შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის ჯადოსნობა (8)


3-02-2018, 15:53
ავტორი Mari korti
ნანახია 1 557

თავი 8
მარიამმა თავი საქარე მინას მიადო და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში ჩაეძინა კიდეც. მანქანა, რომელშიდაც ის იჯდა დიდი სისწრაფით მიქროდა, უკან კიდევ ერთი მანქანა მიყვებოდა. ყველა თავის მოვალეობას ასრულებდა, ბატონის ბრძანებას. მას შემდეგ, რაც მარიამი მოიტაცეს დარბაზში შუქები აინთო, ყველამ მიულოცა გიორგის და მამუკას თანამშრომლობის დაწყება. გვიანობამდე არ გაგრძელებულა წვეულება, მაგრამ ცოტახანი კიდევ დარჩნენ სტუმრები. როგორც ქართველებს სჩვევიათ ხოლმე ისე მოილხინეს და სახლში წასვლის დრო, რომ დადგა და თავიანთი მანქანის ტარების თავი აღარ ჰქონდათ, მამუკამ ყველას ტაქსი გამოუძახა და სახლებში გაისტუმრა. როცა მათი სახლში წასვლის დროც დადგა და მარიამი ვერსად იპოვეს ძალიან ანერვიულდნენ. გოგონები იხსენებდნენ სად ნახეს ბოლოს. მამუკა, კი ნერვულად დადიოდა აქეთ-იქით. გიორგიც სადღაც გაქრა, ბოლოს იფიქრეს, რომ უკვე სახლში იქნებოდა წასული, რადგან საკმაოდ გვიანი იყო და მათ აღარ დაელოდებოდა. ამიტომ მანქანაში ჩასხდნენ და სახლისკენ წავიდნენ. ადგილზე მისული მამუკა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და იმის იმედით, რომ სახლში შესული მარიამს დაინახავდა კარი შეაღო. ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა და მისაღებში შევიდა. მას გოგონებიც უკან მიყვნენ. თვალი, რომ მოავლო გარემოს და მარიამი ვერ დაინახა შეშფოთდა. ნატო და მაკა ტელევიზორს უყურებნენ. ახალმოსულები, რომ დაინახეს მათ მიეგებნენ. მაკამ, რომ შემაჩნია მარიამი მათ არ მოჰყვა შეშფოთდა და შეშინებულმა დაუწყო ძმას ცქერა იმის ლოდინში, რომ რამეს ეტყოდა, მაგრამ რა უნდა ეთქვა, როდესაც თვითონაც არ იცოდა სად წავიდა გოგო. დედამისმა ის ბიძას ჩააბარა, მან კი სათანადოდ ვერ მოუარა. რამე, რომ მოსვლოდა? ახლა ყველაზე მეტად დის ნერვიულობა არ უნდოდა, ისედაც ბევრი გადაიტანა, ბევრი იტანჯა და არ უნდოდა ახლა თავის შვილზე სტკენოდა გული. გოგონებმა მაკას რაც იცოდნენ ყველაფერი უამბეს, ბოლოს საპირფარეშოსკენ მიმავალი დაინახას, შემდეგ კი შუქები ჩაქვრა და მათაც არ იცოდნენ ამის შემდეგ რა მოხდა. მაკამ კანკალი დაიწყო, შიშისგან კი სხეული აუთრთოლდა. ყველაზე ცუდზე დაიწყო ფიქრი და გული შეეკუმშა, შვილის მდგომარეობა, რომ წარმოიდგინა. თვალებიდან ცრემლებიც წამოცვივდა და გულამოსკვნილი აქვითინდა. ყველამ მისი დამშვიდებდა დაიწყო, ნუ გეშინია ვიპოვითო, მაგრამ რა დაამშვიდებდა, შვილი დაკარგა და ვინ იცის ახლა რა დღეში იყო. იქნებ ვინმემ მოიტაცა, ვინმე სტკენდა და მისი სურვილების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ამ ყველაფერს, რომ წარმოიდგენდა, უფრო უმატებდა ტირილს. მამუკას კი დის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას გული ეკუმშებოდა. თავის თავს ადანაშაულებდა იმაში, რომ მარიამის მიმართ სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა და ერთი მხრივ მართალიც იყო, მაგრამ რა უნდა ექნა. ამხელა კომპანიასთან დაიწყო თანამშრომლობა, წვეულებაზე ყველა სტუმრისთვის უნდა მიექცია ყურადღება, რომ უკმაყოფილონი არ დარჩენილიყვნენ. ეგ კიარა თავის შვილებსაც ვერ ხედავდა ნორმალურად. მაკა, რომ ვეღარ დამშვიდდა ნატომ დამაწყნარებელი დაალევინა და თავის ოთახში წაიყვანა, რამდენიმე წუთში მასაც ჩაეძინა. თვალების გარშემო უკვე ეტყობოდა ტირილისგან ჩაშავებული ადგილები. მარიამიც დედას გავდა. პატარას, რომ წამოიტირებდა ბავშვობიდან ასე უშავდებოდა თვალები. გეგონებოდა რაღაც უბედურება თუ შეემთხვა.
სად იყო გიორგი? ეს ყველას აინტერესებს... წვეულების დასრულებამდე ადრე წამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა და უცნობი მიმართულებიც გაემართა, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს.
-ბატონო, გოგო ადგილზეა. ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულეთ.- გაისმა ტელეფონში ხმა.
-კარგი უკვე გზაში ვარ.- გიორგიმ ტელეფონი გათიშა და სისწრაფეს უფრო მოუმატა. ორ საათში მივიდა დანიშნულების ადგილამდე. მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა, მცველებმა ჭიშკარი გაუღეს და შიგნით შეუშვეს. დინჯად გადმოვიდა მანქანიდან და ასევე გზას გაუდგა სახლისკენ. კარი შეაღო, როგორც ყოველთვის სიმშვიდე იყო. ვერც კი წარმოიდგენდა რამდენიმე წუთის წინ აქ ისეთი წივილ-კივილი იყო. მარიამმა, რომ გამოიღვიძა უკვე მისულები იყვნენ. ერთ-ერთმა ძლიერად ჩაავლო მკლავში ხელი და მანქანიდან გადმოათრია. მან კი ხმამაღლა დაიწყო კივილი, ნაჭერი ამაში ხელს არ უშლიდა, რასაც სახეში ძლიერი სილაც მოჰყვა. სახლში შეათრიეს და ერთ-ერთ ოთახში აიყვანეს, საწოლთან დააბეს, შემდეგ კი სახვევები მოხსნეს. მარიამმა თვალი მოავლო გარემოს და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. ნამდვილად არ ეგონა ვიღაც თუ მოიტაცებდა და თან ასეთ მდიდრულ სახლში მიიყვანდა. ლოყა კიდევ ერთხელ ჩაულურჯდა. იმის გამო, რომ სათანადო წინაარმდეგობას ვერ უწევდა სხვას, იერიშზე გადმოდიოდნენ. ალბათ მკლავიც ჩაულურჯდება, ის მხეცი იმხელაზე უჭერდა სისხლი გაუჩერდა. ფეხები მუცელთან მიიტანა, თავი მუხლებზე ჩამოდო და აქვითინდა. ერთი ჩვეულებრივი წვეულებიდან, რა ეგონა თუ ასეთი რამ დაატყდებოდა თავს. თავიდანვე არ უნდა წასულიყო, არ უნდა შეეცვალა აზრი და დედამისთან დარჩენილიყო. იცის როგორ ძალიან ინერვიულებს, როცა გაიგებს, რომ დაიკარგა. ძალიან კარგად იცის, რადგან იგივე რამ მასაც, რომ შემთხვევოდა, დედამისის ადგილას, რომ ყოფილიყო, ასევე ძალიან ინერვიულებდა თავისი შვილისთვის. არ იცოდა და ძალიანაც აინტერესებდა რატომ მოიტაცეს, ვინ მოიტაცა. თბილისში ახალი ჩამოსულია და მტერიც არავინ ყავს. ეგ კიარა ნორმალურად ადამიანებსაც არ იცნობს. ახლა კი სხვის სახლში საწოლთანაა მიბმული და ელოდება როდის დადგება მისი განკიცხვის დღე. ისე უთრთის სხეული, რომ კბილებიც უწაკწაკებს. ამას ვერ აჩერებს. ან როგორ უნდა შეაჩეროს, ყველაზე ძლიერი ადამიანია შინაგანად, მაგრამ მასაც აქვს სუსტი წერტილები. ახლა კი სიკვდილზე მეტად ეშინია.
გიორგი მეორე სართულისკენ დაიძრა, ნელი და მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა, რადგან ყველამ იცის საკუთარი თავის გარდა, რომ მარიამის მიმართ მართლა აქვს რაღაც გრძნობები. მართალია ჯერჯერობით არ უყვარს, მაგრამ ის, რომ მის დანახვაზე გული უჩქარდება, სულ მის თვალებს ხედავს და სულ მასზე ფიქრობს, სიყვარულამდე ერთი ნაბიჯის დაშორებითაა. იცოდა რა მდგომარეობაშიც იქნებოდა ახლა მარიამი, ამიტომ ნელა მიდიოდა. არ უნდოდა სწრაფად ენახა თუ როგორ იტანჯებოდა ის. არც ის უნდოდა მისი დანახვისას გული მოლბობოდა და რამე ისე არ გაეკეთებინა როგორც საჭირო იყო. მარიამის თვალებს, რომ უყურებს გულში ყოველთვის სითბო ეღვრება. შინაგანად თბება და უნდა სულ მას უყუროს. ყველანაირი ბრაზი უქრება და სულ მასზე ეფიქრება, არ უნდოდა ახლაც ასე მომხდარიყო. კარი შეაღო და ერთადერთი რაზეც თვალი გააშტერდა სამად მოკეცილი მარიამი იყო. ესმოდა მისი ქვითინის ხმა და გული ეკუმშებოდა. თავს ბოლომდე თოკავდა და სიმკაცრეს ინარჩუნებდა. ამაში კი წარსული ყველაზე მეტად ეხმარება, როდესაც წარსულს იხსენებს, მარიამის მიმართ თბილ გრძნობებს ზიზღი ანაცვლებს. სამწუხაროდ ახლაც ასე მოხდა. სწრაფად მოიშორა თავიდან მარიამის მზრუნველობის იდეა. გოგონამ კარის ხმა, რომ გაიგო თავი წამოიწია, ნელა გაატრიალა თავი გიორგის მიმართულებით და ის, რომ დაინახა შეხტა. სხვა რეაქცია არც უნდა ჰქონოდა. პირი ღია დარჩა და თვალები შუბლზე აუვიდა. ამავე დროს გული სიხარულით და სითბოთი აევსო. ეგონა, რომ გიორგი მის დასახმარებლად მივიდა და თვალები გაუბრწყინდა.
-გიორგი, გთხოვ დამეხმარე. ვიღაც იდიოტმა მომიტაცა და აქ დამამწყვდია, გთხოვ შემიხსენი ხელები.- სთხოვა და წინ მიჩოჩება სცადა. გიორგის იმედის აღსავსე თვალებით უცქერდა, მაგრამ ყველაფერი ჩაქრა, როდესაც მისი ირონიული სიცილის ხმა მოესმა.
-შენ გგონია აქ შენს დასახმარებლად მოვედი? ჰაჰ ცდები. პირიქით, მე მოგიტაცე და აქ მე მოგიყვანე.-
-არა, არა. ასე არ იქნება, შენ ამას ვერ გამიკეთებდი. გიორგი, კარგი რა, ნუ ხუმრობ ასე. გთხოვ, ძალიან მტკივა ხელები შემიხსენი...- მარიამი უკვე ვედრებაზე გადავიდა, მაგრამ გიორგის ვერაფერი შეასმინა. მისი ქცევებიდან გამომდინარე უკვე ხვდებოდა, რომ გიორგი სიმართლეს ამბობდა და მან მოიტაცა. შიშისგან სხეული კვლავ აუთრთოლდა და თვალებიდან ცრემლები წამოცვივდა.
-კარგი რა, რატომ მიკეთებ ამას? მე შენთვის არაფერი დამიშავებია, სულ რამდენიმე დღეა რაც გიცნობ, რა გინდა ჩემგან?-
-შენ არაფერი, მაგრამ რაც მე დამიშავეს იმაში შენი ახლობლები არიან დამნაშავე, ამიტომ მოგიწევს პასუხის გება.-
-ხომ, მაგრამ მე რა შუაში ვარ?- ამოილუღლუღა მარიამმა საცოდავად.
-შუაში კიარა თავში ხარ, თავში. ამას მალე გაიგებ.- გამოსცრა კბილებში გიორგიმ და ფეხზე წამოდგა. მარიამს მიუახლოვდა და ხელზე ხელი მოუჭირა. მის შეხებაზე კვლავ ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, მისი სიუხეშე გულს უქანებდა. ახლა ყველაზე მეტად ეს არ უნდოდა, მოეკლათ ოღონდ გიორგის არ მოეტაცებინა და მასზე წარმოდგენა არ შეცვლოდა. მარიამს ხელ-ფეხი შეუხსნა, მკლავში ხელი ჩაავლო და საწოლზე დააგდო.
-აქ იქნები მანამ, სანამ მე არ გიბრძანებ რამეს. გაქცევა უბრალოდ არც კი გაიფიქრო, ვერ შეძლებ, მაგრამ მაინც.- დაემუქრა საჩვენებელი თითით და ოთახიდან გავიდა, რამდენიმე წამში გასაღების ჩხაკუნის ხმაც გაისმა. მარიამს ესღა აკლდა. ახლა ოთახშიდაც გამოკეტა. ფანჯარასთან მიირბინა და უზარმაზარი გისოსები, რომ დაინახა შეხტა. ამას აქ მსხვერპლის ოთახიც მოუწყვია. როგორ გაიქცეოდა, როცა ამხელა გისოსები იყო მასსა და თავისუფლებას შორის აღმართული. უღონოდ დაეცა საცოლის კიდეზე და თავი ხელებში ჩარგო. გიორგის სიტყვები საშინლად აბნევდა, რა შუაში იყო მარიამი? მას მისთვის არაფერი დაუშავებია. პირიქით, გაცნობის დღიდანვე თვითონ აყენებდა ზიანს და გულს სტკენდა. ბოლო დღეს ალბათ ეს ყველაფერიც იმიტომ გააკეთა, რომ უნდოდა მარიამისთვის თავი კარგად დაემახსოვრებინა, რადგან ამჯერად მისთვის, მისი მეორე "მე" უნდა გაეცნო, რაც ნამდვილად არ იყო სასიამოვნო. მის მიმართ შიში, რომელიც აქამდე ჰქონდა უფრო გაუღვივდა და ახლა მისი გამოჩენისაც კი ეშინოდა, მაშინ როდესაც რამდენიმე დღის წინ ოცნებობდა. ოღონდაც გიორგი ენახა და მეტი არაფერი უნდოდა. მისი ხმის გაგონებაზეც კი ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ახლაც ასეა, მაგრამ ეს ჟრუანტელი უფრო მისი გამოჩენით გამოწვეულ შიშს ეკუთვნის. დიდი ხანი იყო ასე თავჩარგული. მხოლოდ ალიონზე ჩაეძინა და ისიც შიშით. ახლა ყველაზე მეტად გიორგის დანახვა არ უნდოდა, სურდა უბრალოდ დაეძინა და აღარასდროს გაეღვიძა.
გიორგიმ მცველები გააფრთხილა, რომ მარიამისთვის ყურადღება მაქსიმალურად მიექციათ. იცოდა, რომ ვერაფერს მოიმოქმედებდა, მაგრამ მაინც. თვითონ კი მარიამის სახლისკენ წავიდა. გეგმები ძალიან კარგად ჰქონდა დასახული და მათი ასრულებაც მშვენივრად იცოდა. მამუკასთან თანამშრომლობაც მხოლოდ შურისძიების გამო დაიწყო. მარიამსაც შურისძიების გამო იყენებს, უნდა ამ ოჯახს იმაზე მეტი ტკივილი მიაყენოს, ვიდრე მას მიაყენეს ერთ დროს. მანქანა მარიამის სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დააყენა, რადგან არ უნდოდა ვინმეს დაენახა. იცოდა, რომ გოგონას ოთახი პირველ სართულზე ჰქონდა, ფანჯარა ყოველთვის ღიაა, ამიტომ ახლაც არ გაუჭირდება იქ შესვლა და მისი ნივთები წამოღება. თან ერთი სურპრიზი მაკასთვისაც ჰქონდა მომზადებული. ფანჯარაზე გადასვლა არ გაჭირვებია, რის შემდეგაც პირდაპირ მარიამის ოთახში მოხდა. აქაურობას მისი სურნელი და სინაზე კვლავ შემორჩენოდა, რაზეც გიორგის გაეღიმა. ოთახი ისევე მისუფთავებული და დალაგებული ჰქონდა როგორც თვითონ იყო. უსური და ნაზი. კარადა გამოაღო და რაც საჭირო იყო ყველაფერი ბარგში ჩაალაგა. გამოსვლისას კი ჯიბიდან პატარა კონვერტი ამოასრიალა და ტახტის გვერით მდგარ ტუმბოზე დადო. შეიძლება ცოტათი ებრალებოდა კიდეც მარიამი, მაგრამ მისი ოჯახის სიძულვილი არასდროს გადაუვლიდა. ამიტომ თავის საქმეს თამამად აკეთებდა. სწრაფად გადაევლო ფანჯარას და მანქანაში ჩაჯდა. ჩვეული სიჩქარით გაუყვა გზატკეცილს თავისი სახლისკენ. სამი ოთხი დღე სვანეთში, თავისი სახლის გარემონტებას და მწყობრში მოყვანას მოუნდებოდა, შემდეგ კი მარიამსაც თან წაიყვანდა და იქ კარგად მოარჯულებდა. ორი ადამიანის სახე უნდა გაეთამაშა, მამუკას დისშვილის პოვნაში უნდა დახმარებოდა, ამით მას კვალსაც აურევდა და შურსაც იძიებდა. მისი კომპანიის 3/4 უკვე გიორგის ხელში იყო, ისე, რომ მამუკამ არაფერი იცოდა, იმ ერთ ნაწილსაც ისე მოუღებდა ბოლოს, რომ ვერაფერს ვერ გაიგებდა. ისე აწამებდა როგორც მამამისი აწამეს, გააღატაკეს, ქუჩაში მოისროლეს და პატარა ბავშვით ხელში მყოფი მშობლები სასიკვდილოდ გაიმეტეს. სახლში მალევე მივიდა, ბარგი ჰოლში დააგდო და პირდაპირ თავის ოთახში წავიდა. მთელი ღამე თამაშის პირველ სვლას ახორციელებდა, ხვალ მეორე იწყება, ამიტომ ძალები უნდა მოეკრიბა. რათქმაუნდა, პატარა ალქაჯის მორჯულებას დიდი ძალები სჭირდება.

ვფიქრობ, კარგი თავი იყო. წინ ისეთი ამბები გელით, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. იმედია უფრო იაქტიურებთ და თქვენს აზრს ბოლომდე გამოხატავთ. მადლობთ მათ, ვინც ჩემს მოთხრობას კითხულობთ. იმედია უფრო გამრავლდებით <3 <3



მართლა ძალიან მაგარი თავი იყო მაგრამ ნუ იკარგები ხოლმე რაა გთხოვ sob heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი Mari korti

მწვანეთვალებაგოგო
მართლა ძალიან მაგარი თავი იყო მაგრამ ნუ იკარგები ხოლმე რაა გთხოვ sob heart_eyes heart_eyes

შევეცდები აღარ დავიკარგო და მალ მალე დავდო :დ <3

 


№3 სტუმარი lile

Auuu ar daagviano ra gtxovvvv dzalian kargi iyoo

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Imdeni xania gelodwbiii. Uhh. Araa lamazi chven nervwbze tamashi????????????????????????????????????????????????????vixymree. Ubralod martla daagvianee. Zaan magari iyo da moulodnwli svlaa. Yochagg. Carmatebwbiii

 


№5 სტუმარი მარი. ელ❤

აუუ რამდენი ხანი ველოდებოდიი❤ აღარ დააგვიანოო დაახლოებით ვხვდებოდი რა ამბებიც დატრიალდებოდა ძაან საინტერესოაა ასე გააგრძელეე მაგარიააა❤❤❤

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კარგი ისტორიაა ძალიაან <3 უბრალოდ აგვიანებ რაც ძალიაან ცუდია!! ისე ყველაფერი კარგია და იმედია დაგვიანებას გამოასწორებ წარმატებები❣

 


№7  offline წევრი mia15

კარგი ისტორია და საინტერესო.იმედია აღარ დააგვიანებ და მალე დადებ ხოლმე.ველი შემდეგ თავს

 


№8 სტუმარი სტუმარი Lika

Dadet ra male????????????????

 


№9  offline წევრი Mari korti

დაიდო ახალი თავი და წაიკითხეთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent