შეუმჩნეველი ცრემლი.თავი 7
კოკისპირული წვიმა წამოვიდა და მომენტალურად იგრძნო,რომ თითქოს ცა სევდისგან დაცარიელდა.დაუგეგმავმა დღის განრიგმა მოადუნა,1 დღეც და ზამთარი პირს იბრუნებს, ოფიციალურად დამთავრდება,რაც კი იმას ნიშნავს, რომ ბევრისთვის სასიამოვნო პერიოდი, გაზაფხული დაიწყება. ალბათ ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც გაზაფხულის მოსვლა არ გაუხარდება.ცივი ზამთრის შემდეგ,ღრმად ამოსუნთქვა და გარშემო ნელა ნელა მწვანდება მიდამო.ზოგი ხელებგაშლილი, სიხარულით აღსავსე ეგებება,ლამაზი გაზაფხულის მოსვლას.რა სჯობს ბუჩქის ძირში ლურჯი ია რომ ამოწვერას და მისი სინაზით ამშვენებს უფრო გაზაფხულს.ამინდის გამო სევდით ივსება და უფრო მეტაც ეხვევა თავის თბილ მოსამცმელში.უბრალოდ წვიმს,მაგრამ წვიმა მის სულში უფრო აწვიმდა.უეცრად ქუხილი გაისმა და თითქოს ცაზე სახიფათო მომენტი გაცვალეს ღრუბლებმა.წვიმს და თავისდა უნებურად წვიმის წვეთებს მისი ცრემლიც შეუერთდა ისე რომ ვერც კი გაიგო,მაგრამ მალევე შეწყდა,აორთქლდა,რატომ სევდა და დარდი არ ორთქლდება ასე ადვილად?თავი ანება,გარეთ სამყაროს თვალიერებას და კარგად გამოხვეულმა წიგნის კითხვა დაიწყო,მაგრამ ვერც კითხვას დაუდო გული.მის თვალებში მხოლოდ უჩას დამცინავი თვალებია გამოყოლილი და ვერ ამოიგდო თავიდან მასზე ფიქრი.სიცივე იყო და უკვე დასაწოლად ემზადებოდა,რომ კარზე ზარი გაისმა.შეეშინდა და შიშთან ერთად გაოცებულიც წავიდა კარებისკენ. -ვინ აროის?იკითხა ჩუმად შიშნარევი ხმით. -გამიღე კარები კურდღელივით რომ ცახცახებ.მოესმა სიცილნარევი ხმა და კარიც გააღო გაღიმებულმა. -იკააააა,რა კარგია რომ მოხვედი.ყელზე შემოეხვია ბავშვობის მეგობარს.არცერთს არ გახსენებია დაწოლა,გაიხსენეს ბავშვობა და საუბარში თავზეც დაათენდა. -დარო მეძინება არსად არ გამიშალო,ეს ჩემი მდივანი იყო და აქ ხომ ვიძინებდი ხშირად.მოიცა,მდივანი გამოცვალეთ? -დაითვალე მას შემდეგ რამდენი წელია გასული.მთელი 20 წელი გასულა.სადაც გინდა იქ მოეწყვე შენი ბუდე,უკვე მეც მეძინება. -მართალია,გვიანია.დიდი დროც გასულა,მაგრამ შემომხედე.შენზე რატომ არაფერი არ მითხარი,ახლა დავიძინებ და ხვალ მოგისმენ მინდა გავიგო ვის გამო გაქვს ეს თვალები ჩაშავებული და ამოღამებული.უთხრა იკამ და თვალი ჩაუკრა.იკა ისეთი დაღლილი იყო,მხოლოდ დაძინება უნდოდა.უკვე ძილში იყვნენ წასულები,რომ კარზე ზარი არა და არ ჩერდება.დარინამ გაგულისებულმა გააღო კარი და მის წინ ქეთი იდგა სისხლიანი და თმებგაწეწილი.შეხედა დარინამ და ისეთი ხმით შეიცხადა იკაც კი წამოჯდა საწოლზე ნახევრად გამოღვიძებული. -რა დაგემართა,რას გავხარ წაიქეცი თუ სატვირთომ გადაგიარა? -არ წავქცეულვარ,ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი დღე მქონდა და რა უცებ შეიცვალა ყველაფერი.არ მქონდა ნანახი არასდროს ქარიშხალის ამოვარდა როგორ უცებ გადადიოდა ქარბორბალად და ბედნიერი წუთებიც დასრულდა.ცოლი დაბრუნდა სოფლიდან გაუფრთხილებლად და დაგვადგა თავზე.თურმე ცოლიანი ყოფილა და დამიმალა,გესმის?და მი მა ლააა. -მერე?გაოცებული უსმენდა დარინა. -მერე იმ ალქაჯის ბეჭდიანი ხელი მომხვდა სახეში. -მეტი გეკუთნის,გაიცნობ თუ არა იმ დღესვე სახლში მიყვები და საწოლში უგორდები.არ უნდა გაიგო ჯერ ვინ არის და ყავს თუ არა ოჯახი?გაუბრაზდა დარინა მეგობარს. -მაგდენი ინფორმაციის მოძიებამდე ჰორმონები ცაში აიჭრება.ეს ვინ არის?იკითხა გაოცებულმა იკას რომ შეხედა,იკაც კი წამომჯდარიყო ნახევრად მძინარე გოგოებს უცქერდა გაღიმებული. -ვერ იცანი?იკა არის, დაგვიბრუნდა განათლებული.ქეთის გაუხარდა იკას ნახვა და სიხარულით გაიქცა და დაახტა თავზე.იკამ კი შეხედა და წარბაწეულმა მკაცრად უთხრა. -სულ წასულხარ ხელიდან,ფუუუ.არც იფიქრო აქ დამიწვე,მეძინება და დაღლილი ვარ. -იდიოტო რამდენი წელია არ გვინახიხარ რა გაძინებს,გამოფხიზლდიიი. -ქეთი სანამ წყნარად ვარ შეირგე,ახლა კი იქ დაჯექი იმ სავარძელში და ისე მელაპარაკე,თუ დამეძინოს არ გამაღვიძო.იცოდე არ იფიქრო ახლოს მოსვლა. -რა იყო,გეშინია?გაეცინა ქეთის. -მოდი გავშალოთ მდივანი და სამივემ დავწვეთ ერთად ისე როგორც ბავშვობაში.მოაწყვეს დასაწოლი და სამივეს ეყვინთებოდა უკვე,რომ კარზე ზარია ისევ და სამივემ ერთმანეთს შეხედეს.დარინამ წამოდგა და კარი გააღო,სახლში კი უჩა შემოვიდა,იქ რომ ქეთი და იკა დაინახა არ ესიამოვნა,დარინას ხელი დაავლო და ისე როგორც იყო სირბილით ჩაარბენინა კიბეებზე,მანქანის კარი გამოაღო და გაოცებული დარინა მანქანაში შეაგდო,საერთოდ არ მიაქცია მის ყვირილს ყურადღება,თავის სახლში მიიყვანა და დიდხანს,ძალიან დიდხანს ყავდა გულში ჩახუტებული.საშინლად არ უნდოდა ხელი გაეშვა,თავზე,სახეზე,საფეთქელზე კოცნიდა უკვე მისად ქცეულ შავთვალება ღვთაებას.მის ქცევით დარინა გაოცებული იყო,დიდი ხანი ოცნებობდა უჩას გულმკერდზე თავდადებულს გაღვიძებოდა,მაგრამ არა ასე ნაძალადევად.დღეს ხომ წერტილი დაუსვა მასზე ფიქრს და მასზე არსებობას.თავი ასწია და უჩას თვალებში უცქერდა,თითქოს მის შემდეგ ნაბიჯს ელოდა.უჩას კი მისი შეხების სურვილი ისე უნდოდა როგორც არასდროს.ატლასის ხალათი მხრებზე გადაუწია,თავადაც ვერ შეძლო ამ გრძნობის,ვნების უარყოფა და თვალები დახუჭა,სუნთქვა აუჩქარდა და ვინ იცის რას ფიქრობდა იმ წუთში ან ერთი და ან მეორე. დარინა. -უეცრად ხელი დამსტაცა და უხეშად მომისროლა საწოლზე,სინაზე სადღაც გაქრა და ერთი ხელის მოსმით შემომახია ტანზე რაც კი მემოსა.თავად ჩემს ფეხებ შორის მოექცა და უეცრად შემოვიდა ჩემში. ტკივილისაგან და სიამოვნებისაგან კვნესა ვეღარ შევიკავე,მარტო მე არ მსიამოვნებდა მისი შეხება, ორივემ ვნევბიანი ხმები ამოვუშვით ყელიდან.მომწონდა მისი ოდნავ ძალადობა,უნდოდა უხეშიც ყოფილიყო,გაბრაზებულზე დღევანდელისთვის უნდოდა სამაგიერო გადაეხადა, მაგრამ არ გამოსდიოდა.ჩემი კაცია,მხოლოდ ჩემი,რადგამ მხოლოდ მე ვაგიჟებ ასე.ჩემი ხელის შეხება ისე სიამოვნებდა,რომ ბუსუსებს აყრიდა მთელ ტანზე და მეც ვერ ვიმორჩილებდი თავს,სხეულიც მღალატობდა და სიამოვნებისაკენ მიისწრაფოდა.მაგიჟებდა მისი ჩურჩულით ნათქვამი ყოველი სიტყვა,მაგიჟებდა მისი ღიმილი.ღმერთო ერთმანეთს ვაგიჟებთ,მაგრამ ერთმანეთზე უარესი ჯიუტები ვართ ორივე. გული ლამის ამოვარდნოდათ,მაგრამ ორივეს კმაყოფილი სახე ჰქონდა.ორივე დამშვიდდა,სახეზე ხელი მოკიდა და კიდევ ერთხელ დააგემოვნა გემრიელი ტუჩები.მშვიდი იყო უჩას სახე და უსაზღვროდ ბედნიერი.დასრულდა ვნებით სავსე წუთები უჩას შეხედა და შეეკითხა. -რატომ გააკეთრ ეს. -დღეს ხომ თქვი,არ იცი ქალს როგორ უნდა ასიამოვნოო,ვფიქრობ ამჯერად მოგეცი ის სითბო რაც გინდოდა. -მხოლოდ ამისათვის გააკეთე?ასე ძალიან გულზე მოგხვდა ჩემი სიტყვები? -შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მატკინე გული.იცი,რომ ჩვენ ორივე ვატყუებთ ერთმანეთს? -რას ვატყუებთ,რა მოგატყუილე. -ალბად ჯერ დრო არ დამდგარა ეს ტყუილი რომ აღმოვფხრათ ორივემ.დღეს სულ სხვანაირი ვიყავით ერთმანეთისთვის,ვერ გეტყვი რამდენჯერ დავცალე შენში ჩემი ძლიერი შემოწოლილი ვნება.იმედია არ ინანებ ამ ღამეს. -ვინანებ არ ვინანებ,აწი რა მნიშვნელობა აქვს,შენ მაინც ვერ გაიგებ უჩა ამას. -დარწმუნებული ხარ? -უკვე,აღარაფერში აღარ ვარ დარწმუნებული,აღარაფერში.ამას დრო გვიჩვენებს,ახლა უმჯობესია მომეცი რამე ჩავიცვა და სახლში წავიდე. -ნახე კარადაში ჩემი სპორტულები და მე წაგიყვან სახლში. -არ მითხრა,ისე მოგეჩვიე ამოვალ და შენთან ერთად საუზმესაც მივირთმევო.უთხრა ირონიულად დარინამ. -ამ ირონიას რატომ ვერ თმობ,შენი სტილია? -არანაირი ირონია არ მიხმარია,რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ კიდეც. -შხამი მოგწამლავს ერთ დღეს და მართლა არ მინდა შენი თვალები ჩამქრალი ვნახო,შენ რისხვით სავსე გამოხედვას ვერ შეველევი.არც უჩამ დააკლო ირონია და თვალი ჩაუკრა.შემდეგ წამოდგა და სპორტულები მისცა დარინას რაზედაც გულიანად იცინა როცა შეხედა,დარინას ხელით ეჭირა მასზე ძალიან დიდი ზომა შარვალი.სიცილით გააყოლა თვალი თავის ბინისკენ მიმავალ დარინას და თავად კომპანიაში წავიდა.ორი კვირა გავიდა უჩა არ უნახავს,უჩა გაქრა იმ დღის შემდეგ.უკვირდა ყველას,მაგრამ ფაქტი ფაქტად ჩანდა რომ უჩა მთელი ორი კვირით არ გამოჩენილა.გული ცუდს უგრძნობდა,თითქოს გრძნობდა უკვე მოახლოებულ ტკივილს.უნდოდა,ტკივილისდა მიუხედავად,უნდოდა კიდევ ერთხელ დაენახა ის სითბოთი სავსე თვალები მას დიდი სიყვარულით რომ მისჩერებოდნენ იმ ღამით,მაგრამ არ აღიარებდა ამ სიყვარულს.ამ სიყვარულმა,ხომ მხოლოდ ცრემლი,დარდი და წუხული მოუტანა.ორი კვირის შემდეგ უჩა დაბრუნდა კომპანიაში თავისი ჩვეული მტკიცე ნაბიჯებით და სიმკაცრით.დარინას კაბინეტს გვერდი აუარა და თავის კაბინეტში შევიდა. -დარინა მოვიდა,უჩა მოვიდა.ახარა ლევანიმ დარინას და დაინახა ლევანიმ როგორ განათდა დარინას თვალები,წამოდგა და უჩასთან შევიდა. -მოხვედი?სად იყავი,იცი როგორ ვინერვიულე? -დარინა ეს დღეები მხოლოდ ვფიქრობდი,ბევრი ვიფიქრე.წავედი იმის გამო რომ ჩემს თავში დავრწმუნებულიყავი და საბოლოო გადაწყვეტილება მიმეღო -მერე?რა დასკვნა გააკეთე შენი მარტოდ დარჩენილი დღეებიდან.უჩას კაბინეტის კარი გაიღო და კაბინეტში მაღალი,ცისფერთვალება ქერა გოგონა შემოვიდა.არ მოეწონა დარინას და უჩას ასე ახლოს მდგარს რომ შეხედა და ირონიულად თქვა. -ხელს თუ გიშლით წავალ. -აჰ,უკვე მოხვედი?უჩამ ხელით მისწია დარინა და გოგონასკენ წავიდა. -დარინა გაიცანი,ჩემი საცოლე ირმა მინდელი.დარინას უეცრად თვალებში დაუბნელდა,ვერაფერი თქვა და მხოლოდ უჩას უცქერდა თავისი ჩამქრალი,სიცოცხლე წართმეული თვალებით.იმ თვალებით,რომლებიც უჩას ძალიან აგიჟებდნენ -გილოცავთ.თქვა ეს ერთი სიტყვა და კაბინეტიდან გავიდა.იჯდა და ფიქრობდა,რომ დროის სვლასთან ერთად ტკივილი გაქრებოდა,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.შეუძლებელი იყო იმ რამდენიმე ღამის დავიწყება რომლებიც როგორც წყალი და ცეცხლი ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.ძალიან ბევრი რამ ჰქონდა გულში,როგორმე უნდა გამოეშვა გარეთ ეს დაგროვილი ტკივილი,არ უნდოდა ტვირთად ეტარებინა და როგორმე გულისთვის შვება მიეცა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა ვიღაც ყელში უჭერდა ხელს და სუნთქვას უკრავდა.წამოდგა,კარი გამოაღო და ისევ უჩას კაბინეტში დაბრუნდა,უჩამ გაკვირვებულმა შეხედა დარინას ფერდაკარგულ სახეს და გათეთრებულ ბაგეებს,მაგრამ მის თვალებში დანახულმა სიძულვილმა და ზიზღმა ადგილზე გააშეშა.დარინას არც ლევანისთვის შეუხედია,არც პაატასთვის და არც მირანდასთვის,არავინისთვის მიუქცევია ყურადღება უჩას წინ დადგა,ჯერ თვალებში ჩააშტერდა და ზიზღნარევი ხმით უთხრა. -ვერ გიტან,მეზიზღები ისე როგორც არავინ.მოულოდნელად უჩამ მარცხენა ლოყაზე წვა იგრძნო,მთელი ძალით მოქნეული ხელის ხუთი თითი რამოდენიმე საათის განმავლობაში აჩნდა სახეზე.სასწრაფოდ დატოვა კაბინეტი,ჩანთას ხელი დაავლო და კომპანია დატოვა.მიდიოდა და ტიროდა,ჯერ კიდევ არ სჯეროდა,ნუთუ ის ღამე მარტო იმისთვის ჩაიდინა,რომ დარინას სიტყვები იუკადრისა და შური იძია.ნუთუ მხოლოდ იმიტომ გააკეთა,რომ თავი დაემახსოვრებინა რომ მისი სითბო ეტარებინა სხეულით? -შვილო ცუდად ხარ?მხარზე შეეხო ვიღაც,აიხედა ცრემლებისგან დანისლული თვალებით და მის გვერდით თმა-ჭაღარა ქალბატონი იდგა. -კი,სწორად მიხვდით ცუდად ვარ დეიდა,ძალიან ცუდად. -წამოდი ჩემთან შვილო აქვე ვცხოვრობ,ასე ვერ მიგატოვებ ქუჩაში ტკივილით სავსეს.ხელი მოკიდა, წამოაყენა და მისივე დახმარებით შეიყვანა ბინაში.პატარა და მყუდრო ბინა იყო,როგორც ჩანდა ერთი თვალის გადავლებით მიხვდა,რომ მარტო ცხოვრობდა. -ეს დალიე და დაგამშვიდებს.დამამშვიდებელი გაუწოდა წყლით სავსე ჭიქასთან ერთად. -არა,ვერ დავმშვიდდები.დღეს,ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაზე დამცირებულ ქალად ვიგრძენი თავი.დღეს,ჩემი გული,გული რომელსაც სიცოცხლე უხაროდა მოკლეს,მოკლეს გასროლის გარეშე,ტყვიის გარეშე,მაგრამ მაინც შეძლეს მისი მოკვლა.სამახსოვროდ კი დამიტოვა ის მოგონება რომელიც ყოველთვის ტკივილად შემახსენებს თავს. -დაწყნარდი შვილო,არ ყოფილა შენი სიყვარულის ღირსი და კარგია რომ თავად მიმხვდარა. -მე,მე რომ მიღიმოდა ახლა იმ ღიმილით სხვას უღიმის.დღეს ჩემი ციცქნა გული,სიყვარულით სავსე გული ამომაგლიჯეს,დამცინეს კიდეც,ჩემში სიმხიარულე ამოძირკვეს და ფიტული,მხოლოდ ქალის ფიტული დამტოვეს. -დაწყნარდი,არაკაცებისთვის არ ღირს ცრემლის ღვრა. -მე დღეს სიყვარული წამართვეს,მომკლეს.აღარც ცრემლი,აღარც იმედი,აღარც სევდას გრძნობს ჩემი გამოფიტული გული.ტელეფონმა დაურეკა,ზიზღით დახედა და გათიშა.ბევრი იტირა და ტირილში ჩაეძინა უცხო მკერდზე თავმიდებულს,თითქოს ამ თბილმა მკერდმა შვება მოუტანა.არ გაუშვა ხელი და ასე ყავდა მასაც დილამდე მის გულზე მიკრული გულნატკენი გოგონა -გატკინეს,გადაგიარეს მაგრამ დამიჯერე მოვა დრო მასაც მწარედ ეტკინება შენი დღევანდელი ცრემლის გამო.შენი გამოფიტული და გამომშრალი გულის ნახვა ეტკინება ისე როგორც ეტკინება შენი ჩამქრალი და უსიცოცხლო თვალების შეხედვა,სწორედ ეს თვალები აგრძნობინებს იმ დანაშაულზე რომელის დღეს ჩაიდინა.ინანებს,ის მწარედ ინანებს.ასე ბუტბუტებდა და დარინას ხელებს მაგრად უჭერდა.დილით გაიღვიძა და გაუკვირდა სად იყო,შემდეგ მასზე სარტყელივით შემოხვეულ ხელებს დააკვირდა და ნელა-ნელა თვალი ააყოლა,შეხედა თბილი ღიმილით უცქერდა უცნობი ქალბატონი -დილა მშვიდობის, საყვარელო.აბა,როგორ ხარ დღეს? -თქვენ,თქვენ მთელი ღამე არ გიძინიათ? -სიმართლე გითხრა არა,ვერ დავიძინებდი როცა შენ ასე ძალიან გტკიოდა,რადგან მეც ვიცი ტკივილის სიმწარე რა ძნელი გადასატანია. -თქვენც ასე გატკინეს გული? -მე ცხოვრებამ გამიმეტა საყვარელო,გულიდან და სხეულიდან მომგლიჯა ჩემი ყველაზე მტკივნეული ნაწილი და მე მას დღემდე მივსტირი. -არ ვიცი რა გითხრათ. -ფატი,ფატი მქვია შვილო.ფატი ღიბრაძე. -შეგაწუხეთ,ღამეც გათევინეთ.შეწუხდა დარინა. -არა უშავს,მთავარია შენ როგორ ხარ. -უკეთ,მადლობა. -მე ყავას მოვადუღებ,შენ კი შენებს შეეხმიანე,რომ იცოდნენ კარგად ხარ და არ ინერვიულონ,შემდეგ კი ვისაუბროთ. იკა ნერვიულად გადი-გამოდიოდა სახლში და წამ-წუმს საათს უცქერდა,მაგრამ დარინა არა და არ ჩანდა.როგორც იქნა შუადღისას ახმიანდა ტელეფონი და ანერვიულებულმა,მოთმინება დაცლილმა უყვირა. -სად ხარ აქამდე,იცი როგორ ვინერვიულე?რა გახდა ერთი ზარი და ორი სიტყვის თქმა,იკა არ დამელოდო. -ნუ ყვირი,კარგად ვარ.მომისმინე,საჭმელი მაცივარშია,სახლის გასაღები შემომასასვლელში ტუმბო რომ დგას იქ ნახე,უჯრაში დევს და გქონდეს,დაგჭირდება ეს დღეები,რადგან რამდენიმე დღე არ ვიქნები გავდივარ ქალაქიდან და ტელეფონს ვთიშავ.ვინც არ უნდა დარეკოს და შეგეკითხოს არ იცი სად ვარ,არ შეგხმიანებივარ.დედამ თუ დარეკოს,უთხარი ვმუშაობ და ძალიან გადატვირთული ვარ,ტელეფონი კი დავკარგე. -რა მოხდა დარო. -არაფერი არ მოხდა,უბრალოდ დასვენება მინდა. -დარო ხომ იცი ჩემსავეთ შენს ხმას ვერავინი ვერ იცნობს,რა მოხდა. -რომ მოვალ ყველაფერს გეტყვი იკა მაგრამ არა ახლა,ცუდად ვარ. -გეტყობა ხმაზე რომ ცუდად ხარ,არც ქეთის და ლანას ვუთხრა სად ხარ ან კარგად რომ ხარ?ისინიც ნერვიულობდა წუხელ აქ იყო ორივე. -არა,არ უთხრა.გთხოვ,შემინახე ეს ერთი საიდუმლო ცოტა ხნით სიმშვიდე მჭირდება. -კარგი,არაფერს არ გაძალებ,ვიცი რომ თავად მომიყვები.მთელი 15 დღე დარინა არ გამოჩენილა,თითქოს ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო.ნერვიულობდა ლევანი,ნერვიულობდა მირანდა და არ იმჩნევდა,მაგრამ ნერვიულობდა თვით მისი უდიდებულესობა თურმანიძე.მირანდას რომ მოთმინებოს ფიალა დაელია,უჩას კაბინეტის კარი შეგლიჯა და უთხრა. -უჩა სად არის დარინა. -არ ვიცი.იყო მისი ცივი პასუხი. -უჩა რამე დაუშავე გოგოს? -რა უნდა დამეშავენინა დედა,რა აზრები გაწუხებს ხოლმე.ექიმს გაესინჯე რა. -მართლა დებილი ხარ შვილო,თუ იდებილებ თავს. -არ ვიცი,არ ვიცი სად არის რატომ არ გჯერავს.არ ვიცი სად არის, არ მაქვს კონტაქტი მასთან. -უჩა გოგო არ ჩანს 15 დღეა,სახლში მივედი და არც სახლში იციან სად არის და ნერვიულობენ.მე მიფრთხილდი,თუ დარინას რაიმე ჭირს შენს გამო,კარგად მიცნობ და იცი სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი,მიფრთხილდი ხისთავიანო თურმანიძე,მიფრთხილდიიი.მითხარი ერთი,ეს ქუჩის სად მოძებნე,შენ რა მართლა გგონია მე დაგთანხმდები ამ ქორწინებაზე?ჯერ მე გადამაბიჯე მკვდარს და მერე იქორწინე,ან დაემშვიდობე ამ ყველაფერს სადაც მეფედ მოგაქვს თავი ჩემი და ლევანის წყალობით.მირანდა ისეთი სერიოზული იყო,უჩას ცოტა კი არა კარგად გააცახცახა ტანში და შიშჩამდგარი თვალებით შეხედა გვარიანად გაბრაზებულ დედას რომელიც თუ იტყოდა მის სიტყვას მოკვდებოდა და მაინც აასრულებდა. -ბ-ნო ლევან ტელეფონთან გთხოვენ,გადმოვრთო აქ თუ თქვენს კაბინეტში უპასუხებთ -აქ გადმორთე შვილო და აქ ვუპასუხებ. -ახლავეს.ლევანიმ უჩას ადგილზე დაჯდა და ტელეფონს უხალისოდ უპასუხა. -გისმენთ. -გამარჯობა ძია ლევან.ლევანი არ ელოდა ამ ხმას და უეცრად ფეხზე წამოხტა და გაკვირვებულმა უპასუხა. -დარინა?სად ხარ შვილო,როგორ ხარ.ლევანის საუბარზე ყველა ფეხზე წამოდგა და უჩამ ყველას შეუმჩნევლად შვებით ამოისუნთქა. -კარგად ვარ ძია,უფრო სწორად ახლა უკეთ ვარ -რა გჭირდა,რა დაგემართა.იცი რომ ყველამ ძალიან ვინერვიულეთ? .-ბოდიშს გიხდით რომ განერვიულეთ. -ლევან დარინა არის ხომ?კითხა მირანდამ რადგან უფრო დარწმუნებულიყო. -დარინა შვილო არ მომწონს შენი ხმა.დაისვენე და გამოდი შემდეგ სამსახურში.უთხრა ლევანიმ. -გმადლობთ,მაგრამ ჩემი დაბრუნების მიზეზს ვერ ვხედავ ძია ლევან და არც სურვილი მაქვს დაბრუნების. -დარინა ჩემო გოგო 15 დღე და ღამეა თვალი არ მოგვიხუჭავს მე და ლევანის.სად ხარ,ავად ხარ?მითხარი და მოვალ სადაც ხარ. -მადლობა ქ-ნო მირანდა მაგრამ არაა საჭირო თქვენი მოსვლა,არ შეწუხდეთ. -მაშინ დაისვენე ჩემო გოგო,ძალები აღიდგინე და დაბრუნდი,ახლა მჭირდები დარინა.შენ მჭირდები,გესმის?მუდარის ხმა ისმოდა მირანდას ხმაში. -უფროსო როგორ ხარ.კაბინეტში პაატა შემოვიდა მაგრამ მიხვდა ხუმრობის ხასიათზე არავინ არ იყო და გაჩუმდა. -მართლა არ მინდა დაბრუნება.მირანდამ იგრძნო დარინას ხმას ცრემლიც შეერია და მოეფერა. -ვიცი,ვიცი თავს რატომაც გრძნობ ცუდად,ამიტომ არ დაგაძალებ და როცა შენ გადაწყვიტო მაშინ დაბრუნდი,მაგრამ გახსოვდეს რომ ახლა მჭირდები დარინა და ძალიან მჭირდები. -დავფიქრდები და ძია ლევანს დაურეკავ,მაგრამ ახლა ვერც მოვალ და ვერც დაგპირდები ვერაფერს. -კარგი შვილო,კარგი ჩემო გოგო.მირანდამ ტელეფონი დადო და უჩას შეხედა.-გაანადგურე და ერთიანად გადაუარე,ამას დარინა კი არა არც მე არ უნდა გპატიობდე,რადგან შენ რაც უფრო გპატიობენ მით უფრო დიდ შეცდომებს უშვებ.არ მორჯულდები სანამ თავად არ გეტკინება და ის ტკივილი ძალიან მწარე არ იქნება შენთვის.მინდა გეტკინოს და მეც შენთან ერთად მეტკინოს,მაგრამ გონზე მოგიყვანოს ამ ტკივილმა.მირანდამ ჩანთა აიღო და კაბინეტი დატოვა ლევანთან ერთად,უჩა კი თავის სკამში ჩაეხეთქა და თავი ხელებში ჩარგო. -რა ხდება,როგორ ხარ.მირანდა ასეთი გამწარებული და გაბრაზებული არასდროს მახსოვს მენახოს. -რაც მითხრა,ყველაფერი მართალია.ცუდად ვარ და შენ მაინც დამიჯერე რომ მართლა ცუდად ვარ. -გაიგეთ დარინა სად არის? -დარეკა,ლევანს დაურეკა და აქედან ელაპარაკა,მაგრამ არ თქვა სად არის. -შენ სად დაიკარგე ის სამი კვირა რომ გადაიკარგე,შენ საერთოდ აზრეოვნებ რას აკეთებ?უჩა ყოველთვის შენს გვერდით ვიდექი,მაგრამ უკვე ზედმეტებში გადადიხარ და ეს არც მე არ მომწონს. -ვიცი,ვიცი და ჩემი თავი მეზიზღება. -შეგიძლია მითხრა,რა გინდა ამ გოგოსგან,რას ითხოვ,რატომ აწამებ ასე?გიყვარს და არ ამხელ,ტკენ და იმის ნაცვლად შეცდომა გააცნობიერო,უარესს აკეთებ.მიდიხარ,იკარგები,ბრუნდები და მოგყავს თან ერთი დღის გაცნობილი ვიღაც ერთ-ერთი იაფფასიანი ბარის და ამბობ რომ მასზე ქორწინდები. -მასზე მეტი ჯიუტი მე ვარ პაატა. -ვერც ის ვერ გავიგე,რატომ ჯიუტობ ასე და ან რატომ ეჯიბრები ყველაფერში.შენი საქმე შენ იცი მეგობარო,მაგრამ ამჯერად მაგრად შეტოპე.ჩემი დახმარების იმედი აღარ გქონდეს და სანამ არ მოხვალ ჭკუაზე არ დამირეკო.პაატა გავიდა და დატოვა უჩა დაფიქრებული და სახე წაშლილი. ვერ ისვენებდა იკა და ერთ დილით,როცა დარინამ დაურეკა თხოვა რომ ნება მიეცა მისულიყო მის სანახავად,რადგან მასზე ძალიან ნერვიულობდა.დაეთანხმა,რადგან თავადაც მოენატრა და ფატის თხოვა იკას მისვლა და ფატიმ სიხარულით დაეთანხმა.ცოტა ხანში დარინამ კარი გაუღო და ნაცვლად იმისა,იკა დარინას მოხვეოდა,იდგა და გაოცებული უცქერდა. -რას გავხარ,გოგო შენ ნორმალური ხარ?გინდა თავი მოიკლა იმ არაკაცის გამო? -არა,მაგრამ ჯერ-ჯერობით მარტო მინდა ყოფნა.მინდა ვიფიქრო და შორიდან შევხედო იმ დღეებს რამოდენიმე დღის უკან როგორი ბედნიერი ვიყავი.გაქრა იკა ეს ბედნიერება,ჩემს ირგვლივ მხოლოდ დიდი სიცარიელეა.ჰაერი არ მყოფნის,მინდა სადმე დავდგე შემაღლებულ ადგილზე და ხარბად ვისუნთქო.შემდეგ კი დავფიქრდები და ვიტყვი,რა სამწუხაროა,რომ ცხოვრება შეცდომით შემდგარი ადამიანებისგან შედგება.სამყაროში ჩემო იკა ძალიან,ძალიან ბევრი ცოდვილი ადამიანი დადის.ფატი ღიმილით გამოვიდა სტუმართან მისასალმებლად,მაგრამ იკას შეხედა თუ არა გულზე მიიდო ხელი და შეუმჩნევლად დაბრუნდა სამზარეულოში.სათვალე გაიკეთა და სათვალეებით შეხედა დაკვირვებით სტუმარს,სტუმარს რომელიც საერთოდ არ იყო სტუმარი მის სახლში.პირზე აიფარა ხელი და თავის ოთახში შევიდა ტირილით. -დარო ძალიან გთხოვ,მოერიე საყვარელო ამ ტკივილს.არ ვიცი რა გტკივა ასე მწარედ,მაგრამ ვიცი რომ იმ არაკაცმა ძალიან გატკინა.სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს,ისე როგორც ვარდი უეკლოდ არ იზრდება. -გაჩუმდი,გთხოვ გაჩუმდი.სიყვარუოლი არ არსებობს,ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არ არსებობს იკა.გაიყინა ერთ ადგილზე,შავ ღრუბლებად გადაიქცა და ჩემს თავზე თეთრი ღრუბელი გაფანტა.მზეს ვიღაცამ ჩემი წილი სხივებიც მოჰპარა,რადგან ჩემამდე ვერ შეძლებოდა მოსვლა და მე არ გავეთბე.ვიღაცა იყო ჩასაფრებული ჩემს სიხარულს და ჩემამდე გზა დაუკეტა,აღარ გამოუშვა.რატომ,რატომ,რატომ იკა.მე ხომ ერთი ჩვეულებრივი და ძალიან უბრალო გოგო ვარ რომელიც მხოლოდ სიყვარულს ეძებდა ყველგან და ისიც მოჰპარეს. -წამოდი სახლში,დასრულდა ჩემი სახლში ყველაფერი,მაგრამ შენთან ვიქნები დარო და არ მიგატოვებ ასეთ მდგომარეობაში. -არ მინდა სახლში,არ მინდა ისევ იქ მოვიდეს,არ მინდა მისი შეხედვა. -მაშინ ჩემთან წამოდი,არ შემიძლია ასე დაგტოვო აქ ამ მდგომარეობაში. -ცოტა ხანი მადროვე და წამოვალ.ახლა კი წადი,ჩემს კარტას მოგცემ აპარატიდან ფული მოხსენი,შემდეგ მარკეტში შედი და რაც მოგყვეს ხელში იყიდე და მოიტანე. -არ მინდა შენი კარტა,მე ვიყიდი რაც გინდა. -მე მჭირდება არ მაქვს ფული საერთოდ და მოხსენი 150-200ევრო.დარიცხული იქნება მამიკო დამირიცხავდა.იკამ თავი დაუქნია და შეპარული ღიმილით უთხრა. -პიცას გამომიცხობ?დარინას გაეცინა და ღიმილით დაუქნია თავი.ჩანთა გახსნა კარტა ამოიღო და კოდიც დაუწერა.დარინამ თვალი ჩაუკრა იკას და იკამ კი ლოყაზე აკოცა და სახლიდან გავიდა,ერთი საათი არ დაგვიანებია და დატვირთული დაბრუნდა. -ფატი დეიდა სად ხარ?დაუძახა დარინამ სამზარეულოში რომ ვერ ნახა ფატი.მაგრამ არ გააგონა ფატიმ და დარინა ფრთხილად მიუახლოვდა ფატის საძინებელს და ასევე ფრთხილად დააკაკუნა კარზე,მაგრამ სიჩუმე რომ იგძნო და სიჩუმეში ფატის ჩუმი ტირილი გაიგონა კარი შეაღო და გაოცებული უცქერდა ქალს,რომელსაც ხელში ფოტო ეჭირა და იმ ფოტოდან გაღიმებული იკა უცქერდა,ფატი კი შეშლილი სახით დასცქეროდა ფოტოს,დარინას კი ცრემლებით სავსე თვალებით შეხედა და უთხრა. -დარინა ვინ არის იკა შენთვის,ან რა არის შენი. -მეგობარია ფატი დეიდა,ჩვენ 5 წლამდე თითქმის ერთად გავიზარდეთ.შემდეგ მამა გარდაეცვალა და დედამ უცხოეთში წაიყვანა,ახლახანს ჩამოვიდა. -დედა?დედა სად არის. -უცხოეთშია და როგორც ვიცი,უცხოელზე დაქორწინდა წლების შემდეგ. -გაკვირვებული პასუხობდა დარინა. -კარგი შვილო,არაფერი არ უთხრა.რა მოილაპარაკეთ,მიყვები სახლში? -თქვენ გინდათ წავიდე,შეგაწუხეთ? -არა,არა რას ამბობ,მინდა აქ იყო. -მეტყვით,ვინ არის ეს მამაკაცი? -ეს ჩემი ძმაა,ჩემი ერთი ცალი,ჩემი დიდი ტკივილი.ავარიით გარდაიცვალა და მისი ცოლი ორმოცის მერე სახლიდან წავიდა ჩემს ძმისშვილ ირაკლისთან ერთად.ხედავ მსგავსებას? -კი,ძალიან ჰგავს,მაგრამ დარწმუნებული ხართ ის არის? -დრო და დრო გავიგებ და თუ სიმართლეა ის ჩემი ძმიშვილია,იმედი მაქვს არ მიმატოვებს. -იკა ძალიან თბილი და მგრძნობიარე ადამიანია ფატი დეიდა. -დედა ახლაც უცხოეთშია? -კი,ის უცხოეთშია რაც წავიდა აქეთ აღარ დაბრუნებულა,იკაც იქ გაიზარდა,უმაღლესი იქ დაამთავრა და უკვე ექიმია.იკა მოსულიყო და კარებთან იდგა გაოცებული და გაკვირვებული ისმენდა დარინას და ფატის საუბარს.უეცრად წარსულში დაბრუნდა, რაღაც გაახსენდა,თავზე შემოიწყო ხელები და ცრემლიც კი მოეძალა თვალებზე.აღარ დაელოდა და კარი შეაღო,ფატის წინ ჩაიმუხლა იატაკზე დაჯდა,თვალებში შეაჩერდა და ჩუმი ჩახლეჩილი ხმით უთხრა ფატის. -მე არ მახსოვს კარგად რა მოხდა,მაგრამ ამ სახლში რომ შემოვედი თითქოს ნაცნობი სურნელი ვიგრძენი,ბუნდოვნად კი მახსოვს ქალის ცრემლიანი თვალები და მისი განწირული ხმით ნათქვამი რამდენიმე სიტყვა. ,,იკა მაინც დამიტოვე,ის ჩემი სისხლია,ჩემი სულის ნაწლი''.მე ამ სიტყვებმა ბევრჯერ ძილში მოსვენებაც კი დამიკარგა. -ის დღე გახსოვს,ის დაწყევლილი და ტკივილით სავსე დღე.თქვა ფატიმ და ხმამაღლა აღრიალდა.სწორედ იმ ტირილში შეიცნო იკამ ის თვალები,ის ცრემლით და ტკივილით სავსე თვალები და მისი ერთადერთი ახლო ადამიანი მამის მხრიდან რომ შემორჩენოდა და თავადაც აღრიალებულმა შემოხვია მამიდას ხელები.ტირილით გული რომ იჯერა,დარინას შეხედა,რომელიც იქვე იჯდა და ტიროდა.ფატიმ გაუღიმა და უთხრა. -ხედავ?ზოგჯერ დიდ ტკივილს დიდი ბედნიერებაც მოჰყვება..მადლობა ჩემო კეთილო ამ სიხარულის ჩემს სახლში შემოტანისთვის.ბევრი ეფერა მის საყვარელ ადამიანს და შეპირდა,რომ ტკივილს დაავიწყებდა.ცრემლი და ტკივილი სიხარულად იქცა და გადაწყვიტეს პიცა გამოეცხოთ,ფატი იქვე დააჯინა იკამ და თავად დარინას ეხმარებოდა,თან სამივე გემრიელად იცინოდა იკას ხუმრობებზე.თითქოს დაამდა ტკივილი დარინას გულში და გადაწყვიტა ერთ დღეს გარეთ გასულიყო ჰაერზე,მარკეტშიც შევიდა და მოულოდნელად წინ პაატას შეეჩეხა. -დარინა?გული ეტკინა პაატას ასეთი დარინას ნახვისას,მას ხომ დარინა სულ ირონიით სავსე და მხიარული ახსოვდა. -პაატა?ჭორბიუროს მდივანო აქ რამ მოგიყვანა?შეეცადა გახუმრებას დარინა. -აქეთ ვიყავი და შემთხვევით დაგინახე.როგორ ხარ დარინა. -კარგად,ძალიან კარგად პაატა.უთხრა ღიმილით,მაგრამ მისი ღიმილი ის ღიმილი არ იყო როგორიც ახსოვდა პაატას. -არ დაბრუნდები ჩვენთან? -რატომ, პაატა რისთვის,ისევ რომ გადამთელონ და გადამიარონ,ისევ რომ მეტკინოს? -დარინა შენც ჯიუტი ხარ და ის ხომ არის და არის. -აქ სიჯიუტე არაფერ შუაშია პაატა.მან ჩემს სინდისს შეეხო,მაგრამ მე ავიტან ამ დამცირებას და ამ ტკივილს,მაგრამ გადაეცი ერთ დღეს ჩემი შეხედვა მწარედ ეტკინება,ძალიან მწარედ.შებრუნდა და წავიდა,მაგრამ უეცრად მოიბრუნდა ისევ პაატას და უთხრა. -მოვალ ერთ დღეს,რათა ჩემი ნივთები წამოვიღო.პაატამ მკრთალად გაუღიმა და უთხრა. -თვის ბოლოს ნიშნობა აქვს. -ვულოცავ და ბედნიერი იყოს ისეთი,როგორსაც იმსახურებს.უთხრა დიდი ზიზღით და წავიდა.პაატამ სიტყვა-სიტყვით გადასცა უჩას დარინას სიტყვები. -უჩა რა იგულისხმა მწარედ სინანულში,ვერ გავიგე. -არ ვიცი,არ ვიცი პაატა.ასე როგორ დავეცი,ასე როგორ გამაგიჟა ამ გოგომ,ყველა ქალში მის სურნელს დავეძებ,როგორ გადავსცდი ზღვარს.ძალიან შეცვლილია? -ვერ ვიცანი,დაიჯერებ?რომ დავუძახე და შემობრუნდა,ჩემს წინ სულ სხვანაირი დარინა იდგა.ერთ დროს რომ მზის სხივები შემოჰქონდა და მთელი სამყაროს დაინახავდი მის თვალებში,დღეს იქ,იმ ადგილზე ცარიელი ორი შავი გუბე ვნახე მხოლოდ.ერთი თვეც გავიდა და დარინა კომპანიაში მივიდა,ჯერ ლევანი მოინახულა,რომელსაც ძალიან გაუხარდა მისი ნახვა.ბევრი ხვეწნის მიუხედავად,დარინამ მამასავით ჩაეხუტა ლევანს და ლევანმაც მოხვია მისი ხელები,დარინამ კი უჩურჩულა. -ძალიან მიყვარხართ ძია ლევანი. -მეც,მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგო და გთხოვ ნუ წახვალ აქედან.დარინამ შეხედა და ცრემლიანი ხმით უთხრა. -არ შემიძლია,მახრჩობს უკვე ეს კედლები.შემდეგ კი სევდიანად გაუღიმა და თავის კაბინეტში შევიდა.მის ნივთებს ერთ მუყაოს ყუთში აწყობდა,რომ უჩამ შემოაღო კარები. -რამდენჯერ გაგაფრთხილეთ,რომ ამ კაბინეტში არავინი შევიდესთქო,ვინ არის აქ,რა უფლებით შემოდი,ვინ.....................კარი შემოაღო უჩამ და დარინას დანახვისას ადგილზე გაშეშდა. -რას აკეთებ.შეეკითხა გაკვირვებულმა. -აქ რას ვაკეთებ თუ საერთოდ რას ვაკეთებ.ასევე გაკვირვებულმა იქით დაუსვა კითხვა უჩას. -ხო რას აკეთებ,რატომ აწყობ ამ ნივთებს. -რატომ?რა,არ გინდა წავიდე?ირონიული იყო დარინას კითხვა. -არა,არ მინდა წახვიდე და გთხოვ,არ წახვიდე დარინა.სულ სხვანაირი თვალებით უცქერდა უჩა.იმ თვალებსი მხოლოდ დარინამ დაინახა დიდი,დიდი და უზარმაზარი სინანული. -რატომ,უჩა ეს რატომ გააკეთე.ახლა დგეხარ და მთხოვ არ წავიდე,ნუთუ საკმარისად ვერ დამამცირე,საკმარისად ვერ გამთელე და კიდევ დაგრჩა რაიმე გასაკეთებელი შენი გეგმის ნაწილიდან ისეთი,რაც კიდევ ამაზე მეტად მეტკინება? -დარინა გთხოვ,ტკივილზე-ტკივილს მიმატებ და სინანულზე სინანულს.დარჩი,გთხოვ დარჩი და ყველაფერს გამოვასწორებ. -უკვე გვიან არის შენი სინანულიც და შენი თხოვნაც,მე ვქორწინდები.საიდან მოიტანა ეს ტყუილი თავადაც არ იცოდა. -ტყუილია,მითხარი რომ ტყუილია.გინდა მატკინო და იმიტომ ამბობ,ხომ ასეა? -შენ გინდა დაიჯერო მასე,მაგრამ სამწუხაროდ არა,სიმართლეა.ჩაქრა უჩას თვალები,უკან დაიხია და სინანულით უთხრა. -სამაგიეროს მიხდი? -სულაც არა,არ ღირს სამაგიეროს გადახდაზე იფიქრო იმ ადამიანთან,რომელმაც არ იცის სიყვარულის ფასი.რომელმაც არ იცის რას ნიშნავს იყო საყვარელი ადამიანის გვერდით და შენს თვალებს ყოველ ღამით ყველასთვის შეუმჩნევლად ,,შეუმჩნეველი ცრემლი''ნამავდეს.შენ ვერასოდეს გაიგებ ამ ცრემლის ფასს და ვერც გემოს. -დარინა?დაბრუნდი,როგორ გამახარე შენი ნახვით.ეს რა არის,სად მიდიხარ.დარინას წინ გაოცებული მირანდა იდგა,გაოცებულმა შეხედა ჯერ დარინას და შემდეგ დარინაზე მიშტერებულ უჩას.-რა ხდება,რა გჭირთ. -არაფერი დეედა,მიულოცე დარინა ქორწინდება და ვფიქრობ,რა საჩუქარი გაუხარდება ჩემგან როგორც ჩემი მდივანი.მირანდამ დარინას შეხედა და დაეჭვებულმა კითხა. -მართლა?მართლა ქორწინდები? -დაქორწინებით ჯერ არა,მალე ნიშნობა გვექნება.ამ საუბარში იყვნენ,რომ ირაკლიმ მიაკითხა დარინას. -დარო სად ხარ,ძლივს მოვაგენი შენი კაბინეტი.რას აკეთებ,რატომ დაგაგვიანდა.უჩამ გაოცებულმა შეხედა ირაკლის. -ნივთებს ვალაგებ იკა და მალე მოვალ. - მე როგორც ამ კომპანიის მთავარი მმართველი,ერთი შემოთავაზება მაქვს. -გისმენთ.უთხრა დარინამ მირანდას. -მინდა თქვენი ნიშნობაც,უჩას ნიშნობის დღეს იყოს.ირაკლიმ დარინას შეხედა და მიხვდა,რომ ის გამოუვალ მდგომარეობაში იყო და ჯერ დაიბნა,დარინას გვერდით დადგა,წელზე ხელი შემოხვია,თვალი ჩაუკრა და ღიმილით უთხრა მირანდას. --იცით,ჩვენ წასვლა გვინდოდა და ნიშნობა ბრაზილიაში გაგვეკეთებინა,ჩემები ყველა იქ არის,მაგრამ დარინას ეს სამსახური ძალიან უყვარს,თან ძალიან ბევრი ლამაზი მოგონებები აქვს ამ კომპანიასთან მე თანახმა ვარ,აქ გადავიხადოთ დარო ნიშნობა და ქორწილი ბრაზილიაში.ცუდი აქ არაფერია,პირიქით მივესალმები თქვენს შემოთავაზებას.მირანდამ ეჭვით შეათვალიერა ფერწასული უჩა და ნიშნის მოგებით შეხედა ამაყად. -ძალიან კარგი,თვის ბოლოს ნიშნობაა,ვფიქრობ მანამდე დრო გეყოფათ მოსამზადებლად.არაფერზე არ იფიქროთ,მხოლოდ თქვენს თავზე და შენ კი შენს სილამაზეზე.მირანდამ გვერძე მისწია დარინას ნივთები და ახლოს მიიწია,ისე ახლოს რომ თვალებში ჩახედა.-ნიშნობამდე კი აქ იქნები,მე არ გამინთავისუფლებიხარ სამსახურიდან.დღეს წადი,ნუ აცდევინებ საქმროს ერთად გაატარეთ ეს დღე,ხვალიდან კი დილიდან აქ იქნები.ღიმილით შებრუნდა და წავიდა,ლევანის კაბინეტში კი გაბრაზებულმა შევიდა. -ლევან დარწმუნებული ვარ ეს ორი რაღაცას მალავს,ეს ორი,რაღაც დიდ საიდუმლოს მალავს. -რა უნდა დაგიმალოს,გვიგე დარინა ინიშნებაო,მართალია? -ლევან ვგავარ იმ ქალს ეს ტყუილი ჭამოს?ფერი არ მომეწონა დარინასი. -კარგი რა ნუ ხარ ფეთიანი ქალი. -ლევან ხვდებოდნენ ერთმანეთს და რა გგონია ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე ქალ-ვაჟი რატომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს,ღამე ცაზე ვარსკვლავები რომ დაითვალონ?ორსულად არის,დარწმუნებული ვარ ორსულად არის და არ ამხელს. -რა აზრები მოგდის მირანდა თავში.] -ვფიქრობ,ყვლაფერზე ვფიქრობ ლევან ხო ყველაფერზე. -შენ სულ გაგიჯდი?ლევანის კაბინეტში უჩა შემოვარდა და მირანდას ლამის ყელში ეცა. -რა გაყვირებს,რამ გადაგრია. -კიდე მე რა მაყვირებს?რა თქვი წეღან,ჩემი ნიშნობის დღეს რატომ დაამთხვიე დარინას ნიშნობა,რატომ.გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?რა გაქვს ჩაფიქრებული დედა,ჩემი ცხოვრების ასარევად დაბრუნდი? -ნუ ყვირიხარ,შენ ასე მწარედ რატომ მოგხვდა დარინას ნიშნობა გულზე.ეს ერთი და მეორე რატომ მყავხარ ასეთი შეუგნებელი,შენი ცხოვრების არევას კი არა დაწყობას ვცდილობ და შენ ამასაც ვერ გებულობ,რას გაიგებ შენ ხომ ხისთავიანი ხარ. -შენ სულ მთლად გასულელდი?რატომ უნდა დაინიშნოს ჩემს ნიშნობაზე უცხო წყვილი დედა რატომ. -მე მინდა ასე და ეს ასე იქნება.ასევე ხმამაღალი ხმით უყვირა მირანდამ უჩას. -დედა,გთხოვ წადი რა,საიდანაც მოდი წადი.მირანდამ გაბრაზებულმა გაიხურა კარი და დარინასთან წავიდა,უკან ბუზღუნით მოყვებოდა უჩა და დარინასთან შესული უცნაურ სცენას გადააწყდა.ირაკლის მუხლი მოეყარა და დარინას ცოლობას სთხოვდა.უჩას კიდევ ერთხელ გადაუარა ფერებმა სახეზე,გული გაუჩერდა და ეგონა სუნთქვა შეეკრა.გაითიშა,დაიკარგა და გაშტერებული უცქერდა დარინას რომელიც უჩას არ აცილებდა თვალს,თითქოს იმ თვალებით თხოვდა შველას,მაგრამ უჩა ადგილზე გაიყინა და ნაბიჯი ვერ გადადგა წინ,მის თვალებში ცრემლი აბრჭყვიალდა.მირანდამ იგრძნო შვილის ტკივილი და დარინას უყვირა. -არ დაუჯერო,მუხლზე მდგარ მამაკაცს არ დაუჯერო.მეც მასე მთხოვა ცოლობა ჩემმა ქმარმა და შემდეგ პატარა შვილთან ერთად ქუჩაში დამტოვა,საყვარელთან ერთად გაიქცა.დარინა გახსოვდეს,რომ ყველა კაცი ღორია და არაკაცია.ირაკლი აკვირდებოდა დარინას,აკვირდებოდა უჩას და გულში კი იცინოდა.დარინამ იკას შეხედა და მიხვდა,რომ ის ამას მის გადასარჩენად და დასახმარებლად აკეთებდა.თვალები დახუჭა,თვალებში ნაგროვები და შეკავებული ცრემლი კი სახეზე დაედინა და იკას თანხმობა მისცა,რამაც უფრო მოუკლა გული უჩას და თითქოს ისეთი შეგრძნება დაუტოვა,რომ მისი სხეულის ნაწილი დაკარგა იმ წუთში.თავი დახარა და უხმოდ გავიდა გარეთ,ასევე უხმოდ მიყვა მირანდა.როგორც იქნა მარტო დარჩა ირაკლისთან ერთად,შეხედა ირაკლის და ირაკლიმ ხელები გაუშალა გულში ჩაიხუტა და უთხრა ჩუმად. -ნუ გამიბრაზდები,მალე გაიგებ სიმართლეს.იტირე,გულს ნუ დაუშლი ტირილს,დაიცალე ემოციებისგან.ამის თქმა იყო და დარინამ ვეღარ შეიკავა თავი და იკას მხარზე ატირდა.შემდეგ კი უთხრა. -უჩემოდ რატომ გადაწყვიტე,მე რატომ არ შემეკითხე არაფერი. -აქ არა,სახლში აგიხსნი ყველაფერს.ისე უნდა ვაღიარო,რომ შენი უფროსი სულ ცოტაც და სულ წიხლების რტყმევით გამაგდებდა აქედან.შენ მას სიგიჟემდე უყვარხარ დარო ისე როგორც შენ გიყვარს ის. -წავიდე სახლში,რაღაც ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. -რატომ,ჭამე დღეს რამე? -არა,არაფერი არ მიჭამია. -მაშინ,წამოდი მაგდონალდში შევიდეთ და შენი საყვარელი ჰამბურგერი ვჭამოთ. -აუუუ,იკა იცი ახლა რა მინდა? -ვიცი,კარტოფილი ფრი.სამი დღეა მარტო მაგას ჭამ.გაეცინა იკას. -არა,ახლა ბიგთეისი მინდა იკა.სალათის ფოთლებით და მდოგვით.აუუუ,წავიდეთ რა ჩქარა,ძალიან მინდა,ძალიან. -შენ შემომხედე,შენს უფროსთან გქონდა ახლო ურთიერთობა? -რატომ მეკითხები.გაუკვირდა დარინას. -არაფერი,საღამოს გეტყვი სახლში.უთხრა,ხელი გადახვია და სულ მალე მაგდონალდში ისხდნენ და თავიანთ შეკვეთას ელოდებოდნენ.გაოცებული უსმენდა ლევანი და მირანდა მათ წინ მიმავალ წყვილს და ორივემ ერთმანეთს შეხედა ფერდაკარგულმა. -ლევააან ხომ გითხარი,დარინა ორსულად არის. -ღმერთო მართალია რაც თქვი. -არაფერი არ უნდა გაიგოს უჩამ სანამ არ დავრწმუნდები,კარგი? -კარგი.დაეთანხმა ლევანი და ორივემ დატოვა კომპანია.დარინამ და იკამ ფეხით ისერნეს და დაღლილები შევიდნენ სახლში,სადაც ძალიან გემრიელი სუნი გამოდიოდა სამზარეულოდან.ფეხაკრებით შევიდა სამზარეულოში,ფატის მიეპარა და ლოყაზე აკოცა და შემდეგ ათუხთუხებულ ქვაბს ახადა და გემრიელი სუნი შეისუნთქა. -მამიდა რა კარგი სუნია,რას აკეთებ? -დღეს გადავწყვიტე ოჯახური ბორში გამეკეთებინა,უკვე მზადაა. -ჩვენ ვჭამეთ,მაპატიე არ ..................... -მე კიდევ მშია.თქვა დარინამ და ერთი დიდი თეფში გაივსო და გემრიელად შეექცა.იკა კი ღიმილით უცქერდა და თავის ეჭვებში თანდათან რწმუნდებოდა.კომპიუტერში დიდი ინტერესით კითხულობდა რაღაცას,რომ დარინა მიუჯდა გვერდით და უთხრა. -აბა მითხარი,რატომ მოიქეცი დღეს ასე. -რომელი საათია.შეეკითხა იკამ. -9 საათია,რატომ მეკითხები. -დაურეკე შენს უჩიტოს და მადლობა მოუხადე,რომ დათანხმდა ნიშნობის ერთად გადახდას,შემდეგ კი მეც დამიძახე მის გასაგონად,რომ მადლობა მეც მოვუხადო. -იკა რა გაქვს ჩაფიქრებული,არ მეტყვი? -არაფერი საყვარელო საცოლევ,ხომ იცი როგორ მეკეტება შენზე ბავშვობიდან.მე ვიცოდი,რომ გავიზრდებოდი ცოლად შეგირთავდი და ამიტომ გიშლიდი შორიდან ხოლმე მოკლე კაბების ჩაცმას,არ მინდოდა შენი ბარკლები ჩემს გარდა ვინმეს დაენახა. -იკა გააფრინე? -მე არა და შენი უჩიტიკო კი გააფრენს გეფიცები ამ საღამოს.გულიანად იცინოდნენ,დამშვიდნენ როგორც იქნა და დარინამ უჩას ნომერი აკრიბა. -გისმენთ. -ჯერ კიდევ არ გძინავს? -არა,ჯერ ადრეა ჩემთვის ძილი. -არ ვიცი რატომ დავრეკე,მაგრამ შენთან განსხვავებით მე სინდისი მაწუხებს.მინდა მადლობა მოგიხადო,რომ დათანხმდი ჩვენთან ერთად ნიშნობას. -არ არის საჭირი მადლობა. -ორმაგი სიხარული გვექნება,მადლობა ამ ბედნიერი წუთების ჩუქებისთვის.ირაკლისაც უნდა მადლობა მოგიხადოს.ირაკლიიიი,სად ხარ. -აქ ვარ,რა ხდება.დარინასთან მიიწია ახლოში იკა და შეუღუტუნა. -ხელი გაწიე,იკა მეღუტუნება.ვითომ ჩუმად უთხრა. -ვის ელაპარაკები,აბა რატომ დამიძახე. -გაჩერდი,უჩა არის და შენგან მადლობა ვუთხარი. -ააა,კარგია.მადლობა ძმა,ძალიან დაგვავალეთ.უჩას თვალები გაუფართოვდა ირაკლის ხმის გაგონებაზე და ტელეფონს თითები მაგრად მოუჭირა. -მიულოცე შენს საცოლეს,იმედია შენს გვერდით არის ახლა და შენ არ გეშლება როგორ უნდა გახადო ქალი ბედნიერი.ისეთი ბედნიერი იყავი უჩა როგორსაც იმსახურებ,ტკბილი ძილი. -ჩვენც დავიძინოთ უკვე საყვარელო.მოესმა უჩას ირაკლის ხმა და ტელეფონიც დადუმდა.დარინამ ადგა სააბაზანოში შევიდა და დააგვიანდა გამოსვლა.გარეთ გამოსულს კი იკა კარებთან დახვდა და მის ჩაწითლებულ თვალებს შეხედა,ორივე ხელები მოკიდა სახეზე და თავი მაღლა ააწევინა. -დარო ყველაფერი კარგად იქნება,ახლა კი შებრუნდი და ეს გაიკეთე. -ეს რა არის.გაოცებულმა შეხედა იკას. -ეს არის ის,რომ გავიგოთ რა გჭირს შენ. -ეს ვიცი რაც არის,მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ეს მჭირდეს რაც შენ გაიფიქრე. -დარინა ქირურგი გენოკოლოგი ვარ და შენ როგორ ფიქრობ არ ვიცი რა გჭირს? -რა ხდება,აქ რას აკეთებთ. -არაფერს,მალე გავიგებთ მამიდა.უთხრა ფატის იკამ და გაუღიმა.დარინა კი დაბნეული შებრუნდა ისევ და რამოდენიმე წუთი დააგვიანდა,როცა იკას მოთმინების ფიალა ამოეწურა და კარებზე უნდა მიეკაკუნებინა,დარინამ კარი გააღო და გაოცებული იდგა ტესტით ხელში რომელიც ორ წითელ ხაზს აჩვენებდა. -იიიეს,არის.შენი გამოხედვით თუ ვიმსჯელებ,ვიტყვი რომ არ შევმცდარვარ.გილოცავ საყვარელო,აი ნახე ყველაფერი კარგად იქნება.ახლა კარგად და ყურადღებით მომისმინე,არაფერს არ ამბობ არავისთან.ანალიზებს ავიღებთ და სხვა მე მომანდე,მხოლოდ მანამდე გთხოვ სიჩუმეს,მეთანხმები?დარომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.იცოდა იკა რომ მის მხარეს იყო და მადლიერი თვალებით შეხედა. -მამიდა,ხვალ შენი ბარგი ჩაალაგე და ჩემთან გადავდივართ.ამიერიდან ერთად ვიცხოვრებთ,საკმარისია რაც მარტოობაში გაატარე.ისე 45 წლის ხარ და არაა გვიან შენი ცხოვრებაც რომ გქონდეს,მე არ ვერევი,მაგრამ ძალიან მინდა ბედნიერი გნახო. -რაღა დროს ჩემი ბედნიერებაზე ფიქრია შვილო,ახლა შენ უნდა იფიქრო ოჯახზე და მე შენი შვილები დავზარდო. -ერთი სიტყვით,ხვალ აქედან გადავდივართ.ვიცი როგორ გიყვარს ეს კედლები,მაგრამ ჩემთან ერთად ახალი ცხოვრება იწყება.დარინა წამოდგა და დასაწოლად წავიდა,იკას მიუბრუნდა და უთხრა. -მადლობა,მადლობა იკა ამ სიკეთეს ვერასოდეს ვერ დაგივიწყებ.დედაშენს ელაპარაკე? -ველაპარაკე და ჩემი სათქმელი გასაგებად ვუთხარი. -რა გითხრა.ხმის კანკალით შეეკითხა ფატიმ. -მითხრა,რომ წადი ველოდი რაღაც უსიამოვნო ამბავს რომ გავიგებდი,მაგრამ პატარა აღარ ხარ და შენი გადასაწყვეტია რას,როგორ იზამ.სპეციალობა გაქვს და შეგიძლია შენი ცხოვრება ისე წაიყვანო,როგორც შენ გინდაო.მე კი აქ მინდა ვიყო მამიდა,ჩემი ფესვები აქ არის. -ჩემი ბიჭი.თქვა ფატიმ და იკა გულში ჩაიკრა.დარომ ცრემლი მოიწმინდა და იკას წინ ჩაიმუხლა,შეხედა და უთხრა. -იცი როგორ ძალიან მიყვარხარ? -შეუძლებელია,ქალი ქორწინდებოდეს და საქმრო არ უყვარდეს.სამივემ გულიანად იცინა. -ნუ ხარ საზიზღარი,ვფიქრობ და მაინც ვერ გავიგე ეს იდეა საიდან დაგებადა. -სულ მალე გაიგებ ყველაფერს.გაეცინა იკას და შეაგდო საძინებელში,დარინა კი ფიქრით იმტვრევდა თავს.მირანდამ კი გადაწყვიტა სარძლო მოენახულებინა უჩას გარეშე და მასთან ესაუბრა,გაეცნო ახლოს და გაეგო უფრო მეტი მათ ურთიერთობაზე.ერთ-ერთ ნაცნობ ბარში იჯდა და ელოდა როდის მოისურვებდა ქალბატონი სარძლო მასთან შეხვედრას.თითქმის ერთი საათის ლოდინის შემდეგ,უკვე მოთმინების ფიალა რომ ამოეწურა და წასასვლელად ადგა ქალბატონი სარძლოც შემოვიდა ბარში და მირანდას წინ შეწუხებული სახით დაჯდა და უტეხად შეხედა მირანდას თითქოს ნაწყენიც კი ჩანდა. -დამაგვიანდა,გვიან დავწექი წუხელ და ვეღარ ავდექი დილით ადრე. -ჯერ თავისუფალი ხარ,ოჯახი მიგაჩვევს დილით ადრე ადგომას.დაგესლა მირანდამ მისთვის უსიამოვნო პიროვნება. -მე რომ ადრე არ ავდგე დილით და ძილი არ დამაკლდეს,ამისათვის დამხმარე არის საჭირო. -როგორ,ქმარი არ უნდა გააცილო სამსახურში?საუზმე არ უნდა მოუმზადო? -მე რატომ?მოსამსახურე რას მიკეთებს სახლში,რა ტყუილად უნდა ვუხადო ფული? -უჩას არ ყავს მოსამსახურე. -მე ავიყვან და გვეყოლება. -მომისმინე,არ ვიცი როდის იქნება ქორწილი,ან იქნება თუ არა საერთოდ,ვფიქრობ რომ ეს ნიშნობა ნაადრევია და ქორწილზე ხომ ზედმეტია საუბარი. -რატომ,თქვენ დაგვიდგები წინ?ეს ნიშნობა და ეს ქორწილიც შედგება. -ვნახოთ,შენ გაიმარჯვებ თუ მე.როგორ დამიხასიათებ უჩას. -აქ ამისათვის მომიყვანე,რომ უჩა დაგიხასიათო?დედამთილო,ეს მხოლოდ ჩვენი პირადია და უკეთესი თქვენთვის თუ ჩვენს ურთიერთობაში არ ჩაერევით. -მუქარას თავი დაანევე და მითხარი,გიყვარს ჩემი შვილი? -ჯერ კიდევ ადრეა ვთქვა,მიყვარს. -მეც ეს არ მიკვირს?როგორ შეიძლება ადამიანს დღეს შეხედო,ხვალ კი ნიშნობა გამოაცხადო. -ალბად მეც იმიტომ დავთანხმდი რომ ის ძალიან თბილია,ძალიან ნაზი და ამავე დროს ძალიან თავაზიანი. -შენ ღამე პარტნიორი ხომ არ შეგშლია და სხვა ვინმეზე ლაპარაკობ,ახლა რაც თქვი ჩემს შვილზე თქვი ეს ყველაფერი?გაუკვირდა მირანდას. -რა თქმა უნდა უჩაზე ვსაუბრობ. -მან გითხრა,რომ უყვარხარ? -არა,მაგრამ მეტყვის რადგან მისი თვალები უკვე ამბობენ თავად ამ გრძნობას უსიტყვოდ. -შენ უკვე ოცნებებში ხარ გადავარდნილი და ვწუხვარ,რომ ეს ოცნება არ აგიხდება,რადგან ეს ქორწინება არ შედგება.არ ვთვლი,რომ შენ ჩემი შვილის შესაფერისი ხარ,და რომ იყო სულ მალე თავად იტყვის ამ ნიშნობაზე უარს ისე,რომ მე საერთოდ არც ჩავერევი.ამაში დარწმუნებული ვარ.მირანდა წამოდგა და სარძლო დატოვა მარტო,რომელმაც თვალები დაქაჩა და ზიზღით გააცილა საყვარელი სადედამთილო.უჩა ვერ ისვენებდა,ვერ წყნარდებოდა,რაღაც აწუხებდა შიგნიდან. -რა გჭირს,რა ხასიათზე ხარ.უთხრა პაატამ. -ვნანობ,პირველად პაატა ჩემს ცხოვრებაში ვნანობ ჩემს ნათქვამ სიტყვას. -კონკრეტულად რას ნანობ. -ნიშნობას ვგულისხმობ და ეს ნიშნობა უნდა გავაუქმო. -გინდა დედაშენი გადარიო? -ლევანი,ლევანი თუ მიშველის, მას უნდა დაველაპარაკო.ადგა და ქარივით გავარდა თავისი კაბინეტიდან და ლევანს დაადგა თავზე რომელიც ტელეფონზე საუბრობდა და გაკვირვებულმა შეხედა უჩას. -რამ გადაგრია,რა სულელივით დარბიხარ ამ თავიდან იმ თავში.სულ გააფრინე ამ ბოლო დღეებში და ვეღარ გცნობ მე შენ. -ლევან უნდა მიშველო. -რატომ,რა გჭირს.გაუკვირდა ლევანს. -უნდა დამეხმარო და როგორმე ეს ნიშნობა უნდა ჩაიშალოს.ლევანს გაეცინა და უთხრა. -როგორც იქნა მიხვდი,რომ ისე წამოაყრანტალე და გამოაცხადე ნიშნობა,არც კი გქონდა გააზრებული ამ სიტყვის მნიშვნელობა. -ლევან მართლა ძალიან ვნანობ და გთხოვ დაელაპარაკე დედაჩემს. -აპაპაპაპა,არა.ეს არ მოხდება,უჩა უკვე ყველაფერი გამზადებულია ხვალ ნიშნობა არის,როგორ უნდა ჩავშალოთ და ან რატომ შლი ნიშნობას უკვე ყველა მზად არის,შეიძლება გავიგო მიზეზი? -ვინანე,ვინანე საერთოდ რომ ვთქვი ეს სიტყვა.ადამიანი ვარ,შევიცვალე ფიქრები და მინდა საერთოდ ცხოვრებაც შევცვალო. -ნუ ყვირიხარ,მე ნუ მიყვირიხარ.საქმეს გააფუჭებ და შემდეგ ყვირიხარ,თითქოს სხვა იყოს დამნაშავე.წადი და თავად უთხარი დედაშენს. -არავის არაფერს არ ვეხვეწები,ხვალ ნიშნობაა და უჩემოდ გააკეთეთ,თუ გინდა შენ დაინიშნე ირმაზე სულ არ ვიტყვი არაფერს,პირიქით მოგილოცავ და მასთან დიდხანს ცხოვრებას გისურვებ. -შენ,შენ მართლა ვერ ხარ და თუ ასე გააგრძელებ,ჩემი ხელით მიგიყვან ფსიხიატრიულში. -გავაფრინე,ხო გავაფრინე,იმ დღიდან ვაფრენ ეს გოგო რომ აიყვანე სამსახურში.შენი ბრალია ყველაფერი,რადგან იმ დღის შემდეგ დავკარგე მოსვენებაც,ძილიც და სიმშვიდეც.თქვა და გავარდა კაბინეტიდან. -შენ შეუჩნდი?შენ გადაურბრუნე ტვინი ხომ?მიაჩერდა ლევანი პაატას. -გეფიცები არ მილაპატაკია საერთოდ მაგ თემაზე,ლევანი მიშველისო ეს მითხრა და შენთან წამოვიდა.ახლა მოვედი მე ამ წუთში.გაიკვირა პაატამ და კაბინეტიდან გავიდა.ლევანიმ თავი გააქნია და მირანდას დაურეკა. -გასულელდა თუ თავის ჭკუაზე გვათამაშებს როგორც მას უნდა.იყვირა მირანდამ. -არ ვიცი,არ ვიცი რა გითხრა. -ნურაფერს მეტყვი ლევან.მოვდივარ კომპანიაში და არ წავიდს სადმე თორემ ხელში შემომაკვდება ეს არანორმალური და ჩამოუყალიბებელი ორფეხა ადამიანის ფიტული. -კარგი გადავცემ.სიცილით უთხრა ლევანიმ და მირანდამაც გაიცინა. -ლევან მარტო ხარ? -კი მარტო ვარ და თქვი რაც გინდა,შეგიძლია გული გაინთავისუფლო,ხომ იცი სამარე ვარ. -ლევან ვითომ გავბრაზდი,მაგრამ ისე გამიხარდა აზრი რომ შეიცვალა და იმ ცხენზე არ უნდა დანიშვნა,ლამის ცეკვა დავიწყე.მგონი გაეხსნა დაკეტილი ტვინის უჯრედები ჩემს შვილს. -მირანდა მე დარწმუნებული ვარ უჩას და დარინას უყვართ ერთმანეთი.არ ვიცი რა მოხდა მათ შორის,მაგრამ რაც მოხდა ის არ აპატია დარინამ რადგან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია მომხდარი. -მეც მასე ვფიქრობ ლევან და შენ რამე შეამჩნიე? -აქედან გულმოსული წასული,დარინას კარებთან გაჩერდა.რა ქნა არ ვიცი,მაგრამ პაატამ მითხრა რომ შევიდა დარინასთან და საუბრობენ.რა ვქნათ? -არაფერი არ ქნათ.მოვდივარ,ლევან 20 წუთში მანდ ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.