მბრძანებელი - შესავალი
შესავალი ეს არის ისტორია რომელიც ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელი იქნება. რადგან ვინ დაიჯერებს რომ არსებობს პარალელური სამყარო, სადაც ადამიანის ფენა განისაზღვრება არა ფულით არამედ უნარით. ეს არის სამყარო სადაც ადამიანებს შეუძლიათ მართონ სტიქიები. ჩემი ისტორიის მთავარი გმირი, მართავს ყველა სტიქიას და არა მარტო მათ, ის ძლიერი და ძლევამოსილია. ამ საყმაროში ძირითადი სულ 5 ძალაა, ესენია: ჰაერი, წყალი, მიწა, ცეცხლი და ბილწი. ბოლო ალბათ გაგაკვირვებთ და გაგიჩნდებათ კითხვა თუ რა არის ეს. ეს არის ადამიანის სიძულვილის, შურის და გაუმაძღრობის, ფიზიკური ფორმა. ის გამოიხატება მუქი იასამნისფერი კვამლით და დარჩენილ ოთხივე სტიქიაზე ძლიერია. რათქმაუნდა ასეთ ძალასთან ბრძოლა ადვილი არ არის და კარგი სტრატეგიული მიდგომა ჭირდება. დანარჩენმა ოთხმა სტიქიამ შექმნა ერთქგვარი სამეფო, სადაც არის ოთხი განშტოება. თითოეულ განშტოებაში შედის მხოლოდ ერთი სტიქიის მბრძანებლები. ამრიგად არის 4 ცეცხლის, ჰაერის, წყლის და მიწის განშტოებები, იგივე საგრაფოები. მათ ყავთ ერთი ლიდერი გრაფი. გრაფს კი ყავს ათმეთაურები, რომელთა გუნდშიც 10 მბრძანებელია. გადასტროფის შემთხვევაში გრაფებს მოდით შეტყობინება, ისინი კი ათმეთაურებს უშვებენ საკუთარი რაზმით. რაზმს შესრულებული მისიის შემდეგ თანხას უხდიან. თანხა კი მოდის მბრძანებელთა ხელმწიფისგან. ეს არის უძლიერესი მბრძანებელი მთელს ისტორიაში, რჩეული რჩეულთაგან, ლიდერი ლიდერებს შორის. აბმობენ მისი თვალები ყველაფერს ხედავსო. ერთ გამჭოლი მზერით შეუძლია ადამიანის შეფასება და თითის ერთ გაქანებით მთების ნგრევა. მრავალი წლის მანძილზე ის იბრძოდა უბრალო ხალხის დაცვისთვის, ახლა კი იბრძვის სამეფოს ერთიანობისთვის. ყველა ზემოხსენებულის შემდეგ, ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა თუ საიდან მომდინარეობს ყველა ეს ძალა. 2015 წლის 16 ოქტომბერს, დედამიწასთან ჩაიფრინა მეტეორიტმა DL03-მა. ის იმდენად ახლოს იყო რომ დედამიწის ბევრმმა მაცხოვრებელმა იხილა ის. მასზე იყო ნივთიერება რომელიც გადმოიფრქვა მთელს დედამიწაზე. მომხდარიდან 1 თვის შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები ზებუნებრივი ძალებით. შეიძლება ითქვას რომ ამ ნივთიერებამ ადამიანთა რასა ახალ ევოლუციის საფეხურზე გადაიყვანა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.