შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არასოდეს გამიშვა I


8-02-2018, 18:15
ავტორი The Dreamer
ნანახია 2 285

უცნაური სიზმარი მესიზმრა.. ბიჭი,რომელიც ისე მიყურებდა თითქოს მისთვის ერთადერთი ფასეული ადამიანი ვიყავი,მისი თბილმა მზერამ მთლიანად შემძრა.. თითქოს გული დამწყდა რომ ის სიზმარი იყო,რომ სინამდვილეში არც კი შევხებივარ ადამიანს,რომელმაც გული სიზმრიდან გამითბო.
-კატერინა ადექი!-ოთახში ქარიშხალივით შემოიჭრა დედაჩემი.
-რატომ?-მას კითხვაზე პასუხიც კი არ გაუცია,კარადასთან მივიდა და ჩემი ტანსაცმლის შერჩევა დაიწყო.
-კიდევ გავიმეორო?-ირონიულად შემომხედა.
-დედა რა გინდა? რატომ იქცევი ასე?
-ასე როგორ?
-შემოვარდები ჩემს ოთახში,გასცემ განკარგულებებს და ელოდები როდის გავაკეთებ,თუ არ მოვინდომებ მაშინ ვისჯები.
-პასუხი თავადაც იცი.
-დედა მე არ წავალ რუსეთში და არ ვისწავლი სამედიცინოზე იქ,როცა შემიძლია დავრჩე ჩემს სამშობლოში და ვისწავლო ჩვენს სამედიცინო უნიერსიტეტში თანაც ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად.
-სწორედ მაგიტომ წახვალ,რომ აქ არ ისწავლო შენს უბადრუკ შეყვარებულთან ერთად,თანაც შენი სამშობლო რუსეთია,იქ დაიბადე და ცხოვრობდი.
-ოთო უბადრუკი არ არის.-კბილებში გამოვცერი სიბრაზისაგან.
-ჩაიცვი!-საწოლზე ტანსაცმელები მომიყარა და საქმიანი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
დედაჩემი მდიდარი ოჯახის შვილია,რომელმაც განათლება რუსეთში მიიღო,იქ შეუყვარდა მამაჩემი,იქ დავიბადე მეც.. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ კი საქართველოში,თავის ოჯახში დაბრუნდა ჩემთან ერთად.. ხანდახან მგონია მამას დაკარგვამ ჩემი თავი შეაძულა,რადგან მისი სიკვდილის შემდეგ არც ერთი დღე არ გასულა,რომ მთელი სიძულვილი და ბოღმა ჩემზე არ დაეცალა..
მისი სიძულვილი ასეთივე დიდი იყო „ჩვეულებრივი“ ხალხის მიმართაც,რომლებიც დღედაღამ შრომობენ ლუკმა-პურის საშოვნელად..როცა გაიგო მეც „ჩვეულებრივ“ ადამანთან მქონდა ურთიერთობა ახლა ჩემი რუსეთში „გამწესება“ აიკვიატა.ბევრჯერ მიფიქრია მამას მაგივრად ის რომ მომკვდარიყო,რა კარგი იქნებოდა ცხოვრება.
-ძვირფასო რა გჭირს?-მკითხა ბებომ როცა მისარებში დამინახა.
-არაფერი.
-რა მოხდა?-თავს არ მანებებდა ბებია
-ასეთი რა დავუშავე შენს შვილს,რომ ვერ მიტანს.. ახლა აიკატა რუსეთში ჩემი გაგზავნა.-მთელს ხმაზე ვყვიროდი მე,ამიტომ მოთმინებადაკარგული დედაც შემოვიდა.
-რა გაკივლებს?-დამტუქსველი ხმით მკითხა.
-მაინტერესებს რატომ ვერ მიტან..იქნებ იმიტომ რომ შენი ზუსტი ანარეკლი ვარ?-შემდეგ ცალი წარბი ზემოთ ავსწიე და დამეცინა.-გასაგებია..
-რა არის გასაგები?-მკითხა ყვირილით.
-გასაგებია რატომაც ვერ მიტან..მიკვირს აქამდე რატომ არ დავფიქრებულვარ ამაზე.. შენც ჩემსავეთ ღარიბი ადამიანი შეგიყვარდა,თანაც ისე რომ მზად იყავი ყველა და ყველაფერი დაგეთმო მის გამო,მაგრამ ბებიამ საშუალება არ მოგცა და რუსეთში გაგიშვა,შემდეგ ძალით გაგათხოვეს მილიონერზე,მალევე შეგეძინე,მაგრამ უცებ შენი საცოდავი ქმარი საეჭვო ვიტარებაში კვდება.-უცებ იმხელა სილა მივიღე სახეში,რომ თვალებიდან ვარსკვლავები გამცვივდა.
-რაც არ უნდა თქმა შენ მაინც წახვალ მოსკოვში იცხოვრებ მამაშენის ოჯახში და განათლებასაც იქ მიიღებ,აქ კი ფეხჩამოდგმული არ გნახო სანამ მე არ გეტყვი.-დედაჩემი იმდენად განრისხებული იყო,რომ თვალები ცეცხლისფრად უელავდა.
-შვილო ძალიან გთხოვთ ნუ ჩხუბობთ.-საუბარში ჩაერია ბებო.
-აცადე ბებო,მთელი ბოღმა ამოანთხიოს,რადგან ამას დიდიხნის მანძილზე ვეღარ გაკეთებს.-დედამ ზურგი მაქცია და ჩემი ბარგის ჩასალაგებლად გაემართა საძინებელში..
მეც დრო ვიხელთე და ოთოსთან შესახვედრად წავედი.. სანამ მასთან მივიდოდი გზაში ათიათასჯერ მოვკვდი,როგორ მეთქვა მისთვის,რომ მივდიოდი,რომ წლები ვერ ვნახავდი.. არ ვიცი რატომ შევიყვარე ასე ძალიან,მაგრამ გულს მიკლავდა მასთან განშორება.
ოთო უნივერსიტეტთან დამხვდა,ლექციებზე ჩემს გარეშე არ შევიდა.. ტრადიციულად მანქანაში მიცდიდა.. ძველი „ბე ემ ვე“ „ე36 ის კუპე“ ჰყავდა.. ძალან მოუხერხებელი მანქანა იყო ჩემთვის,მაგრამ მან თავისი ხელით ააწყო ,ამიტომ არც კი ვიმჩნევდი როგორ არ მომწონდა ეს მანქანა..
მანქანაში ჩავჯექი და ძალიან მაგრად მივეხუტე..
-კატ.. რა გჭირს?-სცადა თვალებში ჩაეხედა,რადგან მიხვდა კარგად არ ვიყავი და როცა რაღაც მაწუხებს თვალები სულ ამღვრეული მაქვს..
-ძალიან გთხოვ ჩამეხუტე..-ოთოს არაფერი უკითხავს და ჩამეხუტა,თუმცა დაიღალა ნახევარი საათი ამ პოზაში ჯდომით და ისევ დაიწყო საუბარი.
-კატ.. ისევ დედაშენმა გითხრა რამე?
-კი.
-რაო.. ახლა რა მინდაო?
-ოთო დედაჩემი რუსეთში მიშვებს..-ჩუმად გავაპარე თვალი მისი სახსკენ,რეაქციის შესამოწმებლად.. ოთოს სახე აელეწა,უცებ გაეცინა.-ბრავო,ეს რა მოუფიქრებია..
-ოთო არ ვხუმრობ..
-ვიცი არ ხუმრობ,სახეზე გეტყობა ყველაფერი.. მაგრამ არ მიდიხარ ხო?-ამ კითხვაზე კიდევ ერთხელ მოვკვდი.. როგორ არ მინდოდა პასუხი გამეცა.. გავჩუმდი,ამიტომ კვლავ ოთომ განაგრძო.-მიდიხარ?
-ოთო გთხოვ..
-რას მთხოვ დაშა.. რას?-უკვე მიყვიროდა ოთო თან სიგარეტს გაუკიდა.-ჩემთან დარჩი,არ წახვიდე,ერთად რამეს მოვახერხებთ.. -წამით შეყოყმანდა..-წამო ვაფშე გავიქცეთ..
-რას ბოდავ ოთო?
-რა თქმა უნდა შენ ჩემს თავს არ ამჯობინებ.. როდის მიდიხარ?
-დღეს,ორ საათში.
-და ამას ახლა მეუბნები ტო? შენ ვაფშე აფრენ ხო იცი.
-მეც გუშინ საღამოს გავიგე და როდის მეთქვა?
-კიდევ ერთხელ გეუბნები ჩემთან დარჩი..
-არ შემიძლია.-ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე.
-კატ.. იმედია გესმს რომ თუ შენ წახვალ ვეღარასოდეს მნახავ..
-ოთო ნუ მაიძულებ არჩევანის გაკეთებას.
-ვფიქრობ შენ შენი არჩევანი უკვე გააკეთე,მე სულელს კი მეგონა..-ოთო გაჩუმდა.. ირონიულად ჩაიცინა და და მკაცრი მზერით გამომხედა.-მანქანიდან გადადი.
-ოთო..
-გადადი მეთქი.-იმხელა ხმაზე მიღრიალა,რომ შიშისაგან შევხტი.
მანქანიდან გადმოვედი თუ არა ოთო ძალიან დიდი სიჩქარით გავარდა, წამებში მანქანა საერთოდ აღარ ჩანდა გზაზე... ახლა უკვე საყვარელი ადამიანიც გავანაწყენე,მაგრამ რაკი მან ასე გადაწყვიტა მე ვერაფერს შევცვლიდი.. მან ვერ გამიგო,ან უბრალოდ არ ისურვა ჩემი გაგება..
გონება ამღვრეული,ფიქრებ აშლილი მივედი სახლში,სადაც დედა „გამოსასვლელი“ სიტყვებით დამხვდა,თუმცა ერთი სიტყვაც კი არ მითქვამს მისთვის ისე წავედი აეროპორტში.. ისედაც დამძიმებული ვიყავი და მისი თავი არ მქონდა.
რუსეთიდან ძალიან პატარა ვიყავი,როცა წამოვედი,თითქმის არაფერი მახსოვს,ნათესავების სახეებიც კი ბუნდოვანია მოგონებებში.მხოლოდ მამა მახსოვს ისიც სურათებიდან..
აეროპორტში მძღოლი დამხვდა,რომელმაც სახლში წამიყვანა..
თეთრი,მდიდრული სახლი გამოჩნდა უზარმაზარი „გალავნის“ მიღმა,როცა კარები გაიხსნა..
მანქანა სახლის წინ გაჩერდა.. გული გამალებით მიცემდა,რთულია წარსულთან შეხვედრა.. რთულია იმ სახლში შესვლა სადაც შენი ცხოვრება დაიწყო,მთელი ბავშვობა აქ უნდა გაგეტარებინა,მაგრამ ბედის ირონიით ყველაზე ძვიფასი რამ დავკარგე,მამის სახით.
მანქანის ხმაზე ასაკოვანი,მაგრამ ძალიან ლამაზი და მოვლილი მოხუცი გამოვიდა.მიღიმოდა,თვალები სიხარულის ცრემლებით აევსო და ჩემკენ წამოვიდა ჩასახუტებლად.. მივხვდი ეს ბებო იყო,მეც ჩავეხუტე მიუხედავად იმისა,რომ ჩემთვის სრულიად უცნობი იყო.
-ჩემი გოგონა.-უკან დაწია,რომ კიდევ ერთხელ შევეთვალიერებინე.ბებოს ხმაზე ძალიან სიმფათიური მოხუცი გამოვიდა,მართლა ძალიან მაგარი მოხუცები იყვნენ.
ბებია,ბაბუას გაცნობის შემდეგ სასტუმრო ოთახში შევედით..ძალიან გამიხარდა მათთან შეხვედრა,საყვარელი მოხუცები იყვნენ,რაც მთავარია ერთმანეთზე შეყვარებულები.
უცემ კარები გაიღო,მაგრამ სასტუმრო ოთახში არავინ შემოსულა.
-ვლად.-დაიძახა ბებომ.
-ჰო დედა.-ბებოს ახალგაზრდა მამაკაცი გამოეხმაურა.. გამიკვირდა „დედა“ რომ დაუძახა.. დაახლოებით ათი წლით თუ იქნებოდა მამაკაცი ჩემზე უფროსი,მეკი არ მახოვს პატარა ბიძა თუ მყავდა.მამკაცმა შემათვალიერა და ქვედა ტუჩი მოწონების ნიშნად გამოსწია.-კონკია სასახლეში დაბრუნდა?-აშკარად ჩემი მიმარულებით იყო ნათქვამი,მაგრამ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა,რომ რუსული იმაზე კარგად ვიცოდი,ვიდრე მოელოდა.
-კონკია თქვენ ხართ?-ვკითხე წარაწეულმა,მან კი გამიღიმა.
-კატერინა,ეს ბიძაშენი ვლადიმირია.-წარმიდგინა ბებომ.
-მაპატიეთ,არ მახსოვხართ.
-არაუშავს.. კარგია რომ ჩამოხვედი,გამხარდა რომ ამ მოხუცებთან მარტო აღარ ვიქნები.- სიცილით თქვა ვლადიმირმა და დედამის მზრუნველურად მოეხვია.
დამღლელი და ემოციური დღის შემდეგ გადავწყვიტე დამესვენა.. უცნაურია,მაგრამ ისევ ის სიზმარი ვნახე.. ბიჭი,თბილი მზერით,რომელიც ისე მაგრამ მეხვეოდა სუნთქვას მიკრავდა,მის გულისცემასაც კი ვგრძნობდი..
-კატ.. კატ..-კარებზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა,საათს დავხედე ღამის თერთმეტი საათი იყო.
-შემოდი ვლად.-გავძახე მე.
-წამოდი ცოტა გავერთოთ.-ოდნავ შემოაღო ვლადმა კარები,ისე რომ მხოლოდ თავი შემოეყო
-ძალიან დავიღალე,სხვა დროს იყოს.
-იცოდე ახლა თუ დარჩები სახლში,მოხუცები სხვა დროსაც არ გამოგიშვებენ,იფიქრებენ რომ მე გაიძულებ ხოლმე და მოგიწევს მოხუცების კამპანიით დაკმაყოფილება.
-რა?
-ჰოო არ გჯერა? პირველად რასაც გააკეთებ იმის გაკეთება მოგიწევს აქ ცხოვრების პერიოდში.. თუ დაიძინებ საღამოობით სახლიდან არ გამოგიშვებენ.
დიდად წასვლა არ მინდოდა,მაგრამ მაინც გადავწყვიტე ბიძაჩემთან ერთად გასართობად წავსულიყავი... იცით.. რაღაც პონტში ასწორებს ახალგაზრდა ბიძა.
ერთ-ერთ ღამის კლუბში შევედით.. საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო.. კარგი მუსიკა,უამრავი ახალგაზრდა რომლებიც ენერგიულად ცეკვავდნენ.. ვლადს ბევრი მიესალმა ეტყობოდა ხშირი სტუმარი იყო.
-ვლად ძვრფასო..-გზად ნახევრად შიშველი გოგო ჩამოეკიდა მხარზე.-ეს გოგო ვინ არის?-ვლადმა გაუღიმა და ფრთხილად მოიშორა მისი ხელი.
-ვლად.-ვიღაც მამაკაცმა დაუძახა და ანიშნა მასთან მისულიყო.
-ბართან მიდი რამე შეუკვეთე,მეც ახლავე დავბრუნდები.-ვლადმა „თავაზიანად“ მომიშრა.
ბართან უხასიათოდ მივედი,რა ჯანდაბა მინდოდა აქ ვერ ვხვდები.. ისე მეძინებოდა მზად ვიყავი ბარის მაგიდაზეც დამეძინა,მაგრამ ბარმენმა შემომიტია.
-არაფერს შეუკვეთავ?-აზრზე არ ვიყავი სასმელების.. დედაჩემის გადამკიდე სასმელი არცერთხელ არ მქონია დანალევი.
-ყველაზე ძლიერი რაც გაქვთ ის დამისხით.-ბარმენმა ამათვალიერა ეჭვისთვალით და რაღაც სასმელი დამისხა.
დალევა არ მინდოდა,ამიტომ მხოლოდ „დავსუნე“ და გვერდიდან ჩუმი სიცილის ხმა შემომესმა,შემდეგ მივხვდი,რომ ვიღაც მიყურებდა და რომ არ „გავბანძებულიყავი“ ერთანად გადავკარი სასმელი.კინაღამ გავიგუდე,არაყმა კისერში „მომიჭირა“ და ხველება დამაწყებინა.
-აი სალფეთქი აიღეთ.-მომაწოდა გვერდიდან ვიღაცამ.როცა ჩემი „გასაჭირი“ დასრულდა მადლობის გადახდა დავაპირე.
გავშეშდი.. არ ვიცი სასმელიდან მეჩვენებოდა,თუ ისევ მეძინა.. მაგრამ მას ვხედავდი.. თუმცა აღარ მეხუტებოდა.. ხელზე ვიჩქმიტე,რომ დავრწმუნებულიყავი ეს ყველაფერი რეალური იყო.
-რას აკეთებ?-მკითხა „ბიჭმა სიზმრიდან“
-უნდა დავრწმუნებულიყავი.
-რაში?
-რომ რეალური ხარ და ახლა არ გამეღვიძება.-ბიჭმა გაიცინა.ტუჩსა და ლოყებს შორის კი სიცილისაგან გამოწვეული ორმოები გაუჩნდა,ისეთი საყვარელი იყო.
არასოდეს დამმართნია ვინმე დამსიზმრებოდეს და შემდეგ ეს ადამიანი რეალურად მენახოს.. ძირითადად უკვე ნაცნობი ადამიანები მესიზმრება,თუ დავუფიქრდებით ყველა ჩვენგანი ასეა,მაგრამ მე უცნობი ადამიანი დამესიზმრა რეალური შეგრძნებები იყო ყოველ ასეთ სიზმარში.. შემდეგ კი უბრალოდ ეს ბიჭი ბარში შემხვდა,ვერ ვიჯერებდი რატომღაც ეს ფაქტი განსაკუთრებულად მიმაჩნდა..
უცებ ვლადი გამოჩნდა რომელიც „სიზმრის ბიჭს“ მიესალმა და ლაითად მოიკითხა.
-შენი გიჟი ძმისშვილი ჩამოვიდა?-ვლადს გავხედე,რომელიც თვალებით ანიშნებდა ჩემზე.
-მართლა ვლად ჩამოვიდა?-კითხვა დავუსვი ცოტა მკაცრად ბიძაჩემს,რომელმაც სახე მომანჭა.
-ერთმანეთს იცნობთ?-კითხვა შემოაბრუნა „სიზმრის ბიჭმა“,რომლის სახელი ჯერაც არ ვიცოდი.
-ეს ჩემი გიჟი ძმისშვილია კაწერინა.ეს კი ჩემი ძალიან ახლო მეგომარი ალიქსანდრ პეტროვია.-ცოტა უხერხულობა დაეტყო ბიძაცემს.
-უცნაურები ხართ რუსები.-ორივემ ისეთი სახით შემომხედა მეგონა აქვე ჩამკლავდნენ.
-შეგახსენებ რომ შენც ჩვენიანი ხარ.-ვლად არ ცხრებოდა.-მაგრამ მაინტერესებს რატომ ვართ უცნაურები
-სახელებს რომ ამახინჯებთ.. არის ვლადიმერ, მაგრამ ამბობთ ვლადიმირს ან ვლადს.. არის ალექსანდრ, მაგრამ ამბობთ ალიქსანდრ ან საშა.. არის კატერინა,მაგრამ ამბობთ კაწერინას ან კაწ..-ალექსანდრეს გაეცინა ჩემს შეხედულებებზე.
-მართლა გიჟია?-კითხა სიცილით ვლადს.მან კი სიცილით თავი დაუქნია.
დღე არაჩვეულებრივად დასრულდა..დასაძინებლად დილის ოთხ თუ ხუთ საათზე დავწექით.. ისევ „სიზმრის ბიჭი“ საშა დამესიზმრა...
-კაწ.. კაწ..-დილით ბებომ გამაღვიძა.-საყვარელო გაიღვიძე დღეს უნივერსიტეტში მიდიხარ.
-რა?
-ჰო..-შემდეგ სასმელის სუნი ეცა და ცალი წარბი ზემოთ აზნიქა არ იცოდა თუ ვლადს ვახლდი კლუბში.-მაგრამ ჯერ შხაპი მიიღე.. სასმელის სუნად ყარხარ.
სასწრაფოდ მივიღე შხაპი,გამოვეწყვე და მისაღებში ჩავირბინე,მოახლეს ყავა თერმოსში გავამზადებინე და მაშინვე სახლიდან გავვარდი..
მძღოლმა მოსკოვის სამედიცინო უნივერსიტეტთან გამიჩერა მანქანა,რა თქმა უნდა უნივერსიტეტის რუკის გადმოცემა არ დავიწყებია,ლექციების განრიგთან ერთად.
ძლივს ვიპოვე აუდიტორია სადაც „მედიცინის ისტორია“ უნდა ჩამტარებოდა.. კარები ფრთხილად შევარე.
-შეიძლება?- მასწავლებლის მერხთან ნაცნობი შევნიშნე,თვალებს ვერ ვუჯერებდი და დაჟინებით ვაშტერდებოდი,ისიც არ მოელოდა ჩემთან შეხვედრას და წამიერად დაიბნა,მაგრამ მალევე მოვიდა გონს.
-ამჯერად თქვენი ადგილი დაიკავეთ,შემდეგში კი გაითვალისწინეთ „ზარის“ შემდეგ კარები აღარ შემოაღოთ.-ის ისეთი მკაცრი იყო,მაგრამ ამან კიდევ უფრო მომხიბლა მასში.
ლექციაზე თვალი არ მომიშორებია მისთვის,არ ვუსმენდი.. ვფიქრობდი ასეთი ახალგაზრდა იყო და უკვე „ლექტორი“.. ალბათ ეს გოგოების „შებმის“ ეფექტური ხერხი იყო.. ჩემთვის გამეღიმა,რაც საშას არ გამორჩენია.
-ორლოვ,იქნებ თქვენ იცით კითხვაზე პასუხი?-უცებ გამოვფხიზლდი ფიქრებიდან.ვერაფერზე გავცემდი პასუხს რადგან კითხვა არც კი მომისმენია.-ყურადღებით ორლოვ,მეტ შენიშვნას აღარ მოგცემთ!-მკაცრად ბრძანა და განაგრძო ლექციის ახსნა,მეკი თვალები ისე დავაელამე ლამის ელამი დავრჩი
როგორც იქნა ლექცია დასრულდა,სწაფად ავიღე ნივთები,რადგან მალე უნდა გავსულიყავი შემდეგი აუდიტორიაც მოსაძებნი მქონდა,და რომ არ დამეგვიანა აქედან ადრე უნდა გავსულიყავი.
-ორლოვ!-კარებში თითქმის გასული ვყავი როცა საშას ხმა მომესმა.

პ.ს მეგომრებო დავბრუნდი იმ ისტორიით რითაც დაგპრდით.. (ჩემს ძველ მკითხველს)
იმედია მოგეწონებათ..
მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით



№1  offline მოდერი The Dreamer

barbarebibileishvilii
ბევრს ვერაფერს გეტყვი
ძალიან
ძალიან
ძალიან...
კარგი დასაწყისია, თანაც საინტერესო, თავიდან ვიფიქრე
რამდენიმე წლის მერე შეხვდებიანთქო, ეს ბიჭი რო მდიდარი იქნებოდა. ბოლო ნაწილი, რომ არ წამეკითხა და რომ არ ყოფილიყო, ძალიან უბრალო მეგონებოდა. მაგრამ, კარგად გამოგივიდა.თანაც პირველივე თავში ინტრიგა.
მერე სულ შეიცვალა ყველაფერი, და საინტერესოდ დასრულდა 1 თავი.
იმედია საინტერესო იქნება და იმედებს არ გამიცრუვებ.
იმედია იქნება: ვნებაც, სიყვარულიც, სინკაცრეც(ბიჭის მხრიდან და სისერიოზულეც), ინტრიგა და რავი, შენ რას შვები? ბევრი რამ.
რათქმაუნდა ცუდად არ გაიგო მაგრამ, ვნება ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიაში და ეს შენ ჩემზე უკეთ გეცოდინება. ახლა მთლად ისეთზეც არ ვამბობ, საკმარისი დოზით.
ველოდები შემდეგ თავს მალე, მალე რა ხვალ ველოდები და ინედია დადებ.
რაც კი აქ დავწერე, ცუდად არაფერი გაიგო, პირიქით მიყვარს შენი ისტორიები.
❤️

რას ამბობ რა ცუდად გავიგო მიყვარს შენნაირი მკითხველი heart_eyes როცა ასეთი კომენარი მხვდება მიხარია.. ხვალ დავდებ ახალ თავს..დამიჯერე ყველაფერი იქნება ამ ისტორიაში მაგრამ დოზირებულად.იმედია შემდეგი თავიც არანაკლებ მოგეწონება kissing_heart

 


№2 სტუმარი ani

Ohoo ruseti axla daviwye kitxva nu shtambewhdavia
Ar megona Vikas da Andreas mere kidev tu momewoneboda wyvili da Zogadad istoria magaria momwons dges meore tavsac gadavikitxav warmatebebii

 


№3  offline მოდერი The Dreamer

ani
Ohoo ruseti axla daviwye kitxva nu shtambewhdavia
Ar megona Vikas da Andreas mere kidev tu momewoneboda wyvili da Zogadad istoria magaria momwons dges meore tavsac gadavikitxav warmatebebii

ani
Ohoo ruseti axla daviwye kitxva nu shtambewhdavia
Ar megona Vikas da Andreas mere kidev tu momewoneboda wyvili da Zogadad istoria magaria momwons dges meore tavsac gadavikitxav warmatebebii

უკვე დამატებულია შემდეგი თავი იმედია მოგეწონება.. მაგრამ აქ ცოტა სხვაგვარადაა გოგო ინტრიგანი მატყუარაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent