გოგონა ქუჩის ბოლოდან(თავი 6)
ერთი კვირა გავიდა რაც შავთვალება ჩემს სახლში იყო, უზომოდ მენატრებოდა მისი თვალები, მკაცრი გამოხედვა, მისი სავსე ტუჩები, მენატრებოდა ჩემი შავთვალება ბიჭი, მის მეგობრებს ხშირად ვხედავდი ბარში, რამდენჯერმე ორ_ორიც მოდიოდნენ მარტო თითქოს იქაურობას ზვერავდნენ და მალევე მიდიოდნენ. სამსახურიდან დაღლილი გამოვედი უკვე პირველი იყო დაწყებული, იმის შემდეგ ღამე სიარულს ვერიდებოდი მაგრამ დღეს ტაქსიბი თითქოს გაიფიცნენ არცეთი ცარიელი არ იყო, ნელა მივუყვებოდი გზას, როცა შევნიშნე, რომ უკან ვიღაც მომყვებოდა მაშინვე შიშმა ამიტანა და კანკალი დავიწყე, სიარულის მოვუმატე და ვიგრძენი, რომ მანაც ანალოგიურად მოუმატა სიარულს უცებ ხელზე შეხება ვიგრძენი დავიკივლე და შიშით ადგილზე ცახცახი დავიწყე _ნუ გეშინია მე ვარ_მომესმა ნაცნობი ხმა და მაშინვე სიხარულით მივტრიალდი გუგასკენ _შენ ხარ?_ჩავიჩურჩელე ჩუმად და სიბნელეში მისი სახე ამოვიცანი რომელიც,განათების ფონზე უფრო მკაცრი და მამაკაცური ჩანდა _ჰო მე ვარ, არ მინდოდა შენი შეშინება_ახსნა დამიწყო მან _რატო მომყვები??_დავინტერესდი მე _არ მინდოა ასე ღამე გევლო მარტო ქუჩაში_ცალყბად გაიღიმა და თვალებში შემომხედა _შენ არ უნდა გაწუხებდეს ეგ ფაქტი_მოკლეთ მოვუჭერი მე და უკან შევტრიალდი გზის გასაგრძელებლად _მოიცადე გაგაცილებ_ისე გამაჩერა მის ხმამ, მე ჯიუტობა არ დამიწყია და თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, გუკაც გვერდში ამომიდგა და გზა გავნაგძეთ, ცოტახანში სიგარეტს მოუკიდა და მე გამომხედა, სუნზე ხველა ამივარდა _რა გჭირს?_დაძაბულმა გამომხედა და ზურგზე ხელი დამისვა,მისი ხელის სიმხურვალე რომ ვიგრძენი ტანში სიამოვნებისგან გამცრა, თავი ავწიე და პირდაპირ მის თვალებს შევეფეთე, რომელიც სულ სხვანაირად მიმზერდა _არაფერი სუნზე ალერგია მაქვს_ჩუმად გავეცი პასუხი თითქოს მეშინო ვინმეს არ გაეგო _აა ბოდიში_მითხრა და სიგარეტი გადაგდო, ირგვლივ სამარისებული სიჩუმე იდგა მხოლოდ ჩვენი ფეხის ხმა არღვევდა,მაგრამ მაინც არცერთი ვიღებდით ხმას და ჩუმად მივუყვებოდით ქუჩას, ასე მივედით ჩემს კორპუსთან _მადლობა_ვუთხარი და შემოვტრიალდი, რომ უცებ მაჯაში ხელი მომკიდა და გულზე ამკრა, ეს იცით როგორი შეგრძნება იყო??მაშინვე მუცელში რაღაცამ დამიარა გულმა კი ფეთქვას უმატა და სუნთქვა გამიხშირდა, ის კი მშვიდად მეხუტებოდა და ჩემს სურნელს ისუნთქვადა ეს წუთები მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო, მაგრამ უცებ უკან გაიწია _ახლა შეგიძლია ახვიდე_გამიღიმა და წავიდა, მე კი გამოშტერებული,დაბნეული ავედი სახლში ვერ მივხვდი ეხლა რა მოხდა, ერთი კვირა არ მინახავს და უცებ ჩნდება სახლამდე მაცილებდა მეხუტება და მიდის, "მგონი ვერა" ჩავიჩურჩულე გულში "მაგრამ რა კაი იყო მასთან ჩახუტება კიდე მინდა" ჩაერთო მეორე "მე" ამაზე გამეცინა და ასე გაღიმებული შევედი აბანოში იქაც კი ჩემს შავთვალებაზე ვფიქრობდი,რომ გამოვედი მოკლე პიჟამო შორტი და მაიკა ჩავიცვი და აივანზე გავედი, მსიამოვნებდა გრილი ნიავის შეგრძნება ჩემს სახეზე, უცებ მთვარეს ავხედე და გამახსენდა ბავშობაში როგორ მასწავლიდა დედა გალაქტიონის "მთაწმინდის მთვარეს" _"ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად..."_ჩუმად ჩურჩულით წარმოვთქვი და თვალი გავუსწორე მთვარეს,ყოველთვის მეგონა, რომ მთვარეს თუ ჩემს გასაჭირს მივუყვებოდი ის მომისმენდა, მთვარეს ჰომ ყველა სიბინძურეს და დარდს ხედავს რაც ღამე ხდება, ის ყველაფრის მოწმეა, იმ ღამითაც მიყურებდა მთვარე,ის ღამეც შეინახამ მან, მძულდა მთვარე ამის გამო,მძულდა, რომ იმ ღამეს ის უნათებდა გზას _მეზიზღება მთვარე შენი ამოსვლა_ზიზღით გავხედე ისევ მთვარეს და საწოლში შევწექი, მახსენდებოდა უწინდელი ჩემი ცხოვრება, როგორ 180° შეიცვალა ყველაფერი ერთ დღესაც გავიღვიძე და ყველაფერი დალაგდა თითქოს ის საშინელი დღეები სიზმარი ყოფილიყო,ამ ფიქრებში დამეძინა,მეორე დღეს საშინელ ხასიათზე გავიღვიძე, პიპას ისევ გავუმზადე თავის რძე და პური ჩავულბე, შემდეგ ჩავიცვი და სასერნოთ გავიყვანე, ვათვალიერებდი ხალხს,ადრე სულ მიკვირდა როცა გამვლელს სახეზე მოწყენის და ტკივილს შევამჩნევდი მაგრამ ეხლა უკვე აღარ მიკვირს არაფერი, თავი ჩავღუნე და გზა გავაგძელე,უცებ რაღაც მკვრისვ შევასკი და თვალი ავაყოლე მაღალ სილუეტს იქ კი გუკა დამხვდა _გზაზე არ იყურები??_ღრენით მომიგო უცებ და ხელით გამწია _ბოდიში_ჩუმამად ჩავილუღლუღე მეც _შენი ბოდიში არ მჭირდება_მომაძახა და სწრაფი ნაბიჯებით ჩიხში შეუხვია, მე კი ამაზე გავბრაზდი და უკან გავყევი, ჩიხში შესულს კი ადგილზე გავშეშდი, ვუყურები თუ როგორ უმოწყალოთ ცემდა ვიღაც ბიჭს, თან ბილწი სიტყვებით ამკობდა _როგორ გაბედე შენ ნაბი****??გეკითხები როგორ გაბედეს შენი დედაც შე*** მე, შენ ახვა***_ზემოდან ეჯდა და მუშტებს უმოწყალოდ ურტყამდა სახეში, მე კი გაშეშებული ვიდექი და ამ ყველაფერს ვუყურებდი უცებ გონზე მოვედი და მივხვიდი თუ არ ჩავერეოდი და არ გავაშველებდი იმ ბიჭს მოკლავდა მაშინვე დავიკივლე და მასთან მივედი _შეშვი გთხოვ მოკლავ_განწირული ვყვიროდი და ვცდილობდი ხელით გამომეთრია _შემეშვი_ამომხედა ჩაწითლებული თვალებით და მიღრიალა _გთხოვ მოკლავ_მუდარაზე გადავედი მეც და მკლავზე წავეპოტინე,ამ დროს ისევ ამომხედა ჩასისხლიანებული თვალებით და იმ ბიჭს მოშორდა, მე უცებ იმ ბიჭისკენ გავიწიე მაინტერესებდა თუ სუნთქვადა მაგრამ გუკამ ხელით გამომათრია _თავი დაანებე მაგ ახვა***_მიყვირა და ხელი ჩაკიდებული წამომათრია ჩიხიდან _რას აკეთებ ხელი გამოშვიი_ვუყვირე მეც_ხელი გამიშვიმეთქი ვერ გაიგე?_ხელს ვამოძრავებდი, რომ როგორმე გაიეშვა_გამიშვი_ისე ვიყვირე ამაზე ცოტა აზრზე მოვიდა და ხელი გამიშვა, მე უცებ მაჯაზე მოვუკიდე ხელი და დავიზილე ძალიან მეწვოდა _შენ ცხოველოო ასე როგორ გაიმეტე ის საცოდავი ბიჭი_ხელების შლა და ჩხუბი დავიწყე ქუჩაში,ის ცოტახანი მიყურებდა ბოლოს კი ბოლო ხმაზე დამიყვირა _შენ ვინ გეკითხება გოგო ეხლავე მოკიდე ხელი შენს ძუნკალ ძაღლს და სახში ადი _ფუუ ცხოველო_მივაძახე და კორპუსში შევედი, გულში კი ისევ მისი ლანძღვა გავაგრძელე და ლამაზი სიტყვებით ვამკობდი "იდიოტი, კრეტინი ვინ მისცა ამდენის უფლება,რომ მიყვირსი მე შენ განახებ როგორ უნდა ყვირილი ცხოვრელი" ასე ლანძღვით შევედი სახში და ტელევიზორის წინ მდივანზე დავჯექი, ისევ ის კადრები მიტრიალებდა თავში თუ როგორ გამეტებით ცემდა იმ ბიჭს და ათასი სიტყვებით ვამკობდი გულში, ამ დროს ზარი დარეკა მეც კარის გასაღებად წავედი მაგრამ ზარი არ წყდებოდა _მოვდივარ მოვდივარრ_თვალები გადავატრიალე და კარები გავაღე მე,უცებ გოგოები შემოვიდნენ ქოთქოთი _არა გოგო წარმოგიდგენია_ქოთქოთებდა რიტა, ამაზე ტასო და ლიკა იცინოდნენ, მე კი ვერ გამეგო რა ხდებოდა _რა ხდება?_ვიკითხე მეც _მიდი ერთი შენი ჭირიმე ყავა გააკეთე და მოგიყვები_ისევ ქოთქოთით მითხრა რიტამ და სამზარეულოში შევიდა, მე გოგოებს გადავხედე და თვალებით ვანიშნე რა ჩირსთქოს მათმა მხრები აიჩეჩეს და სიცილით წავიდნენ სამზარეულოსკენ მეც უკან გავყევი _ჰაა იტყვი ეხლა რა ხდება?_ვკითხე რიტას მისი ქოთქოთით შეწუხებულმა _იმ იდიოტი გიორგის გავბდღვი_დაიწყო რიტამ და თან მუშთებს გვანახებდა_წარმოგიდგებია გოგო რა ქნა ეგ ეგ უზრდელი თავხედი_გაგაძელა გიოს ლანძღვა _ჰა გოგო მოყევი ნორმალურად მოკვდით ხალხი_მობეზრებულად უთხრა ტასომ _მოკლეთ, დღეს ჰომ უნდა შევხვედროდი დათოს ჰოდა დამადგა ეგ იდიოტი თავზე და სად მიდიხარო, მე ვუთხარი შენ ვინ გეკითხებათქო,იმან აბა ვის ეკითხებოდა ამაზე გავბრაზდი და დავიწყე ჩხუბი ამ დროს ის იდიოტი მომვარდა და მაკოცა უზრდელი_ისე ემოციებით ყვებოდა ჯერ გოგოების გაოცებული თვალები დაინახა შემდეგ კი ბოლო ხმაზე ახარხარდნენ_რა გაცინებთ?_გაიბუსხა რიტა _ვაიმეეე_არასებულ ცრემლს იწმენდს ტასო _ჰაჰა გოგო რით ვერ მიხვდი, რომ მომწონხარ?_აჯახა ლიკამ, ამაზე კი რიტა გაშეშდა _მართლა?_გულიბყვილოდ იკითხა და ყველას შემოგვხედა _მართლა ჰო მართლა_სიცილით ვუთხარი მე_აქამდე ვერ მიხვდი გოგო??სულ შენ დაგტრიალებს თავს და ყველას რომ გიფთხოვს??_ვაგძელებდი მე _ვაიმე დედა_ამოილუღულუღა რიტამ_აქამდე როგორ ვერ მივხდი_უცებ წამოიძახა და გარეთ გავარდა, ამაზე გოგოებს სიცილი აგვივარდა _ეს გაგიჟდა მგონი_ხელი ჩაიქნია ლიკამ _როდის იყო მშვიდი რომ?_ვითომ დიდი ინტერესით ვიკითხე მე, ამაზე ისევ გავეცინა, ამის შემდეგ გოგოებს დღევანდელი ამბავი მოვუყევი და გაოცებულები იყვნენ _კაი გოგო რას ამბობ?_თქვა ლიკამ _ჰოო იციი როგორ უმოწყალოდ ცემდა შემეცოდა ის ბიჭი _იქნევ ღირსიც იყო შენ რას ერეოდი ერთი?_გამიწყრა ტასომ _როგოე არ ჩავრეულიყავი გოგო კინაღამ შემოაკვდა_გავღინზიანდი მეც ძალიან _კაით გოგოებო დამშვიდდი მოდი რამე ფილს ვიყუროთ_თქვა ლიკამ _კაი_დავეთახმეთ ერთ ხმად მე და ტასო, ლეპტოპი მოვიტანე და კინოს არჩევა დავიწყეთ ბოლოს კი არჩევანი ჩემს საყვარელ ფილმზე შევაჩერეთ"MISS CONGENIALITY" ძალიან ბევრი ვიცინეთ სანდა ბულოკის ქცევებზე, როცა ფილმი დამთავრდა გოგოები სახში წავიდა მე კიდე ისევ მარტო დავრჩი და გუკაზე დავიწყე ფიქრი ვერ გამეგო რატო მექცეოდა ხან ასე კარგად ხან კი ასე ცივად, ბევრი არ მიფიქრია ამაზე წყალი გადავივლე და ისევ თურქული სერიალი ჩავრთე "სიყვარულს სიტყვები არ ყოფნის" და ყურება დავიწყე იმდენი ვიცინე ჰაზალის ქცევებზე, რომ მუცელი მტკიოდა,უცებ გარეთ რომ გავიხედე ჩამობნელებულიყო ძილიც მომერია და საწოლში შევწექი, ღამე ისევ ის შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მიყურებდა, უცებ თავები გავახილე მაგრამ ოთახში არავინ იყო,ისევ სიზმარს დავაბრალე და სიზმრების სამყაროში გადავეშვი, მეორე დილით სამსახურში წავედი, ბარში დღეს ბევრი ხალხი არ იყო ამიტომ ბევრი ვიჭორავეთ გოგოებმა, გიო და რიტა უკვე ერთად არიან როგორც იქნა გამოუტყდა ამ ბედოვლათმა სიყვარულში და ეს მწარეც დატკბო, ასე საუბარში ვიყავით როცა გუკა და მისი ძმაკაცები შემოკაგდნე ხარხარით, მაგიდასთან მიხვალ არ მინდოდა ამიტომ ტასო მივიშვი, უცებ თავი ცუდათ ვიგძენი და საპირფარეშოში გავედი,სახეზე წყალი შევისხი და გამოსავალს, რომ დავაპირე უცებ ვიღაცამ კარზე ამარა უცებ შევკივლე მაგრამ პირზე ხელი მომადო, თვალებში ვუყურებდი და მის თვალებში ვიძირებიდი "ღმერთო რა თვალები აქვს"ვფიქრობდი გულში და გულის აჩქარებულ ფეთქვას და მის ცხელ ხელებს არ ვიმჩნევდი რომელიც ტუჩებს მიწვავლდა _არ იკივლო_მითხრა ჩუმად და ხელი აიღო ჩემი ტუჩებიდან _აქ რა გინდა??_ვკითხე გაკაპასებულმა _შენ?_მითხრა და ტუჩებზე დამარცხდა მე უცებ გავიბრძოლე მაგრამ ისე სასიამოვნოდ მკოცნიდა მთელი ტუჩები მეწვოდა, მუხლებში პეპლებმა იჩინოს თავი ტვინში კი ფეივერკები გავუშვი, ისეთი ტკბილი და სასიამოვნო იყო მისი ტუჩები მეც თითქოს გამოცდილი ქალივით ავყევი, უცებ მომშორდა _ტკბული ტუჩები გაქვს_ტუჩებზე ხელი გადაისვა და ცალყბად გაიღიმა _ეს ეს როგორ გაბედე შენ უზრდელო ცხოველო_ვლანძღავდი მეც და არ ვჩუმდებოდი, უცებ ისევ მაკოცა და ადგილზე გავშეშდი, მაგრან ვეღარ მოვითმინე და სახეში გავარტყი _მეორეჯენ აღარ გაბედო ჩემი კოცნა იდიოტო_მივაძახე და აღელვებული გამოვარდი გარეთ, რომ უცებ ლიკას შევეჯახე _რა გჭირს გოგო რა სახე გაქვს ვინმე მოგზდევს??_სიხიცულით მითხრა ლიკამ _არა ლიკა ვინ უნდა მომზდევდეს_მეც გავუღიმე და ბართან მივედი "ფუუ უზრდელი" "მაგრამ რა ტკბილი ტუჩები აქვს მმმ" გამომეკიდა ჩემი მეორე "მე" "შენ გაჩუმდი პირველი კოცნა მომპარა იდიოტმა" ჩავაგდებინე ენა მეორე "მე"ს და ახლად შემოსულ კლიენტის მაგიდასთან წავედი... პ.ს შეიძლება ბევრი შეცდომები იყოს ვერ მოვასწარი გადამოწმება... მიყვარხარ თ და მახარებს თქვენი კომენტარები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.