25 ფაქტი ქალის სხეულზე, რაც ქალებმაც არ იციან
1. ქალს გული უფრო სწრაფად უცემს, ვიდრე მამაკაცს. 2. ქალი თვალებს მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ახამხამებს. 3. ქალის ორგანიზმი კალორიებს უფრო ნელა წვავს, ვიდრე მამაკაცის, - დაახლოებით 50 კკალ-ს დღეში. 4. ქალს უფრო ძლიერი იმუნიტეტი აქვს. 5. ქალის თმის დიამეტრი მამაკაცისაზე ორჯერ ნაკლებია. 6. ქალი ერთდროულად რამდენიმე საქმეს ადვილად უმკლავდება. 7. ქალის ენაზე უფრო მეტი რეცეპტორია განლაგებული. 8. ქალები უკეთ უძლებენ ტკივილს. 9. ქალები კარგად არჩევენ ფერთა გამას. 10. ქალის კანი მამაკაცისაზე 10-ჯერ მგრძნობიარეა. 11. ქალის კუნთი უფრო მეტ ელასტინს შეიცავს, ამიტომაცაა უფრო მოქნილი. 12. ქალი უკეთესად არჩევს ხმას. 13. ქალის ტვინის აქტივობა ძილის დროს მხოლოდ 10 პროცენტით ქვეითდება. ამიტომაა, რომ მას უფრო ფრთხილი ძილი აქვს. 14. ქალი ცუდად ორიენტირებს ბუნებაში, საჭესთან. 15. ქალი უკეთ ანსხვავებს ტკბილის გემოს. 16. ქალი დღეში საშუალოდ ამბობს 8 ათას სიტყვას, გამოსცემს 3 ათას ხმას და იყენებს 10 ათას არავერბალურ სიგნალს. მამაკაცები - ორჯერ ნაკლებს. 17. ქალს უკეთ აქვს განვითარებული შეგრძნება. 18. ქალებს განვითარებული აქვთ პერიფერიული მხედველობა, მამაკაცებს - ცენტრალური. 19. ქალის კისერი მამაკაცისაზე უფრო მოქნილია. სიტუაციის მიხედვით, ქალს შეუძლია კისერი მარჯვნივ ან მარცხნივ მიაბრუნოს, მამაკაცი მთელი ტანით ბრუნდება. 20. მამაკაცში სიმელოტეს დედის გენი განსაზღვრავს. 21. ქალის ორგანიზმი ადვილად უმკლავდება გართულებებსა და ქრონიკულ დაავადებებს. 22. ქალი მამაკაცზე ემოციურია, წელიწადში დაახლოებით 30-60-ჯერ ტირის, მამაკაცი - 6-17-ჯერ. 23. ფეხმძიმობისას ქალების 30 პროცენტს უჩნდება უჩვეულო საგნების ჭამის სურვილი. 24. ქალი უკეთ გრძნობს საფრთხის მოახლოებას. 25. ქალი ემოციურად უფრო ეჯაჭვება მამაკაცს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.