სიყვარულის ინსტრუქციები X
ყველა სტუმარი უკვე მე მელოდებოდა,ის იყო ეკლესიის კარები უნდა გამეღო,რომ... ანდრეი ყველაფერს ვიმსახურებდი ვიკასაგან,რადგან უამრავი შეცდომა დავუშვი მასთან ურთიერთობისას. ვიკა დანახვისთანავე მომეწონა.. ვიზუალურადაც და სულიერადაც,განსაკუთრებით მისი ჯიუტი ბუნების გამო შემიყვარდა.მისი შეუპოვრობა მაოცება.. მას ეგონა რომ გამუდმებით ვღალატობდი,მაგრამ ეს იყო „ფარი“ სინამდვილეში ისეთ საქმეებზე გავდიოდი,რომლის მოგვარებაც ჩემს გარდა არავის შეეძლო და რისი ცოდნაც ვიკას დაღუპავდა. რთულია იყო მაფიაში,რთულია იყო მისი ლიდერი,განსაკუთრებით კი შეყვარებული მაფიიის ლიდერობაა რთული.. ათასი საქმე,მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებს როდი ვხელმძღვანელობდი,ჩემს საქმეში მკვლელობა,ნარკოტიკები,ტრეფიკინგი და კიდევ ათასობით მსგავსი საქმე ჩვეულებრივი მოვლენა იყო,ვიკას კი ყველაფერი თამაში ეგონა,ან კიდევ არ ვიცი რაა. მიჭირდა მეყურებინა ვიკასთვის,როგორ იტანჯებოდა,ფარულად მაგრამ მაინც იტანჯებოდა.. მეც ვიტანჯებოდი რადგან არ შემეძო მისთვის ყველაფრის მოყოლა. ვერც კი იაზრებდა რომ ისე ძლიერ მიყვარდა, თითოეული განშორება როგორ მანადგურებდა.. ბოლოს კი პიკი იყო,სასწაულები ატარა.. ამერიკის ერთ-ერთი ლიდერის შვილი,რომელმაც რაღაც ისეთი გაიგო რაც არ შეიძლებოდა,თანაც შინაგანსაქმეთა მინისტრისაგან დაფეხმძიმდა მომიწია ჩემს საყვარლად გამესაღებინა,ჩემმა სულელმა და ეჭვიანმა ცოლმა კი არჩევანი მომთხოვა... მისი სახლში წაყვანა ვბრძანე,შემდეგ მივიდოდი და ყველაფერს ავუხსნიდი,მაგრამ მან გაქცევა მოასწრო.მე კი მჯეროდა რომ ვისაც უყვარხარ, ის არასოდეს მიგატოვებს, თუნდაც ამისთვის უამრავი მიზეზი ჰქონდეს, ის ყოველთვის იპოვის იმ ერთადერთ მიზეზს, რომლისთვისაც დარჩენა ღირს,მაგრამ ვიკას ეს მიზეზიც ჩემივე ნებით წავართვი.. განქორწინების საბუთები კიდევ ერთი სიურპრიზი იყო ვიკასაგან,რა თქმა უნდა ხელი არ მოვაწერე და გოგო ამერიკაში ჩავიყვანე. ამის შემდეგ დავეძებდი ჩემი სულის ნათელ წერტილს პლანეტის თითოეულ კუთხე-კუნჭულში. დრო გაიწელა.. უჯკვე იმედიც კი გადაწურული მქონდა რომ ვიპოვნიდი,მაგრამ ღმერთის ნებით მის გვერდით მყოფმა დამირეკა და მაცნობა რომ კორლეონეზე ვიპოვნიდი „განძს“ რა თქმა უნდა მივხვდი რასაც გულისხმობდნენ და მისკენ გავემართე. იქაც კი ვერ შევხვდი მას,რადგან ნათლიამისის სახლში ცხოვრობდა,მე კი იქ შესვლის უფლება არ მქონდა,თანაც როგორც კი გაიგეს,რომ ჩამოვედი ჩემი ცოლის გათხოვება მოინდომეს ერთ-ერთ გავლენიან კაცზე ფაბიოზე,რომელიც მისი დაუნდობელი სახელით იყო ჩვენთვის ცნობილი,მაგრამ ქალების მოხიბვლა კარგად შეეძლო. და აი დავინახე ჩემი უმშვენიერესი ცოლი... თეთრ,საქორწინო კაბაში გამოწყობილი... ისეთი ლამაზი იყო,რომ ყველაფერს ჩრდილავდა.. ალბათ სიგიჟემდე,რომ არ მყვარებოდა ამ მომენტში თავიდან შემიყვარდებოდა.. ის იყო კარები უნდა შეეღო,რომ ვეღარ მოვითმინე და დავიძახე... ვიქტორია -ვიკი.-ხმა,რომელიც სულს მიყინავდა,გონებას მიბინდავდა და პატარა ბავშვივით მოუთმენლობით მიპყრობდა. ცხოვრებას ერთი ძალიან დიდი მინუსი აქვს...ადამიანები, როცა მივიწყების პირას გვყავს,მაშინ ჩნდებიან ხელახლა და ისევ იწყება ყველაფერი თავიდან! გახედვა არ მინდოდა,მაგრამ ცდუნებას ავყევი და დანამული თვალები ანდრეის გავხედე,სიტყვის თქმა არცერთს არ შეგვეძლო,ვიცოდი მასაც უჭირდა. -ვიკი არ შეხვიდე ტაძარში.-თითქოს თხოვნა უნდოდა,მაგრამ მაინც ბრძანებასავეთ ჭღერდა. -შენ ვერ გადაწყვიტავ მე რას ვიზამ.-კბილებში გამოვცერი და ისევ ტაძრისკენ შევბრუნდი. -ვიკა მე შენ არ გაგშორებივარ.. შენ ვერ გათხოვდები.-ტყრებს ვერ დავუჯერე და მასთან სწრაფი ნაბიჯით მივედი. -შეიშალე ხომ? თაიდან მომწყდი,მეც ვიმსახურებ ბედნიერებას. -ვიკა ტაძარში თუ შეხვალ პირველ კოცნასაც ვერ მოასწრებ ისე დაქვრივდები.-ანდრეი სრული სერიოზულობით საუბრობდა. -შენ მაგას არ გააკეთებ.-თითქოს ჩემი თავის დარწმუნება უფრო მინდოდა ამაში. -ხომ იცი რომ გავაკეთებ? ნუ გამომცდი ამ საკითხში. -თავი დამანებე ადამიანო,წადი შენს ახალ ოჯახთან და მე თავი დამანებე.-მუდარის ხმით შევთხოვდი ანდრეის,რომელსაც არაფერის გაგონება არ უნდოდა. -სახლში ვისაუბრებთ ამ თემაზე,ვერ დაგპირდები რომ რასაც მოგიყვები უფრო დაგვაახლოებს,პირიქით შესაძლოა დისტანცია უფრო გაიზარდოს, მაგრამ ჩემს ერთგულებას კი დაამტკიცებს.-ყურებზე ხელი ავიფარე რომ არაფერი გამეგონა. რადგან ტაძარში შესვლა დავაგვინანე,ნათლია გარეთ გამოვიდა ჩვენ რომ დაგვინახა ხმამაღლა დაუძახა ყველას.. ტაძრიდან გამოვიდა ფაბიო და კიდევ რამოდენიმე შეიარაღებული მამაკაცი რომელიც ანდრეი მტრულად უყურებდნენ,ანდრეი კი მშვიდი სახეთ უყურებდა მათ,თანაც ჩემს „საქორწინო“ მანქანაზე მიყრდნობილი. მე კი ვიდექი მათ შორის,მივხვდი ახლა მხარის არჩევის დროც დადგებოდა,მაგრამ ფაბიომ მიმართა ანდრეის. -აქ რა დაგრჩენია? -ჩემი ცოლო.-მშვიდად უპასუხა ანდრეიმ -აქ შენს ცოლს ვერ ვხედავ.. აქ შენი ყოფილი ცოლია და ფაბიოს მომავალი მეუღლე.-უპასუხა ნათლიაჩემმა და იარაღის ბუდეს თამაში დაუწყო,ანდრეიმ ერთი რონიულად ჩაიცინა და მანქანას მოშორდა. -ვიკა ჯერაც ჩემი ცოლია,მას ვერავინ მოიყვანს ცოლად სანამ მე ისევ ცოცხალი ვარ. -მაგის გამოსწორებაც შეიძლება.