არანორმალური (7)
-შენ უკვე დამეხმარე სანდრო! – ჩავილაპარაკე და წამოდგომისას დავარდნილ დანას ფეხით დავუწყე ,,ჩალიჩი’’. მალე მიზანსაც მივაღწიე და თოკი გავიხსენი. ჩუმად გავიხედე მეორე ოთახში. თითქმის ყველაფერი ისე იყო, როგორც იმ ოთახში სადაც მე ვიყავი დაბმული, უბრალოდ აქ ლოგინი იდგა, სადაც სანდრო წამოწოლილიყო და ჩასძინებოდა. ამ დროს კარებს მოვკარი თვალი, რითიც სავარაუდოდ გარეთ გავიდოდი და მეც იმ კარებისკენ წავედი. გავაღე და ამ დროს ვიღაცას დავეჯახე. გული გამისკდა, ვიფიქრე გავებითქო და იმ ადამიანს მზერა ავაყოლე. ხელში კი ნოე შემრჩა. ამოვისუნთქე. მივხვდი, რომ გამოვძერი და რაც ძალი და ღონე მქონდა ჩავეხუტე ნოეს. ნოეც მომეხვია, თან თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. -ჩქარა წამოდი, შენი ძმა სახლის მეორე მხრიდან გეძებს. -ჩჩჩ! – ვეუბნები და თვალებით სანდროსკენ ვანიშნებ. გახედა და მუშტები შეკრა. მივხვდი მის მიზანს და ხელი ჩავკიდე. -წავიდეთ ლუკასთან – ვეუბნები ჩუმად. ხელს დახედა, გამიღიმა და სირბილით მოვუარეთ სახლს. ვხედავ ლუკა უკვე კარის შემტვრევას აპირებს. ამ დროს გამოიხედა, თვალები აუცრემლიანდა და ხელები გაშალა. მეც გავიქეცი და მაგრად მოვეხვიე. ლუკა იმდენ ხანს მეხუტებოდა სული ამომხადა კინაღამ. -მგონი ხშირად უნდა დავიკარგო, რომ ასე თბილად ჩამეხუტო ხოლმე! – ვუთხარი და კიდევ უფრო მაგრად მოვხვიე ხელები. -ნუ ცანცარებ გოგო! იცი რამდენი ვინერვიულეთ? ყველამ ძალიან ძალიან ვინერვიულეთ შენს გამო! -ცანცარი იქით იყოს და წამოდი ახლა ჩქარა წავიდეთ, სანამ მიხვდნენ რომ გამოვიქეცი. გავიქეცით და მანქანაში ჩავჯექით. რულთან ნოე დაჯდა, მე და ლუკა კი უკან დავჯექით და ლუკაზე ჩახუტებულს ჩამეძინა. სადარბაზოსთან რომ მივედით ლუკა აპირებდა ჩემს ხელში აყვანას, მაგრამ გამომეღვიძა და ჩემით გადმოვედი მანქანიდან. სადარბაზოსთან მამაჩემი იდგა აცრემლებული თვალებით. უკვე მეორე საღამო ხდებოდა ჩემი გატაცებიდან. სამივეს დაწითლებული ჰქონდა თვალები, ალბათ არ ეძინათ მთელი ღამე. გადავედი მაქანიდან თუ არა მომვარდა მამა და მაგრად ჩამიკრა გულში. მის სახეზე ცრემლები რომ დავინახე, გული მომიკვდა და მეც ავღნავლდი უაზროდ. მერე ლუკა ახლიდან ჩამეხუტა. დედას გარდაცვალების შემდეგ ატირებული აღარც ლუკა და აღარც მამა არ მინახავს... დღემდე... ლუკაც რომ მომშორდა, ნოეს გავხედე. ჯერ მიყურებდა აცრემლებული თვალებით, მერე კი მომვარდა და მაგრად ჩამეხუტა. ისე ჩამეხუტა, კინაღამ ნაწლავები ამოვყარე პირიდან. -მეორედ ასე აღარ დამტოვო – და კიდევ უფრო მაგრად ჩამიხუტა. როგორც იქნა ავაღწიე სახლში. ნია და ვიკი თურმე ახალი წასულები ყოფილან. ძალით გაუგდიათ ბიჭებს, გამოიცვალეთ მაინცო და მერე მოდითო. ესენი მართალია არ მიდიოდნენ, უცებ ბაბი რომ მოვიდესო, მაგრამ ვერ გაიტანეს თავისი და ფაქტიურად გააგდეს სახლიდან. ყველას ძალიან აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ სანამ არ გადავივლებ არაფერს მოგიყვებითთქო და საბანაოდ წავედი. საუბედუროდ ტანსაცმლის შეტანა დამავიწყდა სააბაზანოში და მოკლე პირსახოცის ამარა გავირბინე ოთახამდე. კიდევ კაი სამზარეულო არ მქონდა გასავლელი ოთახში მისასვლელად, რადგან ბიჭები იქ იყვნენ. შევვარდი ოთახში და კარი ჩავკეტე, არავინ შემომივარდესთქო. გავიხედე და ლოგინზე მჯდარი ნოე რომ დავინახე, გული კინაღამ შემიღონდა. -ნორმალური ხარ ბიჭო?! რას დამჯდარხარ აგერ ანაბელივით? გამისკდა ეს პაწაწინა გული. მან კი რატომღაც, ცხოვრებაში პირველად ჩემს ხუმრობას ღიმილით არ უპასუხა. თვალები აუცრემლიანდა, მოვიდა და ისევ მაგრად ჩამეხუტა. ცოტახანი გავშეშდი. ვერ გავიაზრე რა მოხდა. -ოე ჩემი ძმა, მეც მიხარია შენი ნახვა, მაგრამ იქნებ ტანსაცმლის ჩაცმის უფლება მომცე?! -უი ბოდიში, ბოდიში! – მაშინვე გაეცინა, თვალებზე ხელები აიფარა და მეორე მხარეს გაიხედა – კარი რომ არ ჩაგეკეტა გავიდოდი, მაგრამ მგონი შენ სხვა გეგმები გაქვს! –მართალია მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ მივხვდი რომ ჩაეღიმა. -გარყვნილი! – ჩავილაპარაკე, ვითომ ჩემთვის, მაგრამ მინდოდა რომ მასაც გაეგო. -არანორმალური! –არც ის დარჩა უპასუხოდ. გამეცინა. მაგრამ მერე მოვტვინე, რომ ისევ პირსახოცის ამარა ვდგავარ, შევვარდი საგარდერობო ოთახში და სასწრაფოდ ჩავიცვი თბილი პიჟამოები. -მზად ვარ! შეგიძლია გამოიხედო. ისიც შემოტრიალდა და ლოგინზე წამომისკუპდა. -შენს გამო ზედა დამისველდა – მითხრა და ცალყბა ღიმილით გამომხედა. -რა ჩემი ბრალია, შენ თუ ჰორმონებმა შემოგიტია. – ვუთხარი და თან თმის დავარცხნას შევუდექი. -ჰორმონების ბრალი სულაც არ არის. უბრალოდ... მაგრამ მე უკვე აღარ ვუსმენდი. თმებს ვიწიწკნიდი და თან ვიჭყანებოდი ტკივილისგან. სარკეში დავინახე, როგორ მიყურებდა. წყნარად რომ ვივარცხნიდი ეღიმებოდა და თმებს რომ ვიცლიდი მაშინ იჭყანებოდა(გრძელი თმა მაქვს და იმიტომ ვკვდები ყველა დავარცხნაზე). ბოლოს ყელში რომ ამომივიდა მისი მზერა, კარები გავაღე, ნაზი ღიმილით გავხედე და თავით კარისკენ ვანიშნე. ისიც მალევე მიხვდა ჩემს მინიშნებას და გასვლას აპირებდა რომ უკმეხად მივაძახე: -შენ მე მოგენატრე! -არაფერიც – ირონიული ღიმილით გამომხედა, მაგრამ თან დაიბნა – მხოლოდ ოცნებებში! -შენ ჩემზე ნერვიულობდი – არ მოვეშვი მაინც. -ამჯერად არ ყოფილა ჩემი ბრალი და რატომ უნდა მენერვიულა?! უბრალოდ შენს ძმაზე ვნერვიულობდი. ბოლთას სცემდა და საჭმელსაც კი არ ჭამდა. თორემ შენნაირ არანორმალურს რა მომანატრებდა. -სადარბაზოსთან სხვანაირად ჭიკჭიკებდი. -რას ვჭიკჭიკებდი? – ვითომ გაკვირვებული სახით შემომხედა – უბრალოდ სად დაიკარგე ამდენ ხანსთქო?! არაფერი პირადული ამიგო! – მითხრა და თვალი ჩამიკრა. აღარაფერი მითქვამს, რადგან ორივემ კარგად ვიცოდით სიმართლე. მოვრჩი თმის დავარცხნას და ჩაწნას და გავედი სამზარეულოში. ვიკი და ნიაც მოსულიყვნენ უკვე და ორი საათი მეხუტებოდნენ. რა მოხდა?! სასწრაფოდ მოგვიყევი! სად იყავი ამდენ ხანს?! კარები რომ ღია დაგვხვდა და თან შენ რომ სახლში არ იყავი კინაღამ მოვკვდით! –მოკლედ მსგავსი მრავალი ფრაზა წამოვიდა და ვერაფრით დავიწყე ამბის მოყოლა. -კარგი! გეყოფათ. თუ დამაცდით მოგიყვებით ყველაფერს, თუ არადა ისედაც ძალიან მეძინება და წავალ, დავწვები, დავიძინებ. როგორც იქნა გაჩუმდნენ და მეც ყველაფერი მოვყევი, იმის გამოკლებით რომ ის კაცი, უშუალოდ ვინც მომიტაცა სანდრო იყო და რომ მას ვიცნობდი. ამას მერე ცალკე ვეტყოდი ნოეს და ლუკას. მარტო მოვყევი რომ ვიღაც ტიპმა გამიტაცა, რომელიც როგორც შემდეგ გავარკვიე ბერდოს შვილი ყოფილა. მამაჩემი გამწარდა. ჯერ აქეთ-იქით დაიწყო სიარული, შემდეგ კი მაგიდას მაგრად დაარტყა მუშტი. ასეთი გაბრაზებული ჯერ არ მინახავს მამაჩემი. ტელეფონს დაავლო ხელი და თავისი ოთახისკენ გაცეცხლებული წავიდა. მერე ისევ შემობრუნდა თავზე მაკოცა, დაისვენეო მითხრა და უკან გაბრუნდა. ცოტახანი კიდევ ვიყავით ბავშვები და რაღაცეებს ვლაპარაკობდით, მერე კი ვიკი, ნია და ნოე წავიდნენ. ლუკაც ძალიან იყო დაღლილი და მეც. ასე რომ ჩვენც დავწექით. ლუკამ ისე გამჭყლიტა თავის ოთახში წასვლამდე, რომ ორგანოები ისევ თავის ადგილზე მქონდა თუ არა აღარ ვიცოდი. * * * თვალებს ვახელ და თავიდან ბუნდოვნად ვხედავ, ლოგინზე წამომჯდარ სილუეტს. მერე კონტრასტი მკვეთრდება და ვარჩევ მის სახეს. ნოეა... -ჯანდაბა! ალბათ სიზმარში ვარ – თვალები დავხუჭე იმ იმედით, რომ გაქრებოდა და მერე ისევ გავახილე, მაგრამ ნოე ისევ იქ ზის და კვდება სიცილით. -ნუთუ სიზმრებშიც გესიზმრები?! – და მეც მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ეს ყველაფერი სულაც არ არის სიზმარი. -ჯანდაბა! ამ დილა უთენია აქ რას აკეთებ?! -ჯერ ერთი 2 საათი უკვე შუადღეა, მერე მეორეც მე შენი უფროსი ვარ და ცოტა პატივისცემა გამოიჩინე და მესამე მე და შენ ,,შოპინგზე’’ მივდივართ. -მოიცა მეორეზე და მესამეზე ვერ მიგიხვდი? -რა და ქალბატონო ჟანა სამსახურში აყვანილი ხართ. უბრალოდ ვიღაც უშანგიმ შემატყობინა, რომ ჩვენს გამო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაგინადგურებიათ, ხოდა გვაიძულა აგვანაზღაურებინა ზარალი – გამომხედა და გამიღიმა, მერე ისევ დასერიოზულდა – არა, არ გინდა ეს მორცხვ... -ხოდა ძალიან კარგი! მადლობა უშანგის. წავედით საყიდლებზე! -მოიცა რა?! მეგონა ოდნავ მაინც დაიმორცხვებოდი და მეტყოდი არ შეწუხდეო... -შენი პარპალა თვალები ჩემზე არ მოქმედებს. შენ შემომთავაზე და მეც დაგთანხმდი. თუ გეგონა, რომ მარტო ზრდილობის გულისთვის სიტყვის წამოყრანტალება შეგრჩებოდა ძალიან ცდები! ხომ დამპირდი ზარალის ანაზღაურებას, ხოდა წავედით. მოკლედ ჩავიცვი და სამზარეულოში გავვარდი. მამა და ლუკა უკვე წასულიყვნენ სამსახურში. საუზმე მოვამზადე, მაგიდაზე გავაწყვე და გემრიელად მივირთვით მე და ნოემ. -პირველად ვჭამ საუზმეს 2საათზე. -მე ამაზე ადრე დასვენების დღეებში საუზმე არ მიჭამია. კაი რახან მოვრჩით, წავიდეთ! ჩავედით სადარბაზოსთან, მაგრამ მანქანის მაგივრად მოტოციკლეტი დამხვდა. -მოიცადე, ამ რაღაცაზე უნდა დავჯდე?! -არა ბაბი უნდა წამოწვე...რა დებილურ კითხვებს სვამ. -მანქანა დაკარგე?! -რა იყო? აქამდე არ მჯდარხარ მოტოზე?! მოტოციკლეტს ანერვიულებულმა გავხედე. -მმმ...იცი...არა... და არც მინდა... – შემდეგ კი ჩუმად დავამატე – მე უბრალოდ მეშინია! -რისი? – სიცილით გამომხედა. -სისწრაფის და მოტოციკლეტის. -რაა?! ბაბის, რომელმაც ამდენი რამ გადაიტანა სისწრაფის ეშინია?! არ არსებობს! -ამ მოსიარულე კუბოზე მე არ დავჯდები. -აუ ეტყობა არასდროს მჯდარხარ და არ გამოგიციდია რამდენად მაგარია მოტოციკლეტზე ჯდომა! -არა ნოე ამაზე, ტყვიით რომ დამემუქრონ მაშინაც არ დავჯდები! ... -მეზიზღები! – ვეუბნები და წელზე მაგრად ვხვევ ხელს. აშკარად ესიამოვნა – იცოდე თუ მოვკვდი მამას უთხარი რომ მიყვარს, ლუკას უთხარი რომ საფლავის ქვაზე ბარბი არ დამაწეროს და ვიკის და ნიას უთხარი, რომ ჩემი ტანსაცმელები ბავშვთა თავშესაფარს გადასცენ! – ვეუბნები და მერე ვეკრიჭები ყველის ვაჭარივით. -ნუ ცანცარებ! წავედით – თქვა და მოტოციკლეტი მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს. სუნთქვა შემეკრა. თავი ზურგზე დავადე და თვალები მაგრად დავხუჭე. ხელები ისე მოვუჭირე წელზე, ალბათ დაავიწყდა სუნთქვა რა ხილია. გულმა გამალებით დამიწყო ცემა. ძალიან მეშინოდა თვალების გახელის. მეგონა უცბად ხელი გამეშვებოდა და ადგილს მოვწყდებოდი. როგორც იქნა მივაღწიეთ ,,თბილისი გალერეამდე’’. მოტოციკლეტი გაჩერდა,მე კი ერთიანად ვცახცახებდი. -ბაბი მოვედით! – მითხრა როდესაც დაახლოებით ხუთი წუთი ვიჯექით გაუნძრევლად. -ჰა?! ხო...მოვედით...კი...მართალი ხარ... – წელზე შემოხვეული ხელები მოვაცილე და როგორც იქნა ისევ მიწაზე დავდექი. ცოტახანი ფეხები მეკვეთებოდა და ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. -ბაბი კარგად ხარ?! მაპატიე. შენთვის მოტოციკლეტზე დაჯდომა არ უნდა დამეძალებინა. ბოდიში! – მითხრა და ჩამეხუტა. სანამ აზრზე მოვიდოდი, ასე ვიდექით, შემდეგ კი გამოვფხიზლდი: -მოკლედ შენ ოღონდ მიზეზი მოგეცეს ჩემს ჩასახუტებლად. –არ დავაყოვნე მწარე სიტყვები. -უკაცრავად?! – ხელი გამიშვა და გაკვირვებულმა გამომხედა. -მოგწონვარ, უბრალოდ ამას ჯერ არ აღიარებ. – ვთქვი კმაყოფილმა, წელზე დოინჯი შემოვირტყი და თვალების ჟუჟუნი დავიწყე. -რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. წამოდი, წამოდი ავანაზღაუროთ ზარალი. – ჩამკიდა ხელი და შემათრია მაღაზიებში. ძალიან ბევრი ვიარეთ და ვარჩიეთ ტანსაცმელები და ფეხსაცმელები. იმდენჯერ გამოვიცვალე, გასახდელის დანახვა უკვე მეზიზღებოდა. საბოლოოდ ბევრი რამე მიყიდა. სამი წყვილი ქუსლიანი ფეხსაცმელი, ყველა სხვადასხვა სტილის და სხვადასხვა ფერის იყო. ორი პიჯაკი, ერთი ჭუჭყიან ვარდისფერს რომ ეძახიან ისეთი და მეორე შავი. შლაქსი შარვალიც მიყიდა ორი. ერთი შავი თეთრი ზოლებით და მეროე მთლიანად შავი.მოკლედ გამოვღლიტე საწყალი. ბოლოს დაქანცულები ვენდისში შევედით და პირები ჰამბურგერებით გამოვიტენეთ. -აუ მთლად ასეთი უსინდისო თუ ვიყავი,არ მეგონა.გამოგღლიტე მთლიანად!ცუდი ადამიანი ვარ. ძალიან დიდი მადლობა! -ხოხხ... მეგონა არ იყავი მორიდებული გოგო!.. – მითხრა და ცხვირზე თითი დამკრა – ხუმრობა იქეთ იყოს, მაგრამ ამ ფულს მაინც რამე სისულელეში დავხარჯავდი. რამე ვითომ ხელოვნების ნიმუშს ვიყიდდი სახლისთვის ან რამე მსგავს დებილობას. ასე რომ შენ გადამარჩინე, მადლობა! -მოიცა რა?! –ლამის იყო დავიხრჩვი სიცილისგან – ეგეთ რაღაცეებს მართლა ყიდულობ?! -თუ მამაჩემი დაჟინებით მოითხოვს ახალ ნივთს ოჯახში,მაშინ კი... ცოტახანი ჩუმად ვიჯექით და ხმას არც ერთი არ ვიღებდით, მერე კი ისევ მან დაიწყო საუბარი -სახლში რომ დაბრუნდი და აბაზანიდან გამოხვედი, მაშინ რომ დაგხვდი ოთახში, იმიტომ ჩაგეხუტე რომ...ემოციებმა ამიყოლია... – გაეღიმა,ჰამბურგერი ლანგარზე დადო და ლაპარაკი გააგრძელა – ადრე მეგობარი მყავდა, რომელთანაც სასწაულად ახლოს ვიყავი. ხოდა ერთ დღესაც ეს გოგო დაიკარგა. მესამე საღამოს კი ის გარდაცვლილი იპოვეს. ჯერ მასზე იძალადეს, შემდეგ კი მოკლეს. -ღმერთო ჩემო! რა საშინელებაა... ვიზიარებ! – ვუთხარი და თბილად გავუღიმე. -ხოდა მეგონა ეს ისტორია მეორდებოდა. ძალიან შემეშინდა! -ანუ შენთვის ძალიან ახლო მეგობარი ვარ? – ვეცადე თემა გადამეტანა, რადგან დავინახე ამ ამბის გახსენება, მას გულს როგორ ტკენდა. -რავიცი გოგო რომ უშანგის მაკადრებს და მე ვაპატიებ, წესით ძალიან ახლო უნდა იყოს. ორივეს გაგვეცინა. ამ დროს ნოეს ტელეფონზე ზარია. ჯერ ტელეფონს დახედა, შემდეგ სახე შეეცვალა და უხმოზე დააყენა. ოდნავ გადავხედე ტელეფონს და ნომერზე დაეწერა „ქერა ჭირი’’. მაშინვე სიცილი ამიტყდა და ის ქერა გოგო გამახსენდა, მაშინ სასადილოდ წამოსვლის ნება რომ არ მისცა. -რატომ არ პასუხობ? -აუ ტო უკვე ტვინს ჭამს. არადა მამაჩემის საუკეთესო მეგობრის შვილია და არ მინდა, რომ რამე ცუდი ვაკადრო. -მე დაგეხმარები! –ვუთხარი და ტელეფონს დავავლე ხელი. -ალო ნოიკოო – ისმის წვრილი ხმა. -ბოდიში, ნოე გასულია. გადავცე რამე? – ვეუბნები და თან კბილებს ტუჩებზე ვიჭერ, რომ სიცილი არ წამსკდეს. -აუ შენ ვინ ხარ?! ან ნოე სად არის?! – აშკარად შეეცვალა ხმა. სავარაუდოდ ძალიან იმედგაცრუებულია. -მე ნოეს შეყვარებული ვარ და ნოე აბაზანაშია. რა გადავცე? – ნოემ გამომხედა, თვალები დაჭყიტა და თან ოდნავ ჩაეღიმა კიდეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.