წაგებული ცხოვრება 1 თავი
რაც სამყაროს აღქმა დავიწყე მის შემდეგ მახსოვს ჩემი ლოყებ დაღარული ბებო. დაბადებიდა მან გამზარდა. მშობლები ავტო კატასტროფაში დაიღუპნენ. ასე ვიცოდი წლების მანძილზე. მე და ბებო 2 ოთახიან ხის სახლში ვცხოვრობდით. ჩვენს ეზოში იდგა ორ სართულიანი აგურით ნაშენი სახლი, სადაც ბიძა, ბიცოლო და ჩემი 2 ბიძაშვილი თამუნა და გიორგი ცხოვრობდნენ. სახლი იმდენად დიდი იყო ჩვენც თავისუფლად დავეტეოდით მაგრამ ბებოს ერჩივნა მარტოებს გვეცხოვრა და არც მათ დაუძალებიათ. ნინო ბებოს ერთი ძროხა ყავდა, ასევე პატარა მიწის ნაკვეთი სახლის უკან. ნახევარზე ბოსტანი გვქონდა ნაწილზე სიმინდს ვთესდით რომ ზამთარი გაგვეტანა. ბებო ადგილობრივ ბაღში ყოველ დღე მაწონს აბარებდა და ამ თანხას ინახავდა, ნაწილით 1 სექტემბრისთვის სასკოლოდ მამზადებდა . მეორე ნაწილს ზამთრისთვის ინახავდა შეშის შესაძანად და სხვა აუცილებელი ხარჯებისთვის. ცოტას ბიძაც გვეხმარებოდა მეზობლების დასანახად მაინც. სკოლაში სანამდეც ვსწავლობდი სულ მარად ფრიადოსნების დაფას ვამშვენებდი, დიდი თეთრი ბაფთით თავზე. ძალიან მიყვარდა კითხვა, არასდროე დამზარებია გაკვეთილების მომზადება. ბებო ისტორიკოსი იყო, მაგრამ მე რომ დავობლდი სკოლას თავი დაანება და ჩემს აღზრდას მიჰყო ხელი. ძალიან ცელქი და მოძრავი ბავშვი ვიყავი, სულ მუხლის თავები მქონდა დატყაული. ხან რომელი ხიდან ჩამოვვარდებოდი და ხან რომელიდან, ერთხელ ყინულზე დავცურდი და კეფა დავარტყი. ბებოს ვერ გავუმხილე, რამოდენიმე დღის შემდეგ ასოების გაორება და სუნის გაუარესება დამეწყო, ვეღარ ვკითხულობდი და ფეხზეც დითხანს ვერ ვძლებდი.. ბოლოს გონებაც დავკარგე და ასე აღმოვჩნდი საავადმყოფოში. მსუბუქი ტვინის შერყევა მქონდა რომელიც ჩემი დაუდევრობით გავართულე და ხანგრძლივი მკურნალობა დამჭირდა. ბებოს გადანახული გროშები სულ ჩემს გამოჯანმრთელებას დასჭირდა, იმ ზამთარს ძალიან გაგვიჭირდა. სიმწრით გავიტანეთ. ძალიან მინდოდა იურისტი გამოვსულიყავი. ამისთვის თავდაუზოგავად ვმეცადინეობდო. რამდენი ღამე მითევია ვინ მოთვლის. ვიცოდი მომზადების ფული არ გვქონდა და სკოლის გაკვეთილების მომზადების შემდეგ სამართალში და სხვადასხვა საგნებში ვმეცადინეობდი შუაღამემდე. ბებომ ოღონდა შენ ისწავლე და ჩააბარე, საქონელს გავყიდი და პატარა ბინას გიქირავებო. გეგმები დიდი იყო მაგრამ? „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“- ასე დამემართა. ადრე მომიწია თამაშისთვის თავი დამენებბებინა და ბებოს დავდგომოდი გვერდში. 13 წლის ვიყავი ბებო ძროხის მოსაყვანად წასული თოკს გამოედო და დაიმტვრა, ფეხი მოიტეხა. მთელი ოჯახის საქმე მე დამაწვა კისერზე. დილით ადრე უნდა ავმდგარიყავი და საქონელი გამეშვა, მერე ბებო უნდა მომეწესრიგებინა და ბოლოს სკოლაში გავქცეულიყავი. იმ პერიოდში დაიჭირეს ჩემი ბიძაშვილი გიორგი. მაშინ 17 წლის იყო. მეზობლის ბიჭები საყაჩაღოდ გავიდნენს და ესეც გაყვა. 2 ხანში შესული ქალბატონი ცემეს, მეზობელმა გაიგო და პოლიციაში დარეკა, მოუსწრეს და დააკავეს. 11 წელი მიუსაჯეს. ბებომ ისე ინერვიულა ვეღარ გაუძლო ისედაც დასუსტებულმა და განადგურებულმა გულმა. დილით გარდაცვლილი ვიპოვე. ღამე დაღუპულა მშვიდი და ღიმილიანი სახე ქონდა დილით რომ ვნახე. თავიდან ვერ მივხვდი სანამ არ შევეხე. ასე მარტომ დავიწყე ჩემს თავზე ზრუნვა. ბიცოლაჩემს რაღაც დაემართა ამდენ ნერვიულობით და საწოლში ჩაწვა. არ დგებოდა, არ ჭამდა, ვერ გაიგეს რა სჭირდა არაფერი ტკიოდა მაგრამ ვეხზეც ვერ დგებოდა, ბოლოს ნერვოზი არისო ექიმებმა და ბიძაჩემსად აღარსად წაუყვანია, თუ არ უნდა ნუ ადგებაო. ბიძაჩემმა სმას მიჰყო ხელი და მათი სახლიდან თითქმის ყოველ დღე გამოდიოდა გინების და მტვრევის ხმა. უმეტესად ჩემი ბიძაშვილი თამუნა და მამამისი ჩხუბობდნენ. არ მოსწონდა თამუნას ზედმეტად თავაშვებული საქციელი და სიმთვრალეში უხსენებდა. ასე წივილ კივილში და დავიდარაბაში განვლო კიდევ ერთმა წელმა. ბაღში მაწონი აღარ ჩაიბარეს, ბებია ნინო სუფთა ქალი იყო და შენ რა ვიცით როგორი ხარო. მერე ყველის გაყიდვაც ვცადე, მაგრამ ბაზრის გალებმა გამომაგდეს კლიანტს ნუ გვართმევო. ასე დავრჩი შემოსავლის გრეშე. მთელი ზამთარი ღია ფეხსაცმლით და თხელი პლაშით გავატარე. ვინ რას მიყიდდა ჩემი პატრონი მიწაში იდო. იმ ზამთარს თამუნამ დაჰკრა ფეხი და ვიღაც უსაქმურს გაეკიდა თბილისში, მამამისი ამბობდა გათხოვდაო, მაგრამ იქ ჩამოსული სიძე მე არ მინახავს. 1 წლის შემდეგ დაბრუნდა პატარა გოგონათი, ბავშვს მეზობლები უფრო ზრდიდნენ ვიდრე დედამისი. თამუნა ხან სად იყო ხან სად.. უკვე აღარ ისმოდა მათი სახლიდან გინების ხმა რადგან ბიძაჩემი გამოუფხიზლებლად მთვრალი იყო და ხან სად პოულობდნენ და ხან სად. ორჯერ ვიყავი ჩასული ციხეზე გიორგის სანახავად მაგრამ ჩემი პატარა ასაკის გამო და არ შემიშვეს. ყველი, მჭადი და ბოსტნეული შევუგზავნე რასაც კი მოვუყარე თავი. იქედან თავისი ხელით გაკეთებული ყელსაბამი გამომიგზავნა, თეთრი ბურთულები იყო, ღია ცისმეფრი კესანებით. სარკმლიდან დამინახა და ხელი დამიქნია. ეს იყო ჩვენი ბოლო და უკანასკნელი შეხვედრა, თუ ქვიოდა საერთოდაც შეხვედრა. მის შემდეგ გიორგი ცოცხალი აღარ მინახავს. 18 წლის ასაკში საკანში თავი ჩამოიხრჩო და ჩემს მოუშუშებელ იარად იქცა. მე-9 კლასში რომ გადავედი. 1 სექტემბერი იყო კარგად მახსოვს. სკოლოდან მოვდიოდი, მოკლე პლისებიანი კაბა, თეთრი პერანგი და შავი ჟილეტი მეცვა. მეზობლის ქალმა ჩამომიტანა ლილოდან საჩუქრად და ისე მიხაროდა, მეგონა მთელი ქვეყანა ჩემი იყო. იმ დღეს სკოლის გოგოებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ ადგილობრივ ფოტოგრაფთან. უკვე ვიპრანჭებოდით და ჩუმ-ჩუმად ბიჭებისკევ ვაპარებდით თვალს. ორღობეში ასკინკილით შემოვვარდი და წინიდან 07 მარკის მანქანამ დაამუხრუჭა. ისეთი ბუღი დადგა ვერ დავინახე ვინ ხელი დამავლო და ვინ ჩანთა მომგლიჯა. ბურთივით შემტენეს მანქანაში და სადღაც გამაქანეს. გაუაზრებლად მოვავლე თვალი იქ მსხდომებს და ვერც ერთი ვერ შევიცანი. ძალაინ შემეშინდა ჩემზე ასაკით დიდ ბიჭებს კარგი რა უნდა სდომოდათ ჩემთან. ჩემთვისჩუმად ვტიროდი ყურადღებას არავისნ აქცევდა ჩემს ცრემლებს. მე ხმის ამოღების შემეშინდა არავინ გამიბრაზდესთქო და ასე ჩემთვის ბავშვურად ვიცრემლებოდი. ასე აღმოვჩნდი 15 წლის ასაკში ვინმე დავით კეკელიას მეუღლე მე სალომე ფაღავა. კაცის რომელიც თვალით არ მყავდა არც ერთ დღეს ნანახი. მიმიყვანეს სახლში და პირდაპირ დედამთილს გადამაბარეს „ ბავშვი მოგიყვანე გასაზრდელად და შენებურად გამოზარდეო“ ასე გააცნო ჩემი თავი, თვითონ ძმაკაცებთან ერთად ქეიფსა და დროსტარებას მიეცა. სახლში დედამთილი მამამთილი დამხვდნენ. მულები გათხოვილები და „ პატრონს ჩაბარებულები“ დედამთილმა ტაფა და კატლეტები გადმომაბარა, ფეხები მეტკინა ცოტას ჩამოვჯდები და შენ ახალი რძალი ხარ და დატრიალდი. მეზობლები თვალს შეგავლებენო. აი იმ დღეს რომ დაჯდა მის მერე აღარც ამდგარა, ყველაფერი მე გადმომაბარა, ამდენი ვიწვალე და ახლა მე უნდა დავისვენო და დედოფალივით ვიცხოვროო. ჩემი დედამთილისთვი მოსამსახურედ ვიქეცი, ჩემი ქმრისთვის კი მხოლოდ „ ქალად“. მამათილი უენო კაცი იყო მთელი დღე სამუშაოზე წასული გვიან ღამით ბრუნდებოდა სახლში და მაშინაც დასაძინებლად გარბოდა. ჩემი ძვირფასი მეუღლე არფრის მაქნისი გამოდგა, მამამისის ნაწვალებს ისე ატანდა წყალს როგორც არაფერი, არ იკლებდა არაფერის თამაშს, წამალს, მანქანებს ერთი საყვარლები არ ყავდა, მაგაში ფულს როგორ დახარჯავდა სახლში უფასო ვყავდი. ასე გავიდა 10 წელი , ყოველდღიურობა ძალიან დამღლელი და მოსაბეზრებელი იყო.. გამიჩნდა ორი შვილი გოგონა ლელა ( ჩემი დედამთილის სახელი დაარქვა ჩემმა ქმარმა) და ბიჭი სოსო( ჩემი მამამთილის მოსახელე მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი სურვილი იყო რადგან ისე ეღთადერთი ადამიანი იყო ჩევენს ოჯახში რომელსაც გულით ვებრალებოდი, მაგრამ აბა რას მიშველიდა, თავადაც ვერ გაუძლო და 8 წლის წინ გულის ინფაქტით გარდაიცვალა) ამის მერე ძალიან გაგვიჭირდა სახლში ფულის შემომტანი არავინ დარჩა, თუ რამ გასაყიდი იყო ყველაფერი წამალში გაუშვა ჩემმა ქმარმა, წინააღმდეგობას არავინ უწევდა, ბოლოს სახლიც კი აღარ გვქონდა ისიც მევახშეებმა გაუქვითეს. მაგრამ შევეცოდეთ და არ გაგვყარეს სახლიდა, ახლა ქირას ვუხდიდით რომ ჭერი გვქონოდა. მე იქვე რაიონში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა, მერე კრედიტით პატარა ძროხა ვიყიდე და ასე წვალებით გამქონდა თავი. ნელა ნელა ჩემი ქმარი ყველა სიკეთესტან ერთად ეჭვიანიც გახდა, რამოდენიმეჯერ ხელითაც კი შემეხო, სამსახურიდან სახლში მუსულს აქამდე სად იყავიო და შეშის ნაჭერი მესროლა რაც მკერდტან მომხვდა და ლავიწის ძვალი გამიტყდა. საავადმყოფოში მეზობლის ქალი გამყვა, მასაც და ექიმებსაც ვუთხარი რომ დავეცი, ერთი კი გამომხედა ეჭვის თვალით ექიმმა მაგრამ რას მეტყოდა.. ესეც გადავყლაპე სხვა ბევრთან ერთად. ახალა რომ ვიხსენებ ჩემს თავზე ვბრაზდები რატომ მივეცი ამდენის უფლება, ქირას მე ვიხდიდი, საკვებზე მე ვზრუნავდი და წამოვსულიყავი, მაგრამ მე სულელს არ მეყო გამბედაობა. ჩვენთან ხშირად მოდიოდნე სტუმრად გაურკვეველი წარმომავლობის ხალხი, მისაღებ შეკეტილები საათობით არ გამოდიოდნენ ოთახიდან. მე ამ დროს მევალებოდა კარებამდე მიმეტანა მათთვის სასმელი და იქედან ჩემს ქმარს მიჰქონდა სტუმრებისთვის, ჩემი იქ შესვლა სასტიკად აკრძალული იყო, არც მათ უნდა დავენახე და არც მე უნდა დამენახა მათი სახეები. ზამთრის ერთ დღეს ჩვენს ეზოსთან 4 მუქი ფერის მანქანა გაჩერდა და მანქანებიდან უცხო პირები გადმოვიდნენ, უკითხავად და დაუძახებლად წამოვიდნენ სახლისკენ და დაუკაკუნებლად პირდაპირ შემოლაგდნენ სახლში. 10 – 12 ადამიანი იყო , მამაკაცები სულ შავებში გამოწყობილიყვნენ და ყველას მზერა ჩემი მეუღლისკენ იყო მიმართული, მარტო ერთე-ერთი მადგანი არ მაშორებდა მზერას. დათოს თავით რაღაც ანიშნა იმ ერთმა მე რომ მაკვირდებოდა და იმ ოთახში გაუჩინარდა ყველანი სადაც სტუმრებს იღებდა ჩემი ქმარი. მე ჩემს საქმეს თავი ვანებე და სტუმრების გასამასპინძლებლად მზადებას შევუდექი. სინით ხელში კარებს მივუახლოვდი მაგრამ იქ ჩემს და გასაკვირად დათო არ დამხვდა. გავბედე და დავაკაკუნე: -შემოდი! - მესმის ხმა რომელიც ჩემს ქმარს არ ეკუთვნის - გავბედე და კარები შევაღე, გაკვირვებულმა იმით რომ ჩემი ქმარი არც კი მიყურებდა, თავი ჩაექინდრა და თავის ხელებს დასჩერებოდა, კვლავ გავიმეორე კითხვა, შეიძლება შემოვიდე? - ისევ უცხო პიროვნებამ დამრთო ნება იქ შევსულიყავი, - სინი მაგიდაზე დადე და აქ დაჯექი მეუბნება უცნობი - მეც მორჩილად ვასრულებს ინსტრუქციას და მითითებულ სკამზე ვჯდები. ოთახში საოცარი სიჩუმე, თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტეს, უცნობი მე მიყურებს, მე ხან დათოს გავხედავ ხან მას, დათო ისევ თავის ხელებს აკვირდება ჯიუტად უცნობი მე, ასე მშვიდათ, აუღელვებლად მაკვირდება , თითქოს მსწავლობს. ოთახში მხოლოდ მტვრის ნაწილაკების გადაადგილებას ვხედავ ფანჯრიდან შემოსულ შუქზე. სიჩუმეს ისევ უცნობი არღვევს. - დათო მგონი დროა უთხრა! - დათო დუმს. - მგონი არ იქნება ლამაზი ყველაფერი ჩემებურად გავაკეთო. გაძლევ შანს რომ თავად აუხსნა ყველაფერი, ჩვენ ახლა დაგტოვებთ და გარეთ დაგელოდებით. (დგებიან და ერთი-მეორეს მიყოლებით ტოვებენ ოთახს, წამით ბრუნდება და დათოს მიმართავს კვლავ. 5 წუთი გაქვს. - დათო იქნებ ამიხსნა რა ხდება? ამდენი დრო არ მაქვს ბავშვები უნდა დაბრუნდნენ სკოლიდან და სადილი არ მაქვს გამზადებული. შენ ალბათ სადმე მიდიხარ ხომ? - მან ერთი ამომხედა, ისეთი შუშის თვალებით მიყურებდა თითქოს მის წინ მე კი არა გადაშლილი სივრცე იყო და ისადღაც ჰორიზონტზე რაღაცას გამალებით დაეძებდა. მე შენ წაგაგე, არა მარტო შენ, ბავშვებიც და ახლა იმ კაცს უნდა გაყვეთ. ეს იყო ერთადერთიწინანადედა რაც მე გავიგონე და მერე არც დათო მახსოვს და არცრამე დეტალი თითქოს ჩემი ცხოვრებიდან რამოდენიმე საათუ უბრალოდ წაშალეს. როცა აღქმა დამიბრინდა მანქანაში ვიჯექი მძღოლის უკან, ჩემს გვერდით ლელა იჯდა, შემდექ სოსო და მომლოდინე თვალებით მიყირებდნენ 8 წლის ლელა და 6 წლის სოსო, რა უნდა მეთქვა ბავშვებისთვის როცა მეც კი არ ვიცოდი და ვერ წარმომედგინა რომ როგორ შეიძლება ცოლი და შვილები ასე აიღო და ვიღაცას მისცე რადგან წააგე. მძღოლის გვერდზე უცნობი იჯდა და დროდა დრო გამომხედავდა სარკიდან მე გზას გავცქეროდი და ვერაფრით ვხვდებოდი სად მივდიოდით. რაიონას კი არ ვიყავი გაშორებული და აბა როგორ უნდა მივმხვადიყავი სად მივდიოდი. კითხვა ვერ გავბედე შემეშინდა ბავშვებისთვის არაფერი დაეშავებინათ. ასე სიჩუმეში გავლიეთ გზა. კარგად დაღამებული იყო რომ დიდ სახლს მივადექით.. სახლი იმდენად დიდი და თალმწარმტაცი მეჩვენა წამით ჩემი გაჭირვებაც კი დამავიწყდა. არ ვიცოდი რას გვიქადდა კაცი რომლის შესახებაც არაფერი გამეგო და მსმენოდა. ასე ცხვრებივით დავყვებოდით უკან. ყოველი ფეხის გადადგმაზე ვიღაც ეგებებოდა ჯერ მანგანიდან გადააბრძანეს, მერე ეზოში სახლისკენ მიმავალ ბილიკზე შემოეგება ვიღაც კაცი და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, თავის გაქნევით შემოიფარგლა და გზა განაგრძო, შემდეგ კარებთან დაგხვდა სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი, მოცინარე სახით და ციმციმა თვალებით, ისეთი კეთილი აურა მოდიოდა მისგან რომ წამით ვიფიქრე რომ არაფერი ცუდი არ მელოდა. გაგიკვირდებათ და მთელი ეს დრო საერთოდ ვერ ვიფიქრე ჩემს ქმარზე ან დედამისზე, არც ერთი მათგანი არ გამხსენებია. მარტო ჩემი ბავშვების ბედ-იღბალი მადარდებდა. სახლში თბილად მიგვიღეს, უცნობმა ქალბატონი ეთერი გამაცნო, ეს ჩემი ძიძაა და შეგიძლია ნებისმიერ დროს რაც გინდა მას სთხოვოო. ბავშვები ეთერის გადააბარა და მე მთხოვა კაბინეტში გავყოლოდი. - სალომე ! - ისე მეხამუშა ჩემი სახელი, აღმოვაჩინე რომ დიდი ხანია სახელით აღარავის მოუმართავს ჩემთვის: ქალო, გოგო, დედა და ასე შემდეგ... ასე მომმართავდნენ 10 წლის განმავლობაში და სახელი სალომე თითქოს დამავიწყდა. შევიშმუშნე და მომლოდინე თვალებით მივაჩერდი უცნობს. - გამიჭირდება აგიხსნა რატომ ხარ აქ. ის რაც იცი დღეისთვის საკმარისია შენთვის. მომავალი კი ვნახოთ რას მოგვიტანს. მე კობა შევარდნაძე გახლავართ. ეს რაც უნდა იცოდე ჩემზე . ახლა შენ რაც შეგეხება. შენ ჩემი ცოლი ხარ იმ წუთიდან რა წუთიდანაც შენმა ქმარმა წამალში გაგცვალა. ახლა შენ ამ სახლის დიასახლისის ხარ, გექნება ყველაფერი რაზეც ყველა ქალი ოცნოებობს. ყველაფერი რასაც კი ისურვებ, შენც და ბავშვებიც იქნებით ბედნიერები და უზრუნველები.ისწავლი და შენს ბავშვობის ოცნებას აისრულებ. ასევე წახვალ სადაც გინდა და დაისვენებ როცა გინდა, ერთი სიტყვით ყველაფრის უფლება გაქვს რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში. მაგრამ არის ერთი მაგრამ, არ უნდა იკითხო და არ უნდა ჩაერიო ჩემს საქმეში. ჩემსა და შენს შორის ზღვარი ივლება მანდ. შენი საქმე არ არის მე რას ვაკეთებ და საიდან მაქვს ეს ყველაფერი. სანაცვლოდ გექნება ყველაფერი და თუ მოისურვებ მეც და თუ მაინც არ გაჩერდები და ქექვას დაიწყებ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცუდათ დაამთავრებ სალომე, და მე ეს სასტიკად არ მინდა. ასე რომ შენი ბედი შენს ხელშია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.