შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცხოვრე წესების გარეშე. ნაწილი 3


6-02-2018, 11:20
ავტორი miranda mira
ნანახია 1 585

ადამიანებს ბევრის გაღება შეუძლიათ საყვარელი ადამიანის გამო.. შეუძლიათ ატარონ უმძიმესი ტვირთი,აიტანონ მათი ტყუილი,მოითმინონ მათი არასწორი საქციელი,საკუთარი გული ხელებში ჩაუდონ სხვას და ნდობა გამოუცხადონ.. გაწირონ თავისუფლება,შესწირონ თავი..
საბოლოოდ ყველაფერ ამას ერთი შედეგი მოსდევს,იმედ გაცრუება და გულის ტკენა,რადგან ვერასდროს აანალიზებენ იმას,თუ როგორ შეიძლება უდიდესი პატივისცემა მონობაში გადავიდეს და როგორ შეიძლება რომ ისარგებლონ ამით.


რამდენიმე დღე გადის მას შემდეგ რაც ჩემსა და დემეტრეს შორის საინტერესო დისკუსია შედგა.
თავს უცნაურად ვგრძნობ,შინაგანი ხმა მაძალებს რომ ავდგე და გავიქცე სანამ ჯერ კიდევ მაქვს დრო.
ღამის სამ საათზე შეშფოთებულს მეღვიძება და საწოლში ვიწყებ ბორგვას,მოსვენებას ვეღარ ვპოულობ ვერსაითკენ.
შიშველ ფეხებს ნოხზე ვალაგებ და ვდგები,სავარძელზე გადაკიდებულ ხალათს ვკიდებ ხელს და ვიფარებ.
ფანჯარასთან ვისვეტები და კარგად ვაკვირდები ყველაფერს,
ჩაშავებულ ქუჩას ლამპიონების სიკაშკაშე ულამაზესს ხდის,წვრილი წვიმის წვეთები ახლა ხანს იწყებენ ბეტონზე დავარდნასა და ქუჩების დასველებას.
ფანჯარას ვხსნი და ხელებს გარეთ ვყოფ,ხელის გულებზე ცივი წვეთები მეცემიან,ისეთივე ცივი როგორც თოვლია.. მსგავსად ამდენი წვიმა და ცუდი ამინდი არავის ახსოვს ჩვენს ქალაქში,როგორც ჩანს ზამთარი განაწყენებულია ყველაზე,ჯავრს იყრის და თბის ბოლომდე ასე განაგრძობს.
მამაჩემზე ფიქრები არ მასვენებს,
მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მაინც არ მაკმაყოფილებს,რა საჭიროა გავყვე ცოლად ტირანს იმის გამო რომ დავაგროვო ორმოცი ათასი ლარი ?
ცოტაც და ტვინი ყურებიდან გადმოვივა,რადგან ვიცი რომ თუ მამაჩემი გაიგებს ყველაფერს ჯანდაბაში მოისვრის ფულსაც და მეც,რადგან მისთვის მთავარი ჩემი თავისუფლება და ბედნიერებაა,თავს ვერასდროს აპატიებს ჩემს მსგავს საქციელს..
არ ვიცი ამ ჯერად წინ რომელი საკითხი დავაყენო,ტელეფონს ვრთავ და ანასტასია ვურეკავ
-ხო ნატ-როგორც ჩანს არც მას სძინებია-რამე მოხდა? შენ და დემეტრემ ხომ არ იჩხუბეთ?
-არ გვიჩხუბია,როდის მოვიდა ვერხც კი გავიგე.. სხვა რამის გამო გირეკავ-ვიშმუშნები და ნოხზე ვჯდები
-რა ხდება?
-არ მინდა ამ შეთანხმების ნაწილი ვიყო..კარგად დავფიქრდი და მივხვდი რომ ვერ მივცემ უფლებას რომ შემზღუდოს და იბატონოს ჩემზე,არ შემიძლია იმ ხალხის დაკარგვა მის გამო ვინც მუდამ გვერდით მყვანან-ვაყრი ერთად და ძლივს ვახერხებ ამოსუნთქვას
-გეთანხმები და სანამ შესჩვევია შენს ყოფნას მაგ სახლში წამოდი-მაძლევს რჩევას.. ყურმილს ვკიდებ და ფეხზე ვდგები,კარადიდან ჩემოდამს ვიღებ და ტანსაცმელს ისე ვყრი თოთქოს ვიღაც მომსდევს.
ოთახის კარი იღება და შიგნით დემეტრე შემოდის,ასე გვიან მასაც ღვიძავს..ვტრიალდები და ვამჩნევ რომ ისევ იმ ტანსაცმლით არის რითიც სამსახურში იყო,რაც იმას ნიშნავს რომ ახლა ხანს მოვიდა და ვერც კი გავიგე.
-რას აკეთებ?-მეკითხება და ხელს ხელზე მკიდებს,გვერდზე მწევს და ჩემოდნის დანახვისთანავე ცეცხლდება-ჩემგან გაქცება დაგიგემავს-აბრიალებს თვალებს და ახლა მეც კი მეშინია მისი
-მე..არ შემიძლია მაგ შეყანხმებაზე წამოსვლა.. ვერ შევძლებ ყველაფერ იმის გაკეთებას რაც შენ გინდა რომ გავაკეთო,მე სათამაშო არ ვარ,ვერ დაგრთავ ნებას გახდე ჩემი უფროსი და დომინანტი ცხოვრებაში..-ვუხსნი მშვიდად და ხელს ვაშვებინებ-წასვლა მინდა და წავალ კიდეც,მადლობა იმ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე რამდენიმე დღის წინ,მაგრამ ნამდვილად ვერ შევძლებ ამას-ვიწევი საწოლისკენ და ვჯდები,ჩემს წინ აყლაყული დემეტრე კი თვალებს არ მაშორებს,გულში რას ფიქრობს ვინ იცის მაგრამ აშკარაა რომ კარგდ არაფერს-თანაც ვერ გავიგე..ისე იქცევი თითქოს წლებია ერთად ვართ,ნუ ცდილობ ვინმეს დამაშორო-ამის გაგონებაზე წარბებს წევს ზევით
-მე ვცდილობ? მე შენი საქციელის განეიტრალებას ვცდილობდი,ზედ რომ ეკიდებოდი ყველას,მამაკაცი ვერასდროს იქნება შენი მეგობარი ნატალია,მამაკაცებს ერთი რამ გვიტრიალებს თავში და ალბად ხვდები რაც-უხეშად მახლის პირში და მისი პასუხი ცოტათი მტკენს კიდეც გულს . ხმას ვერ ვიღებ და დადუმებულს მიწის გახლეხვა და შიგ ჩავარდნა მირჩევნია ამ წამს- მე ასე იმის გამო არ ვიქცევი რომ მიყვარხარ ან მომწონხარ,ეს ადამიანობაა გესმის? მეყურებინა როგორ კიგდიოდა გული მამაკაცის მკლავებში რომელიც მთელი ძალით გტკენა სხეულს? შორიდან მენახა სცენა როგორ დაეცემოდი ხალხში და ვინ იცის რას გიზამდა იმის მერე? არ გამომეყვანე როდესაც უცხო მამაკაცი ყელში გკოცნიდა და წელზე ხელებს გიფათურებდა ? მიმეცა ნება რომ წაეყვანე თავისთან და სურვილი დაეკმაყოფილებინა? მიპასუხე ნუ ზიხარ ჩუმად,ბავშვივიტ იქცევი-ხმა მაღლა მიხსნის და ახლა ვაანალიზებ ყველაგერ გამოვლილს ამ დღეებში.
საწოლზე დადებულ ბოლო დარჩენილ კაბას ვიღებ და ჩემოდანში ვტენი,ელვა შესაკრავს ვკრავ და ფეხზე ვიცვამ ფეხსაცმელს
-გასაგებია-ვპასუხობ და კურტკასაც ვიცვამ ახლა -მადლობა ყველაფრისთვის-ჩემოდანს ვკიდებ ხელს და ოთახიდან გავდივარ.
შემოსასვლელ კართან მეწევა და ჩემოდანს ხელებიდან მართმევს უხეშად,უკან ვტრიალდები და ვუყურებ გაოგნებული. ხელს მკიდებს და მისაღები ოთახიდ სავარძელზე მსვამს
-დარჩი..შეხვდი ვისაც გინდა,მაგრამ როდესაც ერთად ვიქნებით ჩემს ცოლად იქცევი-ეს აზეი მეტას მომწონს,გვერდზე ვიყურები და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს
-კარგი-ვპასუხობ და კურტკას ვიხდი
-კარგია-თავს მიქნევს და ხელებს მიშვებს,ჩემოდანი ოთახში შეაქვს და ისევ გამოდის-ყავას დალევ?-მეკითხება და სამზარეულოში იკარგება
-გავაკეთებ-ვდგები მეც და მასთან მივდივარ.მაგიდასთან ჯდება და თავს ხელზე დებს,ჩემს თვითოეულ მოძრაობას აკვირდება და ცოტა მეუხერხულება კიდეც ეს სიტუაცია.
სამზარეულოს კარადიდან ვიღებ უნალექო ყავას,უზარმაზარ მაგიდაზე ყავის ჭიქებსა და თეფშებს ვხედავ ლამაზად დალაგებულს,ორ ცალს ვიღებ და შიგნით ყავას ვყრი.
ადუღებულ წყალს ვასხამ ზემოდან და ფინჯნებს მეორე მაგიდაზე ვდებ
-შაქარი არ ვუქენი-შაქარს და კოვზს ვუდებ წინ . -არ ჩაიყრი?
-არა უშაქრო ყავას ვსვამ-მიღიმის და თან ჩემს რეაქციას ყურადღებით აკვირდება .
დემეტრესთან ხანგრძილი სასიამოვნო ბაასის შემდეგ ბევრი რამ შევიტყვე მის შესახებ,დედა ხუთი წლის ასაკში გაქრა მისი ცხოვრებიდან,უგზოუკლოდ გადაიკარგა და მას შემდეგ არასდროს გადაკვეთილა მათი გზები მეტჯერ,საუბარში ეტყობოდა იმედი მისი გამოჩენის.
დედის გაუჩინარების შემდეგ მის გაზრდაზე ხელი მამამ და მამის ახალმა მეუღლემ მოკიდეს,იმ წლებს მაინც ტკბილად და სასიამოვნოდ იხსენებს.
მამა ამერიკაში უმსხვილეს კომპანიაში მთავარი გენერალუდი დირეკტორი ყოფილა,ილია დემეტრეს პატარა ძმა არის,მე კი პირიწით ვფიქრობდი რატომღაც,ილიას სრულწლოვნების შესრულებისთანავე ამერიკის გზას დაადგა და ორ წელში ორივე შვილი სწავლის გასაგრძელებლად წაიყვანა ამერიკაში.
როგორც კი ოცდა ოთხი წელი შეუსრულდა დემეტრეს დაბრუნდნენ თბილისში მაგრამ მოკლე ხნით,უკან დაბრუნდა შემდგომ მაგრამ ილიას გარეშე.
ძმებს ერთად მოსვლიათ იდეაში ღამის ბარის გახსნა,სწორად ჩათვალეს ეგ გზა რადგან ამერიკაშიც და საქართველოშიც მართლაც მომგებიანი გზა არის ფულის მოსაპოვებლად.
ილიას დამსახურებით ბარმა პოპულარობა მოიპოვა,დემეტრეს სამსახურებით კი ფინანსური მხარდაჭერა. ოცდა ხუთი წლის ასაკში კი ისევ დაბრუნდა თბილისში ჩვენს გაცნობამდე სამი დღით ადრე დემეტრე ძმისთვის დახმარების გასაწევად,თანაც დიდი ხანი გაატარა უცხო ქვეყანაში და სამშობლოც მონატრებია.
სასიამოვნო და საინტერესო მოსაუბრე ყოფილა დემეტრე,მისი მოსმენა არ მბეზრდება და ზუსტად ამის გამო ისე გადის ორი საათი ვერცერთი ვერ ვამჩნევთ.
ღამის სამ საათზე კი სამზარეულოს სკამებზე მიჭედილნი ძლივსღა ვდგებით და ოთახებში ვნაწილდებით.

უცნაური ხმაური მაღვიძებს,ცალ თვალს ძლივს ვახელ და საბანს ვწევ კარგად,ოთახს ვათვალიერებ და საწოლის გვერდით დადებულ ჩემოდანს ვამჩნევ.
ფეხზე ვდგები და ვიცვლი ღამის პერანგს,ჩემოდნიდან ტანსაცმელს კარადაში ვუჩენ ადგილს და ოთახიდან მთქნარებით გავდივარ.
მისაღებში გრძელ მდივანზე მჯდარ ილიასა და უცხო მამაკაცს ვხედავ,ვიღიმი და მეც მათკენ მივდივარ.
მაგიდის გვერდით მდგარ განცალკევებულ სავარძელში ვესვენები და ფეხს ფეხზე ვიდებ
-რძალო-მეგებება ილია და გემრიელად მკოცნის ლოყაზე
-როგორ ხარ ?-ვეკითხები და საპასუხოდ მეც ვიღიმი
-როგორ ვიქნები გიჟების და შენი დაქალის გადამკიდე აბა ? -წარბებს ათამაშებს და საწყალ სახეს იღებს,რომლის დანახვისთანავე სიცილის შეკავება რთული ხდება-ეს ალექსანდრეა,აკოს ვეძახით შინაურები,ჩვენი ბავშვობის განუყრელი ძმა და მეგობარი-აკო ხელს მიწვდის,ერთმანეთს ვართმევთ ხელს და ბოლოს ნაზ ამბოლს მჩუქნის. მისი ჯელტმენობა მომწონს და სათანადოდ ვაფასებ მის ადამიანობას გონებაშიც.
-სასიამოვნოა ალექსანდრე
-აკო დამიძახე-თბალენს ჭუტავს-შენც ხომ შინაური ხარ
-კარგი აკო-ვპასუხობ და ვამჩნევ ოთახიდან გამომავალ დემეტრეს
-დილამშვიდობის საყვარელო-მიახლოვდება და ლოყაზე მკოცნის მოსიყვარულე ქმრის მსგავსად. ცოტა გაუგებრობაში ვვარდები მაგრამ მალევე ვაანალიზებ რომ სრულებით შესაძლებელია რომ არ იცოდეს აკომ ჩვენი ქორწინებბის ნამდვილი მიზეზი.
-დილამშვიდობის ძვირფასო-ცოლის როლს ვირგებ და მშვიდი სახით ვაჩერდები
-დღეს გადავწყვიტეთ მე და აკომ ცოტა გართობა-ილია აგრძელებს საუბარს
-გვინდა თქვენც წამოხვიდეთ,მე და ილიამ ვიმსჯელეთ და ამ დასკვნამდე მივედით. თანაც ანასტასია მოყავს-ანას გაგონებისთანავე თვალები მიბრწყინდება
-არა ილია ხომ იცი რომ საქმე მაქვს უამრავი?-დემეტრე ჯიუტდება მაგრამ დროა ცოლის პოზიციას უფრო მკაცრად მოვუდგე
-გთხოვ საყვარელო წავიდეთ,ანასაც ვნახავ რამდენიმე დღეა არ მინახავს-ფეხზე ვდგები და ჩემდაუნებურად მისკენ მოვდივარ,მისი სავარძლის სახელურზე ვჯდები და კოსერზე ვხვევ ხელებს-გთხოვ დემე-გაოცებული სწევს თავს და ქვემოდან მაკვირდება
-არ შემიძლია დღეს ნატალია,შენ წადი და ნახე შენი მეგობარი
-სად მივდივართ ბიჭებო?-ფეხზე ვხტები
-რავიცი ვიფიქრე კლუბში ხომ არ წავსულიყავით?-მპასუხობს ილია
-მშვენიერია რატომაც არა ? წავალ ანას დავურეკავ-გავდივარ მისაღები ოთახიდან და მაშინვე ტელეფონს ვიღებ ხელში,შეტყობინებას ვუგზავნი დღევანდელი გეგმის შესახებ და მისი პასუხიც მალე მომდის. სიხარულისგან მალე გავფრინდები ასე მგონია,ანა ტელეფონის მეორე მხრიდან დაფრინავს.
კარადის კარს ვაღებ და მაღალწელიან შარვალს ვავლებ ხელს,მოკლე მაიკას რომელსაც გრძელი მკლაცები აქვს და კომფორტულ ფეხსაცმელს.
ვიცვამ და ზემოდან ჩანთანს ვიკიდებ,ოთახის კარგს გასაღებით ვკეტავ და ჩანთაში ვაგდებ,ბიჭებთან მივდივარ და დემეტრეს ლოყაზე ვკოცნი
-მე წავედი ანასთან და ღამე შემეხმიანეთ-ვაყრი უცბად და სახლიდან სირბილით გავდივარ.
კიბეებზე ბრახუნით ჩავდივარ მაგრამ ტელეფონის ზარი მაჩერებს ცოტა ხანს,დემეტრეა,ნეტავ რა უნდა ?
-რით მიდიხარ?
-ტაქსის გავაჩერებ არ შეწუხდე შენ
-მეორედ სანამ სადმე გახვალ გამაფრთხილე წინასწარ და მანქანის გასაღებს მოგცემ-მისი პასუხი ადგილზევე მაქვავებს.
როგორც წესი კაცები საკითარ ოთხ ბორბალა მეგობრებზე უაზრო შეყვარებულები არიან და ვერ იტანენ მსგავს სიტუაციებს როდესაც მანქანის თხოვებას ეხება საქმე
-მადლობ-სასიამოვნოდ განცვიფრებული მადლობას ვუხდი და ყურმილს ვკიდებ.

ანასთან მისვლის თანავე იწყება მთელი განვვლილი დღეების დერალური განხილვა,როგორც მეგობრებს სჩვევიათ.
ანას საწოლზე წამოსკუპულები ხან ვიცინით ხანაც უაზროდ ვიძაბებით
-ანა როდის შეწყვეტ მოწევას?-სიგარეტის კვამლი ცხვირს მიწვამს და ხელებით მის განდევნას ვცდილობ ჩემგან
-მავნე ჩვევას ასე უბრალოდ ვერ გადაეჩვევი-აწვავს სკგარეგს მოხსრხებულად შუშის საფერფლეში და იატაკზე დებს-აბა დემეტრე მოდის?
-ვერა ბევრი საქმე მაქვსო-მხრებს ვიჩეჩავ და ტუჩებს ვბრიცავ
-მუდამ თავის კანშია გაჩხერილი ბიჭი
-ნუ იტყვი ანა.. სასიამოვნო ადამიანი კი ყოფილა,ბევრი ვისაუბრეთ ძალიან
-საბრალო იმ ამბების შემდეგ კარგ ადამიანად ჩამოყალიბდა,ბრავო მას.გაიცანი აკო?
-გავიცანი
-აკოც მარტო მოდის-იცინია და საწოლზე პირქვე ეხეთქება
-არ ყავს გოგო მეგობარი?
-გოგო მეგობარი კი არა მგონი დემეტრე და ილია ერთადერთი ძმანი არიან ვისაც საერთოდ თბილისში იცნობს
-უი რატომ?
-სადღაც იყო,პრინციპში სულ სადღაც დადის ეგ და გუშინ ღამე ჩამოფრინდა,ილიასთან გაათია ღამე
-ააა.. კარგი ბიჭია მომწონს-თავს ვაქნევ და ანას გვერდით მეც ვდებ თავს-ისე დღეს დილით დემეტრე ისე მეცა და მაკოცა ლოყაზე გავოცდი კიდეც
-შენც ხომ ეცი და შემოუსკუპდი სავარძელზე მერე ?-ნიშნის მოგებით მპასუხობს
-სხვა რა გზაა რო? თუ თამაშია ბოლომდე თამაში იყოს
-ერთმანეთი თუ შეგიყვარდათ ამ თამაშში მერე დაგცინებ-მუჯლუგუნს ვკრავ
-ნუ სულელობ გოგო-ვუარყოფ ყველაფერს და ისევ ვჯდები.
სამზარეულოში საჭმელს ვამზადებთ,შემდეგ ვჭამთ ვაყოლენთ ყავას,რომელზედაც ანა საფირმო სიგარეტს აფუილებს.
იძახის ყავა და სიგარეტი ძალიან უხდება ერთმანეთსო,ვერ ვხვდები კვამლი სასმელს როგორ შეიძლება რომ მოუხდეს ?
ვწვდებით დათოს,ლილეს ნიკოლოზს და ყველა საერთო მეგობარს,მაგრამ დათოზე საუბარს ორივე ვერიდებით ბოლო პერიოდია.არც მკიკვირს ალბად ილიამ გააფრთხილა...
მთელ დღეს ლაპარაკში და ცანცარში ვატარებთ.
მოახლოვებულ დრომდე საათნახევარი რჩება და გამწარებულები ვიწყებთ მაკიაჟის კეთებას,ანა პროფესიონალია ამ მხრივ და ვენდობი ასი პროცენტით,ვიცი რომ ცირკის მაიმუნად არ მაქცევს ამ ღამით.
-რას იცვამ?-მეკითხება და თვითონ კაბას იცვამს
-რაც მაცვია
-ხუმრობ ხო?
-არა რატო?
-ოდესმე შენს ლამაზ ფეხებს გამოაჩენ?-კარადის კარს ხსნის და საკიდზე ჩამოკიდებულ ნაცრისფერ კაბას იღებს-მადლობა თქვი ჩემი ტანის რომ ხარ დაახლოებით და თანაც ჩემი მეგობარი-მაწვდის და მეც მაშინვე ვართმევ კაბას საკიდითურთ.
ვიცვამ და სარკის წინ ვტრიალდები რამდენჯერმე,ანა თავის მაღალ ქუსლიან მეხსაცმელსაც მაძლევს და მადლობა ღმერთს რომ ამ მოუხერხებელი ფეხსაცმლით სიარულს ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ შემაჩვია "რა იცი რა ხდება" ს ხარჯზე.
ანას ტელეფონი იწყებს რეკვას და ცოტა ხანს ფანჯარასთან მდგარი რაღაცას ებუტბუტება ილიას,შემდეგ ჩემკენ მოდის და ქურთუკს მაწვდის
-წავედით ჩაიცვი-მეუბნება და მხიარულად მკიდებს ხელს ხელზე.
მანქანაში ორივე უკანა სავარძლებზე ვთავსდებით და ნახევარ საათში უცნაურ შენობასთან ვჩერდებით,რომლის კარებთანაც მაღალი და ათლეტური მამაკაცი დგას ლამაზად გაწკეპილი.
შემოწმებების შემდეგ გვიშვებს შიგნით და ვეხვევით ბუღსა და სასმლის სურნელში სადაც ჩვენნაირი ასზე მეტი იგრიხება მუსიკის ხმაზე.
საბედნიეროდ თავიდანვე ჩემს ხასიათში ჯდება კლუბის აურა და არ მიწევს უხერხულად ყოფნა.
მაგიდის გარშემო ვსხდებით და ქურთუკებს ვიხდით,ჩანთიდან ტელეფონს ვიღებ და მაგიდაზე ვდებ ჩემს წინ
-რას დალევთ ქალბატონებო?-გვეკითხება ილია და ფეხზე დგება
-შენი აზრით?-ანა ეშმაკურად უცინია და ისიც თავს ანევს თითქოს მაშინვე მიხვდაო მინიშნების აზრს
-შენ ნატა?
-დიდად ვერ ვერკვევი მაგ საკითში,ამიტომ რასაც თქვენ-ცოტა ხანს იკარგება აკოსთან ერად და უკან მალევე ბრუნდებიან ჭიქებით ხელში.
თავდაპირველად ნელ-ნელა ვეპარებით სასმელს,დღეს არ მეშინია ჩემი ქმედებების რადგან დემეტრეს ძმა და მეგობარიც მახლავს თან და თამამად ვზივარ და ვბედავ დალევას.
მუსიკის მაღალი ხმა ტვინში მირტყამს და მაიძულებს რომ ავდგე,ანას ვკიდებ ხელს და ხალხში შემყავს,უკან აკო და ილია მცველებივით მოგვყვებიან მაგრამ ცოტა ხნით,ილია მეგობარს მართმევს და ახლა ისინი იკლაკნებიან ერთობლივარ
-წინააღმდეგი ხომ არ ხარ?-მეკითხება აკო და უარის ნიშნად თავს ვუქნევ,ხელს მკიდებს და მეცეკვება.
-სად გაიცანი დემეტრე?- მეკითხება აკო,ყურთან მის სუნთქვას ვგრძნობ
-ბარში
-ოჰ-იცინის და ცისფერი თვალები უელავს.
-რა იყო?
-არ მეგონა დემეტრეს ოდესმე თუ შეუყვარდებოდა ვინმე-სიყვარულის ხსენების თანავე სხეულზე დენი მარტყამს
-რატომ?
-უბრალოდ მაგეთი ტიპაჟია
-ქალთმოძულე?-ვიცინი რათა ჩემს სახეზე აღბეჭდილი ინტერესი ვერ გაარჩიოს
-არა..არა.. უბრალოდ ვინც ყოლია ცოტა ხნიანი ირთიერთობის მსხვერპლნი გახდნენ-მიღიმის ისე თოთქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობს.ხელს მკიდებს და ძლიერად მატრიალებს და ასე გრძელდება რამდენჯერმე,ბოლო უკანა ტრიალისას აკო ადგილზე აღარ მხვდება,ვჩერდები და თვალებს ვაცეცებ,ვცდილობ უამრავ ხალხში ვიპოვნო მაგრამ მის გარდა ყველას ვხედავ.
მაგიდამდე მივდივარ და ტელეფონს ვხსნი პაროლს,დემეტრესგან ორი შეტყობინება მხვდება "როგორ დროს ატარებთ? " "სასიამოვნო ღამის გატარებას გისურვებ"
-სულელი-ვბუტბუტებ და ტელეფონით ხელში გავდივარ უზარმაზარი საცეკვაო დარბაზიდან ბნელ დერეფნამდე,ტელეფონს ვანთებ და წინ ვიშვერ რამის დანახვა რომ შევძლო.ბნელ დერეფანში კედლებთან აშპაკლულ წყვილებს ვაწყდები,ამაზრზენ სცენებს ვაფიქსირებ და მათ მაგივრად მე მგლეჯს შიგნიდან სინდისი.
ზოგს ფეხი აქვს შემოდებილი პარტნიორის ბარძაყზს,ზოგს მაიკის ქვეშ აქვს ხელი შეცურებული,ზოგიც კუჭის წვენს უწოვს მეორეს..
საპირფარეშომდე მისულს აკოს ხმა მესმის მამაკაცების საპირფარეშოდან,კართან ვდგები და ვუყურადებ
-მეორედ რომ არ დაგინახონ ჩემმა თვალებმა,გესმის?-ღრიალებს
-შენ გკითხო სად ვივლი?-ახლა გოგოს ხმაც მესმის,მგონი ყოფილი შეყვარებულია
-სესილი ნუ გადამიყვან ჭკუიდან გაფრთხილებ
-თორე დემეტრეს დაუძახებ?-ადგილზე ვიყინები.. დემეტრე რა შუაშია ამ ყველაფერთან ? საპირფარეშოსს კარს ვაღებ და კომცერტს ვუერთდები
-აკო რა ხდება ?
-შენ არ გეხება ნატალია და დაგვტოვე გთხოვ-მეუბნება და ანთებულ თვალებს არ მაშორებს
-აჰა ეს არის ხო?-სესილი მაკვირდება და კაბას რომელიც უკანას ოდნავ უფარავს ქვემოთ იქაჩავს
-მე მგულისხმობ?
-ხო შენ..შენ ხარ ცოლი?-ჩემკენ მოსვლას ცდილობს მაგრამ აკო არ ამებებს
-კი მე ვარ-დინჯად ვპასუხობ და მობილურს ვანათებ,შეტყობინებას ვწერ დემეტრეს "დროზე მოდი"
-კმაყოფილი ხარ შე ბ**ო? -პირში მახლის იწმაწურ სიტყვას და ვხვდები რომ მის დონემდე დაცემა არ ღირს
-გააჩნია რას გულისხმობ
-სესილი მოკეტე-აკო ძლიერ ად უჭერს ხელებს მკლავებზე. სესილი მომენტალირად ჩემამდე გადმოხტომას ცდილობს მაგრამ ვერ ახერხებს და სახეზე ათასს ფერს იცვლის სიმწრისგან -ხელი გამიშვი აკო მტკივა-ეჯაჯგურება აკოს უხეშად და მისი დიდრონი ხელებბიდან დაღწევას ლამობს-რითი ? იმით რომ საყვარელი ადამიანი ფუკასავით ამაგლიჯე-მიყვირის მთელი ხმით
-ჩემი ბრალი არ არის დემეტრემ მე რომ ამირჩია
-მეძავების არჩევაში საუკეთესოა როგორც ჩანს მალე მიგაგდებს ნახმარი ნაჭერივით-მიღებული დოზა ტვინამდე აღწევს მაგრამ ვცდილობ თავი შევიკავო
-გეთანხმები არჩევანში,კარად აგარჩია-აკოს ხელებიდან უსხლტება და პირდაპირ თმაში მწვდება,არ ვიცი გამხდარ გოგოს ამხელა ძალა საიდან აქვს მაგრამ ერთი ხელის მოქნევით კედელზე მანარცხებს და ტკივილისგან ძირს ვეცემი,სუნთქვა მეკვრის ჭიანჭველასავით ვიკუნტები,ის კი არ წყვეტს და ერთი ორს ზურგში მთავაზობს,აკო ხელებს კიდებს და ჰაერში იტაცებს,მეორე მხარეს ისვრის ისე როგორც ნივთს და ჩემთან მორბის,ხელებში მაბლებს ხელებს და ფეხზს მაყენებს.
საპირფარეშის კარი იხსნება და შიგნით გაცეცხლებული დემეტრე შემოდის მოწყვეტით,უკან ანა და ილია მოყვებიან და კარს ხურავენ.
დემეტრე თავისკენ მიზიდავს და მკლავებში მითრევს,მისი გულის აჩქარებული ძგერის ხმა ყურში ჩამესმის,ილია მიახლოვდება და ახლა ილია მეფარება წინ,დემეტრე იჭრება აკოსკენ და სესილისთან ყოფსთავს,დაძარღვულ ხელს კოდებს მკლავზე და უხეშად ითრევს თავისთან
-ჩემს ცოლთან რა საქმე გაქვს ?! -უღრიალებს და სესილი მაშინვე ხრის თავს-გეკითხები ! ამ ხელებს ძირში დაგატეხავდი ქალი რომ არ იყო
-დამატეხე-უძალიანდება გოგო-იმის გამო მიმაგდე?
-მეორედ ჩემი ცოლის ახლო-მახლოს რომ შეგამჩნიო,საკუთარ თავზე პასუხს აღარ ვაგებ-აფრთხილებს და მოშორებით კრავს ხელს,სესილი ძირს ეცემა და სასოწარკეთილი ტირილს ტეხს-მოიწმინდე ნიანგიდ ცრემლები-უხეშად ეუბნება და აკო დგება მათ შორის
-წადი ნატას მიხედე-ეუბნება და დემეტრე მაშინვე ჩემთან მოდის.
ხელში მიტაცებს და ისე გავყავარ გარეთ ხმასაც არ იღებს,მანქანის უკანა სავარძელზე მსვამს და მეორე მხარეს თვითონ მიჯდება,შეშლილი სახე ჯერ კიდევ ვერ უცხრება,მუშტს ურტყამს წინა სავარძლის ზურგს და ჩემკენ ტრიალდება
-რამე დაგიშავა?
-არა დამშვიდდი-ახლა ვაანალიზებ თუ რა შეიძლება რომ იყოს ამ ფიკტიური წორწინების ნამდვილი მიზეზი
-დამენახე-ხელებს აცეცებს,ხან სახეზე მისვამს ხანაც ხელებზე,თმას მისწორებს და ანერვიულებული ადგილს ბერ პოულობს
-დემეტრე გთხოვ დამშვიდდი,კარგად ვარ მე-თვალებში ცრემლები მიდგება
-არ იტირო-მაფრთხილებს მაშინვე-არ იტირო ნატა გთხოვ
-დამშვიდდი
-მისმინე,ეს არის ჩვენი ქორსინების მიზეზი,მოვა დრო და ყველაფერს აგიხსნი მაგრამ არ იტირო-უფრო ახლოს მოდის ჩემთან
-არ იფიქრო მაგაზე,დაწყნარდი
-როგორ დავწყნარდე მითხარი?-ხმამაღლა მეკითხება
-დემეტრე-ხელება სახეზე ვახებ და ნაზად ვუსვამ-მესმის შენი,არაა საჭირო ახსნა
-საჭიროა.. ახლავე წავალთ სახლში,მანქანიდან გადადის და ქუჩაში მდგარ ანას ჩემს ტელეფონს და ქურთუკს ართმევს.
საჭესთან ჯდება და მანქანას ადგილიდან წყვეტს.
სახლში ისევ ხელში აყვანილს შევყავარ და მდივანზე მაწვენს
-რამე გინდა?-მეკითხება მაგრამ წყალს მაინც მიდგამს მაგიდაზე
-მადლობ
-როგორ გრძნობ თავს? რამე გტკივა?
-არა კარგად ვარ
-ჩემს გარეშე არსად წახვალ ამ დღის მერე-კატეგორიულად მიცხადებს
-არაფერია..-მაქყვეტინებს ისევ
-ვსო !!! ვერ დავუშვებ ჩემ გამო რამე რომ მოგივიდეს-,იატაკზე ჯდება და ჩემს ხელებში დებს თავს,მიკოცნის ხელის გულებს და მაშინვე ვჯდები მდივანზე.ფეხზე დგება და მეც ფეხზე ადგომას მაიძულებს,ძლიერად მიზიდავს თავისთან და გულში მიკრავს,არ ვიცი რატომ მაგრამ მეც ვხვევ ხელებს კისერზე და სურვილიც კი არ მაქვს მისი გაშვების



ძალიან ძალიან კარგიაა!მომწონს ძალიან heart_eyes

 


№2  offline წევრი miranda mira

მწვანეთვალებაგოგო
ძალიან ძალიან კარგიაა!მომწონს ძალიან heart_eyes


მადლობა დიდი მიხარია რომ მოგეწონა

 


№3  offline წევრი skida

აუ მაგარი იყო ძალიან მაინტერესებს ამის გაგრძელება როგორი იქნება მალე დადე
????????????????????????????????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent