შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის ჯადოსნობა (9)


9-02-2018, 17:10
ავტორი Mari korti
ნანახია 1 308

თავი 9
მეორე დღით დილიდანვე დაიწყო მამუკამ მარიამის ძებნა. კომპანიაში წავიდა და ყველა გააფრთხილა, რომ დაცვა გაეძლიერებინათ კომპანიასა და სახლში, რადგან მათ შვილებსაც არ დამუქრებოდა რამე, შემდეგ პოლიციაში განაცხადა მარიამის გატაცების შესახებ. მას შემდეგ, რაც პირობა მისცეს, რომ მარიამს იპოვნიდნენ სახლში წასვლა და მაკას მონახულება გადაწყვიტა, რადგან საცოდავი ქალი დილიდანვე დატანჯული თვალებით მარიამს ეძებდა და ტიროდა. დილით, რომ ადგა იმწამსვე მარიამის ოთახში შევიდა. ახლა ყველაზე მეტად ის უნდოდა, რომ შვილი მძინარე დახვედროდა. მივიდოდა, თავზე აკოცებდა და გემრიელ საუზმეს მოუმზადებდა, მაგრამ ამის მაგივრად ცარიელი ოთახი დახვდა. ტუმბოზე კი წერილი. მაკამ ხელისკანკალით აიღო კონვერტი და გახსნა, რომელშიც ოთხად დაკეცილი წერილი დახვდა. თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა, უკვე იცოდა რაც უნდა ყოფილიყო ეს, მაგრამ წაკითხვას ვერ ბედავდა. წერილი გულში ჩაიკრა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და საბოლოოდ გადაწყვიტა, რაც არ უნდა წერებოდა ამ ფურცელზე წაეკითხა.
"დედა მე სახლიდან წავედი. მაპატიე, რომ ასე მომიხდა ამის გაგება. ისიც მაპატიე რაც ჩავიდინე და არ გაგაგებინე, შენ საუკეთესო დედა ხარ მსოფლიოში, მაგრამ აღარ შემიძლია უკვე ამ სახლში გაჩერება. ამიტომ, გადავწყვიტე წავსულიყავი. არ მომძებნო, შეიძლება ოდესმე დავბრუნდე კიდეც, მაგრამ არა ახლა... მიყვარხარ. შენი მარიამი..." ისეთი წერილი იყო მაკამ ერთ ამოსუნთქვაში, რომ წაიკითხა და პანიკებში ჩავარდა. არ სჯეროდა, ან როგორ უნდა დაეჯერა, რომ შვილი, რომელიც საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, რომლის გამოც ცოცხლობდა და იღიმოდა, მიატოვა. მარტო დატოვა, ამხელა ტვირთით სავსე გულით. დატოვა შვილმა, რომლის იმედიც ჰქონდა მაკას და ეგონა, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე მის გვერდით იქნებოდა... არ ჯეროდა, რომ მარიამმა ეს გაუკეთა. პატარა გოგონამ, რომელსაც ცივ ნიავს არ აკარებდა, რომელიც ასეთი თბილი და კეთილი იყო ყველას, განსაკუთრებით კი მაკას მიმართ. ტირილით დაღლილი ქალი საწოლზე ბავშვით მოიკეცა და თავი იმ საბანში ჩარგო, რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა მარიამის სურნელი. ღრმად შეისრუტა ეს ნაზი და არომატული ჰაერი და ფილტვებში დაიგროვა. არ უნდოდა ოდესმე დავიწყებოდა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მარიამი ამას არ გაუკეთებდა. ის კარგად იცნობდა თავის შვილს და იცოდა, უფროსწორად იმედი ჰქონდა, იმედები, რომლებიც არასდროს ქრება, განსაკუთრებით კი დედის გულში...
**********************
ოთხი დღე მალევე გავიდა. ამ დროის განმავლობაში გიორგი ერთხელ თუა მარიამთან ოთახში შესული და ისიც გასაფრთხილებლად, რომ აქედან მიდიოდნენ. მარიამი ყოველდღე ტიროდა და დაცვას ემუდარებოდა, რომ გაეშვათ აქედან, მაგრამ ამაოდ. ბატონის სიტყვას ვინ გადაუვიდა, გოგონაც გამოკეტილი ყავდათ. დღეში ორჯერ საჭმელს მიუგდებდნენ, თითქოს ძაღლი ყოფილიყო, რომელსაც არც კი ჭამდა. ოთხი დღე უჭმელობაში და ტირილში გაატარა. გიორგი კი მშვიდად იყო, ცოტათითაც კი არ ნერვიულობდა, რადგან ყველაფერი გათვლილი ჰქონდა. ყოველ დღე მიდიოდა და მოდიოდა სვანეთში თავისი მანქანით. იქაურობას დახედავდა, ბრძანებებს გასცემდა და კვლავ თბილისში ბრუნდებოდა. მამუკას გვერდით დაუდგა და თითქოს დახმარება სცადა მარიამის მოძებნაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაკამ წერილი აჩვენა მამუკას იმედები გაუცრუვდა. მარიამის ნაწერი მართალი ეგონა და მის ძებნას თავი მიანება. მაკა დაამშვიდა და უთხრა მალე დაგირეკავს და დაბრუნდებაო. ვერც კი წარმოედგინა, რომ მარიამი მოტაცებული იქნებოდა, ეჭვების გაფანტვაში კი გიორგი დაეხმარა. მეხუთე დღეს მამუკა გააფრთხილა, რომ რამდენიმე დღე არ იქნებოდა და სახლში წავიდა. კვლავ დინჯი ნაბიჯებით ავიდა მარიამთან ოთახში. კარი შეაღო და დაინახა გოგონა კვლავ მოკეცილი იწვა საწოლში და ტიროდა. მის დანახვაზე გული შეეკუმშა, ეგონა, რომ ამ დროის განმავლობაში თავის ბედს მიეჩვეოდა, მაგრამ ასე არ იყო, როდესაც დედას იხსენებდა და იმას, რომ გიორგი, ადამიანი, რომელიც ასე ძალიან იზიდავდა, დემონი აღმოჩნდა. გული მიეწურებოდა და ატირდებოდა. გიორგის მოსვლა არც შეუმჩნევია მანამ, სანამ არ ჩაახველა და მარიამის ყურადღება არ მიიპყრო. შეშინებული სახით გატრიალდა მისკენ და საწოლზე წამოჯდა.
-ადექი მოემზადე, მივდივართ.- გასცა ბრძანება.
-სად?-
-ეგ შენი საქმე არაა-
-არ მინდა წამოსვლა-
-ჰაჰ თითქოს ვინმე გეკითხებოდეს- გამოსცრა კბილებში და უკან მიტრიალდა.
-10 წუთში შემოვალ და მზად იყავი- გააფრთხილა მარიამი და გარეთ გავიდა. სინამდვილეში კი კართან იცდიდა როდის გავიდოდა 10 წუთი, რადგან ყველაფერი მზად ჰქონდა, ახლა მხოლოდ ლოდინიღა სჭირდებოდა. მარიამს მოსამზადებელი არც არაფერი ჰქონდა, დაცვის მოტანილი ჯისნის შარვალი და თბილი ჯემპრი ეცვა, ფეხზე კი კედები, რომელიც ასევე დაცვამ მოუტანა. სააბაზანოში შევიდა და ხელპირი დაიბანა, სარკეში თავისი თავი, რომ დაინახა შეშფოთდა. თვალები დალურჯებული და ჩაცვენილი ჰქონდა. სახეზე სულ გაფითრებული. არ ეგონა ამ ოთხ დღეში ასეთ სტრესს თუ მიიღებდა. თავისი მდგომარეობის გახსენებაზე თვალებში კვლავ ცრემლები ჩაუდგა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა, საკუთარ თავს შემოსძახა, რომ ახლა ძლიერი უნდა ყოფილიყო, გიორგისთვის არ უნდა მიეცა მისთვის რაიმეს დაშავების უფლება. თავი როგორც შეძლო ისე მოიწესრიგა და გიორგის შემოსვლამდე გავიდა ოთახიდან. ბიჭი კარის გვერდით კედელს მიყრდნობილი დახვდა. მარიამი, რომ დაინახა მისკენ გატრიალდა, მკლავში ხელი მსუბუქად მოკიდა, რაზეც მარიამს გააჟრჟოლა. გაუკვირდა კიდეც მისი ასეთი სინაზე, შემდეგ ორივე ერთად ჩავიდნენ კიბეებზე და გარეთ გავიდნენ. გიორგიმ მარიამს კარი გაუღო და როგორც კი შიგ ჩაჯდა კარი მიუხურა, სწრაფად დაიკავა მძღოლის ადგილი და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.
გოგონა შეშინებული უყურებდა გზას და ცდილობდა გაერკვია სად მიდიოდნენ, მაგრამ ვერაფრით მიხვდა. თავი საქარე მინას მიადო და კვლავ ფიქრი დაიწყო. რა იქნებოდა ახლა? რას გაუკეთებდა გიორგი? ყველაზე მეტად ძალადობის ეშინოდა. იცოდა, რომ გიორგი არ იყო მოძალადე, უფროსწორად იმედი ჰქონდა, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო სახლიდან არ წამოიყვანდა და უცნობ ადგილას არ წაიყვანდა. შიშის კანკალს აეტანა და მაისურის მკლავებს ძლიერად ჩაბღაუჭებოდა. ცოტახანში ჩაეძინა კიდეც.
გიორგი დაჭიმული ატარებდა მანქანას, მარიამის შემხედვარე მასაც გადაედო ნერვიულობა. სვანეთამდე მხოლოდ საღამოს მიაღწიეს. გიორგიმ მანქანა თავისი სახლის წინ გააჩერა, სოფელ ეცერში ცხოვრობდა. ადგილი, რომელსაც უშბასა და თეთნულდის მყინვარი კარიბჭესავით ედგა გვერდით, მუდამ თოვლით დაფარულიყო, ღამით კი განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა. ლეგენდის თანახმად ზამთარში უშბას თავზე ყოველთვის დიდი ღრუბლები მოიყრის ხოლმე თავს, ახლაც ასე იყო. თითქოს, ეს მთა სიყვარულის დაკარგვას გლოვობდა. ზამთარ-ზაფხულ ყინულით ქცეული მთები ერთმანეთის სიყვარულს გლოვობდნენ. სწორედ ამ სიყვარულის ნაყოფმა შექმნა სვანეთი და ულამაზესი სოფელი ეცერი. უზარმაზარი კოშკები, დაბას ხელმწიფესავით გადაჰყურებდნენ. გიორგის საკუთარი სახლი ჰქონდა. დიდი ეზოთი და ბაღით, რომელშიდაც საოცრად ლამაზი ყვავილები იყო. გაშენებული რამდენიმე სახეობის ხე, რომლებიც სახლს მედიდურად დაჰყურებდნენ თავზე. ჩვეულებრივი ორსართულიანი სვანური სახლი იყო. ძველებური, რომელსაც ბევრი ისტორია ჰქონდა შემონახული და თავის გულში ღრმად ჩაძირკული. გიორგის კი ამ სახლთან ბევრი მოგონება აკავშირებდა. ეს ის სახლია, რომელშიდაც ბავშვობაში დარბოდა, თეთნულდსა და უშბას შეჰყურებდა და ოცნებობდა, ისეთივე სიყვარული ეპოვა მასაც როგორებიც ისინი იყვნენ. დედამისი მისთვის მაგალითი იყო იმისა თუ როგორი გოგო უნდა შეყვარებია, მამამისში კი თავის თავს ხედავდა. სურდა მასსავით მხარბეჭიანი, დინჯი, მზრუნველი და მოსიყვარულე ყოფილიყო. მაგრამ მათი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა...
მარიამს კიდევ ეძინა ამიტომ გიორგიმ გადაწყვიტა ფრთხილად გადმოეყვანა მანქანიდან და ისე შეეყვანა სახლში. ცდილობდა არ გაღვიძებოდა, მაგრამ ხელში, რომ აიყვანა მარიამმა წამსვე ჭყიტა თვალები და შეშინებულმა წამოიკივლა.
-ნუ გეშინია მე ვარ- თავისი ჭკუით დაამშვიდა გოგო, მაგრამ რა დაამშვიდებდა, რომ გაიაზრა გიორგის მკლავებში იყო მოქცეული გული სასწაულად აუჩქარდა. ბიჭმა მეორე სართულზე აიყვანა და თავისი ოთახის გვერდით ოთახში შეიყვანა, ფრთხილად დასვა იატაკზე. მარიამმა ფეხქვეშ მყარი ადგილი, რომ იგრძნო სწრაფად მოშორდა გიორგის.
-აქ რა გვინდა?- წამოიკივლა.
-მალე გაიგებ.-
-არასდროს მცემ ნორმალურ პასუხს-
-არცაა საჭირო-
-მაგრამ... არ შემიძლია მშვიდად ვიყო, როდესაც ჩემს მიმართ ცუდი გეგმები გაქვს.-
-არც უნდა იყო-
-ძალიან დამამშვიდე- თქვა და მის წინ ხელებგადაჯვარედინებული დადგა.
-როდის გამიშვებ?-
-როცა დრო მოვა.-
-ჩემს წამებას აპირებ?-
-დაახლოებით- გიორგის პასუხზე სხეული აუთრთოლდა და საწოლზე უძლურად დაეცა.
-გვერდით ოთახში ვიქნები, თუ რამე დაგჭირდეს დამიძახე.- უთხრა გიორგიმ და ოთახი დატოვა. მარიამი კი დარჩა ასე გაკვირვებული. რა ჯანდაბად მოიყვანა სვანეთში? რას აპირებდა? რისი გაკეთებაც უნდოდა თბილისში ვერ გააკეთებდა? ახლა უფრო გადაეწურა გაქცევის და თავის დაღწევის იმედი. როგორ უნდა გაქცეულიყო, როდესაც გზაც კი არ იცოდა. პირველადაა სვანეთში და მისი ბავშვობის ოცნებაც ამ ადგილს უკავშირდება, მაგრამ არა ასე, არა იძულებით. საწოლზე გადაწვა და თავი ბალიშში ჩარგო. საერთოდ არ უნდოდა ახალი დღე გათენებულიყო, რადგან იცოდა ახალი ტალღა დაატყდებოდა თავს გიორგის სახით...



№1 სტუმარი Lile

Cota did tavs velodebodi???? ase tu daagvianeb damijere mkitxvels dakargav????arada dzalian kargi istoriaaa

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

Au gtxov ra male dadee Tore martla mkitxvels dakargav! ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent