შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ (თავი I)


3-02-2018, 05:26
ავტორი smsamudamod
ნანახია 1 847

ნია

ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდით, როცა მე და ნია ერთმანეთს შევხვდით. მაშინაც ისევე მარტივად გამოარჩევდით სხვებისგან, როგორც ეხლა.
ასე გამოვარჩიე მეც.
პირველივე დღეს ცუდ ხასიათზე მოვიდა, მოკიდა სკამს ხელი, შუა ოთახში დადგა და იჯდა წარბებშეკრული, მე ალბათ 15 წრე შემოვუარე რომ მისი ყურადღება მიმექცია, მაგრამ ის მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურებოდა.
საბოლოოდ მოვახერხე მისი ალაპარაკება.
დიახაც, ეს სწორედ ის პირველი დღეა, რომლითაც იწყება ჩვენი ისტორია.
გაგვიმართლა და მეზობლებიც აღმოვჩნდით, შემდეგ კლასელებიც.
ძნელია გადაწყვიტო სკოლის ბუფეტის ღვეზელი გირჩევნია თუ დიდ ქვაბში მოქცეული ბაღის წვიანი.
ხშირად ერთნაირ განწყობაზე ვიღვიძებთ და ერთმანეთს აღფრთოვანებულები ვუყურებთ, როცა აღმოვაჩენთ, რომ თურმე ერთნაირად გვაცვია.
ზოგადად, მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ძალიან ვგავართ ერთმანეთს - ასე ფიქრობენ ახალი ნაცნობები, როცა ერთად გვხედავენ და
მიუხედავად იმისა, რომ
გარეგნულად მკვეთრად
განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ჩვენ ეს უკვე აღარ გვიკვირს.
გაგიკვირდებათ და ჩვენი სასიყვარულო ისტორიები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, თითქოს ვიღაც ნიჭიერმა მწერალმა ერთ წიგნში მოგვაქცია მთავარ პერსონაჟებად, რომლებიც სულ ერთად არიან.
წიგნის წაკითხვამდე ყოველთვის ვნახულობ ბოლო
აბზაცს, ამ წიგნის ბოლო აბზაცს კი არავითარ შემთხვევაში არ ვნახავდი.
იქნებ ავტორს თავში რამე გადაუტრიალდა და ერთმანეთს დაგვაშორა?
მაგრამ ჩვენ ის პერსონაჟები არ ვართ, ავტორის ჭკუაზე ვიაროთ.

ლილე

ლილე ერთადერთი ბავშვი იყო რომელიც სკოლის პირველ დღეს ტიროდა. ალბათ იმიტომ, რომ ბაღში არ უვლია და პირველად სკოლაში იგრძნო თავი მარტოდ. ახალ გარემოს მალე შეეჩვია, ტირილი შეწყვიტა და ყველაზე მხიარული და ენეგიული კლასელის ტიტულიც მიენიჭა.
ლილე ყველაფერს შესანიშნავად ახერხებს, სვამს უზომოდ და ცუდად არ ხდება, ცეკვავს გაუჩერებლად და არ იღლება, უფროსებთან საქმის მოგვარებაში შეუდარებელია და ასევე იდეალურად გამოსდის უკონტროლო მეგობრების მოვლა საჭირო სიტუციაში. ლილეს უკონტროლო მეგობრები მე და ნია ვართ.
ჰო, ჩვენ სამივე საუკეთესო მეგობრები ვართ და უკვე წლებია რაც ერთმანეთს ვავსებთ.
ლილე დარწმუნებულია რომ არასოდეს ცდება, ყოველთვის ყველაფერში ის არის მართალი და მე და ნია დაუფიქრებლად ვიქცევით, მაგრამ ერთმანეთში არ ვკამათობთ, აზრი არ აქვს - ტყუილად უნდა ვიჩხუბოთ და საბოლოოდ მაინც ჩვენს აზრებზე დავრჩეთ.
ლილეს უნდა ისეთი ბიჭი იპოვოს, ვინც სმაში გაუქაჩავს.

მაშო

საქართველოში რომ გაზრდილიყო ალბათ უფრო ადრე გავიცნობდით. მაშო ჩვენი ახალი მეგობარია. განსაკუთრებულად ემოციურია და რამე შოკისმომგვრელ ამბავს რომ ვუყვებით ისე აფართოვებს ცისფერ თვალებს ადამიანის შესაძლებლობებს რომ ამღემატება. თუ ამბავი განსაკუთრებით სკანდალურია შეიძლება კივილიც მოაყოლოს. მაშოს გრძელი შავი თმა და დიდი ცისფერი თვალები აქვს. რამდენიმე დღის წინ ვუთხარით რომ ის უკვე ჩვენი საუკეთესო მეგობარია და სრული უფლება გვაქ მის სხვა მეგობრებზე ვიეჭვიანოთ.
მაშო მარტო ცხოვრობს, მე და ნია თითქმის ყოველ საღამოს მაშოსთან მივდივართ, ლილეც მოდის ხოლმე თუ გამოუშვეს.

საბა

ლილემ კერძო მასწავლებელთან გაიცნო საბა. თავიდან არ მოსწონდა, ხმას არ იღებს და ჩუმად ზისო, მერე დამეგობრდნენ და რა თქმა უნდა ჩვენც გაგვაცნო. საბასგან გავიცანით მაშო და ადრე თუ სამნი ვიყავით ხოლმე, ეხლა ხუთნი ვართ.
საბას უსაზღვრო სიტყვის მარაგი აქვს და ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობს შეიძლება მთელი წელი იცინო.

მე

დღეს სახლში რომ მოვდიოდი ნიას აივანს ვუყურებდი და მომინდა რამე დამეწერა ჩემს მეგობრებზე და არა ჩემზე. ისე, უცნაური ჩვევები და აზრები მეც მაქვს, მაგალითად, დარწმუნებული ვარ, წვიმა რომ იწყება, პირველი წვეთი მე მეცემა.

ჩვენ

დღეს ოთხშაბათია.
დილით მაშოს მესიჯი დამხვდა, ის ჯერ ერთადერთია ვინც იცის წერა რომ დავიწყე.
- გაიღვიძე!
- მღვიძავს.
- ჩემს მეგობარს ველაპარაკე შენს წიგნზე, კარგად დახვეწე დააწყე და მაგრად გაგიპიარებს.
- ანუ გავაგრძელო? ჰაჰა, მაშო რომ დაგარქვი?
- მგონი, ცოტა უნდა გაზარდო ჩემი მონაკვეთი.
- ღამე მთვრალი სანდრო რომ მირეკავს და შერიგებას მთხოვს იცი?
- ჰა? მერე?
- მეთქი, გიჟი ხარ და ვერაფერს ვიზამთთქო.
- არა რა, ეგეთი შეყვარებული რომ მყავდეს მოვკვდებოდი ნერვიულობით. დღეს სადმე წავიდეთ ყველა ერთად არ გინდა? ნია მალე მოიცლის, საბა და ლილეც გამოვათრიოთ.
- რა დღეა დღეს?
დღეს ოთხშაბათია.
შეიძლება ითქვას, რომ სანდრო კარგი ბიჭია, მაღალი, სიმპათიური, კარგადაც აცვია და ლამაზი თვალებიც აქვს. მე და სანდრო იქამდე დავშორდით ერთმანეთს, სანამ შეყვარებულები გავხდებოდით, მაგრამ იმ პერიოდში უკვე ყველაფერი მოვასწარით ერთმანეთის შეყვარების გარდა.

***

ოთხშაბათს საღამოს მე და მაშო ნიასთან ვართ. მაშომ ლუდი მოიტანა, ჯერ არ იცის ლუდს რომ ვერ ვიტან, ამიტომ ჩემი წილის დალევაც მას მოუწია.
მაშო დათვრა.
ნიას ტელეფონზე, როგორც ყოველ საღამოს, რეკავს თემუკა. ნია ისევ ატრიალებს თვალებს ზემოთ და არც ისე კმაყოფილი სახით პასუხობს:
- ჰო
- რას შვრები?
- რავი, გოგოებთან ერთად ვარ.
- რომ მოიცლი მნახავ?
- თუ მოვიცლი მოგწერ - ისევ უკმაყოფილო სახით უთიშავს ტელეფონს.
- როგორ არ ბეზრდება ამ ბიჭს ყოველდღე ერთ და იგივე - ვთქვი და რამდენიმე ცარიელ
კოლოფში სიგარეტის ძებნა დავიწყე.
- ნია უყვარხარ მაგ ბიჭს, არც მოწონებაა ეს და არც აკვიატება - მაშომ განსაკუთრებით სერიოზული სახე მიიღო და ლუდის მესამე ბოთლი გახსნა.
- თქვენთან ერთად რომ ვნახო თემო და თან გაგვასეირნოს, არა?
- რავიცი, მე მეხალისება.
თემო ისევ რეკავს.
ნია ამჯერად აღარც თვალებს ატრიალებს და უკვე კმაყოფილი სახით პასუხობს:
- არ გინდა ერთად რომ გნახოთ?
- რავი, რატომაც არა, მეც ბიჭებთან ერთად ვარ და გამოვალთ მაშინ.
რამდენიმე წუთში ნიას სახლთან იყვნენ. მაშომ სენდვიჩი გაიკეთა, ცოტა ხანი დაგველოდებიანო.
- მალე რა, ტეხავს, ნახევარი საათია გარეთ დგანან - ნია უკვე კართან იდგა.
- სადაც ამდენი თვე გელოდა, ეხლაც მოიცადოს ცოტა ხანს, დიდი ამბავი - ავდექი და ქურთუკი მოვიცვი.
- გადაირიე? ცოტა ჩუმად, კართან დგას და გაიგებს!
როგორც იქნა გავედით. დიდად არ აღვფრთოვანდით თემოს ძმაკაცებზე, მაგრამ როგორც ყოველთვის მაინც გამოვარჩიე ერთ-ერთი რომელსაც გავეპრანჭებოდი.
- მე ნასვამი ვარ და საჭესთან რომელი შემეცვლებით? - ძლივს თქვა თემომ სათქმელი.
- აუ, მე რა - ნიას ოღონდ მანქანა ატარებინე.
- კაი მიდი, გენდობით. - შევთანხმდით ერთხმად.
ნიას ყველაზე კმაყოფილი სახე მაშინ აქვს, როცა სხვის მანქანას მართავს. ალბათ, საკუთარ თავში ყველაზე დიდ ძალას მაშინ პოულობ, როცა ვინმე თავის სიცოცხლეს განდობს.
- მოიცა, მანდ არ შეუხვიო! აუ, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ თორე ბათუმში ჩაგვიყვანს - სიცილით იძახის თემო.
- არ მჭირდება ყურადღება, ვიცი რამენაირად გზებიც და ტარებაც - ვერ იტანს როცა საჭესთან შენიშვნას აძლევენ - მოიცა და სად მივდივართ?
- საბილიარდოში რომ წავიდეთ ისევ? თან გამიგია, შენ და შენი დაქალი მაგრად თამაშობთ - თემუკას იუმორს ჰორიზონტი აღარ აქვს, იცის, რომ მე და ნია მესამე ცდაზე ძლივს ვარტყამთ ბურთს.
თემო მთვრალიც კარგად თამაშობდა ბილიარდს, იმასაც არაუშავდა, მე რომ ვითომ მომეწონა, ზედმეტად დინჯი და სერიოზული სახით უვლიდა მაგიდას წრეებს. მერე ვუთხარი, თუ ყველა ბურთს ჩააგდებ მანქანაში შენს გვერდით დავჯდებიმეთქი.
- ჩააგდებს კიარა თვითონაც ჩაყვება - თემო სიცილისგან მოიკეცა.
დიდად არ უწვალია ბურთების ჩაყრაზე, მიაგდო ჯოხი და გასასვლელისკენ წავიდა. არ უნდა და ნუ უნდა, არადა როგორ არ უნდა, ხო ვიცი ხელის ჩამორთმევის წამიდან მოვეწონე, მაგრამ სერიოზულობა არ დაკარგა. ძალიანაც კარგი, ვერ ვიტან არასერიოზულ ბიჭებს, გოგო რომ მოეწონებათ და ათას იდიოტურ ხერხს მიმართავენ ყურადღების მისაქცევად. მე კი უჩვეულოდ არასერიოზული ვიყავი იმ დღეს, უბრალოდ ყველგან უნდა გყავდეს ერთი ბიჭი, რომელიც შესაძლოა მოგეწონოს. ყველა სიტუაცია უფრო საინტერესო ხდება როცა ვინმე მოგწონს.



№1 წევრი ჭირვეული

მსუბუქად,სასიამოვნოდ იკითხება. მომეწონა და გაგრძელებას ველი. იმედია, პუნქტუალური ავტორი ხარ და ყოველდღე გაგვანებივრებ ახალი თავით))

 


№2  offline წევრი მოცინარი

ძალიან კარგია <3 ველი გაგრძელებას <3

 


№3  offline წევრი smsamudamod

მადლობა, ყოველდღე ვდებ ახალს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent