შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უაზრობა (1)


7-02-2018, 13:02
ავტორი smsamudamod
ნანახია 1 213

- ისე, მიკვირს შეყვარებული რომ არ გყავს, დავიჯერო არავინ გყვარებია? - სამზარეულოდან გამომძახა დედამ.
- დე, კარგი რა, რადროს ჩემი სასიყვარულო ურთიერთობებია, გუშინ წინ დავიბადე, ჯერ გართობის დრო მაქვს, სად მცალია - ვუპასუხე და ჩემივე ტყუილი დავიჯერე.
- სწავლის დრო როდის გექნება? - არ არსებობს თემა, რომელსაც დედაჩემი სწავლას ვერ დაუკავშირებს.
- მექნება, ოღონდ დღეს არა, წავედი, ბავშვები მელოდებიან და ძაან არ დავაგვიანებ - ჩანთა ავიღე, სამზარეულოში შევედი და დედას დავემშვიდობე.
სადარბაზოს კიბეები სწრაფად ჩავირბინე, ყურსასმენები გავიკეთე და სიგარეტს მოვუკიდე.
რა უცნაურია, არა? მაინც სად მთავრდება ადამიანის ფანტაზია? კიდევ რამდენი არარეალური ისტორიოს შეთხზვა შეგვიძლია იმისთვის, რომ დედამ გამოგვიშვას? დე, კლასელის დაბადების დღეა და დღეს ღამე სიურპრიზს ვუკეთებთ; დე, ხვალ გამოცდა გვაქვს და ერთად უნდა ვიმეცადინოთ; დე, ჩემი მეგობარს გული წასვლია, საავადმყოფოშია და ბავშვებმა უნდა მივაკითხოთ...
და თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ ის ყოველთვის იჯერებს ჩვენს ტყუილს? გგონიათ ვერ ხვდება, რომ ეს უბრალოდ მიზეზებია?
დედას ვერ მოატყუებ.
როგორი ახლო ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს დედასთან, მაინც რთული სათქმელია, რომ დე, ერთი ბიჭი მომწონს და ამ ღამეს მასთან ერთად გავატარებ. გაშვების შანსი მომენტალურად ნულს გაუტოლდება.
ამიტომ, დიახ, მე ხშირად ვატყუებ დედას.
სიგარეტის მეორე ღერი ჩავწვი, პირობითად, სანდროს სახლს მივუახლოვდი და ტელეფონზე დავურეკე:
- თითქმის მოვედი და ჩამოდი!
- მოვდივარ.
ის ყოველთვის მხვდება სადარბაზოსთან, მარტო რომ არ ავიარო 8 სართული, თუნდაც ლიფტით. მე და სანდრო ყოველ შეხვედრაზე დიდი ხნის უნახავებივით ვეხუტებით ერთმანეთს, ლიფტში ყურებამდე გაღიმებულები ვდგავართ, სახლის კარს მიღებს და პირველს მე მიშვებს, ამით მის თავაზიანობაზე მეტად, ჩემი შეფასების კრიტერიუმებს ვუსვამ ხაზს.
დიახ, ბიჭი აუცილებლად უნდა იყოს თავაზიანი და კარგად აღზრდილი. ანუ ის საკუთარი თავის წინაშე უნდა იყოს ვალდებული, რომ თავაზიანად მომექცეს და არა ჩემს წინაშე.
სანამ მე არ დავჯდები, სანდრო ფეხზე დგას:
- რას დალევ?
- არაფერს
- არც გშია?
- არა, მე შენთან მოვედი, ჩაი და კარაქიანი პური სახლშიც მაქვს.
- ესეიგი ჩემთან მოხვედი, ეგ ისედაც ვიცი, მომიყევი როგორ მოგენატრე - სანდრომ ჩემგან ყველაზე მოშორებით მდგარ სკამზე დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მოსასმენად მოემზადა.
- ისე, როგორც არასდროს, განსაკუთრებულად.
- ძალიან კარგია, მომწონს - ისე ჩუმად თქვა, თითქოს არც ქონდა გეგმაში, რომ მე გამეგო.
- ჩემთან თუ დაჯდები, გპირდები, უფრო მოგეწონება.
- მე იმის ყურებაც მომწონს როგორ გენატრები.
სანდროს ყურება მეც მომწონს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემზე ფიქრობს და ზედმეტად გაწონასწორებული მზერით მიყურებს. სანდრო ჩემზე 23 სანტიმეტრით მაღალი, 35 კილოგრამით მძიმე და 12 წლით უფროსია. ანუ საშუალოზე ბევრად მაღალი, საშუალოდ გამხდარი და საშუალოდ ასაკოვანია. რომ შეხედოთ, ვერ იტყვით, რომ 30 წლისაა. მუქი ფერის კანი აქვს, სწორი ცხვირი, წვრილი ტუჩები და მწვანე თვალები. გრძელი და ლამაზი თითები, საჩვენებელ და შუა თითს შორის უჭირავს სიგარეტი ყავისფერი ფილტრით, რომელიც ძირითადად თავისთვის იწვის, სანდრო ერთი ღერი სიგარეტით მაქსიმუმ 4 საპასს არტყამს. ბოხი და მშვიდი ხმა აქვს, მკაცრი ტონით, ნელა და ხმადაბლა ლაპარაკობს. სანდროს განსაკუთრებით ლამაზი კბილები აქვს, ამის მიუხედავად იშვიათად იცინის, მაგრამ ხშირად იღიმის. ყოველთვის სუფთად და გემოვნებით აცვია, ძირითადად მუქი ნაცრისფერი, ხელზე უკეთია საათი, რომელიც საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით სასიამოვნო საყურებელია, როცა დინჯად და აუჩქარებლად იხსნის საათს ხელიდან, დაწოლის წინ. სანდროს ერთი შეხედვით ეტყობა, რომ ძალიან ჭკვიანია.



№1  offline წევრი ჭირვეული

წინა ისტორია დაამთავრე უკვე??

 


№2  offline წევრი Frigga

აუ რაარი? შეილება ასეთი პატარა თავის დადება? არ გეცოდება მკითხველი? აი აიი შე ბოროტო..???? რაღაცნაირად მომეწონა, მაგრამ ცოტა უფრო დიდ თავებს თუ დადებ უკეთესი იქნება

 


№3  offline წევრი smsamudamod

მე მეგონა დიდი იყო :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent