შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეი ბიჭის დღიურები თავი (9)


10-02-2018, 15:14
ავტორი konstantine13
ნანახია 1 797

დასაკარგი არაფერი მქონდა მისთვის მოსმენა ყველაზე კარგი გამოსავალი იყო იმ შემთხვევაშ. ერთი მხრივ მას, რომ ვუყურებდი საშინელი გრძნობა და ის კადრები მესახებოდა თვალწინ რაც მის ოთახში ვნახე. გული საშინლად მიცემდა თითქოს ვერ გადაიტანდა იმ მომენტს სანამ საბა ხმას ამოიღებდა.

-არ გეგონოს თავის გამართლებას დავიწყებ, უბრალოდ მინდა ის იცოდე რომ მე და მეგის შორის არაფერი ყოფილა უბრალოდ ჩემს გვერდით ჩაეძინა. ბევრი დავლიეთ მაგრამ ყველაფერი კარგად მახსოვს და ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. უბრალოდ მინდა რომ გჯეროდეს ჩემი და მენდობოდე.
-ნდობას მოპოვება ჭირდება, მაგრამ შენ ერთ წამში შეძელი ჩემი შენდამი ნდობის გაქრობა და მე ეს მწყინს.
-ანუ ვსო მორჩა ყველაფერი?
-რას მთხოვ?
-არაფერს უბრალოდ იმას რომ გამიგო და მაპატიო.
-მიპატიებია.-გაღიმებული და არადამაჯერებელი ხმით ვუთხარი.
-ასე ხო მიპატიებია? იმ ყველაფრის მერე რაც ჩვენ ერთად გამოვიარეთ, რაც გავაკეთეთ, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს მეტის თქმა არ შეგიძლია?
-კარგი მჯერა შენი და გენდობი. ვიმედოვნებ ყველაფერი მართლა ისე იყო როგორც თქვი.
-მიყვარხარ.

ამ სიტყვების გაგონებაზე მინდოდა იმ წამს ყველა ნებისმიერი ჩვენს გარშემო მჯდომი თუ მდგომი ადამიანი გამქრალიყო და საბასთვის ისე მეკოცნა როგორც პირველჯერზე ისეთივე გრძნობით. არ შემეძლო მისი განზე გაწევა, თუმცა ისიც არ მინდოდა რომ ასე მარტივად დავუჯერე.

-კარგი უნდა წავიდე საქმეები მაქვს.- ამით მივახვედრე,რომ ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ.
-კარგი.
-დროებით.
-დღეს დარჩი ჩემთან.
-არვიცი თუ მოვახერხე მოვალ.
-გასაღები წაიღე.
-არა მადლობ არმინდა მორიგ გოგოსთან კოტრიალობის დროს შემოვიდე.- და ხმამაღლა გავიცინე ამის თქმის შემდეგ.
-კოსტანტინე გამომართვი გასაღები და უარს არ მივიღებ.

წამოვედი ისე რომ უკან არ მივტრიალდი, არაფერი საქმე არ მქონდა უბრალოდ ვერ გეტყვით რატომ მოვიტყუე, თუმცა იმ წამს ამის მეტი ვერაფერი მოვახერხე. დავდიოდი უაზროდ ხან ერთ ქუჩაზე ხან მეორეზე, ვფიქრობდი ყველაფერზე და ჩემდაუნებურად, გაანალზები და დაფიქრების გარეშე უფრო მეტად როგორ მიყვარდებოდა ის. საბას ნათქვამმა დაალაგა ჩემს თავში აზრები და ფიქრები.

-დე დღეს საბასთან ვრჩები.
-კარგი ბევრი არ დალიო დეე.- დედაჩემა გაიცინა და ტელეფონი გამითიშა.

როგორც მჩვევია გზად საჭმელი ვიყიდე და ავედი, კარი გავაღე და სავარძელშ ჩაფიქრებული სასმლის ჭიქით ხელში დაღონებული საბას სახე თვალებში გამეჩხირა . ამის დანახვაზე ყელში რაღაც გაურკვევლი ბურთ მომებჯინა რომელიც ჩემს დახრჩობას განაგრძნობდა. კარი მივაჯახუნე და სწრაფად მივედი საბასთან რომ ჩავხუტებოდი და პასუხ გაუცემელ ნათქვამზე მეპასუხა.

-მეც მიყვარხარ.

ორივე გავჩუმდით და ჩვენს გრძნობებს ფანჯრიდან ტალღებივით ვუშვებდით იმის იმედით, რომ ხალხს გადავდებდით ამ სიყვარულს სულ თუ ვერა ოდნავ მაინც. მთელი ღამე არ გვეძინა ხან ვჭამდით, ვსვამდით ან ერთმაენთს ვუყურებდით და ნერწყვს ნერწყვზე ვყლაპავდით, ბოლოს როგორც იქნა გავაცნობიერე, ის რომ არა ჩემი ცხოვრება მოსაწყენი, ერთ ფეროვანი და ისეთი იქნებოდა როგორიც არასოდეს მინდოდა რომ ყოფილიყო, მინდოდა ეს ცოდნოდა მას რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო და ამის სათქმელად სიტყვებს ვერ ვპოუობდი, თუმცა ბოლოს მოვაბი თავი და ვუთხარი.

-საბა არვიცი იცი თუ არა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაშ მნიშვნელოვანი ადგილი გიკავია, ყველაფრის მიუხედავად მინდა იცოდე რომ მიყვარხარ, ხო მიყვარხარ და შემიძლია რომ ეს ხმამაღლა ვთქვა და ყველას შევეწინააღმდეგო ამის გამო, არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი,რადგან შენ ჩემს ცხოვრებას ალამაზებ და ის ყველაფერი რაც შენთან მაკავშირებს ბედნიერია ჩემთვის და კარგია და მინდა რომ სულ ასე იყოს.

ამას ვამბობდი თუმცა შინაგანად მეშინოდა, მეშინოდა რომ ვერ გამიგებდნენ და ჩემს ამ გრძნობებს ცუდად გაიგებდნენ. არმაინტერესებდა ხალხი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მაინც დედაჩემის აზრი იყო, დარწმუნებით ვიცოდი რომ მამაჩემი ამ ყველაფერს ვერ გაიგებდა, მაგრამ ვიცოდი რომ დედაჩემი ყველაფერს გამიგებდა ამიტომაც ამ ღამეს გადავწყვიტე, რომ დედაჩემს ყველაფერს ავუხსნიდი და მე და საბა ერთად დაველაპარაკებოდით.

-ხვალ დედაჩემს მინდა რომ დაველაპარაკოთ ჩვენზე.
-კოსტა დარწმუნებული ხარ რომ ამისთვის მზად ხარ?
-კი დარწმუნებული ვარ, არმინდა რომ ვატყუებდე და არმინდა, რომ ვუმალავდე ჩემს ნამდვილ სახეს, ვიცი რომ გამიგებს და ყვეალფერს დადებითად მიიღებს,რადგან ყოველთვის როცა ხალხი ვერ მიგებდა დედჩემი გვერდში მედგა და მამხნევებდა, ამიტომაც ვერ მოვიდი ხვალ უნდა დაველაპრაკო რადგან ზეგ მიდის.
-კარგი მე შენს გვერდით ვარ, თუ შენ ასე გინდა დაველაპარაკოთ.

კიდევ ბევრს ვფიქრობდი დილამდე ვფიქრობდი და არვიცოდი კარგს ვაკეთებდი თუ ცუდს, უბრალოდ აღარშემეძლო მისი მოტყუებ და ეს არც მინდოდა. ამიტომაც დილით ადრე ადექით მე და საბა ცოტა სახლი დავალაგეთ, საჭმელი გავაკეთეთ და თითო ჭიქა ღვინოც დავლიეთ.

-დეე გაემზადე და საბასთან გამოდი, გელოდებით.
-რა ხდება?
-არაფერი ვისაუზმოთ თან რაღაცაზე დალაპარაკება მინდა.
-კარგი გავემზადები და წამოვალ,მომწერე სად უნდა მოვიდე.

დაახლოებით ერთ საათში დედაჩემი აქ იქნებოდა, რა თქმა უნდა ვნერვიულობდი, ფრჩხილები თითქმის სულ დავჭამე ერთადერთი ის მამხნევებდა რომ საბა ჩემს გვერდით იყო და მარტო არ მიწევდა მასთან დალაპარაკება.

-დამშვიდდი ვიცი რომ ნერვიულობ, მაგრამ გაგვიგებს ყველაფერს.
-კარგი მშვიდად ვარ.- სიტყვა დამთავრებული არ მქონდა რომ კარებზე კაკუნის ხმაც გაისმა, სიკვდილ სიცოცხლის საკითხი რომ წყდება და მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანას ჩაქუჩის დარტყმით,რომ წყვეტს ასეთი კაკუნი მესმოდა, კარის გაღებას მე ვერ ვბედავდი ამიტომ საბამ მაკოცა მითხრა რომ დავმშვიდებულიყავი და კარი გააღო.



№1  offline მოდერი pekhshvela

ცუდო!! :დ როგორ მაბრაზებ და თან როგორ მახარებ! ისევ და ისევ გეტყვი , რომ ძალიან მომწონს რატომღაც, ალბათ განსხვავებული, რომაა მაგიტომ. თუმცა მარტო მაგიტო არა, კარგად წერ მართლა! ვიმედოვნებ რომ დედამისი ყველაფერს კარგად გაიგებს. ძალიან მომწონს კოსტა და რა ვქნა. და ხო მოგატყუე:დდ ცუდი დაგვიანების პონტში გიწოდე:დ კარგი ხარ და წარმატებები წერაშიც და აბიტურიენტობაშიც❣❤❤

 


№2  offline წევრი MmaroAmi

რა ინტრიგანია სს ბიჭი მაგიჟებს რა ???? უფ

 


№3  offline წევრი konstantine13

pekhshvela
ცუდო!! :დ როგორ მაბრაზებ და თან როგორ მახარებ! ისევ და ისევ გეტყვი , რომ ძალიან მომწონს რატომღაც, ალბათ განსხვავებული, რომაა მაგიტომ. თუმცა მარტო მაგიტო არა, კარგად წერ მართლა! ვიმედოვნებ რომ დედამისი ყველაფერს კარგად გაიგებს. ძალიან მომწონს კოსტა და რა ვქნა. და ხო მოგატყუე:დდ ცუდი დაგვიანების პონტში გიწოდე:დ კარგი ხარ და წარმატებები წერაშიც და აბიტურიენტობაშიც❣❤❤

მადლობა მადლობა ძალიან მიყვარხარ ასეთი ერთგული მკითხველი რომ ხარ . აღარდავაგვიანებ ვეცდები ყველანაირად .

MmaroAmi
რა ინტრიგანია სს ბიჭი მაგიჟებს რა ???? უფ

???????? მოთმინება და ყველაფერს მიხვდები ????????

 


№4  offline წევრი kaisha13

სუუპერ ბიჭიხარ შენ რომელიც სარგებლობს იმის იმედოთ როიცი შენ ისტორიას ვერ მივატოვებთ ასე დაგვიანებების მერეც კიი ხო?...))) მართლა ისეთია შენდაუკითხავათ რო ჩაგითრევს კითხვისას,მომწონს რო არარის დამღლელი წასაკითხი უაზრო ფილოსოფოსიური ახნებით კარგი ბიჭიხარ იმედები არ გაგვიცრუო,წარმატებები

 


№5  offline წევრი talia

როდესაც საიტზე შემოვედი და სათაური და სურათი დავინახე მეთქი მეჩვენებათქო სამჯერ შევისხი სახეზე წყალი, რო მივხვდი რო არ მელანდებოდა იმხელა ვიკივლე ჩემი მშობლები კი არა მთელი სამეზობლო გავაღვიძე მგონი, მერე ჩემებმა რო დაინახეს ღამის ოთხის ათ წუთზე ისევ ვკითხულობდი, ოთახიდან გამომისტუმრეს და სასტუმრო ოთახში დამაძინეს. მაგრამ ამას ასე დავტოვებდი, ვითრიე ტელეფონი და თვალები დავითხარ. ნერვები კი როკითხვა დავამთავრე მერე მომეშალა, ერთი გამაგებინე ეს რა იყო? ცალკე დააგვიანე და პასუხის მგებლობაც არ აიღე, ასეთი პატარა თავი რატომ დადე? და თან რა საინტერესო დროს გაჩერდი triumph აუ გეხვეწები მალე დადე ან, მითხარი მაინც რა მოხდება ინტერესით ვკვდები, არ გეციდები? sob

 


№6  offline წევრი konstantine13

talia
როდესაც საიტზე შემოვედი და სათაური და სურათი დავინახე მეთქი მეჩვენებათქო სამჯერ შევისხი სახეზე წყალი, რო მივხვდი რო არ მელანდებოდა იმხელა ვიკივლე ჩემი მშობლები კი არა მთელი სამეზობლო გავაღვიძე მგონი, მერე ჩემებმა რო დაინახეს ღამის ოთხის ათ წუთზე ისევ ვკითხულობდი, ოთახიდან გამომისტუმრეს და სასტუმრო ოთახში დამაძინეს. მაგრამ ამას ასე დავტოვებდი, ვითრიე ტელეფონი და თვალები დავითხარ. ნერვები კი როკითხვა დავამთავრე მერე მომეშალა, ერთი გამაგებინე ეს რა იყო? ცალკე დააგვიანე და პასუხის მგებლობაც არ აიღე, ასეთი პატარა თავი რატომ დადე? და თან რა საინტერესო დროს გაჩერდი triumph აუ გეხვეწები მალე დადე ან, მითხარი მაინც რა მოხდება ინტერესით ვკვდები, არ გეციდები? sob

ahahahah davde ukve tan sakmaod didi tavi da madloba aseti kuradgebistvis da winaswar bodishi rom waikitxav mixvdebi ratomac ❤️❤️❤️

kaisha13
სუუპერ ბიჭიხარ შენ რომელიც სარგებლობს იმის იმედოთ როიცი შენ ისტორიას ვერ მივატოვებთ ასე დაგვიანებების მერეც კიი ხო?...))) მართლა ისეთია შენდაუკითხავათ რო ჩაგითრევს კითხვისას,მომწონს რო არარის დამღლელი წასაკითხი უაზრო ფილოსოფოსიური ახნებით კარგი ბიჭიხარ იმედები არ გაგვიცრუო,წარმატებები

მადლობა დავდე ახალი თავი ვეცდები იმედები არ გაგიცრუვდეთ დდაუფრო მეტად დაგაინტერესოთ და გაგაოცოთ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent