იქ სადაც 2
- ბოდიშს გიხდი, უბრსლოდ წიგნს, რომელსაც რამოდენიმე წუთის წინ ვკითხულობდი ვეღარ ვპოულობ. სირცხვილით შევხურდი.. - არაუშავს, მოდი დაჯექი, ვისკის დაგისხამ.. - არა მადლობთ, არ ვსვამ. თითებზე ნერვიულად დავიწყე თამაში, არადა როგორ მაინტერესებდა როგორ დასრულდებოდა წიგნი, თანაც თუ დავკარგე ნამდვილად ფულს გამომართმევდნენ, ახლა კი ერთი თეთრიც არ მიგდია ჯიბეში.. - შეგიძლია დამეხმარო? მიმტანს ჩაეცინა, ჩემს მაგიდას გახედა და შემდეგ მზერა ისევ ჩემსკენ გადმოიტანა.. - შენი წიგნი მაგიდაზე დევს.. სირცხვილით წამოვხურდი, დარწმუნებული ვარ სახეზეც გავწითლდი, წამოვდექი ბარის მაღალი სკამიდან და ნელა გავიხედე მაგიდისკენ, წიგნი მართლაც იქ იდო, არადა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გამისვლის დროს მაგიდაზე არაფერი იდო.. ნელა შემოვბრუნდი და მიმტანს ბოდიში მოვუხადე. საშინლად დავიბენი, ვერ ვხვდები საიდან გაჩნდა ეს წიგნი ასე უცებ მაგიდაზე. როცა ისევ მაგიდას დავუბრუნდი და თბილი ყავა მოვსვი, ჩემმა ფიქრებმა ისევ დაიწყეს ტრიალი გონებაში. არასდროს ვყოფილვარ ჩვეულებრივი ბავშვი, არც მოსიყვარულე ოჯახი მყოლია, მართალია ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მშობლები მყავდა, მაგრამ კარგად არასდროს მექცეოდნენ, ჩემს სახლში მუდმივად ყვირილი და ლანძღვა იყო, დედაჩემი განუწყვეტლივ აგრძელებდა ჩემს დამცირებას, ოჯახს დიდი პრობლემები და ვალები ჰქონდა, როცა ამ ყველაფერს ვერ შველოდნენ სიბრაზე ჩემზე გადმოჰქონდათ, მე ვიღლებოდი მათი წყევლა-გინებით, მათი უაზრო უხეშობით და ირონიული სიტყვებით, მხოლოდ მაშინ გამოხატავდნენ სითბოს, როცა ვჭირდებოდი, მაგრამ ხანდახან არც მაშინ.. მტკიოდა, მაგრამ ტკივილი რას შველოდა მომხდარს, თავი ისე მეჭირა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაშინ როცა რეალურად თავზე მენგრეოდა ყველაფერი, იმ ზომამდე მივედი, რომ რამდენჯერმე ც გავიფიქრე.. უაზრო კანკალი და ნერვების შლა უკვე ჩვევად მექცა, თითქოს ვერ ვხვდებოდი ისე მერყეოდა ფსიქიკა, ნელ-ნელა... წერა-კითხვა თუ მშველოდა მარტო. ყავის არომატმა და სითბომ ცოტა მომაკეთა, გავთბი, გამოვფხიზლდი, მხოლიდ ახლაღა შევათვალიერე ბარი და გაოცებისგან თვალები დავჭყიტე, მაღალჭერინი შენობა ოქროსფერი კედლოვანი რიკულებით, ამ რიკულებში უამრავი წიგნი, სიმართლე ითქვას ბიბლიოთეკას უფრო ჰგავდა ვიდრე ბარს, მაგრამ მიუხედავად ამისა აქ ქეიფის და კითხვის საზოგადოება ერთად იკრიბებოდა, დიდი კარის პირდაპირ ორი მაგიდა იდგა ბართან კი სამი, თითოეულს ხუთი სკამი ედგა, ოქროსფერი სკამები ბანტებით, კუთხეებში სავარძლები იდგა, თავისი პატარა საწიგნე მაგიდებით, მომხიბლა ამ სილამაზემ და ამ ბარის ატმოსფერომ, გაოცებული ვაკვირდები ამ ხალხის ურთიერთობას, აშკარა იყო, რომ ერთმანეთს იცნობდნენ, მე ახალი ვიყავი... ბარის ჭერზე დიდი ლამაზი ბურთები ეკიდა, სხვადასხვა ფერის.. თვალებს აქეთ-იქით ვატრიალებ, აღელვებული და აღბრთოვსნებული. იატაკი დიდი მარმარილოსგან იყო, კარგად მოპრიალებული, სხვადასხვა წარწერებით.. ბარის დათვარიელებას რომ მოვრჩი წიგნი ისევ მეათე გვერდზე გადავშალე და ის იყო უნდა დამეწყო კითხვა, რომ ვიღაციის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ჩემს წინ იჯდა ვიღაც და მიყურებდა, არც გამიხედავს ისე ავიღე წიგნი და კითხვა დავიწყე. წიგნი საშინლად საინტერესო იყო, ლანდმონადირეებზე, საიდუმლო სასახლეზე, რუნებზე და სავარაუდოდ სიყვარულზეც.. ჩამითრია და მთელი გულით ვკითხულობდი, საინტერესო იქებოდა ეს ნამდვილ ცხოვრებაშიც რომ ხდებოდეს.. გავიფიქრე და თავი მაღლა ავწიე, ერთი საათი გასულიყო, ძალიან გავერთე წიგნის კითხვაში, თუმცა არსად მეჩქარებოდა, უბრალოდ კითხვისას წყალი მომინდა და მიმტანს დავუძახე, მანაც არ დააყოვნა და მაშინვე ჩემთან გაჩნდა. - რა მიგართვათ? ისევ ის ვარდისფერ თმიანი გოგო თბილი ღიმილით. - წყალი თუ შეიძლებქ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აღბრთოვანებული ვარ თქვენი ბარით, გარედან დიდი არაფერი, მაგრამ ვინც შემოვა არ ინანებს. ღიმილით ვუყურებ მიმტანს და თან აღბრთოვანევბისგან თვალები მიბრწყინავს. - ძალიან დიდი მადლობა, აქ ყველა ყველას იცნობს, შეგიძლია ხშირად შემოირბინო.. - მემგონი აქაურობის ხშირი სტუმარი გავხდები. გავუღიმე და ისევ წიგნს დავუბრუნდი, მაგრამ არ მშორდებოდა ეს დაჟინებული მზერა, კანი მეწვოდა უკვე და მოუვენრად ვტრიალებდი.. მომინდა სახლში წავსულიყავი, მაგრამ წიგნმა ძალიან დამაინტერესა. - მიირთვით. ზრდილობიანად მითხრა მიმტანმა და წყლის ჭიქა მაგიდაზე დადო. ის იყო უნდა გაბრუნებულიყო რომ მოვაბრუნე. - შეიძლება ეს წიგნი რომბწავიღო და ხვალ ისევ მოვიტანო? - კი.. მაგრამ აუცილებლად უნდა დააბრუნო ხვალ. ჩაიღიმა და წიგნის ნომერი ფურცელზე დაიწერა. სასწრაფოდ ავიღე წიგნი და სახლში წამოვედი, გარეთ აღარ წვიმდა, ოდნავი სუსხი იყო, მიყვარს სიცივე, თავს ცოცხლად მაგრძნობინებს. ბარიდან გასულს ტანში მცრის, მერე ისევ ჩერდება და ნელი ნაბიჯით მივყვები ქუჩას.. ჩემს სახლამდე დიდი გზაა.. ისევ ფიქრებმა შემომიტიეს.. ნეტავ მართლა რომ არსებობდეს ლანდმონადირეთაბოჯახი და ის არსებები რასაც ისინი წიგნში ებრძვიან ჩვენი ცხოვრება როგორი იქნებოდა? იქნებ უფრო მრავალფეროვანი და არა ასეთი გახყნებული. ასფალტს წვიმის სუნი ასდის, ზეცა ნამს აფრქვევს, ამ დროს თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ... ფიქერებიდან მანქანის ხმას გამოვყავარ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.