ცხელი სურნელი (მესამე თავი)
სახლში იყო, ინტერვიუსთვის ამზადებდა მასალას. ჩვეულებრივ ფორმაში, კაბა ხალათით ფინჯანი ყავით ხელში . კარზე ზარის ხმა რომ გაიგო ისე წავიდა არც უფიქრია რომ იოანე იქნებოდა. გაღიმებული კაცი რომ დაინახა თავადაც გაუბრწყინდა სახე -იოანეე -შემომიშვებ? - ღვინის ბოთლი ხელში შეათამაშა და თვალებანთებული მზერა მოავლო ქალს -მობრძანდი , არა საჭირო ყოველ ჯერზე ღვინით მოსვლა.მეც მაქვს სასმელები -და ყველაზე მათრობელა რა მოგეპოვება? - კარი მიხურა. ქალს ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა -სადღაც აქ უნდა იყოს - თითები სახეზე ჩამოუსვა ბოლოს ტუჩებთან შეჩერდა -იოანე ... რა ხდება? - გაიცინა და თითები პერანგის საყელოზე ააყოლა-ასეთ კარგ განწყობაზე რატომ ხარ? -ცოლს ვირთავ, ქალს რომელიც მიყვარს მერე რა რომ მას არ ვუყვარვარ. უნდა რომ შემიყვაროს ხომ ასეა, ხოდა გადავწყვიტე კარგი ბიჭი გავხდე -მე რომ ცუდი ბიჭი მომწონს? -ხოო? ის ბიჭი ცუდია შენ რომ გიყვარს? -არა ,მაგრამ შენ სხვა ხარ -ხო მე სხვა ვარ ... სად მე და სად შენი უცნობი სიყვარული. დავლიოთ? -დავლიოოთ... ბოლოს და ბოლოს თავისუფლების ბოლო წამებს ვითვლი. ტირანი ქმარი ხომ არ იქნები? მე მოკლე კაბები მიყვარს -არავითარი მოკლე...კოჭამდე კაბა, ყელამდე და ამ ხალათების კოლექცია გაქვს?- ისევ დაიჭირა და ყელში აკოცა -ჭიქებს მოვიტან- მაშინვე დაუსხლტა და სამზარეულოსკენ გაიქცა. მალევე დაბრუნდა, პირველივე ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა -გიყურებ და ვფიქრობ ასეთი ლამაზი რომ არ იყო თუ მეყვარებოდი -ალბათ არა... -შენც იმიტომ გიყვარს რომ სიმპათიურია? ცუდი ცხვირი რომ ჰქონდეს, ან სხვანაირი იყოს? -მე ყველაზე მეტად მისი ხასიათი მომეწონა, მასზე სიმპათიური ბიჭები იყვნენ ჩემს ირგვლივ,მაგრამ ... არ მინდა ამაზე საუბარი მერე ისევ გაბრაზდები .ქორწილის წინ ჩხუბი არ ღირს- აფორიაქებდა მესხის მზერა, მისი მშვიდი ტონი და ანთებული თვალები. კიდევ მოსვა ღვინო და ყელში მოწოლილი ბურთი გადააგორა -მირჩევნია ქორწილამდე ვისაუბროთ, ვიდრე შემდეგ ჩემი ცოლი მიყვებოდეს საყვარელ კაცზე -არ მოგიყვები, გპირდები -ასე არაფერი გამოვა, შენ ხომ ჩემთან მის დასავიწყებლად მოხვედი. ასე არ არის? -შენ იცი რატომ შეგიყვარდი? -შენს ლამაზ სხეულში გამომწყვდეულმა სულმა მიმიზიდა , რომ შემომხედე ვიგრძენი შენში იყო რაღაც ჩემეული -გგონია რომ ვგავართ? -ორივე დაუნდობელი ვართ, მიზნისთვის ყველაფერზე წავალთ -შენ ჩემს მოსაპოვებლად არაფერი გაგიკეთებია -არ მინდოდა ,სამაგიეროდ ახლა მინდა - მისკენ დაიხარა თითები ფეხზე აასრიალა და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა - ნუ ცახცახებ -მე ... განგებ არ მინდოდა -დამშვიდდი - გაიცინა და ამჯერად ლოყაზე აკოცა - სუნთქვა აგიჩქარდა, ღელავ? -შენ...შენ ძალიან უცნაურად იქცევი და მაბნევ -შენ მე არ მიცნობ...მხოლოდ გაბრაზების შემდეგ მხედავ ხოლმე . -გიცნობ, შენ ასე არ მოიქცევი ჩემთან -როგორ ასე ?- თითები ყელიდან მკერდისკენ ჩააცოცა და ხალათის ჭრილთან შეჩერდა -კიდევ ვერ ვიჯერებ რომ რამდენიმე დღეში ჩემი ცოლი იქნები -სიხარულს აშკარად ორიგინალურად გამოხატავ -და შენ რას გააკეთებდი ახლა ჩემს ადგილას რომ ის კაცი იყოს... -არ ვიცი, შენს ადგილას მას ვერ წარმოვიდგენ. ძალიან განსხვავდებით- წამოდგა და ოთახში სიარული დაიწყო- არ გადარდებს რომ ახლა მასზე ვფიქრობ? საერთოდ რა გინდოდა? მშვიდად ვიჯექი ჩემთვის , ვიფიქრე ღვინოს დავლევდით და იმ ერთ კვირაზე ვილაპარაკებდით -რა უნდა გავაკეთოთ ერთ კვირაში, სიყვარულით დავკავდეთ? -დივანს მიეყრნო , ხელები საზურგეზე გაშალა და ქვემოდან უყურებდა წინ მდგომ ქალს - ისე არ არის ცუდი იდეა ... -ერთი კვირა დიდი დროა...ბოლოს როდის დავისვენე ამდენ ხანს არც კი ვიცი. ამ ხნის განმავლობაში შეგვიძლია ვისაუბროთ და ერთმანეთი გავიცნოთ . რეალურად რომელი კერძი გიყვარს ისიც კი არ ვიცი...რა მნიშნელობა აქვს ,მაგრამ ერთ კვირაში შეიძლება მთელი ცხოვრება მოგიყვე . ახლა იმაზეც ვდარდობ ჩემები რომ ვერ ჩამოვიდნენ...ხვალ საღამოს ჩამოფრინდებიან და სამი დღე დარჩებიან -გინდა ქორწინების პირველი დღეები შენს ოჯახისწევრებთან ერთად გავატაროთ? მაინც როგორ ცალკე დედასთან და მის ოჯახთან ცალკე მამასთან? -არა უბრალოდ ჩემს და ძმასთან.რომელთაც ერთმანეთთან კარგი ურტიერთობა აქვთ...მინდა გაგაცნო ორივე, რადგან ისინი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან . ემი ისეთი კარგია, არც კი ვიცი ასე ძალიან რატომ ვუყვარვარ. ჩემზე გიჯდება იცი? არადა მასთან არასდროს ვთვალთმაქცობ...მგონი ერთმანეთს გაუგებთ- გაიცინა და ჩამოშლილი თმა ისევ შეიკრა-ასე ნუ მიყურებ გთხოვ, მგონია რომ სამიზნე ვარ...ნუ აკეთებ ასე -ვერ ვხვდები რას მთხოვ - თავი გვერდით გადახარა და ტუჩის კუთხე ჩატეხა -იქნებ უკეთ ამიხსნა -იოანეე თავგზას ნუ მირევ...არ მოგცემ უფლებას... ჩემით მანიპულირებას ვერ შეძლებ -დარწუმუნებული ხარ ? - მისკენ დაიძრა , ტაისა იდგა და უყურებდა - შენ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის რომ მე შენი გეგმა არ ჩავშალო -რა გეგმა... -ცოლად რომ შეგირთო და შენი საყვარელი ჩავანაცვლო -ჩემი საყვარელი არ იყო -რა მნიშვნელობა აქვს ვინც იყო -აქვს...მნიშვნელობა ყველაფერს აქვს -ხო რა თქმა უნდა, საყვარელი რომ ყოფილიყო უფრო დიდხანს შეინარჩუნებდი და ასეთი გულნატკენიც არ იქნებოდი -გთხოვ ასე ნუ საუბრობ -როგორც ვამბობდი ყველაფერს გააკეთებ -მე მინდა რომ ნორმალური ურთიერთობა გვქონდეს - იოანეს თვალს ვერ აშორებდა, სხეული დაეჭიმა. ვერ მიხვდა კაცი რას აპირებდა და აღარ იცოდა ყურადღება რაზე გაემახვილებინა მის სიტყვებზე, თითებზე, თვალებზე. ვეღარ გაუძლო მის მზერას თვალები დახუჭა, თითები თმაში შეუცურა მესხმა, სარჭი შორს მოისროლა და ისევ მოაშორა ხელი -მაკოცე - იოანეს ხმამ აიძულა თვალები გაეხილა, უყურებდა და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა- მაკოცე -იოანე- ცდილობდა გამოსავალი ეპოვა , გრძნობდა რომ რაღაც საშნელება ხდებოდა მის თავს. -ტაისა მინდა მაკოცო - ხელები ინსტიქტურად მოხვია და მის ტუჩებს თავისი შეახო. ისევ გაურკვეველი შეგრძნება ,რომელიც თანდათან უფრო მძაფრდებოდა. იგრძნო როგორ მოშორდა ხალათის ნაწილი სხეულიდან. დაბრუშებული ტუჩები გაუთავისუფლდა ,მაგრამ ყელზე მიეწება მესხის მწველი ბაგეები .ის იყო უნდა გამოფხიზლებულიყო ,მხრებზე მოხვეული ხელი მოეშორებინა და უკან დაეხია ,შიშველ წელზე იგრძნო ცხელი ხელისგულის შეხება -იოანე ...არ არის ახლა ამის დრო- ძლივს წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა და გამშრალი ტუჩები ენისწვერით დაისველა -არ მითხრა ქორწილამდე სექ*ის წინააღმდეგი ვარო - ჩაიცინა და ყელზე მსუბუქად უკბინა-სხვა შეგრძნება ჩემი შეხებისას არასდროს გექნება...არც ორ დღეში ცოლის სტატუსი შეცვლის რამეს- ყბაზე მოუჭირა თითები და თვალებში ჩახედა , მერე ისევ დააცხრა ტუჩებზე და ქალთან ერთად დაიძრა საძინებლისკენ -არ შემიძლია...იოანე ახლა არ - მკერდზე მიაბჯინა ხელები და სცადა გახსნილი ხალათი კვლავ შეეკრა,მაგრამ არ გამოუვიდა -არასდროს იქნები მზად - მხარი მოუშიშვლა და ტუჩები მიაწება, ხალათი მოაშორა ერთ მხარეს და მკერდზე გადავიდა მხოლოდ კერტებს უფარავდა ხალათის ნაწილი -იოანე არ გინდა -მე ხომ ამისთვის გირთავ ცოლად, სხვა რა შეგიძლია რომ მომცე -არ შეუხედავს ისე უთხრა.ხელები გაუკავა და თავადაც მოიშორა პერანგი .შიშველ გულ-მკერდზე აიკრა აცახცახებული ქალი და თმებში ჩაავლო ხელი, მსუბუქად მოქაჩა და თავი ააწევინა- შემომხედე - ბრძანებასავით ისმოდა მისი ვნებით სავსე ხმა , ტაისამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია მზერა გაუსწორა და მესხის შექმნილ მორევში ჩაიძირა, ლტოლვა დაუცხრომელი სურვილი და ჟინი ერთ დიდ ვნების მორევს ქმნიდა, რომელსაც მოეცვა კაცის მთელი არსება. ვეღარ იტევდა , ქალსაც თან ითრევდა და ნელ-ნელა უბინდავდა გონებას ისე რომ მოქმედების უნარი დაკარგვოდა- გგონია რომ შევჩერდები? ე.ი ჩვენი ცოლ-ქმრობა მხოლოდ ერთ სახლში ცხოვრებას მოიცავს?- თითებს დაატარებდა ქალის სხეულზე, სახეზე კოცნიდა, ყელზე სველი კოცნების კვალს უტოვებდა და მონაკვეთებში ისევ მის თვალეს უბრუნდებოდა. ტაისა თითქოს გახევეული იდგა, მაგრამ მთელი სხეული ისე უცახცახებდა შეუძლებელი იყო ქანდაკებას შეგედარებინა. სუნთქვაგახშირებულს ბაგეები ერთმანეთისტვის დაეშორებინა, მკერდი წინ წამოსწოდა და იმდენად სწრაფად მოძრაოდა მისი გულ-მკერდი რომ კაცს მისი ყოველი გულისცემის შეგრძნეა შეეძლო. -არა ...არა -თავი აამოძრავა და ხელები ისევ შეატოკა,თითქოს მთლიანად დაუჟებული ჰქონდა და ვერ აკონტროლედა ქმედებას, არ ჰქონდა შედეგი მათ მოძრაობას -მიყვარხარ ტაისა...მინდიხარ ნება მომეცი შენი სხეულით მაინც დავტკბე. მცირედი ძღვენი გაიღე შენი მიზნისთვის - ისევ თვალებში უყურებდა. საწოლის კიდესთან მდგომს ერთადერთი ბიძგი სჭირდებოდა და მალევე მიიღო ,როდესაც ტაისას გაყინული თითები ისევ შემოეხვივნენ შიშველ მხრებზე. დანებდა ქალი, ფარ-ხმალი დაყარა დინებას გაჰყვა და უბრალოდ იმ მცირე სხივების ერთად შეკვრას შეეცადა სიამოვნების წერტილებს რომ ქმნიდა. ზოგჯერ იმდენად ქრებოდნენ ეს წერტილები რომ მთელი სხეული ეყინებოდა სულთან ერთად. ამ დროს ღრმა უფსკრულში სულთან ერთად სხეულიც ეშვებოდა სადაც მარტო იყო, იქ იოანე ვერ აღწევდა. სწორედ იმ დროს როდესაც სრულიად გამეფდა სიშიშვლე, შავმა ფერმა გადაფარა იოანე. თვალები დახუჭა , მაგრამ ისევ ჩაესმა ხმა ,ხმა რომელიც იმ ღამით მარიონეტივით ათამაშებდა ქალს - ტაისა თვალები გაახილე - შეხედა, ვერ გაუძლო მის მზერას და სხეულზე აეკრო,ყელში ჩამალა სახე . კაცმა საპასუხოდ მის თმაში ახლართა თითები აიძულა თვალებში შეეხედა - რა ფერია ჩემი თვალები ტაისა- დაიბნა, სულ მთლად გაეთიშა გონება. იმ წამს რასაც ხედავდა მხოლოდ ცისფერი ,ღია ცისფერი იყო და ისე წამოიძახა სიტყვები არც უფიქრია. შემდეგ ტკივილი იგრძნო ,ყრუ და ისეთი მთელს სხეულს რომ მოედო. ყველა უჯრედი გამოუფხიზლა, ამღვრეული თვალები თავისი ნებით გაუსწორა მესხს ცისფერი ფერი გამქრალიყო . იოანეს მწვანე თვალები ჰქონდა, ჭაობისფერი მუქი მწვანე იმდენად მუქი რომ შავსაც კი ჰგავდა. წამით რაღაც შეიცვალა, ისევ იგივე ემოცია მოდიოდა მესხისგან,მაგრამ უფრო ფრთხილი იყო ან ტაისას ეჩვენებოდა ასე. რამდენჯერმე წასკდა კვნესა ქალის ბაგეებს , ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ ხვევდა ხელებს მესხს და მისკენ იწევდა თითქოს ასე ფარავდა სიშიშვლეს და მისი მკლავებით იფარებოდა- ტაისა ჩემი... ჩემი სურნელი გაქვს- ქალის ყელში თავჩარგულმა ამოთქვა და სხეულის რიტმს კოცნაც დაურთო. თითებით ყველა ნაწილს ეხებოდა , მაგრამ მაინც მისი მზერის დაჭერა სურდა ყოველ წამს. თითქოს ასე ინარჩუნებდა თავისთან ტაისას ,სხვასთან სხვაგან წასვლის უფლებას არ აძლევდა... ბოლოს ისე მოიშორა ქალის მკლავები თითქოს მთელი ცხოვრება ასე დარჩენა არ სურდა. საწოლის მეორე მხარეს დაეშვა და სუნთქვააჩქარებულ ქალს შორიდან შეხედა, როგორ სწრაფად დაიფარა სხეული . ახურებულ სახეზე თითები ჩამოისვა და ღრმა სუნთქვის თანხლებით ჩაეშვა ბალიშებს შორის. თვალები დახუჭა და თითები ამჯერად ტუჩებზე აიფარა . მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები როდესაც ყურთან მიეფრქვა ცხელი სუნთქვა -იოანე -ამ მცირე დროში იცი რამდენჯერ გაიმეორე ჩემი სახელი? -არა ... უნდა ვიცოდე? -არ ვიცი ,ალბათ უნდა იცოდე .უნდა ითვლიდე ერთხელ სხვისი სახელი რომ არ წამოგცდეს- ყბაზე აკოცა და ჩაიცინა როდესაც ქალს სხეული დაეჭიმა-ჩემს თვალებსაც ხშირად უნდა შეხედო . ისე უნდა დაიმახსოვრო რომ სხვა ნებისმიერ ფერს რომ ხედავდე მაინც მწვანედ აღიქვამდე- ყელზე შემოაჭდო თითები. მთლიანად დაფარა ქალის გრძელი ხორბლისფერი ყელი მისმა თხელმა თითებმა .ცერი ქვედა ტუჩს მიაწვდინა , რამდენჯერმე გადაუსვა და მერე აკოცა. ყელიდან თითები არ მოუშორებია. ქალიც რომ აჰყვა უკბინა , ისე რომ სისხლის გემო შეიგრძნო. არ გაჩერებულა, უხეშად კოცნიდა მერე ყელზე შემოხვეული თითები მოუჭირა და თავი უკან გადასწია . ტაისას გაფართოებულ თვალებს, შეშინებულ სახეს უყურებდა და იღიმოდა. მოშორდა , ჩაცმა დაიწყო და მოსალოდნელი კითხვაც გაიგო -მიდიხარ?- გვერდი ეცვალა ანჯაფარიძეს. ლოყა ედო ბალიშზე და ისე უყურებდა მესხს -რა თქმა უნდა მივდივარ, ურჩხული ხომ არ ვარ ისევ შენთან დავრჩე . ახლა მხოლოდ შენ , შენს გულში გიგი და სხეულზე შემორჩენილი ჩემი სურნელი უნდა იყოთ ერთად. ხელს ვერ შეგიშლი , კარგად უნდა შეიგრძნო როგორია როდესაც საკუთარი თავი გეზიზღება. ქალი უცებ წამოჯდა, გაკვირვებული, შეშფოთებული მზერა ჰქონდა სადღაც შიგნით შიშიც თავიდან ჩნდებოდა. შიშველ სხეულზე მოხვეულ ნაჭერს ძლიერად მოუჭირა თითები -იოანე ... შენ , შენ გითხრა .რა თქმა უნდა გითხრა და შენ იმიტომ მოხვედი - საუბარი დაიწყო და თანდათან დაუბრუნდა აზროვნების უნარი.ყველაფერს მიხვდა , ფიქრობდა რომ ამოხსნა კაცის ქცევის მიზეზი .პირზე ხელი აიფარა თვალები ჩაუწითლდა, სითხით აევსო იცინოდა და მესხს უყურებდა , რომელიც მისკენ მიდიოდა, ზემოდან მოექცა ისევ ნახევარი სხეული დაუფარა და საწოლის თავს ააკრა -რომ არ ეთქვა კიდევ ერთხელ შეხვდებოდი და საკუთარი თავი გაგყიდდა. თქვენ სულმდაბალ, არარაობებს არ შეგიძლიათ დიდხანს სახის დაფარვა. ახლა კიდევ ერთი საერთო გაგვიჩნდა, საკუთარი თავი გვეზიზღება. -ხელი გამიშვი...არ შემეხო . შენ არ გიყვარვარ, შენც არ გიყვარვარ. ამ საშინელების წინ არ მეტყოდი რომ გიყვარვარ...არ მეტყოდი შენ მხოლოდ ეს გინდოდა. ახლა წაეთრიე და გაიხარე. მე ისედაც არ მიყვარს საკუთარი თავი უკვე იცი ვინც მიყვარს და შეგიძლია ისიც წარმოიდგინო ვისზე ვფიქრობ და ვისზე ვოცნებობ. გილოცავ, უკვე იცი ვისი დამსახურებაა რომ არ შეგიყვარებ და ცალმხრივი სიყვარული გაგტანჯავს. -რა საბრალო ხარ , როდესაც ცდილობ თავი დაიცვა ჩემგან. მინდება ჩაგეხუტო და გაკოცო -არამზადა ხარ... შენ ნამდვილი ნაძირალა ხარ მომშორდი,აღარასდროს მომიახლოვდე -კარგი რა საყვარელო ტაისა ასე მარტივად ნებდები? - წამოდგა ისევ. საწოლის მეორე მხარეს გადასულ ქალს გახედა. რომელიც ხალათის ჩაცმას უშედეგოდ ცდილობდა, ხელები იმდენად უკანკალებდა არაფერი გამოუვიდა. მიუახლოვდა და თავად ჩააცვა, შეუკრა და ზემოდან დახედა- ასე ნერვიულობაც არ შეიძლება -წადი აქედან...- ფეხზე წამოდგა, იმდენად სწრაფად რომ სხეული ვერ დაიმორჩილა და წონასწორობა დაერღვა. არ შეიმჩნია წინ აღმართულ კაცს სისხლისფერი თვალები მიაპყრ -მივდივარ-თქო ხომ გითხარი ... ქორწილში შევხვდებით. -მოიცადე ... რას ნიშნავს ქორწილში -ვიცი რომ ძალა გამოგაცალე ,მაგრამ ისიც დაგავიწყდა რომ ცოლად მომყვები? -არა , არ მოგყვები -უფს, არადა მთელმა ქვეყანამ გაიგო დიდი ანასტასია ანჯაფარიძის ქორწილის შესახებ და ელიან შენს გამობრწყინებას. როგორ გაუცრუვდებათ იმედები... რა გამოდის რომ ჩემს მეგობართან ახლოსაც ვერ იქნები თუ ჩემი ცოლი არ გახდები? აბა რას აპირებ ? -რას მიპირებ , რა გინდა კიდევ -გზადაგზა მოვიფიქრებთ მე და შენ ერთმანეთს რას ვუპირებთ -დაიხარა და ისე მიუახლოვდა რომ ქალი უკან გახტა ,რაზეც გაეცინა მესხს - ქორწილში შევხვდებით ტაისა მიდიოდა , ნელ-ნელა ეშლებოდა სახიდან კმაყოფილი ღიმილი. ზურგს უკან მსხვრევის და კივილის ხმა ესმოდა, რომელსაც მალე ქვითინიც შეუერტდდა. არ გაჩერებულა, ბინა დატოვა და წავიდა. რამდენიმე საათი დასჭირდა სოციალურ ქსელში წყვილის ფოტოს გავრცელებას, რომელსაც თან სენსაციური ამბავი მიჰყვებოდა. უკვე ყველამ იცოდა ტაისა ანჯაფარიძის მომავალი ქორწილის შესახებ. უშედეგოდ ცდილობდნენ ანასტასიასთან დაკავშირებას კოლეგები . ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი,სავსე მთვარე იწონებდა თავს. ზაფხულის მშვიდი, თბილი ღამე იდგა. იოანე აივანზე იჯდა და ყველაზე ცუდი გზით ცდილობდა მოწოლილი ტკივილის გაქრობას. რამდენიმე ცარიელი ბოთლი იქვე იდგა , ერთი ხელში ეჭირა და გონების გათიშვამდე გაცერებას აშკარად არ გეგმავდა, თუმცა გეგმების დაწყობა იმ წამს ნამდვილად არ შეეძლო. იაზრებდა ყველაფერს რაც დღის განმავლობაში გადახდა თავს და აღარ იცოდა რა უფრო აგიჟებდა, თავისი ქცევა თუ ტაისა. საერთოდ ბედი რომ დასცინოდა და ყველაფერი უკონტროლო იყო მის ირგვლივ. დაეუფლა ქალს რომელსაც აღმერთებს და წამითაც ვერ მიიღო სიამოვნება, მკლავებში ჰყავდა ქალი რომლის სახესაც გამუდმებით ხედავდა და იმაზე ფიქრობდა რომ ის ამ დროს სხვას წარმოიდგენდა. როდესაც დარწმუნდა ამაში შემდეგ იმის ნაცვლად რომ თავიდან მოშორებოდა ქალს ბრაზმა აიტანა და ისეთი რამ გააკეთა რაც საერთოდ არ ჰქონია გეგმაში. მაინც ვერ იმორჩილებდა გულს, რომელიც ქალის ყველა დანაშაულს იმ წამსვე აბათილებდა როგორც კი მის თვალებში ჩამდგარ ცრემლს დაინახავდა. სუნთქვა ეკვროდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, სწორედ ის გული ჩერდებოდა რომელიც მისი აღარ იყო. უნდოდა შებრუნებულიყო დაცემული ,განადგურებული ქალი წამოეყენებინა და მისი თვალებიდან ცრემლები გაექრო,მაგრამ ამას აღარასდროს გააკეთებდა. იოანე მესხი ასეთ დანაშაულს ვერავის აპატიებდა. მობილურის ხმა რომ გაიგო ისე უპასუხა არც კი გაურკვევია ვინ იყო . ხმა რომ გაიგო გაეღიმა -სად ხარ ? -სახლში -ყველამ იცის რომ ქორწინდებით...ბიჭები იყვნენ ჩემთან -შეგიძლია ყველაფერი უთხრა -მე ? მე რა უფლებით . შენ უნდა გადაწყვიტო იმ ეშმაკის მოციქულს შენ ირთავ ცოლად -გიგი ... როგორ ლაპარაკობ ჩემს საცოლეზე? -მართლა სახლში ხარ? -აივანზე ვზივარ ...ასეთი სხვას ხომ არ დავენახები. წადი დაიძინე თაფლობის თვე გაქ შე ჩემა მე რას მელაპარაკები,სად გყავს კესო -ძინავს კესოს -ხოდა მიუწექი გვერდით ჩაეხუტე და დაიძინე .შენ ვაფშე აზრზე არ ხარ რა ბედნიერებაა როცა შეგიძლია საყავრელ ქალს უბრალოდ ჩაეხუტო და იცოდე რომ ამით მას სიამოვნებას მიანიჭებ , დაელოდები როდის მოჩოჩდება შენკენ და თავს მკერდზე დაგადებს. არ იცი ...რომ იცოდე ჩემთან ლაყბობაში არ დაკარგავდი დროს -გინდა მოვალ -ბავშობიდან ასეთი იყავი მე ერთს გეუბნებოდი შენ მეორეს ამბობდი... ვთიშავ და არ დამირეკო! იოანე ისევ მიუბრუნდა თავის ბოთლს ანასტასია კი ისევ ოთახში იყო. ოთახში რომელიც მთლიანად არეული იყო , ხალიჩის კუთხეში მოკუნტული იწვა და ტიროდა. რატომ ტიროდა არ იცოდა, ვერც იაზრებდა ბოლომდე ყველაფერს. უბრალოდ ტკიოდა, სუნთქვა უჭირდა და ტიროდა მანამ სანამ ცრემლიც არ გაუშრა. მხოლოდ გამთენიისას შეძლო ძალის პოვნა, დიდხანს იდგა ცხელი წყლის ქვეშ თაიდან ხელი არ შეუტოკებია, შემდეგ ისევ ჩაესმა მესხის ხმა „შენ გულში გიგი და სხეულზე შემორჩენილი ჩემი სურნელი „ იმ წამს საშინელი ხმა აღმოხდა, მერე მთელს სხეულს იწმენდდა, ბოლოს იატაკზე დაეშვა სახე ხელებში ჩარგო და ისე ატირდა. სალომემ დაურეკა , ქორწილის წინა დღეს წინასაქორწილო წვეულებაზე მოსვლა არ დაგავიწყდესო. უცებ ჩამოასხაპუნა მისამართი ,როდის რომელ საათზე უნდა მისულიყო და მერე დაიწყო ამბების მოყოლა.ვინ ურეკავდა ქორწილის ამბებზე, ვის უნდოდა ინტერვიუ, როგორ დაეძებდნენ წყვილს და როგორ შეინახა საიდუმლო წვეულების შესახებ. მერე იწუწუნა მე ამდენს გელაპარაკები და შენ ორ სიტყვას რატო მეუბნები ახლავე შენთან გავჩნდებიო და გათიშა. რამდენიმე წუთში კართან იდგა უზარმაზარი პარკებით ხელში. ცხვირზე მზის სათვალე ჰქონდა დაკოსილი და ზემოდან იყურებოდა -ტასუუ დარწმუნებული ვარ არაფერი გიჭამია და ძალიან ღელავ... მოიცა რა ...რა სახე გაქ რა ხდება.ასეთი გამომშრალი კანით და შავი თვალის უპეებით აპირებ გათხოვებაას? შოკშიიი ვააარ - უცებ დაყარა პარკები და დაიკივლა. მერე ანასტასიამ რომ ააფარა პირზე ხელი აფართხალდა -გთხოვ ნუ შემიყრი სამეზობლოს...აიღე ეს პარკები და შემოდი -არა პროსტა თუ გაპატიოო შენი სახის ასეთ მდგოამრეობამდე მიყვანა. როგორ მშურს შე საზიზღარო შენი კანის შენ კიდე სულ არ უვლი ისე როგორც საჭიროა... ჯანდაბა აქ შტორმი იყო? - მეორე შოკი საძნებლის დანახვისას მიიღო - რა ხდება ანასტასია? ქურდები შემოგივარდნენ? რამე დაგიშავეს? ახლავე იოანეს დავურეკავ ჯანდაბა ანასტასიააა ასე რატომ ხარ? იცოდე ვიტირებ თუ არ მეტყვი რომ კარგად ხარ და არავინ არაფერი დაგიშავაა ტასუნააა -მე ? მე ვინ რა უნდა დამიშაოს სალიკო თუ არა საკუთარმა თავმა და ღმერთმა რომელიც დამცინის. კარგად ვარ, უარსად არ ვყოფილვარ ,მაგრამ კარგად ვარ არ იტირო..ამ ბინამ იმდენი ცრემლი ნახა მალე დაიტბორება -მატყუეებ -დამეხმარები მილაგებაში? -რა დროს მილაგებაა ახლავე მომიყვები რა ხდება შენს თავს -მიყვარს, უარესი რა უნდა ხდებოდეს ა ხო კიდე ვუყვარვარ -ვაიმე მაგაზე ვოცნებობ გოგოო რომ ვუყვარდე ისეთს როგორიც იოანეა და მიყვარდეს ისეთი როგორიც იოანეააა ...აუუუ როგორი საყვარლები ხართ ერთად ვერ არმოიდგენ აი პროსტა შორიდან რომ უყურებდე საკუთარ თავს გეფიცები დაიშოკებოდი. ხოდა ახლა როგორ შეიძლება ასე რომ იყო იფიქრე იმაზე როგორ უყვარხარ შენს მომავალ ქმარს და გააკეთე ყველაფერი რომ შენზე უარესად გაგიჟდეს. გონება დაკარგოს ...ისე გონდაკარგულიც რა საყვარელი იქნება თავისი მწვანე თვალებით -მწვანე თვალები რომ აქვს იცი? -გოგო რომ დავინახე ეგრევე თვალები შემეჩეხა, ხომ სასწაულია მაგრამ რაღაცნაირი მწვანე თვალები აქ აიი ისეთი მწვანე რო ბუნებაში არაა ისეთი აღიარე რომ შენც მაგ თვალებმა დაგატყვევეს. -ხოო ...ზუსტად მწვანე ,მწვანე თვალებმა - თითები არეულ თმაში შეიცურა და მიხვდა რომ მზერა ებინდებოდა. დივანზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა- წყალი მომიტანე გთხოვ -კარგად ხარ? ახლავე ... - წყალი მიაწოდა. მერე თავთან ჩამოუჯდა და პულსი გაუზომა- ბოლოს როდის ჭამე ? გული გიცემს საერთოდ? -გუშინ დილას -ვაიმეე თავს იკლავ? როგორ შეიძლება . ახლავე მოგიმზადებ რამეს ...ამ წამსვე შენ არ გაინძრე იწექი სალომემ სულ ძალით აჭამა.მერე გამაყუჩებელი დალევინა თავისტკივილს რომ გადაევლო და ბოლოს ოთახიც დაულაგა. შემდეგ კი წვეულებაზე წასასვლელად უნდა მომზადებულიყო ამიტომ დატოვა ანასტასია და წავიდა. ანასტასია სახლიდან გასვლას არ აპირებდა ,ბოლო წუთამდე ფიქრობდა რომ ქორწილს ჩაშლიდა,შემდეგ გონება ისევ აერია და მომზადება დაიწყო. ისე გამოცხადდა წვეულებაზე თითქოს ბედნიერებისგან ბრწყინავდა. დალია, იცეკვა, მეგორებთან ,კოლეგებთან ერთად ერთობოდა. უამრავი ფოტო გამოაქვეყნა . კესო და ნატა რომ დაინახა მაშინვე მიხვდა ვისი დამსახურებითაც იყვნენ იქ . -მეორედ უდნა დავქორწინდე გიგიზე ... აშკარად არ იყო ჩემი წვეულება ასეთი კარგი -სალომეს გათხოვებ ორგანიზებისთვის -მეორედაც რომ გიგის მიყვება ე.ი ამ ორ თვეში კარგად იქცეოდა -ნატაა შენი წვეულება როგორი იყო? -ჩემი წვეულება არ ყოფილა საერთოდ...ახლა დავფიქრდები ქორწინებიდან 7 წლისთავზე გავაკეთო -შვიდი? შვიდი წელია ერთად ხართ? -ხოო უკვე აუტანელია... მეორედ უნდა დავქორწინდე -რას ამბობ- კესომ მაშინვე სერიოზულად მიიღ და ლამის გონება დაკარგა ნერვიულობისგან -ვახო შენზე გიჟდება -ვაიმე ეს გოგო მაგიჟებს, ასეთი საყავრლეი როგორ ხარ . ხუმრობს ...ხუმროობს -გული გამისკდა...კარგი რა ნატა . -არა ვახოს გავეყარო დ აკიდე დავქორწინდე? გამორიცხულია... ჩემ ბავშვსაც ვინმე თუ წაიყვანთ ცოტა ხნით კარგი იქნება. თორემ უკვე სახლსი კედელი აღარაა მრთელი, დიდი ხანია არ მიძინია და საერთოდ ქმარი მინდა გვერდით მყავდეს მხოლოდ მე და არა ბავშვით ხელში -სასოწარკვეთილი დიასახლისი -ამ დროს ბიჭები რას აკეთებენ ღმერთმა უწყის... იმედია ნიკამ ბევრი შიშველი გოგო არ მიუყვანა იოანეს -შენ იოანეზე ფიქრობ კესო თუ გიგიზე... -გიგი რა შუაშია -იოანე ყველას ხომ ვერ მიხედავს...ზოგადად ბიჭებიც ერთობიან ამ დროს და კარგად ასრულებენ მეგობრის ბოლო თავისუფალ დღეს -ახლავე უნდა დავურეკო ... მოვკლავ - მაშინვე მობილური აიღო და გაიქცა. ნატა ტაისას უყურებდა ამდენი ხნის განმავლობაში და არც დაუმალავს ემოცია -რატომ უთხარი ეს ,ხომ იცოდი რომ იეჭვიანებდა -არა არ ვიცოდი ,უბრალოდ ვეხუმრე იმედია არ იკამათებენ ხო? იქნებ მართლა რამე ცუდს აკეთებენ იქ ბიჭები მათ შორის ვახოც, რომელიც აშკარად დაღლილია ოჯახური „სითბოთი“ . ხო და კიდევ რა მინდოდა მეთქვა, იოანეს უთხარი რომ ჭკვიანად ვარ და თავადაც კარგად მოიქცეს. არ ვიცი რამდენად კარგად იქცეოდა,მაგრამ ბიჭებთან ერთად რომ იყო და ისე ატარებდა დროს თიტქოს ჩვეულებრივი რიგითი საღამო ჰქონდა კლუბში ეს ფაქტი იყო. ერთადერთი რაც შენიშნა და არ მოეწონა ის იყო რომ რამდენიმე ძაან სვეცკმა ტიპმა აშკარად იცნო. გიგი მთელი სარამო აკვირდებოდა ცვლილებას ელოდა მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა. ერთი შეხედვით ნორმალურად გამოიყურებოდა, ნიკას და ავხოსაც კი არ გასჩენიათ კითხვები იმ ღამით. -აბაა სიძევ თქვენც უარს იტყვით ამაღამ გართობაზე ამ ორივით თუუუ ბოლოჯერ გაიგულავებ -მოკვლას მიპირებ თუ რა ბოლოზე მელაპარაკები -ანუ ? -მე რომ ამ ორს არ ვგავარ რით ვერ გაიგე ნიკუშ? -კაიი? -ბოდავს ახლა , მერე გაუგებს ცოლს გემოს და იქნებ ჩვენზე უარესიც დაემართოს - ვახომ კი იხუმრა ,მაგრამ იოანეს გამომეტყველება შეეცვალა ისე მოხვდა მისი სიტყვები გულზე . ჭიქა აიღო და სასმელი მოსვა -მე გავალ ცოტა ხნით და დავბრუნდები -სად მიდიხარ... -ჰაერზე გავალ რაღაც ტავი ამტკივდა... მალე მოვალ რა იყოთ -კესო და ნატა წვეულებაზე მისულან- ვახომ ეს რომ თქვა წამსვე გამოფხიზლდა გიგი -სად წვეულებაზე...ანასტასიასთან? -ხო აბა სად ... კარგია რომ მივიდნენ ჩვენი ცოლები უბრალო ნაცნობებივით ხო არ იქნებიან ტო -იოანე...-მიბრუნდა ,მაგრამ ბატონი იქ აღარ იდგა. გაბრაზდა, მიხვდა რომ მან გააკეთა ყველაფერი . რამდენიმე წუთს ითმინა და ბოლოს გარეთ გავიდა. იოანე როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ წავიდა- კესო რატო გაუშვი იქ -მე ნატას ვუთხარი , არ ვიცოდი კესოც თუ წავიდოდა -და ნატას რა უთხარი -სალომესგან ყველაფერია მოსალოდნელი და იმედია ქორწილამდე საცოლეს არ შემიცდენენ-თქო და ჩემი ჭკვიანი რძალი მიხვდა რაც უნდა გაკეთებინა. რა ჩემი ბრალია თუ კესოც წაჰყვა? გრძნობს გოგო კავშირს ანასტასიასთან ბოლო-ბოლო ორივეს უყვარხარ - ჩაიცინა და სიგარეტი ისევ ტუჩებშორის მოიქცია -საერთოდ არ მეხუმრება, არ მინდა ანასტასიასთან რაიმე საერთო ჰქონდეს კესოს -არ გინდა,მაგრამ ფაქტია რომ საერთოდ ყავხარ მაგ ორს -იოანე ასე რატომ მელაპარაკები,რა გინდა ამ შენი ცინიზმით რომ მითხრა -შენთან ? შენთან არაფერი რა უნდა მინდოდეს . უთხარი კესოს ვინცაა ანასტასია და თავად ჩამოშორდება,მანამდე უბრალოდ ვერ აუხსნი შენს ცოლს რატომ არ უნდა იმეგობროს ჩემს ცოლთან .რატომ არ ეუბნები, თქვენ ხო არაფერი გქონიათ შენ საერთოდ რა შუაში ხარ რისი გეშინია -კესოს უკონტროლო ხასიათი აქვს და კაცმა არ იცის რა რეაქცია ექნება,ახლა ვერ ვეტყვი ყველაფერს.შეიძლება რამე სიგიჟე ჩაიდინოს -კესომ რა უნდა ჩაიდინოს ისეთი ტაისა რომ გამიგიჟოს- გაიცინა და სიგარეტი მოისროლა- მერე უფრო გაბრაზდება, თორემ ჩემთვის სულ ერთია . რაც უფრო ცოტას ეცოდინება უფრო მშვიდად ვიქნები -ბიჭებს არაფერს ეტყვი? -ქორწილის შემდეგ , ახლა რომ ვუთხრა ვახო სადმე გამომკეტავს -რატომ გაუშვი ნატა მაინც ვერ ვხვდები,რა უნდა გაეკეთებინა ანასტასიას იქ ისეთი -ერთაერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა რომ არასდროს მიღალატებს,შენს გარდა ზედაც არავის შეხედავს. უბრალოდ მაინტერესებდა იქ მივიდოდა თუ არა. რადგან ნატამ არ დარეკა, ე.ი იქაა და ერთობა .შესაბამისად ზუსტად ის ხდება რასაც ველოდი, ანასტასია ანჯაფარიძე მოწოდების სიმაღლეზეა და თამაშს აგრძელებს -განგებ მიწვევ თუ რა გინდა, ყოველ წამს უნდა შემახსენო ეს ამბავი თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ -არ ვიცი როგორ ვიცხოვრებთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს ჩემო ძმაო. ახლა მოთმინება გმართებს მხოლოდ, უნდა გამიძლო სხვა გზა არ არის - მხარზე ხელი დაჰკრა და შენობისკენ დაიძრა- არ მოდიხარ? -ამ ღამესაც უნდა გაილეშო? -ხვალ ადრე უნდა გავიღვიძო, ქორწილში ხომ არ დავიგვიანებ. ნეტავ ჩემი სიდედრ-სიმამრი ჩამოფრინდნენ? -ძალიან გინდა გაცნობა? -ხო აბა როგორ... ისე ვღელავ არ დამიწუნონ რომ ფეხები მიკანკალებს- გადაიხარხარა და ბრბოს შეერია. პირველად ხდებოდა როდესაც გიგი იყო სერიოზული, არ იცინოდა , არ ლაპარაკობდა ,იოანე კი სრულიად სხვა ამპლუაში მოექცა. ანასტასიას მშობლები ნამდვილად საქართველოში იყვნენ, იმ ღამით ქალიშვილი არ შეაწუხეს იცოდნენ სადაც იყო და პირდაპირ თავიანთ სახლებში წავიდნენ,რათა ძალები აღედგინათ და ქორწილში ისე გამოცხადებულიყვნენ. როგორი მხიარულიც არ უნდა იყო მეგობრების გარემოცვაში ,ბოლოს მაინც მარტო რჩები საკუთარ თავთან, საიდუმლოებთან და ფიქრებთან ერთად. ბინაში რომ შევიდა პირდაპირ საძინებლისკენ დაიძრა, გათენებას ცოტა აკლდა ამიტომ დაძინება არჩია. როგორღაც მოახერხა და გონებას დასვენების საშუალება მისცა. ამ დროს ანასტასია მანეკენის სხეულზე მორგებულ თეთრ კაბას უყურებდა, კაბას რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ თავად უნდა მოერგო. ხელი რომ შეახო ნაჭერს გაიაზრა რომ სწორედ მისი საოცნებო კაბა ჰქონდა ხელთ,კაბა რომლითაც გიგის უნდა გაჰყოლოდა. ახლა კი ამ კაბით შევიდოდა ჯოჯოხეთში, საკუთარ თავს სჯიდა მესხთან ქორწინებით. იცოდა ეს და უკან არ იხევდა. შეიძლება ტკივილის განცდა სურდა, გიგისთან სიახლოვე რომელიც უფრო დააშორებდა მისგან. იოანე ,იოანე მესხი რომელიც მოსვენებას არ მისცემდა და ყოველ შანსს გამოიყენებდა მის გასანადგურებლად. მოკლედ ყველაფერი მზად იყო წამებისთვის. გაშიშვლდა, საწოლისკენ დაიძრა.ყოველი ნაბიჯის გადადგმა უფრო და უფრო უჭირდა. შეჩერდა, არ უნდოდა იმ კადრებში ჩაძირულიყო რომელსაც იმ წამს ხედავა, მაგრამ ისინი ისე ითრევდნენ როგორც ჭაობი. დაწვა,თვალები დახუჭა და გაირინდა. ირგვლივ შემოეხვივნენ მოგონებები, ისევ გრძნობა იოანეს სურნელს, მის სუნთქვას და მზერას .თვალებს ხედავდა , ჭაობისფერს . ეშინოდა მეორე დღის, ეშინოდა ჭაობში ჩაძირვის . გაირინდა, დაელოდა ხსნას უბრალოდ შეჩერდა რომ უფრო ღრმად არ ჩაეთრია მწვანედ შეფერილ სითხეს. .......... ოჯახისწევრების გარემოცვაში იყო პატარძალი, მათთან ყოფნისას ბედნიერება თავისთავად ეხვეოდა გარს , უბრალოდ მშვიდად იყო . უყურებდა და-ძმას , ემილიანას გაბრწყინებულ თვალებს და უხაროდა. -ძალიან ლამაზი ხარ, ულამაზესი. ძალიან მინდა იოანეს გაცნობა, დაიგვიანებს? -არა , მალე მოვლენ . შენ ხარ ულამაზესი იცი? -მართლა? ამ კაბას დიდხანს ვარჩევდი -კაბა არაფერ შუაშია პატარავ, ლამაზი შენ ხარ. თუმცა კაბა როგორც ყოველთვის შესანიშნავად შეგირჩევია - ვის ვატან ჩემს ლამაზ დაიკოს როდის უნდა გავიგო? ფოტოები ვიცი მხოლოდ - მაქსიც მივიდა და ლოყაზე აკოცა -ყველას სიძე აინტერესებს, მე არავის ვახსოვარ -აწუწუნდა ,აწუწუნდა... თვალს საათისკენ აპარებდა, იოანესგან არაფერი ისმოდა. ისიც კი იფიქრა რომ თავად არ მივიდოდა. ყველა გაიგებდა რომ ანასტასია ანჯაფარიძე ქორწილის დღეს მიატოვეს. ყველაფერს ფიქრობდა , მარტო იდგა ოთახში და დამშვიდებას ცდილობდა. მობილურს უყურებდა ,მაგრამ ის ისევ დუმდა. შემდეგ უცებ ამღერდა , გული აუჩქარდა სანამ ეკრანს შეხედა. ნიკოლოზი ურეკავდა -გისმენ -რძალოო მოვდივართ და არ დაიწყო ახლა პატარძლები იგვიანებენ და ეგეთები, მესხს ლოდინი მაგრად არ უყვარს და იცოდე გაიქცევა -მზად ვარ , გელოდებით და უთხარი რომ ...მზად ვარ ყველაფრისთვის -გადავცემ ... მოვქრივართ ნიკოლოზმა მობილური გამორთო და სიძეს გახედა -ვერ გავიგე ამდენ ხანს რას ვუცდით, დედოფალიც კი მზადაა ტო -რაო რა გითხრა? -მზად ვარ ყველაფრისთვისო... -მაშ, წასვლის დროა ვისკის ჭიქა მაგიდაზე დადგა, პიჯაკი გაისწორა და სახლიდან პირველი გავიდა. შეკრებილ სტუმრებს შორის გიგი რომ ვერ დაინახა არ გაჰკვირვებია,მაგრამ ზუსტად იცოდა რომ ბოლოს მივიდოდა. მშვიდად აგრძელებდა გზას ,იღებდა მილოცვებს,იცნობდა საცოლის ნათესავებს და ბოლოს ყველაფერი გაქრა. უბრალოდ გულმა ყველაფერი დაჩრდილა, უყურებდა საყვარელ ქალს და სხვა არაფერი ადარდებდა . ტაისა იყო მის წინ , უმშვენიერესი ტაისა თავისი დიდი თაფლისფერი თვალებით , მომხიბვლელი ღიმილით ულამაზეს კაბაში .თეთრ კაბაში გამოწყობილი ტაისა მისი ცოლი უნდა გამხდარიყო და სხვას არაფერის ჰქონდა აზრი. მხოლოდ მისი სხეულის თრთოლვას ამჩნევდა , მისი აჩქარებული გულისცემა ესმოდა . მიუახლოვდა , თვალებში ჩახედა ხელი წელზე მოხვია მის მოშიშვლებულ ზურგს შეახო თითები და შემდეგ წითლად შეღებილ ტუჩებს დაეკონა. ისევ შეეხო ქალის გაყინული თითები სახეზე და ყელზე. მალევე მოშორდა მხოლოდ იმიტომ რომ იქ მყოფი ხალხის არსებობა გაახსენდა. -მზად ხარ ? -შენ? -აიი გიგიც მოსულა , ცოტა შეაგვიანდა - ბიჭი როგორც კი დაინახა მაშინვე გაიცინა და ტაისას გახედა - აი ახლა მოგვილოცავს,თუ გინდა დიდხანს ჩაეხუტე -მე მაწამებ თუ საკუთარ თავს -გაიღიმა, ხელი მოხვია და თავი მხარზე დაადო- გაუღიმე კამერას ,წლების შემდეგ ხომ უნდა გავიხსენოთ ეს დღე -რა თქმა უნდა ,ძირფასო ტაისა გიგი მიუახლოვდათ , კესოც მის გვერდით იყო. როგორც ყოვლთვის სახე უბრწყინავდა , ლამაზი მოკლე კაბა ეცვა და პატარა გოგოს ჰგავდა. ანასტასიას კომპლიმენტი უთხრა და იოანეს ჩაეხუტა. - კესო მანქანაში ჩაჯექი და მეც მოვალ - გიგიმ ქალბატონი როგორც კი გაუშვა მაშინვე მოიშორა ღიმილი და ტაისას გახედა-ვიცი ახლა აქ რატომ ხარ, დარწმუნებული ხარ რომ იოანეს გრძნობებით თამაშს მაინც შეძლებ, მაგრამ იცოდე რომ განანებ თუ -ახლა ცოლს შემიშინებ და გამექცევა, როგორ იქცევი დოლიძე? წავედით ჩვენ. არ მიყვარს გაწელილი ცერემონიები- გიგი გააჩუმა და მანქანისკენ წაიყვანა ანასტასია - შენ არ ინერვიულო გიგი შემწყნარებელია,შეგიძლია ცუდი გოგო იყო სულ - ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა. სიტყვა არ უთქვამს ანასტასიას. მხოლოდ მეჯვარეები საუბრობდნენ და იოანეც ერთვებოდა ხოლმე. იცინოდა , ტაისას თითებს კოცნიდა და უფრო მეტად აგიჟებდა ქალს. ცერემონია რომ დაიწყო არ გვინდა მთელი ტექსტი პირდაპირ კითხვაზე გადავიდეთო , ყველაა გააკვირვა, ტაისას ჩაეცინა მხოლოდ . აი ასე მარტივი კითხვით დასრულდა ყველაფერი ერთი თანხმობა და ხელმოწერა. შემდეგ ცოტა იპოზიორეს, მილოცვები მიიღეს და რესტორნისკენ დაიძრნენ. -მეუღლევ ჩემო ისეთ განწყობაზე ხართ ჯეკპოტი მოიგეთ ვგონებ -შენ ყველა ჯეკპოტს სჯობიხარ- გაუღიმა და ლოყაზე აკოცა- ამ ღამით სად დავრჩებით? -სიურპრიზია -მართლაა? რა საინტერესოა ვგიჟები სიურპრიზებზე -ხოდა მეც გაგანებივრებ არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ლამაზი ქორწილი იყო. სტუმრებისთვის მომხიბვლელი, ნეფე-დედოფლისთვის კი კარგი გასართობი. იცეკვეს, დალიეს, გაერთნენ. არაფერზე უთქვამთ უარი, ყველა დაარწმუნეს რომ სიგიჟემდე შეყვარებული წყვილი იყო მათ წინ. მშობლებიც გაახარეს,სიძეც მეწონათ ემილიანას და მაქსიმეს. სხვა რა იყო საჭირო, არც არაფერი. -დედოფლის და რა ბავშვიააა ეე . გამაცანი გოგო ნრომალურად ეს ბავშვი -ნიკოლოოზ რას ცქმუტავ? წამო მეცეკვე რას ჩამომიჯექი აქ -სალომე ქალი ხარ შენ თუ მანქანა, რით ვერ დაიღალე გოგო. ამ ქუსლიანებით დაიბადე? ან თმა ჩამოგეშალოს ან რა ვიცი რამე ასეთი შეკრული როგორ ხარ . ჯერ დაიდორბლნენ ბიჭები და მომაყრიან მალე მე ნერწყვს -აუუ ვისზე ამბობ ნიკუუუშ? -ამ წამსამებს რომ აფახუნებ ქუთუთოები არ გტკივა? -იდიოტო ... რა არანორმალური ხარ ნუუუ -მეც მომაწებე ერთი -ხელი გაწიე ბიჭო არ მომაძრო,მეტკინება -რომ გაჩერდეთ არა? წავედით ტიკტიკებდით მოვედით ტიკტიკებთ -ისევ წადით მერე რას ჩამომიჯექოთ მეორეთ ხო არ დაქორწინდებით -აკრძალა ვინმემ? -აუ პროსტა რა უმადური დაქალი გყავს რაა .... გავგიჟდი ნუუუ- უცებ სალომეს ტონალობით დაიწყო ლაპარაკი და ტუჩები დაბრიცა -ახლა მოვკლავ... -წამო ვიცეკვოთ, იცოდე ვინმე რო მოვიდეს და მითხრას დამითმეო ეგრევე გაგიშვებ -მაშინ არ მინდაა...თუ მომეწონება კი -როგორ გავიგო ახლა შენ ვინ მოგწონს -განიშნებ -ოოკ - წამოდგა და კურტუმოს ქნევით დაიძრა მოცეკვავეებისკენ. -კიდევ კარგი ჩვეულებრივი წყვილი არ ვართ თორემ ესენი რომ ბავშვს მონათლავენ წარმოიდგინე ის ბავშვი რა არანორმალური იქნებ- სიცილით უყურებდა წყვილს იოანე და თან სასმელს მიირთმევდა. პასუხი რომ ვერ მიიღო მერე გახედა ცოლს , შემდეგ მისი მზერის ობიექტს. რა თქმა უნდა გიგის უყურებდა, რომელიც კესოს ეხვეოდა და ყელში კოცნიდა. ისიც იცინოდა და აშკარად გაჩერებას სთხოვდა. ცეკვავდნენ, გიგი არაჩვეულებრივი მოცეკვავე იყო კესოც ჰყვებოდა და ერთად საოცარ წყვილს ქმნიდნენ. -ასე ნუ მიყურებ, ყველა მათ უყურებს და მეც რომ შევხედო რა დაშავდება -უყურე , მაგ ტკბობის გამო გაქვს ეს ბეჭდი თითზე და დატკბი - მისი ხელი მოიშორა და არათითზე წამოცმულ ბეჭედს დახედა .მერე მოიხსნა და ხელისგულზე დაიდო -ამის ტარებას არ ვაპირებ, შეგიძლია შენც მოიხსნა რომ წავალთ. -რატომ იშორებ ისევ უცოლოს სტატუსი რომ ატარო? ისე ნუ იზამ სხეულის რომელიმე ნაწილი რომ დაკარგო -მისკენ დაიხარა, მკლავზე მოხვია ხელები და ყბაზე აკოცა, მერე ყელში-ან ჩემთან სექს*ე იტყვი უარს ან ყველა სხვა ქალზე ჩემს გარდა. არჩევანი შენზეა -რამდენი ჭიქა დალიე და რა , მეც მინდა წარმოვიდგინო სისულელეები -უკაცრავად? -როცა მომინდება და ვისთანაც მომინდება იმასთან დავწვები, შენ შეგიძლია ფიქრებში მიღალატო თავი დაჩაგრულად რომ არ იგრძნო- თვალი ჩაუკრა და ისევ თავის ჭიქას მიუბრუნდა. -გასაგებია, ამაღამ სასტუმრო ოთახში დაიძინებ. მიყვარს თავისუფლად ძილი და მიხარია რომ საწოლის ნახევრის დათმობა არ მომიხდება -პრობლემა არაა...სექ*ს შემდეგ მაინც არასდროს ვეხვეოდი ქალებს , ადგები და გადახვალ სხვა ოთახში. მე ჩემი საძინებლის საწოლი მომწონს -სახლში რომ მივალთ შემდეგ გავარკვევთ ვინ სად დაიძინებს დაძინებამდე რას გააკეთებს და სად წავა შემდეგ - კბილებშორის გამოსცრა და მათკენ მიმავალ მეჯვარეებს გახედა -ეს გოგო ვიღაცას მაცემინებს და ქორწილებში ჩხუბზე რა აზრის ხარ რძალო? -რა ხდება? -არაფერი არ მინდოდა იმ ბიჭთან ცეკვა ამან კიდე დამტოვა და წავიდა -ვისთან დატოვე- იოანემ გახედა და წარბები შეკრა -ლეუშასთან - ახარხარდა და მერე იოანეს თვალი ჩაუკრა -ლეუშა ანუ ლევან მამრიკიშვილი? ჩვენს ქორწილშია ?- ჯერ სალომეს გადახედა გაბუსხული რომ იჯდა და მერე ქმარს - რა უნდა მაგ არსებას ჩვენს ქორწილში მეუღლევ? -აიი ეს მომწოოონს ქორწინებიდან რამდენიმე საათში გიჭედავს ცოლი. ეეე ძმაკაცებზე დრესკოტს დააწესებ ახლა თუ რა ხდება? -ჩემი მეგობარია -შენგან არ ველოდი სიძე, ასეთი ველური მეგობარი როგორ გყავს. პრიმატია ნამდვილი -ვისზე ამბობ ტო ლეუშაზე? შანსი არაა ეგეთი ნაზი ბიჭი მეორე? არ დადის . თუ იმ პონტში ღადაობ გეი რომ არის ...კაი? ჰომოფობი ხარ სალომე? - ნიკუშამ რომ დაიწყო იოანე სალომეს უყურებდა მერე უცებ მიუბრუნდა ბიჭს მარა სალომემ ისე წამოიკივლა ლამის ჩააკვდა ხელში ტაისას -ღმერთოოო მიშველეე...ტასოოო ცუდად ვარ -სალომე... სალომე შემომხედე გოგო ხუმრობს -ხუმრობ? - უცებ წამოყო თავი და ბიჭს ისევ სერიოზული გამომეტყველება რომ ჰქონდა თვალები დაეხუჭა-ახლა მოვკვდები, შენს ქორწილში ? არაა შანსია რაა ხვალ ხვალ მოვკვდები -გეყოფა, წამომყევი - ხელი ჩაავლო და იქედან წაიყვანა. მერე ახარხარდა ნიკუშა ისე რო სიმრერის ხმაც გადაფარა -ვააახ ცუდად ვარ -ავადმყოფი ხარ -რა ახარხარებს ამას გაგიჟდა? - გიგი დაადგა და წარბები შეკრა- რა ჭირს -სალომეს ვუთხარი ლეუშას ბიჭები ევასება-თქო და გოგო კინაღამ შეწუხდა -ვააიმეეე რა არანორმალური ხარ- გიგიც აყვა სიცილში და ბოლოს სამ ხმაში იცინოდნენ -გეყოფათ , არასერიოზული ხალხი ნუ ხართ . ლეომ რო გაიგოს გაგიჟდება -მომკლავს,იმენა ყელს გამომჭრის.აუ ახლა როგორ დავაჯახო ეგ ორი ერთ სიტუაციაში რო ვუყურო სალომეს წიკებს -გეუბნები მოგკლავს-თქო -მზად ვარ, ხო იცი მე გართობისთვის ყველაფერს გავაკეთებ მარა შენი ცოლი მეჯვარეს კარგავს მგონი იმდენ ხანს დაიგვიანეს -მისი ცოლი მეჯვარეს კარგავს,მე ცოლი დავკარგე. სულ აურია ამ ბოლო დროს - გიგიმ დარბაზს მოავლო მზერა და თავი მოიქექა- შენ ხო არ დაგინახავს ვახუშტა? -ვინ -კესო -ნატასთან ერთად გავიდა სუფთა ჰაერზე ... რა გაცინებდათ -აუ მერე მოგიყვები . ბავშვი სად წაიყვანე ტო -დედაჩემს გავატანე, ეძინებოდა -ეე ასე მალე რატო აძინებთ ბავშვს რა უბედურებაა -ორი წლის ბავშვი რომელზე დავაძუნო აბა გენიოსო -რა ვიცი პირველზე ორზე მარა მერე როდის მიუგორდები გვერდით ცოლს,გაფუჭებული კაცი ეს -მოკლედ რო დაიწყებს ვეღარ გააჩუმებ -აცადე აჟიტირებულია... სალომე და ანასტასია რომ დაბრუნდნენ ბიჭები ისევ ერთად იყვნენ. სალომე ვახომ წაიყვანა საცეკვაოდ, იფიქრა ხასიათს გამოვუკეთებო. მერე ნიკუშამ ტასოს დაავლო ხელი და დარჩნენ მარტო გიგი და იოანე -არ გახედავ კესოს? -ნატასთან ერთადაა -რა გჭირს შენ ამ ბოლო დროს ჩემზე უფრო ზრუნავ ვიდრე კესოზე -ისიც ეჭვიანობს, დავიღალე ცოტა -შენ ჩემი ცხოვრების დალაგებას თუ ელოდები და მერე დაისვენებ ცუდად ყოფილა შენი საქმე ბატონო ჩემო -რამდენს სვამ -კარგი ღვინოა ... რა იყო როგორ მიყურებ შენ ხო არ ხარ პატარძალი -სახლში მიდიხართ თუ სადმე მიგყავს -მიმყავს ხო სანთლის შუქი, ვარდის ფურცლები, მარწყვი და შამპანიური კიდე ბუშტებს გავუშვებ ოთახში- კიდევ რამდენიმე ყლუპი ღვინო დალია და მერე ცოლთან მოცეკვავე ტიპს დააკვირდა- ის სად გაქრა ,მოვკლავ - უცებ დაეჭიმა სხეული რომ გაახსენდა ბიჭის ვინაობა. წამოიწია,მაგრამ ისევ დაბრუნდა -რა ხდება -იმას იცნობ? -ვინ იმას -ჩემს ცოლს ვინც ეცეკვება იმას -ეჭვიანობ? ცეკვავენ უბრალოდ -მე მაგას შენს სიყვარულს რომ ვპატიობ იმას კი არ ნიშნავს ყელზე ჩამოეკიდოს ვიღაც ს*რებს -მაშინ მიდი და თავად ეცეკვე...რა პრობლემაა ვერ ვხვდები -ვერც გაიგებ! წავიდა, მაგრამ არა ანასტასიასთან.აივანზე გავიდა და მოწევა დაიწყო. უკვე ვარსკვლავები იყო ცაზე, გრილი სიო უბერავდა სასიამოვნოდ ედებოდა ახურებულ კანზე. დარბაზში შეიხედა, მინიდან კარგად ჩანდა ყველაფერი. ისიც დაინახა როგორ დაიხარა ბიჭი ანასტასიასკენ ,იმდენად ახლოს იყო გეგონებოდათ კოცნას აპირებსო. მერე რაღაც უთხრა ტასომ და წამსვე მოშორდა. მაგიდისკენ გაიხედა იქ სადაც წესით მესხი უნდა ყოფილიყო ,მერე კი მშობლებისკენ დაიძრა. მამას ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა. იღიმოდა, სულ სხვანაირი იყო იმ დროს. მაქსიმეს თმები აურია და ბოლოს ძმასთან ერთად დაიწყო ვალსის ცეკვა. თავი მხარზე დაადო და ისე აჰყვა მელოდიას. იმ წამს თითქოს ძალიან სუსტი იყო, ძმის მკლავებში ჰპოვა შვება. დამშვიდდა და ცოტა ხნით შეისვენა. იოანე ყველაფერს უყურებდა და გრძნობდა, ეს ყველაფერი კი საკმარისი იყო მისთვის. მალევე მიუახლოვდა მოცეკვავე წყვილს, ბიჭს ანიშნა და თავად მოხვია ხელები ცოლს. სხეულზე აიკრა და ყელში აკოცა -მშვიდად ყოფნა ასეთი მარტივი ვერ იქნება შენთვის -როდის დაიღლები ამ ბავშვური თამაშით -უკვე მოგბეზრდა? დილას ყველაფრისთვის მზად იყავი -იცი შენ რატომ აგირჩიე? ვიცოდი რომ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მომცემდი, არ მოვდუნდებოდი რაც სიცოცხლეს გამაგრძელებინებდა. როდესაც თავდაცვისთვის ემზადები საკუთარი თავის დაშავებაზე აღარ ფიქრობ -ე.ი ყველაფერი კარგადაა... ორივე ვიღებთ ჩვენსას .რატომ გაიცინე -ნუ გეშინია თავს არაფერს დავუშავებ , არავინ ღირს ამად მითუმეტეს ის იდიოტი -საიდან დაასკვენი რომ მეშინია ... -სუნთქვა შეგეკრა რომ ვთქვი აღარ ვფიქრობ თავის დაშავებაზე-თქო - თითები ლოყაზე ჩამოუსვა და მერე აკოცა- მე ისე არ მიყვარს გიგი როგორც შენ გიყვარვარ,იცი ეს? - თავი მის ყელში ჩამალა და ისე ამოიჩურჩულა-იცი? -რა ის რომ ყველაზე დიდი იდიოტი ვარ ასე არანორმალურად რომ მიყვარხარ? ვიცი , გმადლობ რომ შემახსენე -არაფრის, სულ შეგახსენებ -არაა საჭირო,არ შეწუხდე -როგორ გეკადრება სიმღერა რომ დასრულდა მშობლების მაგიდასთან ერთად მივიდნენ. როგორც აღმოჩნდა ერთმანეთს კარგად გაუგეს. ყველა ერთად საუბრობდა ,რა თქმა უნდა მოცეკვავე წყვილს უყურებდნენ და გეგმებს აწყობდნენ -რა ხდება დედა? -თქვენზე ვსაუბრობდით..მე და ლიაკო ვამბობდით რომ ულამაზესი ბავშვები გეყოლებათ -მართალია ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ,მაგრამ მეც არ ვიტყოდი უარს შვილიშვილზე -რა სამწუხაროა, იმედები უნდა გაგიცრუოთ ქალბატონებო. ბავშვები არ გვეყოლება- ეს რომ თქვა ანასტასიამ მაშინვე ახედა და მკლავზე მოუჭირა თითები -რას ამბობ- ჩუმად ტუჩების მოძრაობით უთხრა და გაოცებულ მშობლებს გადახედა -როგორ არ გეყოლებათ ,რას ნიშნავს -მე და ტაისა ასე შევთანხმდით, თვლის რომ კარგი დედა ვერ იქნება. სულ გადარბენაზე უნდა იყოს, მე კი ტაისას სურვილს პატივს ვცემ ასე რომ ძალიან გთხოვთ ჩვეული კითხვებით ნუ მოგვმართავთ ტაისა გაქვავდა, მეგი ისე უყურებდა ალბათ სიტუაცია რომ არა იქვე მოკლავდა ჩემს შვილს მომავლის გარეშე როგორ ტოვებო. არ იცოდა რა გაეკეთებინა, უბრალოდ აჰყვა თამაშში. როგორც იქნა მოშორდნენ მაგიდას და მარტო დასხდნენ -რას ნიშნავდა ... -არ მითხრა რომ გინდა ქორწინების წლის თავზე მინიმუმ ფეხმძიმედ იყო მაქსიმუმ ბავში გვყავდეს -და იქნებ მინდა, როგორ უთხარი იმათ რომ ჩემ გამო უშვილოდ რჩები. ახლა შენი მშობლები რას იფიქრებენ ჩემზე, გინდა რომ პრობლემა მქონდეს მათთან?საერთოდაც მე მინდა ბავშვები -მე არ მინდა შენგან შვილი, კიდევ კარგი რომ გვკითხეს თორემ რამხელა გაუგებრობაში ვიქნებოდით -როგორ...როგორ არ გინდა.ამას ახლა იმიტომ მეუბნები რომ -არ მინდა ჩემი შვილი დედას ეზიზღებოდეს, მხოლოდ იმიტომ რომ საყვარელი კაცისგან არ ჰყავს და მერე ეს ბავშვი ბიძიას ეძახდეს კაცს რომლისგანაც უნდოდა შვილი დედამისს . კარგად ვერ აგიხსენი ,მოკლედ რომ ვთქვათ არ მინდა შენგან შვილი მყავდეს -შენ ... -არაფერი მითხრა! იოანე ხატიასთან მივიდა და ხელი გაუწოდა.ისიც მაშინვე წამოდგა და ხელი ჩაკიდა. სხვა წყვილებთან ერთად ცეკვავდა და-ძმა. ხატია უყურებდა და ეშმაკურად იღიმოდა -რა ხდება რას ფიქრობ ,რა აზრები გიტრიალებს თავში -შენი ცოლი ულამაზესია ... რომ დავინახე მეც მომინდა გათხოვება ,მაგრამ ყველას მასსავით არ უმართლებს და შენნაირ კაცს ვერ მიყვება -მულივით იქცევი -მიხდება ხომ? გმადლობ შენ ამ გამოწვევისთვის.ასე მგონია რომ ახალ ცხოვრება დავიწყე , მაგრამ მამიდის ამპლუასაც მშვენივრად მოვირგებდი. -არ გინდა -როგორ არ მინდა, შენ ამბობ რომ ბავშვები არ გეყოლებათ იმიტომ რომ შენი ცოლი კარგი დედა ვერ იქნება. იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...რა ჯანდაბა ხდება შენს თავს იოანე -იმდენი ხანია მარტო ხარ რომ უკვე მოჩვენებები გაწუხებს? -არ გაბედო ... -როდის გამაცნობ იმ ბიჭს -რა...შენ -სჯობს შენს ცხოვრებას მიხედო, კარგად დაფიქრდე სანამ სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებ და ნუ მისცემ უფლებას ვინმეს გული გატკინოს -შენ ცოლს არ ვგავარ და იქეთ არ ვტკენ კაცებს გულს ... მომიტევე საყვარელი უნდა წავიდე დედა მეძახის რომელსაც სავარაუდოდ ამაღამ ინფარქტი მოუვა იმის გამო რომ მისი ერთადერთი ვაჟი არ აპირბს შვილების ყოლას... ანასტასიას თითქოს ის არ ეყოფოდა განწყობა რომ გაუფუჭდა და საერთოდ შეეცვალა ხასიათი. ქალბატონმა კესარიამ მიკროფონი აიღო,ყველას ყურადღება ითხოვა და მაგიდასთან მჯდომი მეუღლეც გაკვირვებაც გამოიწვია. -ბევრი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე რომ უფრო ორიგინალურს ვერაფერს მოვიფიქრებდი,ამიტომ ვსარგებლებ შემთხვევით ჩემს საყვარელ მეუღლეს სულ მცირე ინფორმაციას მივაწოდებ და შემდეგ ისევ განვაგრძოთ გართობა- იღიმოდა, გიგის უყურებდა. ბიჭი მისკენ დაიძრა აშკარად ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა . ანასტასია ადგილზე გაქვავდა,წყვილს უყურებდა და გულისცემა თანდათან უჩქარდებოდა. ცოტა ხანს სიტყვები აღარ ესმოდა მხოლოდ სამი სიტყვა ესმოდა“გიგი შვილი გვეყოლფება „ შემდეგ ოვაციები ,შეძახილები . ნიკუშას ყვირილი, იოანეს ხმა და კესო რომელსაც გიგი ტუჩებს უკოცნიდა. რამდენიმე წუთში ნიკუშას ხმა ისმოდა“ყველანი ვსვამთ პატარა დოლიძის სადღეგრძელოს. რომ გაიზრდება და უყურებს ამ ქორწილის ჩანაწერს მერე გვეტყვის მადლობას“ ფეხზე იდგა,წყვილთან ახლოს. ალბათ სიტყვა „გილოცავთ“ უკვე წარმოთქმული ჰქონდა. ტუჩები ერთმანთს დააშორა, ღიმილის ფორმა მისცა. საკითარი გულისცემა მანამ ფარავდა ყველა ხმას სანამ გაყინულ თითებზე მხურვალე თითების შეხება არ იგრძნო, ზურგს უკან არსებული სიცარიელე შეივსო და ერთი ხელი მუცელზე შემოეხვია. ტუჩები შიშველ მხარზე , შემდეგ ლოყაზე და ბოლოს ცხელი სუნთქვა რომელიც კანზე ეფრქვეოდა. თავი უკან გადასწია, მხარზე მიაბჯინა ქმარს. ხელი მუცელზე მოხვეულ ხელს დაადო ,თითები მის თითებში ახლართა და თვალები დახუჭა. ესეც მესამე თავი , ახლა მართლა არ ვიცი რა რეაქცია გექნებათ .ველოდები თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.