შეუმჩნეველი ცრემლი.თავი 2
უჩა შეიცვალა,უხეში გახდა მაგრამ მისი აგრესიულობა უფრო მამაკაცურს ხდიდა და დარინას ისეთიც ჭკუაზე გადაყავდა.იმ სიუხეშის მიღმა კი უჩა იყო ძალიან დიდსულოვანი,პირდაპირი,ენერგიული და თან მომხიბვლელი მამაკაცი.ეს ყველა თვისება მას დიდ არისტოკრატიულობას აძლევს და მისი სიმკაცრეც კი თავბრუს ახვევს ქალებს.უჩას ძალიან მარტივად შეუძლია ნებისმიერი ქალის გული მოიგოს.ის მხოლოდ დარინას წინაშე იყო ძალიან პირქუში,სიტყვა ძუნწი,უემოციო,მაგრამ ვერ იაზრებდა იმას,რომ ეს მისი ყველა ქმედება მას ძალიან სექსუალურ შარმს აძლევდა.ბოლო დროს კი თითქმის არავის არ ინდობდა და დიდ რისკზედაც მიდიოდა,არ დაიხევდა არაფერზე უკან,მხოლოდ მოწონებული ქალის გული მოეგო და ის მის მკლავებში მოექცია,როგორიც იყო ულამაზესი ქალი მარიანა.იმდენად მოეწონა ეს ქალი,რომ მის ხელში ჩასაგდებად არანაირი სიძნელის გამო არ დაიხევდა უკან,რადგან ლამის ჭკუიდან გადაიყვანა მარიანას მაღალმა ყელმა,დიდმა მკერდმა რომელიც კარგად ჩანდა მის წითელ ღრმა დეკოლტეში.ამ ყველაფერთან ერთად,ამ ქალისგან ძალიან დიდი სინაზე და სისადავე მოდიოდა.ის დედოფალივით ყელმოღერებული იჯდა და უჩას ყურადეღება თვით ამ უგვირგვინო დედოფალმაც მიიპყრო,რომელსაც თვალში მოხვდა კარგად გაუთოებული სამოსი.ამ ქალის ყურადღებას ვერ მიიქცევს ვერანაირი ძვირად-ღირებული ბრენდის სამოსი,მას მხოლოდ ძალიან ხიბლავს კარგად გაუთოებული კლასიკური შარვლები და თეთრი ფითქინა პერანგები.უჩას კი ცხვირი აუწვა ძალიან მძაფრი სუნის სუნამომ და ბორდოსფერმა პომადამ.სადად და კლასიკურად ჩაცმულობამ.გულში დაიმახსოვრა ქალის სახე და შეუდგა გეგმის შედგენას თუ როგორ გაეცნო ის. -რამ გამოგაშტერა,გაერთე ნახე რა ნაშებია. -არ მინდა პაატა არცერთი,მხოლოდ იმ ერთზე ვერ ვიტყვი უარს. -ვინ არის,ვინ მოგეწონა.ის წითელი თხელი პერანგი რომ აცვია? -მიმიხვდი ისე არც კი ამიხსნია,კარგად გაქვს შესწავლილი ჩემი გემოვნება. -უჩა არ გირჩევ,მას ძალიან ეჭვიანი ქმარი ყავს. -ეს რას ნიშნავს,არ მითხრა რომ იცნობ.თვალები გაუბრწყინდა უჩას. -ვიცნობ,ჩემი მეგობრის ცოლია. -გათხოვილია?არა უშავს,მიყვარს სიძნელეები.პაატა ძალიან,ძალიან გთხოვ გამაცანი. -უჩა იცი რას მთხოვ?ჩემი ხელით მოვიკლა თავი.გითხარი,რომ ჩემი მეგობრის ცოლია და ავადმყოფურად ეჭვიანი ქმარი ყავს. -უფრო უკეთესი.პაატა გამაცანი თორემ მოვკვდები. -ჯობია მოკვდე,არა არ გაგაცნობ. -პაატა გთხოვ. -ჯანდაბას,ჯანდაბას შენი თავი უჩა.წამოდი,ჩემს მეგობარს მივესალმები.იმ ღამით უჩამ მოახერხა და თავისი გაიტანა და მომხიბვლელ ქალბატონს დამშვიდობებისგან თავის ტელეფონის ნომერი ხელში ჩაუდო.გავიდა დღეები,კვირეები,თვეებიც კი და ერთ დღეს, საღამოს როცა უჩა მორიგ ნაშასთან დიდ განცხრომაში იყო მისი ტელეფონი აწკრიალდა.ნომერი ანონიმური იყო,ამიტომ გაკვირვებულმა უპასუხა. -გისმენთ,ვინ არის? -მარიანა. -ააა,გასაგებია.როგორ ხართ? -ვერ მიცანი. -უნდა გამოგიტყდე,რომ ვერა,ვერ გიცანით. -მარიანა ვარ,რამოდენიმე თვის წინ პაატასთან ერთად რომ გაგიცანით.უჩას დავიწყებულიც კი ყავდა მარიანა მაგრამ მისი ზარი იმდენად მოულოდნელი იყო,სწრაფად წამოდგა საწოლიდან და დაბნეულმა და გახარებულმა უპასუხა მარიანას. -აააა,აააააა,მარიანა როგორ ხარ.არ მჯერავდა თუ დამირეკავდი,როგორ გნახო. -დღეს საღამოს ისევ იმ რესტორანში ვიქნებით. -გასაგებია,იქ გნახავ.დილით ძალიან კარგ ხასიათზე ადგა,ღამის პარტნიორი გაუშვა და კომპანიაში წავიდა.მისვლისთანავე ლევანს და პაატას უთხრა. -ვერ დაიჯერებთ წუხელ ვინ დამირეკა. -არ მითხრა ბრიჯიდ ბარდოს გავახსენდიო.გაეცინა პაატას. -ვინ,ვის გაახსენდი.შენ განა ვინმეს ყავდი დავიწყებული?უთხრა ლევანიმ ირონიულად. -უფროსის დავიწყება განა შეიძლება ან არსებობს ვინმე ქალი,ვინც მას დაივიწყებს?ირონიულად თქვა დარინამ. -დიახ,არ არსებობს ქალი ვინც მე დამივიწყებს.შეუღრინა უჩამ დარინას. -მე რას მიღრენ,ჩემთან გაქვთ რამე საქმე? -არა და მიბრძანდი.დარინამ ერთი ცინიკური ღიმილი აიკრა პირზე და გავიდა.უჩამ კი პაატას მიუბრუნდა. -იცი ვინ დამირეკა? -თქვი დროზე,ვის გაახსენდი. -გახსოვს მარიანა? -ვინ მარიანა,მოიცადე,არ მითხრა რომ ჩემი მეგობრის ცოლმა დაგირეკა.თვალები გაუფართოვდა პაატას და ლევანიმ გულზე მიიდო ხელი. -შენ,შენ,შენ სულ გააფრინე?გათხოვილ ქალთან გაქვს ურთიერთობა?შენ რა,გინდა ყველა გაზეთში გამოგხატონ და ყველა ტელევიზიის არხზე შენზე ლაპარაკობდნენ? -ლევანი დაბერდი და არ გახსოვს წარსული?ლევანი გაბრაზდა და გავარდა გარეთ და დარინასთან შევიდა. -როგორ ხარ,შენ რომ გხედავ ვმშვიდდები.დარინას გაეღიმა ლევანის აღიარებაზე. -კარგად ვარ ძია ლევან. -მოგეწონა ყვავილები? -კი,კი ძალიან დიდი მადლობა. -მე არა,ეს უფროსმა გამოგიგზავნა. -ძია ლევან ვერ გავიგე,ეს ავტომობილი..... -ნუ ნერვიულობ,ეს კომპანიამ გამოგიყო. -აააა,გასაგებია.რომ წავალ,უნდა დავტოვო. -სად მიდიხარ,გაუკვირდა ლევანს.დარინას გაეცინა და უთხრა. -ერთ დღეს ხომ მომიწევს აქედან წასვლა. -მანამდე შენი საკუთარი გეყოლება.მომისმინე,დარინა შვილო ძალიან გაფასებ,ამ მოკლე დროში ძალიან შეგეჩვიეთ და შეგიყვარეთ.გააკეთე ისე,რომ თავისუფლად იყო.ისე მოიქეცი,რომ თავი ყოველთვის ბედნიერად იგრძნო. -ძია ლევან დღეს იმდენად გაიყინა ადამიანებში,ადამიანური გრძნობები,თითქოს მათი არსებობა სიცივემ შთანთქა,რატომ ხდება ასე.აი თუნდაც იქ შემოსასვლელში რომ გოგონები ზის,რატომ არიან ისინი ასე ცივები.ვერ მაპატიეს დღემდე მათი მეგობრის აქედან განთავისუფლება და ასე მგონია,უფლება რომ მისცეს ვინმემ ადგილზე მიმასიკვდილებენ. -მაგენს მე მივხედავ,არ ინერვიულო.ოთახში უჩას მკაცრი ხმა გაისმა. -დარინა შემოდი სასწრაფოდ.ლევანს გადახედა და ღიმილით წამოდგა,გარეთ გავიდა ლევანთან ერთად და წინ პაატა შეეჩეხა,რომელმაც უფრო შეაშინა. -გამაგრდი,ძლიერი იყავი. -რა ხდება,ჩამოსახრჩობად მიბარებს თუ დასახვრეტად.გაოცებული მივიდა უჩას კაბინეტთან და იმდენად მიეჩვია მისი სუნამოს სუნს უკვე გარე შესასვლელში გრძნობდა ამ სუნამოს მძაფრ სუნს.შევიდა კაბინეტში და დაუფიქრებლად უთხრა უჩას. -ისევ ის სუნამო გასხია? -კი სუნამოს არასდროს არ ვიცვლი. -გასაგებია,ბ-ნო უჩა დიდი მადლობა. -რისთვის?გაუკვირდა უჩას. -ყველაფრისთვის. -დაჯექი,დაჯექი.მამაკაცებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,რომ ქალები,ეს ნაზი არსებები ჩვენი ცხოვრების ყვავილები არიან და ჩვენ მამაკაცები კი ....... -მამაკაცები კი ფუტკრები,რომლებიც დახტიან ამ ყვავილიდან იმ ყვავილზე.უჩას ჩაეცინა და უთხრა. -გინდა ამ საღამოს ერთად ვივახშმოთ?დარინა დაიბნა და უჩას მიაჩერდა,უჩამ მიხვდა მისი დაბნეულობის მიზეზს და კითხვა გაუმეორა. -გაიგონე რა გითხარი? -არა,შეგიძლია გამიმეორო? -დარინა გინდა ამ საღამოს ერთად ვივახშმოთ? -არა,არ ვიცი. -ერთი ვახშამი გთხოვე,ასე დაგაბნია ჩემმა თხოვნამ? -არა,მაგრამ მოულოდნელი იყო. -გყავს შეყვარებული?არსებობს ვინმე შენს ცხოვრებაში? -არა,არავინ არ არსებობს. -აბა რა გაშინებს,ასეთი შოკის მომგვრელი რამ გითხარი?მინდა ჩემი გუშინდელი შეცდომა გამოვასწორო.თავი მოისაწყლა უჩამ. -თქვენ ჩემი უფროსი ხართ და შეგიძლიათ ხმას აუწიოთ,ვაღიარებ ცოტა ზედმეტი მოგივიდათ,მაგრამ რას ვიზამთ,ზოგჯერ ასეც ხდება. -რას იზამ,მომცემ ერთ შანსის რომ შეცდომა გამოვასწორო? -საკმარისია ყვავილები და დღევანდელი საჩუქარი. -ეს შენთვისაა საკმარისი,ჩემთვის კი არა.დღეს საღამოს ჩვენ გავალთ როგორც წყვილი.გავალთ,უკეთესად გავიცნოთ ერთმანეთი.რაც აქ მოხვედი,სულ ერთმანეთის კბენაში და კამათში ვართ,არ ვიცი რატომ,მაგრამ ხანდახან მგონია ვერ ვეწყობით ერთმანეთს.გპირდები,ძალიან გვიან არ მიგიყვან სახლში შენებმა რომ გაგიჯავრდეს. -სახლში მარტო ვცხოვრობ,ერთ მეგობართან ერთად. -მშობლები? -მშობლები წლებია უკვე წასულები არიან და მივეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას. -რას იზამ,დღეს ასეთი ცხოვრება მოვიდა.მოდი დღეს ჩინურ რესტორანში წავიდეთ. -სააად?იქ სადაც ცოცხალ მატლებს ჭამენ? -არა,არა ასეთი იქ არაფერი არ იქნება.გაეცინა უჩას.-7 საათზე გამოგივლი და ტყუილად არ მომიყვანო.წადი ახლა და მოემზადე უკვე 4 საათი არის.დარინა წამოდგა და ჯერ კიდევ არ სჯეროდა თუ უჩამ ერთად ვახშმობა შესთავაზა.სახლში მისულმა კი კარებიდანვე იყვირა. -ელზაააა. -რა მოხდა,რა გჭირს. -მომეხმარე,კაბა ამარჩევინე. -სად მიდიხარ,ასე უცებ და მოულოდნელად. -დღეს სერიოზული შეხვედრა გვაქვს ჩინურ რესტორანში,უცხოელ ინვესტორებთან და რა ჩავიცვა.ელზამ კარადა გამოაღო და დარინას ტანისამოსს თვალი გადაავლო.ერთი შინდისფერი კაბა გადმოიღო და ღიმილით თქვა. -აი,ეს ჩაიცვი დარწმუნებული ვარ,ძალიან მოგიხდება.დარინამ წყალი გადაივლო,თმები გაიკეთა და შემდეგ კაბა ჩაიცვა,სარკის წინ დადგა და გაოცებულმა შეხედა თავის თავს.უკვე დროც მოვიდა და ტელეფონმაც დარეკა,ხელის კანკალით გახსნა და ხმის კანკალით თქვა. -გისმენთ ბ-ნო უჩა. -მოვედი,ქვემოთ ვარ. -მოვდივარ.დარინამ ელზას გახედა და მეგობარმა ღიმილით გაამხნევა.ელზას ღიმილის შემდეგ უფრო თამამად წავიდა და გულმა ლამის დაარტყა უჩას რომ შეხედა,მის გრძელ თითებში ანთებული სიგარეტი და მისი წითელი ტუჩების გარშემო,სიგარეტის გამონაბოლქვი თეთრ რგოლებად იდგა.უჩამ გაუღიმა,სიგარეტი გადააგდო და მანქანის კარი გამოუღო. -დარინა ძალიან გთხოვ,როცა მარტო ვიქნებით მე შენთვის უბრალოდ უჩა ვარ და არა ბ-ნო უჩა. -გასაგებია.უთხრა დარინამ.-არ მეგონა თუ ეწეოდი,პირველად შევხედე თქვენს ხელში სიგარეტს. -არ მითხრა ახლა შენც ჩემი ძიძასავეთ ,,მოწევა კლავსო''. -სრულიად ვეთანხმები ძიძას,დიახ,მოწევა კლავს. -და მაინც მწეველთა რიცხვი არ მცირდება.არ ვეწევი ხშირად,ეს ისე თავის გასართობად,როცა ვნერვიულობ.ისე უნდა ვაღიარო,რომ ძალიან კარგად გამოიყურები,დღეს ძალიან ფხიზლად უნდა ვიყო.ორივეს გაეცინა და უკვე რესტორანშიც შევიდნენ და დიდი ყურადღებაც მიიქცია,როგორც წყვილმა.უჩამ თვალი მოავლო იქ მყოფ საზოგადოებას და ერთ-ერთ მაგიდასთან შეაჩერა მზერა.იმ დროს უჩას ჰქონდა არა მამაკაცის მზერა,არამედ მისი მზერა მონადირის მზერას ჰგავდა,რომელმაც უკვე მისი ნადავლი იპოვა.დარინამ იგრძნო უცხო ადამიანების დაჟინებული მზერა,განსაკუთრებით ერთმა მამაკაცმა არ მოაშორა თვალი და ისე უყურებდა დარინას თითქოს თვალებით გააშიშვლა.მამაკაცი უტიფრად,თვალებით თხოვდა მასთან სექსს.უჩამ შეამჩნია დარინას დაძაბულობა და უხერხულობა და მამაკაცის უტიფარი მზერაც დაიჭირა.დარინას ხელზე ხელი მოკიდა,მოუჭირა გასამხნევებლად და უთხრა. -ფლირტი არ იკრძალება.დარინამ შეხედა და უჩამ გაიცინა მის გაფართოვებულ თვალებს რომ შეხედა. -მოეშვი,შენი უყურადღებობით ის დამცირებულად იგრძნობს თავს.იცი რატომ გაშტერდება?შენი ამოუცნობი თვალების ფერის ტყვე გახდა.ქალი სიმარტოვისთვის არ გაჩენილა,დარინა მას მეწყვილე ჭირდება.რას ვიზამთ,მამაკაცია და მოეწონა ქალი რომელიც ჩემს გვერდით არის და მე ამით დღეს ძალიან ამაყი ვარ.უჩა დარინას ესაუბრებოდა და თვალს დრო და დრო მის მოპირდაპირე მაგიდაზე აპარებდა. -ძალიან სცდები,ის მხოლოდ ბინძური სულის ინდივიდია,რომელშიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ღორია.მასში კი ადამიაობის ძებნას,ნამდვილად არააქვს აზრი.ეს იგივეა,რაც საღორეში მარგალიტი ეძებო.საუბრობდნენ ტკბილად და უჩას უფრო და უფრო ედებოდა დარინას მიმართ სურვილი და თითქოს მასში მისით დაუკმაყოფილებლობის შიმშილი იღვიძებდა,მაგრამ უჩა გაურბოდა ამ გრძნობის აღიარებას,არადა გრძნობდა,მის სხეულს უფრო და უფრო იპყრობდა,ვნებაც და სურვილიც.ამიტომ,ნაცვლად იმისა ის დარინას გამოტყდომოდა ეთქვა თუ რას გრძნობდა მის მიმართ,ის დაჟინებული მზერით ბურღავდა სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონს,მოხდენილი ჩაცმულობის მამაკაცი მოპირდაპირე მაგიდიდან ფეხზე წამოდგა,მის გვერდით მყოფმა ქალბატონმაც მას მიჰბაძა და წასასვლელად მოემზადა,მაგრამ ჰოი საოცრებავ,მამაკაცმა მანდილოსანს ხელი მოჰკიდა მკლავზე მსუბუქად და ჯერ უჩას შეხედა გამარჯვებული მზერით და შემდეგ მანდილოსანთან ერთად უჩას მაგიდას მიუახლოვდა.უჩა კი არ იმჩნევდა დაძაბულობას და დარინას ესაუბრებოდა ისევ იმ მამაკაცზე,რაზედაც ორივე იცინოდნენ. -საღამო მშვიდობის ბ-ნო უჩა.უჩამ სტუმარს ახედა და ფეხზე წამოდგა. -საღამო მშვიდობის,თავადაც მიესალმა და ხელი ჩამოართვა სტუმარს. -მოვედი დაგემშვიდობოთ და მშვიდი,ბედნიერი საღამო გისურვოთ. -უღრმესი მადლობა.გულით მოუხადა მადლობა უჩამ მამაკაცს და შემდეგ ღიმილით გადახედა დარინას რომელსაც მამაკაცი დაჟინებულად მიაშტერდა. -გაიცანით ჩემი საცოლე დარინა გიგაური.დარინამ მეტყველების უნარი დაკარგა და გაუაზრებელი ღიმილით ჩამოართვა ხელი მოულოდნელ სტუმრებს.უჩამ დაასწრო დარინას ახსნა,რადგან სტუმრების წასვლის შემდეგ შეატყო რომ დარინა რაღაცის თქმას აპირებდა. -მე ვფიქრობ,როცა რაღაც გრძნობა გაწუხებს,არ უნდა შევიკავით თავი საკუთარი გრძნობების გულწრფელად აღიარებაში.დარინამ ჯერ უცქირა უჩას და შემდეგ მშვიდად და აუღელვებლად უთხრა. -კარგია გრძნობების დაფარვა რომ არ შეგიძლია,მაგრამ ვფიქრობ აუცილებელია ერთი მნიშვნელოვანი თვისებაც რომ გქონდეს სხვა თვისებებთან ერთად და ეს ,,გულწრფელობაა''.უჩა შენი გრძნობები გულწრფელია თუ რაიმე თამაშს თამაშობ და ამ თამაშს ჩემი დახმარებით გინდა გაართვა თავი. -ყოველთვის მიჭირდა გრძნობების გამოვლენა და მივხვდი,რომ ჩემში უნდა შემეცვალა რაღაც,რომ უნდა მესწავლა გრძნობების მოთოკვაც ზოგჯერ და მისი აღიარებაც.მე ვფიქრობ,რომ მართლა ვიჩქარე და შენს დაუკითხავად ვთქვი ის რაც არ უნდა მეთქვა,მაგრამ ვფიქრობ ჩემი ეს გრძნობები მართლა გულწრფელია შენს მიმართ. -ყოველთვის იყავი ის რაც ხარ სინამდვილეში,თვალთმაქცობა კი ვერ დაგეხმარება ვერაფერში.არ არის საჭირო თავის მოჩვენება ან შთაბეჭდილებების მოხდენა.წავიდეთ,უკვე გვიანია.უჩა მიხვდა და დარწმუნდა,რომ დარინა არ გავდა იმ ქალთა კატეგორიას რომლებიც მამაკაცის გამო ყველაფერზე წამსვლელები რომ არიან.მიხვდა,რომ დარინამ მიუხვდა ჩანაფიქრს და ძალიან ცუდად იგრძნო თავი.დარინა სახლში მიიყვანა და უხმოდ უნდოდა გაცლოდა მაგრამ დარინამ შეხედა და ჩუმი ხმით უთხრა. -გააზრებულად თუ გაუაზრებლად ადამიანები ერთმანეთს გულს ვტკენთ და გვავიწყდება,რომ ჩვენს ირგვლივ ძალიან სასიამოვნო წუთებს ვკარგავთ.რაც მინდა გითხრა,მინდა კარგად გაიგო,რადგან ჩემს სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ვამბობ.შესაძლებელია გატკინოს გული ჩემმა სიტყვებმა,მაგრამ ასე უკეთესია.შენ ხარ ადამიანი,რომელსაც იშვიათად და შეიძლება არასდროდაც მიგაქვს სხვისი ტკივილი გულთან.შენ არასოდეს ჩაგიხედავს სხვის თვალებში,რათა იქ დაგენახა მისი დარდი და ტკივილი.შენ მხოლოდ ერთს ფიქრობ, და გგონია,რომ დედამიწა მხოლოდ შენს გარშემო ბრუნავს.ასევე ის მიგაჩნია ვაჟკაცურად ვის ქალსაც ხელს დაუქნევ ის სულელიც შენთან გამოიქცევა.ამ დროს გგონია შენ მის ქმარზე უკეთესი ხარ.მაგრამ არა,ეს არ დაიჯერო რადგან შენ მთავარი ფასეულობები და ღირებულებები გავიწყდება,ეს ღირებულებები ბევრისთვის ისე როგორც ჩემთვის ოჯახის სიწმინდეა.ამ ეგოიზმისაგან უნდა განთავისუფლდე თორემ ძალიან გაგიჭირდება ცხოვრება,გაგიჭირდება ასევე სიყვარულის პოვნა.ღმერთები ყველას გვაძლევს შესაძლებლობლებს,უბრალოდ მონდომება უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენივე თავში.ეცადე დაფიქრდე და შეიცვალო,რომ ცხოვრება გაგიადვილდეს.მშვიდობიან ღამეს გისურვებ.დარინა გადავიდა მანქანიდან და უჩა არ დაძრულა ადგილიდან მანამ,სანამ დარინა არ ავიდა მის ოთახში და შუქი არ აანთო.არც უფიქრია,რომ უჩა ისევ იქ იქნებოდა,ოთახში დახუთული ჰაერის გამო ვერანდის კარი გამოაღო და თავადაც გავიდა სუფთა ჰაერზე,რომ მოულოდნელად შეხედა უჩა ძირს გადმოსულიყო მანქანიდან და დარინას შესცქეროდა ქვემოდან,შემდეგ ტელეფონი ამოიღო და დარინას დაურეკა.დარინამ ვერანდაზე გაიგონა ტელეფონის ხმა და ჩანთას მივარდა,ამოიღო და ხელის კანკალით გახსნა,ნელა-ნელა კი ისევ ვერანდაზე გავიდა და უჩას თვალს არ აცილებდა. -ვეცდები,რომ შევიცვალო,მხოლოდ შენს გამო შევძლებ ამას,მაგრამ ერთბაშად ვერა.ტკბილი ძილი დარი.ისე საყვარლად თქვა დარინას შემოკლებული სახელი,რომ დარინას ცხლად დაუარა ტანში და ღიმილი შეეპარა ღაწვებზე,რაც უჩამ სიბნელისდა მიუხედავად მაინც შეამჩნია და კმაყოფილებისაგან თავადაც გაიბადრა.შემდეგ პაატას დაურეკა და თავიანთ ბარში თხოვა მისვლა.რამდენიმე წუთში თავადაც მივიდა და პაატას წინ დაუჯდა.პაატამ უცქირა და შემდეგ უთხრა. -რა მოხდა,რა სახე გაქვს. -დარინას ვაწყენინე და მართლა ძალიან ვნანობ. -ისევ?კარგი რა,უჩა კარგი რა.რატომ,რა მოხდა.მართლა შეწუხდა პაატა და დარინა შეეცოდა ამ ველური კაცის გამო. -ჩემს საცოლედ გავაცანი მარიანას მეუღლეს -რა იდიოტური დარტყმები გაქვს ხანდახან.გაბრაზდა პაატა. -არ მქონდა მეტი გამოსავალი,მე მგონი მარიანას ქმარი ყველაფერს მიხვდა და თვალებით მჭამდა,მეც რაც მომაფიქრდა პირველი ის ვთქვი. -უჩა გათხოვილია,ოჯახი ჰყავს.ქმარი ეჭვიანია,ავადმყოფურად ეჭვიანობს ცოლზე,იმიტომ რომ ძალიან უყვარს.დამიჯერე შეეშვი,თორემ სერიოზული პრობლემები შეგექმნება. -ვიცი,მაგრამ ძალიან მომწონს.რომ ვხედავ თავს ვერ ვერევი,და მერე თავად დამირეკა,თავად გამომიწვია,მე არც კი მახსოვდა,მას შემდეგ ექვსი თვე მეტია გასული.მოიძებნა თავის გასასამართლებელი რომ თავად არ იყო დამნაშავე არაფერში.დარინამ ჩაიღიმა და ისევ თავიდან გადახარშა მის თავში ყველაფერი თავიდან.მოეწონა ის,რომ უჩას საცოლედ წარმოიდგინა თავი და დიდ აუხდენელ ოცნებებში გადაეშვა.ასე ღიმილით ჩაეძინა,გვიან ღამით კი ტელეფონის ხმამ გააღვიძა,არც დახედა ნომერს ისე უპასუხა ნახევრად მძინარემ. -გისმენთ. -არ ვიცი რა მემართება,მაგრამ მინდა გაგიტაცო და იქ მიგიყვანო სადაც ჩემი სამყაროა.შემდეგ კი კოცნით აგავსო ჩემო სიყვარულო,გაგიკვირდა?ხო ჩემო სიყვარულო,შენთან მინდა და შენ მინდიხარ.ისე გამოშტერდა ხმა ვერ ამოიღო,კიდევ რამდენიმე წუთი ჰქონდა ტელეფონი ყურზე მიდებული და ბოლოს სიჩუმე რომ შეიგრძნო გაოცებულმა დახედა გათიშულ ტელეფონს. -ღმერთო მაგიჟებ,თუ უკვე გავგიჟდი.ჩაილაპარაკა მისთვის და შეეცადა დაძინებას.უჩამ და პაატამ საგრძნობლად დალიეს ბარში და სახლში წასვლისას უჩამ უთხრა. -წამოდი რა ჩემთან? -რა მინდა შენთან,ერთად დაძინებას მთავაზობ? წარბები აუთამაშა პაატამ. -წამოდი,წამოდი და ხვალ ერთად დავეხატოთ გულზე ლევანის. პაატას გაეცინა და ხელი-ხელ გადახვეულები ტაქსით წავიდნენ სახლში.უჩამ პორდაპირ საძინებელში შევიდა,პაატამ გაიხადა და შემდეგ მიუბრუნდა უჩას შესაკითხად,რომ უჩამ გაოცებულმა შეხედა. -ასე რა გინდა ჩემს საძინებელში,გადი მეორე ოთახში შედი შემიწუხდა გული რომ გიყურებ. -რამ შეგიწუხა გული,შენს სახ...ად კი არ შემოვსულვარ,მომეცი რაღაც რომ ჩავიცვა ასე ვერ დავიძინებ. -მოიცადე ქალებს ყავხარ ნანახი ასე საცვლებში და მერე წვებიან შენთან?იცინოდა უჩა. -რა გინდა,რა არ მოგწონს თუ ძალიან სექსუალური რომ ვარ შეგშურდა. -კი,კი როგორ არა.სიცილით საწოლზე გადაწვა უჩამ. -უჩა მე წასვლა გადავწყვიტე.უეცრად დასერიოზულდა პაატა. -სად მიდიხარ,სადაც არ უნდა წახვიდე უჩემოდ ნახევარი კაცი ხარ იცოდე და მეც შენთან წამოვალ. -სად წამოხვალ, ჯუნგლებში? -ჰოოო,მანდ წადი მე განთავისუფლებ. -რა კარგია,როცა ყველაფერი უთქმელად გესმის,აი მაშინ თავად შენც კარგი ხარ.კარგ ხასიათზე იყო ორივე და ეს კარგი ხასიათი კარებზე ზარის ხმამ გააფუჭა,როცა უჩამ კარების სათვალთვალში გაიხედა და იქ მარიანა დაინახა გაოცებულმა შეხედა პაატას და უბრძანა ჩქარა ჩაეცვა და წასულიყო შეუმჩნევლად. პაატამ გაბრაზებულმა შეხედა და შეახსენა. -გათხოვილია და პრობლემები შეგექმნება, იცოდე,მერე არ დაგეხმარები. -წადი,წადი მომშორდიიი,თავად მოვიდა აქ და ისე როგორ გავუშვა,არ მივცე ის რაც უნდა.რეკორდული სისწრაფით ჩაიცვა პაატამ და ისე დადგა კარებთან,რომ მარიანას შემოსვლისას ის გასულიყო.როგორც იქნა გააღო კარი უჩამ და მარიანას გაუღიმა. -არ გელოდი დღეს აქ თუ მოხვიდოდი. -ცუდ დროს მოვედი?უთხრა მარიანამ და სახლს მოავლო თვალი და შემდეგ მის წინ საცვლებით მდგარ უჩას. -ძალიან კარგ დროს მოხვედი,ჩემთვის სასიამოვნო წუთებია. მოიცა,ამ დროს როგორ გამოხვედი სახლიდან,შენი ქმარი სად არის. დასერიოზულდა უეცრად უჩა. -ჩემი ქმარი რამოდენიმე დღით,მოლაპარაკებებზე წავიდა ჩიკაკოში. -დარწმუნებული ხარ,შენ თავად გააცილე აეროპორტში? -არა,არ მინდა გაცილებაო,მაგრამ ტყუილს რატომ მეტყოდა.ანერვიულდა მარიანა. -დაწყნარდი,დაწყნარდი აი ეს დალიე.უჩამ კონიაკი დაუსხა და მიაწოდა.მარიანამ მოსვა და თვალები მინაბა,თან უჩას უთხრა. -არ შემეძლო,ვეღად გავძელი უშენოდ.რაც არ უნდა გაგიკვირდეს და უცნაურად მოგეჩვენოს,ძალიან მინდოდი.უჩამ ხელი მოკიდა და საძინებელში შეიყვანა.კაცობრიობის დასაბამიდან სექსს დატვირთვა ნამდვილად აქვს,უჩამ სექსის ლტოლვის გაღვიძებისათვის ნელა-ნელა დაიწყო ვნება მორეული ქალის გახდა,თან ველურივით კოცნიდა.აგონიაში ჩავარდნილი მარიანა სიამოვნებისაგან კვნესოდა და ღმუოდა რაც უჩას ჭკუაზე გადაყავდა.სულ ცოტა ხანში დაღლილები და საოცრად ნასიამოვნები ერთმანეთის გვერდი-გვერდ იწვნენ და ქალის შიშველი მკერდი უჩას მკერდს ეხებოდა,რაც უჩა ისევ აგზნებაში მოყავდა და ნელა-ნელა ხელს დაასრიალებდა ჩუმად მწოლიარე ქალის სხეულზე.მოულოდნელად უკანალზე მოუჭირა ხელი და ტუჩებში აკოცა.ისევ სიამოვნების ტალღა მოაწვა ორივეს,ძლიერ აგზნებულებს მეტის მოთმენა აღარ შეეძლო და ისევ მიეცნენ ნეტარ წუთებს.მარიანამ კი ტირილი დაიწყო,რაც უჩა გააოცა მისმა ცრემლებმა. -ასეთი სიამოვნება არასოდეს არ მიგრძვნია.გამოუტყდა უჩას და უჩამაც მთელი მისი გამოცდილება გამოიყენა,რომ მარიანას თავი ეგრძნო სრულყოფილ ქალად.სიამოვნების მწვერვალზე მყოფი მარიანა ნეტარებისგან ცახცახებდა,ბოლოს ორივეს შეუკავებელი ხმამაღალი ხმები აღმოხდათ და ორივე გაიტრუნა,ხმას არ იღებდნენ და ცდილობდნენ აჩქარებული სუნთქვა დაეწყნარებინათ.ქალი ძალა გამოცლილი იყო და უჩას მკლავზე თავი კარგად მოიკალათა,ის კი ლამაზ სიტყვებს ეჩურჩულებოდა და თან ნაზად კოცნიდა.მყუდროება წყვილს გვიან ღამით ტელეფონის ხმამ დაურღვიათ,უჩამ გაკვირვებულმა შეხედა მის საწოლთან ახმაურებულ შავ აპარატს და თავისთვის ჩაილაპარაკა. -ეს ნომერი ბევრმა არ იცის,და მხოლოდ მაშინ რეკავს როცა რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.აიღო აპარატი და ხმა მაშინვე იცნო. -უჩა ფრთხილად იყავი,შენგან წამოსული ისევ ბარში მოვედი და აქ არის მარიანას ქმარი,სვამს და მგონი შენთან მოდის,ეტყობა რომ ძალიან გაბრაზებულია. -დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ,წამოვიდა.უჩამ მარიანას გადახედა და უთხრა. -ჩაიცვი,შენი ქმარი არსადაც არ წასულა.ბადეში უნდა მოგიმწყვდიოს,ბარშია და სვამს,აქ მოდის მგონი.მარიანა გველნაკბენივით დაიკლაკნა და შემდეგ წამოხტა ფეხზე,საჩქაროდ ჩაიცვა და სახლიდან გავარდა.უჩამ კი ტელეფონი აიღო და დაუფიქრებლად დარეკა ნაცნობ ნომერზე. ეძინა,მაგრამ თითქოს შებოჭილი იყო და ვერ ინძრეოდა.არადა გრძნობდა,თითქოს საფრთხე უახლოვდებოდა,მაგრამ რა იყო ეს საფრთხე და საიდან მოდიოდა ან ვინ წარმოადგენდა საფრთხის მოახლოვებას?ნელა-ნელა უახლოვდებოდა შავ ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცი,შეხედა ახლოს მოსულს და სახეზე ბედნიერების ღიმილმა გადაუარა.იდგა და ღიმილით შესცქეროდა სახე გაბადრული და თმებზე ქარი ეთამაშებოდა.იღიმოდა და ამ დროს ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა და სასიამოვნო სიზმარიც გაქრა.ნამძინარევმა უპასუხა ტელეფონს. -გისმენთ. -დარინა ვიცი,ვიცი რომ გვიანი არის მაგრამ მჭირდები,გთხოვ ახლავეს მოდი.გაიგონა და უცებ გამოფხიზლდა. -ვერ გავიგე,სად მოვიდე ან რატომ უნდა მოვიდე ამ დროს? -დარინა უჩა ვარ,გთხოვ ახლავეს მოდი,მოდი და გადამარჩინე. -მოვიდე და გადაგარჩინო?კარგი,კარგი მოვდივარ.როგორ წამოდგა,როგორ ჩაიცვა და როგორ გავიდა სახლიდან ვერც კი გაიგო,ისე როგორც ვერ გაიგო როგორ გაილია გზა უჩას ბინამდე და გულაფეთქებულმა ზარი მისცა კარებზე.ზარის მიცემა და კარის გაღება ერთი იყო,უჩამ ხელი დასტაცა და პირდაპირ საძინებელში გაიყვანა,თავის ხელით გახადა უცებ ტანისამოსი და მის საწოლშიდაც ჩააწვინა.ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა და ისე დააბნია უჩას მოქმედებამ,ვერც გაბედა შეკითხოდა.გატრუნული დაწვა თავადაც დარინას გვერდით და რამდენიმე წუთში კარზე ძლიერი ბრახუნი ატყდა,ვითომ გაბრაზებული წამოდგა,ხალათი შემოიმცვა,კარები გააღო და მის წინ სიბრაზისგან თვალებდაწითლებული მარიანას მეუღლე იდგა. -რა ხდება,ეს რა წესია ასეთი დაბრახუნება ან ამ დროს,აქ თქვენ რას აკეთებთ.უტეხად უთხრა უჩამ მამაკაცს,ვითომ არ იცოდა რა უნდოდა ამ სიბრაზით ანთებულს და გახელებულ მამაკაცს. -არ იცი რისთვის ან ვისთვის მოვედი? -საიდან უნდა ვიცოდე,აქ მოგასწავლეს წინასწარმეტყველი ცხოვრობსო? -ჩემს მეუღლეს ვეძებ და ვიცი რომ აქ არის. -რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული,ასე ეძებ ხოლმე მეუღლეს და უცხო მამაკაცებს უვარდები სახლში?იმედი უნდა გაგიცრუოთ,მე ჩემს საცოლესთან ერთად ვარ.სიბრაზით და სასმელით ანთებულმა მამაკაცმა ხელი კრა უჩას და ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა ის მონაკვეთი,რომელიც საძინებლამდე მიიყვანდა,შევიდა თვალებგაფართოვებულმა და იქ დარინა იდგა და ტანისამოსს იცმევდა.უკან ხევით გაბრუნდა საძინებლიდან და თავდახრილი გავიდა სახლიდან.გასვლისას კი უჩამ უთხრა. -შენი ეჭვიანობით და სიბრაზით აშინებ ქალს და იმდენს იზამ თავად დაკარგავ საყვარელ ადამიანს.მის წასვლას შენგან,შენ თავად შეუწყობ ხელს.უთხრა და კარები მიხურა.დარინამ უხმოდ ჩაიცვა,ჩანთა აიღო და უჩას სიტყვის უთქმელად აუარა გვერდი.უჩამ ცუდად იგრძნო თავი და კარებთან დაეწია,მისკენ შემოაბრუნა და უთხრა. -ვიცი,უხერხულ სიტუაციაში ჩაგაყენე,მაგრამ ძალიან მჭირდებოდა შენი დახმარება,უღრმესი მადლობა დარინა.არაფერი უთხრა,სახლში მისულს რა დააძინებდა.ისეთი გაბრაზებული იყო,აღარც ახსოვდა რამდენჯერ მოადუღა ყავა,დილით მოემზადა და მტკიცედ გადაწყვიტა სამსახურიდან წამოსულიყო,რადგან აღარ შეეძლო უჩას გვერდით ყოფნა.კომპანიაში 12 საათისთვის მივიდა,რაც უკვირდა ლევანის და მისვლისას კი პირდაპირ უჩას კაბინეტში შევიდა.უჩამ შეხედა და მთელ სხეულში ნეტარების ტალღამ დაუარა და თვალები სიამოვნებისაგან მილულა.დარინას გაუკვირდა მისი ქცევა,მაგრამ არ მიაქცია ყურადღება.მისი პასუხი კი მისალმებაზე ძალიან მკაცრი და მტკიცე იყო,მისი ხმის გაგონებისას კი უჩას თითქოს ცივი ტალღა შემოასკდა,ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი და დარინას მიესალმა. -დილა მშვიდობის დარი. -ვერ ვხედავ მშვიდობიან დილას ბ-ნო უჩა.მაგრამ მაინც მოგესალმები.ლევანმა და პაატამ გაოცებულმა შეხედა უჩას და თვალებით იკთხა ორივემ,რა ხდება-ო.დარინა კი მაგიდაზე ორივე ხელებით დაეყრდნო და უჩას პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა. -დღეს მხოლოდ იმისათვის მოვედი,რომ განცხადება დავწერო.სამსახურიდან მივდივარ ბ-ნო თურმანიძე აქ და თქვენს გვერდით,მე ვერ ვიმუშავებ. -აქ ვერ იმუშავებ?რატომ?იკითხა ლევანიმ და იქვე სკამზე ჩამოჯდა. -უფროსს შეეკითხეთ ძია ლევან და გეტყვით,გეტყვით რომ წუხანდელი მისმა საქციელმა და მისმა ტყუილებმა,უკვე ზღვარს გადავიდა. -დარი რას მიკეთებ,იმას თუ ხვდები როგორ მიგეჩვიეთ ყველა,ლევანიმ შვილივით მიგიღო,შენ კი ჩემი ყველაფერი იცი.დარი სხვას ვერ ვენდობი,ხელფასს მოგიმატებ,მხოლოდ გთხოვ ნუ წახვალ აქედან,ნუ დამტოვებ. -არა ბ-ნო უჩა.მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს,დავიღალე თქვენი სასიყვარულო რომანებით და ინტრიგებით. -მართლა გულით გიხდი ბოდიშს,რა გავაკეთო რომ დამიჯერო. -ვერ დამაჯერებ შენს გულწრფელობაში,რადგან არ იცი რაა გულწრფელობა. -კარგი რა დარი დამიჯერე,ბოდიში მოგიხადე,პატიება გთხოვე. -დარინა შვილო,ვიცი და ვხვდები,რომ რაღაც უპატიებელი ჩაიდინა,კითხვაც არ მინდა რა,მაგრამ ამ ერთხელ დაუჯეროთ,მხოლოდ ამ ერთხელ.გაჩუმდა,ლევანს ვერ შეეწინაღმდეგა და ვითომ დაუჯერა უჩას მოხდილ ბოდიშს და დარჩა სამსახურში,მაგრამ განა მექალთანე მამაკაცი ასე ადვილად გამოსწორდება?მექალთანე მამაკაცი ვერასოდეს ვერ კმაყოფილდება და გამუდმებით ახალი მსხვერპლის ძიებაშია.უჩასათვის არ არსებობს დაუპყრობელი მწვერვალი და თუ საქმეს წინააღმდეგობა გადაეღობება ამით მას ადრენალინი ემატება და უფრო მეტად მიილტვის აკრძალული ხილის დაასაკრეფად.დარინაზე გაბრაზებული,იმის გამო თუ რა ძნელად დაიყოლია სამსახურში დარჩენაზე,კომპანიიდან ადრე გავიდა და პირდაპირ ღამის კლუბში წავიდა ახალი მსხვერპლის დასაპყრობად.კარგად დაათვალიერა გარშემო ყველაფერი და თვალი ერთ წითურს დაადგა,იმ წუთებში ის ყველაფრისათვის მზად იყო,მზად იყო საკუთარი ვნების და სურვილის მისაღწევად ნებისმიერი სურვილი შეესრულებინა ვინც არ უნდა ყოფილიყო მის წინ.უჩას 28 წლის ასაკში არცერთი დღე არ ყოფილა,რომ ეფიქრა ოჯახის შექმნაზე და ვინმეზე სერიოზულად.ის კმაყოფილია მისი ცხოვრებით,მოსწონს მისი ცხოვრების სტილი,მაგრამ არის ძალიან ემოციური ადამიანი.შეუძლია ლამაზად საუბარი,რითაც ხშირად იპყრობს მანდილოსანთა გულს.უჩა თურმანიძე ქალების გულთა-მპყრობელი,ის ყოველთვის ბობოქარი ჰორმონების ტყვეობაშია,მას სექსისადმი გაორმაგებული მთხოვნილება აქვს და ამას არც მალავს. -რას აკეთებ აქ უჩა,ან როდის მოდი.მის წინ პაატა იდგა. -თქვენი წასვლის შემდეგ,კიდევ ვთხოვე პატიება და კიდევ მოვუხადე ბოდიში. -რა ტვინმა გიკარნახა,ქალს ღამის 4 საათზე ურეკავ და ეუბნები სასწრაფოდ მოდი მიშველეო.შენ რა,მართლა ამ პლანეტის მართველი ხომ არ გგონია შენი თავი.უთხრა პაატამ,უჩამ კი შეხედა და გულწრფელად უთხრა. -არ ვიცი რა მემართება. -მე ვიცი,მაგრამ შენ უარყოფ,მე მაინც გეტყვი.შენ მოგწონს დარინა და უფრო მეტი გიზიდავს.ვერ დაიპყარი,რადგან არ ჰგავს სხვებს და შენ ეს გაგიჟებს. -მართალი ხარ,რომ ვხედავ დიდი სურვილი მაქვს ჩემი მკლავების ტყვე ქალი გავხადო,მაგრამ ვერ ვბედავ,ვერ ვეტყვი.მასთან როცა ვარ ამ საკითხზე ვმუნჯდები პაატა. -გეფიცები თუ არ აფრენდე,შენ ვაფშე საერთოდ დადებილდი ან ამ ნაირ-ნაირ ქალებთან ურთიერთობამ გამოგაშტერა.ღირსი ხარ ერთი კარგად შემოგილაწუნოს,ეს გამოსაფხიზლებლად. -ნუ აუშვი აფრები,დაკეცე ხელს მიშლი იმ წითურს ვაკვირდები. -ააააა,შეხედეთ ამ უარგისს ადამიანს.შენზეა ნათქვამი ზუსტად, ,,მგელს სახარებას უკითხავდნენ და მაინც ცხვრისკენ გარბოდაო''.რაც გინდა იქ ქენი,ეს ქალები იქნება ერთ დღეს,თავში რომ გარტყმევინებს ხელს და დარჩები ნოლზე დამჯდარი.უთხრა გაბრაზებულმა პაატამ და ბარიდან გავიდა.უჩამ კი იმდენი მოახერხა,მაინც გაიცნო წითური და კომპანიის მისამართიც კი უთხრა. -ხვალ გნახავ.უჩურჩულა წითურმა,მაგრამ უჩამ ხელი დაავლო და სახლში წაიყვანა.წითურმა სახლი მოათვალიერა და უჩას უთხრა. -მარტო ცხოვრობ?არ ველოდი. -მე მარტოსული ადამიანი ვარ,ამიტომ უნდა ვაღიარო,რომ პანიკურად მეშინია მარტოობის.მყავს დიდი სამეგობრო,მაგრამ,როგორც კი სევდა შემომაწვება გულზე,განმარტოვება მინდა და არ მსურს არავისთან საუბარი. -მარტოობაში მყოფი მამაკაცები,როგორც ვიცი უხეშები და ქედმაღლები არიან,რასაც ვერ ვხედავ შენში. -გეთანხმები,თუმცა უნდა ვაღიარო,ხშირად არ ვარ უხეში.ამ საუბარს,ხომ არ აჯობებს საძინებელში გადავინაცვლოთ? -არა,მომწონს თქვენთან საუბარი.უჩა გააოცა წითურის ნათქვამმა და გაოცებულმა უთხრა. -სასაუბროდ მოგიყვანე აქ? -ვიცი რაზედაც მოვედი აქ,მაგრამ უკეთესი იქნება ჯერ ასე თუ გავიცნობთ ერთმანეთს.უჩა პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში,გვერდით ჰყავდა ვარსკვლავივით ქალი და არ შეეძლო მას შეხებოდა,არ შეეძლო შეეგრძნო და ეგემა მასთან სიახლოვით. უკვე ცუდად ხდიდა მასთან სიახლოვე,მაგრამ წითური წამოდგა და ფრთხილად,ნაზად აკოცა უჩას ბაგეებზე და ვნებიანი ხმით უთხრა. -ხვალ გნახავ კომპანიაში.ჩანთა აიღო და ნელი,მოხდენილი და მოზომილი ნაბიჯებით წავიდა კარებისაკენ.უეცრად უჩა გამოფხიზლდა და უთხრა. -სახელი?სახელს არ მეტყვი შენსას? -ლიზიკო,ლიზი არის ჩემი სახელი.უთხრა და გაუჩინარდა კარებში.უჩა კი იდგა და უცქერდა დახურულ კარს.თითქმის გათენებული იყო საწოლში რომ შეწვა და ჩაეძინა,მაგრამ ძილში რაღაც უხერხულად იგრძნო თავი და შემდეგ ხმაურმა გააღვიძა,შეშინებული წამოჯდა საწოლში.ჯერ კიდევ ძილში მყოფმა ვერ გაარკვია რა ხმაური იყო მის საძინებელში.მოულოდნელად მის გვერდით რაღაც შეირხა,რაზედაც შეშინებულმა დააჩერდა ამობურცულ საბანს და ხელის კანკალით შეეხო.ხმაური სწორედ ამ საბნის ქვემოდან მოდიოდა,შიში დაიოკა და მოულოდნელად გადააძრო საბანი და მის გვერდით გაგორებულ პაატას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და ხელის კვრით გადააგდო საწოლიდან,თან შეუყვირა. -რა დროს მოხვედი,ან სახლში როგორ შემოხვედი.იცი როგორ შემაშინე იდიოტო? -აუ,აუ,აუ თავი მისკდება. -რა მოგივიდა თავზე,შეგცივდა?უთხრა ბოლოს სიცილით. -უჩა მერამდენედ დასცინი შენ ჩემს თავს.შეუღრინა პაატამ. -მე რომ დავწექი,უკვე თენდებოდა.შენ რა დროს მოდი,ვერ გავიგე შენი მოსვლა ან აქ რატომ დამიწექი. -აბა სად წავსულიყავი,საწოლის ქვეშ? -სხვა საწოლი ვერ ნახე?თუნდაც მდივანზე,რატომ არ დაწექი.არ მოგეწონა? -იქ ტანისამოსი გაქვს გაწყობილი,თითქოს მიცვალებულს აცილებ სახლიდან და ისინი ან უნდა ჩააცვა,ან უნდა გაატანო. -ენა მოგტყდეს ან დაგიდუმდეს ამ დილა უთენია.აუუუ,პაატა იცი რა ქალი იყო? -ვაააუ,ცეცხლოვანი ღამე გქონდა? -არა,რა ცეცხლოვანი ღამე.ისე წავიდა,არ დაიჯერებ თითიც არ დამიკარებია. -მართლა ვერ დავიჯერებ,რომ შენ აქ ქალი გყავდა მოყვანილი და თითი არ დაგიკარებია.უთხრა პაატამ გაკვირვებულმა. -ასე იყო,ასე და ახლა ადექი ყავა ჩააყენე და წავიდეთ კომპანიაში,არადა როგორ მეზარება დღეს წასვლა. -არ წავიდეთ,შენი ნება არაა? -დღეს წითური მოვა კომპანიაში.ვერა,მას ვერ გავუშვებ ასე იოლად ჩემგან. -მომისმინე,ეს ძალიან დამაფიქრებელია.ქალი სახლში გყავდა და არ მიგიკარა.ხომ არ დაფიქრდები,რომ ცოტა უცნაურია და გეთამაშება. -როგორ მეთამაშება,ფულის გამო? -სწორედ ფულის გამო,მე ასე უფრო ლოგიკურად მეჩვენება. -ჩემი ფული რად უნდა წითურს პაატა.თავად ექიმია,მამა რაღაც ძალიან დიდი და უზარმაზარი კომპანიის მფლობელია ჩიკაკოში. -არ ვიცი რამდენად მართალია,მაგრამ მე შენს ადგილზე გადავამოწმებდი. -კარგი რა,იმდენად დიდ და საოცარ კომფორტსაა მიჩვეული,ჩემი სახლი არ მოეწონა.მე მან გემოვნება დამიწუნა და გესმის,რას ნიშნავს ეს? -ხო,რას ნიშნავს აბა ეს მითხარი შენ.დასცინა პაატამ საუბარზე.უჩას გაეცინა,მაგრამ უთხრა. -დავრწმუნდი,რომ მას ძალიან სძულს მლიქვნელობა.არ დამნებდა,რადგან მეტისმეტად მგრძნობიარეა.ის საჭიროებს მეგობარო პატივისცემას და მეც პატივი ვეცი წუხელ მის გადაწყვეტილებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.