კაფანდრა [11]
ლოლამ ოდნავ უკან დაიხია და მამაკაცს შულბშეკრული დააკვირდა. ძალიან ბევრნაირი კომპლიმენტი მოუსმენია, ზოგს თავადაც ეთანხმება, ზოგს არა, მაგრამ საჯდომზე კომოლიმენტი, თანაც ასეთი არასოდეს მიუღია. როგორც წესი მამაკაცებს კარგი და ნავარჯიშები საჯდომი მოსწონთ, მართალია ლოლა სულ ვარჯიშობს და სხეული იდეალურ ფორმაში აქვს, მაგრამ წინა და უკანა ნაწილის სიდიდით ვერასოდეს ვერ დაიტრაბახებს. მკერდიც ძალიან პატარა აქვს და საჯდომიც. თინეიჯერობისას ამის ძალიან დიდი კომპლექსი ჰქონდა და რამდენჯერმე სპეციალური ბალიშებიც კი იყიდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ ამით მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებდა და შეეშვა. როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს დიდი მკერდი, მას არაბუნებრივობა ყოველთვის ეტყობა და არ უნდოდა ვიღაცის დაცივნის ობიექტი გამხდარიყო. უცხოეთში რომ წამოვიდა მერე სულ სხვანაირად დაიწყო აზროვნება და ფიქრი, პატარა მკერდი მოეწონა და პირიქით ყოველთვის ცდილობდა ისეთი ბიუსჰალტერი ჩაეცვა რომელიც მკერდის ზომას ზუსტად გამოკვეთდა და არაფერს მოუმატებდა. მაისურებსაც ისეთს არჩევდა როგორიც მის წვრილ სხეულს მოუხდებოდა. საბოლოოდ საკუთარ თავს დაუმტკიცა რომ ზედმეტად კარგი ფორმები აქვს იმისათვის რომ რაიმეს შეცვლა მოინდომოს. ძალიან სუსტია და ბუნებრივია რომ სხეულის ყველა ნაწილი მისი წონის შესაბამისია და არაფრის დამატებას აღარ საჭიროებს. არის ისეთი როგორიც არის და არ აპირებს რომ საკუთარი თავის ამის გამო დაიწუნოს. -ვიცი რომ პატარა საჯდომი მაქვს და ამაზე ხაზის გასმა აღარ იყო საჭირო. _წარბებშეკრულმა ჩაიდუდღუნა და ზურგჩანთა შეისწორა. -მომწონს. _მოკლედ უპასუხა თარაშმა და გოგონას საჯდომი შორიდან შეათვალიერა. -მართლა მოგწონს თუ ცდილობ ტყუილი შემომაპარო?_თვალები მოჭუტა და ეჭვით იკითხა, თან გულის სიღრმეში მისი სიტყვები ესიამოვნა. -ოდნავ დიდიც არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ ყველაფერში ხომ ვერ გამიმართლებს?!_მამაკაცის ირონიას საზღვარი არ ჰქონდა. -რა ყველაფერში? -სამაგიეროდ არაჩვეულებრივი ტუჩები გაქვს. _თვალი ჩაუკრა და ქვედა ტუჩზე ენის წვერი დაისვა. -ძალიან, ძალიან გარყვნილი ხარ!_კატეგორიულმა ჩაილაპარაკა და ლოყებშეფარკლულმა თითები თმების ქვეშ შეიცურა. _ახლა უნდა წავიდე, ხვალისთვის ძალიან ბევრი საქმე მაქვს. -მანქანის გასაღებს ავიღებ და გაგიყვან. -თარაშ, 4 გაჩერების დაშორებით ვცხოვრობ და მაგას ჯობია ფეხით გამაცილო. _გაცილებაზე ბოლომდე უარი ვერ უთხრა. თანაც ფეხით გასეირნება ურჩევნია, იქნებ მამაკაცს რაიმე წამოსცდეს და ლოლასთვისაც ყველაფერი ნათელი გახდეს. _როგორ ჯობია იმ გოგოს ბოდიში ახლა მოვუხადო თუ სხვა დროს?_ცალი თვალი მოჭუტა და კარს გახედა. -სხვა დროს, ახლა ბევრი საქმე გაქვს. *** -სვანეთში დაიბადე? -არა, თბილისში დავიბანდე და გავიზარდე. -კარგი და აქ რატომ ხარ?_ეშმაკური ღიმილით იკითხა და მისკენ შეტრიალდა. _ვიცი, ვიცი რომ ამაზე საუბარი არ გინდა, მაგრამ ვალდებული ხარ ყველაფერი მითხრა... -რატომ? -იმიტომ რომ... იმიტომ რომ პირველი კოცნა მომპარე!_ხმა გაიმკაცრა და კოპები შეკრა. თარაშს ხმამღლა ჩეცინა. რა თქმა უდნა ლოლა არ მიეკუთვნება გოგონების იმ კატეგორიას პირველი კოცნისთანავე მამაკაცისგან ბავშვს რომ აჩენს და ოჯახისთვის ყველა საჭირო ნივთს ყიდულობს, მაგრამ რატომღაც მისთვის მაინც ამაღელვებელი აღმოჩნდა თარაშის ტუჩები. -კოცნა არ ნიშნავს იმას რომ რაიმე ვალდებულება დამეკისრა. -ანუ... ის კოცნა შენთვის არაფერს ნიშნავდა?_ხმადაბლა იკითხა და ერთ ადგილზე გახევდა. -მე ეგ არ მითქვამს!_გოგონასკენ შეტრიალდა და წარბშეკრულა, გაღიზიანებული ხმით უპასუხა. -ხო, მაგრამ ასე ჟღერდა. არ იფიქრო რომ ჩემთან ურთიერთობას მართლა კოცნის გამო გავალდებულებ, ეს საერთოდ არ შედის ჩემს სამომავლო გეგმებში. არც ვინმეს ყოლა შედის და საერთოდ მირჩევნია თუ მარტო ვიქნები, უბრალოდ შენთან თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ სექსისთვის ჯერ მზად არ ვარ! ყველაფერი თქვა რასაც ფიქრობდა. არ აპირებს თარაშთან ურთიერთბა ჰქონდეს და მამაკაცმა მისი შეხედულებები არ იცოდეს. ლოლასთვის პირველ ადგილს კარიერა და ოჯახი იკავებს, მერე სხვა დანარჩენი შემდეგ. არ უნდა საკუთარი ბედნიერების ხარჯზე მომავლის გეგმები ვინმეს შესწიროს და კაცთან ყუფნა მისი ერთადერთი მამოძრავებელი ძალა გახდეს. დარწმუნებულია რომ არცერთ ნორმალურად მოაზროვნე კაცს არ ენდობა ქალი რომელსაც არ აქვს საკუთარი პროფესია, ადგილი სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობს და სადაც მისი ყოფნა აუცილებელია. თარაშიც არ გავს ისეთ კაცს რომელიც ფიქრობს რომ ქალი მხოლოდ იმისთვის გაჩნდა ამ ქვეყანაზე რომ ქმრის წინდები რეცხოს და ვახშამი აკეთოს. არა, ის ასეთი კაცების კატეგორიას არ მიეკუთვნება. ნაადრევი სექსის წინააღმდეგიც არის, არა იმიტომ, რომ ძველმოდურია და ორ მამაკაცთან სექსი მისთვის წაბილწული ქალის ხასიათია, უბრალოდ უნდა რომ როდესაც მამაკაცთან ყოფნას გადაწყვეტს ეს ყველაფერი კარგად ჰქონდეს გააზრებული და იცოდეს რომ ის რასაც აკეთებ მისი გულწრფელი სურვილია. რა თქმა უნდა შეიძლება თარაში მისი უკანასკნელი მამაკაცი არ იყოს, მაგრამ თუ მასთან ყოფნას მოისურვებს ზუსტად იცის რომ ამაში ასი პროცენით იქნება დარწმუნებული. -სექსისთვის მზად ყოფნას რას ეძახი?_გოგონას დაცინვის ტონი გაურია ხმაში. -ურთიერთობის სიმყარეს! _სწრაფი და კონკრეტული პასუხი გასცა ქირიამ. თარაში მის წინ გაჩერდა, ცალი ხელი წელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა. -ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგო ხარ!_ლოლას ტუჩებისკენ დაიხარა და ვნებიანად აკოცა. -მიხარია ჩემს აზრს რომ ითვალისწინებ. _კმაყოფილმა ჩაიჩურჩულა და მამაკაცს ოდნავ წამოზრდილ წვერზე მოუსვა თითები. *** -ის კაცი დღეს რომ მოგაცილა..._შეპარვით დაიწყო შვგვრემანმა და ლოლას გვერდით ამოუდგა._შენი მეგობარი ბიჭია?_ქვედა ტუჩზე კბილები დაისვა და ხმა დააწვრილა. -კი, ასეა. _ზრდილობიანად უპასუხა და ყავის ფინჯანი აიღო. -ძალიან სექსუალურია. _ხმა ვნებიანი გაუხდა. ლოლამ კმაყოფილმა ჩაიღიმა და ქალისკენ შეტრიალდა. -მართლა?! მომწონს როდესაც ამას სხვაც აღნიშნავს. _სრული სერიოზულობით დაეთანხმა და თვალი ჩაუკრა. -იღბლიანი გოგო ხარ. 26 წლის ასაკში არხის მთავარი პროდიუსერი, კარგი წარმოშობა, სექსუალური მეგობარი ბიჭი და შესაძლებლობა გახდე უფრო წარმატებული. _თავის ქნევით ჩაილაპარაკა ქალმა და წარბები უცნაურად შეარხია. -გმადლობ, დორა, დიდი მადლობა. *** ტიპური წყვილივით არ იქცევიან. ყოველ დღე არ ურეკავენ ერთმანეთს და არც ერთმანეთის ამბებით ინტერესდებიან დიდად. რატომღაც ლოლა თავს იკავებს მამაკაცთან განსაკუთრებული ურთიერთობის ჩამოყალიბებისგან. არ უნდა რომ საკუთარ თავზე მეწყვილის ვალდებულებები აიღოს, ხვდება რომ რაც არ უნდა თავისუფალი იყოს წყვილი, შეზღვუდვა ყოველთვის იქნება. რა თქმა უნდა ეს არ გამოიხატება კაბის დაგრძელებით და სადმე არ გაშვებით, მაგრამ მაინც ფიქრობს რომ ჯერ მზად არ არის. უნდა რომ თარაში კარგად გაიცნოს, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები უფრო კარგად შეისწავლოს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს საკუთარ თავს უფლება მამაკაცის მიმართ სერიოზული გრძნობები გაუჩნდეს, მანამდე შეუძლია მასთან იფლირტაოს, ისიამოვნოს და საკუთარ თავს განტვირთვა მოუწყოს. სამსახურიდან გამოსულს გარეთ საშინელი სუსხი დახვდა. დეკემბრის შუა რიცხვებში ზამთარმა კარგად გაიდგა ფესვები. ლოლას კი ჯერ გადაწყვეტილიც არ აქვს შობას რას იზამს, ან ახალ წელს როგორ შეხვდება. ერთადერთი რაც ზუსტად იცის არის ის რომ საქართველოში იანვრამდე ვერ წავა. ილო და მარიტაც აღარაფერს ამბობენ ჩამოსვლაზე და არც ლოლა აცივდება, შესაძლოა ორივეს თავისი გეგმა აქვს და ლოლას ხათრით ვერ ამბობენ. მარიტას ლაშსთან ერთად უნდა ახალი წლის გატარება, ილოს ნინასთან და ბებიასთან, ან თავის რომელიმე გოგოსთან ერთად. ლოლას კი მოუწევს გარეთ შეხვდეს უცხო ადამიანების გვერდით. თუმცა რატომ?! არ შეიძლება თარაშთან ერთად რომანტიკული ვახშამი მოიწოს და 31_ში ღამე მასთან ერთად იყოს!? ამაზე აუცილებლად იფიქრებს, იქნებ მანამდე რაღაცებიც შეიცვალოს. არასოდეს შეხვედრია ახალ წელს მამაკაცთან ერთად. თვლის რომ ახალი წელი საყავრელი ადამიანების დღესასწაულია, ყველაფერი ძველი მათ გარემოცვაში უნდა დატოვო წარსულში და ახლისთვის მოემზადო. შენთვის ძვირფასი ადამიანები უნდა გყავდეს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში გვერდით. მათთან ერთად უნდა გწამდეს იმის, რომ მომავალში უფრო კარგ რაღაცებს შექმნი და უფრო წარმატებული გახდები. ახლა კი, სადღაც ოთახში გამოკეტილმა უნდა შეიქმანს საახალწლო განწყობა და სკაიპის საშუალებით მიულოცოს საყვარელ ადამიანებს ახალი წელი. საშინელი შეგრძნებეაა! -ახალ წელს რას აპირებ?_ხმადაბლა იკითხა და წყალი მოსვა. -3 დღეში საქართველოში მივდივარ. მამაკაცის სიტყვებმა უსიამოვნოდ გაჰკრა ლოლას გონებას. წყლის ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და უცნაური ბგერების წარმოთქმასთან ერთად თავიც დააქნია. -გასაგებია... აქამდე რატომ არ მითხარი, თუ ახლა გადაწყვიტე?_ინტერესით ჩაეძია. -გუშინ მომივიდა წერილი, აუცილებლად უნდა წავიდე. შეიძლება 31_მდე ჩამოვიდე, მაგრამ ვერ დაგპირდები. -იმედია ყველაფერი კარგადაა. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და თევზს ლიმონი დააწურა. -იმედია. -თარაშ._მამაკაცის სახელი წარმოსთქვა და დადუმდა. _უბრალოდ მითხარი რომ ცუდი საქმისთვის არ მიდიხარ და აქ როდესაც დაბრუნდები შენი დაჭერის შიში არ უნდა მქონდეს. -კაფანდრა, ნუ ფიქრობ იმაზე რომ შეიძლება დამნაშავე ვიყო, ან გავხდე. _თვალი ჩაუკრა და ჩანგალი თეფშზე დადო. -მოგეწონა?_ღიმილით შეცვალა თემა და კერძზე მიუთითა. თარაშმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -დედაჩემის რეცეპტით გავაკეთე. ძალიან კარგი კულინარია. ზაფხულში კრედიტის აღებას ვაპირებ, მინდა რომ რესტორანი გავუხსნა. ძალიან განათლებულია, იცის რასაც აკეთებ, უბრალოდ კარგი კულინარი არ არის რომელსაც რესტორანი უნდა. ყველა წესი და კანონი იცის რაც შეფს ევალება. -შენებს ძალიან გაუმართლათ შენნაირი კაფანდრა რომ ჰყავთ. -მე მგონი შენც. _ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _დესერტს მოვიტან. მაცივრიდან ახლადაღამოღებული ნაყინი თეფშზე ლამაზად დადო და შეეცადა ფორმიდან ნამცხვარი ისე ამოეღო რომ არ გაფუჭებულიყო. როგორც სჩანს დედის გენები შვილსაც გამოჰყვა. ლოლაც არაჩვეულებრივი კულინარია, დაფიქრდებოდა ამის კეთება რომ სიამოვნებდეს, მაგრამ სამზარეულო მისი განტვირთვის ადგილი ნამდვილად არ არის. -ნამცხვარი ცოტა ტკბილია, ჩემი ბრალი არ არის უბრალოდ ბრაუნი ყოველთვის ასეთი გამოდის. იმედია ნაყინი გაანეიტრალებს. _ღიმილით დაუდო თეფში და მის წინ მოკალათდა. _პოეტი ნახე?_ინტერესით მოიკითხა უცნაური თაყვანისმცემელი. -ვნახე და ვისაუბრეთ, აღარ მოვა. _მოკლედ მოახსენა და დადუმდა. _ლოლა, ვიცი აქამდე უნდა მეთქვა, მაგრამ ტკბილი არ მიყვარს. -აა, არ არის პრობლემა თუ არ გიყვარს ძალიან გთხოვ ძალით ნუ შეჭამ. არ მინდა რიამე გაიძულო. _სასწრაფო წესით გადადო თარაშის თეფში მეორე მხარეს. -ძალით ჭამას არც ვაპირებდი. _თვალი ჩაუკრა და თითებზე თითები ნაზად დაუსვა. -ხვალ მიფრინავ? -იმიტომ მოვედი დღეს შენთან, მინდა რომ კეთილი მგზავრობა მისურვო. _ფეხზე წამოდგა და ლოლას მხარეს წავიდა. ქირიამ ტუჩები გაბადრულმა დააშორა ერთმანეთს და თითებით მამაკაცის მაისურს წაეთამაშა. -მითხარი, პროფესიით ვინ ხარ?_ხმადაბლა შეაპრა, თან ცალი ხელით მამაკაცის ვნებების მორევში ჩათრევას ცდილობდა, თუმცა მეეჭვება თარაშის დაბნევა ასეთი მარტივი იყოს. -იურისტი. -რა? თვალებდაქაჩულმა დაიხია უკან და მამაკაცს გაკვირვებული დააკვირდა. ყველაფერს იფიქრებდა, მაგრამ იურისტს ნამდვილად ვერა. რა თქმა უნდა თარაში განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ “მკვლელობა” “დანაშაული” “ძებნა” იმდენად ჩარჩა გონებაში რომ კანონდამცველი თარაში მისთვის წარმოუდგენელი იყო. -რატომ გიკვირს? -იმიტომ, რომ იმ ამბების შემდეგ შენ და კანონი ცოტა მეუცნაურება. ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ ჩემთვის უხერხულია, ხომ გესმის. _დაბნეულმა ჩაილუღლუღა და ფეხზე წამოდგა. _გამოდის რომ ყველაფერი რაც შენ გარშემო ხდება კარგად დადგმული ოპერაციაა, ანუ რაც ვნახე და რაც მოვისმინე თქვენი შეთითხნილი ზღაპარია?_სასწრაფო წესით დააკვშირა ყველაფერი ერთმანეთთან და მამაკაცისკენ შეტრიალდა. თარაშმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და სკამზე ჩამოჯდა. _ანუ მკვლელობა საკუთარი ნებით დაიბრალე? -ლოლა, ეს ძალიან დიდი ისტორიაა რომლის შენთვის მოყოლის უფლებაც არ მაქვს. -ახლა გასაგებია, ახლა ყველაფერი გასაგებია. აქამდე რომ გეთქვა: “ლოლა, ეს ყველაფერი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას ეწყინააღმდეგებაო.” ხმას არ ამოვიღებდი და ვიქნებოდი ჩუმად. მე კიდევ რა არ ვიფიქრე, ღმერთო ჩემო. _შუბლზე ხელები წაიჭირა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა. _რატომ აქამდე არ მითხარი?_სიცილნარევი ხმით იკითხა. -წესით არც ახლა უნდა მეთქვა, მაგრამ... -რა მაგრამ?_წინადადების დასრულება არ აცადა და ფეხზე წამოდგა. -ვიცი რომ უნდა გენდო. -რა თქმა უნდა, უნდა მენდო იმიტომ, რომ მე შენ გენდობი! _მამაკაცისკენ წავიდა, ორივე ხელი კისერზე მოხვია და ქვედა ტუჩზე ვნებიანი კოცნის კვალი დაუტოვა. _ესეც ჩემი პირველი და სამახსოვრო კოცნა. -ზოდიაქოთი მორიელი ვარ. _უცნაური ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა. ლოლამ ღიმილით მისცხო გულ-მკერდზე ხელი და მაგრად ჩაეხუტა. ცოტახანში ჩაფიქრებული მოსცილდა მამაკაცის სხეულს და შუბლი შეჭმუხნა. -აბა მარტში მაქვს დაბადების დღეო? -გიგას დაბადების დღე გითხარი. _ -აუტანელი ხარ!_გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და შეკრული მუშტი მთელი ძალით გაუქანა მარჯვენა მხარზე. -ეგ მტკივნეული იყო! _ურეაქციოდ ჩაილაპრაკა და გოგონა თავის ძლიერ მკლავებში მოიქცია. -მე მგონი კარგზე არიან. _მამაკაცს ორივე მაჯაზე მოუჭირა ხელი და შემოსასვლეისკენ გაიხედა. ზარი კიდევ ერთხელ განმეორდა. _კი, ნამდვილად კარგზეა ვიღაც. _ჩაფიქრებულმა ჩაიჩურჩულა და კარისკენ წავიდა. _თარაშ, იქნებ შენთან არიან?_კარისკენ წასული ერთ ადგილზე გახევდა. -არა, გამორიცხულია, აქ არავინ მოვიდოდა! დამელოდე, მე ვნახავ!_გოგონას გვერდი აუარა და რკინის კარი გააღო. -ილო._გაბურძგნული ძმის დანახვისას გახარებულმა ბოლო ხმაზე წამოიყვირა და მისკენ გაიქცა. ორივე ხელი მაგრად მოხვია კისერზე და ფეხები მის წელზე მომფორტულად მოაკალათა. _შე წითელო კვერცხო, არ უნდა გეთქვა თუ მოდიოდით. _ილოს უკან მდგარ მარიტას გაშლილი ხელი შემოსცხო სახეში და ბედნიერმა ლოყაზე უჩქმიტა. -მეტკინა! -როგორი კარგები ხართ. _აცრემლებული თვალებით დაეშვა იატაკზე და ორივეს თავის მკლავებში მოიქცია. >>>> ძალიან დიდი მადლობა თითოეული სიტყვისთვის და ნახვისთვის. <3 უ'თბილესი და უ'ტკბილესი ხალხი ხართ თქვენ! ჩემთვის ძალიან ძვირფასები და სტიმულის მომცემები. <3დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. <3 არ იყო ისეთი თავი როგორიც მეათე თავის შემდეგ უნდა ყოფილიყო, მაგრამ... მაგრამ... და მაგრამ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.