შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორც დაიწყო ისე დასრულდა(15თავი)


5-10-2016, 19:00
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 689

-შვილო, შენს გასაღიზიანებლად არ დამირეკავს, მინდა რომ ბოდიში მოგიხადო იმისთვის, რაც ქეთიზე ვისაუბრე, არ ვიყავი მართალია, უბრალოდ გავღიზიანდი და მინდა ბოდიში მოგიხადო. ცუდად ვისაუბრე მასზე, თან არც ვიცნობ კარგად, წინასწარ ცუდი ვიფიქრე, მაგრამ იმიტომ რომ დედა ვარ და ვზრუნავ შენზე. იმ დღის მერე კი ყოველდღე ვნანობ თუ რატომ მოიქეცი ასე, რატომ გატკინეთ გული შენც და ქეთისაც. საბოლოო გადაწყვეტილება ხომ შენია? ეგ შენი ცხოვრებაა. გთხოვ ლაშა, ჩემო შვილო მაპატიო ეს ყველაფერი. შეგიძლია?
-მოიცა დავფიქრდე, კი შემიძლია გაპატიო. ამხელა ბოდიშის მერე დედას რომ არ აპატიებ მერე მოსაკლავი ხარ.
-მადლობა ლაშა, ჩემო ლამაზო და საყვარელო ბიჭო, იცი როგორ მიყვარხარ? მამაშენს ძალიან მოსწონს ქეთი. ლამაზი და ძალიან კარგი გოგოაო. მეკიდე შევცდი.
-ხო დედა, შეცდი, თან ძალიან, მაგრამ არაუშავს, მაინც დედა ხარ და შვილისთვის ყველაფერი კარგი გინდა. მესმის შენი. მართალია მაგდენი არ უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ მიპატიებია, რა მოხდა მერე. ეგ ერთი მიპატიებია, მაგრამ იმედი მაქვს მეტჯერ აღარ გააკეთებ ეგრე.
-მადლობა შვილო, ძალიან მიყვარხარ, ჩემი დიდი ბიჭი. როგორ მალე გაიზარდე. აწი წინასწარ ეგრე არაფერს გეტყვი, არ ვიცოდი როგორი პიროვნება იყო და წინასწარ ცუდი წარმოდგენა შევიქმენი. მართლა დიდი ბოდიში. ხო მართლა, შეიძლება ხვალ შენს ქორწილში მოვიდეთ?
-კაი რა დედა არ გრცხვენია? რეებს ლაპარაკობ? შენ და მამა თუ არა ვინ უნდა მოვიდეს ჩემს ქორწილში მშობლებზე უკეთესი? ორივეს გელოდებით. მაპატიე ეხლა უნდა წავიდე.
-მადლობა შვილო, აპა კარგად და ხვალ შევხვდებით,
-კარგად ხვალამდე, მამა მომიკითხე და ორივეს გელოდებით.
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხელი მაღლა, ტრიალი, ძალიან კარგია. აპა კიდევ ერთხელ. ერთი, ორი.... მოიცა ნინი ტელეფონი მირეკავს. უი უცხო ნომერია, ნეტა ვინ უნდა იყოს. მიდი მუსიკას ჩაუწიე რა.
-დიახ, გისმენთ.
-უკაცრავად ქეთი მინდოდა.
-დიახ მე ვარ თქვენ ვინ ბრძანდებით?
-იცი შვილო, მე ნათია ვარ, ლაშას დედა.
-უი, გამარჯობა ქალბატონო ნათია, როგორ ბრძანდებით?
-არამიშავს შვილო, საქმე მაქვს და შეგიზლია მელაპარაკო?
-კი როგორ არა. აპა გისმენთ
-შვილო, ქეთი, მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმასთან დაკავშირებით რაც თქვენზე ვისაუბრე, არ ვიყავი მართალი, არ გიცნობდი და წინასწარ გავაკეთე დასკვნა, მერეკი მივხვდი, რომ ყველას გული ვატკინე და შვილთან ურთიერთობა გავიფუჭე. ეხლა კი მინდა, რომ მაპატიო. შეგიძლია?
-როგორ არა ნათია დეიდა. მერე რა მოხდა რომ ეგრე თქვით ჩემზე, ოჯახის წევრი ხართ და რათქმაუნდა გაპატიებთ, ეხლა კი მაპატიეთ უნდა წავიდე საქმეები მაქვს ხვალისთვის მოსაგვარებელი. უნდა მოვემზადო. იმედი მაქვს არ გეწყინებათ
-არა შვილო რას ამბობ? პირიქით დიდი მადლობა რომ ჩემი პატიება შეძელი.
-აპა კარგად, ხვალ შევხვდებით.
-კარგად ქეთი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent