შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ (3)


5-02-2018, 05:06
ავტორი smsamudamod
ნანახია 1 268

- ლილე გღვიძავს? - დარწმუნებული ვიყავი რომ უკვე ეძინა, მაგრამ მაინც მივწერე.
- კი, რა იყო?
ლილეს მთლიანად გავუგზავნე რაც აქ მასზე და ბექაზე დავწერე.
- აუ ძაან ვტირი და ძაან მომწონს. ზურგჩანთით წარმოვიდგინე და როგორ მენატრება!
- ბოდიში რო ყველაფერი თავიდან გაგახსენე.
- მალე წერე რა, რომ არ ვიცოდე და უცხოს თვალით რომ ვკითხულობდე მოგონილი ისტორია მეგონებოდა.
- ხო და როგორ გავუსვა ხაზი რომ ნამდვილ ამბებს ვწერ?
- რომ დაამთავრებ ბოლოს ერთი თავი მაგაზე დაწერე, რომ ეხლა ერთად ვსხედვართ სინამდვილეში სულ სხვა სახელებით და მართალია ჩვენი ისტორია წიგნში მთავრდება, მაგრამ მეგობრობა სამუდამოდ გრძელდებათქო რა.
- ალბათ წერას არ დავამთავრებ ისე მომეწონა და გავწელავ "ჩემი ცოლის დაქალებივით"
- სანამ რომელიმე არ მოვკვდებით?
- ეხლა ვფიქრობ რა ისტორია მოვყვე, ირაკლიზე და ნიკაზე დავწერო?
- ჰო, ან სკოლის ამბები.
- კაი, გამოგიგზავნი ხოლმე.

მე და ნია

- ნია, ჩვენს ცხოვრებაზე ფილმს რომ იღებდე, რომელი კადრით დაიწყებდი? - ვკითხე სიმთვრალეში სახლისკენ მიმავალ გზაზე.
- ბაღში რომ გავიცანით ერთმანეთი, პირველი დღით რა
- მე რამე ძაან მხიარული ახალი სიტუაციით დავიწყებდი და მერე მომენტებად ჩავსვამდი ბაღის კადრებს.
- ჰო, ეგეც შეიძლება, ირაკლისდა ნიკას კადრებიც იქნებოდა, მგონი ყველაზე ბედნიერები მაშინ ვიყავით.
- ჰო მეც მგონი, ნეტა რაზე ფიქრობენ ეხლა?
ირაკლი ის ბიჭია, ნიას რომ უყვარს. ნიკა მაგის ძმაკაცი, მე რომ მიყვარდა, სანამ კიდევ არ ვნახავ დაზუსტებით ვერ ვიტყვი ისევ მიყვარს თუ არა. ირაკლი და ნიკა თითქმის ერთი წელია არ გვინახავს, უფრო მეტიც, არც გვილაპარაკია მათთან.
მე და ნია 2016 წლის ზაფხულში ერთად ვისვენებდით ზღვაზე, ლილე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ წამოვიდა. მე და ნია ყველგან განსაკუთრებულ ყურადღებას ვიქცევთ ხოლმე, ზღვაზეც ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, უფასო შეზლონგები, გამაგრილებელი სასმელები, პირადი მაშველი, სკუტერები და ზღვის ლეიბები, მოკლედ არაფერი გვაკლდა იდეალური დასვენებისთვის.
ღამენათევებს შუადღემდე გვეღვიძა და პლიაჟზე მაშინ გავდიოდით, როცა ყველა მწველ მზეს ემალებოდა.
- ხალხი მიდის და თქვენ ეხლა მოდიხართ? ითვლი მაინც მერამდენე პირი კანი გძვრება? - სიცილით კვდებოდა ჩვენი მაშველი და თან ნიას გაწითლებულ ცხვირს აკვირდებოდა.
- აბა აქაც დილის 7ზე თუ გავიღვიძეთ რა დასვენება გამოვა?
- დამახინჯებული რო ჩახვალ თბილისში და თავს რო ვერ გაყოფ გარეთ მერე თქვი კარგად დავისვენეო.
- ო, მოიცა რა, ჯობია გაჩუმდე და ზღვაში ჩამომყვე, ცურვის გაკვეთილების დროა, ხო გახსოვს, წასვლამდე ნიასნაირად უნდა ვცურავდე - შევახსენე ჩვენს მაშველს.
მაშველი თამაზა, ჩვენთვის თაზუკა, საოცრად მხიარული და ხალისიანი ტიპი იყო, მაგარი ტანი ქონდა და სახეზეც ვერაფერს დაუწუნებდით. ზოგადად, "პლავკებში" ბიჭის ამოცნობა ძნელია, მითუმეტეს თუ კარგი ტანი აქვს გოგოები მარტივად ვტყუვდებით. ერთ საღამოს თაზუკა ჩაცმული რომ ვნახეთ ვერ ვიცანით, რაღა დაგიმალოთ და საშინლად არ მოგვეწონა.
- აგერ იქ რო ბიჭი ზის სათვალიანი მწვანე შეზლონგზე ხო ხედავ? - თითი გაიშვირა თაზუკამ.
- მოვეწონე? - ისე ვკითხე არც გამიხედავს იმ ვიღაცისთვის.
- შენი სახელი იკითხა, მაგარი ლამაზი გოგოაო.
- მერე უთხრეს?
- ეგ იცი ვინ არის? სადაც შეზლონგები ქირავდება აქ სულ ყველა მაგისია.
- ვა, თურმე რა ბედი მქონია, აქ რომც გაიკითხოს ჩემზე ვერავინ ვერაფერს ეტყვის და პირადად ჩემგან გადასცენ რო მაგაზე ბევრად მაგარი ტიპი ვარ და რამდენ შეზლონგსაც ეგ ფლობს იმდენი კარგი ბიჭი მეტრფის.
- ვაი, ვაი, ადექი ჩამოდი წყალში თორე სულ გამოგაშტერა ამ შუადღის მზემ, ეს კიდე მეორე სულელი ასაფხეკია უკვე ისე დაიწვა - იქოთქოთა თაზუკამ და პირდაპირ შეზლონგებიანად ჩაგვაგდო ზღვაში.
თემო ყოველდღე ურეკავდა ნიას და საათობით ლაპარაკობდნენ, თემოს აზრადაც არ მოსვლია ნიას სანახავად ჩამოსულიყო. სამაგიეროდ ეს აზრი სხვას მოუვიდა თავში. მოულოდნელად ნიას ტელეფონზე უცხო ნომერი გამოჩნდა:
- რომელი ხარ?
- გამარჯობა ნია...ირაკლი ვარ, ორი კვირის წინ ზღვაზე რომ იყავი შენს მშობლებთან ერთად...მაშინ გაგიცანი...გახსოვარ? ნია ხო? Facebook-ზეც დაგამატე...შენი ნომერი შენთვითონ ჩამაწერინე მაშინ ერთად რომ უნდა წამოვსულიყავით თბილისში, გახსოვს? მაგრამ შენ ადრე წასულხარ...ვეღარ გაუძელი შენს მშობლებს?
- ...კი...კი, როგორ არ მახსოვხარ, როგორ ხარ? - ნია ისე დაიბნა როგორც არასდროს.
- კარგად, მადლობა, ისევ ზღვაზე ხარ? შენი სურათები ვნახე და...ვიფიქრე... - ირაკლი აშკარად ნიაზე მეტად ნერვიულობდა
- ჰო...გისმენ... რა იფიქრე?
- ნიკა ვარ რა, წავართვი ამას ტელეფონი ერთი საათია ცდილობს რაღაცის თქმას და ვერ გითხრა, მოკლედ გურიაში ვართ ჩვენ და რავი წინააღმდეგი თუ არ ხარ დღესვე გადმოვიდოდით და გნახავდით რა - უცებ მიაყარა ნიკამ სათქმელი.
- არა რა წინააღმდეგი, პირიქით, საღამოს ალბათ აქ იქნებით უკვე ხო?
- წესით კი, დაგირეკავთ.
- კაი ნიკა დროებით - ნიამ გაოგნებული სახით დადო ტელეფონი და მე მომაშტერდა.
- რა ხდება ვინ ჩამოდის? ძაან გთხოვ ვინმე ნორმალური თქვი.
- გოგო, მოიცა ჯერ შოკში ვარ, რა ხდება ჩემს თავს? ირაკლიზე რო ვყვებოდი გახსოვს? - ნიას გაოცებულ სახეზე ღიმილი არ შორდებოდა, თვალები საოცრად უბრწყინავდა.
- ეგ ჩამოდის?
- ხო, ეგ და ნიკა, თავის ძმაკაცი, გურიაში ვისვენებთ და გადმოვალთო, საღამოს აქ იქნებიან, არ მჯერა.
- ჰმ, არადა ვიფიქრე დღეს საღამოს თაზუკა იმ შეზლონგების ბოსს გამაცნობდათქო, არაა ცუდი ბიჭი ხო იცი, მერე უკან გაიხედე მანდ ზის და დააკვირდი როგორი ტატუ აქვს, ჰაჰა, მარა შენ ვის ტატუზე უნდა გაგეცინოს, იმხელა ცხოვრების შეცდომა გახატია ხელზე - სიცილით ვეუბნები ნიას, რომელიც უკვე ცდილობდა შეუმჩნევლად გაეხედა შეზლონგასკენ.
- კაააიიი რაა, ამის ფონზე ჩემი ტატუ ძაანაც მშვენიერია, თან ნახე რა ვიფიქრე, ესენი გვერდებზე რო მოვაშორო ლაზერით და მარტო ეს ადგილი დავტოვო შუაში და ზემოთ და ქვემოთ ხაზები გავუკეთო - წარმომიდგინა ტატუს გადაკეთების ახალი გეგმა.
საღამოს სახლში ავედით, გადავივლეთ და სასეირნოდ მოვემზადეთ. ირაკლის და ნიკას აღარ დაურეკავთ, არც ჩვენ შეგვიხსენებია მათთვის ჩამოსვლას რომ აპირებდნენ.
ჩემი ტელეფონი რეკავს:
- პაატა ვარ, მიცანი?
- პაატას არავის არ ვიცნობ, სხვაგან მოხვდით.
- სწორად მოვხვდი, დღეს პლიაჟზე რომ იყავი არ მოგახსენეს ჩემზე? აბა კარგად დაფიქრდი და მიხვდები ვინც ვარ - მეუბნება ზედმეტად ამაყი ტონით
- უი, შეზლონგი ხო? შენი სახელი რომ არ უთქვამთ? ნამდვილად გაეცი ეგ ბრძანება?
- ჰაჰა, მოდი ამდენ ლაპარაკს გამოდი და მნახე, აგერ ვზივარ თქვენი სასტუმროს წინ, ხოდა კიდე, აივანზე შიშვლები ნუ გამოდიხართ ხოლმე, ათასი გიჟია, მე და ჩემი ბიჭები ათასივესგან გიცავთ მაგრამ რატო უნდა აფიქრებინოთ ვინმეს რამე.
- ... - უცებ ვეღარ მივიფიქრე რა მეთვა.
- მოკლედ, იმედია დიდხანს არ მალოდინებ.
ამ დროს ნიას ირაკლიმ დაურეკა, ჩამოვედით და თქვენს სასტუმროსთან ვართო.
ირაკლისთან და ნიკასთან ორივე უცხოდ ვიყავით, მე და ნიკამ განსაკუთრებით ცივად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი, ტელეფონზე ლაპარაკობდა და არც შემოუხედავს ჩემთვის. მერე ირაკლი და ნია წინ მიდიოდნენ, უკან - ნიკა, ნიკას უკან - მე. მერე პლიაჟზე დავსხედით, უკვე ბნელოდა, ბიჭებს რაც ვკითხე ყველაფერზე ღადაობით მპასუხობდნენ და ნერვები მომეშალა. ვიფიქრე ავდგები და იმ პაატას ვნახავმეთქი და ჩვენი სასტუმროსკენ წავედი. გზაში ვიფიქრე, რამე არ მოვიწიო მარტო რო მივცანცარებ სიბნელეში იმის სანახავადმეთქი და თაზუკას დავურეკე. ყველაფერი მოვახსენე და 2წუთში ჩემთან გაჩნდა.
- მზის დარტყმა გაქ დედას გეფიცები თუ ვცდებოდე, სად მიალაჯებ ამ შუაღამისას? მე
მოვედი და გითხარი კარგი ბიჭია და შეხვდითქო? უტვინო რო ხარ, კიდე კაი მოიფიარე და დამირეკე მაინც.
- დავპირდი და მელოდება და რა
ვქნა ეხლა?
- დაპირდი შენც ეხლა ავთანდილი არ მყავდე ტარიელს რო დაპირდა დავბრუნდებიო. რა იყო კიმარა მოგეწონა თუ რას შეპირდი მოვალო? კიდე ხოარ შეპირდი რამეს? გასაგლეჯი ხარ შენც და შენი დაქალიც, ეგ სადღა გდია?
- აუ ძაან ნუ გადამლანძრე რა ან დამიდექი გვერდში ან მიმატოვე, მარტო ვერ ვნახავ, არ ვენდობი.
- მე წამოგყვე? ებეეე, რა მოიგონე? იმ ჭკუის ვარ მაგასთან ვაბირჟაო?
- ძაან ცუდი ტიპია?
- ვისთვის როგორ, მაგას ჩემი ისე ეშინია როგორც თაგვს კატის. შენ მიდი ნახე, მე მანდვე დავიმალები და თუ რამე საეჭვო შევამჩნიე ეგრევე დაცვის რეჟიმს ჩავრთავ რა.
- ჰაჰა, აუ მგონი ძაან გავერთობით თამაზიკ.
პაატას თავის ქების გარდა არაფერი უკეთებია, სულ იმას მიყვებოდა თუ როგორ უჭირავს მუჭში მთელი შავიზღვისპირეთი. მოკლედ, ეგეც მოსაბეზრებელი აღმოჩნდა და გადავწყვიტე პაატას მოვშორებოდი, ამ დროს ნიამ დარეკა:
- ნომერში ამოდი ოღონდ რაც შეიძლება მალე, ძაან ცუდად ვარ გული მიმდის და ძაან მეშინია, მალე ამოდი გთხოვ - მეუბნება ცოცხაკმკვდარი ხმით.
ნიას ხმამ ისე შემაშინა პაატას არც დავემშვიდობე და სასტუმროსკენ გავიქეცი, კიბეებზე წამებში ავირბინე, ნომერში შევვარდი და კართან გავშეშდი, ნია, თაზუკა, ნიკა და ირაკლი ერთმანეთს აკვდებიან სიცილით. ჩემს შეწუხებულ სახეს და პაატას ბაქიბუქს ყველა ერთად ადევნებდა თურმე აივნიდან თვალს და ნიას ვითომ ცუდად ყოფნაც აფერისტობა იყო, ეგონათ პაატა მომეწონა და ჩემი ნებით არ ამოვიდოდი სახლში.
ჩვენ დალევა დავიწყეთ, ბევრი ვიცინეთ და ვილაპარაკეთ. თაზუკა მალევე წავიდა სახლში, ნია და ირაკლი აივანზე ისხდნენ, ნიკა ლოგინზე იწვა, აშკარად ცუდად იყო და ჩაეძინა. მე არ ვიცოდი რა მეკეთებინა. ცოტა ხანში ნიამ და ირაკლიმ განაცხადეს, ჩვენ პლიაჟზე გავალთ და იქ გავათენებთო. ჩვენს ლოგინზე წევს ბიჭი, რომელიც დღეს გავიცანი და გათიშულს ძინავს. რა ვქნა? უნდა მივუწვე და დავიძინო, იმას ისე ეძინა დილამდე მაინც არ გაიღვიძებდა.
ჩვეულებრივად გავიხადე ტანსაცმელი, ჩავიცვი ლოგინის შორტი და თავისივე მაისური და ჩავწექი თავისუფალ მხარეს. ვიწექი და ვაკვირდებოდი ნიკას. ნიკამ უცებ თვალები გაახილა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent