შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Dirty reailiton (1)


8-02-2018, 19:22
ავტორი Mari korti
ნანახია 4 341

Dirty realition
prolouge
-ან სიცოცხლე, ან სიკვდილი. ეს შენი არჩევანია, ლინდა. თუ გაიქცევი იცოცხლებ, თუ აქ დარჩები, ისევ იმ ბინძურ რეალობას დაუბრუნდები, რომელიც გამოიარე და აქ მოკვდები.- მისი სიტყვები ყურში ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩამესმოდა. ვხვდებოდი, ვიცოდი, რომ უნდა გავქცეულიყავი და თავი გადამერჩინა, მაგრამ მას ვერ ვტოვებდი. ვუყურებდი როგორ იცლებოდა ჩემ წინ, ჩემი საყვარელი ადამიანის სხეულ სისხლისგან და თავის გადარჩენისკენ მიბიძგებდა.
რამდენიმე წამი ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა და გადავწყვიტე. ფეხზე წამოვდექი, ცრემლები შევიმშრალე და გავიქეცი. დიახ, მე სიცოცხლე ავირჩიე.

თავი 1
წვიმს. მე კი ჩემს ოთახში ვზივარ და კომპიუტერს ჩავშტერებივარ. მიყვარს ასეთი ამინდი. ამ დროს შემიძლია საათობით ჩავიკეტო ჩემს ოთახში ისე, რომ მშობლების ხმამაღალი კამათის ხმა არ მესმოდეს. ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა ბედნიერებაა. ისინი ოცდაოთხი საათი კამათობენ. მართალია, ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მაინც ვერაფერზე თანხმდებიან.
კომპიუტერი გამოვრთე და მისაღებ ოთახში გავედი, სადაც ტელევიზორი, ერთი დივანი და მინის მაგიდა გვიდგას. დივანზე კომფორტულად მოვთავსდი და ტელევიზორი ჩავრთე. საინფორმაციო, რამდენიმე გოგონას მოტაცებას გვატყობინებდა, რომლებიც უკვალოდ გაქრნენ. პოლიცია ფიქრობს, რომ ეს ნარკოდილერებთან არის კავშირში და ახალგაზრდობას მოუწოდებს, რომ გვიან ღამით მოერიდონ სახლიდან გასვლას.
ასეთი რაღაცეები ჩემზე არ მოქმედებენ. რათქმაუნდა, მიყვარს ღამით მეგობრებთან ერთად სეირნობა და გართობა. ამიტომაც, ვიღაც იდიოტების რჩევა-დარიგება არ მჭირდება.
ტელევიზორის ყურებაში ვიყავი გართული, როდესაც მშობლების ოთახიდან ყვირილი მომესმა. თვალები გადავატრიალე და კვლავ ადგილზე დავრჩი, ვიცი კიდევ რაღაც წვრილმანზე წაიკამათეს და მალე შერიგდებიან.
სახლში ყოფნით მობეზრებულმა ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, ჯინსის ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი. წვიმას გადაეღო და ახლა მხოლოდ ღრუბლები ამშვენებდნენ ცას. ქუჩაშიც თითქმის, არავინ დადიოდა. რათქმაუნდა, ასეთ დროს ყველა ერიდება სახლიდან გამოსვლას. მე კი მსიამოვნებს ნაწვიმარ ქუჩებში სეირნობა.
ტეისის სახლის წინ გავჩერდი და ზარი დავრეკე. ახლა გასამხიარულებლად მხოლოდ ის თუ მჭირდებოდა. კარი მალევე გაიღო და წინ ტეისი აისვეტა. ის მაღალია, ქერა თმებით და საოცარად მოხდენილი ტანით. ტეისისთან ერთად სახლში შევედი და მისაღებ ოთახში დივანზე ჩამოვჯექი.
-რას შვები?- მკითხა მან. მე კი მხრები ავიჩეჩე.
-გართობა მინდა.- ვუპასუხე მობეზრებულმა და ქურთუკი გავიხადე.
-მე ვიცი გასართობი, ოღონდ შენ არ მოგეწონება.- მითხრა გახარებულმა, მაგრამ მალევე მოიღუშა, როდესაც აღნიშნა, რომ მისი იდეა არ მომეწონება.
-მიდი თქვი, იქნებ დამაინტერესოს.- მივაშტერდი ინტერესიანი თვალებით. იქნებ მართლაც ჰქონდა რაიმე კარგი მოფიქრებული. გარდა იმისა, რომ ან ფილმისთვის გვეყურებინა, ან ყავა დაგველია, ან გარეთ გვესეირნა.
-ახლავეს მოვალ, ძალიან მაგარი რაღაც უნდა გაგასინჯო.- მითხრა და თავის ოთახში გაიქცა. მეგონა კვლავ თავისი გამომცხვარი ნამცხვარი უნდა ეჩვენებინა ჩემთვის, მაგრამ ნამცვარს რა უნდა საძინებელში. უკან მალევე დაბრუნდა ხელში კი მოსაწევი ეჭირა.
-ეს რა სიგარეტია? ხომ იცი, რომ არ ვეწევი?- ვუთხარი და ხელი ჩავიქნიე, რადგან ამით ნამდვილად ვერ გავერთობოდით.
-არამხოლოდ სიგარეტი საყვარელო, ეს ა.- მის სიტყვებზე თვალები შუბლზე ამივიდა. არ მეგონა ტეისი ოდესმე თუ მოიხმარდა ს.
-არა შანსი არაა, მე მას არ გავსინჯავ.- ვიუარე და უკან მივიჩოჩე, მეტი დამაჯერებლობისათვის.
-კარგი რა, მხოლოდ ამ ერთხელ, თან გავერთობით.- მითხრა და ლეკვის თვალებით შემომხედა.
-კარგი ჯანდაბას, ოღონდ ეს პირველი და უკანასკნელი იქნება.- მანაც სიხარულისგან თავი დამიქნია და იმწამსვე მოუკიდა.
ათი წუთი გავიდა რაც ეს ვითომდა გავსინჯე და ვერაფერს ვგრძნობ. მგონი ჩვეულებრივი სიგარეტი იყო.
-რამეს გრძნობ?- ვკითხე ტეისის მობეზრებულმა.
-ვერაა.-
-ვერც მე.-
ესეც ჩვენი გართობა. ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. ტეისისთან საღამომდე ვიყავი, დაბნელებისას კი მას და უკვე სამსახურიდან დაბრუნებულ დედამისს დავემშვიდობე და სახლისკენ გზას გავუყევი.
სიმართლე, რომ ვთქვა ტეისის ყოველთვის მშურდა. მართალია, ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ მას ჰყავს იდეალური ოჯახი. მშობლები, რომლებიც მუშაობენ და გარემო, რომელსაც ისინი უქმნიან ტეისის. ჩემი მშობლები კი ყოველ ერთ საათში კამათობენ, სამსახურიც არ აქვთ და ბაბუას გამოგზავნილი ფულით ირჩენენ თავს.
მართალია, ჩემი და ტეისის სახლი ერთმანეთისგან ძალიან შორს არაა, მაგრამ გზაში საკმაოდ ჩამობნელდა და მეც შიშმა ამიტანა. ფეხს ავუსწრაფე და ჩემი სახლიც მალევე გამოჩნდა, როდესაც ვიგრძენი როგორ ამაფარეს პირზე ხელი და უცნობი მიმართულებით წამათრიეს.
ვფართხალებდი და განთავისუფლებას ვლამობდი, მაგრამ ამაოდ. მოტაცებაღა მაკლდა. მალევე შავ მანქანას მივადექით, უცნობმა, რომელსაც სახეზე ნიღაბი ეკეთა მანქანის კარი გამოაღო და ხელი მკრა. ინერციით წინ წავედი და მანქანის სახელურს დავარტყი თავი. მალევე გონებაც დავკარგე.

პს:
ამ ისტორიას ფბზეც ვდებდი ასე რომ რამე პრობლემა რომ არ შეიქმნას გეტყვით რომ ავტორი მე ვარ...
გთხოვთ დაალაიქეთ და დააკომენტარეთ <3



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

მაგარია და ძალიან საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent