შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ნათელ ფერებში (გიორგი ყელბერაშვილი)


1-02-2018, 23:39
ნანახია 1 517

***


ქუჩა-ქუჩა ხეტიალის შემდგომ თბილისის ერთ-ერთ მეტრო სადგურში აღმოვჩნდით. გათენებასაც არ დაელოდნენ, როდესაც გუგლიკომ თავის საყვარელი "კენგოლი" მათ წინ დადო და უკვდავი ქართული ჰანგები ააჟღერეს გიტარის თანხლებით. ნანკას ჩონგური ჰქონდა წამოღებული და ასე ერთმანეთის მონაცვლეობით მღეროდნენ სხვადასხვა სიმღერებს. ღიმილი წუთითაც არ მოშორებია მათ სახეებს, ხოლო ხალხის ნაკადის მომრავლებასთან ერთად სულ უფრო მეტი ემოციით უკრავდნენ და მღეროდნენ რასაც მსმენელის ოვაციებიც თან სდევდა. ქუდი სულ შხრიალით ივსებოდა მათ თვალწინ. ადამიანები სიმღერის დასრულებასაც კი არ აცდიდნენ მათ. ახალგაზრდა გოგოები ხომ საერთოდ. გეგას ხან, რომელი მათგანი ეხვეოდა და ხან რომელი. ბევრი აშკარად იცნობდა კიდეც მათ "რეპერტუარს". ვიდექი ჩემთვის ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი და ჩემ თავს გამუდმებით ერთასა და იმავე კითხვას ვუსვავდი. ნეტავ რაში სჭირდებათ მათ ეს ყველაფერი თუ მატერიალური არაფერი აინტერესებთ?! ის ფული კი რაც დღის ბოლომდე შეუგროვდათ, საარსებოდ რამოდენიმე დღე ნამდვილად ეყოფოდათ. დაღლის არაფერი ეტყობოდათ. მეტროს შემდგომ ჩამოდგომამდე სადგური არა ერთხელ ივსებოდა. იმ ადგილას კი სადაც ისინი მღეროდნენ მგზავრების გადაადგილება ჭირდა, რადგან ყოველ ხუთ წუთში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ემატებოდა. "ვიცეკვოთ, ლევან ვიცეკვოთ!" - ხელი მომკიდა, ნანკამ და პირდაპირ ხალხის შუაგულში აღმოვჩნდით. ბიჭები კიდევ უფრო მეტი მონდომებით ასრულებდნენ ყველაფერს ისე, რომ ყელზე ძარღვებიღა დაეჭიმათ. მე, როგორც ყოველთვის გაურკვეველ მოძრაობებს ვასრულებდი, თუმცა ნანკას სიგიჟე ჩემს უნიჭობას აშკარად ჩრდილავდა მაყურებელთა თვალში. ხან ცერებზე დადგომა მოვისურვე, ხან კი ილეთის გართულება მაგრამ რაც ჩემი არ არის- ეს ცეკვაა. საკუთარ თავზე თავადვე მეცინებოდა. ხალხი კი პირიქით მგულშემატკოვრობდა და ტაშის ხმაურს უმატებდნენ. ნანკა ირგვლივ ვერც ვერავის ამჩნევდა. ჩემს გარშემო ტრიალებდა და თვალებ დახუჭული ხელებს დაანარნარებდა ჰაერში. შემდეგ ისევ ხელს ჩამკიდებდა ხოლმე ძლიერად, რომ არ მოვდუნებულიყავი. ამათი რა მოგახსენოთ...მე კი მართლაც დავიღალე (ღიმილი). გულში მიკრავდნენ და მკოცნიდნენ. ზოგი თავისკენ დამქაჩავდა და ყურში ჩამჩურჩულებდა ხოლმე, ნანკზე: "თვალებში შემოქციცინებსო". გულში კი ვფიქრობდი -მაგას თვალები სულ ეგრე უბრწყინავს-თქო. დღის ბოლოს ემოციური ტაშის ფონზე დაასრულეს კიდეც გამოსვლა. სათითაოდ ყველას გამოემშვიდობნენ და თბილისის ქუჩებისაკენ გადავინაცვლეთ ცეკვა-ცეკვით. იმაზე ფიქრი თუ რისი მიღება გვსურს ცხოვრებისაგან გამოსავალი არ არის! საკუთარი თავის ძიებაა რთული, რომელიც ჩვენში - ჩვენს ოცნებებთან ერთად გვიცდის აღმოსაჩენად.

***
ადამიანებს ნუ ენდობი!
არა იმიტომ, რომ მათზე უკეთესი ხარ... არამედ იმიტომ, რომ საკუთარ თავსაც არ ენდობი და არც არასდროს დაივიწყო, რომ შენ თავადაც ადამიანი ხარ. ნურც სხვისი ცოდვები გაგაკვირვებს, რადგან მასში არაფერია სასწაულის რათა გიკვირდეს. არც დავრდომილს ჩაურო ბრმად და არც საკუთარი თავი არ დაარწმუნო რომ არ გესმის, რადგან ჯანმრთელობა ეს ერთადერთი განსხვავებაა შენსა და მას შორის. მიეცი სიყვარულს საშუალება, რათა არ შეწყვიტოს შენში არსებობა. ნუ დაამონებინებ იმ გარემოებებს თავს, რომელიც რეალობასთან მიახლოებაში გიშლის ხელს და ნუ მოგხიბლავს ყველაფერი ის რასაც გარშემო ხედავ, რადგან ერთადერთი რეალური ამ სამყაროში ეს შენი სიყვარულია. გრძნობა, რომელიც გაძლევს საშუალებას თავი ადამიანად იგრძნო.


***

არ ვიცი რა მოხდა. როდესაც თვალები გავახილე თავს უამრავი ადამიანი დამდგომოდა. მიყურებდნენ უმეტყველო თვალებით და თან ჩემს ახლად გაცნობილ მეგობრებს გადახედავდნენ ხოლმე. ხელებში დაბუჟებას ვგრძნობდი, მაგრამ სწრაფად მოვიკრიბე ძალა და წამოდგომა ვცადე. არაფერიც არ გამომოვიდა, რადგან მაშინვე თავბრუ დამეხვა და ფეხებშიც სისუსტე ვიგრძენი. სადაცაა უნდა დავცემოდი, თუმცა, რომ არა გეგას სისწრაფე ასეც მოხდებოდა. ძლიერად დამიჭირა და იქვე სკამზე ჩამომსვა. "საკმარისია, კინო დასრულდა" - მიუბრუნდა, ვატო იქ მყოფ ხალხს. საშინელმა კანკალმა ამიტანა, რადგან ყველაზე მეტად ის მინდოდა, რომ "ეს" ვინმეს თანდასწრებით არ მომხდარიყო. აუცილებლად უნდა გავცილებოდი ამ სიტუაციას რადაც არ უნდა დამჯდომოდა, თუმცა ფეხებში საკმარის ძალას ვერ ვგრძნობდი. აშკარა იყო, რომ დღეს ბედი არ მწყალობდა. ცხვირიდან სისხლი წამსკდა და იმის მაგივრად, რომ გონება მომეკრიფა, რამოდენიმე წამში თვალებსაც სიმძიმე დააწვა. სკამს ძლიერად მივეკარი ხოლო ბოლოს რაც მახსოვს ეს ნანკას აცრემლებული თვალები იყო. ღმერთო! ნეტავ იცოდე თუ რა ძალიან არ უხდება მის თვალებს ცრემლი. ღრმად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი და .... საოცარი სიმშვიდეც ვიგრძენი.


***

რთული მისახვედრი არ არის თუ რა იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი. რა თქმა უნდა ამჯერად ექიმების გარემოცვაში გამომეღვიძა. ისინი კი ჩვეული ქაოსით დასტრიალებდნენ ჩემს საწოლს. სანამ შეამჩნევდნენ ჩემს გამოღვიძებას მაღლა ავიხედე და ღმერთს მხოლოდ ის ვთხოვე, რომ "ოღონდ ახლა არა!". პირველი შემთხვევაა, როდესაც ავადმყოფობამ ასე მოულოდნელად მძლია. რაღაც დროის შემდგომ იქაურობა ძალიან მეცნო. ეს სწორედ ის საავადმყოფო აღმოჩნდა სადაც გოგა წევს. ფიქრები ერთბაშად მომეწვა და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რომ არავის არაფერი გაეგო. საწოლზე ოდნავ წამოვიწიე, თუმცა იქვე მყოფმა მედდამ ძველ მდგომარეობაში დამაბრუნა. მოძრაობის საშუალებასაც კი არ მაძლევდნენ. თავი პარალიზებული მეგონა და არ მომწონდა, როგორც მძიმე ავადმყოფს ისე, რომ მექცეოდნენ. მოძრაობა კი არა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებისის მიღებაც კი არ შემეძლო. სწორედ ამ სიტუაციას და ამ ოთხ კედელს გავურბოდი ყოველთვის. ახლა კი გაქცევის ძალაც კი აღარ შემომრჩა. მოგვიანებით პალატის კარები ჩემმა პირად ექიმმა შემოაღო. მოშორებით მდგარ სკამს ხელი მოკიდა და ჩემს წინ ჩამოჯდა. აშკარა უკმაყოფილება იგრძნობოდა მის თვალებში, თუმცა კამათს აღარ ვაპირებდი. რაღაცნაირად მომბეზრდა კიდეც მასთან დაუსრულებელი ჩხუბი. თავი მძიმედ შემოვაბრუნე, მშვიდად შევხედე და მის კითხვებს დაველოდე.
-თავს, როგორ გრძნობ?
-უკეთ.
-შენი ანალიზები ვნახე...
-მერე?- სიტყვა ცივად გავაწყვეტინე.
-შენთვის სასიკეთო არაფერია, ლევან. არასდროს მაძლევდი იმის საშუალებას, რომ დაგეხმარებოდი.
-ვიცი.
-ახლა სტაბილურია მდგომარეობა, მაგრამ ისევ მინდა დარჩენა გთხოვო.
-გოგა აქ არის?
-კი. შენზე არაფერი მითქვამს არც მისთვის და არც დედამისისთვის. -შუბლზე ხელი მოისვა და განაგრძო. -სანამ შეგვძლია და არის იმის საშუალება, რომ მკურნალობის კურსით შენი სიცოცხლე გავახანგძლივოთ უნდა დამიჯერო.
-რა უნდა გავაკეთო?-მას აღარ ვუყურებდი.
-ბოლოს როდის მიიღე წამლები?
-არ მახსოვს...
-ჯანდაბა... -უსიამოვნოდ შეიშმუშნა. -მოკლედ, მაგას მივხედავთ. მთავარია არ მიღალატო, ლევან.
-კურსს აზრი აღარ აქვს.
- ერთხელ მაინც ხომ შეგიძლია ისე მომისმინო, რომ სიტყვა არ გამაწყვეტინო. აზრი ყოველთვის აქვს ბრძოლას, როდესაც საქმე შენს სიცოცხლეს ეხება. მიყვარხარ, რადგან კარგი ადამიანი ხარ. მინდა დაგეხმარო, რომ ყველა ის მიზანი სისრულეში მოიყვანო. ხომ იცი დიდიხანია გიცნობ და ვიცი რაც გინდა. ისევე ვნერვიულობ შენზე, როგორც საკუთარ შვილზე ვინერვიულებდი. ისიც მესმის, რომ 24 წლის ბიჭისათვის ეს უდიდესი სასჯელია, მაგრამ რას ვიზამთ?! ყველაფერი უნდა ვცადოთ...
-ეს ჯვარია...
-რა თქვი?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ეს ღვთისგან ბოძებული ჯვარია. მგონია, რომ ეს ყოველივე რაღაც მიზანს ემსახურება. არ ვიცი უფალს საით მივყავარ და რაში ვჭირდები, მაგრამ აქ რაღაც მაქვს გასაკეთებელი.
-მიხარია უფლის რწმენა, თუ არ დაგიკარგავს.
-მის სიახლოვეს ვგრძნობ.
-ჯერ ადრეა ეგ ყველაფერი. ძალიან ადრე. -ხელი მომკიდა და გამიღიმა. მისმა ასეთმა ცვლილებამ ცოტათი გამაოცა. საოცრად დიდი სითბო იკითხებოდა მის თვალებში.
-მე სულ სხვა აზრი მიტრიალებს გონებაში.
-რა აზრი?
რამოდენიმე წუთი ორივე ჩუმად ვიყავით. პაუზის შემდგომ კი ძალა მოვიკრიბე და დაველაპარაკე. დიდიხნის განმავლობაში მდუმარედ მისმენდა, თუმცა ჩემი საუბრიდან გამომდინარე რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტი მღელვარება ეტყობოდა მის სახეს. საუბრისას ვამჩნევდი თუ რა ნელნელა დაასხა შუბლზე ცივმა ოფლმა. საბოლოოდ კი ხელი გამიშვა და განრისხებული წამოხტა. ბოლომდე არაფრის თქმაც არ დამაცალა და სიტყვაც ზედ შემატოვა. სწრაფი ნაბიჯებით მალევე გასცდა საწოლს ხოლო, როდესაც კარებში გადიოდა ოდნავ შეყოვნდა. პირდაპირ მის ზურგს შევცქეროდი და ზუსტად ვიცოდი რაღაცას მაინც იტყოდა. უხერხულად ამოიოხრა და ჩემდა გასაგონად თქვა.
-ეს სიგიჟეა!
აღარაფერი მითქვამს. ვაცადე, რომ მშვიდად წასულიყო, თუმცა კიდევ კარგა ხანს ვხედავდი ღია კარებიდან თუ რა მძიმედ მიაბიჯებდა დერეფანში.

***
მეორე დილით, როდესაც გამოვფხიზლდი ის ისევ ჩემს საწოლთან იჯდა. მომღიმარი სახით მიყურებდა და არც არაფრის თქმას არ ჩქარობდა. ნეტავ მაცოდინა ექიმების ასეთი შეუპოვრიბა "ჰიპოკრატეს ფიცს" ემსახურებოდა თუ უბრალოდ მისი ხასიათიდან გამომდინარე ხდებოდა, მაგრამ მეც თავი შევიკავე ზედმეტი კითხვებისგან, რადგან ჩემი ყურადღება სულ სხვა რამემ მიიპყრო. როდესაც საწოლის მაღლა ავიხედე იქ ჩემთვის კარგად ნაცნობი ფრაზა შევნიშნე: "გწამდეთ და იხილავთ! - სიყვარულს ნათელ ფერებში". გაოგნებულმა შევხედე ექიმს და დაწვრილებით გამოვკითხე თუ საიდან აღმოჩნდა ჩემი ციტატა, ჩემი საწოლის მაღლა?!
-რამოდენიმე თვის უკან შენსავით ჯიუტი გოგონა გვეწვინა აქ. მოწყენილობისგან აღარ იცოდა რა ექნა. მეც ავდექი და შენი ნაწარმოები ვუსახსოვრე თუ არ გეწყინება?
-შემდეგ?
-მასზედ ნამდვილად გაჭრა. დარჩენილი დღეები იწვა და დიდი ინტერესით ფურცლავდა შენს წიგნს.
-დაიღუპა?
-არა. გამოვაჯანმრთელე შეძლებისდაგვარად და გავწერეთ. ჯერჯერობით ისევ სარეაბილიტაციო კურს ექვემდებარება.
-კი, მაგრამ ამ სიმაღლეზე რანაირად მიწვდა?-ხელით კიდევ ერთხელ ვანიშნე ნაწერზე.
-წარმოდგენა არ მაქვს.- და გულიანად გაიცინა- ნამდვილი შეშლილი იყო. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. პალატაში ძლივს ვაჩერებდით. ჯიუტი და შეუპოვარი იყო. ესეთი ენერგიული არსება ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს.
-ლამაზი იყო?-ცნობისმოყვარეობას ვერ ვიკმაყოფილებდი.
-ძალიან.
-რა ერქვა?
-მაგას ვერ გეტყვი. სიმართლე გითხრა ზუსტად არც მახსოვს.
-ნაწარმოები თან წაიღო?
-შენ წარმოიდგინე პირადი ნივთები დარჩა, მაგრამ ნაწარმოები არ დავიწყებია. მერე მოგვაკითხეს მისმა მეგობრებმა და იმათ გავატანეთ ნივთები.
-ყველაზე ნაკლებად ამას წარმოვიდგენდი, ოდესმე.
-შენ ხომ არ გშია?-ჩემსკენ წამოიწია და თვალებში ჩამხედა. -ცოტა უძილო მეჩვენები.
-ღამით გამომეღვიძა ერთი-ორჯერ. შევჭამდი რამეს...
-კაი ვეტყვი, რომ მოგიტანონ.
-ბატონო, დიმიტრი -პალატიდან გასული ისევ უკან შემოვატრიალე.
-გისმენ, ლევან?!
-მადლობა.
-არაფრის. -მოკლედ მიპასუხა და სანამ კარს მიიხურავდა, მაინც მითხრა ის რაზეც ალბათ მთელი ღამე ფიქრობდა -შენთვის აჯობებს ის სისულელე თავიდან ამოიგდო. -და გვერდითა პალატისაკენ გადაინაცვლა.

***
მთელი ძალებით განვაგრძობდი საკუთარ ორგანიზმთან ბრძოლას. არ ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ ასე მარტივად მომრეოდა. გავაგრძელე მედიკამენტების მიღება, ვუსმენდი ექიმის რჩევებს, რომელმაც ყველანაირი გამოკვლევით პროცედურა ჩამიტარა რაც კი შეეძლო. ხანდახან ისაც მეგონა, რომ ბატონ დიმიტრიში ბევრად უფრო მეტი ენთუზიაზმი იყო ვიდრე ჩემში. ებღაუჭებოდა ყველანაირ იმედს და ცდილობდა უკეთესი გამოსავალი მოეძებნა. თუმცა საკუთარ თავს შენზე უკეთ ვერავინ გასწავლის. მე ხომ ვიცოდი, რომ ეს პროცედურები უბრალოდ სიცოცხლის გახანგძლივებას ემსახურებოდა და არა ჩემს საბოლოო გამოჯანმრთელებას. ჯერ კიდევ მაშინ იყო დაგვიანებული ქიმიური ჩარევები, როდესაც ავადმყოფობის შესახებ გავიგე. ეს ბოლო სტადიაა, რითაც ყველაფერი ნათქვამია. გამოსავალი ბედთან შეგუება იყო და ყოველივე ოცნების სისრულეში მოყვანა. არ მეშინია, რადგან ძლიერი ვარ. ყველაზე მძიმე ტკვილი რაც მშობლების დაკარგვამ გამოიწვია უკვე გავლილი მაქვს, ხოლო შიშით სიკვდილისაც არ მეშინია არამცთუ რაიმე ადამიანური პრობლემებისა. ჩემთვის მშვიდად ვიწექი სარეცელზე და შევცქეროდი მათი იმედით ჩამქვრალ თვალებს . ნეტავი არ მსახიობობდნენ ჩემთან თითქოს ერთი აბიდან-მეორემდე რაიმე უკეთესობა იქნებოდა. მე არც მათი ყალბი ღიმილი და ყოველდღიური მოკითხვა მჭირდებოდა, რადგან მხოლოდ აქედან წამოდგომაზე და გაქცევაზე ვფიქრობდი. დრო ძალიან ცოტაა... მე კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი. ეგოისტი არასდროს ვყოფილვარ. არც არასდროს მიფიქრია საკუთარი თავის კეთილ დღეობაზე. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ ჩემთვის ადამიანების ბედნიერება ის მამოძრავებელი ძალაა რამაც აქამდე მომიყვანა. რაც არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვდუნდე ანდაც სიკვდილს პირისპირ დავუჩოქო. ეს არასდროს მოხდება, რადგან ბოროტსაც სწორედ ეს უნდა. ის ვერასდროს შეძლებს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდისთვის ჭკუის არევას. მასზე სწრაფიც ვარ და ჭკვიანიც. სამყაროს მხოლოდ მასთან ერთად დავტოვებ და ეს მასზედ გამარჯვება იქნება. ვთქვი და ამას შევასრულებ. მე დავტოვებ სამყაროს, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე იარესებებს. მართალია ეს ჩემს გარეშე მოხდება, თუმცა ზეციდან ფრთხილად მიმოვაბნევ მის კიდეებზე სიყვარულის ნათელ ფერებს. დაე იკაშკაშონ თუნდაც უჩემოდ, რადგან ჩემი ბედნიერებაც ხომ ზუსტად ეს იყო!
კიდევ ერთი დღეც გათენდა ფანჯრის მიღმა. წვიმდა და ქარი კი ძლიერად არხევდა ხის ტოტებს აქეთ-იქით. თითქოს მათი მოგლეჯვა სურდა. თავისებურად მაინც მხიბლავდა ამ კადრების ცქერა. არ ვიცი რამდენად მომწონდა თუ მაფორიაქებდა, თუმცა მომწონდა. როგორ შეიძლება არ მოგხიბლოს ბუნების ასეთმა სიძლიერემ?! რა მნიშვნელობა აქვს მთაში იქნები თუ ბარში?! ბუნებასთან მაინც ყოველთვის ახლოს დარჩები. სიმშვიდე მთებში კი არა მათი გასაოცარი სილამაზით ტკბობაშია. ჩვენ ბუნებასთან სიახლოვე გვწყურია, მაგრამ ის ვინც მას დაივიწყებს ბუნება არასდროს აპატიებს. თითქოს ადამიანი და ბუნება ეს ორი სხვადასხვა განზომილებაა, თუმცა მოვა დრო და კვლავ მას შევესისხლხორცებით. ქარის შეუპოვრობა, წვიმის სილამაზე და თოვლის სისპეტაკე ეს ის მუტაციაა რაც ჩვენში ხასიათებად გარდაიქმნა, რადგან "მიწა ვიყავთ" ხომ არ გავიწყდებათ?! მათგან თანდაყოლილი ხასიათებია ასე მგონია. რამდენ რამეზე აღარ მიფიქრია და ასეც იქნებოდა მოულოდნელად ექიმის გამოჩენას, რომ არ დაერღვია პაუზა. ჩვეული მოძრაობით სკამი ჩემსკენ მოსწია და უხასიათოდ ჩამოჯდა.
-აბა, როგორ ხარ?
-აქედან წასვლა მინდა.
-დღეს საღამოს შეგიძლია წახვიდე- თვალს მარიდებდა.
-მკურნალობის კურსი?
-კვირაში ერთხელ შემომიარე ხოლმე. დანარჩენ დანიშნულებებს სახლში გაგატან.
-ახლა, როგორ ვარ?-ვკითხე მას.
-მდგომარეობა სტაბილურია. მთავარია პრეპარატების მიღება არ შეწყვიტო.
-...
-დროებით.- შუბლიდან თმები გადამიწია და გასასვლელისკენ გაეშურა.
-დამეხმარეთ, რომ პრეზენტაციამდე ფეხზე ვიდგე.-ამ სიტყვების გაგონებაზე კი გაჩერდა და უკან მოუხედავად მიპასუხა.
-ამას თუ ვერ შევძლებ, ლევან... ექიმის ხალათს სამუდამოდ გავიხდი.

***
იქიდან გამოსულმა ქუჩა გადავკვეთე და პირდაპირ საგამოფენო დარბაზის წინ აღმოვჩნდი. კარების მიღმა, მარიამი შევნიშნე, რომელიც ჩქარი ნაბიჯებით მიმოდიოდა აქეთ-იქით თან ხელების მოძრაობით ვიღაცას ეკამათებოდა. ღმერთმა უწყის ჩემზე, როგორ ჯავრობდა ასე მოულოდნელად, რომ გავუჩინარდი. ძალიან ვღელავდი და არ ვიცოდი მისთვის თვალებში, როგორ შემეხედა. მღელვარება უფრო მისმა დანახვამ გამოიწვია და არა ჩემმა უპასუხისმგებლობამ მისდამი. ღრმად ჩავისუნთქე დილის გრილი ჰაერი და კარები ფრთხილად შევაღე. გამბედაობის მოსაკრებად რამოდენიმე წუთი მჭირდებოდა, მაგრამ ტყუილად. მაშინვე ყველამ შეამჩნიე ჩემი შემოსვლა. მეგონა ნამდვილი ომი ატყდებოდა, თუმცა მარიამს ყველაფარი იმ წუთასვე დავიწყდა, როდესაც კარებთან ეულად მდგომი დამინახა. გაიღიმა და მშვიდად დაიძრა ჩემსკენ. შემდეგ კი ნაბიჯებს აუჩქარა და ისე ძლიერად მომეხვია, როგორც არასდროს. ასე ემოციებით სავსენი და ბედნიერები ვეკვროდით ერთმანეთს. მინდოდა თავი შემეკავებინა, მაგრამ ვერც ეს შევძელი. მისი მშვენიერი სახე ჩემსკენ მოვტრიალე და მღელვარებისგან ათრთოლებულ ტუჩებში ვაკოცე. მესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა და გულის გამალებული ცემა მკერდში. პირველად მოხდა, როდესაც ჩემს დაუფიქრებელ ნაბიჯს არ ვნანობდი, რადგან მას ეს თავადაც სურდა. მისი ღვინით დანამულ ტუჩებზე უტკბესი არც არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო. სულ უფრო ძლიერ ვიკრავდი რათა ამ სიახლოვით გავმთბარიყავი. შეუძლებელი იყო იმ წუთას ჩემზე ბედნიერ მამაკაცს ევლო დედამიწაზე. როცა ადამიანის გული შენი სიყვარულით ძგერს, მაშინ ხვდები თუ რა დიად გრძნობას მოუცავს შენი შინაგანი სამყარო, რომელმაც ერთ მთლიანობად გარდაგქმნათ - ერთ სამყაროთ. ვერც კი შევნიშნეთ გარშემომყოფების სიახლოვე, რომლებიც ჯიბეებში ხელ ჩაწყობილნი უცდიდნენ ჩვენს "გამოფხიზლებას" . მე კიდევ თმებზე ხელი ნაზად გადავუსვი და მათკენ მივტრიალდი. ერთხანს ისევ ჩუმად იყვნენ. შემდეგ კი მომიახლოვდნენ და ახლად აწყობილი სცენისაკენ გამიძღვნენ. იქაურობა არ იყო ძალიან გადატვირთული. კედლებზე ციტატები ჩამოეკიდათ ფოტოების სახით, ხოლო სცენის უკანა ფონზე დიდი ასოებით დაუწერიათ- "გწამდეთ და იხილავთ - სიყვარულს ნათელ ფერებში", რომელმაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. არც კი მჯეროდა, რომ რეალურად ჩემს თავს ხდებოდა ეს ყველაფერი. თავი პრეზენტაციის სამზადისში კი არა პერსონაჟად წარმოვიდგინე. თითქოს ერთ-ერთი ფრაზა ვიყავი ნაწარმოებიდან, მოქმედი გმირი, რომელიც მკითხველის აღფრთოვანებას ცდილობდა. ნეტავ იცოდეთ ეს კადრები რამდენჯერ მინახავს ჩემს სიზმრებში. ნამდვილად არ ვისურვებდი საწოლში გამოღვიძებას. ვეჭვობ განგებამ ჩემი ცხოვრება ისე წარმართა, როგორც მე ჩემი პერსონაჟის მხატვრული განვითარება. იმდენად გავდა ყოველი მომდევნო დღე ნაწარმოებში არსებულ ისტორიებს, რომ დაჯერებაც კი მიჭირდა. ვინტერესდებოდი ყოველი დეტალით, ყოველი შტრიხით. უპასუხისმგებლობის და მიუხედავად მაინც ცნობისმოყვარეობით ვეკითხებოდი თუ რა-რის მერე იქნებოდა. რასაც ვერ ვუარყოფ ეს მათი მონდომება და უდაო პროფესიონალიზმია. ზუსტად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ და თან ისე, რომ ყველანაირი ხარვეზი გამორიცხული იყო. ბოლოს გავარკვიეთ თუ როგორი იქნებოდა სტუმრების განლაგება. თავიდან ისინი ციტატების კითხვით გაირთობდნენ თავს ჭიქა შამპანურთან ერთად. შემდეგ ჩემი სიტყვით გამოსვლა და "სიყვარული ნათელ ფერებში" წარდგინება. ღონისძიების მიწურულს კი კლასიკური მუსიკის ფონზე მსუბუქი ალაფურშეტით დავასრულებდით. არაფერი გრაციოზული, უბრალო სიყვარულით აღსავსე თბილი საღამო იქმნებოდა.

***
მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ხელი ძლიერად მეკავა. არ ვიცი ეს ქვეცნობიერად მისი დაკარგვის შიშს უკავშირდებოდა თუ ემოციურ ფონს, მაგრამ აღარ მინდოდა მისთვის ხელი გამეშვა. ბიჭებთან საუბრის დასასრულს ერთი არაჩვეულებრივი იდეა დამებადა, მაგრამ მგონი გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, როდესაც უკან მობრუნებულმა ნანკა შევნიშნე ფანჯრის მიღმა მეგობრებთან ერთად. გარედან ისე ძლიერად ურტყამდნენ მუშტებს ფანჯრის მინებს, რომ მეგონა თავზე ჩამოგვემსხვრეოდა.
-ეს არანორმალურები ვინები არიან? -კბილებში გამოსცრა, მარიამის მეგობარმა.
-ჩემთან არიან. -მოკლედ მოვუჭერი და მარიამთან ერთად დარბაზიდან გავედი. კარებიდან ფეხის გადადგმა იყო და ერთბაშად შემომეხვივნენ ყველანი. როგორც ყოველთვის ისეთი ხმაური გამოიწვიეს, რომ ერთი სიტყვაც ვერ გავიგე მათი ნათქვამიდან. გულთბილ მოკითხვებს, რომ მოვრჩით ვატოს სახეზე სილურჯე შევნიშე, რომელიც წარბთან აშკარად ჩამოსიებოდა. გაკვირვებულმა გადავხედე და დარბაზის მოშორებით გავიყვანე. არც, ნანკა გამოიყურებოდა იდეალურად. შუბლზე მასაც დამჩნეოდა მცირედი ნაკაწრი. ღიმილი უადგილო იყო, მაგრამ მეცინებოდა ამ აყალმაყალის მოყვარულ ახალგაზრდებზე.
-მეტროში მოგვივიდა პატარა გაუგებრობა- თქვა ვატომ
-ამას რაღა ჭირს?- თავის მოძრაობით, ნანკაზე ვანიშნე.
-თავის გამოჩენა, რომ უყვარს მაგის ბრალია. -და გაბრაზებულმა გახედა. -ისეთი ამბავი ხდებოდა ვეღარ შევამჩნიე ეს შტერი. გიტარა დამენანა თორემ დაუფიქრებლად თავზე გადავამტვრევდი იმათ.
-კაი რა... ვერ დაინახე რას გავდნენ, რომ წამოვედით? მგონი ერთმანეთის სახელებს ვეღარ იხსენებდნენ.-ნანკას ხელი გადახვია გეგამ და ჩვენსკენ წამოიწია. -ლევან, გვაპატიე. ყურადღება ვეღარ მოგაქციეთ იქ, როგორც საჭიროა -ამ სიტყვების თქმაზე გეგას ვანიშნე, რომ მეტი აღარაფერი ეთქვა და თემა სასწრაფოდ შევცვალე.
-თქვენი დახმარება მჭირდება.
-როცა გინდა.
-ეხლა შეგიძლია, რომ გამომყვეთ?
-წავედით!- გეგას გიტარა გამოგლიჯა, ნანკამ და პირდაპირ მე მომეკრა. -სადაც გინდა იქ წავიდეთ.

***
პალატაში შესვლისას, გოგას დედა შევამჩნიე, რომელსაც მის საწოლთან მჯდომარე მდგომარეობაში ჩასძინებოდა. ცალი ხელი გვერდზე გადაშლილ ბიბლიაზე დაედო. " უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისააკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ.(დაბადება, თავი 22:2).
დარწმუნებული ვარ ამ მონაკვეთისთვის არა ერთხელ ექნებოდა თვალი გადავლებული, თუმცა ამჯერად ალბათ ვეღარ შეძლო მისი ბოლომდე წაკითხვა. წიგნი ფრთხილად გამოვაცურე და საწოლის მახლობლად ჩამოვდე. ნელ-ნელა უკან დავიხიე და მათ პირისპირ ჩამოვჯექი. ცოტა მოგვიანებით კი ნანკასა და მის მეგობრებს ხელით ვანიშნე, რომ შემოსულიყვნენ. ისინიც ხმა ამოუღებლად იატაკზე ჩამოსხდნენ და გოგას გამოღვიძებას დაველოდეთ. მომეჩვენა, რომ ჩვეულებრივთან შედარებით უფრო გახშირებულად სუნთქავდა. თითქოს რაღაც სიმძიმე აწვებოდა მის სათუთ სხეულს. მარიამმა თავი ჩემს მხარზე ჩამოდო და რთულად გასაგონად გადმომჩურჩულა:
-რა ჩაიფიქრე?
-მის ოცნებას ვასრულებ.
ზუსტად ვერც იმას გეტყვით თუ რამდენი საათი დავყავით ასეთ მდგომარეობაში. უბრალოდ ვისხედით და დედა-შვილობის საოცარ კადრს შევცქეროდით. სხვა რაღა უნდა იყოს იმაზე აღმატებული გრძნობა ვიდრე დედა-შვილური სიყვარულია?! ქვეყნად სასწაულს რატომღაც ზეციდან მოველით, მაგრამ, როდესაც შენს პატარა შვილს ხელს მოკიდებ, მაღლა ასწევ და ზეცად აღაპყრობ მიხვდები, რომ სასწაული შენს ხელთ არის და ეს შენი შვილია. ცდილობ, რომ შენს მიერ მოხატული ცხოვრების ირწმუნოს და არ იხილოს ის ყველაფერი რაც ამ ნახატის მიღმა იმალება. ალბათ არც ერთ მშობელს არ სურს, რომ მისი შვილი იმ მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდეს, რომელშიც ადამიანების უმაწყოლო შესაძლებლობლების შესახებ შეიტყობს. გაიგოს თუ რამდენი სულმდაბლობის ჩადენა შეუძლია პიროვნებას, რომელიც ისევე მშვიდად მიდის ამ ქვეყნიდან, როგორც მიწაში ფესვებ გადგმული და შრომისმოყვარე გლეხი ბაბუაა. სიყვარულითა და პატრიოტიზმით გულანთებული თაობა მსურს და არა ის ადამიანები, რომლებიც უსაფუძვლოდ ამძიმებენ ჩემი კურთხეული ქვეყნის მიწას. ჩვენ განსაკუთრებული სულის მატარებელი ერი ვართ, რასაც ისტორია უდაოდ მოწმობს. სწორედ ამიტომ შევნატრი ღმერთს ყოველ დღე ისეთ თაობას, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ და გააბრწყინებენ სამშობლოს ისე, როგორც არასდროს. ქართველ ადამიანთა თვალებში ამის ამოცნობა დღესაც შესაძლებელია. მე ეს ბრწყინვალება, გოგას თვალებში შევნიშნე და არა მარტო მასში. მისი ბავშვური ოცნებების ასრულება ჩემი მიზანი კი არა, ჩემი ბედნიერება გახლავთ. ამ სურვილმა მოგვიყვანა ყოველი ჩვენგანი დღეს - აქ. გარკვეული დროის შემდგომ, გოგას დედამ თავი მშვიდად წამოსწია საწოლიდან, ხოლო თვალების გახელის შემდგომ ცოტათი შეკრთა. გაკვირვებული უცებ გონს ვერ მოვიდა თუ რა ხდებოდა მის გარშემო. ჩვენ კიდევ ღიმილიანი სახეებით ერთმანეთს გადავხედეთ და ვუთხარით, რომ გოგას სანახავ ვიყავით მოსულები.
"რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს. (მათეს სახარება, თავი მეშვიდე)
***
ისინი მღეროდნენ, უკრავდნენ, ცეკვავდნენ და ამით თავადვე ღებულობდნენ ბედნიერებას. გოგას სახეს კი აღტაცებით გამოწვეული ღიმილი ბოლომდე გაჰყვა. საოცარი გარემო სუფევდა და ყოველი იქ მყოფნი ენით აღუწერელ ემოციებს განვიცდიდით. მივხვდი, რომ მთავარი მონდომება და ადამიანთა გვერდში დგომა იყო რის შედეგადაც მის არც ერთ ოცნებას არ დავტოვებდი აუსრულებელს.
ყველანაირად უნდა ეცადო, რომ დარჩე ადამიანად. ეს არის მდგომარეობა, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას განიჭებს სხვა ადამიანების მიმართ. თუმცა შენ შესაძლოა ღმერთისაც არ გწამს არამცთუ მის შექმნილ არსებად ისურვო ყოფნა. თუ არც სიყვარულის გწამს, -იქნებ მეგობრობის იწამო? თუ არც მეგობრობის გწამს, - იქნებ სიკეთის ირწმუნო? თუ არც სიკეთის გწამს და საერთოდ არც არაფრის, - მაშინ საკუთარი თავის მაინც ირწმუნე! საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მიხვალ, რომ ურწმუნო ხარ და უნდობლობას უცხადებ გარე სამყაროს. დაიბნევი და ვერც იმას მიხვდები თუ რატომ არ ხარ ბედნიერი ასეთი განსხვავებული აზროვნების მიუხედავად?! იმიტომ, რომ საკუთარი თავის უარყოფა - ყველას უარყოფაა მითუმეტეს იმ ბედნიერების, რომელიც ღმერთმა არგუნა ადამიანს. მაშინ ადექი და უბრალოდ თავიდან დაიწყე... ირწმუნე ღმერთის, შემდგომ სიყვარულისა და მეგობრობის და ასე უსასრულოდ ბედნიერების ძიებაში, ბედნიერების კვალდაკვალ. განსხვავებული აზრი არ ნიშნავს სწორ შეხედულებებს. არც სრულყოფილებისაკენ სწრაფვაა მარტივი. მთავრია იცოდე თუ რაში გჭირდება ეს ყველაფერი, რადგან შინაგანი უბრალოება შესაძლოა ბევრად უფრო ღირებული რამ იყოს შენში ვიდრე სრულყოფილებისაკენ მიმართული ინტერესები, რომლებიც გაშორებენ შენს პიროვნებასთან - შენს უბრალოებასთან. საერთო ჯამში ეს ფუჭად დახარჯული ენერგია იქნება, რადგან სრულყოფილი არავინაა ამ ქვეყნად. ხანდახან ფიქრები ისე გამიტაცებს, ხოლმე თითქოს მრავალ სართულიანი შენობის სახურავზე ვიდგე სუიციდით გონება დაბინდული. რაზე აღარ მიფიქრია ბოლო ამ ხნის განმავლობაში. ყველაფერი კი ამ მოულოდნელად და სწრაფად განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. ხანდახან მართლა მგონია, რომ სადაცაა გადმოვხტები შენობიდან, თუმცა იქამდე რაღაცეებზე ვფიქრობ. როდესაც რთულ სიტუაციებს ვერ ვაანალიზებდი ხოლმე, იმ ადამიანად წარმოვიდგენდი თავს, ვინც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. თუ სიკვდილამდე ერთი ნაბიჯი დამაშორებდა ან და მომეცემოდა საშუალება თავიდან დამეწყო ყველაფერი, მაშინ ვისაუბრებდი ნაკლებს ხოლო ჩემს ირგვლივ მოვუსმენდი თითოეულს და მხოლოდ ამის შემდგომ დავახარისხებდი იმას რაც მართებული იქნებოდა ჩემთვის. დავაფასებდი ადამიანებს არა მათი ფიზიკურობისდა გამო, არამედ მათი სწორი შინაგანი სულიერებისთვის. ყოველ ჩემს ნაკლს ქვიშის ნაპირზე დავწერდი და ტალღების მოვარდნას დაველოდები რათა გაექროთ ისინი. ბედნიერების წამს კი თვალებს დავხუჭავდი რათა ჩემს გონებაში ღრმად აღბეჭდილიყო ის. არ შევურაწყოფდი არც ერთ ადამიანს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ ჩემს დასამცირებლად. მათ ცუდ პერსონაჟებად ვაქცევდი ჩემს ნაწარმოებებში და სიკეთის ძალით დავამარცხებდი საფინალო ეპიზოდში. უფრო ხშირად ჩავეხუტებოდი ბავშვებს და გულთბილად მოვიკითხავდი ყველა მოხუცს, რომელთა ბედნიერებაც ჩვენ მიერ მათკენ გაგზავნილ ღიმილშია. არასდროს შევწყვეტდი წერას, ხოლო ნაწარმოებებში ბევრად მეტს ვისაუბრებდი ადამიანურ ემოციებზე. უფლის სიტყვებს შთაგონებად ვაქცევდი და მისი ძალისხმევით გავაგრძელებდი არსებობას. მე, რომ ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი მომცემოდა არც ერთ მომდევნო შანს არ გავუშვებდი ხელიდან დაუფიქრებლად. დრო და დრო მთებში გავიხიზნებოდი ხოლმე და ტყის შუაგულში დავწვებოდი გულაღმა. ყოველი წვიმის წვეთს ჩემს სახეზე კი ისეთი სიხარულით შევხვდებოდი, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელ რამეს. დროის უკან დაბრუნებაა შეუძლებელი თორემ ყველას მოგვეცემოდა შესაძლებლობა ცხოვრების უკეთ წარმართვისა. ალბათ მისი ხიბლიც ამაშია, როდესაც ყველაფერი დაუგეგმავად და სპონტანურად ხდება. და თუ როგორ ხდება ამას შემდგომ ვხვდებით. ადამიანური პატარა ცოდვა ხომ არაა დასჯადი?! ხო და ვიცხოვროთ ისე, როგორც არის.
ერთმანეთს ჩავეხუტეთ და მგონი იმხელა ხმაზე ვმღეროდით გვერდითა პალატის პაციენტებიც კი გამოვაღვიძეთ. ექიმები გაბრაზებულები შემოდიოდნენ, თუმცა რაც აქ იხილეს მას მერე ვეღარაფრის თქმა ვეღარ შეძლეს. ბუშტები ხელში აიტაცეს და აქეთ-იქით ესროდნენ ერთმანეთს. გოგას დედა კი ისე თბილად მეხვეოდა, რომ ჩემს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. ყველანი აღტაცებულები იყვნენ, გოგას გაცნობით. მარიამი კი მას გვერდს უმშვენებდა და ერთად იზიარებდნენ ყველაფერს. თავისდაუნებურად, გარშემო ყველა ავიყოლიეთ ამ "სიგიჟეში".ბოლოს ისევ ექიმები მოვიდნენ გონს. უფროსი ექიმის მოსვლამდე აჯობებს დატოვოთ აქაურობაო და ჩვენც ნელ-ნელა დავიძარით გასასვლელისკენ. იმდენი მკოცნა და მეფერა ბავშვი, რომ ლოყები სულმთლად დამიწითლა. სათითაოდ გამოემშვიდობნენ ყველანი ხოლო საავადმყოფოს გასასვლელამდე გოგას დედამ მიგვაცილა. გარეთ გამოსულები სიგიჟის პიკზე ვიყავით ისე გვახარებდა ეს ყოველივე. მარიამის წასვლის შემდგომ, ნანკამ ისევ მათთან ერთად მთხოვა გაყოლა. ძველებურად ბევრი აღარ ვახვეწნინე. ხელი გადავხვიე და მათ გავყევი. გზად ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევიარეთ სადაც უამრავი პროდუქტი შეიძინეს. მათ ვერცერთ მომდევნო ნაბიჯს ვერ ვხვდებოდი, თუმცა ბრმად მივენდე. მაინტერესებდა წინ კიდევ რა სიახლე მელოდა. ეტყობოდათ იმას რასაც ახლა აკეთებდნენ პირველად არ ხდებოდა. სწრაფად გადანაწილდნენ სხვა და სხვა განაყოფებში. ზოგმა წვენები მოიტანა, ზოგმა შაქარი და ფქვილი. მალევე დაიტვირთნენ და პროდუქტებით ხელში მაღაზიის გარეთ აღმოვჩნდით. ისეთი ორგანიზებულები გახდნენ, რომ თავადაც მიკვირდა. ტაქსი გავაჩერეთ და ჩემთვის გაურკვევლი მიმართულებით წავედით. გზად ხმა არავის ამოუღია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს რაღაცას მიმალავდნენ. მანქანა ძლივსღა მიდიოდა ამდენი პროდუქტით დატვირთული. გაწვიმდა, თუმცა არცერთს შეუმჩნავია ეს. ორ სართულიანი შენობის წინ გავჩერდით. თუ თვალები არ მატყუებდა ეს ობოლთა ბავშვთა თავშესაფარი გახლდათ. მანქანის კარები, ვატომ გამიღო და როდესაც შემატყო, რომ ყველაფერს მივხვდი თავისთვის გამიღიმა. ნანკა წინ წავიდა. პარკებს ხელი მოკიდა და შენობისკენ დაიძრა ჩვენთან ერთად. დაჯერება მიჭირდა, თუმცა გასაგებია თუ რაში ჭირდებოდათ ის ფული რისთვისაც დღესა და ღამეს ათენებდნენ მეტრო სადგურებში. ისინი უბრალოდ ქველმოქმედებდნენ. ისევ მაღლა ავიხედე შენობაში შესვლამდე და ღმერთს მხოლოდ ერთი სიტყვა გავუგზავნე ცად - მადლობ! გულის რიტმის სიჩქარემ მოიცვა ჩემი სხეული. ისინი ქველმოქმედებენ... რატომ მიჭირდა ამის გააზრება არ ვიცი.
***
_სწრაფვა ზეცისკენ_
ბედისწერა ცრუ მოძღვებაა, რომლითაც ადამიანთა გარკვეული ნაწილი საზრდოობს. თუ ღმერთმა თავისუფალი ნების არჩევის უფლება მოგვცა მაშინ არანაირი წინასწარმეტყველება არ არსებობს ჩვენზე. დაშვებული ცოდვები ჩვენვე გვეკუთვნის და ნუ შევაწმინდავთ, პილატესავით ბედისწერის აფსურდულობას იმას რის დანაშაულსაც თავად ვგრძნობთ. არც ბედისწერის და არც მამა ზეციერის ბრალი არაა თუ ჭაობში თავით ვეშვებით. ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა და არჩევანიც მხოლოდ და მხოლოდ პირად გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ადამიანთა ჩვევაა ამგვარი პასუხისმგებლობისგან გაქცევა და დანაშაულის არ აღიარება. საკუთარი თავი "ასეთებად" ჩვენვე ვაქციეთ და არა ბედისწერის კანონ ზომიერებამ. ცხოვრება იმ სახლს ჰგავს, რომლის აშენებასაც თავად ვცდილობთ. ეტაპობრივად დადგმული ყოველი აგური - ყოველი დღეა. მთავარია მყარად ვიდგეთ, როგორც ძლიერი სახლის ძლიერი საძირკველი, რადგან ჩვენზე მოშურნე ადამიანები ჭექა-ქუხილივითა და ქარბორბალასავით მოვარდებიან, წაგვართმევენ და შემოგვაცლიან იმ ყველაფერს რის აშენებასაც მთელი არსებობა შევალიეთ. თუ ადამიანებს მისცემთ უფლებას დაანგრიონ სახლი, რომელიც მომავლისათვის, თქვენი შვილებისთვის ააგეთ, ისინი ამას გააკეთებენ, რადგან ზღვარი გაუგონარ ბოროტებასთან მათ არ გააჩნიათ. და თუ ამ ყველაფრის შემდგომ ბედისწერის მაინც გწამთ... გეტყვით, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ხელთაა და სწორედ თქვენზეა დამოკიდებული მისი წარმართვა. მე არ ვეგუები ბედის იმ მიმართულებას, რომელიც ზეცისკენ სწრაფვას მაიძულებს. მინდა იმ სამყაროს ნაწილი მერქვას, რომელშიც - ომი, გადაუჭრელი პრობლემების ცივილიზებულ მოქმედებად რჩება. სადაც ხალხის გარკვეული მასისთვის -დრო ყველაფრის მკურნალია, თუმცა სულიერი იერების ტკივილი მოსვენების საშუალებას არ აძლევს. დრო არ არის მკურნალი. დრო ის არის ვინც შენს ახალგაზრდა შვილს სიცოცხლე მოუსწრაფა, მამა ბრძოლის ველზე წაგართვა, ხოლო მშობელ დედას მწარე სიბერე არგუნა. დრო ის არის ვინც გასულდგმულებს მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ქვეყნად ყველა ტკივილი ღრმა ჭრილობად შემოგრჩეს სხეულში. თუ თავად არ მოერგე სამყაროს ის არასდროს იბრუნებს შენს გარშემო. ის არასდროს შეიცვლება უკეთესობისკენ თუ ჩვენ არ ვიყავით ამის მოქმედი ძალა. ამის და მიუხედავად მაინც მინდა იმ სამყაროს ნაწილი ვიყო, რომელშიც თუნდაც ერთჯერადად გაცემული სიყვარული ასმაგად გიბრუნდება უკან. სამყაროში სადაც სიკეთის სააშკარაოზე გამოტანის შედეგად თავთ, -ცილისმწამებლების არმია დაგაცხრება, რომლებიც შეეცდებიან უარყოფითი ზრახვები იპოვენ შენში. სამყაროში სადაც თანამედროვეობას აყოლილი თაობა მამა-პაპურ ტრადიციებს დავიწყების საშუალებას აძლევენ. სამყაროში სადაც მიმტევებლობას ნაკლად გითვლიან, ხოლო ქრისტეს მოძღვრება სკოლების გარეთ დატოვეს. უფლის მოწყალებას ითხოვენ. გარეთ გამოსულნი კი ტაძრებისკენ იშვერენ თითს, რომლებშიაც ბევრად უფრო სუფთა სამყაროა ვიდრე მათ სულებში. აყოლილები არიან სხვისი შეცდომების განკითხვას, თუმცა ერთხელაც არ დაფიქრებულან, რამდენად კარგები არიან იმ სხვებზე. აღსასრულს თქვენი მხრებით მოათრევთ მათკენ ვისაც არაფერი დაუშავებია. მიეცით ადამიანებს შანსი, რომელთაც თავისი სისპეტაკით შეუძლიათ ის ჭაობი დააშრონ თქვენს გადასარჩენად, რომელშიც იძირებოდით. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ერთს გირჩევდით. - ღმერთმა ადამიანებს სული შთაბერა, ხოლო ის ნიღბები, რომლებიც მათ მახინჯ სულს მალავენ თავად მოირგეს. უფრთხილდით იმ ადამიანებს, რომლებიც მომღიმარი სიყალბის უკან იმალებან. ყოველთვის ყურადღებით ვიყავი ასეთ ადამიანებთან, რომლებსაც უჭირდათ რეალური სახის დამალვა და უდაო იყო მათში ბინძური სულის არსებობა. მე ჩემი ალბათობის თეორიას მივყვები, რომელიც უცხოა იმ სამყაროსგან სადაც ახლა ვარ... და რომ მქონოდა ღვთიური შესაძლებლობების ძალა უთუოდ გადავასხვაფერებდი ყველაფერს. შევქმნიდი ქვეყნიერებას ჩემი წარმოსახვისამებრ, სადაც აღარ იარსებებდა ალბათობა ღმერთის არსებობისა. ყოველ ადამიანს უკან ავედევნებოდი მალულად, რათა მათი დარდები უკეთ გამეგო. სხეულიდან ამოვაგლეჯდდი უარყოფით თვისებებს, რომლებსაც ერთ დიდ ოთახში მივუჩენდი ადგილს, რის შემდეგადაც ცეცხლს წავუკიდებდი და სამუდამოდ გავაქრობდი ბოროტებას. დანარჩენ დღეებში ყოველი ქუჩის ყოველ უბანში მოსახლეობას დავურიგებდი წიგნებს უანგაროდ და თან საკუთარი სულიდან სიყვარულის პატარა ნამტვრევს გავაყოლებდი. აღარ ვიფიქრებდი მომავლის ავბედითობაზე მაშინ, როდესაც სიკეთით სავსე აწმყოს შევქმნიდი. ყველა სასწავლო დაწესებულების კარებს ფართოდ გავაღებდი და ღმერთს მივცემდი საშუალებას, რათა დაბრუნებულიყო ახალგაზრდთა გულებში. იმის შემდგომ კი რაც ქვეყნიერება გახდებოდა ისეთი, როგორც მე წარმომედგინდა -მშვიდად ავდგებოდი და განვაგრძობდი სწრაფვას ზეცისკენ. იქ მაღლა ღრუბლებით შემოკერილ სამოთხეში, სადაც ამაყი და ბედნიერი ნაბიჯებით შევაბიჯებდი ჩუმად.
***
ოთახის შესასვლეთან ვიდექი პროდუქტებით ხელში და ვუყურებდი სიკეთის უდიდეს მაგალითს. ბავშვები ბედნიერი სახეებით შემოეხვივნენ ნანკასა და მის მეგობრებს და სათითაოდ დაიტაცეს მათთვის განკუთვნილი საჩუქრები. აშკარა იყო ეს პირველად არ ხდებოდა მათ თავს. ყოველი ახალი სათამაშოს აღმოჩენისას ერთნაირი ოვაცია და ცნობისმოყვარეობა მოჰყვებოდა ბავშვების მხრიდან. ყველანი ერთმანეთის სათამაშოებს ათვალიერებდნენ გაბრწყინებული თვალებით, და სიხარულისგან აქეთ-იქით ხტუნავდნენ. მასწავლებლებმა მალევე შეამჩნიეს ჩემი იქ ყოფნა. ღიმილიანი სახეებით მომიახლოვდნენ და პარკებში დარჩენილი პროდუქტები გამომართვეს. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ სიტუაციაში. პარკები ფრთხილად მივაწოდე და ნელ-ნელა მათ მივუახლოვდი. ბიჭებმა სკამები ერთმანეთის გვერდი-გვერდ დააწყეს, წრიულად და გიტარით ხელში ჩამოსხდნენ. ვუყურებდი მათ ნათელ სახეებს და ვფიქრობდი, რომ შეუძლებელიც კი იქნებოდა, რომ ნანკას ნაირ ქარიზმატულ ახალგაზრდს ვერ მოეპოვებინა მათი სიყვარული. იმ ბავშვებში, რომლებსაც ყველაზე მეტად მატერიალურ ღირებულებებთან შედარებით ადამიანური ყურადღება და სითბო ახალისებთ. მივხვდი, რომ ქველმოქმედება ეს პირობითია იმ სიყვარულით აღსავსე ძალასთან რაც ამ ადამიანებს აერთიანებთ ერთმანეთთან. განა რა უნდა იყოს ამაზე უფრო ღირებული, თუ არა - მომავალ თაობაში ნაპოვნი ბრწყინვალება?! ვამაყობდი იმით, რომ იმ ქვეყნის შვილი ვიყავი, რომლებშიც ეს ახალგაზრდები მუხლ ჩაუხრელი შრომით ნაშოვნი თანხებით ასეთ საოცრებებს ახდენდნენ. ხშირად მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გავურბოდი საკუთარი ნაწერების ტყვეობას, რათა რეალობის აღქმა არ დამეკარგა, თუმცა ის რაც ახლა ჩემს გარშემო ხდებოდა... ერთი-ერთში ემთხვეოდა ჩემივე ნაწარმოების იდეოლოგიას. სიყვარულის ნათელი ფერები ყოველი ის ადამიანი იყო ჩემს გარშემო, რომლებიც ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში აღმოვაჩინე. უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ მათ თავად გამოიკვლიეს გზა ჩემი უფერული ყოფისკენ და მასში ის სინათლე შემოიტანეს, რომელსაც ჩემი სული ინახვდა ღრმად. ყველაფერი რეალობად აქციეს, რაზედაც ვოცნებობდი. ნუთუ შეიძლება კაცი ოცნების გარეშე დარჩეს? არა... არა მგონია. რომ არა ოცნებებისკენ შეუპოვარი ლტოლვა არც არაფერი მოხდებოდა ამ ქვეყნად ახალი. სიკეთე აღარ იქნებოდა ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ყველა აქ მყოფთ ქველმოქმედების სახელით გააერთიანებდა. ვგრძნობდი თუ, როგორ ამიფორიაქდა სხეულში სული და როგორი სისწრაფით იწყო მოძრაობა ძარღვებში სისხლმა. მათ გვერდი ახლოს ჩამოვჯექი, რადგან ცოტათი ფეხზე დგომა გამიჭირდა. ალბათ ემოციების ბრალია. სათამაშოები ირგვლივ კი არ მიმოფანტეს, არამედ თავდაყირა დააყანეს იქაურობა, თუმცა ბავშვური სიგიჟითა და სილაღით არც ესენი ჩამორჩებოდნენ მათ. ვატოს სახეზე ერთი-ორი მხიარული მიმიკური ჟესტიც კი საკმარისი იყო იქ მყოფთა გულიანი სიცილისათვის. სადაც სიკეთე და სიყვარულია იქ არ არსებობს თაობათა შორისი ზღვარი. ბედნიერებისგან გამოწვეული ღიმილი ეს სულიერი ერთობლიობის მაგალითია.

***
ოდნავ მოგვიანებით სხვა საკლასო ოთახებისკენ გადავინაცვლეთ, სადაც უფროს კლასელებსაც შევხვდით. თავშესაფარში სადაც ჩვენ ვიყავით ჩვილობის ასაკიდან დაწყებული, სრულწლოვან ახალგაზრდებმდე დამთავრებული ბავშვები იმყოფებოდნენ. კლასში შესვლისას ცოტათი დაიბნენ და ზედმეტი თავშეკავებულობით ცდილობდნე ჯერ ის გაერკვიათ თუ ვინ ვიყავი. თავშესაფარში ცხოვრების და არსებობის გარდა სკოლის საგამანათლებლო სწავლებებსაც უთმობდნენ დროს. ეს იყო უნიჭიერესი ახალგაზრდებით შემდგარი ერთი დიდი ოჯახი, რომლებზეც გაურკვეველი მიზეზებისდა გამო მათმა მშობლებმა უარი თქვეს მათზე. ყველაფერი სწორედ იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც აღსაზრდელს ყველაზე მეტი ყურადღება ესაჭიროებოდა. აღარ მაქვს საუბარი მათთვის გაცემულ სითბოსა და სიყვარულზე, რადგან მათ მშობლებს ეს გრძნობები ალბათ არ გააჩნდათ. თუ საქმე არ ეხება უკიდურეს გაჭირვებას გაუმართლებელია შვილის მიტოვება ბედის ანაბარად. იმ შვილის, რომლის სიცოცხლეც ღმერთმა საჩუქრად არგუნა შენს ცხოვრებას. ეს ახლად დაბარულ მიწაზე დათესილ ხის ნარგავს ჰგავს. თუ თავიდანვე არ მივაქციეთ ყურადღება, არ დავუსხით წყალი, არ მოვუარეთ სათანადოდ ის არ მოგვცემს იმ ნაყოფს, რისთვისაც ამხელა შრომა გავსწიეთ. თუ ბავშვის აღზრდას გულგრილად მივუდგებით ის ვერასდროს იქცევა ამ ქვეყნად შემდგარ პერსონად. მხოლოდ ოჯახური თანაცხოვრება არ არის ყველაფერი. პიროვნების ადამიანად ჩამოყალიბება ეს დიდი პასუხიმგებლობაა, რომელიც იმ დღიდან გეკისრება, როდესაც შენი შვილის ბაგეები პირველად წარმოსთქვამს სიტყვას -მამას ან დედას. ნეტავ ასეთი უგუნური ადამიანები წლებთან ერთად არ ნანობენ თავიანთ გაუაზრებელ ქმედებას?! ან ცხოვრობენ კი - ბედნიერად?! ვფიქრობ, რომ მხოლოდ ახლა, თუმცა, როდესაც სიბერე კარს მოადგებათ ის თან მოიტანს დროს, რომელიც მისცემთ საშუალებას კიდევ ერთხელ გადახედონ მათ განვლილ ცხოვრებას და სწორედ მაშინ მთელი არსებით ინატრებენ დროს, რათა ყველაფერი ახლიდან დაიწყონ. ეს კი არასდროს მოხდება. ეს ბავშვები კი იმდენს მიაღწევენ, რომ მთელი კაციობრიობა მათ გასაოცარ შესაძლებლობებზე ისაუბრებს. არ მეგულება მათში არც ერთი ადამიანი, რომლებშიაც სიბოროტის პატარა მარცვალი მაინც იქნებოდა. კი არ მჯერა, არამედ დარწმუნებული ვარ საკუთარი სიტყვების ჭეშმარიტებაში. ისინი აალაპარაკებენ ყველას ხოლო წლებთან ერთად, როდესაც კიდევ უფრო ჩამოიხვეწებიან ისინი იქცევიან სამაგალითო ქართველებად. ეს ორი უკიდურესობა იქნება განსხვავება მარადჟამ მათსა და მათ მშობლებს შორის. რაც უფრო განშორდება ადამიანი სიყვარულს, მით უფრო რთული ხდება მისთვის ცხოვრება. პასუხების ძიებაში ღმერთისკენ მიემართებიან არა და მიზეზი სიყვარულის არ არსებობაა მათში.
***
ალბათ მე არ ვეკუთვნი იმ სამყაროს, რომელშიც ახლა ვცხოვრობ, რადგან არ შემიძლია ვხედავდე ამდენ საკაცობრიო პრობლემებს და მის პარალელურად საკუთარი კეთილდღეობის ზრუნვით ვიყო დაკავებული. არ შემიძლია უგულვებელყო გარემოებები და მათ წინ ჩემი ინტერესები დავაყენო. თუ მე არ დავეხმარები სხვას, სხვა არ დაეხმარება მისი გვერდში მდგომს. იმას კი არ ვიაზრებთ თუ რა მოხდებოდა მათ ადგილას ჩვენ, რომ აღმოვჩენილიყავით?! ალბათ სიცივისა და შიმშილისგან სული ამოგვხდებოდა, რადგან გარშემო ყველა უგულვებელყოფდა ჩვენ. დიდი მნიშვნელობა იმას თუ რა ღირსეულად გავივლით ცხოვრების გზას, რადგან უკან თაობები მოგვდევენ, რომლებიც ჩვენგან სწავლობენ ცუდსა და კარგსაც. აი... რატომ არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე! შესაძლოა ხშირად შევახსენო საკუთარ თავს, რომ მე მწერალი ვარ, თუმცა ალბათობა იმისა, რომ მე არ წამიკითხავენ ძალიან დიდია. მე არ წამიკითხავენ და შესაბამისად ვერც მიგრძნობენ. ვერც აღფრთოვანებას განიცდიან და არც ცრემლი ჩამოუგორდებათ ლამაზ სახეზე. ჩემთვის ხომ ეს არ არის მთავარი?! მთავარია, რომ ვწერო. ვაკეთო ყველაფერი ის რასაც სულ მცირე, რამოდენიმე ადამიანის ცხოვრების შეცვლა მაინც შეუძლია უკეთესობისკენ. ღმერთო ჩემო... მე ხომ არც კი მიოცნებია ამ ყველაფერზე?! ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. ჩემი ბედნიერება მეტი ღიმილია, მეტი ემოცია, მეტი სიყვარული, მეტი პატრიოტიზმი, მეტი სიკეთე.... ყველაფერი ის, რისი დანახვის შემდეგაც მართლაც, რომ ბედნიერი მოვკვდები. მინდა მცირედი წვლილი მაინც შევიტანო. მინდა ემოციებად გარდავიქმნა ადამიანთა სახეებზე და სწორედ ამიტომაც ვწერ იმას რასაც ახლა ვწერ. სანამ არ ვნახავ სამყაროს უკეთესობისკენ მიმავალს, იქამდე არ გავჩერდები. თუ დაჭირდება სათითაოდ ჩამოვუვლი ყველა ადამიანს და ძლიერად შევანჯღრევ მათ. ვეტყვი, რომ გამოფხიზლდნენ ამ წყეული სიბრმავისგან. ვეტყვი რომ მიმოიხედონ გარშემო და დატკბნენ იმ სამყაროთი, რომელიც ასე მშვენიერია. თბილი მოკითხვითა და ჩახუტებით ბოლო მოეღება ყველაფერ ცუდს. ეშმაკი კი აღმოჩნდება იქ სადაც მისი ადგილია, ხოლო ადამიანებს შეეძლებათ ბედნიერად განაგრძონ ცხოვრება დედამიწაზე. ნუთუ ეს ასე რთულია? ნუთუ ასე ძალიან არ გსურთ მშვიდად ცხოვრება? მეტი უნდა ვიფიქროთ მომავალ თაობაზე, რომლებისთვისაც მისაბაძ ადამიანებად უნდა ვიქცეთ. ყველაფერი მხოლოდ ჩვენგან გამოდინარე ხდება. ჩვენ განვსაჯეთ უფალი, ჩვენ წამოვიწყეთ ომი, ჩვენ გავასამართლეთ მწერლები, ჩვენ დავწვით ისტორია. ეს ადამიანებმა გავაკეთეთ, რომელზეც დაუნდობელი და ამავდროულად დიდსულოვანი არსება, მე არ მეგულება არსად. ხშირად იფიქრეთ საკუთარ შეცდომებზე და მხოლოდ ამის შემდგომ იმოქმედეთ. შინაგანი სისუსტეების დანახვისას მგონია, რომ აღარავის განკითხვის სურვილი აღარ გექნებათ და ერთადერთი ნამდვილი იმ წუთას, ეს თქვენი სინანულის ცრემლი იქნება თქვენსავე ხელზე დაცემული. მე შესაძლოა არ ვარ სამაგალითო ადამიანი სხვებისთვის, მაგრამ შედარებით უფრო ახლოს ვარ ღმერთთან ვიდრე სხვები... და მხოლოდ იმას ვწერ, რასაც მასთან პირისპირ დიალოგისას განვიცდი. ეს არის მღელვარებითა და სიყვარულით სავსე ფრაზები. სწორედ მაშინ გული ისე ძგერს, როგორც არასდროს, არსად და არავისთან. ფიქრი ამ ყველაფერზე და შეუპოვრობა სამყაროს შეცვლისკენ ეს მშობლის დამსახურებაა. პატარა, რომ ვიყავი დედა ხშირად მესაუბრებოდა ადამიანობაზე, ღმერთზე და სიყვარულზე. უნდოდა იმ ადამიანებს არ დავმსგავსებოდი ვინც მამა მომიკლეს. ამიტომ არ არსებობს ჩემთვის ისეთი გზა, რომელიც ნანატრ წარმატებამდე არ მიმიყვანს. არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც შემაშინებს თავისი სირთულეებით. სულ სხვა მიზნები და შეხედულებები მამოძრავებს და ვფიქრობ დედას შეუძლია მშვიდად იყოს იქ, სადაც ის ახლაა. დედის მონატრება მაგრძნობინებს იმას, რასაც აქ მყოფი ბავშვები განიცდიან. ზოგს მშობელი ცოცხალი ჰყავს. ზოგს არა, თუმცა გვერდით მათ მაინც არავინ ჰყავთ. ამის გაფიქრებაზე უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და საკლასო ოთახიდან გავედი. რა დროსაც ნანკა ფეხდაფეხ გამომყვა. გარეთ გასვლისას კარებს მძიმედ მივეყუდე და ძირს ჩამოვჯექი.
-რა გემართება?-მკითხა მან.
-...და რა არის შენი აზრით სიყვარული?-გვერდით არც გამიხედია.
-სიყვარული არის ისეთი, როგორც შენ გინდა.
-შენთვის რა არის სიყვარული?
-ჩემთვის ის მუდმივი ბედნიერებაა.
-მაშინ რატომ გაურბიან ადამიანები ამ ბედნიერებას?
-ალბათ იმიტომ, რომ მათ ცხოვრებაში იმდენად მოულოდნელად და მარტივად მოვიდა ეს გრძნობა, რომ დაჯერება უჭირთ.- ჩემს წინ ჩამოჯდა და ღიმილნარევად თვალებში ჩამხედა. -შემდეგ კი ილუზია იმისა, რომ ნამდვილი სიყვარული ჯერ კიდევ წინ ელით ჭეშმარიტ სიყვარულს კარგავენ.
-როგორ უნდა მიხვდე, რომ ის ნამდვილია?
-ჩვენ არ შეგვწევს იმხელა ძალა, რომ ამას მიხვდეთ, თუმცა გული ხომ არასდროს ცდება?!
-ანუ?
-გულს უნდა მოუსმინო. სიყვარული არ არის გამოცანა,რომ მიხვდე. ის უნდა იგრძნო..სულ ესაა.
ფეხზე წამოვდექით და სანამ საკლასო ოთახს დავუბრუნდებოდით ჩემთვის გამეღიმა. ის ზუსტად ისე ფიქრობდა, როგორც მე. მგონია, რომ ჩემთვის სიყვარული უკვე დიდი ხანია აღარ რჩება გამოცანად, თუმცა ზუსტად არც ეგ ვიცი. ფაქტია ერთია, რომ ეს გოგო რაღაცნაირად მხიბლავდა თავისი ამოუცნობი ხასიათით. ღმერთს მადლობა, რომ მაშინ, როდესაც ქუჩაში უაზროდ ამეკიდა ხელი არ ვკარი და მის შეუპოვარ ხასიათს შევეგუე. ვაღიარებ, რომ ადამიანების ცნობა არც ისე კარგად შემძლებია და ზედმეტად დარწმუნებული ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში. ახლა კი ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი გოგონა ჩემში საოცარ გარდასახვებს იწვევს. კიდევ უფრო მეტ ცვლილებებს უკეთესობისკენ.
***
როდესაც თავშესაფრიდან წამოვედით, გზად უამრავმა კითხვამ მოიყარა თავი. ვფიქრობ დროული იყო იმის გარკვევა თუ რეალურად რას წარმოადგენდნენ ეს ახალგაზრდები. რატომ ცხოვრობდნენ ოჯახებისა და ხალხისგან განცალკევებით და რა მიზნებს ემსახურებოდა მათი ქველმოქმედება?! უდავოა, რომ სიკეთის კეთება ეს უდიდესი ღვაწლია, თუმცა ასეთ ადრეულ ასაკში ასეთმა დაინტერესებებმა ცოტათი გამაკვირვა. თვალებს არ უჯერებდი რასაც ამ რამოდენიმე დღის განმავლობაში ვხედავდი მათგან. ქველმოქმედება ყოველთვის წარმომედგინა, წარმოსადეგი და სახალხოდ ცნობილი ადამიანის მიერ დაწყებული საქმიანობა, რომელიც ხალხის დახმარებასა და ადამიანებში სიკეთის კეთების სურვილის გაღვივებას გამოიწვევდა. თურმე მხოლოდ ასეთი ცნობადი ადამიანების ხვედრი არ ყოფილა ქველმოქმედება. ერთი სიტყვით იქიდან წამოსულებმა მახლობელ სკვერში გადავწყვიტეთ ჩამოჯდომა. მეც შესაფერისი დრო შევარჩიე და დავიწყე იმის გარკვევა თუ საიდან იყვნენ ეს ახალგაზრდები და რატომ ასეთი რთული გზა?! პასუხების გაცემას ერთადერთი, ნანკა გაურბოდა. ბიჭებისგან მოსმენილმა ისტორიებმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ესენი მართლაც, რომ წარმოსადეგი ოჯახის შვილები იყვნენ, თუმცა მათი შინაგანი მდგომარეობა ვერ ეგუებოდა მათივე მშობლების განსხვავებულ ცხოვრებას. დიდი ბრძოლებისა და დავიდარაბების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დროებით მშობლებისგან განცალკევებით ეცხოვრათ და ენახათ ის რთული დამოუკიდებელი ცხოვრება, რომელზეც აქამდე მათ არც კი უფიქრიათ. ეს ერთგვარ ექსპერიმენტს ჰგავდა მათი მხრიდან. მდიდრული სახლებიდან მოულოდნელად, თავისივე სურვილით პირდაპირ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. გეგა, გუგლიკო და ვატო ბავშვების მეგობრები ყოფილან და ეს იდეაც ერთად განუხორციელებიათ. ჩვენი "ვისნუშკებიანი" ნანკა კი გეგას უნახია ცოტა მოგვიანებით ქუჩაში. ისიც მათსავით სიმღერით შოულობდა ფულს, რათა დღიდან-დღემდე თავი რამენაირად გაეტანა. პასუხი იმაზე თუ რატომ არ ცადეს ცივილიზებულად ემუშავათ სადმე ნორმალურ ადგილას მიპასუხეს, რომ მათ ეს ცხოვრება უფრო ხიბლავდათ, რადგან არასდროს იცოდნენ ხვალ ექნებოდათ თუ არა პურის ფული. უნდოდათ გაეგოთ თუ რას გრძნობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც დღე და ღამ ქუჩაში ეძინათ ცივ ბეტონზე და რომლებისკენაც მათი მშობლები გახედვასაც კი არ კადრულობდნენ. საათები, ძვირფასი ნივთები, ავტომობილი, ეს ყველაფერი მშობლებისთვის დაუტოვებიათ და ცარიელ ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილნი წამოსულან სახლებიდან. ყველანაირი საბანკო ანგარიშები გააუქმებიათ, ხოლო სახელფასო ბარათები მაკრატლით საგულდაგულოდ დაუჭრიათ და დაუწვიათ. შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მათ თავიანთი საქციელით პროტესტი გამოუთქვეს ძალაუფლებისგან დაბრმავებულ მშობლებს, თუმცა გეგა ამას უარყოფდა. საოცარი ემოციებით მიყვებოდნენ, რომ მათ მართლაც აინტერესებდათ თუ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ქუჩებში და თუ თვითონაც დაემსგავსებოდნენ ბომჟებს, იკადრებდნენ თუ არა მათი მშობლები მათკენ გახედვას?! საბოლოო ჯამში ისინი ეზიარნენ ადამიანური სიყვარულის გამოხატულებას. უამრავი ადამიანი ეხმარებოდა მათ და მათთან ერთად ტკბებოდნენ მუსიკის ჰანგებით. იყო დამამცირებელი სიტუაციებიც, თუმცა ბიჭები ამისთვის მზად იყვნენ. სასაცილო კი ის იყო მათი თქმით, რომ ქუჩის ბომჟებად გარდასახვის შემდგომ არც ერთი მანდილოსანი მათ აღარ აქცევდათ ყურადღებას. მოიკლო მათთმა პოპულარობამ, რის ნაკლებობასაც სკოლის პერიოდში ნამდვილად არ განიცდიდნენ. ნათელი ხდებოდა, რომ ყოველი ღიმილი და დაინტერესებები ადამიანებისგან ყალბი იყო და მათ თვალში ისინი უბრალოდ "ფულიან მამიკოს ბიჭებად" მოიაზრებოდნენ. ახლა კი, როდესაც ცხოვრების სტილი ასე რადიკალურად შეიცვალეს იმაში მაინც დარწმუნდნენ, რომ ჩვენს ქალაქში რეალურად მართლაც არსებობენ კეთილი ადამიანები, რომელებიც არ განასხვავებენ სხვა ადამიანებს მათი სოციალური ნიშნის მიხედვით. ვკითხე, რომ მათ ხომ შეეძლოთ ადამიანების დახმარება ამ გარდასახვების გარეშე, მაგრამ მათ არ აინტერესებთ მშობლების ფული. მათ ასე წვალებით ნაშოვნი ფულით ერჩივნათ დახმარებოდნენ ადამიანებს, რომლებთაც აშკარად აკლიათ ხალხის მხრიდან ყურადღება და სითბო. თვეებია თურმე ასე ცხოვრობენ და ჯერ არც კი უფიქრიათ უკან დაბრუნება. გეგას მამა არა ერთხელ დახვედრია, გეგასა და ბიჭებს მეტროში და უთხოვია, რომ ჩვეულებრივ ცხოვრობას დაბრუნებოდნენ, თუმცა ყოველჯერზე უარით გაუსტუმრებიათ სახლში. გეგა ამბობს, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდებიან უკან და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც მათი მშობლები შვილების ასეთი სიგიჟის რეალურ მიზეზებს მიხვდებიან. "სიგიჟე" ეს რა თქმა უნდა მშობლების თქმით. მოგვიანებით ჩემი ისტორიაც ვუამბე. ქალბატონი ელენეს არსებობის შესახებ, რომ შეიტყვეს მითხრეს, რომ მათთან შედარებით მე ნამდვილად ვუშვებდი შეცდომას, რადგან ჩემი დაავადების სირთულიდან გამომდინარე ვერიდებოდი მასთან დაბრუნებას. ისინი არ ცდებოდნენ მაგრამ მებრალებოდა ეს ადამიანი ასეთი სასტიკი განაჩენის შეტყობინებისთვის. მაშინ, როდესაც სულ რამოდენიმე კვირაღა დამრჩენია, ავდგე და ასე მოულოდნელად ვესტუმრო ეს ნამდვილად არაა მარტივი. თან ვუთხრა, რომ უკვე იმდენად ცუდად ვარ, რომ დღეებს ვითვლი წარმომიდგენია მისი რეაქცია. არა... გამორიცხულია მას ასე ვერ მოვექცევი. ეს ტრაგედია იქნება მისთვის, რადგან მის ხელში გავიზარდე. მან ერთხელ უკვე გამოსტაცა ჩემი თავი სიკვდილს და თუ კიდევ აღმოჩნდება მსგავსი უფსკრულის წინაშე სადაც გამოსავალი აღარაა მგონია ვეღარ გადაიტანს ამხელა დარტყმას. ბიჭები კი სხვა აზრზე იყვნენ. ცდილობდნენ დავერწმუნებინე იმაში, რომ ეს უპასუხისმგებლობა და დაუნახაობა იქნებოდა ჩემი მხრიდან. მარწმუნებდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რამე. მათ სიტყვებზე გამეღიმა და ერთი პირობით დავთანხმდი თუ თვითონაც დაუბრუნდებოდნენ საკუთარ ოჯახებს. გაიხდიდნენ ამ ძველმანებს და თავს მწყობრში მოიყვანდნენ. ვიცი, რომ თუ ამას გააკეთებდნენ ეს არ შეუშლიდა ხელს მათ საქველმოქმედო ამბავს, რადგან სიკეთე გადამდებია და როდესაც შეიგრძნობ მისგან გამოწვეულ ბედნიერებას მიხვდები, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული გზაა. ღრმად ჩაისუნთქეს და შემპირდნენ, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდნენ, თუმცა ეტაპობრივად დაუბრუნდებოდნენ მათ მშობლებს. მე კიდევ უბრალოდ არ მინდოდა ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდგომ ისევ გარეთ დარჩენილიყვნენ. შესაძლოა ჩემს შემდეგ მათ აღარც კი შეხვედროდნენ ადამიანს, რომელიც იგივეს ურჩევდა მათ. ამას ვერ დავუშვებდი. ჩვენს საუბარზე, ნანკა უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ჩვენგან მოშორებით გავიდა. მიზეზი არც მიკითხავს, რადგან თავადაც მივხვდი თუ რას განიცდიდა იმ წუთას. თუ ბიჭები ოჯახებს დაუბრუნდებოდნენ, ნანკა ისევ მარტო დარჩებოდა ქუჩაში ბედის ანაბარად, მაგრამ არც ის ივარგებდა, რომ მათ შეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს უკვე ეგოისტობა იქნებოდა.
შემოღამებულს ყველა ჩვენ გზას გავუყევით. მხოლოდ, ნანკა არ დარჩა მათთან. სათითაოდ გადაეხვია და მშვიდი ნაბიჯებით ჩემსკენ დაიძრა. სავარაუდოდ უკვე ვხვდებოდი თუ რაზე სურდა დალაპარაკება ჩემთან. დასაწყისისთვის მდუმარედ ამომიდგა გვერდით ხოლო გარკვეული მანძილის გავლის შემდგომ წამით გადმომხედა და მკითხა:
-ფიქრობ, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ?
-მე ეს არ მითქვამს.
-მომისმინე, ლევან - ხელი მომკიდა და თავისკენ შემომაბრუნა. -თვითონვე მითხარი, რომ რამოდენიმე ხნის უკან ეულად დაეხეტებოდი აქეთ-იქით და მხოლოდ რამოდენიმე ხანია რაც რაღაცეები შეიცვალე შენს ცხოვრებაში. წიგნის პრეზენტაცია, მარიამი, გოგა ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იქამდე არაფერი გქონია.
-მერე?
-საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობ და ცდილობ სხვა ადამიანებს ასწავლო სწორად ცხოვრება?
-არ ვიცი რა გინდა, მაგრამ თუ ამ ბიჭებს გულისხმობ მე არც ერთ სიტყვას არ ვნანობ რაც მათ ვუთხარი.
-მხოლოდ ის მინდა გავიგო თუ რა გინდა ან რის მიღწევას ცდილობ? ბიჭებს რაც უთხარი სიმართლეა და მაგას არც ვეხები. მე ის მაინტერესებს შენ რა გინდა?
-ის მინდა, რომ ბედნიერები იყოთ. -ვუთხარი მას.
-...და შენ?
-მე არაფერი.
-ხომ გიყვარს ის გოგო?-ისე ახლოს მოვიდა, რომ სუნთქვა შემეკვრა.
-მარიამი?
-ხო, მარიამი?
-მიყვარს.
-ცდილობ ბიჭებსა და გოგას დაეხმარო. მათ გადარჩენას ცდილობ ამას ვხედავ, მაგრამ ამ გოგოსგან რა გინდა?
-რადგან ვკვდები სიყვარულის უფლება არ მაქვს?
-კი, მაგრამ ადამიანის გაუბედურების უფლება არა. იძახი, რომ დღეებს ითვლი ამ გოგომ კი სიმართლეც არ იცის შენს შესახებ.
-საკუთარ თავს თვითონ მივხდავ. დახმარებისთვის მადლობელი ვარ.
-ბოლო-ბოლო იტყვი რა ჯანდაბა გინდა? -ნანკას ამ სიტყვებზე საშინელი სიბრაზე ვიგრძენი, რომელიც თითქოს ბეწვის გორგალივით ყელში გემეჩხირა ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა.
-ახლა შენ მომისმინე!-ხელები ძლიერად მოვკიდე და კიდევ უფრო ახლოს მოვწიე ჩემსკენ. -თავადაც არ ვიცი რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს. მართალი ხარ ეს ყველაფერი არ მქონია, თუმცა ახლა ისეთი ადამიანები მახვევია გარს, რომლებზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ეს ადამიანები მხოლოდ ჩემს ნაწერებში არსებობდნენ და ახლა, ამ უკანასკნელ წყეულ დღეებში მაინც და მაინც ახლა ყველა ერთად გამოჩნდით. შენ ვერც კი წარმოიდგენ თუ, როგორ აღარ მინდა სიკვიდილი.-ხელები გავუშვი მას -აღარ მინდა, გესმის? ეს თქვენი გამოჩენის შემდეგ მოხდა. სხვები ზიან ტელევიზორებთან და იქ ნანახ კეთილ ადამიანებს ზღაპრის გმირებთან ასოცირებენ. მე კიდევ თქვენ მყავხართ აქ და რეალურად. მე თქვენს გადასარჩენად ვიბრძვი, თქვენ კიდევ ჩემს გადასარჩენად. სწორედ ეს მაკლდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებას ვცვლით უკეთესობისკენ. იქ ზევით ღრუბლებში კი ვიღაცა უხილავი თოკით თავისკენ მიმათრევს ყოველდღიურად. იცი რამდენჯერ გაგრიდებივართ უჩუმრად, რადგან ჩემი ცხვირიდან მოულოდნელად წამსკდარი სისხლი არ შეგემჩნიათ? რა აზრი აქვს გელაპარაკო სიკვდილზე შენ... სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას?
-იმიტომ, რომ მე ვიცი ეს რას ნიშნავს.
-არა. შენ ეს არ იცი- გულმოსულმა თავი გავიქნიე და მისგან ზურგით შევბრუნდი. - არც შეიძლება, რომ იცოდე.
-ვიცი.-კვლავ განაგრძობდა რაღაცის მტკიცებას, თუმცა ზურგით შებრუნება არ წყენია. მომიახლოვდა ხელები წელზე შემომხვია. -მე ვიცი, ლევან.
-გაჩუმდი გთხოვ.
თითის წვერებზე აიწია, ხოლო ზურგიდან მისი გახშირებული სუნთქვის მოახლოება ვიგრძენი. ძლიერად მომეკრო და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა.
-მე ვკვდები, ლევან.
ხელები გავაშვებინე და მისკენ მივტრიალიდი -რა თქვი?
-ჩვენი დაავადება გვაიძულებს, რომ მოვლენები ხელოვნურად დავაჩქაროთ, რადგან ხვალ არ ვიცით რა გველოდება. ბიჭებთან შეიძლება ეგოისტურად გამომდის, მაგრამ ერთ კვირაში ქიმიო თერაპიას ვიწყებ და საავადმყოფოში უნდა დავბრუნდე. ამიტომ მინდოდა ეს დღეები მათთან ერთად გამეტარებინა. შემდეგ ხომ არ ვიცი რა მოხდება?! მე შენ ათი დღის უკან ჩემი ექიმის კაბინეტიდან დაგინახე თუ, როგორ გამოხვედი, თუმცა იმ დილით გაჩერებაზეც ხომ შევხვდით ერთმანეთს? ვიფიქრე, რომ ეს ნიშანი იყო და აუცილებლად უნდა გამეცანი. ჩემი ნება, რომ იყოს სიკვდილის შემდეგაც შენთან ერთად ვიფრენდი ღრუბლებში, რადგან საოცარი ადამიანი ხარ. ჩვენ ერთი და იგივე ექიმის დანიშნულ კურსს მივყვებით. ახლა კი შენი ნებაა... გინდ ირწმუნე ბედისწერის და გინდ არა.
-ესეიგი ბიჭებმა მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი იცოდნენ?
-ბევრად უფრო ადრეც, ლევან. ზედმეტი კითხვები, რომ არ დაესვათ ამიტომ ვუთხარი თავიდანვე შენ დაავადების შესახებ. მერე თვითონვე ვთხოვე, რომ ჩემზე სიტყვა არ დაეძრათ. საავადმყოფოშიც იმიტომ არ მოგაკითხეთ, რომ ჩვენ ხომ საერთო ექიმი გვყავს?!
შემეშინდა და არ მინდოდა ნაადრევად გაგეგო ყველაფერი ჩემზე, მაგრამ დღეს ვიფიქრე, რომ რატომაც არა?! თუ მოვლენების დაჩქარება უკვე ჩვევაში გადაგვეზარდა მაშინ რა აზრის აქვს ამ ყველაფრის დამალვას?
-მე ბოლო სტადია მაქვს, ნანკა.
-არც მე ვიცი რას მეტყვის ექიმი ერთი კვირის შემდეგ. უბრალოდ, ერთხელ და სამუდამოდ თავიდან ამოიგდე სიკვდილზე ფიქრი და დატკბი იმ ცხოვრებით რაც ახლა გაქვს.
-ახლა ვხვდები ყველაფერს...
-მაინც რას, აბა?
-იმას, რომ შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ვისაც სიბრალულის თვალებით არასდროს შემოუხედავს ჩემთვის.
-იმიტომ, რომ ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ.

***
იმ საღამოს ფეხით ძალიან ბევრი ვიარე. შებინდებისას კი ცოტა განტვირთვა გადავწყვიტე. როცა სიარულისგან დავიღალე ცოტახნით შევჩერდი და შემდეგ პირველივე ბარს ვესტუმრე. შესვლის თანავე მაგიდებს სწრაფად ჩავუარე და ყველასგან განცალკევებით ჩამოვჯექი. სული, რომ მოვითქვი ოფიციანტს ერთი ბოთლი ღვინო ვთხოვე და შეკვეთის მოტანამდე პიჯაკის ჟიბეებში სიგარეტს დავუწყე ძებნა. გადავუკიდე თუ არა ნახევრად ცარიელი, მოკუჭული კოლოფი მაგიდაზე დავდე და ღრმა ნაფაზის შემდგომ თავი ოდნავ უკან გადავწიე. შვება არც სიგარეტში იყო და არც სასმელში, მაგრამ იმ წუთას სხვა ვერც ვერაფერი მოვიფიქრე. უბრალოდ რაიმე განსხვავებულ სიტუაციაში მინდოდა მოვხვდრილიყავი თან მარტო, რათა დავფიქრებულიყავი იმ ყოველივეზე რამაც რადიკალურად შეცვალა ჩემი სამომავლო გეგმები. იმაზე თუ რა იქნებოდა შემდეგ, როდესაც ექიმს მივაკითხავდი ან მეტყოდა თუ არა ის რაიმე ახალს. გადავწყვიტე, ნანკას მდგომარეობის შესახებ უფრო ზუსტად გამეგო ყოველივე მისგან. ვფიქრობ, ნანკა არ იყო ჩემთან ბოლომდე გულწრფელი და ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ მელოდა. თვალებში ვუყურებდი, თუმცა რაღაც ისე არ იყო, თითქოს რაღაცას არ ამბობდა და მალავდა. საერთო ჯამში საშინელი სიცარიელე ვიგრძენი და მივხდი, რომ ამ მოკლე ხანში ეს გოგონა ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა. ასეთ ადამიანს არც არასდროს შევხვედრილვარ, რომელსაც სიბოროტის ნასახიც კი არ გააჩნდა სულში. მის შეშუპებულ თვალებსა და სიგამხდრეს ხან უძილობას ვაბრალებდი და ხან კი მის უმადობას. ჯანდაბა... მე ხომ ვერც ვიფიქრებდი, რომ ყველაფერი ასე სერიოზულად იქნებოდა. ერთადერთი რაც ოდნავ მაინც მამშვიდებდა ეს ხვალინდელი დღე და ექიმის პასუხებია, რომელსაც ვიმედოვნებდი, რომ დადებითი ყოფილიყოს. რა ღრუბლებში ფრენა ან რა სამოთხე?! რომ ვიხსენებ მის სულელურ მონაჩხმას საშინლად მეშლება ნერვები. აი... თურმე, როგორ შეიძლება ერთ წუთში სიცოცხლით სავსე ადამიანი გადაიქცეს სასოწარკვეთილ და მომაკვდავ გოგონად. ხანდახან ისაც კი არ ვიცი რა დავიჯერო. ის, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ღმერთმა ჩემზედ მართლაც მოიღო წყალობა თუ პირიქით დამცინის ამ ყველაფრით?! ვეღარ გამიგია სად რეალობაა და სად მინიშნებები? იქნებ სამოთხესა და დედამიწას შორისა ვარ გამოკიდებული და სანამ რაღაც ღვთისგან მოვლენილ საქმეს არ დავასრულებ იქამდე არ შეწყდება ჩემი ფიზიკური და სულიერი ტანჯვა?! იქნებ ღმერთს მაშინ მიყავს თავისთან ადამიანები, როდესაც ისინი საკუთარ ოცნებებსა და მიზნებს აისრულებენ და საბოლოოდ დაიმკვიდრებენ ამ ქვეყნად თავს? ისინი კი ვინც შემდგომში ხიბლში ჩავარდებიან, აღარ აძლევს მათ მიღწეული ოცნებებით ბოლომდე ტკბობის საშუალებას. ზოგი საკუთარ გზას მოგვიანებით პოულობს, ზოგი კი ბევრად უფრო ადრე. ალბათ სწორედ ამიტომ მიჰყავს ღმერთს ასეთი ადამიანები ნაადრევად, რათა ამ ტრაგედიით გამოწვეულმა ტკივილმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ამ ადამიანზე და შემდეგ პარალელი გავავლოთ საკუთარ ცხოვრებასთან. თუ მათსზედ უკეთესები ვერ გავხდებით, არც მათზე ნაკლებნი ვიქნებით მათსავე კვალდაკვალ. ეს მხოლოდ პირადი მოსაზრებაა, რომელიც შესაძლოა ახლოსაც კი არ იყოს ჭეშმარიტებასთან.
ცოტა მოგვაინებით გონს, რომ მოვედი ღვინის ბოთლი სანახევროდ გამოცლილი იყო, თუმცა ეს არ იყო საკმარისი ჩემთვის. ხელით მოძრაობით ოფიციანტს კიდევ ერთი ბოთლის მოტანა ვანიშნე და სიგარეტს ხელახლა გადავუკიდე. ცოტა ხანში ვხედავ ახალგაზრდა მანდილოსანი დაიძრა ჩემსკენ. უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა ტანში და მეტი სითამამისთვის ერთი ჭიქა წითელი ღვინო გამოვცალე. სიგარეტი ჩავაქრე თუ არა და ისიც მომიახლოვდა. ფეხზე დიდხანს აღარ შევაყოვნე. მშვიდად გავუღიმე და ისიც ჩემს მაგიდასთან ჩამოჯდა. საოცრად მიმზიდველი იყო, ხოლო მისი ღიმილი პირდაპირ თავბრუს მახვევდა. არ იფიქროთ, რომ ეს თრობისგან გამოწვეული, გადაზედმეტებული შთაბეჭდილებებია. მასთან საუბარს არ ვაპირებდი, რადგან იმდენად საინტერესოდ და ამაღელვებლად ყვებოდა თავის ისტორიებს ყოფილ თაყვანიმცემლებზე, რომ მხოლოდ მოსმენითაც კი ვტკბებოდი. სულ იღიმოდა და თითქოს ხელების მოძრაობით კადრებად გამოხატავდა სივრცეში იმ ყველაფერს რაზეც მიყვებოდა. ხან ბრაზდებოდა, ხან კიდევ ერთ ჭიქა ღვინით ტუჩებს გაისველებდა და ისე განაგრძობდა ხოლმე თხრობას. ბორდოსფერი კაბა ეცვა ღრმა დეკოლტეთი, ხოლო ყელზე თეთრი ფარფატელა შარფი მჭიდროდ ჰქონდა შეხვეული. ერთი შეხედვითაც მარტივი მისახვედრი იყო, რომ არავინ ჰყავდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი შეტყობინებაც კი არ მოსვლია, ხოლო თითებზე არც ნიშნობის ბეჭედი არ შემორჩენოდა. საუბრისას პირდაპირ თვალებში მიყურებდა და არასდროს გაუხედია გვერდით, რაც მის გულწრფელობაზე მეტყველებდა. დრო და დრო ტუჩებს იკვნეტდა რასაც მის ოდნავ ემოციურ ხასიათს მივაწერდი. თავისდაუნებურად კი ხშირად გადაჰქონდა ყურადღება ჩემს ტუჩებზე. ესეიგი მას უზომოდ სურდა ჩემთან. ქალის საუბრიდან მარტივ დასკვნებს ვერ გააკეთებ, თუმცა ისინი ვერასდროს აკონტროლებენ საკუთარ საქციელებს. მათი თვალები კი ყოველთვის ნამდვილია იმათთან ვინც მოსწონთ. სულმთლად გადამავიწყდა თუ რისთვის ვიყავი შემოსული ან საერთოდაც რა მიზეზით აღმოვჩნდი აქ. ღრმად ამოისუნთქა და მითხრა, რომ უკვე მობეზრდა ის ყოველდღიურობა რითაც ის ცხოვრობდა. ამიტომ გადაწყვიტა ასე სპონტანურად იმ უცნობ მამაკაცთან გასაუბრება, რომელთანაც შორიდან რაღაც სიხლოვე იგრძნო. სასიამოვნოდ გამეღიმა და ხელი გავუწოდე. ახლაც კი მახსოვს მისი არა ამქვეყნიური ლურჯი თვალები, რომლებმაც ნაზად ამომხედეს და მაგრძობინეს, რომ ქვეყნის დასალიარშიც კი გამომყვებოდნენ უკან. მაგიდებს ისევე სწრაფად ჩავუარე, როგორც შემოსვლისას და კარგად შემოღამებულს ორივემ დავტოვეთ იქაურობა. გარეთ ცოტათი ციოდა.



№1 სტუმარი LiLe3e

პირდაპირ ვიტყვი...ნეტავ რას კითხულობენ ამ საიტზე ამაზე უფრო საინტერესო ნაწარმოებს. სიტყვებით გადმოცემა რთულია იმის რაც აქ წავიკითხე. ეს იყო ნაწარმოები, რომელიც ვფიქრობ არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ გენიალურ ნაწარმოებებს. ვოტ ტაკ!!! საოცრებააა ავტორი :) :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent