თავადაზნაურული ამბები (6)
წვეულების შემდეგ,ჩვენი პენსიონერი ნიკოლა ,რამდენიმე დღით საერთოდ გაქრა და აღიგავა პირისაგან მიწისა.არც იოანე ახსენებდა ჩვენთან ყოფნისას და არც თავისი მშობლები.მხოლოდ ქალბატონი ნინო თუ იტყოდა ხოლმე,ერთ გესლიან ფრაზას: „იმ გველს თავი კარგად ვერ წვაწყვიტე ეტყობაო“. ეს იყო და ეს, „იმ გველში“ რომ ანიუტა მოიაზრებოდა,მაგას კითხვაც არ უნდოდა.ეტყობა ჯერ კიდევ გერმანიაში ბრძანდებოდა და ვაჟბატონსაც არ ეცალა დანარჩენი მოკვდავებისთვის.მიუხედავად იმისა,რომ ჩემს თავში ერთი, მეტად საინტერესო რამ აღმოვაჩინე,რომელიც უფრო მამწუხრებდა,ვიდრე მაბედნიერებდა,მაინც მხიარულად ვიყავი,რადგან იოანე და ანანო ერთად,იმაზე მაგარი კომედია იყო,ვიდრე წარმომედგინა.რაც შეეხება,ჩემს თავში აღმოჩენილ ახალ გრძნობას,სახელად „ქრონიკული ფორიაქი“ დავარქვი.ყოველ წუთსა და წამს ორგანიზმი ფუს-ფუსსა და ფორიაქში იყო.თითქოს ყოველ წამს რაღაც სიახლეს ელოდა.ჩემი დიდი დაკვირვებით კი დავასკვენი,რომ ამ სიახლეს ნიკოლა ერქვა.რომელიც არსაიდან არ ჩანდა და ამ „ქრონიკულ ფორიაქს“ ყოველი დღის ბოლოს სენტიმენტალურ იმედგაცრუებად მიქცევდა ხოლმე.ვაკონკრეტებ,მხოლო დღის ბოლოს იჩენდა ეს უარყოფითი გრძნობა თავს,რადგან დანარჩენი ათი თუ თერთმეტი საათი ანანოს და იოანეს „გაიწი-გამატარეს“ ვუსმენდი,რომელიც საყურებლად უკეთესი იყო. -გოგო დღეს „ჩცდს“ ვუყუროთ რაა,მაგარი ღადაობები აჩვენეს ანონსში! -კაიი,საღამოს ჩავუსხდეთ ერთად-გავუცინე ანანოს და თან იოანეს გადავხედე,რომელიც ტუჩებს ისე აცმაცუნებდა,რომ ზუსტად ვიცოდი,რაღაცის თქმა უნდოდა. -მაგ შ...ჩემას თუ ჩცდს თქვენც უყურებთ?-მომაბეზრებლად აატრიალა იოანემ თვალები და ისევ თავის ტელეფონს მიუბრუნდა. -ჩცდსა და ს შორის მგონი დიდი სხვაობაა!-თავისი ჭკუით ანანომ მოაკეტინა. -მართალია,შ...ჩემა უფრო ასწორებს!-ცივი ცისფერი თვალებით ამოხედა ანანოს,ისე როგორც ქალბატონ ნინოს სჩვევია ხოლმე-ისე იმ დღეს,ვწევრთ საწოლში და მაგ სერიალის გამო,მარიამმა ზურგი მაქცია,არ მცალია ჯერ შენთვის,ამას უნდა ვუყუროო,რა ნახეთ ეგეთი მაგ სერიალში? სერიალში გამცვალა გოგომ-ახლა მე მომიბრუნდა კითხვით. -ეტყობა იმ საქმეში იმდენად მაგარი ვერ ხარ,რომ სერიალზე მეტად დაინტერესებულიყო შენით-პასუხის გაცემა დამასწრო ანანომ,თან მისგან ასეთმა სითამამემ გამაოცა. -და შენ რა გესმის „იმ“ საქმის?-ირონიულად გაუცინა იოანემ,თან ბოროტული ჩაცინებით მიახვედრა,უკვე ცუდადაა ანანო შენი საქმეო. -მესმის!-ისე ამაყად განაცხადა ქალბატონმა,გეგონება საწოლიდან საწოლში გადადის ყოველ ღამეს. -ალბათ, გაგიგია კარგიაო!-ირონიულ მზერას არ აშორებდა იოანე და ანანოს თავდაჯერებულობაც ქრებოდა. -და შენ რა იცი,წამიკითხავს თუ გამომიცდია? -ჯერ ისეთი პატალა ხარ,რომ ს..ქსის ნაცვლად „იმ საქმეს“ ამბობ და მაგაზეც წითლდები.ნამდვილად გამოცდილი ქალისთვის დამახასიათებელი თვისებები გაქვს!-ნიშნისმოგებით გაიღიმა,თან მის თვალებში იკითხებოდა,რომ ამ ჩემს პატალა დაქალს სიამოვნებით ჩაყლაპავდა. -უბრალოდ,ზრდილობიანი ვარ შენგან განსხვავებით!-არ დაეცა ანუშკა ზურგზე. -არაუშავს,საყვარელო,მაგ საქმეშიც დაგხვეწავ-თვალი ჩაუკრა გაწითლებულ ანანოს და ოთახი დატოვა. -რაო? ეს მე მითხრა? ხომ სწორედ გავიგე? ანუ ის იგულისხმა,რაც მე მგონია რომ იგულისხმა?-გადაწითლებული ანანო ცოფებს ყრიდა და ბალიშებს აქეთ-იქით ისვრიდა.ბოლოს მიხვდა,რომ ჩემგანაც დაცინვის მეტს ვერაფერს ეღირსებოდა და თავის ოთახში გატანტალდა. სწორედ ასეთი იყო,მათი ყოველი დიალოგი.ქალბატონ ნინოს ტყუილად კი არ დაუდგამს ჩემი დაქალისთვის თვალი.ზუსტად ვიცოდი,იოანეც მაგრად ერთობოდა მისი გაბრაზებით,რადგან გაბრაზებული ანანო ყველაზე საყვარელი რამ არის ამ დედამიწაზე. სანამ ბატონი ნიკოლა დაკარგულების სიაში ეწერა და ჰორიზონტზე არ ჩანდა,ჩვენ გიოს ნახვაც მოვასწარით.ეს ბიჭი ახალგაზრდობაში ხომ სიმპათიური იყო,მაგრამ დაკაცება ისე მოუხდა,რომ ლამის ეკას ქოჩორი გავაცალო ჩემი ხელით,ასეთი თხა და ვირი რომ არის.გიომ მე და ანანოს მანქანით გამოგვიარა და ერთ-ერთ საკმაოდ სასიამოვნო კაფეში დაგვპატიჟა.ძველი სტილის,მყუდრო ადგილი იყო.თავი ბებიაჩემმის სოფლის სახლში მეგონა,იმდენად შინაურული და თბილი აურა ტრიალებდა.სანამ მე გარემოს დათვალიერებით ვიყავი გართული,გიოს და ანანოს შეკვეთაც მიუციათ. -აბა რას შვებით გოგოებო? გამაგებინეთ წესივრად,აქ საიდან მოხვდით,თან დადიანებში? -არ იკითხო,გოგოს ვათხოვებთ!-დაიკრიჭა ჩემი ცოტა შტერი დაქალი და თავით ჩემზე ანიშნა. -რაოო? ვის მიყვები? რატო გამომაპარეთ? არ მითხრა იოანეს? -რააა?-იმხელა ხმაზე იყვირა ანანომ,რომ გვერდით მსხდარი წყვილი შეხტა-არა,რა თათია და იოანე,ხომ არ გაგიჟდი? -იცოდე,ამაზე სახლში დავილაპარაკებთ პატარა ქალბატონო-ჩუმად ჩავჩურჩულე ანანოს-ესეიგი იოანე შენთვის გინდა არა?-დარცხვენილმა ანანომ შოკი მიიღო და ვეღარც ამოაღებინა გიროგიმ ხმა. -არა გიოო,იოანე საჩემო არაა.მე უფრო ასაკოვანი,ნაოჭიანი,მელოტი და პროთეზიანები მხვდებიან ხოლმე წილად. -მოიცა,ვერაფერი გავიგე!-გაოცებული ბიჭი ხან მე მიყურებდა, ხან ანანოს. -მოკლედ გიი,მოემზადე,მაგარი გარიგების ამბავი უნდა მოგიყვე-გიოს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევით,წამოსვლის წუთიდან გუშინდელ დღემდე ,რაც კი რამე მომხდარა. -ვააა,ვააა.... ლელაჩკას და ნინოს საღოლ.არა რაა,მიყვარს ორივე! -მოკლედ,აქ რომ ნიკოლას გამო არ ჩამოვიდოდი ხომ იცი?-ეშმაკურად გავუცინე გიოს. -მაგას კითხვა უნდა? შენ და გარიგებები? ვიცი რა გავარდნილი ბავშვიც ხარ-გაიცინა და თმა ამიჩეჩა,როგორც ეკას უჩეჩავდა ხოლმე. -ესე ეკას უჩეჩავდი ხოლმე თმას.გახსოვს?-სევდიანად გაუღიმა ანანომ. -მახსოვს,მახსოვს... მე ყველაფერი მახსოვს რაც ეკასია-მზერა ორივეს მოგვაშორა და ფანჯრისკენ გაიხედა,თითქოს ჰორიზონტზე,სადღაც ეკას დანახვას ცდილობდა. -მერე რატომ იტანჯავთ თავს?-ვკითხე გაცეცხლებულმა. -მეეჭვება ქალბატონი იტანჯებოდეს უჩემობით!-ირონიულად ჩაილაპარაკა და მაგიდაზე მდგარ ყავის ფინჯანს დააშტერდა. -ესე როგორ ლაპარაკობ? ნუთუ საერთოდ არ იცნობ ეკას? ამდენი წელი ერთად იყავით და არ იცი როგორია? არ იცი,რომ შენზე ჯიუტია? რომ საკუთარ გრძნობებს მოაკვლევინებს თავს და მაინც არ დათმობს სიჯიუტეს? ხომ იცი,რომ შენი ერთი ზარი და მისთვის ყველაფერი ძველებურად იქნება? ხომ იცი,რომ შენსავით არავის შეიყვარებს და შენც ვერავინ გაგაბედნიერებს ისე,როგორც ეკა?რატომ მჭირდება ორივესთან იმის ახსნა,რაც შენც და მანაც სინამდვილეში ათი თითივით იცით? -უკვე ცოტა მაკლდა და გიოს ქეჩოში მოვკიდებდი ხელს,რომ ცოტა შემერყია. -თათია,ყველაფერი ისე მარტივად არაა,როგორც შორიდან ჩანს! მე დიდი ხნის წინ გადავხარშე და აღარ მინდა ამ თემის კიდევ განხილვა! -შენ არ გინდა,ტრიფონს უნდა-ჩაერთო ლაპარაკში ანანო და ჩვენი ხარხარიც დაიმსახურა. -ბაზარი არაა,ეს ისევ მაგრად მოზგავს!-სიცილისგან გაწითლებული გიო,ძლივს ლაპარაკობდა. -აუუუ,შემეშვით რაა,სახლში იოანე არ მეყოფა? ახლა თქვენც დაემატეთ?-გაბუსხულმა ანანომ ხელები გადააჯვარედინა მკერდთან. -აქ ივნმემ იოანე ახსენა?-უცებ იოანეს ხმაც გაისმა,რომელსაც უკან ნიკოლა და ანიუტა მოჰყვებოდნენ. -ამ ბიჭს ერთი ცუდი ჩვევა აქვს,ყველგან უადგილოდ გებლანდება ფეხებში-გაბრაზებულმა ანანომ ახლა მას აქცია ზურგი. -თქვენ აქ საიდან?-გაკვირვებულმა გადავხედე სამეულს. -ეს ჩვენი საყვარელი კაფეა-გიომ გამცა პასუხი,თან ჩაიწია,რომ ახალმოსულებიც დამსხდარიყვნენ.ისე აღმოჩნდა,რომ ნიკოლა იჯდა შუაში,მარცხენა მხარეს ანიუტა ეჯდა,მარჯვნივ მე,ჩვენ წინ კი გიო, ნიკოლა და ანანო ისხდნენ. -თქვენ თვითონ რას აკეთებთ აქ?-ნიკოლას ბოხი ხმა გაისმა.დაკვირვებული ვიყავი,რაც არ უნდა ეთქვა და ეკითხა,ან ირონიული გამომეტყველება ჰქონდა ყოველთვის ან სრულიად უემოციო.საინტერესოა გაღიმებული როგორია ეს უჯიშო. -მე გოგოები ვნახე,დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ძველი დრო გავიხსენეთ-გასცა გიომ პასუხი და გაგვიღიმა ორივეს. -ჩვენც მოგვიყევით რამე,გვაინტერესებს თქვენი წარსული-თქვა იოანემ და თან ანანოს გახედა,რომელიც უძრავად,გაშეშებული იჯდა და იოანეს ყოველ გამიზნულ შეხებაზე,მხოლოდ თვალებს აბრიალებდა. -გირჩევთ არ იცოდეთ!-გაიცინა გიორგიმ და თვალი ჩამიკრა.ჩემთვის კი იმ წამს,ყველაფერი ნათელი გახდა. -არც კი გაბედო!-გამოვცარი კბილებში. -რატო? სულ ახლობლები ვართ მაინც!-გაიცინა გიომ. -აუუ ხოოო,მოყევით რაა-გაიტყლარწა ანიუტა,რომლის არსებობაც უკვე დიდი ხანია აღარც მახსოვდა. -გიორგი შენ ადგილას დავფიქრდებოდი!-გადახედა ანანომ და თვალით ჩემზე ანიშნა. -აბა რომელი ჟანრის ისტორიები გინდათ,სევდიანი,სასაცილო,სასირცხვილო?-ინტერესით იკითხა ვაჟბატონმა,თითქოს იქ არც ვყოფილიყავი და მაგიდის ქვეშ მუჯლუგუნებს მაგას არ ვურტყამდი.მაგრამ როგორც აღმოჩნდა,მას კი არა ნიკოლას ჩავუნგრიე ორივე ფეხის ძვალი. -იქნებ შენი ფეხები დავაბათ? რადგან თავისით ვერ ჩერდებიან!-გადმომიჩურჩულა ნიკოლამ და სანამ გავიაზრებდი რა მითხრა,მარჯვენა ხელი ჩემს მოშიშვლებულ ფეხებზე დადო და მომიჭირა რომ გამეჩერებინა. -იქნებ ხელები მომაშორო პედოფილო?-მეც ჩუმად გადავუჩურჩულე და ხელებით შევეცადე მისი მკლავის მოშორებას,მაგრამ უშედეგოდ. -იქნებ მოისვენო,თორემ სხვა ხერხებითაც შემიძლია შენი დაოკება!-კბილებში გამოსცრა,ისე რომ ხელი არ მოუშორებია. -აბააა ჰეეე,ანიუტას და იოანეს სამარცხვინო ამბები უნდა,ნიკოლა შენ?-საუბარში ჩაერთო ისევ გიორგი. -მეც სამარცხვინო უფრო მიზიდავს-უემოციოდ თქვა და ირონიულად გადმოხედა თავისი შავი თვალებით. -გიორგი თუ მოყვები,იცოდე კიდევ ხუთი წელი დავკარგავთ ერთმანეთს!-გამოვცარი კბილებში გაბრაზებულმა. -რა იყო,ისეთი რა გააკეთე რომ შენი თავის ასე გრცხვენია?-მკითხა ნიკოლამ,თან ვიგრძენი ცერა თითი როგორ გადაუსვა ჩემს ბარძაყს. -მეეჭვება,რამე ისეთი გამეკეთებინა,რაც შეენნაირ უსირცხვილოს გააოცებს! -როცა ჩემზე საუბრობ დაფიქრდი ხოლმე,რას ამბობ!-მრისხანედ გადმომხედა და ანიუტას მიუბრუნდა,რომელიც თავისი ჭკუით მის დამშვიდებას ცდილობდა. -კაი საყვარელო,რას უსმენ? უკულტურო და გაუზრდელი რომაა ვერ ატყობ?-იწელებოდა და თან ნიკოლას მარცხენა მკლავს ეხუტებოდა.დრო ვიხელთე და ვაჟბატონის ხელიც მოვიშორე. -უკაცრავად?-სიტყვა გაუზრდელი აი ის ფენომენია,რომელსაც პირდაპირ ვაკავშირებ ჩემს ოჯახთან და ყოველთვის ჩემში სრულ გარდაქმანს იწვევს-შენ თქვი ჩემზე? რა თქვი გაიმეორე,იცოდე შანს გაძლევ!-გამწარებულმა ვკითხე ქალბატონს და მაგიდის ქვეშ უკვე მუშტი შევკარი. -ის რომ უკულტურო ხარ და ოჯახში არ გაუზრდიხართ! -თათია-დამიძახა ანანომ-ახლა და აქ არა!-მანიშნა გარემოზე და მეც მაქსიმალურად დავიმშვიდე თავი,მაგრამ ქალბატონი ანიუტა ვერ მიხვდა ამდენს. -ალბათ,დედაშენს შვილებისთვის არ ეცალა! მაგიტომაც ვერაფერი გასწავლათ-და წარმიდგინეთ ამას ამბობდა ქალზე,რომელიც გათხოვებიდან მალევე დაქვრივდა.ქალზე,რომელიც იმისთვის,რომ გავეზარდე მე,სწორედ ისეთი როგორიც ახლა ვარ,დღე და ღამე მუშაობდა.ხელებიდან სისხლი სდიოდა და მაინც მუშაობდა იმისთვის,რომ მე მქონოდ სრულყოფილი ცხოვრება.დედაჩემი ჩემთვის მას შემდეგ ის ფენომენია,რომელზეც ცუდს არასდროს არავის ვათქმევინებ. -ანიუტა გაჩუმდი!-დაუყვირა ნიკოლამ და მკლავში უხეშად მოკიდა ხელი,რომ გაეყვანა.მაგრამ ქალბატონი არ ცხრებოდა,მე კი მოთმინების ფიალა მევსებოდა. -რატომ გავჩუმდე? განა არ ვიცი,რომ მთელი ოჯახი შენზე ნადირობს? მდიდარი ბიჭი გნახეს და ლამის საკუთარი შვილი საწოლში ჩაგიწვინონ,ლიჟბი ცოლად გაგატანონ. -ახლავე მოკეტე,თორემ ჩემი ხელით ამოგათხლიშავ ენას-დაუყვირა გიორგიმ და ხელი მაგიდაზე დაარტყა-არც კი გაბედო,თათიას ხსენება ცუდად.მისი ფრჩხილის ღირსი მაინც იყო,მართლა ფულზე დახამებულო მათხოვარო.მადლობა თქვი,რომ ნიკოლას მეგობარი და ქალი ხარ!-გამოსცრა გიომ და სანამ ყველა წამოვიშლებოდით წასასვლელად,ანიუტა ჩემკენ წამოიწია და სილა გამარტყა. -ლაწირაკო,პირველად დამამცირეს შენნაირი მათხოვრის გამო სახალხოდ-გმწარებულმა დამიყვირა და სანამ ყველა გონს მოეგებოდა,მისკენ გავექანე და ძირს დავაგდე.ზემოდან დავაჯექი და გამეტებით ვურტყამდი ხელებს,თან ვუყვიროდი: -არ გაბედო დედაჩემზე რამის თქმა,არ გაბედო!! გესმიიის? არ გაბედოოო!-გამწარებული და აფექტში მყოფი რას ვაკეთებდი არ ვიცი,მხოლოდ დასაწყისი მახსოვს.შემდეგ მას ვინ ამაწიწკნა,ვინ გამომიყვანა გარეთ და საერთოდ სახლამდე როგორ მივედით არ მახსოვს.მხოლოდ ის ვიცი,რომ გიო და იოანე წინ ისხდნენ მანქანაში,უკან კი მე და ანანო ვისხედით. -ჩემი პატარა,დამშვიდდი.არაფერია! შენ არ ინერვიულო,დაწყნარდი სიყვარულო!-ხმადაბლა ჩურჩულებდა და გულზე მიხუტებდა ანანო.რადგან ცრემლები გაუჩერებლად მომდიოდა,რომელსაც გახეული ლოყიდან წამოსული სისხლი უერთდებოდა.გიომ და იოანემ ისე ამიყვანეს ოთახამდე,რომ არავის დავუნახივართ. -წადით!-ვთქვი ჩამწყდარი ხმით. -ხომ მაგრამ თათია,მე დავრჩები!-წამოიწყო ანანომ. -გთხოვ,უბრალოდ დამტოვეთ! სამივემ კარი გაიკეტა და გავიდა,მეც მივედი და ჩავკეტე,რომ აღარვინ შემოსულიყო.აივნის კარებიც დავკეტე და ფარდები ჩამოვაფარე.მერე სარკესთან მივედი და ჩემი თავი ვერ ვიცანი.ვიღაც თმაგაწეწილი გოგო იყურებოდა სარკიდან,ტირილისგან დაწითლებული თვალებითა და სისხლიანი ლოყით. -ეს რა გავაკეთე?-ხმამღლა ამოვიტირე და ჩემს ხელებს დავხედე,რომლებითაც რამდენიმე წუთის წინ ანიუტას ვურტყავდი-ეს ხომ მე არ ვიყავი?-ხმამაღლა ვქვითინებდი უკვე-ნუთუ ასეთი ცხოველი ვარ? როგორ შემეძლო ასე მოვქცეოდი ადამიანს? მე ხომ ყველა შევარცხვინე? დედაა,პირველ რიგში დედა შევარცხვინე!-უკვე ძირს ჩაკეცილი,ხელებს იატაკს ვურტყავდი-ამ ხელებით! ამ ხელებით დავარტყი...მძულს,მძულს,ეს ხელები მძულს-უკვე ტკივილსგან დაბუჟებულ ხელებს ვეღარ ვგრძნობდი,სულ გამწითლებოდა-ხვალ თვალებში როგორ ჩავხედო? რა ვუთხრა? რითი ავხსნა ჩემი საქციელი?-გიჟივით ვლაპარაკობდი,თან ზედა რასაც ქვია შემოვიგლიჯე ტანიდან და ბიუსჰალტერის ამარა ისევ ძირს დავეცი.საკეტის ხმა გავიგე,მაგრამ უკან არც გამიხედავს.უკვე სულ ერთი იყო.არ მაინტერესებდა აღარაფერი.უკნიდან მძიმე ნაბიჯების ხმა გავიგე და ვიღაცა დაიხარა ჩემკენ. -საკმარისია,ადექი!-გაისმა მისი ცივი ხმა. -შემეშვი!-დავუკივლე ისტერიულად და ხელების იატაკზე რტყმა გავაგრძელე-მძულს,ეს ხელები მძულს! ეს როგორ გავაკეთე? ეს დედას არ უსწავლებია,გესმით? ძალადობა მას არ უსწავლებია!-ისტერიულად ვყვიროდი-როგორ შემეძლო ასეთი ვყოფილიყავი? თავი შევირცხვინე,ყველა შეგარცხვინეთ-ერთი და იმავეს ვიმეორებდი. -თათია-ყვირილით წამოვიდა ჩემკენ ანანო და სანამ სხვებიც შემოვიდოდნენ,ნიკოლამ კარები კვლავ დაკეტა.მერე ჩემკენ დაიხარა და ხელში ამიყვანა,იმდენად ძალა გამოცლილი ვიყავი,რომ არც სირცხვილის გრძნობა მქონდა,ჩემი ნახევრად შიშველი სხეულის გამო და აღარც ინტერესი იმის,რომ ნიკოლა იქ იყო,ჩემ გვერდით.თვალები არცერთი წამით არ დამიხუჭავს,ნიკოლას სახეს მივშტერებოდა,რომლის თვალებიც უსაზღვრო ნაღველს მოეცვა.ეს ის მზერა იყო,რომელიც მის სახეზე აქამდე არასდროს მენახა და ალბათ,ვერც ვერასდროს ვნახავდი ამის შემდეგ.ნიკოლამ საწოლზე დამაწვინა და ანანოს რაღაცეების ამოტანა დაავალა,თვითონ კი ისევ კარები ჩაკეტა.საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ზემოდან დამაშტერდა,მე კი გაყინული მზერით მხოლოდ ჭერს ვუყურებდი. -შენი ქმედებების არასდროს შეგრცხვეს! არასდოს ინანო,რომ ისეთი ხარ,როგორიც გაგზარდეს! მადლობა შენ ოჯახს,რომ ჩემთვის გაგზარდეს!-ხმადაბლა დამჩურჩულა,მერე ჩემკენ დაიხარა და ცხვირი კისერში ჩამირგო.ჩემი თმიდან წამოსული სურნელი კი ღრმად შეისუნთქა.ამ დროს კარებზე ანანომაც დააკაკუნა,მხოლოდ ის გავიგე,რომ ანანო აღარ შემოუშვა,ექიმი ვარ და მე უკეთ მივხედავო.კარები ისევ გადაკეტა და ჩემკენ წამოვიდა.მე კი კვლავ ჭერს მივშტერებოდი,თითქოს დედამიწაზე არც ვიყავი.ვიგრძენი სველი ტილოთი სახე როგორ გამისუფთავა,ყველა ნაკვთს ნაზად ეხებოდა და ისე აკვირდებოდა,თითქოს რომელიმე მხატვრის შედევრი ვყოფილიყავი.სიამოვნებისგან თვალები დამეხუჭა და ვეღარც გავახილე.მხოლოდ მის ძლიერ ხელს და სურნელს ვგრძნობდი.უცებ ლოყაზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი,მაგრამ თვალები კვლავ არ გამიხელია. -ეს სპირტია,რომ ინფექცია არ წავიდეს-ამიხსნა ნიკოლამ-პატარა ნაკაწრია,შრამი არ დარჩება-მიუხედავად იმისა,რომ თვალები დახუჭული მქონდა,მაინც ვიგრძენი როგორ გაეღიმა. სახის დამუშავებს რომ მორჩა,ჩემი ორივე ხელი აიღო და დამიკოცნა. -მეორედ თუ კიდევ რამეს დაუშავებ ამ ლამაზ თითებს,იცოდე მაგრად დაგსჯი-ჩუმად მეჩურჩულებოდა,თან ხელებზე ცივ საფენებს მადებდა,რადგან დაწითლებული და დასიებული მქონდა-ჩემი დასჯის მეთოდებისთვის კი ჯერ ცოტა პატარა ხარ-ირონიულად ამოილაპარაკა და ეს ბოლო ნაწილია,რაც მისი საუბრიდან მახსოვს.შემდეგ ისე გავითიშე,რომ მეორე დღის სამ საათამდე გათიშულს მეძინა. ნიკოლა... ღამის ოთხი საათი იქნებოდა,თათიას უკვე ღრმად ეძინა.მასთან გათენებამდე დარჩენას ვაპირებდი,მაგრამ გულმა არ მომითმინა.სასწარფოდ გამოვედი სახლიდან და მანქანით ანიუტას სასტუმროსკენ წავედი.დაახლოებით ოც წუთში მის კარებზე გაუჩერებლად ვაკაკუნებდი.რამდენიმე წუთში კარები ნახევრად შიშველმა გამიღო,სხვა დროს ალბათ ეს ყველაფერი აღმაგზნებდა,მაგრამ ახლა სიბრაზის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი.ჩემი დანახვით გაოცებულმა ხმამაღლა შესცინა და ჩემკენ წამოვიდა.მე კი ცივად მოვიშორე. -კარები დაკეტე!-დავუყვირე და სავარძელი საწოლთან ახლოს მივწიე.სავარძელში თვითონ ჩავსვი,მე კი საწოლის კიდეზე ჩამოვჯექი. -რა ხდება? რა სახე გაქვს?-გაკვირვებული მეკითხებოდა,თითქოს რამდენიმე საათის წინ არაფერი მომხდარიყოს-ისევ იმ ლაწირაკმა გაგაბრაზა? -ანი!-გამოვცარი კბილებში და ხელი სავარძლის სახელურს დავარტყი-მომისმინე კარგად და მეორედ ,იცოდე,თუ ამის გამეორება მომიწევს,აღარ მოვერიდები იმას,რომ ქალი ხარ!-გამწარებულმა დავუყვირე და მისკენ წავიწიე.კეფასთან მისი თმა დავიხვიე ხელზე და სახე დავუჭირე მაგრად-მეორედ არ გაბედო,არ გაბედო და თათიაზე ცუდი არ თქვა.შენნაირ სულით ბ..ზს არ აქვს უფლება მასზე საუბრის.არ გაბედო და მეორედ მასზე ხელი არ აწიო,თორემ რომელი ხელითაც შეეხები,იმ ხელს მოგატეხავ ძირში.ხვალვე ჩაალაგებ ბარგს და აქედან გა..ჯვავ! ჩემს სახელსაც დაივიწყებ და მეორედ,თუ სადმე გზაზე გადამეღობები,ან გავიგებ რომ თათიას ნერვებზე ოდნავ მაინც ითამაშე,ყველა სამოდელო სააგენტოს დავაბლოკინებ შენ თავს,ვერცერთ ყდაზე ვეღარ განახავენ! გასაგებია?-გამწარებული ვუყვიროდი და თან თმას უფრო მაგრად ვქაჩავდი-გასაგებია თუ არა თქო?-კიდევ ერთხელ დავუღრიალე. -მაგ პატარა ბ..ზში გამცვალე ხო? -ანი მოკეტე,თორემ შემომაკვდები.ხელიც არ ამიკანკალდება ისე წაგატეხავ კისერს.და მეორედ გაფრთხილებ,თათიას სახელი შენმა მყრალმა პირმა აღარ ახსენოს,თორემ დედა მოგე...ყვნება ყველა მხრიდან და ხომ იცი,ამის გამკეთებელი ვარ! ახლა კიდევ ერთხელ გეკითხები,გაიგეეეე?-ტკივილისგან გაწითლებული ანიუტა მხოლოდ ცრემლებს ღვრიდა-გაიგემეთქი? -გავიგეე-ამოიკნავლა და მეც ხელი გავუშვი. -ხვალ ბარგს ჩაალაგებ და აქედან ისე გაასხავ,თითქოს არც არასდროს ყოფილხარ!-გასვლის წინ დავუღრიალე და ისევ სახლისკენ ავიღე გეზი. პ.ს. აბა,ცხელ-ცხელი თავი მოფრინდა ჩიტუნიებო ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.