შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ინსტრუქციები XI


2-02-2018, 15:41
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 168

ლოდინით დავიღალე.. დაახლოებით ნახევარ საათში კარები შემოაღო დაუჯერებელმა ადამიანმა.. მამაკაცმა ჩემი წარსულიდან.. სიცილი ვერ შევიკავე.
-შეშლილი ხარ.-სიცილით ვუთხარი მას..
-შენ წარმოიდგინე და საღად ვაზროვნებ.-თქვა რატიმ და მისი სავარძელი დაიკავა.
-ასე რომ იყოს ვორონცოვებს ჯიბრში არ ჩაუდგებოდი.
-თქვენი კორუმპირებული ხალხი ნელ-ნელა გაქრებიან ვიკაჩკა.. -რატიმ სიძულვილნარეი მზერით შემომხედა,თვალები ოდნავ მოხუჭა და განაგრო.-იმდენად ვერ იტანდი ძალადობას და იმ საზოგადოებას სადაც ახლა ხარ,რომ ერთიანად გადაეშვი სიბინძურის მორევში.
-რატი.. წარსულზე საუბარი გინდა?საკმარისი იყო მგონი რაც მიიღე,თუ არა?
-სამწუხაროდ კი შენ ვერ მიიღე მისაღები.-ცალი წარბი ასწია და ალმაცერად შემომხედა.-ვიკა თუკი ყავა გაგიცივდათ, არ ღირს მისი ხელახლა გათბობა, გემრიელი უკვე აღარ იქნება... ასეა ადამიანებთანაც...შენ კი ვერაფრით შეიცანი მათი ბუნება..
-ახლა ანდრეიზე ვსაუბრობთ თუ შენზე? იქნებ კიდევ გინდა ჩემი გაუპატიურება?
-სრულებითაც აღრა მიზიდავ.
-არ გეტყობა.
-მოკლედ.. თემას დავუბრუნდეთ.-მაშინვე გადაიტანა ყურადღება საქმეზე.-რატომ სცემე ბორისი?
-ადვოკატის გარეშე არაფერს ვიტყვი.-რატიმ დამცინავად შემომხედა და ტელეფონი მომაწოდა.
დაახლოებით საათნახევარი ვიყურყუტეთ განყოფილებაში,ამავე დროის მანძილზე რატის თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.ანდრეის რატის დანახვაზე ძალიან ცუდი რეაქცია ჰქონდა,სახეზე ეწერა,რომ დიდისიამოვნებით გაისტუმრებდა ხელახლა რეანიმაციის განყოფილებაში.
-ასე ნუ უყურებ!-მომესმა ანდრეის ხმა რომელიც რატის მიმართავდა.
-განყოფილება ჩემია და ვისაც მინდა იმას შევხედავ.-ნიშნისმოგებით უთხრა რატიმ
-განყოფილება შენია,მაგრამ ვიკა ჩემი ცოლია,ეს კარგად დაიმახსოვრე.-ანდრეიმ ზურგი აქცია და გარეთ გავიდა,რატიმ ჩემს გასაგონად თქვა.
-ჯერ-ჯერობით.-შემდეგ გამიღიმა და თვალი ჩამიკრა..
აშკარა იყო რატი ჯინში ჩაგვიდგა,მაგრამ ეს კარგად არ დასრულდებოდა.
ადვოკატმა თვდების საფუძველზე ჩემი გათავისუფლება მოახერხა.
რამოდენიმე დღე არ გამოვდიოდი,რადგან პრესა ზედმეტად ინტერესდებოდა ამ ამბით.
დილით ადგომის თავი არ მქონდა,თავს სუსტად ვგრძნობდი,მგონი სიცხე მქონდა.
-რა გჭირს?-მკითხა ანდრეიმ როცა დაინახა,როგორ მაკანკალებდა.
-არ ვიცი,სუსტად ვარ.
ანდრეი მოვიდა,სიცხე შუბლზე ტუჩებით შემიმოწმა,შემდეგ „თერმომეტრი“ მომიტანა.
გვერდიდან არ მომშორებია,ყოველგვარი საქმე სხვა დროისთვის გადაიტანა და მთელი დღე ჩემს მოვლას დაუთმო.გამიმზადა წვნიანი,რომელიც თავისი ხელით მაჭამა,ყოველ ერთ საათში სიცხეს მიმოწმებდა და საინტერესო წიგნს მიკითხავდა...
ვიგრძენი,როგორია იყო სუსტი,უმწეო ქალი რომელსაც მოსიყვარულე მეუღლე გვერდიდან არ შორდება და მზადაა ყველა მისი კაპრიზი უსიტყვოდ აიტანოს.
ალბათ ეს ავადმყოფობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოვლენად მექცა,რადგან ჩვენი ურთიერთობა სხვა კუთხით დავინახე.. დავინახე ანდრეის სახე,რომელიც დაეჭვებული იყო ჩემს კარგად ყოფნაში,ეშინოდა რაიმე არ დამმართნოდა,ნება რომ მიმეცა საპირფარეშოშიც არ გამიშვებდა მარტოს...
იმდენი ხანის განმავლობაში ჩვენი ერთმანეთზე დამოკიდებული დიდი ყინულის ლოდს გავდა,რომელმაც ლღობა დაიწყო,სასიამოვნო შეგრძნებაა როცა საყვარელი მამაკაცი შენზე ზრუნავს,მაგრამ ვიცოდი ეს ანდრეისთისაც რაღაც ახალი იყო,ვგრძნობდი ზოგჯერ უხერხულობასა და დაძაბულობას მისი მხრიდან.
დღის ბოლოს როცა არც სიცხემ დამიწია და არც ექიმის მოყვანის საშუალება მივეცი ანდრეი უკვე თავის თავს ემსგავსებოდა და ცდილობდა მისი ზეგავლენა ჩემზე გამოეყენებია.
-ვიკა სახუმარო არ არის.. 41 გრადუსი გაქვს,ექიმს მოვიყვან.
-არაა!-ჭირვეული ბავშვივით ავართხალდი.
-ექიმის გეშინია თუ...-გამომცდელად შემომხედა და ბოლოს გაიცინა.-არ თქვა ახლა ამხელა გოგოს ნემსის მეშინიაო.-სიცილს არ წყვეტდა ანდრეი.
-ნუ დამცინი.
-ვიკა ნებას არ მაძლევ ექიმი მოვიყვანო,არც მე მაკეთებინებ დამწებს (ნემსი) მაშინ ერთი გზა გვრჩება.-გამომცდელად შემომხედა,მე კი სიცხსგან ძლივს ვეწეოდი მის სიტყვებს.
-რა გზა?-უკვე შემეშინდა მისი.
-ან გარეთ აივანზე გავალთ და შენ მხოლოდ მაისურით იქნები ან ძალიან ცივ წყალში გაბანავებ.-გამოვშტერდი ლამის.
-ეგრე ხომ უფრო ავად გავხდები?-თბილ საბანში მოვიბუზე სიცივის წარმოდგენისას.
-არა ეგრე სიცხე დაგიწევს შემდეგ კი თბილ საწოლში ჩაწწვები და ხვალ სრულიად ჯანმრთელი იქნები.-ცდილობდა გადავერწმუნებინე.
-ასე მალე მოგბეზრდა ცოლის მოვლა?-გამოვაჯავრე
-ნუ სულელობ.. მინდა რომ კარგად იყო და მე ისე ვიქნები შენს გვერდით.
დიდი წინააღმდეგობა გავუწიე ანდრეის.. არც ცივი წყალი მინდოდა და არც სიცივე,ამიტომ ანდრეის ძალის გამოყენება მოუწია..
საწოლთან მოვიდა და საბანს ხელი ჩაავლო,რომელსაც ისე ვიყავი ჩაფრენილი,რომ ლამის ჩემიანად ასწია ზემოთ.ბოლოს კი ხელში აყვანილი მივყავდი სააბაზანოში.. მე ვფართხალებდი,ვყვიროდი მაგრამ აზრი არ ჰქონდა.. ჯაკუზი ცივი წყილით წინასწარ გაემზადებინა და ჩემი პაჟამებიანად ჩამაგდო მასში,რა თქმა უნდა მაშნვე ვეცადე ამოსვლა თუმცა ანდრეი თავზე მადგა და ნებას არ მაძლევდა მხრების ზემოთ წყლიდან ამოვსულიყავი..
ძალიან მციოდა,ვიყინებოდი.. ჩემთვის ეს სიკვდილის ტოლფასი იყო,დაახლოებით ათი წუთი გავატარე იძულებით წყალში,უცებ ანდრეიმ უზარმაზარი პირსახოცი მოიტანა და მასში პატარა.. ჩვილი ბავშვივით გამახვია და ისევ ხელში აყვანილი წამიყვანა საწოლში..
სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი და დავუბრუნდი ჩემს თბილ საწოლს..
მეორე დილით სიცხე საერთოდ არ მქონდა,ჩემი ქმარი სწორი აღმოჩნდა მაგრამ მე მაინც გავბრაზდი,მასზე რადგან მაიძულა ცივ წყალში მებანავა..
ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავდი,რომ ანდრეი ჩემი ქმარი იყო,რადგან ის ასეთი თბილი,მოსიყვარულე და სიურპრიზებით სავსე იყო..
რამოდენიმე თვე მომიძღნა და საკუთარი თვითმფრინავით წავედით „სამყაროს“ დასათვალიერებლად,ეს ჩვენი მეორე თაფლობისთვე იყო,ნუ პირველი თუ არ გვქონია ესეც იმიტომ რომ მაშინ იდიოტი იყო ანდრეი.
ყველა ჩემთვის საყვარელი ქვეყანა შემოვიარე.. ეს ისეთი ამაღელვებელი იყო ჩემთვის,თანაც ჩემი მეუღლე უკეთ გავიცანი.. არც ერთი წამით არ გვინდოდა ერთმანეთს დავშორებოდით,რადგან ერთმანეთს თვალებში ვპოულობდით იმ ბედნიერებასა და სიყვარულს რაც ამდენი წელი ორივეს გვაკლდა..
ჩემი ცხოვრების საუკეთესო სამი თვე გავატარეთ,სამი თვე ყოველგვარი იარაღის,საქმიანი შეხვედრების და მაფიისაგან შორს.დროდადრო ანდრეი გაქრებოდა ხოლმე მაგრამ ზედმეტ კითხვას არ ვსვამდი,რადგან ის თავად იყო მაფია,რომელსაც მოგზაურობით უკან ვერ ჩამოვიტოვებდით..
მწვავე ტკივილის განცდა დამეუფლა გულის არეში,რამაც მთელი „გართობა“ ჩაგვიშალა.თითქოს ყელში ბურთი ჩამჩარეს ვერც ხმას ვიღებდი,ისე მაკანკალებდა სიცივისაგან რომ ანდრეის სერიოზულად გადაუარა სახეზე ცისარტყელას შვიდივე ფერმა.. ისეთი განცდა მქონდა თითქოს რაღაც ისეთი მოხდებოდა,რაც სამუდამოდ გადაწყვეტდა ჩემს ბედს...
ანდრეიმ სასწრაფოდ მოიყვანა ექიმი.. როცა მსინჯავდნენ ანდრეი რაღაცას ესაუბრებოდა,არ მესმოდა მათი,რადგან ფიქრებით სხვაგან ვიყავი,სადღაც შორს..
-ანდრეი იქნებ მატეოს სჭირს რაღაც დავრეკოთ?-გავუძახე მე,რადგან მიმაჩნდა რომ დედაშვილს შორის კავშირი იმდენად დიდი იყო,რომ საზღვები მას არ გააჩნდა.
-დამშვიდდი ვიკი,მატეოს არაფერი ჭირს,შმაგისთან და ნატაშასთან ერთად არის.-მამშვიდებდა ანდრეი როგორც შეეძლო.-თუ გინდა დავბრუნდეთ.-შემომთავაზა ანდრეიმ და შუბლზე მაკოცა
პასუხი არ გამიცია,მაგრამ მიხვდა თავს კარგად ვერ ვიგრძნობდი თუ უკან არ დავბრუნდებოდით...
უკვე დავჯექტით აეროპორტში,თითქოს ჩემი დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებდა.
ყველაფერი რიგზე იყო,მშვიდობიანად დავბრუნდით სახლში.. მატეოს ძალიან გაუხარდა.. ასევე მამაჩემის თვალებიც ბრწყინავდნენ სიხარულით..
-ვიკა წავიდეთ რაღაც დოკუმენტებზე გვქვს ხელი მოსაწერი.-მითხრა დილით ანდრეიმ
-რა ხდება?
-არაფერი ისეთი,შენი ყველა ბიზნესი მე გადმომეცემა ამ დოკუმენტებით,ასე რომ არც ვინმეზე მუქარა მოგიწევს და არც ცემა..
-კი მაგრამ..
-ვიკა განხილვას არ ითვალისწინებს ეს საკითხი!-გადაჭრით მიპასუხა ანდრეიმ და პიჯაკი მოიცვა.
მეც ავდექი და სწრაფად მოვემზადე,ამ საქმის შემდეგ ვგეგმავდი ანდრეისთვის სიურპრიზი მომეწყო.. რაღაც ეჭვები მქონდა,ამიტომ ექიმთან მივიდოდი და სააღამოს ანდრეის ან კარგ ახალ ამბავს შევატყობინებდი,ან უბრალოდ ერთად ვივახშმებდით..
-რაღაც საოცრად ბრწყინავ.. ცუდათ აღარ გრძნობ თავს?-შემათვალიერა ანდრეიმ
-კი ისევ ცუდათ ვარ,თითქოს რაღაც უნდა მოხდეს,მაგრამ ვცდილობ ეს გრძნობა დავივიწყო.-ვაკოცე და კომპანიის კიბეებზე ავირბინე.
ხელი ისე მოვაწერე რომ არც კი წავიკითხე,რა ხდებოდა.. მე სრუალიად ვენდობოდი ჩემს ქმარს..
დაახლოებით ნახევარ საათში კომპანიიდან გამოვედი და ანდრეის ხმა გავიგონე.
-ვიკი დამელოდე.
-რა ხდება სადმე მიდიხარ?
-რაღაც საქმეზე გავრბივარ,წამოდი გაგიყვან სადაც მიდიხარ.-ხელი მომხვია ანდრეიმ და კიბეზე ერთად ჩამოვდიოდით როცა გაისმა იარაღის სროლა..
ჯერ ერთი.. მეორე... ტყვიები ჩვენი მიმართულებით მოდიოდა.მწვავე ტკივილი ვიგრძენი,გული შემეკუმშა,თვაალებში მიბნელდებოდა.. უცებ ანდრეის ხელი ვიგრძენი,რომელიც გადამეფარა..
მუცელზე ხელი მოვისვი.. სისხლისგან ვიცლებოდი,გულის რევის შეგრძნება დამეუფლა.. თვალებიდან ცრემლები მცვიოდა.. ეს ტკივილის ცრემლები იყო..სული მეყინებოდა.. ნელ ნელა გოებას ვკარგავდი..
-ვიკა გესმის ჩემიიიი ვიკაააააა.-ვგრძნობდი როგორ ეჭირა ანდრეის ჩემი სახე ხელებში და მთელი ხმით მეძახდა,მაგრამ მე სიტყვაც ვერ ვთქვი,ხელიც კი ვერ მოვჭირე იმის ნიშნად,რომ მე მისი მესმოდა.. ძალა აღარ მქონდა..

პ.ს მეგობრებო ვიცი პატარა თავია,მაგრამ მომდევნო რომ უფრო სრულყოფილი ყოფილიყო ასე მომიწია.. აბა რას იტყვით?



№1 სტუმარი სტუმარი shalo

axal komentarebs velodebi

 


№2 სტუმარი სტუმარი თათა

არაა გთხოვ ვიკა არ მოკვდეს :-( ჩემი აზრით უინტერესო გახდება ეს ისტორია

 


№3  offline წევრი naniko mindia

Auuuu cecxli iyo kargia zalian momwons magram vikos rame moua ?veli momdevno tavs warmatebebi ♥♥♥♥♥♥
--------------------
lomidze

 


ოო მაი გად!ბომბია ბომბი!და შენ კიდეს საოცრება! heart_eyes

 


№5 სტუმარი ani

Chemi vikaaa sob tavi arachveulebrivia shen ki saocrebaa wer da ise rom adamians kitxvis shewyveta ar moundeba kargia temis dadzabva[hide][/hide]

 


№6  offline მოდერი The Dreamer

ვიკას და ანდრეის ბედს მომდევნო თავში გაიგებთ... წინასწარ რომ გითხრათ უინტერესო იქნება შემდეგი თავი...

 


№7 სტუმარი სტუმარი shalo

ani
Chemi vikaaa sob tavi arachveulebrivia shen ki saocrebaa wer da ise rom adamians kitxvis shewyveta ar moundeba kargia temis dadzabva[hide][/hide]

viziareb

 


№8 სტუმარი ani

სტუმარი shalo
ani
Chemi vikaaa sob tavi arachveulebrivia shen ki saocrebaa wer da ise rom adamians kitxvis shewyveta ar moundeba kargia temis dadzabva[hide][/hide]

viziareb

Axla ar mitxra mokvdebao sob

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent