სასიყვარულო სურათები#6
სიყვარული ნიჭია... უდიდესი ძალაა და ყველას არ შესწევს მისი დაუფლების პატივი. სიყვარული დამსახურებაა... როდესაც უბრალოდ ნათქვამი ერთი სიტყვა შენს დღეს ცვლის. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნიჭი ჩემშიცაა ისევე, როგორც შენში. მინდა მიყვარდე ყოველთვის! მინდა გიყვარდე სულ. ჩვენს სიყვარულს მინდა საკუთარი ისტორია ჰქონდეს და ამ ისტორიაზე ხალხი სწავლობდეს ნამდვილ სიყვარულს. მინდა არასდროს გამიშვა ხელი... მინდა წამიერად გაჩერებული გული უფრო გამალებით მიძგერდეს. ის სიყვარული მინდა, რომელსაც ერთმანეთს ვპირდებით და, რომელსაც საზღვარი არ აქვს "არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს." ამას რომ წაიკითხავ მინდა გაიღიმო. უბრალოდ გაიღიმო... მინდა ღიმილი გასწავლო. მინდა გაიღიმო როცა გათენდება. სიცოცხლეს გაუღიმო. მინდა გაიღიმო, როცა წვიმის წვეთები ცხვირზე გაკოცებს. მინდა გაიღიმო, როცა ვარსკვლავი თვალს ჩაგიკრავს ან მზე გაგიცინებს... გაიღიმო მაშინაც კი როცა ტუჩები იბუტებიან, როგორ? თვალებით... მინდა დღეში ასჯერ, არა, ათასჯერ გაიღიმო. არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის ან რისთვის, უბრალოდ გაიღიმო... იქნებ გათბე... მინდა წარსული მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობდეს და შენ არ ცხოვრობდე წარსულით... მინდა ბედნიერება დაინახო იმ ცხოვრებაში, რომელშიც ცხოვრობ. (მოკლედ ბავშვებო ყოველი დღე დაიწყეთ პოზიტივით,გაიღიმეთ ხშირად,გიყვარდეთ და იქნებით ბედნიერები..და ამავდროულად ყველა დღე ესეთი პოზიტივით უფრო საინტერესო იქნება ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.