შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 15


21-03-2017, 16:36
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 098

სულ ცოტა ხანში ზურა რეზოსთან ავიდა.ერთმანეთი მოიკითხეს და რეზო პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-წეღან შენი ცოლი იყო მოსული აქ
-რა უნდოდა?
-ნომერი მაჩვენა,მკითხა ხომ არ იცი ვისიაო და იცი ვისი აღმოჩნდა?
-ვისი?
-მარიამის,თეკლას მეგობარის.ეგ ნომერი ნათიას ხო არ დაესიზმრებოდა და გამარკვიე რა ხდება - გამომცდელი მზერით შეხედა რეზომ
-ნომერი საიდან გაიგო?
-არ ვიცი,მაგრამ მე მგონია,რომ შენს ტელეფონში ნახა და მარიამის ნომერი გიწერია?
-კი მიწერია.ეხლა ბოლო ზარი აქვთ და რაღაცეები სჭირდებათ ხოლმე,მაგიტომ ჩავიწერე და შეიძლება ეგ ნახა და შენთან რატო მოვიდა?
-მეც ეგ გამიკვირდა,რომ მოვიდა
-შეიძლება ტელეფონში ნახა,მაგრამ ხომ გითხარი რის გამოც ჩავიწერე და ნათია რამ გააგიჟა არ ვიცი - ზურას გონებაში ამოუტივტივდა ყველა ის მესიჯი,რაც მარიამს მისთვის ქონდა მიწერილი და პირიქით
-უფ,აგაშენა ღმერთმა,მე ვთქვი რა ხდებათქო
-რას ამბობ კაცო.კაი,ეხლა უნდა გავიქცე და დროებით
-კაი აბა ძმაო,კარგად - დაემშვიდობა რეზო და ზურა სახლში წავიდა.
სახლში მისვლისთანავე შვილის ტელეფონი მოძებნა,საკუთარ და შვილის ტელეფონში თარიღები შეცვალა და შემდეგ იგივე ტექსტური შეტყობინება შვილის ნორმიდან თავისაზე გაგზავნა და მარიამის ერთადერთი მესიჯი,რომლის წაშლაც დაავიწყდა ტელეფონიდან წაშალა.ცოტა ხანში მარიამის სანახავად წავიდა და ახალი ამბავი მაშივნე აცნობა.მარიამი გაოცებული და ცოტა შეშინებულიც იყო.დიდხანს არ დარჩენილან ერთად.მარიამი სახლში დატოვა და თვითონაც სახლში წავიდა.მეუღლე სახლში დახვდა.
-რეზოსთან რატო ახვედი დღეს?თუ რამის კითხვა გინდოდა მე ვერ მკითხე?
-რეზომ გითხრა?
-ხო და მიპასუხე
-მესიჯი ვნახე,შეყვარებულისგან
-რა შეყვარებულისგან,ხო არ გაგიჟდი?
-კიდე მე გავგიჟდი არა? - უთხრა ნათიამ და თვალები ცრემლებით გაევსო
-მაჩვენე რა მესიჯი ნახე
-ვითომ შენთვითონ არ იცი,ნახე მარიამის მესიჯები,ეგენი ვნახე
ზურამ თავის ტელეფონი აიღო,მესიჯები გახსნა და ცოლს გაუწოდა.
-მაჩვენე რომელი მესიჯი ნახე - უთხრა ზურამ მშვიდად
ნათიამ ტელეფონი გამოართვა და მესიჯის ძებნა დაიწყო,თუმცა ვერაფერი იპოვა
-წაშალე,რას ვიპოვიდი
-არაფერი არ წამიშლია,ყველაფერი აქ არის
-როგორ არა,წაშალე,თან ისეთი თბილი მესიჯი,მენატრებიო რომ გწერდა - უთხრა ნათიამ ცინიკურად და თან ცრემლები მოსდიოდა.
ზურამ სწრაფად მონახა შვილის ტელეფონიდან საკუთარი ხელით გაგზავნილი იგივე მესიჯი და ცოლს გაუწოდა ტელეფონი.ამ მესიჯზე მეუბნევი?
-ხო,იმ გოგოს გამოგზავნილ მესიჯზე
-ნუ გამაგიჟე,რომელ მესიჯზე მეუბნევი.შენი თვალით ნახე,არაფერი არ ყოფილა იმ გოგოსი
ნათია ხმას არ იღებდა.
-ნათია,ხმა გამეცი,ხომ ნახე შენი თვალით,ეგ მესიჯი ბავშვისგან იყო,სოფელში რომ გყავდა მაშინ ვმესიჯობდით
-აბა იმ გოგოს ნომერი რათ გინდა?
-ბოლო ზარი აქვთ და რაღაცეებში ვეხმარებით ხოლმე.მაგ ნომრიდან არავითარი მესიჯი არ შემოსულა.ხომ განახე
ნათიამ თავი დაუქნია.ზურა მისკენ მიიწია და გულში ჩაიკრა,თან სინდისის ქენჯნამ შეაწუხა.ნათიაც ჩაეხუტა ქმარს.
მეორე დღეს მარიამის მე-18 დაბადების დღე იყო და შემდეგ დღეს შეხვედრაზე შეთანხმდნენ.დაბადების დღე მეგობრებთან ერთად აღნიშნა კლუბში.მოგვიანებით ზურამ გაუარა და და ცოტა ხნით მოინახულა,თან საჩუქარიც აჩუქა.იმის გამო,რომ გვიანი იყო,მარიამს მალე მოუწია სახლში წასვლა.შემდეგ დღესაც გააგრძელეს კლუბში გართობა და მოგვიანებით მარიამს ისევ ზურამ მოაკითხა.მანქანაში ჩაჯდა და ერთმანეთს აკოცეს.მიუხედავად იმისა,რომ მარიამი უცნაურად გამოიყურებოდა და თვალები გაყვითლებული ქონდა,ზურას ყურადღება არ მიუქცევია.
-რა ქენი გაერთე? - კითხა ზურამ
-ხო,ძალიან
-ხო არ დათვერი
-არა - უთხრა ღიმილით
-არადა რა კარგ ხასიათზე ახრ
-მერე რა
-არაფერი - ღიმილით უთხრა ზურამ.ცოტა ხანში გაჩერდნენ და მარიამი ზურასკენ გადაიწია და კოცნა დაუწყო.ზურას არ გაკვირვებია,თუმცა მისი ეს ქცევა მაინც ცოტა უცნაურად ეჩვენა.ცოტა ხანს ილაპარაკეს და ლაპარაკზე შეატყო,რომ არაადექვატური იყო,თუმცა არა მთვრალი,რადგან სასმლის სუნი არ ასდიოდა.მარიამის კარგ ხასიათზე ყოფნა უცებ ცუდად გახდომამ შეცვალა და ფანჯარას ჩამოუწია,სახეზეც შეეტყო,რომ ცუდად იყო.
-ცუდად ხარ?
-არა
-აბა რა გჭირს?
-არა,არაფერი.კარგად ვარ უკვე - შუშას ისევ აუწია და ისევ ზურასკენ გადაიხარა და აკოცა,ახლა უკვე ისევ კარგ ხასიათზე დადგა.ზურამ უცნაურად შეხედა.
-კაიფში ხარ? - კითხა სერიოზული და მკაცრი ტონით
-რა კაიფში,გაგიჟდი?
-როგორ არა,კაიფში ხარ - უთხრა გაღიზიანებული ტონით ზურამ.მარიამს კი შეეშინდა,რადგან ახლა გრძელი ლექცია და რაც მთავარია ძალიან სერიოზული ჩხუბი ელოდა ზურასგან,ამას კი მისი გამომეტყველება ეუბნეოდა.



№1  offline წევრი proudly

ძაან შეამოკლე რაღაც :)) თავები გაზარდე

 


№2  offline წევრი mia15

gaagrdzele veli axal tavs.

 


№3  offline წევრი anonimiavtori

proudly
ძაან შეამოკლე რაღაც :)) თავები გაზარდე

ვიცი და ვერ ვახერხებ ბევრის წერას.როგორც კი შევძლებ მაშინვე დავდებ დიდ ნაწილს

 


№4  offline წევრი Timea25

ბანძი გოგოა მარიამი, ზურა დეგენერატი პედოფილი ))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent