აუ ნოე მიყვარდებააა ბარბიზე ვაფრენ ლუკა კი მაგარი ძმაა heart_eyes ძალიან კარგი თემაა

მადლობაა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent