შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუმჩნეველი ცრემლი თავი5


4-02-2018, 20:34
ავტორი zia-maria
ნანახია 2 864

-არ მელოდი,ვიცი რომ მოულოდნელი იყო შენთვის ჩემი მოსვლა.ალბად,იმასაც გაიაზრებ თუ რას ნიშნავს ჩემი მოულოდნელი ვიზიტი საქართველოში.
-მართალია,არ გელოდი და არც ის ვიცი რა გეგმებით დაბრუნდი.იმედია დიდი ხნით არ გაგრძელდება საქართველოში შენი ყოფნის ვიზიტი.
-ამას საქმე გვიჩვებებს ჩემო ერთადერთო.
-რა საქმეს.
-იმ საქმეს,რომ მე აწყობილი კომპანია დაგიტოვე 22 წლის ასაკში.იმ დღიდან-დღემდე,ამ კომპანიას ხელმძღვანელობ უკვე 6 წელია.მე ამ წლების შედეგები მაინტერესებს ჯერ და მერე,დავჯდეთ და შენს პირადულ ცხოვრებაზეც ვისაუბროთ თუ რამდენად ფართოდ გაქვს გაშლილი ფრთები.
-რაც შეეხება ჩემს ფრთებს,ძალიან კარგ ნორმაზე მაქვს გაშლილი და კომპანიას რას ერჩი,საათივით აწყობილი ჩამაბარე და ისევ ისე საათივით მუშაობს.გადაამოწმე,მე არაფლის მეშინია.უთხრა ამაყად უჩამ.
-სწორედაც,რომ გადავამოწმებ და შენ ნუ დაგავიწყდება,რომ 60%-იანი აქციონერი ვარ და შენ მხოლოდ 15%-იანი,ლევანის კი 25%-ი აქვს და მის სკამზე შენ ზიხარ.ამიტომ შენ ვერ დამიკანონებ ვერაფერს,მე მაქვს უფლება კიც დაგიკანონო და კიც გაგაკონტროლო და ასევე ლევანის.
-მირანდა აქ ნუ იქნები უსამართლო,ის სკამი მე ჩემ ი ნებით დავუთმე უჩას რადგან ის ახალგაზრდაა და უფრო ენერგიული.უნდა ვაღიარო,რომ უჩა მართლა კარგი უფროსია როგორც კომპანიისთვის,ასევე თანამშრომლებისთვის.საქმე ძალიან კარგად მიდის,კარგია რომ დაბრუნდი და ამ ყველაფერს თავად ნახავ,დარწმუნდები და დამშვიდდები კიდეც.
-ის დამშვიდდება და მე?ჩაილაპარაკა უჩამ.
-რამე მითხარი ახალგაზრდავ?უთხრა მკაცრად უჩას მირანდამ.
-შენთვის არაფერი არ მითქვამს,ლევანს ვუთხარი რომ სიმართლეს ამბობს.
-მე არ მაინტერესებს რას ბუტბუტებ შენ,შენ დიდი კომპანიის ხელმძღვანელი ხარ და ეს არ უნდა აგივარდეს თავში.არცერთი შენი თანამშრომელი არ უნდა იყოს უკმაყოფილო,მათ თვალებში ყოველთვის იმედის სხივს უნდა ხედავდე და თუ რომელიმეს სევდას შეამჩნევ,შენ უნდა დაუდგე გვერდით და დაეხმარო,ამოძირკვო მასში ის პრობლემები რაც აწუხებს და ტკივილის ნაცვლად სიხარული დაუთესე.ასეთი უნდა იყო და შეგიყვარებენ,არ იქნები კარგი უფროსი და მიგატოვებენ,ხელს გკრავენ და შემდეგ იტყვი,რომ სასტიკია ცხოვრება შენს მიმართ.ასეა შვილო ცხოვრებას რა გზითაც წაიყვან,ისე წამოგყვება.შენ გახდი მას სასტიკს, თუ შენ თავად ხარ სასტიკი.
-დედა სასტიკი ვარ უსამართლობის ,ორგულობის და ბოროტების წინააღმდეგ.საათი უკუღმა გიკეთია ხელზე?დახედე და ნახე რომელი საათია,3 საათი დაიწყო და ნოტაციებს მიკითხავ ღამის 3 საათზე.ხვალ კი 9 საათზე მომთხოვ კომპანიაში მოსვლას,შეუღრინა უჩამ მირანდას.
-კარგად დაგიმახსოვრებია რომელ საათზე უნდა დაიწყო მუშაობა,მხოლოდ არ ვარ დარწმუნებული საათებზე მუშაობდე.ხვალ შევხვდებით კომპანიაში ერთმანეთს ჩემო ერთადერთო.
-და განუმეორებელო.დაამატა პაატამ და მირანდას მკაცრი გამოხედვაც მიიღო.მირანდა და ლევანი ერთად გავიდნენ სახლიდან,დარინამ აქამდე ჩუმად მყოფმა გვერდი აუარა შუა სახლში მდგარ უჩას და ისიც მხოლოდ მაშინ მოეგო გონს,როცა დარინამ გარეთ გავიდა და კარი გაიხურა.სირბილით გაეკიდა,მაგრამ ვეღარ დაეწია და ისევ შებრუნდა სახლში.ხალათით  მიწვა საწოლზე და ასე ფიქრებში მყოფს ჩაეძინა.დილით გაბრუებული ადგა და 11 საათზე მივიდა კომპანიაში.გააღო თუ არა მისი კაბინეტის კარი,ზარივით ჩამოკრა მირანდას ხმამ სიჩუმეში.
-დააგვიანე,მშრომელი ხალხი უკვე დაღლილია მუშაობით.
-შემოსასვლელში ჩავინიშნავ ხვალიდან,ჩემი მოსვლის დროს.
-სწორად მოიქცევი,ყველა ნორმალური კომპანია 9 საათზე იწყებს მუშაობას.ეს ერთი და მეორე,როგორი ჩაცმული გიზის აქ ეს ახალგაზრდა გოგონები,არ მითხრა უჩა რომ ყველამ შენს ხელში გამოიარა და ყველასთან ხარ ნამყოფი.
-დედაააააა,სულ გააფრინე?იყვირა უჩამ.
-ნუ ყვირი,დღესვე აუკრძალავ ყველას ასეთ ჩაცმულობას და ხვალიდან  ნორმალურად ჩაცმული მოვა ყველა,როგორც ნორმალურ ქალს შეეფერება.
-დედააა,21-ე საუკუნეა და მონაზონივით ჩამული არ დადიან გოგონები დღეს.
-ვიცი,არა ვარ გადაბერებული რომ არ ვიცოდე დღევანდელი ცხოვრება,მაგრამ არც ამდენი სექსუალობაა საჭირო ახალგაზრდა უფროსი როცა გყავს.ჩემი გოგო მოვიდა?
-შენი გოგო?ვინ არის შენი გოგო,მე და მყავს და არ ვიცი?გაუკვირდა უჩას.
-დარინა,დარინა მოვიდა?შეეკითხა წყნარად.უჩა გაბრაზდა და შეუყვირა.
-ის,ის არ არის შენი გოგო,შენ ჩემი დედა ხარ,ჩემი.დავითხოვ და აღარ მოვა.დასრულდა მისი მუშაობის დღეები ამ კომპანიაში,როცა შენ აქ ხარ ის აღარაა საჭირო.
-მე კი პირიქით ვფიქრობ,რომ დარინა აქაც და შენს გვერდიდაც საჭიროა რომ იყოს.თან ძალიან მომწონს ახალგაზრდა წყვილი რომ ერთად მუშაობს გვერდი-გვერდ.მე და მამაშენიც ასე ვმუშაობდით,სანამ გაგიჟდებოდა და სხვა ქალებში დაიწყებდა სირბილს.
-ოხ ღმერთო გთხოვ მომეცი მოთმინება.
-შეისმინა ღმერთმა შენი ლოცვა,მოთმინების უნარი მოგცა.მივდივარ და გაფრთხილებ,ჩემს გოგოს არ აწყენინო.მირანდა გავიდა და რამოდენიმე საათის შემდეგ წამოდგა,ჯერ ოთახში გაიარ-გამოიარა და შემდეგ დარინასთან წავიდა.
-ადრე მოსულხარ დღეს.უთხრა დარინას.
-მე ყოველთვის ამ დროს მოვდივარ,რადგან სატელეფონო ზარების შემოტევა,უფრო დილის საათებში მაქვს.რისთვის მოხვედი,რატომ შეარჩიე ის დრო,რომ ყველა გასულია.
-ყველაში ვის გულისხმობ,შემოსასვლელში ხალხი არ არის?
-მე ლევანს,პაატას და დედაშენს ვგულისხმობ.
-ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ.გაეღიმა უჩას და შემდეგ მოწყენილად უთხრა.-შენ რა ჩემი გეშინია?
-არა,შენი არ მეშინია.უბრალოდ,ვიცი აქ შემოსვლით რაღაც უნდა მითხრა ისეთი მატკინო,ასე არ შვები ყოველთვის?უჩა იდგა,უსმენდა დარინას და თან ეღიმებოდა.იმ ღიმილით უღიმოდა დარინას რომ მოწონდა და აფრენინებდა.
-დარინა აქ,ამ შენობაში მე ვარ უფროსი,შენი უფროსი.
-მერე?ვინ გითხრა არ ხარ უფროსიო,მე ეს გითხარი როდესმე?
-მერე ის,რომ შენობით ნუ მელაპარაკები.
-ოჰო,ჰოოო.წუხელს მერე არ ვთვლი საჭიროდ თქვენობით მოგმართოთ ბოს.
-რატომ,წუხელს მერე რა შეიცვალა?
-ბევრი რამ,მაგრამ შენ რას გაიგებ.შენ ხომ შენს სამყაროში დაფრინავხარ მხოლოდ.
-გასაგებია,მე არ შემოვსულვარ საჩხუბრად დარინა.
-მითხარი რისთვის მოხვედი.
-მინდა ამ საღამოს ვახშამზე დაგპატიჟო.
-მოიცადე,მომესმა რაც მითხარი?
-არა,არ მოგესმა.
-მაშინ,გაიმეორეთ თავიდან რაც თქვი.
-საღამოს ვახშამზე გეპატიჟები დარინა.
-საღამოს ვახშამზე უნდა წამიყვანო იმიტომ,რომ აქ ვერ ასრულებ იმას რაც უნდა გამიკეთო და აქედან შორს წამიყვან რომ მომკლა?უჩამ წარბი ასწია გაოცებისგან და შემდეგ გულიანად გაიცინა.
-ვაიმე დარინა რა აზრები გაწუხებს,რა გულუბრყვილო ხარ.საღამოს 10-ზე გამოგივლი და მზად დამხვდი.თავი გააქნია ჩუმი ღიმილით და კაბინეტიდან გავიდა.
-ღმერთო რატომ მეთამაშება რა უნდა,რატომ მაწამებს.ცრემლი მოერია დარინას და უეცრად ლევანი დაინახა რომელიც მასთან მიდიოდა,ამიტომ შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი.
-დარინა კარგად ხარ?
-მადლობა ძია ლევან კარგად ვარ.
-რა უნდოდა შენთან იმ ჭკუა დაუდგენელს.დარინას გაეცინა და უთხრა.
-არ დაიჯერებთ,ვახშამზე დამპატიჟა ამ საღამოს.
-ხოოო?გამოფხიზლდა როგორც იქნა.
-რას ნიშნას,გამოფხიზლდა როგორც იქნა.
-არაფერი,ეს ისე ვთქვი.
-კარგი,მაგრამ მე არ წავალ.
-რატომ?გაუკვირდა ლევანის თუმცა ხვდებოდა რატომაც არ უნდოდა წასვლა დარინას.როგორც ყოველთვის 6 საათზე დატოვა კომპანია,სახლში მისულმა ჯერ წყალი გადაივლო,შემდეგ წინა დღის გაკეთებული კატლეტი გაიცხელა და კარტოფილიც შეწვა.გემრიელად ივახშმა და შემდეგ გოჩა მანველიძის-მორიელის კითხვა დაიწყო.ისე გადაეშვა კითხვაში 10 საათიც შესრულდა და 11-ის წუთებზე კარზე ზარი გაისმა.საათს შეხედა და მიხვდა ვინც იქნებოდა ღამის სტუმარი,ამიტომ ნელი და აუჩქარებრლი ნაბიჯებით წავიდა კარის გასაღებად.გააღო კარი და კარის ზღრუბლზე სიბრაზისაგან ანთებული უჩა იდგა.
-რომელი საათია,გაქვს საათი სახლში თუ გიყიდო და მოგიტანო.
-არ მჭირდება,ყველა ოთახში საათი მიდევს.
-რატომ თამაშობ ჩემს ნერვებზე დარინა.ადამიანურად დაგელაპარაკები და არ გინდა,გიყვირი და ტირილს იწყებ რატომ მიყვირი თავში ავარდნილი ტიპი ხარო.ახლა მე გავჩუმდები და შენ მითხარი,რა გეკუთნის იმ ნახევარი საათისთვის ქვემოთ რომ მალოდინე.
-მე არ მითქვამს მოდი და დამელოდეთქო,არც ის  მითქვამს ვახშამზე წამოვალთქო.
-მე ხომ გითხარი,მოვალთქო.
-კი მითხარი, მაგრამ შენი ეს თქმა ჩემთვის არ ნიშნავს არაფერს.
-არ ნიშნავს არაფერს?და შეიძლება გავიგო რატომ?
--იმიტომ რომ შენ მე მიბრძანე და მე კი არავინის ბრძანებაზე არ დავდივარ.არ გიკითხავს ვიყავი თუ არა თანახმა შენთან ერთად ვახშამზე წამოსასვლელად.ასე რომ ტყუილა ნუ ბრაზდები,მე სხვის ბრძანებებზე არ დავდივარ.
-გოგო დღეს არ ვჭამე არაფერი იმიტომ,რომ ერთად უნდა გვევახშმა.დარინამ შეხედა თვალებში და ბავშვივით შეეკითხა.
-ძალიან გშია?კატლეტი მაქვს და გაჭმევ იმ შემთხვევაში თუ აღარ იყვირებ.
-შენ მომწამლავ და ჯავრს ასე იყრი ჩემზე,არადა ძალიან მშია.
-მოგწამლავ?მეც ცოტა ხნის წინ ვჭამე,მაშინ მეც მოვკვდები.უჩას გაეცინა დარინას გულუბრყვილობაზე და უთხრა.
-გინდა ერთად მოვკვდეთ?მაშინ ერთმანეთს ჩავეხუტოთ და ერთად დავიხოცოთ.
-ჰაჰაჰააა,გავიცინეთ.უთხრა და სასწრაოდ შეტრიალდა სამზარეულოში.კატლეტიც გააცხელა,კარტოფილიც შეუწვა და სალათიც გააკეთა და რამდენიმე წუთში მაგიდაც მზად იყო.უჩამ წარბაწეულმა გადახედა მაგიდას რომელიც გემრიელად გამოიყურებოდა და დარინას უთხრა.
-არ გაბედო და ფეხი არ გაადგა არსად,აქ ჩემს წინ დაჯდები.
-რატომ,მეც ზედ უნდა მიმაყოლო?უჩას გაეცინა და უთხრა.
-შესაძლებელია დესერტად დამჭირდე.
-რატომ მე,დღეს არ გქონდა გასვლითი საათები და ვერავინი ვერ ააგდე?
-დარინა ხანდახან იცი რომ ძალიან,ძალიან მწარე ენა გაქვს?
-ვიცი და ძალიან მომწონს როცა ჩემი ენით,სხვა ძალიან მწარდება.
-მიწვევ და ეს გამოწვევა ცუდად დასრულდება.უთხრა ირონიულად უჩამ.
-შეამჩნიე,რომ ჩვენ ორნი ახლა არ ვუყვირით ერთმანეთს?
-შევამჩნიე, არ ვყვირით.ვჟღურტულებთ,და ისიც შევამჩნიე არც ზიზღით ვუცქერთ ერთმანეთს.
-ნუ აჭიკჭიკდები ახლა და ჭამე,დღეს გულკეთილი ვარ.
-ვხედავ და იმასაც ვხედავ,რომ დღეს არ იქნება ყველასთვის ,,შეუმჩნეველი ცრემლი''-ს ფრქვევა.
-შენ,შენ რა იცი ჩემი ცრემლის შესახებ.
-დარინა თითქმის ყოველ დღე ვჩხუბობთ,მაგრამ ნუ გგონია არ გიცნობ და ან ვერ ვამჩნევ  ვერაფერს.როგორ ფიქრობ,მე ვერ შევძლებდი მთელი ეს დრო შენს გაცნობას?როგორც იქნა ტკბილად საუბარი შეძლეს და ეს ტკბილი საუბარი დარინას ტელეფონმა გააწყვეტინათ,დახედა და გაუკვირდა,მაგრამ უპასუხა.
-გისმენთ.
-დარინა მე ვარ მირანდა და ჩემმა უჟმურმა და გადაგვარებულმა შვილმა მითხრა დარინასთან მივდივარო და მართალია?დარინას ჯერ გაეცინა,უჩას შეხედა და უჩამ ხელით ანიშნა არ ვარ აქო,მაგრამ ტყუილი  ვერ შეჰკადრა მირანდას და სიმართლე უთხრა.
-კი,აქ არის ახლა მოვიდა.
-კარგი ხელს არ შეგიშლით.მართალი უთქვამს ამჯერად ლევან.ტელეფონის გათიშვამდე მოესმა მირანდას ხმა.უჩამ ტელეფონი ამოიღო და მირანდას დაფარული ნომრით დაურეკა,მირანდამ კი ჩვეული მკაცრი ხმით უპასუხა ზარს.
-გისმენთ.
-შენმა უჟმურმა და გადაგვარებულმა შვილმა,გაიგო რაც თქვი დედაააა და ხომ იცი რას ვერ ვიტან.
-გადამოწმებას,მაგრამ მე მაინც მიკვირს და ხშირად ჩემს თავს ვეკითხები,როდის უნდა დაბრძენდეს და დაჭკვიანდეს ჩემი უჟმური შვილი.ღიმილი ერეოდა მირანდას ხმას და უჩასაც გაეცინა,შემდეგ ღიმილით დახედა უკვე დადუმებულ აპარატს და იქვე დადო მაგიდაზე.
-დარინა ადამიანი საინტერესო და ინდივიდუალური არსებაა თავისი ორიგინალური თვისებებით,სურვილებით და მიდრეკილებებით.
-რისი თქმა გინდა უჩა.ნუ მივლი გარშემო,უკეთესია სათქმელი პირდაპირ მითხრა.
-საერთოდ ეჭვიანი ხარ თუ მარტო ჩემზე ეჭვიანობ.
-უჩა 28 წლის ხარ თუ არ ვცდები,ჯანსაღით სავსე მამაკაცი და შენს ცხოვრებაში რომ ვიღაც ქალი იქნება ეს არ არის რაღაც დანაშაული და არც უჩვეულო მოვლენაა,შენ თავისუფალი მამაკაცი ხარ.განა მე ქვის ხანიდან ვარ ეს რომ ვერ გავიგო,მაგრამ ყოველთვის შეცდომით არჩევ ქალს.მე არავარ გონებაშეზღუდული და არც დრომოჭმული სტერეოტიპებს გამოკდებული ადამიანი,გთხოვ ყოველთვის სწორად შეარჩიო შენი მსხვერპლი,რომ არანაირი ზიანი არ მოგაყენოს.მე რამდენჯერმე გადაგარჩინე და შესაძლებელია დადგეს ისეთი წუთიც ვერ გავიგო ვერაფერი და შენი დაუფიქრებლობით დაკარგო ყველაფერი რაც კი გაქვს.არსებობს ასეთი ქალები,რომ მხოლოდ ქონებაზე ნადირობენ,რამოდენიმე თვის წინ გქონდა თავად მაგალითი.სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა.ისიც კარგად ვიცი,რომ არ გამოსწორდები და ბოლომდე ასეთი დარჩები,უბრალოდ მიიღე ეს ჩემგან საბოლოო გაფრთხილება.
-მართალი ხარ და მადლობა ასე რომ ზრუნავ,მაგრამ ვფიქრობ რომ ყოველთვის გადაჭარბებულად ფიქრობ და პანიკაში ადვილად ვარდები.უჩამ იმ ღამით გაიცნო ნამდვილი დარინა და სიმართლე რომ ვთქვათ უჭირდა მარტო დაეტოვებინა.უცნაური გრძნობა დაეუფლა და თავი მოთოკა.უკვე საკმაოდ გვიანი იყო წასასვლელად რომ წამოდგა,კარებთან მისულმა დარინას შემოუბრუნდა და ხელი სახეზე ჩამოსვა.სახიდან ყელზე ჩამოვიდა და მასში ნელა-ნელა გრძნობამ და ვნებამ გაიღვიძა.
-ძალიან მინდა მოგეფერო,მაგრამ რაღაც მხევს უკან,რაღაც მიშლის ხელს და შენამდე არ მიშვებს.
-არ ვიცი რამ გაგიღვიძა მოფერების სურვილი,მაგრამ ის რაც გაკავებს ის არის რომ უკვე გვიანია და უნდა წახვიდე.
-ნუ მიმაღებინებ შენი აჩქარებით მეც ნაჩქარევ გადაწყვეტილებას,მე არ ვჩქარობ ამიტომ ახლა ისეთი რაღაც მინდა გავაკეთო,რომ არ გავაკეთო ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ და ამიტომ ახლავეს უნდა სურვილს ასრულება.ბოლო სიტყვები უჩამ დარინას ბაგეებზე დაიჩურჩულა და აცახცახებულ,სველ ტუჩებს შეეხო თავისი რბილი ბაგეებით.თვალებდახუჭული უკოცნიდა მთელ სახეს,შემდეგ ისევ ტუჩებს და მოულოდნელად ორივე ხელი მოხვია და გულში ჩაიხუტა.
-რატომ,რატომ გააკეთე ეს.უთხრა დარინამ აკანკალებულმა.
-იმიტომ რომ შენი სურვილი მკლავს,შენ მინდიხარ და შენთან მინდა დარინა.შენი სუნი ვერცერთ ქალში ვერ აღვიქვი,შენს სახეზე დანახული შიშის ფერი ვერცერთ ქალში დავინახე.სხვა ვერა,მაგრამ მე ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ შევამჩნიე შენს თვალზე კარგად შეფუთული ,,შეუმჩნეველი ცრემლი''.იცი რატომ გამიღვივე ეს გრძნობა?არც შენ გიცდია არასოდეს დანებება და გაქცევა.ბოლომდე მომყევი და მეც ეს მაგიჟებდა,ამიტომ გამოვუცხადეთ ერთმანეთს ომი.
-არ გინდა,გთხოვ.
-დარინა ერთხელ მაინც გაჩუმდი და მომენდე.ცალი ხელი ხერხემალს ააყოლა და თან დარინას სახეს აკვირდებოდა.ცოტა ხანში დარინაც მიეცა თავდავიწყებას და უჩას თმებში შეაცურა მისი ნატიფი თითები.ნაზი კოცნა ვნებიან ქარბორბალად გადაიქცა და როგორ მოხვდნენ საძინებელი რომ გეკითხათ ვერცერთი ვერ გიპასუხებდათ,რადგან ორივეს ვნების ქარცეცხლში გახვეულიყო.უჩამ სურვილისაგან უკვე საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა რომ შეხედა დარინას მისი შეხება როგორ უხორკლავდა კანს,ჟრუანტელი უვლიდა და სუნთქვა ეკვროდა.სიამოვნება პიკს აღწევდა და მისი კვნესა უჩას გონებას უბინდავდა.როდესაც ხელი ტრუსში შეუცურა ვეღარ შეიკავა თავი და ხმამაღლა ამოიკვნესა და შეაკანკალა.უჩას ჩაეცინა და გადაწყვიტა ცოტა ეწვალებინა,ყელში წაუჭირა ხელი და ეს სიამოვნებისაგან მინამული თვალები შიშით დაჭყიტა.
-მივხვდი,მივხვდი რომ აქ მხოლოდ ჩემს მოსაკლავად მოხვედი.თვალები აუცრემლიანდა და უჩას ხელს ჩაებღაუჭა.
-უნდა დაგსაჯო ჩემი წვალებისთვის.შეშინებულმა შეხედა,მაგრამ უჩას სახეზე ნეტარება და ღიმილი დაინახა და დამშვიდდა და მორცვად შეეკითხა.
-პრეზ......ი გაქვს?
-უკვე აღარ არის საჭირო,რა აზრი აქვს თავის დაცვას ახლა.უთხრა ვნებიანად და დარინას გემრიელ მკერდს ხელის გულებით შეეხო,რაზედაც ვნებით სავსე ღმუილი ამოუშვა პირიდან.დარინა კი შემოდგომის დასუსტებული ფოთოლივით ცახცახებდა.სულ ცოტა ხანში კი გაკვირვებულმა შეხედა დარინას და შეეკითხა.
-დარინა შენ,შენ ქალიშვილი ხარ,ეს შენი პირველი სექ...ა?
-როგორც ხედავ პირველია.უჩამ კოცნით დაუფარა სახე და უფრო ნაზად გააგრძელა მოძრაობა.სიამოვნებისაგან სუნთქვა ეკვროდა ორივეს,წუთიერად ყველაფერი აფეთქდა და გაურკვეველ ხმებს გამოსცემდა ორივე და ერთიანად ცახცახებდნენ.უჩამ გვერძე გადაწვა და ნასიამოვნები ხმით თქვა.
-ასეთი სიამოვნება დიდი ხანია არ განმიცდია,საკუთარ სხეულზე კონტროლიც კი დავკარგე.დარინას შეხედა და მისი დაღლილი ქალად ქცეული სხეული ახლოს მიიწია და შემდეგ დაკვირვებით დააკვირდა,ცოტა ხანში კი შეეკითხა.-დარი კარგად ხარ?
-კარგად ვარ,ნუ ნერვიულობ.
-არ ვიცოდი და არც მეგონა მართლა მე თუ ვიქნებოდი შენი პირველი მამაკაცი.შემდეგ კი მოულოდნელად სიცილი აუტყდა და დიდი ხანი ხარხარებდა საწოლში.დარინამ გაკვირვებულმა შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა.
-რა გაცინებს,რას ხედავ აქ სასაცილოს.
-მეცინება,რადგან შენ უკვე ორსულად გონიხარ ყველას და დედაჩემს თავის წარმოსახვაში შვილიშვილი უკვე ხელში უჭირავს.
-ვიცი,დედაშენმა ანალიზების გაკეთება მომთხოვა.
-რაააა?სულ გააფრინა ამ ქალმა უეცრად დასერიოზულდა უჩა.
-არა,არც ასე პირდაპირ უთქვამს.მითხრა ყოველი შემთქხვევისთვის,თავის დაცვის მიზმით გინოკოლოგს გაესინჯეო.გაეცინა დარინას.
-დღემდე ვერ ამოვხსენი იმ ღამის საიდუმლო,მითხარი რა მოხდა იმ ღამით.დარინამ ჯერ გაიცინა,თვალები აუთამაშა უჩას და აღარ აწვალა,მოუყვა რაც მოხდა.უთხრა,როგორ გაჭირვებით მიიყვანა სახლში,როგორ გახადა,ტანისამოსი გაასუფთავა და ისევ კარადაში დაკიდა.
-შემდეგ უკვე სახლში მივდიოდი,რომ კარებიდან მოვბრუნდი რადგან ერთმა აზრმა გამიელვა თავში და ის უნდა გამეკეთებინა აუცილებლად.მოვედი ისევ,საცვალიც გაგხადე და გარეთ სანაგვეში გადავაგდე.
-გადააგდე?
-დიახ,გადავაგდე.კისკისით უთხრა დარინამ.
-უაზრო ხარ,შემდეგ რა მოხდა.
-შემდეგ გვერდით მოგიწექი და ცოტა ხანი ვიწექი შენს გვერდით,გეფერებოდი მაგრამ შენ ხომ მკვდარი იყავი.
-იმ ღამით ძალიან მომეკიდა,სხვა დროსაც დამილევია და სახლშიც ჩემით  მივსულვარ,მაგრამ რა იყო იმ ღამით დღემდე ვერ ვხსნი.
-მე გეტყვი.იმ ღამით შემთხვევით შემოვედით იმ ბარში და შორიდან გადევნებდი თვალს.შევხედე შენმა წითურმა ბარმენს ანიშნა და სასმელში რაღაც გაგირია,ამიტომ  მოწყდი ასე ერთიანად.ეს უჩა დაგეგმილი სცენა იყო,შენ მათი სამიზნე იყავი.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ,ჩემი თვალით შევხედე ბარმენს.
-თავზე დავამხობ იმ ბარს იმ პი...ტს მივიდე იქ.კარგი,ეს საიდუმლო ამოხსნილია,ამიერიდან რას ფიქრობ ქ-ნო დარინა ისევ უნდა გამიმწარო სიცოცხლე?
-არ გრცხვენია?მე გიმწარებ სიცოცხლეს თუ შენ თამაშობ ჩემს ნერვებზე.
-მომისმინე,არანაირი ენის შემობრუნება,არანაირი ეჭვიანობა და არანაირი ირონია ამიერიდან.გასაგებია?
-არანაირი ღამის ბარები ამიერიდან,გასაგებია?არ დააკლო არც დარინამ მისი აზრის წარმოთქმა.
-არანაირი ბარები არ იქნება ამიერიდან,უკვე ვიცი სადაც არის ჩემი ადგილი.ორივემ ბედნიერი ღამე გაატარა ერთმანეთზე ჩახუტებულებმა,დილით კოცნით დაემშვიდობა და სახლში წავიდა გამოსაცვლელად,დარინა კი კომპანიაში წავიდა.ძალიან ლამაზი ურთიერთობა ჰქონდათ რაც ყველას უკვირდა, დარინა კი მხოლოდ იმას ნატრობდა და ოცნებობდა,რომ მის სიყვარულს  გაეძლო დროისთვის,გაეძლო ტკივილისთვის და ყოფილიყვნენ ერთად.ერთად შეეგრძნოთ მრავალი წელი ერთმანეთის სიყვარული,მაგრამ ლამაზი დღეები სამწუხაროდ ძალიან მალე სრულდება და მხოლოდ ოცნებებში გრძელდება ის,რაც გვინდოდა ყოფილიყო რეალობაში.ერთ საღამოს როცა ერთად იყვნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ დარინას ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა და დარინამ უპასუხა.
-გისმენთ.
-მოვდივარ დარი გზაში ვარ,დილით მანდ ვიქნები.
-იკა?როგორ გამახარე,მართლა მოდიხარ? აღფრთოვანებულმა ჩასძახა ტელეფონში და რამოდენიმე წუთით დაბრუნდა ლამაზ ბავშვობაში.-ღმერთო რამდენი წელია გასული იკა. ჩაილაპარაკა და ბედნიერი ღიმილით გაიღიმა,მაგრამ სულ არ ეღიმებოდა უჩას.დარინამ უჩას შეხედა და უთხრა.
-უნდა წახვიდე უჩა.
-უნდა წავიდე?ვინ იყო ან ვინ მოდის ასეთი რომ უნდა გადავიკარგო.არ უნდოდა,მაგრამ მაინც იეჭვიანა.დარინამ გულში გაიცინა,რადგან ესიამოვნა უჩას მხრიდან ეჭვიანობა,მაგრამ ჩვეულებრივად უთხრა.
-მეგობარია,დილით აქ იქნება და ცოტა ხნით აქ უნდა დარჩეს.
-ვერ გავიგე?რას ჰქვია აქ უნდა დარჩეს, დარინა.
-იმას,რომ სანამ მის ბინას საცხოვრებლად გაამზადებს ის აქ იქნება.
-და არა მარტო დღეს,ღამეც აქ რჩება.უჩას სიბრაზე უკვე პიკს აღწევდა.
-კი,სწორად აღნიშნე,ღამესაც და შესაძლებელია რამოდენიმე ღამეც დასჭირდეს აქ ყოფნა.უთხრა ამაყად და თამამად.
-აჰა,ესე იგი რამოდენიმე ღამე.კარგი,მე მივდივარ,მაგრამ ჩვენ-ჩვენში აღარ იარსებებს იმ წუთიდან,რა წუთიდანაც მე ამ კარებში გავალ იმაზე ფიქრით,რომ დღეს დღევანდელ დღეს და თან დამატებით რამოდენიმე ღამესაც ერთად,ვიღაც ჩემთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად გაატარებ.
-რა თქვი?დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში რასაც ამბობ?
-სრულიად დარწმუნებული ვარ დარინა.
-კარგია,სხვა ვერაფერი მოიფიქრე,პირდაპირ ვერ მითხარი,რომ  მხოლოდ ეს რამოდენიმე დღე და ღამე იყო შენთვის მნიშვნელოვანი,ეს იყო მხოლოდ შენს ოცნებებში,აი ეს ხარ შენ სულ უჩა თურმანიძე რადგან ასე ადვილად უშვებ ადამიანს შენი ცხოვრებიდან,რომელსაც რამოდენიმე წუთის წინ სიცოცხლეს გერჩია,რა ამაზრზენი ადამიანი ყოფილხარ და რა მატყუარა.
-დარინა მითხარი რომ უნდა წავიდე,რადგან შენ სხვასთან გაატარო დღე და ღამე.ხომ  არ იფიქრებ ცოტას,რომ თუ ვბრაზობ ჩემი სიბრაზე სამართლიანია.ხმას აუწია უჩამ.
-არა,არ არის სამართლიანი უჩა.ერთი რაღაც უნდა შეგეკითხო და გულწრფელი მინდა რომ იყო.
-გისმენ,მითხარი რა გაინტერესებს.
-როცა პირველად მოხვედი და იმ ღამეს რაც მოხდა ჩვენს შორის,შენთვის ის ღამე საერთოდ რამეს ნიშნავდა?იყო კი ეს მცირე დრო შენთვის რაიმეს მომცემი?
-არ მინდა ამ თემაზე საუბარი.
-აააა,არ გინდა?ესე იგი,ისე მოვიქცე რომ არც არაფერი ყოფილა?და შეგიძლია მასწავლო როგორ გავაკეთო ეს?
-კარგად მიმიხვდი რისი თქმაც მინდა,ნიჭიერი გოგო ხარ,ამას თავიდანვე  მივხვდი.როგორც ვხედავ მე შენ აღარ გჭირდები და ამიტომ მე ვტოვებ იმ ადგილს რომელიც ვფიქრობ ჩემი არ არის და არც იქნება არასდროს.ამიტომ ყველაფერს თავის ფასი აქვს.უჩამ წიგნაკი ამოიღო გულის ჯიბიდან და ამოწერილი ქვითარი დაუდო მაგიდაზე დარინას.-აი ეს ქვითარი ჩემგან და შეგიძლია ისე იცხოვრო როგორც გინდა და გაგიხარდება.დარინა იდგა და უცქერდა უჩას და ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან დგამდა ნაბიჯს.ისე იყო,თითქოს სისხლი გაეყინა მთელ სხეულში.ხმაურით გადაყლაპა გამშრალ ყელში მოწოლილი ცრემლის გორგალი და უჩას უთხრა ირონიულად.
-ეს,ეს ჩაფიქრებული გქონდა და მომენტს ეძებდი თავი დაგეხსნა.მაგიდაზე დადებული პატარა ქვითარი ხელში აიღო,დახედა და ჩაეღიმა.-დიდ თანხას იხდი რამოდენიმე ღამეში და დარწმუნებული ხარ ამ შენი საქციელით დაგავიწყდება ეს ყველაფერი?ფიქრობ ამ ქაღალდით შენი სინდისი სუფთა გაქვს?ერთი და ბოლო შეკითხვა მაქვს.როცა პირველად შემეხე,როცა მაკოცე,როცა თავი დაკარგე ვფიქრობ იმდენი აზრი გქონდა გეგრძნო შენს მკლავებში მოქცეული მოცახცახე სხეული და შეგიძლია მითხრა,როდისმე გყავს ნანახი შეყვარებული ქალი?გიგრძვნია როდისმე რომელიმე  შენი ქალებიდან სიყვარული?
-ჩემთან ყველა შეყვარებულის როლს თამაშობს,ამიტომ მიჭირს მათი ნამდვილი სახის გარჩევა ტყუილისგან.
-ქალს რომელსაც შენს წინაშე არ უღალატია,ის ქალი გიგრძვნია გულით?
-ჩემთვის ყველა ქალი ერთნაირია.
-არა საყვარელო,შენი ქერა და წითური ქალებია ერთნაირი,მაგრამ უნდა შეგახსენო რომ არსებობენ ქალები რომლებსაც აქვთ სული და ასევე აქვთ წმინდა და სუფთა სინდისი.არსებობენ ქალები რომლებმაც იციან თავისი თავის ფასი,მაგრამ ზოგჯერ ერთი არაკაცი გამოჩნდება და თავს აკარგვინებს.ის არაკაცი მხოლოდ იმის ოცნებაშია მისი მიიღოს და შემდეგ უნდა ფულით იყიდოს ის პატიოსნება,რომელიც მიიღო იმ ქალიდან ვისაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა ამ წუთამდე,მაგრამ ახლა საშინლად ეზიზღება.
-დარინა.................
-აიღე ეს შენი ფული და ღრმად შეიდე ერთ ადგილზე,ანდა შენს წითურთან,ან ქერასთან გამოიყენე.მე კი არც შენ მჭირდები და არც შენი ფული.დარინა ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან,პიჯაკი აიღო ესროლა და თან კარებისკენ მიუთითა მის წინ მდგარ გაშეშებულ უჩას.უჩას არ ეგონა ასე თუ გაამწარებდა და აწყენინებდა დარინას.ჯერ მის თავზე გაბრაზდა,სარკის წინ დადგა და ზიზღით შეხედა თავის თავს,ხელით ჩაამტვრია სარკე და კბილების ღრჭიალით დატოვა სახლი,სახლში კი საოცრად გულნატკენი და ატირებული ქალი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.იმ ღამითაც მიაკითხა ნაცნობ ბარს,იმ ღამითაც თვალი დაადგა ერთ ქერას და სულ მალე სახლშიც მიიყვანა,საწოლში მოულოდნელად დარინას ცრემლიანი თვალები დაინახა და ადგა,ცივი წყალი შეისხა სახეზე,ზიზღით შეხედა ქალს და თანხა გადაუხადა,თავად კი სავარძელში ჩაჯდა და ფიქრებით დარინასთან გაფრინდა.
-მეკითხები თუ მიგრძვნია როდისმე სიყვარული?მიგრძვნია დარინა როგორ არ მიგრძვნია,მაგრამ რა მერე,მე ამ გრძნობამ ცრემლი,ტკივილი და დარდი მომიტანა წლების წინ,ამიტომ მეშინია ახლა ხმამაღლა ვაღიარო ეს გრძნობა.არ ვიცი ალბად როდისმე მოვალ შენამდე ჩემი ნამდვილი სახით და შენს დღევანდელ ჩამქვრალ თვალებს ავავსებ ბედნიერებით.დაგიბრუნებ ბედნიერ ღიმილს და ამ ტკივილს დაგავიწყებ,გეფიცები დაგავიწყებ.დარინა სახლში გადი-გამოდიოდა და ნერვებზე აწეული რაც კი მოხვდა ხელში ყველაფერი ძირს დაუშვა.
-არა,არა,არა ვერ დამაჩოქებ ბ-ნო უჩა.დედამიწაზე არ არსებობს ტკივილი რომელსაც ქალმა ვერ მოერიოს,ვერ გაუძლოს,ვერ გადაიტანოს.მე შევძლებ გავუძლო შენგან მოყენებულ ტკივილს,მაგრამ ამიერიდან გეფიცები შენ გეტკინება,გეტკინება ნელა-ნელა და ყოველ დღე.გეფიცები სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ,ვიცი ეს დუმილი მომკლავს,დუმილი რომელიც შენს ძლიერ კედლებსაც დაანგრევს და გაგაცამტვერებს მასთან ერთად შენც.ხვალიდან ჩემი დღე იწყება,გამიძელი ბ-ნო უჩა.
-ათი საათი სრულდება და ჯერ არ მოსულა.თქვა მირანდამ და ლევანის შეხედა ისეთი თვალებით,თითქოს ეუბნებოდა მიშველე და დამეხმარეო.
-მირანდა,უჩა ძალიან სიმპატური მამაკაცია,არ არის გასაკვირი თუ მის გარშემო უამრავი ქალი ტრიალებს.
-არა,ლევან არა.არ მინდა,მამამისს დაემსგავსოს და ისე გააკეთოს როგორც ჩვენ გაგვიკეთა,მიგვატოვა ქუჩაში. გაგვიყიდა სახლი და ბრაზილიაში გაეკიდა საყვარელს.
-მესმის შენ რასაც განიცდი,მაგრამ დააცადე ასე უცებ ვერ მოიშლის ამ მავნე ჩვევას.გეთანხმები,რომ მექალთანეა,მაგრამ დრო უნდა გადაეჩვიოს,მიჩვეულს კი ასე შენს ჭკუაზე ვერ მოიშლის.შენ დედა ხარ და მესმის შენი ტკივილი,მაგრამ ის უკვე კაცია და არა ის უჩა შენს კალთაზე რომ გყავდა და ყველა შენს სიტყვას ასრულებდა.
-მას მხოლოდ დაქორწინება თუ დააჭკვიანებს და ამისათვის დარინა ძალიან კარგი მეწყვილეა.
-დარინა მართლა კარგი გოგოა,პირველი შეხედვით მომეწონა და მაშინვე მათი წყვილი წარმოვიდგინე.ღიმილით თქვა ლევანიმ.12 საათზე მოვიდა უჩა კომპანიაში გამოფიტული,უძილარი და თვალი პირველად დარინას კაბინეტისკენ გაექცა.გულზე მოხვდა კარები რომ შეაღო და კაბინეტი ცარიელი დახვდა.სევდა უფრო მოეძალა და უხმოდ შევიდა თავის კაბინეტში,უკან ფეხ და ფეხ კი პაატა შეყვა ფერდაკარგული
-რა ხდება,რამ შეგაშინა ფერი არ გადევს.
-უჩა თავს უშველე აქ მოდის,სადაცაა აქ იქნება.
-ვინ,ვინ მოდის.გაუკვირდა უჩას რადგან ვერ მიხვდა პაატა ვის ან რას გულისხმობდა.
-მარიანა ხომ გახსოვს.
-მერე?ის ხომ შეურიგდა მის ქმარს.
-კი შეურიგდა,მაგრამ შენთან უნდა დალაპარაკება
-რატომ,ჩემთან რა უნდა.არ ვარ ხასიათზე პაატა მივდივარ და უთხარი აქ არ ვარ.
-მე რა ვქნა,ან რა ვუთხრა. გაგიჟდი?
-უთხარი ავად ვარ,საავადმყოფოში ვარ,სიცხე მაქვს 42.გავარდა კაბინეტოდან და წუთი-წუთზე გაასწრო გაცხოველებული მამაკაცის თვალებს.
-პაატა?შენ ხარ აქ,შენი უფროსი სად არის?
-არ არის დღეს,რით დაგეხმარო მეგობარო?
-სად არის,მემალება?
-გითხარი არ არის და არც დღეს არ მოვა,ან რატომ უნდა დაგემალოს.
-კარგი,სახლში მივაკითხავ.კარებთან დარინა იდგა და გაიგონა ყველაფერი,ამიტომ არც დაფიქრებულა ისე გავარდა კომპანიიდან,პაატამ კი უჩას დაურეკა მაგრამ ვერ დაუკავშირდა.ნერვიულობდა და ყოველ 5 წუთში ურეკავდა უჩას,მაგრამ უჩა არა და არ გამოდიოდა ხაზზე.თითქმის ერთი საათის ლოდინის შემდეგ უპასუხა უჩამ და პაატამ შეშინებულმა უთხრა.
-სად ხარ,რატომ გაქვს დაკეტილი ტელეფონი შემეშინდა.
-რამ შეგაშინა.
-მეგონა უკვე გიპოვა და საკატლეტე ხორცივით აგკეპა.
-პაატა ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე მე დღეს არ ვარსებობ,არც ტელეფონი მაქვს,არც სახლი და დღეს მკვდარი ვარ,რადგან არ ვარ ცოცხალი.
-კარგი დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება.უკვე შედი სახლში?
-ჯერ არა,შევდივარ და იმედია იქ არ დამხვდება.
-როგორ შევიდოდა.გაუკვირდა პაატას.
-შევედი,სახლში ვარ არავინი არ არის.
-ხოდა დამშვიდდი ყველაფერმა ჩაიარა კარგად.
-რამ ჩაიარა კარგად გაგიჟდი?თუ გინდა ჭკუიდან ამჭრა,ხვალ ყველა ტელევიზიის არხზე ვიქნები გამოჭიმული.
-მართალი ხარ გეთანხმები, ,,უჩა თურმანიძე დაქორწინებული ქალების მანიაკი''.ასეთი სათაურით წარსდგები ტელემაყურებლის წინაშე.
-ვითომ არ იცნობ ჟურნალისტებს,ბუზს სპილოდ გადააქცევენ და შენ ყველაფერი სასაცილოდ ნუ მიგაჩნია.
-ნუ გეშინია,დარწმუნებული ვარ გამოძვრები ამ სიტუაციიდან.
-არ ვარ დარწმუნებუილი შენსავით.უხ,უხ უხ კარზე ზარია,რა ვქნა?
-მერე არ გააღებ?შეიძლება სხვა ვინმეა.
-უჩააა გააღე კარი,ვიცი რომ სახლში ხარ.
-დედაჩემია,ცხოველო შენ უთხარი რომ სახლში წამოვედი?
-გეფიცები არაფერი არ მითქვია.უჩამ ტელეფონი გათიშა და კარიც გააღო.
-რას აკეთებ ადამიანო ამდენს, რატომ არ აღებ კარს.
-რა გინდა აქ,რას მივაწერო შენი სტუმრობა დედიკო.
-გინდა წავიდე,დედას აგდებ სახლიდან?
-არ დაგაკავებ თუ წახვალ.კარზე ზარია ისევ და უჩა კარებს უცქერს.
-ელოდები ვინმეს?გააღე კარი.
-არა,არავის ველოდები.შენ?
-გააღე კარი ადამიანო.უჩა ადგილიდან არ იძვრის და თავად მიდის კარებისკენ,აღებს კარს და სახლში გააფრთებული მამაკაცი შემოდის ქალთან ერთად.
-კომპანიაში ვერ გნახე და აქ მოვედი,იმედია ვისაუბრებთ და გავარკვევთ ჩვენს ურთიერთობას
-ვინ ხართ,შეგიძლიათ ამიხსნათ აქ რა ხდება?
-თავად ვინ ხართ ქ-ნო,უკვე დედის ტოლა ქალებზეც კი გადასულხარ.უკან არ იხევ მხოლოდ შენი გაისწორი არა?
-რას კადრულობ,რას მიედ-მოედები,მე უჩას დედა ვარ.
-დედა ხართ?დედა თუ ხართ,იცით რომ თქვენი შვილი დაქორწინებულ ქალებს არბევს და მოუწოდებს ოჯახის დანგრევაზე?
-მომისმინე,იცი რას გეტყვი?
-რა უნდა მითხრა ისეთი რაც არ ვიცი.უყვირა მამაკაცმა უჩას.
-ის უნდა გითხრა,რომ თუ კაცი ხარ ქალს უნდა მიხედო,რომ სხვისკენ არ გაიწიოს.
-უჩააააა.უყვირა მირანდამ უჩას.
-შენ მითხარი შვილო,უჩამ ძალა იხმარა შენზე?
-არა ქალბატონო.ერთხელ მოვიდა აქ,მაშინაც მე მეძებდა და უჩა საცოლესთან ერთად იყო.მაშინ ბოდიშის მოხდის წავიდა უკან,არ დამიჯერა.
-საცოლესთან ერთად?თვალები გაუფართოვდა მირანდას.
-რა გაგიკვირდათ,არ იცით რომ თქვენი შვილი დანიშნულია?არ იცით,ეს კი იმას ნიშნავს რომ გაითამაშეს იმ ღამით ეს ყველაფერი.ამ დროს საძინებლიდან დარინა გამოვიდა და უჩას უთხრა.
-უჩააა მოხვედი?რა ხმაურია,მომიტანე ჩემი მარწყვი?
-რა მოგიტანე?შეაჩერდა უჩა დარინას და ვერ გარკვეულიყო თუ როგორ გაჩნდა დარინა მის სახლში.მამაკაცმა უკან ხევით წავიდა და კიდევ ერთხელ მოიხადა ბოდიში,მირანდაც გავიდა ღიმილით სახლიდან და დარჩა მხოლოდ უჩა და დარინა მაგრამ სულ მალე დარინამაც დატოვა უხმოდ სახლი.ვერ გაიმეტა,ვერ შეძლო ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის გამო უჩას რეპუტაცია შელახულიყო ამიტომ კიდევ ერთხელ გასწირა თავი და დაეხმარა.უჩა როცა გონზე მოვიდა და გააცნობიერა რა მოხდა,მის გარშემო მიმოიხედა და აღმოაჩინა რომ სულ მარტო იყო.მთელი დღე მარტო გაატარა,არც უჭამია საღამოს არც დაუხედია საათზე ისე მივიდა დარინას კარებთან და ზარი მისცა.მოულოდნელმა ზარმა კი შეაშინა დარინა და შიშით,აკანკალებული ხმით იკითხა თუ ვინ იყო.
-მე ვარ დარინა გამიღე.გარინამ კარი გააღო და მის წინ დარცხვენილი უჩა იდგა ის კი ასეთ უჩას პირველად ხედავდა.
-მარტო ხარ?
-ყველა შენნაირი გგონია?
-არა,ვიცოდი რომ ვიღაც იკას ელოდი.
-და შენც გადაწყვიტე შეგემოწმებინე,არ მოსულა ჯერ.
-დარინა ნუ მშხამავ,ისედაც არ ვარ კარგად.
-მართალია ვერ ხარ კარგად.ფერი არ გადევს,სხეული გიკანკალებს,თვალები ჩაწითლებული გაქვს,უჩა რა გჭირს,გაცივდი?
-არ ვიცი,მგონი მიქელა მიახლოვდება.
-იმდენი ქალი გყავს გამწარებული,არაა გამორიცხული რომელიმეს წყევლამ არ გიწიოს.შემოდი,გვირილის ჩაის მოგიდუღებ და დაგამშვიდებს.
-უფრო სწორად მადლობის სათქმელად მოვედი.
-ოჰოჰოოო,ეს რაღაც ახალია.
-მართლა,სერიოზულად.მარტო რომ დავრჩი სახლში რაღაც საოცარი ვიგრძენი გულში.ტკივილი ვიგრძენი,სიცარიელე ვიგრძენი.
-ტკვილის გასამკლავებლად უამრავი გზა არსებობს,მაგრამ ყველაფერს აქვს გვერდითი მოვლენები.შენი ჩადენილი სისულეებიც გვერდითი მოვლენაა და მეტი არაფერი,მთავარია სისტემატიური ხასიათი არ მიიღოს ამ სისულეებმა და როცა დაქორწინდები ეს ყველაფერი შეწყდება.
-ფიქრობ,რომ გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში ქალი,რომელიც ამ ყველაფერს დამავიწყებს? დარინას გაეცინა და უთხრა.
-არა მგონია იმდენად იდიოტი ხარ სიყვარული გეწვიოს და შორიდან დაიტანჯო იმის გამო,რომ შენს სისულეებზე უარი არ თქვა.ვფიქრობ,გეყოფა ვაჟკაცობა ყველაფერი გვერძე მიდო და ახალი ცხოვრება დაიწყო.არა მგონია იყო მზად იმისათვის,მთელი შენი ცხოვრება სინანულში გაატარო.
-მართალი ხარ,იქ როგორ აღმოჩნდი არ მეტყვი?
-აააა,თავიდანვე გეთქვა რისთვის მოხვედი,გინდა გაიგო იქ როგორ მოვხვდი.დაივიწყე უჩა რაც იყო,მართლა ვერ შევძლებდი იაფფასიანი კახპა ქალის გამო შენი სახელი ლაფში ამოსვრილიყო.არ აქვს მნიშვნელობა იქ როგორ მოვხვდი,მნიშვნელოვანი ისაა,რომ თავი დააღწიე სუფთად და უხმაუროდ ამ გაურკვევლობას.
-და ისევ შენით.
-დალიე ეს ცხელი ჩაი და წადი დაისვენე,ერთხელ მაინც შეძელი და გაახარე დედა.
-როგორ.
-ადრე მიდი კომპანიაში და დამიჯერე,ამით მის გულს ძალიან გაახარებ.არ გაგრძნობინებს,მაგრამ მიხვდები რომ გაუხარდება.
-მიეჩვევა მერე და ყოველ დილით ადრე მისვლას მომთხოვს.
-არა უშავს,ხან მიხვალ ხან არა.ადე,ადე გაცივდება ჩაი.
ყველას გვტკენია გული,არ არსებობს ადამიანი ტკივილის გარეშე,მაგრამ ისიც უნდა იცოდე,როგორ მოერიო ამ ტკივილს.მიდიოდა დაფიქრებული და გადაწყვეტილებაც მიიღო,რომ ამ მავნე ჩვევას შეეშვებოდა.ჩაფიქრებული შევიდა კომპანიაში და ჯერ სულიერის ჭაჭანება არ  ჩანდა,მხოლოდ დაცვა იყო ფხიზლად და ისინიც გაოცებულები შესცქეროდნენ მობუზულ უჩას.თავის კაბინეტში შევიდა და ისე ჩაიძირა საქმეში,ვერც კი გაიგო როგორ დაადგა თავზე ლევანი.
-უჩა?აქ იყავი წუხელ?
-არა,ადრე მოვედი არ დამეძინა.
-ვიცი მე შენ რაც გაწუხებს,გინდა ვილაპარაკოთ?
-რაზე ვილაპარაკოთ ლევან.
-წავალ ყავას მოვიტან და ჯერ გვაქვს დრო ვისაუბროთ.
-არ წახვიდე,დაცვას დავურეკავ და ამოიტანს.უჩამ დაურეკა დაცვას და ორი ყავა მოატანინა
-უჩა კარგად იცი რომ ჩემი ოჯახი ეს კომპანიაა და შენ შვილივით გიყურებ.გაიგე შვილო,რომ შენს გარშემო მხოლოდ შავი და თეთრი ფერები არ არის.კარგია რომ გაიაზრე შენი დანაშაული,შენი ჩადენილი შეცდომა.დაფიქრდი და გაარკვიე,გაანალიზე შენი როლი შენს ცხოვრებაში,ნუ იქნები მუდმივად განწირული მსხვერპლი და ნუ იქნება ისე შენი ცხოვრება მუდამ ასე იმალებოდე,გარბოდე ყველასგან როგორც გუშინ.
-ლევან აქ ხარ?რატომაა უჩას კაბინეტში შუქი დარჩა ჩართული?მირანდა შემოვიდა კაბინეტში და გაოცებულმა შეხედა უჩას.
-შემოდი დედა საქმის გარშემო ვსაუბრობთ.
-შენ,შენ,შენ ასე ადრე რატომ ხარ აქ.ლევან ეს ჩემი შვილია?
-ნუ გიკვირს ამ დროს ჩემი აქ ყოფნა,და ნუ იქნები დარწმნებული რომ მე არ შემიძლია კომპანიის მართვა.
-ეს წლის ბოლოს გამოჩნდება.
-დედიკო არ შემიძლია ვიმუშავო,როცა ასე მედები ფეხებში.
-დაწყნარდი,მე შემხედე და ისწავლი მშვიდად ცხოვრება.ყველაფერი მოგვარდება,მხოლოდ სიმშვიდე შევინარჩუნოთ.
-შენგან ვისწავლო მშვიდი ცხოვრება?გაეცინა უჩას.
-მორჩი სიცილს და ირონიას,გისმენ რა გაწუხებს,რა გჭირს,რატომ მოხვედი ასე ადრე დღეს,რატომ ვერ დაიძინე.
-არაფერი არ მჭირს,არაფერიიი.იყვირა უჩამ.
-ნუ მიყვირი,მე არავარ შენი ბავშვი.იცოდე,თუ დარინა შენგან ორსულად არის,შენ გაგაგდებ სახლიდან და ვიშვილებ მას და ჩემს შვილიშვილს.შენ არ ხარ შვილის ღირსი და არც განახვებ არასდროს.მარტო ბავშვს კი არა,არც დარინას მიგაკარებ.ადგა და წავიდა,უჩა იდგა გაშეშებული და იმ კარებს უცქერდა,სადაც წუთის წინ გავიდა გაბრაზებული მირანდა.



№1  offline წევრი mia15

კარგი იყო.საინტერესო და დიდი თავი.ველი შემდეგ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ციცინათელა

არ ველოდი ასეთ განვითარწბას და ძალიან შემეცოდა დარინა...
იმედია ახლა მაინცაა ორსულად და მოვა ეს ხისთავიანი ჭკუაზე :D

 


№3  offline მოდერი zia-maria

mia15
კარგი იყო.საინტერესო და დიდი თავი.ველი შემდეგ თავს.

არ დააგვიანდება შემდეგსაც. kissing_heart

სტუმარი ციცინათელა
არ ველოდი ასეთ განვითარწბას და ძალიან შემეცოდა დარინა...
იმედია ახლა მაინცაა ორსულად და მოვა ეს ხისთავიანი ჭკუაზე :D

smiley ამას მეექვსე თავში ვნახავთ ნათელა. blush kissing_heart

 


№4  offline წევრი mia15

???????? კარგია ველი როდის დადებ რომ წავიკითხო

 


№5  offline მოდერი zia-maria

mia15
???????? კარგია ველი როდის დადებ რომ წავიკითხო

blush blush blush დავდებ დღეს.

 


№6 სტუმარი marina

mia15
კარგი იყო.საინტერესო და დიდი თავი.ველი შემდეგ თავს.


ise super genasvale.zalian kargi ikoo❤❤❤❤

 


№7  offline მოდერი zia-maria

marina
mia15
კარგი იყო.საინტერესო და დიდი თავი.ველი შემდეგ თავს.


ise super genasvale.zalian kargi ikoo❤❤❤❤

მადლობა მარინა დეიდა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent