შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო მეგობრები სამუდამოდ (4)


6-02-2018, 09:32
ავტორი smsamudamod
ნანახია 1 299

მე მარტო დავრჩი, ჩვენს ლოგინზე წევს ბიჭი, რომელიც დღეს გავიცანი და გათიშულს ძინავს. რა ვქნა? უნდა მივუწვე და დავიძინო, იმას ისე ეძინა დილამდე მაინც არ გაიღვიძებდა.
ჩვეულებრივად გავიხადე ტანსაცმელი, ჩავიცვი ლოგინის შორტი და თავისივე მაისური და ჩავწექი თავისუფალ მხარეს. ვიწექი და ვაკვირდებოდი ნიკას. უცებ თვალები გაახილა, რამდენიმე წამი მიყურა, მერე წამოჯდა და სიგარეტი მოითხოვა.
- სიგარეტი? და ვინ ხარ საერთოდ? რა გქვია? - მე მაშინ მართლა არ მახსოვდა ნიკას სახელი.
- მე? ჰაჰა, ნიკა მქვია, ძაან უცნაურ პონტში რო გავიღვიძე ამ წამს გავაანალიზე, ირაკლი სად არის?
- მაგან და ნიამ პლიაჟზე გათენება გადაწყვიტეს.
- ვა, ეგენი უკვე თემებში არიან? შენ არ ეწევი? - ნიკამ სიგარეტს მოუკიდა და აივანზე მდგარ ერთადერთ სკამზე ჩამოჯდა.
- კი, როგორ არ ვეწევი - ისე გავედი აივანზე, სულ დამავიწყდა, რომ თითქმის შიშველი ვიყავი. ნიკას წინ დავდექი და აივნის მოაჯირს მივეყრდენი. თავიდან ბოლომდე შემათვალიერა და მზერა ჩემს სახეზე გააჩერა:
- ვგრძნობ რომ სიცხე მაქვს, თანაც მაღალი, ნახე აბა - შუბლი მომიშვირა.
- არ ვიცი, ესე ვერ ვხვდები - მექანიკურად მივადე ხელი შუბლზე.
- რამდენჯერმე ნანახი მყავხარ Facebook-ზე, შენს სურათებს ხშირად ვათვალიერებდი ხოლმე, ეხლა გაგიხსენე რომ დაგაკვირდი.
- მართლა? მეგობრებშიც ხომ არ მყავხარ?
- არა, არ დამიმატებიხარ, ეგრე ხოარ გაგიცნობდი?
- ჰო, ეგრე უაზრობაა, ეს სიტუაცია ჯობია გასაცნობად - სიგარეტი ჩავწვი და ოთახში შევედი, ჩემს ადგილზე დავწექი. ნიკაც თავის ადგილს დაუბრუბდა ჩემს გვერდით.
- თვალებს ძლივს ვახელ, დამეძინება ალბათ და თან მაგრად მიტყდება ესე რომ შემოგეჭერით, იდეაში არ ვგეგმავდით დარჩენას, რაღაც საქმეები გვქონდა და დღესვე გვიწევდა დაბრუნება, ირაკლისაც ნიას გვერდით რა ემახსოვრება - ძლივს ლაპარაკობდა ნიკა, ეტყობოდა რომ მართლა ცუდად იყო.
- კაი რა, რა გიტყდება... შენ მემგონი მართლა ცუდად ხარ, სიცხის წამალი გვაქვს და მოგცემ - ავდექი და წამლის ძებნა დავიწყე.
- ძაან გთხოვ დაიკიდე და ნუ წვალობ, დავიძინებ და ხვალ უკეთესად ვიქნები.
წამალი ვიპოვე და დავალევინე. ძლივს მოძრაობდა, თავი მე ავაწევინე რომ წყალი დაელია. თერმომეტრიც ვიპოვე და სიცხე გავუზომე, თითქმის 40 გრადუსამდე ავიდა.
- გინდა სასწრაფო გამოვიძახოთ?
- ხოარ ღადაობ რა სასწრაფო, სიცხეა რა, შენს თვალწინ არ მოვკვდები ნუ გეშინია.
- კაი დაიძინე მაშინ და მე ყოველ ნახევარ საათში შეგიმოწმებ პულსს - ვიხუმრესავით.
- ჰო კაი, ეგრე ქენი - მითხრა სიცილით და კედლისკენ გადატრიალდა.
ნიკასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ვგრძნობდი, ალბათ მთელი ერთი საათი ვუყურებდი როგორ ეძინა ჩემსკენ ზურგით, მაშინ პირველად ვიფიქრე მასზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფეხებზე ვეკიდე, აბა რას გადაბრუნდა და დაიძინა? შეგვეძლო მთელი ღამე გველაპარაკა. ცუდად არის და დაეძინა რა, შენ რომ 40 გრადუსი სიცხე გქონდეს ვის გამო გაათენებდი? - დამამშვიდა ჩემმა მეორე მემ. ჰო, ალბათ საკმარისად არ მოვეწონე თორე მომაკვდავიც დააგვიანებდა სიკვდილს და დამელაპარაკებოდა - არ ვიშლიდი ჩემსას. უკვე მეორე საათი გამყავს ნიკაზე ფიქრში, უკვე მეორე საათია ნიკას გაუნძრევლად ძინავს. გარეთ ვიღაცამ ბოლო ხმაზე ჩართო დესპასიტო, ზღვაზე ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც არანორმალური ვინც ღამის 3საათზე აუცილებლად ჩართავს რომელიმე ბანძ სიმღერას. ნიკას გაეღვიძა და ჩემკენ ზედმეტად უკმაყოფილო სახით გადმოტრიალდა:
- ეს შენ ჩართე?
- ჰო, აი როგორ მიხვდი? მე კიარ ჩავრთე გარედან შემოდის ხმა!
ნიკა ადგა და აივნის კარი დაკეტა.
- ეხლა ხო აღარ შემოდის? რა იყო რა სახე გაქვს? მოგწონს ეგ მუსიკა? თუ გინდა გავაღებ კარს და მოუსმინე.
- ძაან აგრესიულმა ხოარ გაიღვიძე? აღარ ხარ ცუდად?
- ვარ - დაუბრუნდა თავის წილ ლოგინს.
- არაფერი გეტყობა, კი წამოენთე გიჟივით.
- ცუდ სიმღერებზე ეგეთი რეფლექსები მაქვს, მოდი ეხლა ჩვენ ჩავრთოთ რამე კარგი და მშვიდი.
აშკარად კარგი მუსიკალური გემოვნება ქონდა. მოკლედ, თანდათან ვხვდებოდი რომ არ მყოფნიდა, მინდოდა უფრო ახლოს ვყოფილიყავი მასთან. ზოგადად, თავში რაც მომივა აზრად თითქმის ყველაფერს ვაკეთებ, არც ეხლა შემიკავებია თავი და მასთან ახლოს მივიწიე. მერე ვიწექით და ერთმანეთს ვუყურებდით, ნიკას მომენტებში თვალები ეხუჭებოდა, მაგრამ მალევე ახელდა. მერე მეც დავხუჭე თვალები, იფიქროს რომ ვიძინებ და მაგის ყურებაში არ გავათენებ ღამეს. მერე საერთოდაც მეორე მხარეს გადმოვტრიალდი. ხელი ჩემს თავთან ედო და ოდნავ მეხებოდა თმაზე, ვიცოდი რომ ეს შემთხვევით არ ხდებოდა. ნიკა რამდენიმე წუთში ჩემს თმას ეფერებოდა, მერე კისერს, მერე წელს და გაჩერდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent