დამთხვევა 3
საკუთარი თავისთვის უიღბლობის განაჩენი მხოლოდ წაქცევებისა და მილიონობით დაზიანების გამო კი არ გამომიტანია,სინამდვილეში,არც ბიჭებში მიმართლებდა.თქვენ წარმოიდგინეთ,შეყვარებული არასდროს მყოლია,ვისაც მოვწონდი იმათ თითქოს რაღაც აკლდა და ვერც კი ვიწყებდი მათთან ურთიერთობას.ვინც მომწონდა მათზე წარმოდგენა რატომღაც მალევე მეკარგებოდა,ორ უმძიმეს მაგალითს მოვიყვან.ვთვლი,რომ ქალების მიერ მამაკაცის მოსახიბვლად პატარა სიგნალების გაშვება დასაშვებია,აი მერე კი ყველაფერი მამაკაცზეა დამოკიდებული.ჩემ შემთხვევაში,განა რამე, უბრალო მეგობრობის მოთხოვნა, ფეისბუქზე ბუზი სპილოდ აქციეს. ერთმა მაშინვე დამიმატა და მომწერა :როგორ მიპოვე? ან რა კითხვა იყო,ან რა პასუხს ელოდებოდა დღემდე გაუგებარია,მეორემ არც დამიმატა ისე მომწერა: ვინ ხარ?შენი ფოტო გამომიგზავნე პირადში. ასეთ ადამიანებზე პასუხის გაცემა არც ღირდა,ამიტომ შევეშვი.მას შემდეგ იქით მოთხოვნას თითქმის არასდროს არ ვაგზავნი,მეშინია ხალხმა რამე არ იფიქროს. ეს კიდევ ერთი მოკლე ექსკურსი იყო ჩემი უიღბლობის დასამტკიცებლად,ახლა კი აწმყოს მივხედოთ. ძილმა საბოლოოდ მომიხსნა ის დაღლილობა,რაც თვითმფრინავით მგზავრობას მოჰყვა.ნებივრობას არც შევწყვეტდი ალბათ სანდრას რომ არ დაერეკა -სალიტა,გოგოო -მმმ... -შენ რა გძინავს?იცოდე არ დაიგვიანო მოსვლა თორემ მეჯვარეობას კი არა ქორწილს არ გაღირსებ,-ხმაზე ეტყობოდა რომ იღიმოდა -მოიცა დღეს რა ქორწილიაა?-წამოვხტი უცებ,არა შეუძლებელია ამდენ ხანს მძინებოდა -ამ იტალიურმა ჰავამ სულ გადაგრია,არა,გადარჩი ქორწილი არაა,გიორგის სახლში პატარა წვეულება აქვთ და შენ ადრე უნდა მოხვიდე,მეჯვარე ხარ,თორნიკე წამოგიყვანს,როგორ დაგავიწყდა -რომ გეთქვა ,იქნებ გამხსენებოდა კიდეც,-ახლა მე მეცინებოდა -ქორწილის გადამკიდე,ნორმალურად არაფერი მახსოვს,ზეგ კაბაზე მომყვებიი ,უი შენი კაბა მაინც არ მანახე ხოო?მე პატარძალი ვარ თუ ვინ ვარ,ვერ გავიგე,-მემგონი მართლა ბრაზდებოდა -ფოტოებს გამოგიგზავნი,-როგორ მსიამოვნებს მის ნერვებზე თამაში -კაი ჯანდაბას,მე დავჯერდები ფოტოს მაგრამ ისეთიც ნუ იქნება მერე თორნიკეს შენ გამო ჩხუბი,რომ მოუწიოს,-ამ აზრმა გაამხიარულა სანდრა -თორნიკე რა შუაშია საერთოდ? -ხო,რავიცი?გუშინ რა მოხდა?ხართ მთელები?-ახლა უკვე კისკისებდა სანდრა -სანდრა,მორჩი ღლაფუცს,თორემ ჩვენი ბავშვობის ფოტოებს გავუგზავნი გიორგის,-აშკარად -მაგას არ იზამ,იმიტომ რომ ძალიან გიყვარვარ,ხო სალიკუნაა?-აშკარად დატკბა სანდრა. -აფერისტ,კაი წავედი თორემ ვერ მოვდივარ მე. -კაი,კაი,-სიცილით გათიშა ტელეფონი სასწრაფოდ შევვარდი აბაზანაში თავი მოვიწესრიგე და ისე ჩავედი ქვემოთ,თორნიკე სახლში არ იყო,მარტომ მომიწია საუზმობა,ნუ უკვე სადილის დრო იყო,მაგრამ მაინც.თორნიკეს ნომერიც არ მქონდა ,რომ გამეგო როდის მოვიდოდა,ამიტომ წვეულებისთვის მომზადება დავიწყე,უკვე ნერვიულობას ვიწყებდი თორნიკეს გამო,როდესაც კარის ხმა გავიგე,აწ უკვე გამოპრანჭული ჩავედი ქვემოთ,თორნიკე ზურგით იდგა,თუმცა ფეხის ხმაზე მოიხედა,ღმერთო როგორი სიმპათიურია -კარგად გამოიყირები,სალომე.-გამიღიმა -მადლობა,შენც,-მეც გავუღიმე -მოკლედ,ჯერ შენ უნდა მიგიყვანო გიორგისთან და მერე დედაჩემს უნდა გავუარო და თუ მზად ხარ წავიდეთ -კი ,ჩანთას ავიღებ და წავედით,მანქანში თავის ამბებს მიყვებოდა,როდესაც ტელეფონმა დაურეკა -ხო გიო,რა არ წასულა?ხო,გაიგო მეც მოვიდიოდი და რას იზამდა აბა.კარგია,რომ გამაფრთხილე,-ნეტა რა ხდება?ფანჯარში ვიყურებოდი,მისთვის ხმა არ გამიცია.რმალევე მივედით,ძრავა გამორთო და ის იყო უნდა გადავსულიყავი,რომ,საუბარი დაიწყო -სალომე რაღაც უნდა გითხრა,იქ წვეულებაზე ერთი გოგოც იქნება,ნინი ქვია რა მაგასთან რაღაც ურთიერთობა მქონდა,ხოდა არამგონია ისე გაჩერდეს ,მე კიდე სკანდალი რომ მოაწყოს არ მინდა და შეგიძლია,ერთი დღით ჩემი შეყვარებულის როლი ითამაშო? -რაა?-შოკში ჩავვარდი,ბიჭი რომელიც მომწონს,მოიცა რა ვთქვი მომწონს კიი?მთხოვს,რომ მისი შეყვარებულის როლი ვითამაშოო? -რაღა მე? -შენ გარდა სანდრას ყველა მეგობარს იცნობს,თან რა უჭირს შენი ბიჭების სიას მიმათვალე მეც ერთი დღით,-ამბობს და იკრიჭება,-ამაზე მარტივი თხოვნა არ არსებობს,-სახეზე სიწითლე ვიგრძენი,დასამსვიდებლად ხმას არ ვიღებდი -მოიცა შენ რა შეყვარებული არასდროს გყოლია?23 წლის გოგოს?-ჯერ გაუკვირდა,მერე კი გადაიხარხარა -ასეთი სასაცილოც არ არის,-ერთი ეს ვთქვი და მანქანიდან გადმოვხტი,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.თორნიკეს მეძახდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე,სწრაფად მივედი კარებთან და ღრმად ამოვისუნთქე,კარებზე საჩქაროდ დავაკაკუნე,გიორგიმ გამიღო -სალომე?კარგად ხარ?რაღაც უცნაურად გამოიყურები -გამარჯობა,კი კარგად ვარ,კიბეებზე ამოსვლამ დამღალა,ვთქვი და შევედი ბინაში -ხო,მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მეორე სართულია,-გაიცინა გიორგიმ -შენ არ იცი ,რა ზარმაცი ვინმე ვარ.-გავუღიმე -თორნიკე სადაა? -დედამისის მოსაყვანად წავიდა,სანდრა სადაა? -ჩემ ოთახშია,რაღაცებს ალაგებს -უკვე დაიწყო ხო?-გამეცინა,გიორგიმ გაიცინა და ხელით მაჩვენა მისი ოთახი,ღმერთო რამხელა ბინაა -ალექსოოო,-ასე ვეძახდი,როდესაც მისი გაბრაზება მინდოდა -სალომე,მოდი დამეხმარე,ნაჩქარევად გადამკოცნა -ხო,მეც კარგად ვარ,არა რატო უნდა ვღელავდე,ჩემი დაქალის ქორწილში მეჯვარე ვარ და საერთოდ არ მაქ პრობლემები,-ამაზე გაეცინა -აუ,მართლა დამეხმარე რაა,დასახარისხებელი მაქ საჩუქრები და ჩვენ ბინაში რომ გადავალთ მერე თავიდან ვერ დავალაგებ -კაი ხო,მოდი,აუ სანდრაა,გახსოვს,ბავშვობაში რომ გითხარი შენ ქორწილში უნდა შეგარცხვინოთქო?-ჩემი სისულელის გახსენებაზე გამეცინა -ოღონდ არ მითხრა რომ რამე მოიფიქრე,ახალი მეჯვარე მოვძებნო?-გამიცინა სანდრამაც -უბრალოდ უნდა მეთქვა,რომ გადავიფიქრე,ძლივს გიშორებ თავიდან და ჩაშლა კი არა ვინმე ზედმეტ რამეს თუ გაბედავს,ყველას გავყრი ქორწილიდან,-ამაზე სანდრა აკაკანდა,მეც ავყევი,რთულია მის სიცილს გაუძლო,უცებ კარზე დააკაკუნეს,თორნიკე შემოვიდა -სანდრა,სტუმრები მოვიდნენ -ღმერთო,ყველაფერმა კარგად ჩაიაროს რაა,-ძალიან აღელვებული იყო სანდრა -ყველაფერი კარგად იქნება,სანდრა,-თავი დამიქნია და ოთახიდან სწრაფად გავიდა.მეც მივყევი,მაგრამ თორნიკემ დამიძახა -სალო,გთხოვ არ წახვიდე,ბოდიში მინდა მოგიხადო,არ უნდა დამეცინა,სისულელის გამო არ მინდა ჩემზე გაბრაზებული იყო -ხო,კარგი,შევრიგდეთ,-ვთქვი და გავუღიმე -მართლა?ძაან მაგარი გოგო ხარ,-თქვა და სწრაფად გადამეხვია,ღმერთო,რატომ არ შეიძლება,სამყარო გაჩერდეს და ეს კადრი ჩემი გონებიდან არასდროს გაქრეს,მისი სუნამოს სუნი,ალბათ სამოთხეში ვარ,უცებ ვირაცის ხმა ისმის და სამოტხიდან ბრტყელ მიწას ვენარცხები -თოკოო?-ისმის გაწელილი ხმა,-აი სად ყოფილხარ,თორნიკე მოულოდნელობისგან ხელს მიშვებს და ეს გოგო უცებ ებღაუჭება -ნინი?-აშკარად არ სიამოვნებს თორნიკეს ეს სიტუაცია -არ მოგენატრე?რატომ არ მირეკავ ხოლმე? -დარეკვის მიზეზი აღარ მაქ ნინი,-ახლა ამ გოგოს მივახრჩობ -მე კი მომენატრე.. -თორნიკე,ამ გოგოს არ გამცნობ? -უი ხო,სალო,ეს ნინია,ნინი ეს კი სალომეა -მე თორნიკეს შეყვარებული ვარ,-ორივეს სახეზე გაკვირება გამოისახა,მაგრამ თორნიკე მალევე მოეგო გონს,და წელზე ხელი მომხვია,აშკარად ამ თამაშს მთელი ცხოვრება გავაგრძელებდი.მიღირდა -ჩემ მერე გემოვნება შეგვცლია თორნიკე,-წამკბინა ნინიმ -ხო,როგორც ჩანს ძლივს აეხილა თვალები,-არც მე ჩამოვრჩი,-კაი თორნიკე წავედით ,გველოდებიან ალბათ,ვთქვი და ოთახიდან გამოვედით -ვაუ,-თქვა თორნიკემ -შენთვის სჯობს ხმა არ ამოიღო -კაი,წამოდი,შენი სადედამთილო გაგაცნო -ღმერთო ეს ერთი დღე გადამატანინე,-თორნიკემ გაიცინა და ოთახის კუტხისკენ წამიყვანა სადაც ორი ქალბატონი საუბრობდა -დედა,-მიმართა მწვანე კაბაში გამოწყობილ ქალბატონს,ღმერთო როგორი ლამაზი ქალბატონია,-გაიცანი,ეს სალომეა,სანდრას მეჯვარე,სალომე ეს დედაჩემია ირმა -სასიამოვნოა,ჩემო კარგო,-თბილად გამიღიმა -ჩემთვისაც,ძალიან ლამაზი ქალბატონი ბრძანდებით -ეს კი ქალბატონი ნანაა,ოჯახის მეგობარი -სასიამოვნოა,-გავუღიმე ქალბატონს -ჩემთვისაც შვილო,ძალიან უხდებით ერთმანეთს,დაქორწინებას თქვენც ხომ არ აპირებთ?-ქოთქოთებდა ნანა -იცით,არა,-დავიბენი,კიდევ კარგი დავინახე სანდრა როგორ მიქნევდა ხელს,-უკაცრავად უნდა დაგტოვოთ,პატარძალი მეძახის,-სასწრაფოდ მოვშორდი იმ ადგილს -სალომე,სად ხარ ამდენ ხანს,ნახე ვინ განახო,თქვა და გოგოებისკენ გამანახა -ვაიმე,გაბი,კატოო,რამდენი ხანია არ მინახიხართ,-ორივეს ერთდროულად ვეხვეოდიი,-რატომ არ მნახეთ -გოგო,დახვედრა გვინდოდა მაგრამ პედიატრი დაქალი რომ გყავს რა გგონია შენ.თან ალბათ მალე კიდე ერთი ბავშვი მეყოლება მისახედი სანდრას წყალობით და თუ ვერარ მნახეთ არ გაგიკვირდეს -აი ,მე კი საელჩომ კახეთში გამიშვა,თორემ ვინ დამასწრებდა მოსვლას,-თქვა კატომ -კაი,კაი რაც მთავრია აქ მაინც გნახეთ,საჩუქრები ელოდებიან პატრონებს -აუ რა ჩამომიტანე?-პატარა ბავშვივით აწკუტუნდა გაბი -რომ კითხო სერიოზული ექიმია,-თქვა კატომ -წინასწარ თუ გითხარით რა გამოვიდა,-ეშმაკურად გავიცინე -ჩემი თანამშრომლები მოვიდნენ უნდა გავიქცე,-თქვა სანდრამ -საალჩ,აბა მითხარი,ვინმე იტალიელი პედრო დატოვე ატირებული შენი ჩამოსვლით?-ცდილობდა სერიოზული სახე ქონოდა გაბის -ამას სულ ესეთი ამბები აინტერესებს,ღმერთო ვინმე ბიჭი აშოვნინე ამას საავადმყოფოში,ერთი კარგი ექიმი,-კატომ ხელები ცისკრენ აღაპყრო -დამცინეთ და ჩემზე უკეთეს ბედში რომელი ხართ,კაი კატო შენ გიორგის მეჯვარემ დაგადგა თვალი,შენ რას იტყვი სალომე? -ჩემი იუღბლობა ხო იცით,იტალიაში მაკარონის მეტთან ვერავისთან გავაბი ურთიერთობა,აქ ჩამოვედი 24 საათში ვიშოვე შეყვარებული ერთი დღით -ერთი დღით?-კატო შოკშ იყო -ხო,გიორგის ძმაკაცი თორნიკე რომაა ,ჩემი კურსელი იყო და მთხოვა,ვიღაც გოგოს გამო -და დათანხმდი?ამას მაკარონი აშკარად ბევრი მოუვიდა,-თავი გააქნია კატომ -ვაა,აშკარად გავერთობი,-თქვა გაბიმ,-უი,ჩემი კურსელი ვნახე,მოვალ ახლავე -კატო,შენ რაო ლაშამ დაგადგა თვალიო? -არც კი მინდა გახსენება,ისეთი იდიოტია -გოგო,რას ერთი,საყვარელია,მაღალი,სიმპათიური და რაც მთავარია კარგი ცხვირი აქ -სალო,ჩემზე უყვები კატოს?-არსაიდან გაჩნდა თორნიკე და გამიღიმა -შემახსენე,შენ რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებ რო?-ნიშნისმოგებით გავუღიმე,კატო იღიმოდა ,მაგრამ ტელეფონმა დაურეკა და გავიდა -დედაჩემს მოეწონე -მეც მომეწონა,უსაყვარლესი ქალია -რძალ-დედამთილს შორის კარგი ურთიერთობა უმნივნელოვანესია,-იცინოდა,-გაგიმართლა იდეალური ბიჭის შეყვარებული ხარ -ჰაჰ,კიდევ კარგი ერთი დღით ,ამაში აშკარად გაგიმართლა,-ალბათ კიდევ რაღააცას მიპასუხებდა მაგრამ გიორგის დედამ სუფრასთან მიგიწვია,გაბი და კატო ჩემ მოპირდაპირე მხარეს ისხდენენ,გვერდით თორნიკე მეჯდა,მის პირდაპირ კი ნინი დაჯდა,უფრო დეკოლტირებული არაფერი ჰქონდა?სტუმრება დალოცეს სანდრა და გიორგი,თორნიკეზე ხმა აღარ გამიცია,ნინი სთხოვდა ხოლმე ჭიქის შევსებას და მაგიდისკენ საჭიროზე მეტად იხრებოდა,სტუმრებმა მოაყოლეს სანდრას და გიორგის მათი გაცნობის ამბავი,აი უკვე საკმაოდ ნასვამმა ნინიმ,ვეღარ მოითმინა და თქვა: -აქ მეორე შეყვარებული წყვილიც გვყოლია,თორნიკე და სალომე,იქნებ თქვენც მოგვიყვეთ სად გაიცანით ერთმანეთი,-ლამის გადამცდა შამპანური ეს რომ თქვა ,თორნიკემ ხელები მომუშტა მაგიდის ქვეშ -ჩვენ კურსელები ვიყავით უნივერსიტეტში,მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე -და როდის მოახერხეთ ერთმანეთის შეყვარება?-თქვა ნინიმ და ხელის აქნევისას ჭიქიდან შამპანური გადმოეღვარა, -ნინი,გეყოფა,-მკაცრად უთხრა თორნიკემ -რაო,თოკო?გეჩაგრება გოგო?იქნებ სახლში რომ მიაცილებ მერე მაინც დამირეკო,-თორნიკე წამოდგა და ნინი გაიყვანა სუფრიდან.ხალხი მე მომშტერებოდა -უკაცრავად,-ვთქვი და სუფრიდან წამოვდექი,უიღბლობაც ამას ქვია,კარებისკენ წავედი და ვნახე თორნიკე,რომელიც ნინის უყვიროდა -თორნიკე, ნინი წაიყვანე სახლში ,ასეთ მდგომარეობაში მარტო არ გაუშვა,-ეს ვუთხარი და ჩემი ჩანთის ასაღებად გავბრუნდი გიორგის ოთახში,სანდრა,გაბი და კატო შემომყვნენ -სალომე თქვი რამე,-კატო -არაფერი მაქ სათქმელი,უბრალოდ ვეღარ გავჩერდები აქ წავალ დავწვები, -მოიცა თორნიკე სადაა?-გაბი -ნინი წაიყვანა სახლში -რაა?-სანდრა -მე ვუთხარი,დამშვიდდით -ეს გოგო მართლა ვერაა რა -მოიცა,გიოს ვეტყვი წაგიყვანს -არა,არავითარ შემთხვევაში სტუმრებს მიხედე,ტაქსით წავალ,ასე მირჩევნია -კარგი,რომ მიხვალ დარეკე,-გოგოები გადავკოცნე და ტაქსს გარეთ დაველოდე,სუფთა ჰაერმა ცოტა დამამშვიდა,შარიანი რომ ვარ მაგის ბრალია რაა,აგარაკზე ავედი თუ არაა,მაშინვე წყალი გადავივლე და ჩავწექი,რა დამაძინებდა,ვერც დღევანდელი დღისს გაანალიზებას ვახერხებდი,მეფიქრებოდა იმაზე,თუ სად იყო თორნიკე,იქნებ ნინისთან დარჩა?არ ვიცი როდის,მაგრამ ჩემი ოთახის კარი შემოაღო თორნიკემ და წყნარად დამიძახა -სალომე?-პასუხი არ გავეცი და გავიდა,ალბათ იფიქრა რომ მეძინა,აი მე კი დაძინება მხოლოდ მზის პირველი სხივების ამოსვლისას მოვახერხე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.