იქ სადაც 5
სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა ჩემი პირველი კოცნა, მართალია მე ის ცოტა უფრო სხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ რაც წარმომიდგენია მათ შორის ყველაზე უცნაურად მოხდა რეალურად, სიმართლე, რომ გითხრათ უნდა გამოგიტყდეთ იმაში, რომ ხშირად ვფიქრობდი, „ ნეტა სიყვარული თუ არსებობს? ან თუ არ არსებობს რატომ ჰგონიათ, რომ არსებობს? ან თუ არსებობს რამდენხანს გრძელდება? ან თუ არსებობს და მეწვევა რა გზოთ მოხდება ეს? ან თუ არარსებობს და ისე მოხდება რამე ისეთი ჩემთან როგორი იქნება?“ ამჯერად კი ეს სვირინგებიანი ნამდვილად არ მიყვარდა, მაგრამ მაინც რატომ მომეწონა მისი კოცნა ან შეხება? ფიქრებში გართულს თითქოს თან მეღიმებოდა და თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი იმიტომ, რომ სულელურად ვიქცეოდი და საკუთარი თავი დავკარგე ვიღაც ბომჟი ტიპის გამო. იმდენად გავერთე ფიქრებში, რომ გზა შეუმჩნევლად გავიარე და საავტომობილო, მთავარ გზაზე ფიქრებში გართული გადასვლას ვაპირებდი, რომ მკლავში ისევ ძლიერი მოჭერა ვიგრძენი. - ასე ძალიან თუ აღარ გინდოდა ჩემი ნახვა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, მაგრამ შენდა სამწუხაროდ მოგიწევს. მის მკლავებში გახვეული და მის ტანზე აკრული, სუნთქვა გახშირებული, პატარა ბავშვივით მოდუნებული ვარ, იმდენად გათიშული, რომ პასუხის გაცემასაც კი ვერ ვახერხებ, მისი სუნამოს სუნი თავბრუს მახვევს, ცივი სურნელი, „ ცივი“ და რაც სიტყვა „ცივს“ უკავშირდება ყველაფერი მომწონს, მაგრამ გონს მალევე რამოდენიმე წუთში მოვდივარ და იერიშს აღარ ვაგვიანებ. - შენი ნახვა? სასაცილოა, მე შენ კი არა მხოლოდ შენს შავ კაპიშონს ვდედავ ყოველი ჩვენი შეხვედრისას. ირონიულად გავიცინე და ხელის კვროთ მოვიშორე. - ამის მეტი მიზეზი არარსებობს? - მეტი მიზეზი რაღა გინდა! ჩუმად და გარკვევით ველაპარაკები და თან ნერვიულად ვათამაშებ თითებს. - ნუ მეტლიკინები. ისევ მკლავში მიჭერს და თავისთან ახლოს მიბიძგებს, მკლავი ძალიან მტკივა. - აუუ ჯანდაბა, გამიშვი, მტკივა, მართლა თოჯინა კი არ ვარ. ტკივილით ვიგროხები, მაგრამ ვითომც არაფერი ისე აგრძელებს ლაპარაკს. - სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც ვერ მომიშორებ, თუმცა ვერსადაც ვერ წახვალ, სანამ ამას მე არ მოვინდომებ. ჩემი მკლავი ისევ ხელში აქვს მოქცეული, მე ისევ ტკივილით ვკვნესი, ამ ყველაფრის დანახვისას ერთ კეთილშობილ გამვლელს გული ეტკინა და უეცრად ჩვენთან გაჩნდა, მაღალი, ქერა თმით და ცისფერი თვალებით, მაგრამ სუსტი ბიჭი. - ხელი გაუშვი გოგოს. წყნარი ტონით მიმართავს სვირინგას. - ძმაო შემეშვი. ისიც წყნარი ტონით პასუხობს ისე, რომ ზედაც არ უყურებს. - გითხარი გაუშვი მეთქი. მოუმატა ტონს და ახლა უკვე ყვიროდა, ძალიან შემეშინდა, ვიცოდი, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა და ასეც მოხდა, ჩემთვის ხელი არც გაუშვია, ცალი ცელით ისეთი უთავაზა ქერას, რომ ბიჭმა სამი ნაბიჯით უკან დაიხია ინსტიქტურად, მერე ისევ შეტევაზე გადმოვიდა, ის ხელს ისევ არ მიშვებდა, ქერას მუშტი დაუბლოკა და ამჯერად უკვე წიხლით დააგდო ძორს, შემეშინდა, ვცადე დავხრილიყავი და დავხმარებოდი, მაგრამ სვირინგამ ხელი ისევ მომიჭირა და ადგილზე გამაშეშა, მერე ქერას მიუბრუნდა. - მე გაგაბრთხილე. მისი მუშტიდან სისხლი წვეთავდა, ის იყო ინსტიქტურად შევახე თითი, რომ ისევ მხარზე მომიგდო, დიდი კივილის და რტყმის მიუხედავად, მაინც აგრძელებდა გზას. - ხელი გამიშვი, შე არანორმალურო, დამსვი ძირს, თორემ... - თორემ რა? მცემ? გადაიხარხარა სვირინგამ და ისევ უდარდელად განაგრძო გზა. - იდიოტი ხარ. - ბევრს ნუ ტლიკინებ. მე მაინც არ ვჩერდებოდი და ვაგრძელებდი მის ლანძღვას. - იდიოტო, სადისტო, საზიზღარო, ვირო, ძროხა, მუტანტო, არანორმალურო, უგრძნობო... ის კი ისევ სტვენით, ნელ- ნელა მიუყვებოდა კიბეებს, უკვე მეოთხე სართული დაამთავრა და ბოლო კიბე რჩებოდა ისიც, რომ აიარა, სახლის კარი შეაღო და კოლიდორში უნდა ჩამოვესვი მხრიდან, როცა უეცრად ხელი მომიხვდა და კაპიშონი მოვაძრე. ჩამომსვა, თმა გაისწორა და ირონიით შემომხედა. - მიიღე რაც გინდოდა? მისი ლურჯი, შეგახსენებთ ლურჯი და არა ცისფერი თვალები, რომელთაც თითქოს თეთრად სინაზე უელავდათ, მისი შავი თმა, რონელიც საკმაოდ მოწესრიგებული და მოვლილი მაღლა ქოჩორივით რომ ჰქონდა, მისი ტატუირებებით სავსე ყელი და ხელები, მისი გრძელი წარბები და გრძელი წამწამები, გამოყვანილი ტუჩები და დახვეწილი ყვრიმალები, მისი დავენიანებული ხელები, არ ვიცი რაღაც მომენტში შოკში ჩავვარდი, მერე სუნთქვა შემეკრა, უხერხულობისგან გავწითლდი, მაგრამ მაინც მოვაბი თავი მეთქვა. - ასეთი ძნელი იყო? მან ისევ ირონიულად შემომხედა და ჩაეცინა. - ხომ მიიღე რაც გინდოდა. ჩემი ყურადღება მისმა დასისხლიანებულმა ხელმა მიიპყრო, მინდოდა მენახა რამე სერიოზული ხომ არ იყო, სიმართლე გითხრათ მეც არ ვიცოდი რაში და რატომ მაინტერესებდა, მაგრამ სიმართლე ერთი იყო, მაინტერესებდა და მორჩა, თან მეშინოდა მიახლოების, თან მერიდებოდა, თან არც მინდოდა ეფიქრა, რომ მომწონდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე ნელ-ნელა მივვახლოვებოდი, შიშისგან გული ყელში მებჯინებოდა და ფეხები მიკანკალებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი, როგორც იქნა მივაღწიე, ხელი დავადე მის ლავასავით გახურებულ ხელზე, გაჭრილ დასისხლიანებულ ხელზე შევეხე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მეგონა ან შეხტებოდა ან რაიმე მსგავსი, მაგრამ შებცდი, მსგავსი რეაქცია არ ქონია, პირიქით, იდგა და უემოციოდ მიყურებდა, არ ვიცი ადამიანი ასეთი უგრძნობი როგორ შეიძლება იყოს, მის დასისხლიანებულ ხელს, რომ ვეხები მე ვხდები ცუდად და ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ის ასე იდგეს და არაფრისმთქმელი სახით უყურებდეს როგორ ვათვალიერებ მის იარას, თითები მოვაშორე და სწრაფად შევბრუნდი, მინდოდა ბამბა და ბინტი მომეტანა შესახვევად, მაგრამ ხელი მომკიდა და ისე შემომაბზრიალა კინაღამ წავიქეცი. - ვინ გეკითხება? ამაზე გაბრაზებული ხელს ვაშვებინებ და დაბღვერილი, თითისწვერებზე აწეული ვუყურებ თვალებში. - მადლობა თქვი, რომ შეხვევა მინდოდა. ისევ ირონიულად ეღიმება. - მადლობა. ნაგლად მიღიმის, მე ვტოვებ მას და სამზარეულოში შევდივარ. - აქედან წადი მერე რა, რომ ახლა მომაბრუნე, ხვალ მაინც წავალ. ვიცოდი, რომ ამ სიტყვებზე გაგიჟდებოდა, თითქოს აღარც მეშინოდა, პირიქით მომწონდა, რომ ვაბრაზებდი, მართლაც ასე მოხდა, რამოსენიმე წუთში აბაზანაში შემოვიდა და ჩემს წინ დადგა. - ვერსად ვერ წახვალ. კატეგორიული ხმით თქვა და ახლა უკვე მაგიდას მიუჯდა. - სტუმარს ყავას არ გაუკეთებ? თვალებით მადუღარისკენ მიმანიშნა და ისევ ის ირონია მოეფინა სახეზე. - შაქრიანი თუ უშაქრო? ირონიულადვე ვუპასუხე. - არ გეხუმრები, ყავა მართლა მინდა. - მე არ მინდა. - ყავა მოადუღე. ისევ იმ სიბრაზემ გამოიღვიძა მასში. - არ მინდა და არ მოვადუღებ. ფეხზე წამოდგა და მაგიდიდან სამარილე გადმოაგდო. - გითხარი ყავა მოადუღე. სიბრაზისგან მუშტები შეკრა და ჩემსკან წამოვიდა. - არ მინდა. ჯიუტად ვუმეორებდი იქამდე, სანამ ჩემამდე არ მოაღწია, სიბრაზით ლამის აკანკალებდა, ხელი სამზარეულოს დაარტყა, მერე მის მკლავებში მომაქცია, მიმაბრუნა სამზარეულოსკენ და ყავის ყუთი ამაღებინა, ხელი ხელზე დამადო და ისე მაკეთებინებდა ყავას, თან ვგრძნობდი როგორ ბრაზობდა. როცა უკვე ყავის კეთებას მოვრჩით და გაზქურაზე დავდგით ისევ მომაბრუნა, ხელზე მომიჭირა და თვალებში ჩამხედა. - რასაც მე გეუბნები ის უნდა გააკეთო, გაბრაზებული ისევ ვაშვებინებ ხელს. - მე შენი მარიონეტი არ ვარ, რომ ისე მათამაშო როგორც შენ გინდა. ვიბღვირები და ისევ ვიშორებ. - არავის უთქვამს, რომ მარიონეტი ხარ, მარიონეტი, რომ იყო უფრო კარგი იქნებოდა. - ჰო და დატკბი იმედგაცრუებით. ყავა მოიხარშა, მიბრუნდა, რომ გამოერთო გაზი, მე ამასობაში ჩემთვის, ფანჯრის მინებზე რაღაცეებს ვხატავდი. მშვიდად დაასხა ჭიქებში ყავა და მაგიდაზე დადო, მისი შემხედვარე სიცილს ვერ ვიკავებდი, მერე კომფორტულად მოთავსდა სავარძელში და მეც მანიშნა დავმჯდარიყავი, მეც აღარ შევეწინააღმდეგე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.