დრო გადიოდა
ის იხდის ტანზე და საკუთარ სხეულში წვება. მე ვეუბნები: რომ ზღვა არის და სურს დამახრჩოს, ის მეუბნება: რომ ცეცხლი ვარ და ავადუღებ. მე ვიხდი ტანზე და საკუთარ თვალებში ვწვები. ის მეუბნება: რომ ზეცა ვარ და სურს გაფრინდეს, მე ვეუბნები: რომ ჩიტი ვარ, მის მხრებ ქვეშ ვცხოვრობ. თვალები ვნახე და პირველმა ფრჩხილმა გამკაწრა, ამოვისუნთქე მის ტუჩებზე დავკიდე ყელი, ის მეუბნება: რომ წვიმაა და ხმა აღარ აქვს, მე ვეუბნები: უკვდავი ვარ მაგრამ დღეს ვკვდები. მხრები დავყარე, მოვიხვიე წელზე მისი თმა, ვამბობ ქარი ვარ, მოვიხურე მუხის სარკმელი, ის მეუბნება: პირველი ხარ, მაგრამ მატყუებს, მე ვეუბნები: რომ ბოლო ვარ, უკანასკნელი. დრო გადიოდა, მზე ღრუბლიდან მალე გამოვა, ჩვენ ვეუბნებით: დრო არა გვაქვს სენტიმენტივით, ადგა შიშველი, ჩემს გადაღლილ ზურგზე წამოწვა, წლების წინ ჩემთვის ამოცლილი, ერთი ნეკნივით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.