შეუმჩნეველი ცრემლი.თავი3
უცნაური შეგრძნება ჰქონდა,თითქოს რაღაც ცუდის მოლოდინში იყო.მალე მიხვდა მისი აფორიაქების მიზეზს.დილით კომპანიაში მიმავალს უეცრად თვალი მოჰკრა უჩას მანქანას და მის გვერდით მდგომ წითურს,რაღაცნაირად უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა,წითურს დააკვირდა,ეცნო,მაგრამ ვერ გაიხსენა სად ყავდა ნანახი.ფოტო გადაუღო მტრედებივით მოღუღუნე წყვილს და თან ფიქრობდა.კომპანიაში მისვლამდე დაქალები შეხვდნენ ერთმანეთს ყავის დასალევად ნაცნობ ბარში და უჩას მორიგი ნაშის ფოტო აჩვენა გოგოებს.ქეთიმ დააკვირდა ფოტოს და დაფიქრებულად თქვა. -ნაცნობი სახე აქვს.ლანამ გამოართვა ფოტო კარგად დააკვირდა და თქვა. -თუ არ ვცდები ვიცნობ ამ წითურს,მაგრამ ვერ მოვდივარ აზრზე საიდან.სადღაც გაიქცა ჩემი ტვინი,არ ვარ დარწმუნებული,მაგრამ გავარკვევ აუცილებლად.გოგონები დაიშალნენ,დარინამ კომპანიის სადგომზე დააყენა მანქანა და გვერდით უჩამაც მიუყენა მისი პორშე.მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა უჩას და გვერდი უხმოდ აუარა.უჩას დარინას სიახლოვემ და მისმა მხოლოდ ჩუმმა მისალმებამ სუნთქვა შეუკრა,ღრმად ამოისუნთქა და თავად გამოელაპარაკა. -ისევ ნაწყენი ხარ ჩემზე?მოწყენილი სახით იდგა დარინას წინ. -არა ბ-ნო უჩა.არა ხართ ვალდებული რამე ამიხსნათ,თქვენ უკვე იმდენად დიდ ასაკში ხართ,თავად შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება,რადგან გაქვთ საკუთარი აზრები და შეხედულებები.მხოლოდ ის უნდა გაიგოთ და გაანალიზოთ,რომ თუ ვინმე თქვენთვის რაიმე სასარგებლო გაგიკეთებთ,რომ ზოგჯერ აგიხილოთ დაბინდული თვალები,ის უნდა დააფასოთ.რადგან დიდი ალბათობაა,ამჯერადაც ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ,ამიტომ თუ ვინმე გამოჩნდა და გადაგარჩინათ,დაიმახსოვრეთ სიკეთე და ჩემი თხოვნაა,გთხოვთ გაარჩიოთ კარგი და ცუდი ერთმანეთისგან.ვფიქრობ ეს უნდა შეგეძლოთ,თქვენ ხომ ყველა ქალს ადვილად სცნობთ.ამიტომ,მათი ფიქრების ამოკითხვაც უნდა შეგეძლოთ.უჩა დაიბნა და დაბნეულმა უთხრა. -რატომ მეუბნები ამ სიტყვებს დარინა. -მალე გაიგებ და თუ კიდევ ნაწყენი დარჩები ჩემზე,დაიმახსოვრე,ამას მხოლოდ თქვენს დასაცავად ვაკეთებ.უჩა უსმენდა დარინას და იმ წუთში სულ სხვა თვალით შეხედა,დააკვირდა მისი ლამაზი სახის ნაკვთებს და გულში გაიფიქრა. -სად ეძებ ქალის სითბოს,როცა ასეთი ანგელოზი გვერდით გყავს.არაკაცი ხარ უჩა თურმანიძე არაკაცი.წინ წასულ დარინას წამოეწია და მკლავში ხელი ჩაავლო,ლიფტში შეიყვანა და უთხრა. -რამდენად მნიშვნელოვანი ვარ შენთვის,ან ღირს კი ამდენ ნერვიულობად ის რასაც აკეთებ? -მნიშვნელოვანი ხართ ბ-ნო უჩა რადგან,თქვენ ჩემი უფროსი ხართ.მე მოვალე ვარ დაგიცვათ,სხვა არანაირი აღელვების მიზეზი არ მაქვს,თქვენი ცხოვრება მე არ მეხება.უჩას შეეძლო ეთამაშა დარინას გრძნობებით,მაგრამ ეს არ გამოსდიოდა,ამიტომ მიუწევდა გული სხვა ადვილად მისაწვდომ სუსტი ნებისყოფის ქალებზე,მაგრამ ყოველთვის შეცდომით არჩევდა მათ.დარინა კომპანიაში შესული გოგონებს ესაუბრებოდა,რომ უეცრად წითური დაინახა,რომელმაც უჩას კაბინეტი იკითხა.ერთ-ერთი გოგონა გაოცეებული იდგა და წითურს უცქერდა,შემდეგ კი თქვა. -ამას აქ რა უნდა,ვერ ვიჯერებ რომ მას ჩვენი შეფი მოეწონა.დარინამ გაიგონს გოგონას სიტყვები,გვერძე გაიყვანა და დიდი ინტერესით შეეკითხა. -თამო იცნობ ამ წითურს?მეც მეცნობა,მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან. -დარინა მეხუმრები ხომ? -არა,სერიოზულად ვამბობ,მართლა ვერ ვიხსენებ საიდან მეცნობა. -ეს ხომ ცნობილი სტრიპტიზიორი და ლეზბოსელია. -რაააა?ვინ არის?ხმით იყვირა დარინამ და შემდეგ თხოვნით სავსე თვალებით შეხედა.-არავის არ უთხრა,ის რაც იცი. -კარგი,არავის არ ვეტყვი.გოგონების საუბარში წითურმა უჩას კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა,რამაც უჩა დააბნია მოულოდნელად მისულ სტუმარს რომ შეხედა. -არ გელოდი,აქ თუ მოხვიდოდი არ მეგონა. -სადაც არ გელიან,სწორედ იქ უნდა მიხვიდე თუ გინდა შენი მისვლით ეფექტი მოახდინო. -ეფექტი მართლა მოახდინე და მომწონს ეს სითამამე,გინდა ერთად ვივახშმოთ ამ საღამოს? -არ ვიქნები წინააღმდეგი,მაგრამ ვერ შეძლებ გამაოცო. -ნუ ჩქარობ,რა იცი რას ვფიქრობ.უთხრა უჩამ და წითურს მიუახლოვდა.წითური ოსტატურად დაუძვრა ხელიდან და კარებისკენ წავიდა.სწორედ ეს აგიჟებდა უჩას ეს მიუწვდომლობა და ეს უცნაური,ამოუცნობი ქცევები.შეუძლებელი იყო უჩას მოენდომებინა და ქალი ვერ დაეპყრო,მაგრამ ეს დაუმორჩილებელი ქალი ვერა და ვერ დაიპყრო.ერთიანად მოერია ვნება,სურვილი და გიჟს ჰგავდა.დარინა მის კაბინეტში იყო,რომ ლევანი შევიდა და მოიკითხა. -როგორ მყავს ჩემი ლამაზი და ჭკვიანი გოგო. -თავად როგორ ხართ ძია ლევან.დაღლილი ხმით შეეკითხა დარინამ. -რაღაცა გჭირს,ვერ გატყობ დღეს მუშაობის ხასიათზე იყო. -დილიდანვე რომ მოგეშლება ნერვები,დაჯექი და იფიქრე სამუშაოზე.რატომ არის ძია ლევან როცა პატარები ვართ ყველაფერს ვისრულებთ რაც გვინდა,რომ გავიზრდებით ასე რატომ ვბრმავდებით,რომ ვერ ვამჩნევთ კარგს და ცუდს ჩვენს გარშემო. -არ ვიცი რაზე და ვისზე ხარ ნაწყენი,მაგრამ ვიცი ეს სიტყვები იმ ტვინგარეცხილ უფროსს ეხება.მე სულ სხვა რამ მაინტერესებს,დარინა იცნობ იმ გოგოს ახლა რომ მოვიდა მასთან? -უუუუუ,მას ვინ არ იცნობს ძია ლევან. -მართლა იცნობ,კარგი გოგოა?ვინ არის,სად მუშაობს იცი ხომ ყველაფერი. -შესანიშნავი გოგოა,სამსახურიც არაჩვეულებრივი აქვს და ვფიქრობ,სწორედ იმ ტვინგარეცხილის შესაფერისია.მაპატიეთ,ბ-ნი უჩას შესაფერისი კანდიდატია. -დარინა არ მომწონხარ ასე ირონიით რომ ხარ სავსე,რამე იცი და არ მეუბნები? -არა,მე არაფერი არ ვიცი.ერთხელ ვთქვი სიმართლე.თვალები ავუხილე და აქეთ მე გავილანძღე.ახლა კი რაც უნდა ის უქნია. -ვფიქრობ,არ უნდა ჰგავდეს სხვებს. -გეთანხმები,კარგად შეგიფასებია,ის ყველასგან განსხვავებულია. -მენდე,დარინა შვილო თავისუფლად შეგიძლია დამელაპარაკო.მითხარი რა გაწუხებს,რატომ ხარ ასე ცუდ ხასიათზე. -არა,ძია ლევან.იმედია თავად მიხვდება სულ მალე. -კარგი,როგორც გინდა.ვეტყვი,რომ საქმე გაქვს. -უთხარი გულით გაუხარდება.ჩემი შეხედვით მზე შედის მის კაბინეტში ისე უნათდება დღე,მთელი დღე მზისგან განათებულ კაბინეტში ზის.ლევანს გაეცინსა და თავი გააქნია და უჩას კაბინეტში შევიდა. -უჩა შენს მდივანს საქმე აქვს შენთან. -ლევან არ ვარ ახლა ხასიათზე,სხვა დროს დამელაპარაკოს. -დაგაინტერესებს,ისეთი რამის თქნა უნდა. -მაგალითად?შეხედა ინტერესით ლევანს. -მაგალითად,ის რომ დარინა იმ შენს ახალ გატაცებას კარგად იცნობს. -რაააა?წამოდგა ფეხზე უჩა და პაატაც ფეხზე დადგა.-საიდან,როგორ.გადამრევს ეს გოგო,ვისაც დაველაპარაკე ყველას იცნობს,გეფიცები თუ მესამე თვალი არ ჰქონდეს,ან წინასწარმეტყველია.წამოდგა და წავიდა დარინასთან. -ქეთი სამსახურში ვარ,ტელეფონს ვერ დავაკავებ ჩვენი კომპანიის მაჩოს ამ ტელეფონზე ურეკავს ვნება აშლილი ჩერჩეტი ქალები.უჩა კარებთან იდგა და გაეცინა დარინას სიტყვებზე,კარები შეაღო და ღიმილით მიესალმა. -დილა მშვიდობისა,როგორ ხარ? -ნახევარი საათის წინ გნახე და კარგად ვიყავი,დამემართა რამე და არ ვიცი?ძალიან კარგად ვარ ბოს.უთხრა გაკვირვებული მზერით დარინამ და მის ადგილზე დაჯდა. -დარინა არ ფიქრობ,რომ უფრო და უფრო გავცივდით ერთმანეთის მიმართ და ყოველ დღიურად ვშორდებით ერთმანეთს? -როდის ვიყავით თბილად და შეხმარტკბილებულად ერთმანეთთან,ან ისე ახლოს როდის ვიყავით,ასე მალე რომ შენიშნე ჩვენი დაშორების დისტანცია? -ვიცი დამნაშავე ვარ შენთან,არა ერთხელ დავუშვი შეცდომა და ტკივილიც ბევრჯერ მოგაყენე.ბოდიში მოგიხადე და თუ მაინც გინდა აქედან წასვლა,იქნებ დაფიქრდე და ის მიზეზიც იპოვო,რომ დარჩე აქ ჩემს სიახლოვეს.გითხარი და კიდევ გეტყვი,მე შენ მჭირდები, დარინა აქ მჭირდები და საერთოდ ყველგან მჭირდები. -ბ-ნო უჩა მე დილითაც გითხარი,მე თქვენი ცხოვრება არ მეხება,არც ამ კედლებში და არც ამ კედლების მიღმა,ისე როგორც თქვენ ჩემი.მე უბრალო თანამშრომელი ვარ და არა თქვენი სივრცის და ცხოვრების ნაწილი,ასე რომ ინერვიულოთ ჩემი წასვლა. -მწარე ენა გაქვს დარინა და ერთ დღეს მაგ ენას გეფიცები ხელში დაგაჭერინებ.მითხარი ახლა საიდან იცნობ ლიზიკოს. -ვის?ვის საიდან ვიცნობ?გაუკვირდა დარინას. -ლიზიკოს ანუ წითურს. -ააა,აააააა,იმას ამჯერად ნამდვილი ქალბატონი რომ იპოვეთ? -დიახ,იმას ამჯერად ნამდვილი ქალბატონი ვიპოვე და დარწმუნებული ვარ ვერაფერ ნაკლს ვერ მოუძებნი.ირონიულად უთხრა უჩამ და თან უხაროდა,რომ დარინა მასზე ასე თავგამოდებით ზრუნავდა. -არ ინერვიულოთ ბოს,შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ ტკბილი ურთიერთობა იმ თქვენს არა ჩვეულებრივ ქალბატონთან.მე არ გეხებით,წარმატებებს გისურვებთ.ასეთი ქალი ჯერ არ გყოლიათ და ძალიან კარგად გაუფრთხილდით.რა იცი რა ხდება და ცხოვრება რა სიურპრიზის გიმზადებს,ყველაფრისთვის მზად იყავით. -რაღაც გაქვს გულში ჩაფიქრებული და ერთ დღეს თავს მომაკვლევინებ.უთხრა უჩამ,დარინამ კი გაოცებულმა შეხედა და ხელები მაღლა ასწია და ერთი ხელი ტუჩებზე გადაისვა იმის ნიშნად,რომ მუნჯი ვარ და არაფერს არ ვიტყვი რომც მომკლაო.უჩას გაეცინა და კაბინეტიდან გავიდა,დარინამ კი რაღაც მნიშვნელოვანი ჩანაწერები გააკეთა,ზოგი ხელმოსაწერად გადააწყო,ზოგი შესანახად და დროც გავიდა.ზუსტად 7 საათზე დატოვა კომპანიის შენობა.უჩამ დარინასთან საუბრისას ისე დაიჭირა თავი,თითქოს საერთოდ არ ადარდებდა ეს გოგო,გულში კი ამბობდა, ,,დამაცადე ერთ დღეს გნახავ ჩემს გვერდით,არაა გამორიცხული შენი გულიც არ მოვიგო.მე ყოველთვის ვბრძოლობ იმისთვის,გავაკეთო ის რაც მართლა გულით მინდა''.საღამოს გასასვლელად ემზადებოდა,რომ კარზე ზარი გაისმა,არავის ელოდა,გააღო და გაოცებული დარჩა,მის წინ ლევანი იდგა. -რა მოხდა,არ მითხრა ახლა სახლში იმიტომ მოგაკითხე სამსახურის თაობაზე უნდა გელაპარაკოო. -არა,სულ სხვა საქმე მაქვს,მაგრამ როგორც ვხედავ გადიხარ.ვიცი სადაც მიდიხარ და მინდა გთხოვო,რომ ნუ წახვალ დღეს იმ წითურთან შესახვედრად.უჩა დარჩი სახლში,ცუდი წინათგრძნობა მაქვს. -რაღაც დღეს ყველა ზედმეტად ნერვიულობთ ჩემს საღამოს ვახშამზე და რა ხდება,გინდა საღამო გამიფუჭო? -ხომ იცი,რომ შვილივით მიყვარხარ.ერთხელ მაინც გიცდია ჩემთვის ყური დაგეგდო და დაგეჯერა?ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ,ასე ვინც ნერვიულობს შენზე მათ შენთვის ცუდი არ უნდათ და მხოლოდ დახმარება უნდათ შენი?შენ ვერ ხარ კარგად ფსიქოლოგიურად ან განგებ აკეთებ ამ ყველაფერს,რომ სხვისი ყურადღება მიიქციო.ძალიან დამღლელია უკვე შენი ქცევები და ვფიქრობ დარინა ყველაფერში მართალია. -ისევ დარინა,ისევ ეს გოგო.დღეს უცნაურად მელაპარალებით ლევან.შენც და ის შენი დარინაც.არ მომეწონა დღეს მისი ირონიით სავსე გადაკრული სიტყვები. -მე მჯერავს მისი ყველა სიტყვის,ის ტყუილად არ ნერვიულობს,რაღაცას გრძნობს და ეს რაღაცა არის ძალიან ცუდი შენს გარშემო. -ყველა რატომ ერევით ჩემს საქმეში,რატომ,რატომ,რატომ. -პირველად ვნახე ასეთი ანერვიულებული,უნდა რომ დაგიცვას ამ ცუდისგან,რომელიც წინ გელოდება. -არ ვარ დებილი ლევან ვერ ვიცნო ქალი როგორ არის ჩემს მიმართ. -შენ იცი,მაგრამ იმედია თავს ცუდ რამეში არ გაყოფ.მე გაგაფრთხილე,ყოველ შემთხვევში შევეცადე.გაბრაზებულმა და გაგულისებულმა გვერდი აუარა ლევანს და სახლიდან გავარდა,მძღოლი არ გაიყოლა,მარტო წავიდა თავად და ქწითურთან შეთანხმებულ ადგილზე მივიდა.ლიზიკო მარტო იჯდა და ნელა-ნელა ვისკის წრუპავდა.უჩა წინ დაუჯდა და თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით გაუღიმა წითურს.ლიზიკომაც ასეთივე ვნებიანად გაუღიმა მის წინ მჯდარ მომღიმარ მისით შეპყრობილ მამაკაცს.ბევრი თემის გარშემო ისაუბრეს და მათი საუბარი ლიზიკოს ტელეფონის ზარმა დროებით შეაჩერა. -ბოდიში,უნდა ვუპასუხო.გისმენ მამიკო.კი,კი კარგად ვარ.მართლა?ასე ცუდად არის კომპანიის საქმე?გინდა ჩამოვიდე?კარგი,კარგი თავად იცი და რას გადაწყვეტ გამაგებინე.დროებით და თავს მიხედე.ტელეფონი გათიშა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.უჩა არ ელოდა მის წინ მჯდარ ულამაზეს არსებას ცრემლებამდე მისულს და შეეკითხა. -ყველაფერი კარგად არის? -არა,არაფერიც არ არის კარგად. -რატომ,რა ხდება ავად არის ვინმე? -ყველა კარგადაა,მამა ვერაა კარგად მხოლოდ,რადგან მისი კომპანია გაკოტრების პირასაა და იძულებულია გაყიდოს ის ადგილი,სადაც მთელი მისი ახალგაზრდული წლები გაიარა.უნდა ვუშველო,მაგრამ როგორ. -ლიზიკო დამშვიდდი,აბა შემომხედე დაწყნარდი,მე აქ ვარ და ყველაფერს გავაკეთებ,რომ დაგეხმარო.დაუფიქრებლად უთხრა უჩამ. -არა,ეს არც კი იფიქრო.მკაცრად უთხრა ლიზიკომ. -რატომ?თუ შემიძლია დაგეხმარო,რატომ არ უნდა დაგეხმარო. -დამეხმარები თუ ბევრს არ დალევ,ძალიან ბევრს სვამ. -მერე რა,დავთვრები და სახლში შენ წამიყვან. -კი როგორ არა.თქვა და ბარმენს თვალით ანიშნა რაღაც.რამდენიმე წუთში ბარმენმა ისევ მიუტანა უჩას ვისკით სავსე ჭიქა და უჩა ისე მალე მოწყდა,რომ სიტყვის თქმაც არ შეეძლო.ბედად ბარში დარინა შემოვიდა მეგობრებთან ერთად და თვალი შეასწრო ორ მამაკაცს რომ გაყავდა უჩა ბარიდან,ფრთხილად გაყვა უკან შეუმჩნევლად და შეხედა,უჩა მძღოლის მხარეზე დააჯინეს და წითურს უთხრა ერთ-ერთმა. -მალე მოამთავრე საქმე და გაუშვი,ამის შემდეგ დაივიწყებ და აღარ შეხვდები.წითურმა თავი დაუქნია მამაკაცს და უჩას გვერდით მიუჯდა,იმდენი აჯანჯღარა შეაღვიძა. -უჩა,უჩა არ გესმის? -მმმმ,მესმის. -მართლა დამეხმარები,შეგიძლია რომ დამეხმარო?წუთიერად გამოფხიზლდა უჩა და ქერას ღიმილით შეხედა. -დაგეხმარები,მხოლოდ მე შევძლებ შენს დახმარებას და სხვა ვერავინ. -რა შეგიძლია გააკეთო,როგორ დამიმტკიცებ რომ შეგიძლია ჩემი დახმარება. -მხოლოდ ციფრი დაწერე და სხვა ჩემზე იყოს.დარინა ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა.წითურმა პიჯაკის ჯიბიდან ამოუღო უჩას წიგნაკი და ციფრი დაუწერა რამდენიმე მილიონი $-ის ანგარიშით და უთხრა ხელი მოეწერა,რომ განაღდება შეძლებოდა. -უჩა დავწერე,შეიღვიძე და ხელი მოაწერე.უჩამ ხელი ასწია,მაგრამ ამ დროს დარინამ გამოაღო წითურის მხარეს კარი და მკაცრად უთხრა. -გადმოდი ძირს.წიგნაკი კი ხელიდან აართვა. -ვინ ხარ და რატომ ერევი ჩვენს ურთიერთობაში. -კახპა ხარ,არ შემედავო იცი რომ სიმართლეს ვამბობ და ეს სახელი დამსახურებულად გაქვს მორგებული.მთელი ეს დრო,ამისათვის დასდევდი რომ წამლებით დაგეთრო და გაგებრუებინა,შემდეგ კი გამოგეყენებინა? -ვინ ხარ და რამდენს ბედავ.დარინამ ხელი მიუტანა თვალებთან და უთხრა. -შენ არავინი ხარ,მე კი უჩას საცოლე ვარ და ახლავეს გაქრი აქედან. -ჩემთვის არ უთქვამს თუ დანიშნული იყო. -არც იყო აუცილებელი რამდენი იაფფასიანი კახპა იქნება ყველას სიმართლე უთხრას.წითური უკან ხევით გაეცალა დარინას და დარინამ კი დიდი გაჭირვებით გადმოსვა უჩა გვერდით და თავად წაიყვანა სახლში.დიდი გაჭირვებით შეიყვანა სახლში და როგორც იტყვიან მოისროლა საწოლზე გაბრაზებულმა.გახადა შარვალი და უნდა წასულიყო,რომ უჩამ ხელი დაუჭირა,თითები ახლართა დარინას გრძელ და სუსტ თითებში და ასე დაიძინა. -რატომ მიხეთქავ გულს,გინდა რომ გული გამისკდეს?შენთან ერთად ასე ახლოს რომ ვარ,მთელი სხეული მიფართხალებს.ღმერთო დილამდე გამატანინე სული დასნეულებული ჩემი ყველასგან ,,შეუმჩნეველი ცრემლი''-ით. ყველამ კარგად ვიცით,დილით ნაბახუსევზე რა საშინელია გაღვიძება.თავის ტკივილი,გულის რევა,პირის ღრუში უსიამოვნო გემო,წყურვილი,გულის გაძლიერებული მუშაობა და ათასი სხვა რამ.საშინელ მდგომარეობაში გაიღვიძა,თვალები ჰქონდა ჩაწითლებული და ტკივილს გრძნობდა გულის არეში.ფიქრობდა და ვერ გაიხსენა როგორ მოვიდა სახლში ან ვინ მოიყვანა.ადგა საწოლიდან და გაშეშებული იდგა სარკის წინ,სადაც ხედავდა მეორე შიშველი უჩა იდგა და მოეჩვენა,თითქოს ორეულმა დაელაპარაკა,რაზედაც თვალები გაუფართოვდა. -შემომხედე,რას გავხარ,რა დღეში ხარ.გაოცება კიდევ უფრო დიდი იყო,როცა კარზე ზარი იყო,შიშველ სხეულზე ხალათი მოიმცვა და კარები გააღო.კარს მიღმა კი ატირებული მარიანა იდგა. -აქ რას აკეთებ,რატომ მოხვედი გინდა შენმა ქმარმა კიდევ მომიხტეს და მთელი ბინა შემიყაროს? -ქმარმა გამომაგდო და შენს იქეთ წასასვლელი არსად არ მაქვს.ტიროდა მარიანა. -აქ მოხვედი,რომ დარჩე?მე რომ დავინიშნე,ახლა გინდა ჩემი ცხოვრება დააყენო თავდაყირა? -არა,არა ეს არც მიფიქრია სულ ცოტა ხნით გავჩერდები და წავალ. -აქ რომ ჩემი საცოლე გნახავს,როგორ ავუხსნა შენი აქ ყოფნა.ან დამიჯერებს,რომ ჩვენს შორის არაფერი არ არის? -კარგი,მართალი ხარ.თქვა ტირილით და სახლიდან გავიდა.უჩა ისევ წინა ღამის ფიქრებს მიუბრუნდა და ვერა და ვერ გაიხსენა თუ ვინ იყო წუხელ მის გვერდით.ვინ იყო ის ქალი,რომელმაც სახლში მოიყვანა,გახადა კიდეც და საწოლშიც შეაწვინა.გაბრაზებულმა მოიწესრიგა თავი,ჩაიცვა და სახლიდან გავიდა,როცა მანქანასთან მივიდა ელდა ეცა,გული ლამის გაუჩერდა,მანქანას წინა ფარები ორივე ჩამტვრეული ჰქონდა.მძღოლს უთხრა წაეყვანა გასაკეთებლად,თავად კი კომპანიაში წავიდა ტაქსით.კაბინეტში შევიდა და პაატას დაუძახა. -რა ხდება,რა სახე გაქვს ან ტაქსით რატომ მოდი.უჩამ ყველაფერი მოუყვა და პაატა გაოცებული უსმენდა. -კარგი გასაგებია ყველაფერი გამხადა,მაგრამ ჩემი საცვალი სად წაიღო ან რად უნდოდა.კაბინეტში ლევანი შემოვიდა და გაოცებულმა შეეკითხა. -ქალი იქამდე მივიდა საცვალი გაგხადა და არ იცი ვინ გაგხადა?მკვდარი იყავი თუ მკვდარ-ცოცხალი.მოიცა,შენ იმ ლიზიკოსთან ერთად არ იყავი წუხელ? -ის გააგდო და სახლში სხვამ აიყვანა და ვინ არის ის სხვა,ახლა იმის ძიებაში ვართ. -დავბერდი კაცი,გავთეთრდი,გავჭაღარავდი და ასეთი რამ ჩემს ყურებს პირველად ესმის.თქვა ლევანიმ და გაოცებული იქვე ჩამოჯდა. -მომეფერა ისე ნაზად.მახსოვს კიდეც მაკოცა,მაგრამ რა დავლიე ასეთი თვალი ვერ გავახილე.ვგრძნობდი ყველაფერს,მაგრამ ვერც ვპასუხობდი და ვერც ვეწინააღმდეგებოდი.ისეთი ნაზი იყო მისი კოცნა,ისეთი რბილი და ტკბილი იყო მისი ბაგეები,ვინ იყო ის წუხელ ვინც სახლში ამიყვანა,ვინ.იცი,რომ ძალიან მომეწონა მისი მოფერება? -გამოვაკრათ განცხადება.ვეძებ,ჩემს წუხანდელ ღამის პარტნიორს,რადგან ისევ გავიმეორო საოცარი წუთები. -პაატა ნუ მიშლი ნერვებს. -ისეთი მთვრალი იყავი,შიშველი იწექი ქალთან და ვერაფერი ვერ მოახერხე?იცინოდა პაატა. -წარმოიდგინე და არც ეს მახსოვს. -ერთ დღეს მწარედ ინანებ ამ ყველაფერს,თუ მოგიბრუნდა და გითხრა შენთან ერთად ღამის გატარების შემდეგ ორსულად ვარო. -არა,ეს არასდროს არ მოხდება.თქვა უჩამ და შემდეგ ლევანს შეეკითხა.-ჩემი მდივანი მოვიდა? -ჯერ არა,არ მოსულა.შენ რა სუნამო გამოცვალე? -ეს სუნამო ჩემი არ არის,წუხელს მერე მომყვება. -შესაძლებელია სუნამოთი მოვძებნოთ.თქვა პაატამ. -დადექით ქუჩის კუთხეში და ყნოსეთ ყველა გამვლელი წითური ქალი.ხელები გაშალა ლევანიმ და კაბინეტიდან გავიდა.უჩამ და პაატამ ერთმანეთს შეხედა და გულიანად გაეცინათ.დარინამ მეგობრებს დაურეკა და სამსახურში წასვლამდე ცხელ-ცხელი ამბები მოუყვა გოგოებს.გოგონები იჯდნენ და გაოცებულები უსმენდნენ და ყოველ სიტყვის შემდეგ,მერე-მერეს გაიძახოდნენ. -მაშ,მიუსწარი და გადაარჩინე წუხელის მაჩო დაღუპვისგან? -როგორ გაჭირვებით მივიყვანე სახლამდე გახსენებაც არ მინდა,მანქანაც დავამტვრიე.მთავარი ისაა,რომ არ იცის ვინ იყო წუხელ მის გვერდით.ისე მშვიდად და წყნარად იძინა,თითქოს არც არაფერი არ მომხდარიყო. -მერე რა მოხდა. -რა მოხდა და მოხდა ის,რომ გავხადე. -გახადე?იყვირა ქეთიმ. -სულ გააშიშვლე?გაოცებულმა კითხა ლანამ. -საცვალის ამარა დატოვე და წამოდი?კითხვებს არ წყვეტნენ ლანა და ქეთი. -დიახ,საცვლის ამარა დავტოვე. -გაგეძრო ისიც და ისე დაგეტოვებინა.უთხრა სიცილით ლანამ. -ასეც გავაკეთე,სახლში რომ მოვდიოდი ისიც გავხადე და ისე შიშველი დავტოვე საწოლში. -მერე?ნუ ამოგვხადე სული,თქვი რა მოხდა. -არაფერიც არ მოხდარა,მაგრამ ისე დავტოვე,რომ იფიქროს რაღაც მოხდა და რა, არ ახსოვს. -რა გითხრა შე საცოდავო,ადამიანი შიშველი გყავდა გვერდით და ვერ გამოიყენე. -მკვდარი და უგრძნობი რად მინდოდა,თუ მეორე დღეს არ ემახსოვრებოდა არაფერი.ასე კი მე არ მინდოდა,ახლა წავედი დავაგვიანე და დღეს ვიცი გაბრაზებული იქნება და შესაძლებელია ჩემზე იყაროს ჯავრი. -დღევანდელი ამბები საღამოს მოგვიყევი.უთხრა ქეთიმ და ყველა ერთად წამოდგა ფეხზე.დაგვიანებულმა ჩქარი ნაბიჯით შევიდა კომპანიაში და გოგოებს ჩუმად უთხრა. -მოსულია უფროსი? -მოსულია და ისეთი აღრენილია,ვერცერთი ვერ ეკარება სიახლოვეს. -რატომ,რამე მოხდა?გაუკვირდა დარინას. -როგორც გავიგეთ,ძალიან ცუდი ღამე ჰქონია წითურთან. -ოხ,ოხ,ოოოხ ჩვენზე იყრის ალბად ჯავრს.მიკითხა მე? -უფროსმა არა,პაატამ გიკითხა. -კარგი წავედი,თორემ ვიცი მეც მომხვდება.პაატამ შეხედა დარინას გაქცეულს მისი კაბინეტისკენ და ფეხ და ფეხ მიყვა. -დილა მშვიდობის,დაგაგვიანდა. -არ შემარჩინო რამდენიმე წუთი,წადი და მოახსენე უფროსს. -დარინა რაც უჩას გარშემო ხდება,ყველაფერი იცი,ასე არ არის? -ნუ მიხვევ თავს,ფეხბურთის არაფერი არ გამეგება. -ფეხბურთზე არ გეკითხები,წუხელ უცნაური რამ შეემთხვა ჩვენს უფროსს. -ვიცი.უთხრა უგულოდ დარინამ. -საიდან იცი.გაუკვირდა პაატას და დარინას მიაჩერდა. -ყოველთვის,ყველა საქმეში უცნაურად ეხვევა,არც ახლაა გამორიცხული რამე არ გაეფუჭებინა. -დარინა ლიზიკო სად არის და ვინ არის ის ქალი, ვინც უჩასთან იყო წუხელ ღამით.პირდაპირ დაუსვა კითხვა პაატამ. -მე რა ვიცი ლიზიკო სად არის და ან წუხელი ვინ იყო მაჩოსთან ერთად.ბოდიში,უჩასთან ერთად. -დარინა ჩემთან შემოდი.გაისმა ოთახში უჩას ხმა.დარინა წამოდგა,კაბა შეისწორა და უჩას კაბინეტში შევიდა. -გისმენთ ბ-ნო უჩა. -დარინა ხომ არ დაურეკია ლიზიკოს. -არა,არა თუ ლიზიკოს არავის არ დაურეკია.რაღაც ამ ბოლო დროს სატელეფონო ზარები შეწყდა. -დარინა აქ რომ შემოდიხარ,კეთილი ინებე და კარს იქით დატოვე ეს შენი ირონია. -მეეეე?როგორ გეკადრებათ,არც გამიფიქრია არანაირი ირონია.მოხდა რამე თქვენს შორის? -ისევ ირონიას ისვრი და ეს ძალიან არ მომწონს. -იმისათვის დამიძახეთ,რომ ამ საოცარი ქმნილების ლიზიკოს გამო უნდა წამეჩხუბოთ? -არ მაქვს შენი თავი და გადი კაბინეტიდან. -დიახ ბოს.უთხრა დარინამ და გავიდა. -მოიცადე,არ წახვიდე.პაატა დაგვტოვე.პაატა გაოცებული გავიდა კაბინეტიდან,უჩა კი წამოდგა და დარინას წინ დადგა,ხელი წაავლო წელზე და მის სხეულზე აიკრა,თან დარინას ყელში მისი სუნამოს სუნს ამოწმებდა. -ამ სუნამოს სულ ხმარობ? -კი,ეს ჩემი საყვარელი სუნამოა.რატომ მეკითხები. -სად იყავი წუხელ. -სახლში,სად უნდა ვყოფილიყავი. -არა,დარინა არა.შენ წუხელ ბარში იყავი. -საიდან იცი ან როგორ გაიგე. -შენ,შენვე მითხარი ამ წუთში და სწორედ შენ გააგდე წუხელ ლიზიკო.დარინა ეს რომ სიმართლე იყოს,ვერ გადამირჩები. -მეგონა რამე გაგეგებოდა ქალების მექალთანე მამაკაცს,მაგრამ ვხედავ მაინც ვერაფერი ვერ გაიგე,რადგან აქამდე არ გაქვს გააზრებული რა უნდოდა ლიზიკოს შენგან. -ჰოდა,შენ ხომ ხარ გაგებული.აბა,მითხარი გისმენ. -არა,არაფერსაც არ გეტყვი.იმიტომ რომ დამიშალე საერთოდ ყველაფრის თქმა,ხოდა ახლა თავად იმტვრიე თავი და გაარკვიე სიმართლე.კარებისკენ შებრუნდა და უჩას ხმამ შეაჩერა. -სად მიდიხარ,არ მითქვია წადითქო.მე ახსნას ველოდები დარინა. -ძალიან ხომ არ გაგივიდა უფროსობა ბოს.ნუ გააკეთებ ისე,რომ თქვენი ზიზღით წავიდე ამ კომპანიიდან.ლიზიკოზე კი არაფერსაც არ გეტყვი,დაფიქრდი და თავად მიხვდები.გულმოსული გავარდა კაბინეტიდან და ლევანის შეასკდა.ლევანიმ თვალი მოკრა დარინას აცრემლიანებულ თვალებს და უჩას კითხა გაბრაზებულმა. -რა მოხდა,რატომ აატირე. -მოვკლავ,ის იყო წუხელ.მან გამიქცია ლიზიკო და ღმერთმა იცის რა უთხრა.გადაუხადე და წავიდეს,ახლავე დატოვოს კომპანია.ლევანმა ხელები გაშალა როგორც ჩვევია და ისე უხმოდ შებრუნდა,დარინასთან შევიდა და დარინამ მიხვდა ლევანი რისთვისაც შევიდა მასთან. -გასაგებია,უნდა წავიდე. -კადრებში ჩადი და კომპესაციას მოგცემენ. -არა,არ მჭირდება მაგის არაფერი.მე რაც გავაკეთე,მის საკეთილდღეოდ გავაკეთე.ისე არის გართული ამ სხვადასხვა აღვირახსნილი ქალების სდევით,ვერც ხედავს და ვერც ამჩნევს რა ხდება მის გარშემო. -შენში ქალმა გაიღვიძა შვილო,შენ შეგიყვარდა უჩა. -არ ვარ ვალდებული ამ კითხვას ვუპასუხო. -გაიგებს სიმართლეს და ისევ გთხოვს დაბრუნებას,გაუვლის სიბრაზე არ არის ცუდი ადამიანი. -მას გაუვლის,წყალს დალევს და გადაუვლის,მაგრამ არ ვიცი მე როდის გამივლის ეს ტკივილი და დავივიწყებ თუ არა ესეც საკითხავია.თქვენი დიდი მადლობა მთელი ეს დრო,რომ კარგად იყავით ჩემთან.ყოველთვის შვილივით მექცეოდით,ერთადერთი ადამიანი ამ კედლებში ვინც მართლა მომენატრება.დარინამ ფრთხილად აკოცა ლევანს და სევდიანი ღიმილით დატოვა კომპანია.მანქანაც დატოვა და ფეხით გაუყვა ქუჩას,წვიმა უსველებდა სახეს მაგრამ არ ადარდებდა,წვიმის წვეთები გახურებულ სხეულს სასიამოვნოდ ედებოდა.ფანჯრიდან უცქერდა უჩა წვიმაში მიმავალ დარინას და გულში დიდი ტკივილი იგრძნო.პიჯაკს ხელი წამოავლო და პაატასთან ერთად ნაცნობ ბარში წავიდა.სვამდა,უნდოდა უგრძნობლად დამთვრალიყო,მოულოდნელად პაატამ წაუმღერა. -შენთვის დიდი სიურპრიზიაააა. -რა სიურპრიზი.ისე შეეკითხა თავიც არ აუწევია. -ლიზიკო ახალ პარტნიორთან ერთად.უცებ ასწია თავი და მართლაც,მასთან ცოტა მოშორებით მოკისკისე ლიზიკო დაინახა.სიბრაზით ანთებულმა წამოდგა და მის გვერდით დაჯდა. -თვალს მარიდებ,გინდა მითხრა რომ ვერ მიცანი? -რა გინდა,შენი ადგილი იცოდე. -წუხელ სად გაქრი. -წუხელ-წუხელ იყო,დღეს-დღეს არის და ჩემს გვერდით სხვა არის.უთხრა და გაეცალა ახალ პარტნიორთან ერთად. -რაო,რა გითხრა არ გიცნობო?შეეკითხა პაატა. -ეს ქალი გამაგიჟებს,მე კოცნის საშუალებას არ მაძლევდა და ახლა სხვას ეკიდება კისერზე.ახლოს მივიდა,მკლავში ხელი წაავლო და მისკენ შეაბრუნა. -შენ მე მეთამაშები?იცი რომ ცუდად დაასრულებ ამ შენს თამაშს?შენ არ გცნობივარ მე კარგად.თქვი სად წადი წუხელ. -შემეშვი,შენს საცოლეს უთხარი და გეტყვის.მან გადმომაგდო მანქანიდან. -ვინ?ვინ გადმოგაგდო? -შენმა საცოლემ და ვერ გამიგია,ის ქალია თუ აფთარი.რა ნახე იმ ქალში მასზე რომ დაინიშნე.მომისმინე თუ გინდა ჩვენს შორის რამე მოხდეს,მოხდება კიდეც,მაგრამ არა დღეს,დღეს სხვა მელოდება.უთხრა და გაეცალა.უჩა იდგა და ადგილიდან ვერ ინძრეოდა. -რამ გამოგაშტერა,რა გითხრა ასეთი. -ეს მეკაიფება,დარინამ რაღაც იცის მასზე და ამიტომ გააკეთა ის რაც გააკეთა. -მეც მასე ვფიქრობ და შენ ის ტყუილად გააგდე,ის გოგო მართალია. -დღეს ჯოჯოხეთის გზას გაუყენებ ზოგ-ზოგიერთებს. -ვისზე გაბრაზდი,ვის ეჩემები ასე მწარედ. -იმას,ვინც არ მელოდება.უთხრა პაატას და გაბრაზებული გავიდა ბარიდან. -გამუდმებით იქექები ჩემს საქმეში,თვალებს ვხუჭავდი და არაფერს არ ვამბობდი.ეს კი ძალიან ზედმეტი იყო ამ ჯერად,არ შეგიძლია,ცხოვრება პრობლემების გარეშე,ვერ ჩერდები.ჩემი გაგიჟება გინდოდა?ჰოდა,აი მოვდივარ გაგიჟებული და დაიცავი თავი თუ მაგარი გოგო ხარ. ფეხმორთხმით იჯდა მდივანზე და ღამის მასკის გასაკეთებლად ემზადებოდა,რომ კარზე ზარი იყო.არავის არ ელოდა,კარი გააღო და ადგილზე გაცივდა.სიბრაზისაგან თვალებჩაწითლებული უჩა იდგა კართან.არც დალოდებია შეპატიჟებას თავად შევიდა სახლში და კარიც თავად დაკეტა.შეხედა დარინას და უთხრა. -რა ვქნათ,ვისაუბროთ წყნარად როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეეფერება თუ ჩხუბით გათქმევინო ყველაფერი. -არ გაქვს უფლება ჩემს სახლში იყვირო,აქ შენი კომპანია არ არის შენივე ხელქვეითებით. -ნუ ამჭრი დარინა ჭკუიდან,დაჯექი ძირს. -ძირს რატომ დავჯდე,მდივანი აქვეა. -დარინა დაჯექი სადაც გინდა და მითხარი რა მოხდა წუხელ ღამეს. -რატომ ასეთი გაბრაზებული სახით. -ნუ უვლი გვერდს ჩემს შეკთხვას.წუხელ ბარიდან გამოვედით ერთად მე და ლიზიკო. -და მერე? -და რა მოხდა მერე,ამას შენ მეტყვი.არ მითხრა ტყუილი დარინა ვიცი,რომ იქ იყავი,ვიცი რომ შენ გადმოაგდე მანქანიდან ლიზიკო.ისიც ვიცი რომ შენ უთხარი რომ ხარ ჩემი საცოლე.არ გაბედო ტყუილის თქმა,ლიზიკო ვნახე და მან ყველაფერი მითხრა. -ყველაფერი? -ხო ყველაფერი. -სულ,სულ ყველაფერი? -ხო სულ,სულ ყველაფერი და დაიწყე ნუ გამაგიჟებ,თორემ არ გინახივარ გაგიჟებული როგორი ვარ,არ გირჩევ.დარინა ფეხზე წამოდგა და უჩამ ორივე ხელებში ჩაავლო ხელები და მთელი ხმით უყვირა.რატომ გამიქციე ის გოგო,რატომ არ გინდა მნახო ბედნიერი სხვასთან.ყველასთან გამიფუჭე საქმე,ვინ ხარ ავადმყოფი ხარ?ფსიქოპატი ხარ? -გამიშვი ხელები შენ მართლა ავადმყოფო.ხელები გაინთავისუფლა და მაგიდიდან აიღო რაღაც და ესროლა უჩას თან მიაძახა.-ეს ნახე,ხომ გინდოდა სიმართლე,ხოდა სიმართლეს ამით გაიგებ. -ეს,ეს რა არის. -ეს ლიზიკოს სავიზიტო ბარათია. -აქ რა აწერია ეს,როცა გინდა დამირეკე და დაუვიწყარ ღამეს გაჩუქებთ.მამაკაცები არ მაინტერესებს.-აქ წერია,რომ ის ლეზბია? -ხომ გინდოდა და ხომ მოგწონდა,აი აქ მისი ნომრები აწერია და დაურეკე.არც ფსიხოპატი ვარ და არც ავადმყოფი,მე მხოლოს სულელი ვარ შენ რომ დაგდევ და მინდა დაგიცვა ყველასგან.თვალები აუცრემლიანდა დარინას. -კარგი გასაგებია,რომ ყველაფერი ჩემს დასაცავად გააკეტე,მაგრამ რა მოხდა მერე,სახლში მიმიყვანე,მანქანა დალეწე. -მეეე?როგორ. -შენ,ხო შენ.უყვირა უჩამ. -შენი ფანტაზიებია ეს ყველაფერი,ალბად გინდოდა სწორედ მასე ყოფილიყო და სიზმაში რაც ნახე იმას ყვები. -ნუ მეთამაშები დარინა.მითხარი რა მოხდა შემდეგ გთხოვ,არაფერი არ მახსოვს. -ვნახოთ,როცა დრო მოვა ყველაფერს გაიგებ. -დარინა გვქონდა სექსი? -ხო,გაგაუპატიურე.უთხრა დარინამ და გულიანად გადაიკისკისა. -როგორ გავხდე მკვლელი,როგორ გაგიმეტო და მოგკლა ჩემი ხელით. -ქილერი დაიქირავე.უჩამ უცქირა დარინას და შემდეგ ხელი კრა და მდივანზე დააგდო, დარინას წითელ ბაგეებს ვნებიანად დაეწაფა.პირველი ვნებიანი კოცნა მამაკაცისგან,ვინც ასე ძალიან მოგწონს და გიზიდავს.ისეთი ფრთხილი და ნაზი იყო უჩა დარინამ თვალები დახუჭა.მოულოდნელი კოცნა და თავადაც ვერ შეიკავა თავი,თავადაც აყვა კოცნაში და ორივემ გული იჯერა კოცნით და თვალებში შეხედა დარინას და უთხრა. -კარგი სასიამოვნო სურნელი გაქვს.შემდეგ წამოდგა,კარებისაკენ წავიდა ერთი მიიხედა უკან თვალი ჩაუკრა დარინას და უთხრა.-ხვალ სამსახურში არ დააგვიანო.კარი გაიხურა და წავიდა.დარინა მდივანზე დაჯდა,თითები გადაისვა დაწითლებულ ტუჩებზე და თქვა. -არა,ასე ადვილად არ გაპატიებ ჩემს შეურაცყოფას.სანამ ბოდიშს არ მომიხდი,არ მოვალ. მოვალ მაგრამ სიურპრიზი გელოდება წინ ბ-ნო უჩა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.