ახალი წლის ჯადოსნობა (7)
თავი 7 მარიამს დილით ადრე გაეღვიძა. პანდასთან ჩახუტებულს მთელი ღამე მშვიდად ეძინა. ფეხზე წამოდგა და სააბაზანოში შევიდა, თავი მოიწესრიგა, შემდეგ კი თავის ოთახში დაბრუნდა და ცოტა მიალაგა. პანდა ოთახის კუთხეში დადო, რადგან ძალიან დიდი იყო, მას კომოდზე და ტუმბოზე ვერ დადებდა. ასე, რომ კარგი ადგილი მიუჩინა. სარკეში თავისი თავი შეათვალიერა და სწრაფად გავიდა ოთახიდან. როგორც ყოველთვის დები ტელეფონებში იყვნენ ჩამძვრალნი. დედამისი და ბიცოლა კი სამზარეულოში ტრიალებდნენ. გოგოებთან დაჯდა და მათ მიადევნა თვალი, როგორც ყოველთვის ტელეფონებში იყვნენ ჩამძვრალნი. მარიამი მათ ასეთ პოზებში, რომ ხედავდა ეცინებოდა კიდეც, ისე იყვნენ მესიჯობაში გართულები. -მარიამ, იცი დღეს წვეულებაზე მივდივართ.- უთხრა ლიამ. -ამმ რა წვეულებაა?- -მამიკოს კომპანიაში აწყობენ, რაღაც კონკურსი მოუგიათ და თანამშრომლებს ოჯახებით პატიჟებენ, ანუ ჩვენც მივდივართ.- -მე რომ არ წამოვიდე?- -რატომ?- მარიამის პასუხით უკმაყოფილონი ჩანდნენ, მაგრამ ვერ მიხვდა რატომ. მის გარეშეც კარგად შეეძლოთ გართობა. -არ მაქვს შესაფერი ტანისამოსი. -კარგი რა, მაგაზე ნერვიულობ? დღეს სალონში მივდივართ ჩვენ და შენც წამოდი, თან კაბასაც იყიდი და ჩვენთან ერთად გამოიპრანჭები.- -კარგი ვნახოთ. დედაჩემსაც ვეტყვი.- -კაი მიდი.- უთხრეს ორივემ ერთად და ტელეფონებს მიუბრუნდნენ. მარიამი სამზარეულოში შევიდა. ნატო და დედამისი რაღაცაზე საუბრობდნენ, როცა მარიამი მივიდა გაჩუმდნენ, მაკამ ღიმილით შეხედა შვილს. -დე, გოგოებმა მითხრეს წვეულებაზე მივდივართ და შენც უნდა წამოხვიდეო.- -მერე დედაშენს რას ეკითხები, რათქმაუნდა, უნდა წახვიდე.- უთხრა ბიცოლამ და გაუღიმა. -ხომ მაგრამ...- -მართალია დედი ნატო, წაყევი გოგონებს. თუ რამე გჭირდება ფულსაც მოგცემ და მოწესრიგდი- აი ამიტომ უყვარს ასე გაგიჟებით დედიკო. -და თქვენ?- -ჩვენ სახლში დავრჩებით. ახალგაზრდები გაერთეთ და რომ მოხვალთ გემრიელ ვახშამსაც დაგახვედრებთ.- -კარგი დე, წავალ მაშინ მე.- -კაი წამოგყვები და ფულს მოგცემ.- უთხრა მაკამ და გაყოლას აპირებდა, როდესაც მარიამმა შეაჩერა. -არა დე, სამსახურში წინასწარ გადამიხადეს ერთი თვის ხელფასი, ამიტომ ფული მაქვს.- -კაი დედიკო მაშინ, ჭკუით იყავი.- უთხრა და შუბლზე აკოცა. ის კი გოგოებთან გავიდა მისაღებში. -როდის მივდივართ სალონში?- ჰკითხა მათ. -რამაგარიაა შენც მოდიხაარ.- ტაში შემოკრა ლიამ. -წამო ახლავეს წავიდეთ.- -კარგი მოვემზადები და ჩამოვალ.- -კაი მიდი ჩვენ აქ დაგელოდებით- მარიამი ოთახში შევიდა, ბათინკები და მანტო ჩაიცვა. ფულიც აიღო და გოგოებთან ერთად წავიდა. ჯერ სავაჭრო ცენტრში შევიდნენ, სადაც მარიამისთვის კაბა უნდა აერჩიათ. ბევრი იარეს. გოგოები ხან მოკლე, ხან გრძელ კაბებს ურჩევდნენ. პირველი კაბა რომელიც გაიზომა შავი იყო, ბრჭყვიალებით გაწყობილი, მუხლს კარგად ამცდარი. კი მოეწონა, მაგრამ კლუბში ხომ არ მიდიოდა, წვეულებისთვის კი შესაფერი არ იყო. ამიტომ ლიას არჩეული კაბა გაიხადა და ნიას გამოართვა შემდეგი, რომელიც სულ წითელი იყო. წელში გამოყვანილი, შემდეგ კი კოჭებამდე დაშვებული, მაგრამ გრძელმკლავიანი იყო, რაც კაბას არ შეეფერებოდა და ისიც დაიწუნა. ბოლოს გადაწყვიტა თავისით აერჩია რამე კაბა და ცოტახანში მასაც მიაგნო. ეს ის იყო რაც, მართლა ძალიან ჭირდებოდა. ვარდისფერი, სიფრიფანა, მუხლს ცოტა ქვევით ქვედაბოლო. ლიამ დაიწუნა, რადგან ქვედაბოლო იყო, მაგრამ, რომ გაისინჯა ისე ძალიან მოუხდა, რომ გადაწყვიტა ეს უნდა ჩაეცვა, თან გაახსენდა, რომ სახლში შესაფერისი შავი ტოპიც აქვს და ერთი ვარდისფერი მაღალქუსლიანი ტუფლებიც. ასე, რომ საბოლოოდ გადაწყვიტა ეს კაბა ეყიდა. სავაჭრო ცენტრიდან გამოვიდნენ და სალონში შევიდნენ. გოგოები თურმე ჩაწერილები იყვნენ და დაიწყეს პედიკურის და მანიკურის კეთება. ეს ყველაფერი ნამდვილად არ მოეწონა მარიამს ამიტომ გადაწყვიტა უბრალოდ თმისთვის და მაკიაჟისთვის მიეხედა. სტილისტმა, რომელიც მას ემსახურებოდა თმები ძალიან ლამაზად დაუხვია. მარიამმა კი თხოვა მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა, მაგრამ თვალებზე მაინც მუქად გაუკეთა ჩრდილები და ტუჩსაცხიც წითელი წაუსვა. მარიამმა თავისი თავი ასეთ მაკიაჟში პირველად ნახა და ცოტათი მოეწონა კიდეც. მართალია არ იყო შეჩვეული, მაგრამ ლამაზად გამოიყურებოდა. მალევე სახლში დაბრუნდნენ, მაკამ შვილი ასე გამოწყობილი, რომ დაინახა ძალიან მოეწონა და ერთი საათი ეფერა და კოცნა და კომპლიმენტებს ეუბნებოდა. სულ უნდა წაგიყვანონ გოგონებმა შენ სალონშიო. წვეულება შვიდზე იწყება, ახლა კი ხუთი საათი იყო. ამიტომ გოგოებმა გადაწყვიტეს დაეწყოთ უკვე ჩაცმა. მარიამი თავის ოთახში შევიდა, გაიხადა და ვარდისფერი ქვედაბოლო ამოიცვა. დარწმუნებული იყო, რომ ჯერ ასე არაფერი მოხდომია. ზემოდან შავი ტოპი ჩაიცვა და სარკეში დატრიალდა. თავისი თავი ძალიან მოეწონა ასეთ ამპულაში. ფეხზეც ვარდისფერი მაღლები ჩაიცვა და გოგონებთან შევიდა ოთახში, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტათ რა ჩაეცვათ. მარიამის დანახვისას კი თვალები შუბლზე აუვიდათ . -მარიაამ, რა კარგად გამოიყურები. ჩვენ კი ჯერ ტანსაცმელიც არ აგვირჩევია.- დაიწუწუნა ლიამ. -მე უკვე ავარჩიე.- წამოიკივლა ნიამ და კარადიდან ზუსტად ისეთი წითელი კაბა გამოიღო, როგორიც მარიამმა მოისინჯა დღეს. იმწამსვე სააბაზანოში შევიდა და იქიდან ჩაცმული გამობრუნდა. წითელი კაბა მართლა ძალიან უხდებოდა მის მოხდენილ სხეულს და ფიგურებს უფრო კარგად გამოკვეთდა. თან მის ალისფერ თვალებს და თმებს ზუსტად შეესაბამებოდა. მანამ, სანამ ლია ემზადებოდა, ნიამაც იპოვა შესაფერისი კაბა. მისი ლურჯი იყო, მუხლებამდე, ფუშფუშებიანი, გული ამოღებული ჰქონდა, ძალიან უხდებოდა. ორივე დები მართლა სასწაულად გამოიყურებოდნენ. ყველაფერს მორჩნენ თუ არა, სამივე ოთახიდან გავიდნენ და დედებს დაემშვიდობნენ, შემდეგ კი უკვე მოსულ ტაქსიში ჩასხდნენ, რომელსაც იმ რესტორანში უნდა მიეყვანათ სადაც წვეულება იყო. დანიშნულების ადგილას მალევე მივიდნენ. გოგონები ტაქსიდან გადმოვიდნენ და ფული გადაუხადეს, შემდეგ კი დარბაზისკენ წავიდნენ. კართან ორი ზორბა მამაკაცი იდგა, შავებში გამოწყობილები. გოგონებმა მათ მოსაწვევი ბარათები აჩვენეს და ისინიც უპრობლემოდ გაატარეს. დარბაზი ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი, ყველაფერი ოქროსფერში. მოჩუქურთმებული მაგიდა და სკამები, ბარი, ჭაღიც კი ოქროს ჩუქურთმებით იყო გაწყობილი. ამაღლებული სცენის წინ საცეკვაო ადგილი იყო, რომელზეც რამდენიმე წყვილი ცეკვავდა. ხალხი ერთმანეთში ირეოდა, მშვიდად საუბრობდნენ და ხმადაბლა იცინოდნენ სხვადასხვა თემაზე. მისულ გოგონებს წინ ოფიციანტი შეეგებათ, სასიამოვნო გოგო ჩანდა, ქერა თმებით და კარგი ტანით. მან გოგონები თავიანთ მაგიდასთან მიაცილა და დატოვა. როგორც ყოველთვის იციან ქართულ სუფრებზე ყველაფერი იდეალური იყო. ასე, რომ ვთქვათ ჩიტის რძე არ აკლდა აქაურობას. გოგონებმა შამპანური შეუკვეთეს და მშვიდად შეექცეოდნენ, როდესაც სცენაზე მამუკა ავიდა და ყველას ყურადღება ითხოვა. როგორც სჩვევია ხოლმე, შარვალ კოსტუმში იყო გამოწყობილი. საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურებდა. ყველამ დაანებე თავის საქმეს თავი და სმენად იქცა. -ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ დღეს საღამოს ჩვენთვის გამონახეთ დრო და აქ მობრძანდით. წვეულება ჩვენთვის მნიშვნელოვან თემას ეძღვნება. ეს ჩვენი კომპანიისთვის და ასევე მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი, რომ არ გავაგრძელო დიდ მადლობა მოგახსენებთ აქ მობრძანებისთვის და სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ.- მამუკამ სიტყვა დაასრულა და გოგონებისკენ წავიდა. ამ დროს საცეკვაო მუსიკა ჩართეს და წყვილები სცენაზე გავიდნენ. -აბა რომელი იცეკვებთ ჩემთან ერთად?- მამუკა ღიმილით მიეგება გოგონებს. ლია იმწამსვე ფეხზე წამოხტა, მე მინდა მამიკოსთან ცეკვაო და ორივენი საცეკვაო მოედნისკენ წავიდნენ. ნია კი საპირფარეშოში გავიდა. მარიამი მარტო დარჩა, ცოტა მოიწყინა კიდეც, მაგრამ მოცეკვავეებს სიამოვნებით უყურებდა. -დღეს ძალიან ლამაზი ხარ.- ნაცნობი ხმა მოესმა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა, სასიამოვნოდ იგრძნო თავი. როგორ მოენატრა უკვე ხმის პატრონი. გიორგი მის წინ იდგა და მარიამს თვალისმომჭრელად უყურებდა. -გინდა ვიცეკვოთ?- შესთავაზა გიორგიმ. -ამმ... მე არ ვცეკვავ- -კარგი რა მხოლოდ ერთხელ.- -ხომ მაგრამ...- -არ თქვა, რომ ჩემთან ცეკვის შანს გამოტოვებ.- შეეპასუხა უცებ და ხელი გაუწოდა. მარიამიც მალევე დანებდე, აღარ გააგრძელა პრანჭიაობა და გიორგისთან ერთად სცენაზე გავიდა. ნელი ვალსის რიტმს მიყვნენ ორივენი. გიორგის ცალი ხელი მარიამის წელზე შემოეჭდო, მეორეთი კი მისი ხელი ეჭირა. ერთმანეთთან იმდენად ახლოს იყვნენ, რომ მარიამი მის სუნთქვასაც კი გრძნობდა. საოცარი სითბო მოდიოდა ამ დროს მის წინ მდგომი მამაკაცისგან და ეს ყველაფერი მთელს ტანში სასიამოვნოდ აჟრჟოლებდა. -აქ რა გინდა?- ჰკითხა მარიამმა. -მინდა გაცნობო, რომ ბიძაშენმა ჩემს კომპანიასთან დადო ხელშეკრულება.- -ვაუ ანუ?- -ანუ დღეიდან პარტნიორები ვართ.- უთხრა გიორგიმ და მარიამი დაატრიალა, რომელიც ღიმილს ვერ ფარავდა, ვერ ფარავდა იმ აჩქარებულ გულს, რომელიც ახლა ასე სწრაფად უძგერდა, მოელვარე თვალებს, რომლებიც გიორგის დანახვისას უფრო ბრწყინავდა. ეს ყველაფერი პირიქით უხაროდა და სიამოვნებდა. ასეთი ბიჭის გვერდით, რომელ გოგოს არ ესიამოვნება ყოფნა. -რაღაც უნდა გითხრა.- -გისმენ.- -უნდა გაკოცო- ჩაჩურჩულა გიორგიმ მარიამს ყურში და გოგომაც წამში იგრძნო მისი თბილი ბაგეების შეგრძნება. მუცელში პეპლები აუფრინდნენ, სხეული აუთრთოლდა, გული კი საერთოდ გაუჩერდა. ბიჭს ხელები კისერზე მოჰხვია და კოცნაში აყვა. მისი მენთოლის გემო კვლავ ადგილზე იყო, მის სუნს ხარბად ისუნთქავდა და უნდოდა არასდროს დაშორებოდა იმ ადამიანს, რომელმაც ერთ დღეში სრულიად სასიამოვნოდ აურია ცხოვრება. მუსიკა დასრულდა და მარიამიც სწრაფად მოშორდა გიორგის. რამდენიმე წუთის წინ მომხდარი, რომ გაიხსენა ლოყები აუწითლდა და თავი ჩახარა. -მარიამ, რას აკეთებ?- მასთან მამუკა მივიდა. -ბატონო მამუკა, თქვენმა დისშვილმა საოცარი ცეკვა იცის.- უთხრა გიორგიმ და მარიამს ღიმილით გადახედა. -რათქმაუნდა, ბიძას ჰგავს.- უპასუხა მამუკამ და მარიამს ხელი გადახვია. -კარგით, მე დაგტოვებთ შეხვედრამდე.- გიორგიმ მამუკას ხელი ჩამოართვა, მარიამი ერთხელაც აათვალიერა და მათ მოშორდა. -გიორგი ხომ კარგი ბიჭია?- -კი ძალიან.- -მიხარია, რომ შენი სიმპათია დაიმსახურა, უკვე პარტნიორები ვართ და ერთმანეთის ახლოს უნდა ვიყოთ.- -მართალია.- -კარგი წავედი მე. ტორტს შემოიტანენ მალე.- უთხრა მამუკამ და მარიამს მოშორდა, რომელიც კვლავ თავისი მაგიდისკენ დაბრუნდა. გოგოები საუბრობდნენ. -რა სიმპატიურია გიორგი.- ეუბნებოდა ლია ნიას. -მართალია, როგორ გაუმართლა იმ გოგოს ვინც მასთან დაიჭერს საქმეს.- -ხო რა კარგი იქნება ღამით მის მკლავებში დაძინება და დილით გაღვიძება.- მარიამი უსმენდა მათ საუბარს და რატომღაც სიბრაზემ ძალიან მოიცვა. უნდოდა ორივე დისთვის ხმამაღლა ეყვირა, მაგრამ ბოლომდე იკავებდა თავს. ბოლოს ბოდიში მოიხადა და საპირფარეშოსკენ წავიდა. ამ დროს მთელს დარბაზში შუქები ჩაქვრა, მიხვდნენ რომ ტორტი მოჰქონდათ და ყველა ფეხზე წამოდგა. ორ სართულიანი ტორტი, ორ ოფიციანტს მოჰქონდა. მამუკამ და გიორგიმ გაჭრეს და ერთმანეთს წარმატება უსურვეს. აბლოდისმენტების ხმაც გაისმა, ტორტი გაიტანეს კიდეც, მაგრამ შუქი ჯერ არ გაუთანებიათ. რატომღაც დაიგვიანეს და ყველა უკმაყოფილოდ იხედებოდა აქეთ-იქით და მიზეზს კითხულობდა. მარიამი საპირფარეშოდან გამოვიდა და დარბაზი ჩაბნელებული, რომ დაინახა შეშინებულმა დაიწყო თვალების ცეცება. ჩანთიდან ტელეფონი უნდა ამოეღო, რომ იგრძნო როგორ ააფარეს პირზე ხელი და ხელში აიყვანეს. ფეხებს და ხელებს იქნევდა და უცნობს ძლიერად ურტყამდა მუჭებს, მაგრამ ამაოდ. სიბნელეში ვერაფერს ხედავდა, უკვე პანიკაში იყო. უნდოდა მთელი ხმით დაეკივლა, რომ მიშველებოდა ვინმე, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. გარეთ გასვლისას იგრძნო ცივი ჰაერი როგორ მიელამუნდა სახეზე და ცოტა შვება იგრძნო, მაგრამ ცხვირ-პირზე აფარებული ხელის წყალობით სუნთქვა ვეღარ შეძლო. უცნობს ხელებზე ებღაუჭებოდა, რომ მოეშორებინა, მაგრამ ვერ შეძლო. დაინახა როგორ მივიდნენ შავ მანქანასთან, შემდეგ უცნობმა პიროვნებამ უკანა კარი გააღო და მარიამიც უკანა სავარძელზე დასვეს. გარემოზე თვალის მოვლებაც კი ვერ მოახერხა, ისე აუხვიეს თვალები და პირი, შემდეგ ხელფეხიც შეუკრეს. თავს აქეთ-იქით ამოძრავებდა და ხაოდა, მაგრამ მას არავინ აქცევდა ყურადღებას. თვალებიდან ცრემლები წამოცვივდა, როგორ უნდოდა ახლა მის გვერდით გიორგი ყოფილიყო და რამეთი დახმარებოდა. თავი საქარე მინას მიადო და თვალები დახუჭა. პს: მაპატიეთ, რომ დავაგვიანე, მაგრამ არც თქვენ გამოირჩევით დიდი აქტიურობით. თუ გინდათ აღარ გავაგრძელებ ://:(( |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.