-თქვა ნათლიამ და ანდრეის იარაღი დაუმზინა.. არ ვიცი რა ვიგრძენი,რა დამემართა,მაგრამ სახეზე ალმური მომედო,ერთიანად გავხურდი.. თითქოს ჩემში შინაგანი ფორს-მაჟორული სიტუაცია ამოქმედდა,იარაღს წინ გადავუდექი და ნათლიაჩემს თვალი გავუსწორე.შემდეგ ფაბიოს გავხედე რომელიც ისე მიყურებდა,რომ მიხვდა ამ იარაღების გამოჩენის გამო რაც გადავწყვიტე. -რას აკეთებთ? ფაბიო ეს იარაღის მუქარები რომ არა ტაძარში ერთად შევიდოდით და მე დღეს შენი ცოლი გავხდებოდი მიუხედავად ანდრეის მუქარებისა,მაგრამ ახლა ამას არ გავაკეთებ. -რას ამბობ სულელო?-შეყვირა ნათლიაჩემმა -რაც გაიგონე ის ვთქვი.. მე ფაბიოს ცოლად არ გავყვები.. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლას არ ვაპირებ.. -მასთან მიდიხარ?-მკითხა ფაბიომ. -ანდრეის მე მივხედავ და გავცემ სათანადო პასუხს.. არავის დაცვა არ მჭირდება. ანდრეის ვანიშნე მანქანაში ჩამჯდარიყო,მე საჭესთან დავჯექი და წამოვედით. ხმა არ ამოგვიღია არცერთს.. ვიცი ანდრეიმ შეურაცხყოფად მიიღო მასზე დამიზნებულ იარაღს რომ გადავუდექი და ამიტომ არ იღებდა ხმას. მდინარის პირას გავაჩერე მანქანა და გადმოვედი,ანდრეიც გადმოვიდა.. -აბა გისმენ! -აქ? -დიახ აქ,თუ არ გაწყობს ისევ ტაძარში დავბრუნდები. -ნუ სულელობ.. ანდრეიმ მიყვებოდა ამბავს,რომელც ძალიან ახლოს იყო რეალობასთან.. ვგრძნობდი რომ არ მატყუებდა,მაგრამ იმის მოსმენა,რომ ანდრეის გადაწყვეტილებებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს,დამთრგუნა.. ის ფაქტი რომ მოღალატის კი არა მკვლელის ცოლი ვიყავი არ ცვლიდა არაფერს.. პირიქით უფრო ცუდათ გავხდი.. ყოველგვარი წარმოდგენა დავკარგე ანდრეიზე,სიყვარულზე და საერთოდ ცხოვრებაზე.ხმა არ ამომიღია,ცრემლები თვითონ ამბობდნენ სათქმელს. -არაფერს იტყვი?-მკითხა ნახევარსაათიანი სიჩუმის შემდეგ. -სათქმელი დამიტოვე ანდრეი? -რა გეგონა ვიკა,უბრალო ბიზნესმენი ვიყავი რომელიც მაფიოზობას იბრალებდა? ჩემგან რას მოიელოდი.. მოსიყვარულე ქმარი ვიქნებოდი.. ერთად ავღრზდიდით შვილებს.. სახლში მოსული დავსხდებოდით და დღის ამბებს ერთმანეთს გავუზიარებდით? -რატომ გმიშვი საქართველოში... იმ ღამით რა მოხდა?-სახეალეწილმა ვკითხე -იმ ღამით შენი სოცოცხლე ვიხსენი -როგორ გავიგო ეგ? -როგორც გინდა ვიკა ისე შეგიძლია გაიგო,მაგრამ მე რომ არ გამეშვი იმ ღამითვე უბედურება დატრიალდებოდა. -მეორედ რატომ გამიშვი? -მეორედ უკვე შენ თავად მიმიყვანე ამ გადაწყვეტილებამდე. -მაგრამ ეს ყველაფერი არ ცვლის იმ ფაქტს რომ შენ მკვლელი ხარ. -ვიკა სახლი რამდენჯერ ამიფეთქე?-იკითხა თითქოს სათვალავი აერია. -ორჯერ. -გგონია სახლი ორივეჯერ ცარიელი იყო?-ამ კითხვამ ამაკანკალაა,სულიერად შემძრააა,ხმას ვეღარ ვიღებდი.. აღარც ანდრეის დაუბოლოვებია,რადგან ამ კითხვით ყველაფერი ნათქვამი იყო.. მეც მისნარი მკვლელი გამოვდიოდი. არ ვიცი როგორ უნდა ავღწერო,როგორ გადმოვცე ეს გრძნობა.. თითქოს შიგნიდან მჭამდა,მწვავდა,მანგრევდა.. ერთიანად გავნადგურდი. -ვიკა სახლში წავიდეთ..-ანდრეი შეყოყმანდა,რადგან მიხვდა მისმა სიტყვამ როგორ მომკლა და დამაცარიელა აზრიც აღარ ჰქონდა შეწინააღმდეგებას,ანდრეისთან ერთად და დავბრუნდი რუსეთში.. უკვე მესამედ... თავზარდაცემული და შოკირებული ვიყავი ყველაფრით,როგორც ყოველთვის ცხოვრება დიდ სიურპრიზებს მიწყობდა.. ვთვლიდი,რომ მე ვარ ის ადამიანი ვისთვისაც ღმერთი ცოტა სიყვარულსაც კი ვერ იმეტებს,ცოტა ბედნიერების გარდა რამე მომითხოვია? ყველაზე ძლიერი გრძნობა იმედგაცრუებაა,თანაც როდესაც იმედს საკუთარი თავი გიცრუებს.. არა წყენა,არც ეჭვიანობა,სიძულვილიც კი არა... მათ შემდეგ სულში კიდევ რჩება რაღაც.. იმედგაცრუების შემდეგ კი სიცარიელეა,სრული სიცარიელე... რამოდენიმე დღე დამჭირდა ყველაფრის გადასალახად,რამოდენიმე დღის შემდეგ პირველად ამოვიღე ხმა. -ანდრეი -გისმენს. -რამდენი ?-ანდრეიმ თვალები გააცეცა თითქოს ვერ მიხვდა რაზე ვეუბნებოდი,შემდეგ სახე ოდნავ დამანჭა,ამიტომ დავამატე.-რამდენი ადამიანი დაიღუპა ჩემი მიზეზით? -არც ერთი.-აი ჩემი გაჭედვისათვის კიდევ ერთი ძალიან დიდი მიზეზი. -ანდრეი შენ არ ხარ ნორმალური.. მითხარი,რომ ვიღაც დაიღუპა.. ახლა კი მეუბნები არცერთიო,როგორ გავიგო?-უკვე ტონს ავუწიე.. -მე არ მითქვამს ვინმე დაიღუპათქო.. მე გკითხე დარწმუნებული იყავი თუ არა,შენ კი უსაფრთხოების არც ერთი ზომა არ მიიღე,არ იცოდი რიყო თუ არა ვინმე სახლში.ლოგიკურია რომ ეჭვი გამიჩნდა -ანდრეი რა უსაფრთხოებაზე მელაპარაკები,მე სახლი ავაფეთქე სად ხედავ ლოგიკას აქ?-უკვე მთელ ხმაზე ვყვიროდი.-ისევ მომატყუუე,ვერ წარმოიდგენ რა ვიგრძენი. -მე არ მომიტყუებიხარ,მე არაფერი მითქვამს.ხმა,რომ ამომეღო მაშინ აქ არ იქნებოდი.ვიკა ეს არ არის ბავშვური თამაშები და მე არ ვთამაშობ. -შენი ყველა ნაბიჯი თამაში იყო ანდრეი,თამაში ჩემს მიმართ,ამას კი არასოდეს გაპატიებ.. გარდა იმისა რომ გამანადგურე,როგორც ქალი,შენ ჩემი რეპუტაცია არ გაითვალისწინე.. რატომღაც დაგავიწყდა რომ მე მარტო შენი ცოლი არ ვარ,მე შმაგის ერთადერთი ქალიშვილი ვარ,რომელიც ყველაფერ იმას მიიღებს,რის გამოც ცოლად მომიყვანე.და კიდევ... გაფრთხილებ თუ ჩემს ზურგს უკან რამეს მოიმოქმედებ,მე განზე აღარ გავდგები და მიხვდები ვიქტორიასთან თამაშს როგორ შედეგამდე მიყავს ადამიანი.-მუქარის შემდედ ზურგი ვაქციე და კაბინეტში გავედი. ძალიან ვბრაზდებოდი სერიოზულ პერსონად, რომ ვერ აღმიქვამდნენ,მათ შორის ჩემი ქმარიც,მაგრამ იმასაც ვხვდებოდი პატივის მისაღებად ანდრეიმ რამდენი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო,რაც დარწმუნებული ვარ არც თავად სურდა. ამიტომ მეც იმდენად ჩავეფლობოდი ამ საქმეში,რამდენადაც გარემოება მოითხოვდა. განვსაზღვრე ვისგან ელოდა ჩემს ბიზნესებს საფრთხე,ამიტომ მასთან სტუმრობა გადავწყვიტე,რომელიც არქიტექტურის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში იმყოფებოდა. კაბინეტში შევედი და მაგიდასთან შევჩერდი.ახალგაზრდა არქიტექტორი იყო,როგორც ჩანს მაფია ახალგაზრდებს წყალობდა.. ნელ-ნელა ქვემოდან ამომხედა და დაჯინებით მიყურებდა. ბეწვი გავიხადე და ერთ-ერთ სკამზე დავდე ჩანთასთან და ხელთათმანებთან ერთად.დავრჩი ელეგანტური,გრძელ შავი კაბია ამარა და გრაციოზურად დავჯექი მეორე სკამზე,მამააცმა ცალი წარბი ზემოთ აზნიქა და სავარძელში გემრიელად გადაწვა. -რით შემიძლია დაგეხმაროთ?-მკითხა ირონიული სახლით. -ეგ მე უნდა გკითხოთ... რით შემიძლია დაგეხმაროთ?-კითხვა გავუმეორე. -ვერ მივხვდი?-თავი გაისულელა მან. -მაშინ კარგად დაფიქრდი... ვიზუალმა არ მოგატყუოს თორემ დიდ შეცდომას დაუშვებ. -ქალბატონო ვიქტორია მემუქრებით? -როგორც ჩანს ინფორმირებული ხართ,ჩემს წინაშე კი თავს ისულელებთ.ასე გააგრძელეთ.-მეც ირონიულად გავუღიმე და განვაგრძე.-ჩემს ნებისმიერ ბიზნეს სიცოცხლის ფასად დავიცავ,ასე რომ ან ჩამოგვშორდი გზიდან.. ან არადა..-კაბინეტს თვალი მოვავლე,თითქოს სადღაც მომავალში ვიხედებოდი.-ან არა და მოგიწევთ საარქიტექტურო კომპანია დამითმოთ. -უკაცრავად?-სიცილადაც არ ეყო. -იცინეთ ბატონო.. მაგრამ გაფრთხილებთ ჩემი შემდგომი ვიზიტი სასაცილო განწყობას გაგიქრბთ.-თავი დავუკარი,ჩემი ნივთები ავიღე და დავტოვე კომპანია. ჩემი ეს ვიზიტი განსაზღვრავდა ჩემს მთელ ბედს.. თუკი რაიმე შეცდომას დავუშვებდი,მთელი ცხოვრება ვეღარ გავეკარებოდი ამ სამყაროს,მაგრამ თუკი საჭიროებისამებრ მოვიქცეოდი უკვე სახელი გამივარდებოდა და ჩემთან თამაშს აღარავინ გადაწყვეტდა. თუკი აქამდე ანდრეი აგვარებდა ჩემს საქმეებს,ახლა მე თვითონ ავიღე ეს ჩემს თავზე. ანდრეის რა თქმა უნდა არაფერი ვუთხარი.. ჩემი გამოწვევის მიზნით საარქიტექტორო კომპანიის მფლობელმა მამაკაცმა,რომელსაც ბორისი ერქვა კიდევ ერთხელ შეუტია ჩემს ბიზნესს მისი ხელში ჩაგდების მიზნით,მაგრამ ჩემმა ერთგულმა ხალხმა სიცოცხლის ფასად დაიცვეს შენობა. მეორე დილით სანამა ანდრეი საქმეს გაეცნობოდა,რამოდენიმე კარგად „ჩაფსკვნილ“ და შეიარაღებულ მამაკცებთან ერთად წავედი ბორისის კომპანიაში.. ნაცნობი ნოტარიუსიც თან გავიყოლე,ყოველი შემთხვევისათის. სიმართლე ვთქვა დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია ბორისთან.. დამინახა თუ არა გაეცინა,მაგრამ დაპირებისამებრ სიცილის სურვილი გავუქრე.. კაბინეტში შევედით,ჟალუზები ჩამოვაფარეთ და საქმეს შევუდექით. რა თქმა უნდა მის ცემას მე ნამდვილად არ დავიწყები და ბიჭებმა დაამუშავეს,მე კი ჩემი საყვარელი მაყუჩიანი რევოლვერით მარცხენა მხარში დავჭერი. -შემდეგი გასროლა უფრო მტკივნეულ ადგილზე იქნება,თუკი „შენი სურვილით“ არ გადმომცემ კომპანიას. რაღა „საკუთარი სურვილი“.. ამის ყურება ნამდვილად არ მსიამოვნებდა,მაგრამ იძულებული ვიყავი ასე მოვქცეულიყავი,რომ ანდრეისთვის და ნებისმიერი ადამიანისათვის ჩემი ხსენება სასაცილო აღარ ყოფილიყო. -აი მასე საყვარელო,ამდენი რატომ გვაწვალე?-ვუთხარი სიცილით როცა კალამი მოითხოვა ჩვენმა ბორისმა. -ამას ასე არ დავტოვებ.-ისევ იმუქრებოდა ეს იდიოტი. -გინდა კიდევ დაგამუშაონ?-უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია. როცა ნაცნობმა ნოტარიუსმა აქტი შეადგინა და გააფორმა და უკვე ყველაფრის მფლობელი მე ვიყავი,ბორისს შექების ნიშნად ხელი დაჯრილ ბეჭში ჩავარტყი,მან კი იმხელა ხმაზე იღრიალა. ბიჭებს ვუთხარი და ბორისი საავამყოფოში მიიყვანეს,დანარჩენი მე არ მეხებოდა.. სავსებით კმაყოფილი ვიყავი,რადგან ვცოდი ეს ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდებოდა.. „მეორე საქმე“ იყო საჭირო რომ ჩემთან თამაშ აღარავის გადაეწყვიტა. სახლში მისულს მთელი „ბანდა“ შეკრებილი დამხვდა.. ანდრეი სავარძელში გაღიზიანებული სახით იჯდა.. ჩემთვის არც კი შემოუხედავს,სხვა დანარჩენები კი გაფართოებული თვალებიტ მიყურებდნენ. -ვიკა!-დამიძახა გაბრაზებულმა,რომ გზა არ გამეგრძელებინა.შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და გასვლა უბრძანა.-მოდი!-დამიძახა ბოლოს მე.. თითქოს არაფერიო ისეთი სახით შევედი ამსთან. -რა იყო ტკბილო? -სად იყავი?-თითქოს არ იცოდა სადაც ვიყავი. -საყვარელთ ვიყავი,მაგრამ არ ინერვიულო ორსულად არამგონია დარჩეს.-ანდრეიმ თვალები გადაატრიალა და მაგიდაზე იარაღი დადო,ნუ რა თქმა უნდა ეს მუქარა იყო,მაგრამ ამასაც თუ ჭკუა არ ვასწავლე,ისე ვიქტორია ვორონცოვა არ ვიქნები.გავიფიქრე ჩემთვის და გამეცინა. -რა გაცინებს გოგო,მგონი შენ ვეღარ აზროვნებ ხო? -რა გინდა ანდრეი? -როგორ გაბედე და ჩემს ზურგს უკან იმოქმედე?-მაგიდაზე მუშტი დაარტყა მაგრამ ისევ მე მიყურებდა. -ზურგს უკან მოქმედება შენგან ვისწავლე.-წარბიც კი არ შევიხარე მის გამოხტომაზე. -ვიკა ვეღარ ვხვდები რა მოგიხერხო,პატარა ურჩი ბავშვივით იქცევი,თითქოს ურადღების მიქცევას ცდილობდე. -ნამდვილად ანდრეი.. მე ვცდილობ მივიქციო ყურადღება.. ვცდილობ შენი ყურადღება მივიქციო,როგორც საყვარელმა ქალმა,როგორც ძლიერმა ქალმა,მაგრამ არაფერი გამოდის შენ მე არ გიყვარვარ და უბრალოდ მაწამებ.. განა ბედნიერების მეტი გთხოვე რამე?-უკვე მთელს ხმაზე ვყვიროდი. -ვიკა რას ამბობ? მე შენი ბედნიერებისთვის -არა ანდრეი გაჩუმდი!-შევაწყვეტინე საუბარი.-შენ ჩემი ბედნიერებისათვს არაფერს აკეთებ.რა გგონია ეს ფული,ეს სამკაულები,ძვირფასი ტანსაცმელები,მანქანები,სახლები მანიჭებს მე ბედნიერებას? მე გვერდით ადამიანი,მამაკაცი მჭირდება,რომელსაც იმ დონემდე ვეყვარები რომ ვერ შეძლებს თუნდაც სიტყვა ბანზე ამიგდოს.მე სიყვარული მჭირდება ანდრეი,რომელსაც შენგან ვერ ვგრძობ.. უგულო და ცივი ხარ,ვგრძნობ რომ აღარც კი გიზიდავ.. დავიღალე.. შინაგანად გამოვიფიტე,სუნთქვაც კი მიჭირს ანდრეი გესმის?-ვყვიროდი როგორაც შემეძლო,ანდრე ადგა და ჩმეხუტეა,მე კი არ ვჩუმდებოდი. -დამშვიდდი.. -ნუ მამშვიდებ ანდრეი..-ხელი ვკარი და უკან დაიწია.. მაგიდაზე ჩამოჯდა,ხელები გადაიხლართა და ისე განაგრძო ჩემი მოსმენა.-თუ ქალის გაბედნიერება არ შეგიძლია,მაშინ არც უნდა შეეხო ამ ქალს.. იქნებ სხვამ შეძლოს, მისი გაბედნიერება.-შედარებით დაბალ ხმაზე წავიჩურჩულე. -ვიკა,კარგად იცი არ მიყვარს ეს უაზრო ლაპარაკი სიყვარულზე. -შენთვის ყველაფერი უაზროა ანდრეი რაც მე შეოძლება მიკავშირდებოდეს.შენ თქვი შურისაძიებლად მოგიყვანე ცოლადო და ასეც ხდება,მაგრამ შურს მამაჩემზე ან ვინმესხვაზე კი არა ჩემზე იძევ.. დავიღალე ანდრე უკვე. -ვიკა მე არ ვიცი როგორ დაგიმტკიცო ჩემი გრძნობები,არ ვიცი როგორ დაგაჯერო მათ რეალურობაში.. იმდენი ხანია ამ თემაზე არაფერი მითქვამს რომ დამავიწყდა.. სამწუხაროდ არც შენ მიწყობ ხელს ამაში.. -ჩემგან რას ითხოვ ანდრეი ინსტრუქციებს? -სიყვარულის ინსტრუქციები.. საინტერესოა.. -ღალატობ მას, ვისაც თავზე მეტად უყვარხარ და გარბიხარ მასთან, ვინც არაფრად გაგდებს,შენ ინსტრუქციაც ვერგიშველის.საინტერესო ის არის ანდრეი,რაც ჩვენი საუბრის ბოლოს გადაწყდება და არა ეგ.რა გგონია სიყვარულს რომ ინსტრუქციები ჰქონოდა ამდენ ხანს მოვიცდიდი და სახეში არ აგაფარებდი?რაც უფრო ვიზრდები,მით უფრო ნაკლებად მინდა ეს იაფფასიანი ინტრიგები, ცარიელი სპექტაკლები,ისტერიკები. მინდა მხოლოდ მყუდრო სახლი, გემრიელი ვახშამი და ადამიანი, რომელმაც იცის რამდენი შაქარი უნდა ჩაგიყაროს ჩაიში.. -ვიკ.-ისევ მომეხვია.-მოდი მე ერთი შანსი მომეცი,თუ ისევ ჩავფლავდები გაგიშვებს.. ისე რომ არც კი შეგაწუხებ ჩემი არსებობით. არ მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.. არ მინდოდა კიდევ ერთხელ მტკენოდა,მაგრამ ალბათ აღარც მეტკინებოდა.. იმდენჯერ დავეცი და იმდენჯერ ავდექი,რომ უკვე შევეჩვიე. ჩემი ლანძღით დაწყებული საუბარი,ანდრეისათვის შანსის მიცემით დასრულდა.. იცით? დავფიქრდი და მივხვდი.. რასაც ადრე ვერ ვიტანდი ეს მაფია იყო,ახლა კი ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ბოლომდე მასში გადავეშვი ისე რომ დავივიწყე ჩემი ოცნებები. ისე დავიღლე ძლიერი ქალი რომ უნდა ვიყო.. მინდა უბრალოდ ქალი ვიყო,სუსტი ქალი,რომელსაც გადაწყვეტილების მიღება ქმრის უკითხავადაც არ შეუძლია,ან უბრალოდ არ უნდა მის გარეშე გადაწყვიტოს რამე.. აი ასეთი მინდა ვიყო.უბრალო ქალი... ანდრეისთან ერთად უკვე საკუთარი თავიც მეჯავრებოდა.. ანდრეი ძალიან შეიცვალა,ან უბრალოდ თავს მაჩვენებდა რომ შეიცვალა,ყველაფერს ხალისითა და მტელი გულით აკეთებდა.. თითქოს თავიდან ისწავლა ჩემი სიყვარული,თვალები გამუდმებით უბრწყინავდა,მეკი მის თითოეულ მოქმედებას ეჭვისთვალით ვუყურებდი.. იქნებ უკვე შევეჩვიე,მის სიცივეს და ურეაქციობას,რადგან ახლა მე თავად ვბრაზდები ამდენ ყვავილებზე,ამდენ საჩუქრებზე,ამდენ სიურპრიზებზე,მისი ქმედებებიდან გამომდინარე ვხვდებოდი,რომ დიდ შეცდომას დავუშვებდი,რომ მისთვის სანსი არ მიმეცა,მაგრამ იმავდროულად ვეჭვობდი,გადაწყვეტილების სისწორეში. ერთ საღამოს ანდრეიმ რომანტიკული ვახშამი მომიწყო იახტაზე..ყველა კერძი თავად მოამზადა.. ყველაფერი ვარდის ფურცლებითადა სურნელოვანი სანთლებით იყო,მორთული რომელსაც ჟასმინის სურნელი ასდიოდა.. ყველაფერი უნიკალურად იყო.. ზღვაში შევცურდით.. ჩემს „პირველ პაემანს“ საკუთარ მეუღლესთან ექსცესების გარეშე რა თქმა უნდა არ ჩაუვლია... ზღვაში შევცურეთ თუ არა მალევე აგვედევნა საზღვაო პოლცია,რომელიც გაჩერებას მოითხოვდა. რა თქმა უნდა სვლა შევანელეთ და აი ოპფიცრები ჩვენს გემბანზე იყვნენ. -ქალბატონო ვიქტორია ვორონცოვ თქვენ დაკავებული ხართ ბორის ივანოვზე შეიარაღებული თავდასხმისათვის და მისი ქონების იძულებით გზით წართმევაში...-ფეხზე წამოვდექი და ტუჩებზე ვიკბინე რომ არ გამცინებოდა.-თქვენ გაქვთ დუმილის უფლება,რასაც იტყვით შეიძლება გამოყენებული იქნეს თქვენსავე წინააღმდეგ სასამართლოზე.-ხელბორკილები დამადეს. -ერთი წუთით..-დაიწყო ანდრეიმ მაგრამ მაშნვე შევაჩერე. -არ არის საჭირო,მე თვითონ გავუმკლავდები ანდრეი. -კარგი,მე უკან გამოგყვებით.-ანდრეისთვის არაფერი მითქვამს ისე წავყევი ოფიცრებს. განყოფილებაში მიმიყვანეს თუ არა უფროსის კაბინეტში შემიყვანეს.მიუხედავად იმისა,რომ პირველად ვარ ხელბორკილებით ჩემივე სურვილის საწინააღმდეგოთ აქ,მაინც ვიცი რომ უფროსის კაბინეტში დამნაშავეები არ მიჰყავთ.. აქ საქმე სხვა რამეში იყო.. ლოდინით დავიღალე.. დაახლოებით ნახევარ საათში კარები შემოაღო დაუჯერებელმა ადამიანმა.. მამაკაცმა ჩემი წარსულიდან.. სიცილი ვერ შევიკავე. პ.ს მეგობრებო საიტზე ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ დავდე გუშინ.. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.