თავადაზნაურული ამბები (5)
დადიანების სახლში დილა საშინელი ხმაურით დაიწყო,ასობით ადამიანის ფეხის ხმა ირეოდა ერთმანეთში.ყველა დღევანდელი წვეულებისთვის ემზადებოდა.რამდენიმე დღის წინ თითქმის ცარიელი სახლი,ახლა სავსე იყო მოსამსახურე პერსონალით.ყველა ქაოტურად დადიოდა აქეთ-იქით და რაღაცას აკეთებდა.ანანოს ჯერ კიდევ ეძინა,მე კი დაბლა ჩასვლა გადავწყვიტე.კიბეებზე ჩავრბოდი იონას რომ შევეჩეხე. -გამარჯობა,რძალო. -შენც მოგიყვნენ უკვე?-თვალები მომაბეზრებლად ავატრიალე. -რას ქვია მომიყვნენ,ნიკოლამ თავისი ხელით მანახა შენი სურათი. -მართლაა? არ მჯერა!-გაოცებულმა თვალები კიბეებზე დავალაგე. -ხოო მანახა და ისიც თქვა,შეხედე ამ ლაწირაკს მირიგებენო. -რაოო?-ახლა უკვე გაცეცხლებული ვუყურებდი ამ ბიჭს და აღარ მესიმპათიურებოდა საერთოდ. -კაი,კაი დამშვიდდი-საყვარლად მიცინოდა და თავის ცისფერ თვალებს აციმციმებდა-მართლა ეგრე თქვა,მაგრამ მე ხო ვიცი,რომ მოეწონე. -რატო არა,რა.ასაკოვან კაცს ესეთ ანგელოზივით გოგოს ურიგებენ და! -34 წელი ნორმალურია,თან თუ ნიკოლასავით მაგარ ვიდზე ხარ! -შენ კიდევ ძალიან საყვარელი ხარ!-მეგობრულად გავუღიმე,თან მისაღებისკენ დავიძარით-არ მეგონა,ქალბატონ ნინოს თუ ესეთი გულღია შვილი ეყოლებოდა. -შენ საერთოდ გეგონა,რომ შვილი ეყოლებოდა? -ეგეც მართალია,ანანოს ისე გაუკვირდა შენი არსებობა,რომ დღესაც არ სჯერა მაგ ამბის. -ეგ გოგო მეორედ არ დამანახოთ,ნამდვილი საგიჟეთის გიჟია!-ისეთი ბრაზით ამოილაპარაკა,ალბათ გუშინდელი ღამე კიდევ ცუდად ახსოვდა. ქალბატონი ნინო ისეთი ბედნიერი იყო იოანეს სტუმრობით,რომ ყველას თბილად უღიმოდა და ესიყვარულებოდა.მეც კი მითხრა,დღეს ბევრად მომწონხარო.მატილდა კი კუდში დაგვყვებოდა მე და ანანოს.ხან თმის სტილს გვირჩევდა,ხან მაკიაჟს.თან გვიმეორებდა,დღეს ყველა სტუმარი თქვენზე უნდა ლაპარაკობდესო.ამ საუბარში ვიყავით კრუელა ნინოც,რომ მოვიდა. -განსაკუთრებით თათია მომიმზადე,შენთა ბოდიში ანანო,მაგრამ იმ პატარა გველს კისერი უნდა მოვატეხო! -უკაცრავად,ქალბატონო ნინო,მაგრამ ვინ გველს?-გაოცებული ვუყურებდით მე და ანანო. -ვის და იმ ანიუტას,მთელი დღეა ნიკოლა მაგ ალქაჯს დასდევს! ამდენი წელია ვერ მოვაშორე ეგ გოგო ამ ოჯახს!-გაბრაზებული ლაპარაკობდა ნინო და თან თმას ისწორებდა-ხო კიდევ,მგონი დროა ქალბატონო აღარ დამიძახოთ-გაგვიღიმა და ოთახი დატოვა. დრო ისე მალე გავიდა,რომ ვერაფერი გავიგეთ.სტილისტები სახლში მოვიდნენ,რათა ქალაბტონები გაველამაზებინეთ.უკვე რვა საათი სრულდებოდა,მისაღებიდან მოსული სტუმრების ხმა ამოდიოდა,ყოველ წამს იზრდებოდა მათი რიცხვი და ანანოს ნერვიულობაც მატულობდა. -ახლა გული ამერევა!-წინ და უკან დადიოდა ქალბატონი,თან ხელით ინიავებდა. -კაი დამშვიდდი რა,იმდენი ხალხია,ვერც შეგვამჩნევენ! თან მერე ცოტა ჩავურტყათ არაყი და ეგაა! -არააა,არააა-იმხელა ხმაზე იწივლა,შევხტი-იცოდე დალევა აღარ გამახსენო,რამდენჯერაც დაგიჯერე,იმდენჯერ ცუდად წავიდა საქმე! -კაი,მაშინ მოვწიოთ! -რა? -მოსაწევი! -შენ რა გაგიჟდი? გინდა ქალბატონმა ნინომ ორივე ტრუსებით დაგვკიდოს? -კაი გოგო,რა გჭირს? ვხუმრობ! მოდი კაბები ჩავიცვათ,ვეღარ ვითმენ! რამდენიმე წამში,ორი ულამაზესი კაბა ამშვენებდა ჩვენს ტანს.ჩემი თავის არ ვიცი,მაგრამ ანანო პატარა ფერიას გავდა.გრძელი წითელი კაბა და მოხსნილი გულ-მკერდი მის ლამაზ სხეულს ხაზს ბოლომდე უსვამდა.ყოველთვის ავღნიშნავდი,რომ წითელი ფერი ჩემი დაქალისთვის იყო გაჩენილი.მე კი შავი,სულ გამოყვანილი კაბა მეცვა,ტუჩზე სისხლისფერი პომადით და აკეცილი შავი თმით.სარკეში ვიპრანჭებოდით,ოთახში ნინო და მატილდა რომ შემოვიდნენ. -ღმერთო ჩემო,ეს ეს წარმოუდგენელი სილამაზეა-აღფრთოვანებული მატილდა ჩვენკენ გამოიქცა და ორივე დაგვატრიალა. -გოგოებო,ვაღიარებ, გამაოცეთ!-ნინოსგან ყველაფერს ველოდით,ამ კომპლინეტის გარდა-რძლებად დაგიტოვებთ ორივეს!-გაგვიცინა და თან ეშმაკურად გადახედა ანანოს. -თათია დაიტოვეთ,მე ისე ჩამოგაკითხავთ ხოლმე-უხერხულად გაიცინა ანანომ. -მიფრთხილდი,პატარა ქალბატონო!-ანანოს გაუცინა და ოთახიდან გავიდა.მატილდა კი ერთ ადგილზე მიყინული,თვალს არ გავშორებდა. -მგონი იოანესთვის დაგადგა თვალი!-ეშმაკურად გავუღიმე ქალბატონს-ისე ნინოსნაირი დედმათილი მტრისას-ამის თქმა იყო და ანანოსგან დიდი მუჯლუგუნიც მივიღე.მატილდამ კი შენიშვნა მოგვცა,ასეთ ლამაზ ქალბატონებს არ შეგშვენით ცემა-ტყეპაო. ბოლო შტრიხებიც შევისწორეთ და ნიკოლას დედასთან ერთად მისაღებში ჩავედით.მეგონა,რომ ყველასთვის შეუმჩნევლები დავრჩებოდით,მაგრამ რატომღაც ყველა ჩვენ გვიყურებდა და ანანოს წეღანდელი ნერვიულობა ჩემზეც გადმოდიოდა.როგორც იქნა,წრის შუაში მამიდა დავლანდე და მისკენ წავედით. -ჩემო ლამაზებო,არ მჯერა,როგორი ქალურები და ლამაზები ხართ!-აღფრთოვანებულ ლელას ცოტა აკლდა და ატირდებოდა-მაგრამ რათ გინდა,ერთს დაილაპარაკებთ და ყველას გააგიჟებთ! -ლელა ჩვენს ლანძღვას გირჩევნია ხალხში გაერიო! იქნებ ვინმე მილიონ შინაბერაზე გაგასაღოთ-ეშმაკურად გავუცინე და თან თვალით,ერთ-ერთი ასაკოვანი მამრისკენ ვანიშნე,რომელიც მას უყურებდა.ამაზე ლელაჩკა სულ გაწითლდა და გადაირია. -თათიააა-გამოსცრა კბილებში-ერთხელ მაინც ხომ შეიძლება,რომ ნორმალური ბავშვივით მოიქცე?! -კი შეიძლება,მაგრამ ის ერთხელ დღევანდელი დღე არაა ნამდვილად-ეშმაკურად გავუცინე და ჩვენკენ მომავალი იოანე დავინახე. -ანანო გოგო გაიპრანჭე,სასიძო მოდის! -აბა სასიძო,აუ თათია დამანახე რააა! მე რატო ვერ ვხედავ?-გიჟივით ატრიალებდა თავს აქეთ-იქით თან ხელს მიჭერდა დამანახეო.ნეტა გამაგებინა,რა ეგონა,ვისზე ველაპარაკებოდი. -ეს ხალხშიც ესე არანორმალურივით იქცევა ყოველთვის?-იოანემ თავით ანანოზე მანიშნა,რომელსაც მხოლოდ ახლა შეენიშნა ჩვენი ბიჭი. -აჰა,ესეც მე ვარ?-გახარებულმა მამიდაჩემმა კვერი დაუკრა იოანეს-ხო ხედავთ,ყველა ამჩნევს რომ ვერ ხართ დალაგებულები! -მართალი ხართ,ქალბატონო ლელა.მაგრამ თქვენი ძმიშვილი სასწაული სილამაზის პატრონია,ამდენ ხალხში ანათებს!-თბილად გამიღიმა და ანანოს მიუბრუნდა,რომელიც ჩემს ზურგს უკან იდგა და ისევ ბოროტულად უბღვერდა-ქალბატონი ანანოც ლამაზი იქნებოდა,ცოტა საგიჟეთის პაციენტს რომ არ ჰგავდეს და ვაზებს ტერმინატორვით არ ისროდეს-ირონიულად გაუღიმა იოანემ და სანამ ანანო პასუხს დაუბრუნებდა,მამიდაჩემმა ლამის ლოყები დაიხოკა. -ჩემი სიკვდილი და თავის მოჭრა,ეს რა მესმის.ღმერთო,ეს რა მესმის! თქვენ ნორმალურები თუ ხართ,ბავშვს ვაზა ესროლეთ გოგო?-გაცოფებული მამიდა თავს იკავებდა,აქვე რომ არ ეკივლა. -მე..მე.. მე არ მინდოდა-დაბნეული ანანო თვალს ვერ უსწორებდა ლელას-იცით,მისი ბრალი იყო! -რაო?-ახლა იოანე წამოენთო-თავი გამიტეხე და კიდევ ჩემი ბრალია? -შემთხვევით ქურდივით ხომ არ შემოიპარე ოთახში? -მე რა ვიცოდი,სახლში გიჟების მიღების საათები თუ გვქონდა! -ახლა გაჩვენებ მე შენ ნამდვილ სიგიჟეს!-ის იყო ანანო იოანესკენ აპირებდა წასვლას,რომ შუაში ჩავდექი და ორივე დავაოკე. -გეყოფათ,საყვარლებო! ხალხი გვიყურებს-იდოტივით ვიღიმოდი და თან ერთი სული მქონდა ორივე თავის ნებაზე მიმეშვვა,რომ სეირისთვის მეყურებინა.მაგრამ ახლა თავს ვერ შევირცხვენდით. ამ ამბებში ვიყავით,სცენაზე ბატონი დემეტრე და მატილდა რომ ავიდნენ.მან რაღაც გრძელი განცხადება გააკეთა გერმანულ ენაზე,საიდანაც ვერაფერი გავიგე,გარდა იმისა,რომ ხელით ჩვენზე ანიშნა და ისევ ყველას ყურადღება მივიქციეთ.ჩვენც იდიოტებივით ვიდექით და ყველას ვუღიმოდით.ასობით კაცი გვიყურებდა და მათ მზერებს შორის, უცებ ამოვიცანი მოპირდაპირე მხარეს მდგარი ნიკოლას ირონიული მზერა,რომელსაც გვერდს ულამაზესი ანიუტა უმშვენებდა.იმ წამს მათი წყვილი იმდენად თვალისმომჭრელი და ლამაზი მეჩვენა,რომ მთელი ჩემი შინაგანი ემოციები ჩაკლეს.ვერ ვხვდები ასეთ კაცს,რომელსაც გვერდით ასეთი ქალი ედგა,ჩემნაირი „ლაწირაკი“ მართლაც რაში სჭირდებოდა.ნიკოლასთან ერთად მალე ანიუტას მზერაც ვიგრძენი,რომელიც ისე მიყურებდა,თითქოს მათხოვარი ვიყავი.ჩემი მზერა ანანომ შენიშნა და მიხვდა ვისაც ვუყურებდი. -მერწმუნე,დღეს მასთან შედარებით საოცრება ხარ! -მადლობა საყვარელო-თბილად გავუღიმე ანუშკის და მათ მზერა მოვაშორე.თუმცა მაინც ვგრძნობდი,რომ კვლავ მისი მზერის ობიექტი ვიყავი. ბატონმა დემეტრემ სიტყვა დაასრულა და ჩვენთან მოვიდა. -გოგოებო,გამაოცეთ! ვაღიარებ,დღეს თქვენსავით ვერავინ ანათებს-აღტაცებული ჩანდა ნამდვილად-სხვათაშორის,ერთ-ერთმა ჩემმა პარტნიორმა მითხრა,რომ გიცნობდათ ორივეს. -მართლა?-გაოცებისგან თავი ვერ შეიკავა ანანომ. -და ვინ არის?-მეც გაკვირვებული ვიყავი. -წამოდი გაგაცნობთ!-აქეთ-იქით ამოგვიყენა ბატონმა დემეტრემ და ხალხისკენ დავიძარით. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მისი სახე დავინახე და ვიცანი,წამიც არ დამჭირვებია ჩემი გიაკუნის ამოსაცნობად.ეს ხალხი რომ არააა,ალბათ გიჟივით გავიქცეოდი. -არააა,არ არსებობსს!-წამოიყვირა ანანომ და თან გიოს ჩაეხუტა. -ჩემი ლამაზი ფერიები,რას წარმოვიდგნედი აქ თუ გნახავდით პატარა ქაჯუნიებო! -აუუუ გიიი-მეც წავიწიე და ჩავეფსკვენი-ესე უნდა ბიჭო გაუჩინარება?-რადგანაც ეკას დაშორდი,ჩვენი ამდენწლიანი ძმაკაცობაც დაივიწყე ხო? -რა ვქნა გოგოებო,ხო იცით,როგორ მიყვარხართ.მაგრამ არ შემეძლო თქვენთან ყოფნა,როცა ეკა უნდა დამევიწყებინა-სინანულით ჩაილაპარაკა მისი სახელი და გაგვიღიმა. -მერე რა ქენი? დაივიწყე?-ანანომ წაჩქმიტა და თან მომლოდინედ დაელოდა პასუხს. -როგორ გითხრათ,დავიწყებით არ დამივიწყებია,მაგრამ შევეგუე რეალობას! -ეჰჰჰ,ორივე თხასავით ჯიუტები ხართ,თორემ აქამდე სამი შვილი უნდა გყოლოდათ!-გაბრაზებულმა გავაქნიე თავი. -რას ვიზამთ,თქვენმა დაქალმა ბოლოს რაც მითხრა,ვერასდროს დავივიწყებ! -ხომ იცი,რომ შენც ძალიან ატკინე გული? -ვიცი და იმ მომენტს ვეღარასდროს შევცვლი,თან მაშინ ბავშვი ვიყავი და ეგეთი შეცდომები ყველას მოსდის იმ ასაკში! -არაუშავს,პირობას ვდებ,რადგანაც შენ გიპოვეთ,დალშე ყველაფერს მოვაგვარებთ-თბილად გავუღიმეთ 5 წლის წინ დაკარგულ მეგობარს-და აქ შენ საიდან? -გოგო ეგრე ნუ მიყურებთ,გერმანიაში უკვე პატივსაცემი კაცი ვარ.თან მე და ნიკოლა ძალიან ახლო მეგობრები ვართ! -არააა,ეგ მოხუცი ამ ჩვილ ხალხს სად გვპოულობს? -და თქვენ აქ საიდან? -გრძელი ამბავია ჩემო გიო,მოგიყვებით მერე ყველაფერს,ოღონდ პირობა მოგვეცი რომ აღარ გაქრები! -თქვენ თავებს ვპიცავარ-გაგვიღიმა და ისევ ჩაგვეხუტა გიაკო,ნიკოლა რომ წამოგვადგა თავზე რომელსაც გვერდს იოანე უმშვენებდა.ორივე ისეთი სახეებით იყურებოდნენ,ეჭვი შემეპარა კიდევ რამე ხო არ ჩავაფლავეთთქო. -ვაა,ვაა გაგიცნიათ ერთმანეთი და დაახლოებაც მოგისწრიათ-ირონიულად გაიღიმა ნიკოლამ და თან თავიდან-ფეხებამდე შემათვალიერა. -სწორედ წეღან გახსენებდით-მეგობრულად გაუღიმა გიომ-მე და გოგოები ძალიან დიდი ხანია,რაც ერთმანეთს ვიცნობთ! -გეტყობათ დიდი წარსული გაკავშირებთ!-ორაზროვნად ჩაილაპარაკა იოანემ და ანანოს შეუბღვირა. -დიდი წარსული კი არა,მთელი ცხოვრება გვაკავშირებს!-მეც მომენტი გამოვიყენე და თავი ისე დავიჭირე,თითქოს მე და გიოს რაღაც გვაკავშირებდა ადრე. -და საინტერესოა,რომელთან გაკავშირებდა გიო დიდი წარსული?-ახლა გიაკოს შეუბრუნა ნიკოლამ კითხვა,თან ხელს მაგრად უჭერდა აშკარად ჭიქას. -ორივესთან-თბილად გადმოგვხედა გიომ. -მოიცა,ეგ როგორ?-გაოცებულმა იოანე ხან მას უყურებდა,ხან ჩვენ. -როგორ და აი ეგრე,თქვენ რა ჩვენი წარსული ესე გაინტერესებთ?-ანანომ გამომცდელად შეხედა ორივეს და სანამ პასუხს გაგვცემდნენ,ანიუტაც მონარნარდა და გვერდი დაუმშვენა ვაჟბატონს. -ოოჰ,ნიკოლ იცი ძალიან დავიღალე?-თან წვერზე წაეთამაშა. -მაშინ წავიდეთ,რა პრობლემაა! -სანამ წავალთ,იქნებ ეს ბავშვები გამაცნო-თან იორნიულად ჩამოგვხედა ორივეს,რადგან ჩვენთან შედარებით ბევრად მაღალი იყო. -ეს ბავშვები ყველაზე მაგარი ადამიანები არიან,ვისაც კი ვიცნობ.ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით!-იმ წამს მოსულმა ქალბატონმა ნინომ გასცა პასუხი და გველური მზერით გადახედა. -გამარჯობათ,ქალბატონო ნინო-უცებ მოლბა მატილდა და გაიღიმა-გამიხარდა თქვენი ნახვა. -მე იმავეს ვერ ვიტყოდი-ამაყად გადახედა ანიუტას და ჩვენ მოგვიბრუნდა-გოგოებო ხომ არ მოიწყინეთ? -არა,პირიქით,ჩვენი ბავშვობის მეგობარიც კი ვიპოვეთ-წამოაყრანტალა ანანომ და ლამის იქვე ჩავკალი,ხალხს გიო ლამის ჩემი წარსულის სიყვარულად გავაცანი და ამან მეგობრებიო. -გიო მართლა? სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ! გამიხარდა რომ ასეთი კარგი ადამიანები მეგობრობთ! საღამო მშვიდად მიდიოდა,ნიკოლამ ანიუტა წაიყვანა და მას შემდეგ აღარც გამოჩენილა,გიო მომავალ ბიზნეს პარტნიორებს ესაუბრებოდა და ჩვენთვის ჯერ არ ეცალა.ანანოს და იოანეს კი მამის მკვლელი მზერით ომი ჰქონდათ ერთმანეთთან გაჩაღებული. -იცი რა მაინტერესებს?-ინტერესით მკითხა ანანომ. -არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე! -ამ ბიჭში ამდენი უარყოფითი ერთად როგორ მოგროვდა?-ისე მკითხა,თითქოს არც გამიცია წეღან უარყოფითი პასუხი. -ვინ ბიჭში?-ეშმაკურად ჩავეძიე. -აი იმ ქურდბაცაცაში. -ანანო დაკონკრეტდე იქნებ! -ოოოო,იოანეზე ვამბობ-გამწარებულმა მომახალა,თან ისევ ბოღმიანი თვალებით უყურებდა-ვერც იმას ვხვდები,ამდენი გოგო რატო ეხვევა გარს? რამე აქვს კარგი და ვერ ვხვდები? -მართალი ხარ ანანო,საშინელი ბიჭია! -ნამდვილად-გახარებულმა დამიქნია თავი. -ჯერ რა საშინელი ფეხები აქვს! -ნამდვილად,მარტო მე არ მომჩვენებია ესეიგი. -მერე როგორი ცივი მზერაა! -ნამდვილად! -მერე როგორი სექსუალური ღიმილია! -ნამდვილად! -როგორი მარწყვივით ტუჩებია!-უცებ მივაყარე სიტყვები,სანამ ანანო გაიაზრებდა რას ველაპარაკებოდი. -ნამდვილად! მოიცა რაო? რა სექსუალური ღიმილი და მარწყვივით ტუჩები? ხო არ გაგიჟდი? -წეღან შენით აღიარე,რომ ეგრეა!-ნიშნის მოგებით შევხედე. -ჩემი აზრით,არანაირი არაფერი!-ანუშკი დაიბნა და გაჩუმება ამჯობინა.ამ პერიოდში კი ბატონი იოანეც მოგვიახლოვდა. -ისე მიყურებდი,გადავწყვიტე მოვსულიყავი.შორს ყურებით არ დაეღალოს თვალებითქო!-ირონიულად გაუღიმა ანანოს. -უკაცრავად! მე მეუბნებით?-გაკვირვებულმა მიიდო ანანომ საჩვენებელი თითი გულ-მკერდზე და იოანეს უნდოდა,თუ არ უნდოდა მზერა მკერდისკენ გაექცა-თვალები მოაშორე,თორემ ახლა ეს ჭიქა მოგხვდება მაგ რეგვენ თავში-გაცხარებული ანანო წაიწია მისკენ.იოანემაც დრო იხელთა და ჩაეხუტა,თან ლოყაზე აკოცა. -კაი ნუ გერიდება,ვიცოდი რომ ჩასახუტებლად წამოიწიე-ჩახუტებული იოანე ხელს არ უშვებდა, ანანო კი გიჟივით ფართხალებდა. -გამიშვი იდიოტო,თორემ ვერ გადამირჩები.იმ ღამეს კარგად ვერ ჩაგარტყი ეტყობა,გამიშვითქოო!-გიჟივით ფართხალებდა,იოანე კიდევ ხელს არ უშვებდა და უფრო მაგრად იკრავდა. -ვგიჟდები არანორმალურად რომ იქცევი! შენი სტილია! -ჩემს სიგიჟეს ახლა შენ გამოცდი-ნათქვამი არ ჰქონდა,რომ იოანე გიჟივით შეხტა და ანანოს გაეცალა. -მართლა საგიჟეთის პაციენტია ესს,ამის დედაც-გამწარებული ხელს იზელდა. -მეორედ როცა ჩემს გაგიჟებას გადაწყვეტ,მაგ დალურჯებულ მკლავს შეხედე ხოლმე! ბოლოს როგორც იქნა,ორივე დავამშვიდე და სუფთა ჰაერზე გასვლა გადავწყვიტე.თან რამდენიმე დღეა რაც აქ ვცხოვრობ და ეზო ჯერ არ დამითვალიერებია.ამიტომ გავისეირნე,თან იქ ცოტა ხალხი იყო. უკვე სახლის უკანა ნაწილთან ვიყავი მისული,ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი რომ გამომელაპარაკა გერმანულად.ჩემს გაოცებულ სახეზე კი ძალიან გულიანად გაიცინა,მერე კიდევ რაღაც თქვა.ბოლოს ინგლისურად ძლივს გავაგებინე რომ გერმანული არ მესმოდა. -მინდა გითხრა,რომ ძალიან სასაცილო აქცენტი გაქვს! -რას ვიზამთ,მე ხომ ქართველი ვარ! -ესეიგი როგორც დადიანები-მეგობრულად გამიღიმა,მაგრამ აშკარად საკმაოდ მთვრალი იყო და უცხო მამაკაცთან მარტო ეზოში ყოფნის იდეაც დიდად არ მხიბლავდა. -დიახ,როგორც დადიანები.ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა-მეგობრულად გავუღიმე და შემოვტრიალდი,მაგრამ მკლავში მომკიდა ხელი და შემაბრუნა. -არ დამტოვო რაა! -ხომ,მაგრამ მელოდებიან! -ვინც არ უნდა იყოს,დარწმუნებული ვარ,დაგელოდება!-სიტყვა დაამთავრა თუ არა ვიღაცამ გერმანულად რაღაც უთხრა,მანა კი ცივად გამიშვა ხელი. -ისეთი კაცი გელოდებათ,რომ ნამდვილად ვერ დაგაკავებთ-მე მომართა და თავით ნიკოლასკენ მანიშნა.თვითონ კი შენობისკენ წავიდა. -მადლობა ნიკოლა ბიძია დახმარებისთვის!-იორნიულად გავუღიმე და გვერდი ავუარე,რომ მკლავში მომკიდა ხელი და დამიჭირა. -პატარა ბავშვები,ღამე გარეთ მარტოები არ დადიან! -მოხუცებს კი ამ დროს სძინავთ ხოლმე! -კარგი რაა,მართლა არ მოგბეზრდა ეს ბავშვობა? -არაა! -ძალიან სასაცილო ხარ!-ისე საყვარლად გამიღიმა,რომ მგონი პირველად ამიჩქარდა გული,მის გამო-მგონი ჩემი ღიმილი მოგწონს!-ფაქტზე წამასწრო და სპეციალურად ისევ ისე გაიღიმა. -ხელი გამიშვი!-გაბრაზებულმა მკლავი უკან გავწიე,მაგრამ როგორც ანანო იტყოდა „არანაირი არაფერი“. -რატომ გარბიხარ?-ზემოდან დამხედა და თვალი თვალში გამიყარა.მერწმუნეთ საოცარ კონტრასტს ქმნიდა,მისი ქერა თმა და სიკვდილივით შავი,მუდამ სერიოზული თვალები. -არ გავრბივარ,უბრალოდ არასასიამოვნო ადამიანებთან ყოფნა არ მიყვარს! -ჩემი აზრით,შენთვის ზედმეტად საინტერესო ვარ და ამიტომაც გარბიხარ! -შენ ექიმობასთან ერთად,ფსიქოლოგიც ხომ არ ხარ? -ფსიქოლოგი არ ვარ,მაგრამ ადამიანთა გულის ცემის სიხშირე ყველაზე კარგად შემიძლია განვსაზღვრო! -მერე? -მერე ის,რომ ნორმალურზე 40 დარტყმით საწრაფად ცემს შენიი გული! -ყოჩაღ,რაღაც გისწავლია სამედიცინო სკოლაში,დაჯექი ათიანი! -ამ უხარისხო ირონიით ვერ მოამტყებ,ასე რომ ფრთხილად იყავი,არ შეგიყვარდე ეს ასაკოვანი კაცი-ირონიულად გამიღიმა და ბაღისკენ წავიდა.საშინლად სიმაპთიური მეჩვენა მისი გაშლილი და ჩასმული მხარ-ბეჭი სმოკინგში.ამ კაცს ყველაზე კაცური და დახვეწილი სიარულის მანერა ჰქონდა,რაც კი ოდესმე მინახავს.დღეს უკვე მეორედ ამიჩქარდა გული მის გამო.უცებ გვერდულად გამომხედა და ოდნავ გამიღიმა. -დიდხანსა მოშტერებაც გეკრძალება,თორემ მართლა შეგიყვარდები! -ჯანდაბამდე გზა გქონია! ვერ გიტან,მეზიზღები!-დავუყვირე უკვე ბაღისკენ წასულს. -ზიზღსა და სიყვარულს შორის ერთი ნაბიჯია!-მომაძახა უკვე ზურგით მდგარმა და გზა განაგრძო-ისე დღეს პირველად მომეწონე,არის შენში რაღაც ქალური! -სიბრძნის მეტყველი იდიოტიი,თავი ვინ გონია? მის გამო თუ ერთხელ ამიჩქარდა გული,ესეიგი მიყვარს? ფუუუ,მომიშხამა ნერვები! მოხუცი,შინაბერა,კათარზისის პაციენტი-გამწარებული ჩემ თავს ველაპარაკებოდი.სანამ არ გავიყინე და სახლსი შესვლა არ გადავწყვიტე. ხალხი უკვე დაშლილი იყო,ამიტომ ანანო მოვძებნე,რომელიც გიოს ელაპარაკებოდა.ისეთი დაღლილი ვიყავი ამ მაღლებზე დგომით,რომ გიაკუნისთვის მხოლოდ იმის თქმა მოვახერხე, ჩვენი ნომრები ჩაიწერე და შენიც მოგვეცი,რომ ისევ არ გაქრეთქო.ამ დღეებში,შევხვდეთ აუცილებლადო იმანაც და ჩვენც საძინებლისკენ წავედით. პ.ს. დიდი მადლობა ყველას,ვინც კითხულობთ და თქვენს მოსაზრებებსაც მიზიარებთ ესეც ახალი თავი და ველოდები თქვენს კომენტარებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.